„მოინანიე ძმაო“„გაკმინდეთ ხმის“ წინააღმდეგ: უმე-ფანარიონის დიალოგის ანალიზი
უმე-ს ბერ-მონაზვნებმა მიმართეს პატრიარქ ბართლომეს გონს მოგებოდა, ხოლო ფანარიონზე უმე-ს მოუწოდეს „ხმა გაეკმინდათ“.
2021 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გარემოდან გაჟღერდა ორი განცხადება, რომლებიც მართალია უშუალოდ არ ეხება ერთმანეთს, როგორც „კითხვა-პასუხი“, მაგრამ მისი არსითა და მნიშვნელობით უკრაინულ-ფანარიოტული „დიალოგის“ საკმაოდ ნიშანდობლივ მარკერებს წარმოადგენს.
უკრაინის საკითხი და ფანარიოტთა პასუხი
მიძინების სახელობის პოჩაევის ლავრაში სრულიად უკრაინის ბერ-მონაზონთა ყრილობიდან ორი კვირის შემდეგ, რომელიც 2021 წლის 15 ივნისს შედგა, გამოქვეყნდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესადმი მიმართვის ტექსტი.
არსებითად, ეს საერთოდ არაკორექტული იყო: დოკუმენტის გამოქვეყნება ყრილობის სახელით თავად ყრილობიდან ამდენი ხნის გასვლის შემდეგ, ამასთან ორი: ყრილობის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. თუ ტექსტი მიღებული იყო თავად ყრილობაზე, საჭიროა მისი იმავე დღეს გამოქვეყნება, ხოლო თუ ტექსტი კიდევ სხვა ვინმესთან თანხმდებოდა, მისი გამოქვეყნება საჭირო იყო არა ყრილობის, არამედი იმის სახელით, ვინც ათანხმებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კნინდება ყრილობის ავტორიტეტი და როგორც შედეგი, იმ დოკუმენტების, რომლებიც მასში იქნა მიღებული. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს გარემოება არ დარჩა შეუმჩნეველი უმე-ს არაკეთილმოსურნეების მხრიდან და ითამაშა არა მისთვის სასარგებლო როლი. თუმცა, დავუბრუნდეთ თავად მიმართვას.
მიმართვის ადრესატი იყო პირადად პატრიარქი ბართლომე და მასზე მისი რეაქცია ძალიან მჭევრმეტყველური - ის საერთოდ არ ყოფილა (ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტამდე). ამის ნაცვლად, ფანარიონის მეთაურმა გამოაქვეყნა გზავნილი „რუსების მართლმადიდებლობის 1033 წლისთავთან დაკავაშირებით (των Ρως)“. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის საკმაოდ სამწუხარო შეცდომა: ფანარიონზე იმდენი ხანი იყო, აწარმოო მოლაპარაკებები და არ განუმარტო „მის უწმინდესობას“, რომ მთავარმა ვლადიმირმა „კიევის რუსეთი - უკრაინა“ მოაქცია, ხოლო ამასთან ის იყო „უკრაინელი მთავარი“ (სწორედ ასე მოიხსენიება ის ვ.ზ ელენსკის 28.07.21 წ. მიმართვაში). ასევე სიტყვის „რუსი“ გამოყენება უკრაინის მიმართ არის ცუდი ტონი. რუსები უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით ახლა საერთოდ არ წარმოადგენენ უკრაინაში ძირძველ ხალხს.
ფანარიონის მეთაურმა საერთოდ იგნორირება გაუკეთა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც სრულიად ლოგიკურია, რამეთუ მან „გააუქმა“ ის ჯერ კიდევ ორნახევარი წლის წინ.
როგორც არ უნდა იყოს, ფანარიონის ეს გზავნილი მიმართული იყო „კიეველი ეპიფანეს მიმართ (Κιέβου Επιφάνιο)“ (ტიტულების გარეშე) და აღნიშნულია, რომ ის წარმოადგენს „სიყვარულისა და ყველას ერთიანობის წერილს, მიუხედავად იმისა, იციან მათ ამის შესახებ თუ იგნორირებას უკეთებენ, სურთ ეს თუ არა“. ეს აშკარა მინიშნებაა, რომ უკრაინაში არიან ისინი, ვინც იგნორირებას უკეთებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „სიყვარულსა და ერთიანობას“, მინიშნება, რომელშიც რთულია არ შეიცნო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. თუმცა, ოფიციალურად ფანარიონის მეთაურმა საერთოდ იგნორირება გაუკეთა უმე-ს, რაც სავსებით ლოგიკურია, რამეთუ მან „გააუქმა“ ის ჯერ კიდევ ორნახევარი წლის წინ.
თუმცა, პატრიარქ ბართლომეს ენაწყლიანი დუმილი სიჭარბით შეავსო დერკიის მიტროპოლიტმა აპოსტოლმა (დანილიდისი), რომელმაც თავისი ეპარქიის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა მრისხანე პუბლიკაცია სათაურით „კმარა, რუსი იერარქების ყოფნა უკრაინაში!“ ამ მიმართვის კვინტესენცია იყო მოცემული სტატიის სათაურში გამოტანილი: „გაკმინდეთ ხმა“.
შეიძლება ჩაითვალოს მიტროპოლიტ აპოსტოლის (დანილიდისის) პასაჟი თუნდაც არა ოფიციალურად, მაგრამ უმე-ს ბერ-მონაზვნების ნამდვილ პასუხად? ერთის მხრივ, არსებობს პრეცედენტი, როცა მიტროპოლიტი აპოსტოლი (დანილიდისი) წერილს ოფიციალურად აგზავნიდა პატრიარქ ბართოლომეოსის სახელით. ეს იყო 2020 წლის 20 იანვარს, როცა ფანარიონი ემუქრებოდა პრაღის მიტროპოლიტ მიხეილს (დანდარს) „მკაცრი ჩარევით“ კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, რომელშიც ასევე განსაკუთრებით არ იბოჭებოდა გამოთქმებში. მეორეს მხრივ, ცნობილი ბერძნული მართლმადიდებლური რესურსებიდან მიტროპოლიტ აპოსტოლის (დანილიდისი) პასაჟი მხოლოდ Orthodox Times-მა გამოაქვეყნა, რომელიც ცნობილია მისი მიდრეკილებით ყოველგვარი სკანდალების აქტიური განხილვის მიმართ. მაგალითად, ახლა იქ გაიშალა ქალკიდონიის მიტროპოლიტ ემანუელის (ადამაკისი) დისკრედიტაციის მთელი კამპანია, რომელიც ახლახანს დაინიშნა ფანარიონზე ჩინით მეორე იერარქად პატრიარქ ბართლომეს შემდეგ.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი ec-patr.org. შემუშავების სტადიაშია. ყველაზე კითხვადმა ბერძნულმა საიტებმა რომფეიამ და ვიმა ორთოდოქსიამ მიტროპოლიტ აპოსტოლის სიტყვებს არანაირი ყურადღება არ მიაქციეს. ამასთან, ორივე ამ რესურსმა გამოაქვეყნა სრულად თავად უმე-ს ბერ-მონაზონთა ყრილობის მიმართვა პატრიარქ ბართოლომეოსის მიმართ, ორიგინალის ფოტოასლის დანართით. რომფეიას საიტზე ამ სიახლე ერთი დღეზე ნაკლებ დროში 100 000-ზე მეტი (!) ნახვა დააგროვა. ფანარიონის მეთაურის წერილი „კიევის ეპიფანეს“ მიმართ „რუსების მოქცევის“ 1033 წლისთავთან დაკავშირებით, რომფეიას საერთოდ არ გამოუქვეყნებია.
ამიტომაც, კითხვაზე, რამდენად ერწყმის მიტროპოლიტ აპოსტოლის განცხადება ფანარიონის რეალურ პოზოციას, შეიძლება ასეთი პასუხის გაცემა: ისინი შინაარსით იდენტურია, მაგრამ ფორმით - განსხვავებული. თუ მიტროპოლიტ აპოსტოლის შესრულებით ესაა ბანალური სიუხეშე, ოფიციალური ფანარიონის მხრიდან - მჭევრმეტყველური იგნორირება.
ორი განსხვავებული ეკლესიოლოგია
ახლა გადავიდეთ უმე-ს ბერ-მონაზონთა ყრილობის მიმართვისა და მიტროპლიტ აპოსტოლის პასაჟის შინაარსის ანალიზზე. როგორც უკვე ითქვა, მათში მოცემულია იმის სრულიად განსხვავებული გაგება, თუ რას წარმოადგენს ქრისტეს ეკლესია.
უმე-ში ამას ესე ხსნიან: „მართლმადიდებლობის ათასწლიანი ტრადიცია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიანობაზე აიგო, რომელთაგან თითოეულს გააჩნია მადლი მთელი სისავსით და ყველა ერთად წარმოქმნის წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ეს ერთიანობა შეიძლება ჰგავდეს წმინდა ევქარისტიას, სადაც მთელს წმინდა კრავში არის ქრისტე, მაგრამ თითოეულ ნაწილშიც - ქრისტე“.
ყველა ადამიანს შეუძლია წაიკითხოს მოციქულთა საქმეთა წიგნი და ასევე, უმჯობესი იქნება წაიკითხოს მთელი ახალი აღთქმა და დარწმუნდეს, რომ ეკლესიის ეს წერილი სრულად შეესაბამება წმინდა წერილს. თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით და წმინდა მამებისა და მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებს გამოვიკვლევთ - შედეგი იგივე იქნება.
თუმცა, მიტროპოლიტი აპოსტოლი საუბრობს უმე-ზე, როგორც ერთგვარ პროტესტანტიზმზე. ის პათოსურად შესძახებს: „რომელ ეკლესიაზე საუბრობთ? რა თანამედროვე პროტესტანტიზმს აღიარებთ? განმტკიცდით მორჩილებისა და მოწაფეობის პოზიციაზე, რადგანაც თუნდაც დედამიწაზე ფიქრობდეთ, რომ მთელს სამყაროს სძლიეთ, მსოფლიო საეკლესიო კრებების, ადგილობრივი და სინოდის სხვა მამების აღშფოთება, რომლებმაც დაადგინეს და განმარტეს კონსტანტინოპოლის უნიკალური ვალდებულებები და ასევე სამართლიანობა ღვთისგან, ისინი ერევიან მაშინაც კი ... „ცოდვილები, საით მივდივართ“.
ფანარიონი ეკლესიას ხედავს, როგორც ადგილობრივი ეკლესიების ერთობლიობას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურობით, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა მართლმადიდებლობაში.
კონსტანტინოპოლის სხვა იერარქებისა და თავად პატრიარქ ბართლომეს თუნდაც ბოლო ორი წლის გამონათქვამების შესწავლის შედეგად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ყველა მათგანი ანალოგიურია. ამიტომაც, ყოველ შემთხვევაში, ამ ნაწილში, მოცემული სიტყვები შეიძლება ჩაითვალოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჭეშმარიტ პოზიციად, რომელიც ხედავს ეკლესიას, როგორც ადგილობრივი ეკლესიების ერთობლიობას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურობით, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული უფლებამოსილებები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართლმადიდებლობაში.
თუ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ეკლესიის გაგება წარმოადგენს აბსოლუტურად ისეთს, როგორიც ის იყო ქრისტიანობის მთელი ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე, ფანარიონი გვთავაზობს საეკლესიო მოწყობის ახალ მოდელს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მართლმადიდებლობა დაიყვანება კონსტანტინოპოლის პატრიარქამდე, რომელიც როგორც ფანარიოტები აცხადებენ, გამოხატავს „მართლმადიდებლობის ეტატს“. კონსტანტინოპოლი არის ყველა ადგილობრივი ეკლესიის დედა, რომელიც არსებობს იმდენად, რამდენადაც ისინი ურთიერთობაში არიან კონსტანტინოპოლთან და ემორჩილებიან მის განკარგულებებს.
ეს მოდელი კარდინალურად ეწინააღმდეგება ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლურ დოგმატს, ხოლო თუ მხედველობაში მივირებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სრულ დამოკიდებულებას აშშ-ს პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, რასაც მოწმობს ფანარიონის ისტორია ნახევარი საუკუნის მანძილზე, სიტუაცია უკვე ძალიან სამწუხარო ჩანს.
რითი ვართ ბერძნებისგან დავალებული
ჩვენს ხალხს გინდ უკრაინელი უწოდეთ, გინდ რუსი, ჩვენ ყოველთვის გვახსოვდა და გვახსოვს, საიდან მივიღეთ წმინდა ნათლობა, სახარებისეული მოძღვრება, ბერ-მონაზვნობის ტრადიცია და ა.შ. ამის შესახებ ბერ-მონაზონთა ყრილობის მიმართვაში ნათქვამია ასე: „ჩვენ, უკრაინისი მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნები, ყოველთვის პატივისცემითა და მოწიწებით ვუდგებოდით დიდი ბერძნული მონასტრების სულიერ ტრადიციას. ჩვენთვის ათონის წმინდა მთა და საბერძნეთის სხვა მკვიდრებიც წარმოადგენდნენ სულიერი დარიგებისა და საზრდოს მიღების ადგილებს. ეს მოვლენა ტრადიციულია ჩვენი ეკლესიის ბერ-მონაზვნული ტრადიციისთვის. პრაქტიკულად უკრაინის თითოეულ მონასტერში არის ხატები, რომელიც ათონის წმინდა მთაზეა დაწერილი და საბერძნეთთან დაკავშირებული სიწმინდეები. ჩვენ სიყვარულითა და მოწიწებით ვუდგებოდით ბერძენ ბერებს, რომელთაგან მარტივად ვიღებდით სულიერ დარიგებებს“.
ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ფორმითაა უმჯობესი ყველაზე მეტად გამოვლინდეს მადლიერება იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლიდან (ისტორიკოსებში სხვა აზრიცაა ) ჩვენ მივიღეთ ფასდაუდებელი მადლი, მართლმადიდებელი რწმენა? ამ კითხვაზე პასუხი გასცა წმინდა მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა, რომელმაც თქვა: „ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული არაა, როგორც მესმოდეს, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში შედიან“ (3 იოან. 4). მართლმადიდებლობისა და სასულიერო ტრადიციისადმი ერთგულება არის საუკეთესო მადლიერება, რომელიც შეიძლება გამოვხატოთ იმათ მიმართ, ვინც ქრისტეს რწმენით განგვანათლა. თუმცა, ფანარიოტები რატომღაც თვლიან, რომ ჩვენ უნდა ვიმყოფებოდეთ სრულ და უპირობო დაქვემდებარებაში თანამედროვე ბერძნებთან იმისთვის, რომ მათმა წინაპრებმა გადმოგვცეს წმინდა მართლმადიდებლური რწმენა.
მართლმადიდებლობისადმი ერთგულება არის საუკეთესო მადლიერება, რომელიც შეიძლება გამოვხატოთ იმათ მიმართ, ვინც ჩვენ ქრისტეს რწმენით განგვანათლა. თუმცა, ფანარიოტები რატომღაც თვლიან, რომ ჩვენ სრულ და უსიტყვო მორჩილებაში ვიყოთ ბერძნებთან იმის გამო, რომ მათმა წინაპრებმა გადმოგვცეს წმინდა მართლმადიდებლური რწმენა.
აი, როგორ საუბრობს ამაზე მიტროპოლიტი აპოსტოლი: „მის-ებში ზიზღით ვკითხულობ უკრაინაში რუსების წარმომადგენელთა ანტისაეკლესიო და ანტიბერძნულ გამონათქვამებს და მართებული განრისხების მდგომარეობაში ვპასუხობ: გაკმინდეთ ხმა და ხელი აიღეთ იმათი მემკვიდრისგან, ვინც ქრისტიანად გაქციათ! თქვენ ყველაფრით ვალდებულნი ხართ, რასაც ასე ხელაღებით უწოდებთ სტამბულს! ჩვენთვის ესაა ერთადერთი ქალაქი, რომელიც აქ საუკუნეებია დგას და მხოლოდ სიკეთეს გჩუქნით თქვენ ყველას, ვინც ქრისტიანობის მიღების 1033 წლისთავს ზეიმობს, მაგრამ ამასთან არ ახსენებს არსად, ვინც თქვენ მოგნათლათ და მოგცათ ის, რითიც ახლა ტრაბახობთ. ჩვენ სინათლე მოგეცით - თქვენ მას უკუნში გახვეულს გვიბრუნებთ! ჩვენ მადლი გიბოძეთ - თქვენ პასუხობთ უმადურობით! ჩვენ კულტურა მოგიტანეთ - თქვენ შეურაცხგვყოფთ!“
ამასთან, ლოგიკური იქნებოდა კითხვის დასმა: თანამედროვე ფანარიოტები წარმოადგენენ იმ მართლმადიდებლობისა და სულიერი ტრადიციის ერთგულს, რომელიც მათმა წინაპრებმა 1033 წლის წინ გადმოგვცეს? მწუხარებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა, არ წარმოადგენენ. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისგან ფანარიონის გადახვევის თაობაზე უკვე ზემოთ ითქვა. გარდა ამისა, დღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო პირდაპირ საფინიშო, მესამე უნიაზე გავიდა ლათინებთან, რაც წარმოადგენს უკუსვლას არა მხოლოდ ეკლესიის დოგმატისგან, არამედ სხვა მრავალი დოგმატისგანაც.
ზოგადად, საკითხი თანამედროვეების ნებისმიერ პრეტენზიაზე წინაპრების დამსახურების საფუძველზე ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ გადაწყდა თავად უფალი იესო ქრისტეს მიერ. როცა ამაყმა იუდეველებმა ქრისტეს განუცხადეს, რომ „ჩვენ აბრაამის შვილები ვართ“, მან მათ უპასუხა: „აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით“ (იოან. 8:39). ამ სიტყვებში უფალმა მოგვცა კრიტერიუმები ყველა დროისთვის: ჩვენ იმდენად ვართ ჩვენი დიდებული წინაპრების მემკვიდრეები, იმდენად ვბაძავთ მათ რწმენასა და სათნოებას.
უმე-ს ბერ-მონაზვნების ყრილობა საქმის ასეთი გაგების სრულ შესაბამისობით მიმართავს პატრიარქ ბართლომეს: „გაიხსენეთ თქვენი დიდი წინამორბედების მართლმადიდებლობისადმი მტკიცე ერთგულება“.
მოწოდება მონანიებისკენ
პატრიარქ ბართლომესადმი უმე-ს ბერ-მონაზვნების მიმართვის ტექსტში არაა სტატიის სათაურში გამოტანილი სიტყვები: „პოკაისია ბრატე“, მაგრამ ტექსტის არსი სწორედ ასეთია. თავიდან მოცემულია მოკლე რეტროსპექტივა, ნახსენებია ის დრო, როცა პატრიარქი ბართლომე არ აძლევდა საკუთარ თავს ეკლესიის კანონების უხეშად დარღვევის უფლებას: „ჩვენ გვახსოვს თქვენი და ასევე თქვენი წარმომადგენლების ვიზიტები უკრაინაში, როცა თქვენ ყველანაირად ახდენდით კიევის კანონიერი მიტროპოლიტისადმი, თავიდან მიტროპოლიტ ვლადიმირის (საბოდანი) ხსოვნისადმი, შემდეგ კი მისი მემკვიდრის, კიევისა და სრულაიდ უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრისადმი მხარდაჭერას“.
შემდეგ კი, მკაფიო ფერებით, ყოველგვარი დიპლომატიური რევერანსის გარეშე, იხატება ყოველივე იმის სურათი, რასაც პატრიარქი ბართლომე დაატრიალებს შემდგომში: „ამიტომაც ჩვენთვის უდიდეს ტკივილად და მწუხარებად იქცა ის მზაკვრული ქმედებები, რომელიც თქვენ, როგორც პირველმა მართლმადიდებელი სამყაროს თანასწორ ეპისკოპოსებს შორის განახორციელეთ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. ჩვენ ვიკარგებით მოსაზრებებში, რითია მოტივირებული თქვენი გადაწყვეტილებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა გამოიწვია მან. გულში შეცბუნებითა და მწუხარებით გეკითხებით ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერმონაზვნები, თქვენ, პატრიარქ ბართლომეს, როგორ იღებს თქვენი ზნეობრიობა ცბუნების იმ დონეს, რომელიც მოიტანა თქვენმა გადაწყვეტილებამ ჩვენს ქვეყანაში: ტაძრების მიტაცება, უბრალო მორწმუნეების ცემა, ჩვენი მოძღვრებისა და მრევლის დისკრიმინაცია სახელმწიფო დონეზე, ჩვენი სამღვდელოების განადგურებისკენ მოწოდება?
ხვდებით, რომ დადექით ერთიანი უფლის ხალხის დაყოფის მიზეზის გზაზე, რომელშიც მოციქულ პავლეს სიტყვებით: „სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინდაცვეთილობა და წინდაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში“ (კოლ. 3:11)? რომელი ანტისაეკლესიო ძალების სასარგებლოდ წახვედით ეკლესიის წინააღმდეგ გაუგონარ დანაშაულზე? აცნობიერებთ თუ არა, რომ სისხლიან დაპირისპირებაში, რომელსაც დარდი მოაქვს ჩვენი ხალხისთვის, თქვენ რელიგიური ბრძოლის ახალი თესლი ჩააგდეთ, რომელთაგან ადრე უფალი გვიცავდა“.
და სრულდება ყოველივე ეს მონანიებისადმი მოწოდებით: „არსებულ სიტუაციაში, ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერმონაზვნები, მოგმართავთ თქვენ მოწოდებით შეაფასოთ თქვენი მოქმედებების შედეგები და გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას. გახდით კვლავ ყველა მართლმადიდებლისთვის წოდებით პირველი მღვდელმთავარი და მამა. გაიხსენეთ თქვენი დიდი წინამორბედების მართლმადიდებლობისადმი მტკიცე ერთგულება. დაფიქრდით, რა უდიდესი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, თუ მართლმადიდებლობის ისტორიაში თქვენი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდება გათელილ ერთიანობას და არ იდგება ერთ რიგში თქვენი უდიდესი წინამორბედებისა და წმინდანების სახელების: იოანე ოქროპირის, ფოტიუსის, ტარასის, გენადის გვერდით, მაგრამ ეკლესიის მოღალატეების რიგში, რომლებმაც კონსტანტინოპოლის ტახტი შეურაცხყვეს.
ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის საერთო სიწმინდეების წინ ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, წინამძღოლები და წინამძღვრები, ლოცვას აღვავლენთ ჩვენი გულმოწყალე უფლის მიმართ იმის შესახებ, რომ გაგინათოთ გონება, რათა განჭვრიტოთ, რა გამოიწვია თქვენმა სწრაფვამ გაგეერთიანებინათ კანონიერი ეკლესია იმათთან, ვინც მას განუდგა ათწლეულებით ადრე და თქვენი უსულგულობით, არეულობას და დაყოფას თესავთ უბრალო ადამიანებს შორის“.
პასუხი ფანარიონიდან
განვმეორდებით, მიტროპოლიტ აპოსტოლის პასაჟი არ წარმოადგენს პირდაპირ და უშუალო პასუხს ბერ-მონაზონთა ყრილობის მიმართვაზე, მაგრამ უკრაინა-ფანარიონის „დიალოგის“ ლოგიკაში მას სწორედ ასეთი მნიშვნელობა გააჩნია. ეს პასუხი შემდეგში მდგომარეობს:
- გაკმინდეთ ხმა;
- მოაშორეთ ხელები;
- თქვენ პასუხობთ უმადურობით;
- ჩვენ მადლი მოგეცით, თქვენ კი შეურაცხვგყოფთ;
- ბოლოსდაბოლოს, შეწყვიტეთ თქვენი ბოროტება, სიძულვილი და ქედმაღლობა.
თუმცა, ჩვენი ეკლესიის ბერმონაზონთა მიმართვაში გადმოცემულია ის რელობა, რომელიც დღეს უკრაინაში არსებობს და რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზსაც წარმოადგენს პატრიარქი ბართლომე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული: ტაძრების მიტაცება, უბრალო მორწმუნეების ცემა, ჩვენი მოძღვრებისა და სამწყსოს დისკრიმინაცია სახელმწიფო დონეზე, ჩვენი სამღვდელოების განადგურებისკენ მოწოდებები - ყველა ეს ფაქტი დოკუმენტურად დასტურდება. არავინ არაფერს იგონებს,
შედეგად, ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, ხოლო მეორეს მხრივ, უბრალოდ უხეშობას რაიმე სერიოზული არგუმენტის გარეშე. როგორ არ გავიხსენოთ აქ ძველი ბერძნული ანდაზა: „იუპიტერ, შენ ბრაზობ - ეს კი ნიშნავს, რომ მართალი არ ხარ“.
და რა შემდეგ?
პატრიარქ ბართლომესადმი უმე-ს ბერმონაზვნების მიმართვის ტონი საკმაოდ ხისტია, ტექსტში გამოიყენება საკმაოდ მკვეთრი გამონათქვამები:
როგორ იღებს თქვენი ზნეობრიობა შეცბუნების იმ დონეს;
ხვდებით რა გახდა დაყოფის მიზეზი;
თქვენ გაუგონარ დანაშაულზე წახვედით;
და ა.შ.
მოცემული ფორმულირებების სიხისტე საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, უმე-ს ბერმონაზვნები იმდეოვნებენ, რომ პატრიარქი ბართლომე შეცვლის თავის პოზიციას და მტრობისა და განხეთქილების მთესველი ადამიანიდან, ის კვლავ იქცევა „კეთილ მწყემსად“. ამის იმედი რომ ყოფილიყო, მიმართვის ტონი იქნებოდა ისეთი, რომ პატრიარქ ბართოლომეოსს საშუალებას მისცემდა შეენარჩუნებინა სახე, თუნდაც იმ ხარისხით, რომელიც შესაძლებელია ჩამოყალიბებულ გარემოებებში. თუმცა, ფანარიონის მეთაურის ქცევა გვიჩვენებს, რომ ასეთი იმედი არ შეიძლება იყოს.
ისტორიამ თითქმის არ იცის შემთხვევები, როცა ასეთი დონის ადამიანმა და ამასთან, ასე შორს წასულმა თავის დესტრუქციულ საქმიანობაში, ადგეს და მოინანიოს, თუმცა, უფლის ნებით, ყველაფერია შესაძლებელი.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ბერმონაზვნების მიმართვა არის მომზადება ეკლესიის რადიკალური გადაწყვეტილებებისთვის პატრიარქ ბართლომესთან მიმართებაში და იმ შეცდომების გამო, რომელსაც ის განასახიერებს. შესაძლოა, მალე ვიხილავთ ეპისკოპატის დონეზე, ამასთან, არა ერთი, არამედ ყველა ადგილობრივი ეკლესიის დონეზე, ვინც არაა გატაცებული ფანარიოტული ცრუ სიბრძნით, თავად პატრიარქ ბართლომესა და იმ ახალი ეკლესიოლოგიის მოქმედებების ერთმნიშვნელოვან და მკაფიო შეფასებას, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობს ფანარიონი სრულიად მართლმადიდებლობისთვის.