დიდი ლიტანიობა 2021: მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები

29 July 2021 23:04
75
დიდ ლიტანიობას სათავეში უნეტარესი ონუფრე ედგა. ფოტო: СПЖ დიდ ლიტანიობას სათავეში უნეტარესი ონუფრე ედგა. ფოტო: СПЖ

რუსეთის გაქრისტიანების დღისადმი მიძღვნილი 2021 წლის ლიტანიობა ყველაზე მასიური აღმოჩნდა. გავაანალიზოთ,რა გავლენას იქონიებს ის უმე-სა და უკრაინული საზოგადოების ცხოვრებაზე.

დიდი ლიტანიობა 2021 შედგა და მან მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა შეკრიბა - 350 000 ადამიანი. რას ნიშნავს ეს დღევანდელი რელიგიური და პოლიტიკური პროცესების კონტექსტში და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ გრანდიოზულ, გადაჭარბების გარეშე, მოვლენას ეკლესიის ცხოვრებაში?

დიდი ლიტანიობა 2021: მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები фото 1
ლიტანიობა 2021. ფოტო: тг-канал епископа Виктора (Коцабы)

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა აღწერა დიდი ლიტანიობა ძალზე მოკლედ და ხატოვნად: „ეს ტრიუმფია. ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს „ზეიმს“, ანუ  ლიტანიობას“. არ შეიძლება არ დაეთანხმო ამას, სიტყვა „ზეიმი“ ბევრად უფრო  შინაარსიანია და ადეკვატურად გამოხატავს ამ მოვლენის ატმოსფეროს. ეს ჭეშმარიტად მართლმადიდებლობის ზეიმი იყო, ქრისტეს ეკლესიის მორწმუნეთა ერთგულების ზეიმი, ყველა იმ ადამიანის ზეიმი, ვინც არ უღალატა უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიას ხელისუფლების, ნაციონალ-რადიკალებისა და სხვათა ზეწოლის მიუხედავად.

რაოდენობა და ხარისხი

ლიტანიობის მონაწილეთა წინასწარი გაანგარიშება, რომელიც ჯერ არც იყო ბოლომდე დასრულებული და ხალხი ჯერ კიდევ მიდიოდა გრუშევსკის ქუჩით, გამოაქვეყნა ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა, აგრეთვე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა. მათი შეფასებით, დიდ ლიტანიობაში 2021 მონაწილეობდა  350 ათასამდე ადამიანი. რა თქმა უნდა, შეიძლება ეჭვი შეიტანო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს სურთ უფრო გაზარდონ ეს რიცხვი. მაგრამ ის სრულიად რეალურად გამოიყურება, თუ გავიხსენებთ, რომ კიევო-პეჩერის ლავრაში უკვე ჩატარებული იყო საღამოს ღვთისმსახურების ნაწილი, ვლადიმერსკის გორკიდან კი ხალხი ჯერ კიდევ მოდიოდა. გრუშევსკის ქუჩა ამ დროისთვის მთლიანად სავსე იყო ხალხით, რომლებიც საკამაოდ მჭიდრო კოლონით მოდიოდნენ. ვფიქრობთ, ცოტა ხნის მერე გაანგარიშება უფრო ზუსტი იქნება, თუმცა ძირითადი  დასკვნების გაკეთება ახლაც შესაძლებელია. 

პირველ რიგში, ხალხის რაოდენობა მართლაც უზარმაზარი იყო. პოლიტოლოგმა კირილ მოლჩანოვმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - ერთადერთი ძალაა უკრაინაში, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა მშვიდობიან აქციაზე. აღსანიშნავია, რომ ლიტანიობა მიმდინარეობდა სამუშაო დღეს, თანაც სიცხეში. 

მეორე, 2021 წელს ლიტანიობაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე 2019 წელს (2020 წელს ლიტანიობა არ შედგა კორონავირუსის ეპიდემიის გამო). ორი წლის წინ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაცემებით, ლიტანიობაზე 300 ათასი მორწმუნე შეიკრიბა, წელს კი - 50 ათასით მეტი. 

მესამე, პოლიციამ გაახმოვანა ლიტანიობის მონაწილეთა რიცხვი როგორც 55 ათასი ადამიანი, რაც 7-ჯერ ნაკლებია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაცემებთან შედარებით. გაუგებარია, რისი იმედი ჰქონდათ შშს წარმომადგენლებს, მსვლელობას ხომ რამდენიმე დრონით იღებდნენ და ყოველ  საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია საკუთარი თვალით დაინახოს, რომ პოლიციის მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება. აქ აუცილებელია გავიხსენოთ, რომ 2019 წელს პოლიციამ გამოაცხადა 30 ათასი (ესე იგი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რიცხვის 10-ჯერ ნაკლები), ხოლო „პოროშენკოს ეპოქაში“ უფრო ნაკლები იყო გამოცხადებული.

მეოთხე,  მთავარი არა ხალხის რაოდენობაა, რომელიც, ვიმეორებ, უზარმაზარი იყო. მთავარი არის ის, რომ ყველა ამ  ადამიანს არ ეშინოდა გამოეხატა ეკლესიისადმი ერთგულება ამა სოფლის ძლიერთა მხრიდან ზეწოლისა და ნაციონალ-რადიკალთა მუქარის პირობებში. ლიტანიობის მონაწილეები არ შეუშინდნენ არც სიცხეს, არც რთულ გზას, არც კომფორტის ნაკლებობას და დედაქალაქში განსახლების სპარტანულ პირობებს. სინამდვილეში ლიტანიობაზე არწასვლის მრავალი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ამან არ იმოქმედა ხალხზე. მორწმუნეებმა მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ისინი ეკლესიის ერთგულები არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მზად არიან მის დასაცავად. თუ ხვალ კვლავ საჭირო გახდება გამოსვლა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად, ისინი გამოვლენ. 

რეაქცია უკრაინაში და საზღვარგარეთ

მოკლედ ეს რეაქცია შეიძლება ასე დავახასიათოთ: მართლმადიდებლები ზეიმობენ, ეკლესიის მტრები კბილებს აკრაჭუნებენ. თუმცა არის რაღაც მომენტები,  რომლებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვ. ზელენსკიმ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა ლიტანიობის მიმართ. ფორუმზე „უკრაინა-30“ გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მორწმუნეებისთვის არ იყო გათვალისწინებული წყალი, რომ მათ  ლავრის ღობესთან გაათენეს ღამე და აღშფოთდა, რომ ორგანიზატორებმა არ უზრუნვეჰყვეს მონაწილეები პირბადეებით: „გუშინ ჩვენ ხომ მსვლელობა გვქონდა? 55 000 ადამიანი. სხვადასხვანაირად შეიძლება გამოხატო დამოკიდებულება. მესმის, რომ ეს დღესასწაულია. მაგრამ კიევის გაერთიანებისთან, კიევის ხელისუფლებისთან კომუნიკაცია არ დამინახავს. ყველას ეშინია კომუნიკაციის, ესმით, რომ ეს დიდი დღესასწაულია და არ სურთ ხალხს პირდაპირ უთხრან. <...> ხალხი ორგანიზებულად ჩამოვიდა ავტობუსებით, ჩამოიყვანეს. ლავრაში და ლავრასთან მათ მთელი ღამე გაათენეს. უზარმაზარი  რაოდენობაა ხალხის, ასაკოვნების. ეს არა მხოლოდ დღესასწაულია. დღესასწაული ისეთი უნდა იყოს, რომ მერე ხალხმა არ იტირონ... საჭირო იყო ორგანიზება, სად განათავსებენ მათ ღამით, ყველას პირბადე უნდა ჰქონოდა. წყალს პოლიცია აწვდიდა, სასმელი წყალიც კი არ ჰქონდათ“.

პრეზიდენტმა ბევრი აშკარა ტყუილი გაახმოვანა. თვით ლიტანიობის ორგანიზება მაღალ დონეზე იყო. არავის არ გაუთენებია ღამე ქუჩაში, წყალიც საკმარისი ჰქონდათ. ერთადერთი - ხალხი მართლაც არ იყო პირბადეებში, თუმცა ესეც საკითხავია, რა უფრო საშიშია: გადადების რისკი თუ გულის შეტევა ჰაერის უკმარისობის გამო, როდესაც სიცხის დროს  პირბადეში სუნთქავ. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, მამა ნიკოლოზ დანილევიჩმა, პრეზიდენტის სიტყვების კომენტირებისას გამოთქვა აზრი, რომ ეს ლიტანიობის ნეგატიური შეფასებაა - დამახინჯებული ინფორმირებულობის გამო. ეს ტრადიციულად ასე გამოიყურება: თვითონ მეფე კარგია, მაგრამ ცუდი ბოიარები მას ატყუებენ. ჩვენს დროში ეს ასე არ არის. ზელენსკის შეუძლია ინტერნეტით სარგებლობა და რეალური ლიტანიობის სურათის დანახვა მისთვის რთული არ უნდა იყოს. პრეზიდენტის გამონათქვამების განმარტება სხვა სიბრტყეში უნდა მოვიძიოთ, უფრო ზუსტად კი, მას არ შეუძლია გაცდეს იმ ანტიეკლესიური გზავნილის ჩარჩოებს, რომელიც მას თავს მოახვიეს დაახლოებით ერთი წლის წინ. მას არ შეუძლია დადებითად ილაპარაკოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტანიობის შესახებ და მისი რეალური რიცხვი გააჟღეროს. მნიშვნელობა არ აქვს, პირადად  ზელენსკის  რა დამოკიდებულება აქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწინააღმდეგეებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოხატეს მკვეთრად ნეგატიური რეაქცია ლიტანიობაზე. პოროშენკოს მრჩევალმა ი. ბირუკოვმა „იხუმრა“, რომ ცუდი არ იქნებოდა მოეწყოთ მორწმუნეთა „ხერხვა ბენზოხერხით“. ექს-პრეზიდენტის მეორე თანამებრძოლმა, ბორის კუშნირუკმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა მომლოცველებისთვის პოლონიუმი და «ნოვიჩოკი» დაერიგებინათ. 

სკანდალურად ცნობილმა სახალხო დეპუტატმა ილია კივამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები სასწრაფოდ ოპოზოციის რიგებში ჩაწერა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ახლანდელ ხელისუფლებას დაამხობენ: „დაიმახსოვრეთ ისინი, ვინც დღეს ლიტანიობაზე მოვიდა და რაც მთავარია - მათი რაოდენობა! სწორედ ეს ხალხი დაამხობენ უკვე ამ შემოდგომაზე ზელენსკის დამნაშავე ხელისუფლებას! ჩათვალეთ, რომ დღეს რეპეტიცია იყო!“. ვფიქრობ, რომ მსგავსი აზრმა  მარტო კივს არ გაუელვა თავში, არამედ ბევრ  სხვა პოლიტიკოსსაც როგორც ხელისუფლების ბანაკიდან, ასევე ოპოზიციის რიგებიდანაც.

ლიტანიობაზე უკრაინის შიგნით რეაქციის აღწერის დამთავრებისას, არ შეიძლება არ აღინიშნოს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის რეაქციის შესახებ. ის იყო უსიტყვო და ყველაზე მეტყველი და გაჩნდა ლიტანობამდე დიდი ხნით ადრე. ერთადერთი, რაც შეძლო უკრაინაში  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ - გამოეფინა ლიტანიობის გზაზე სერგი (ეპიფანე) დუმენკოს სარეკლამო პლაკატები უაზრო ტექსტით: „უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესია 1033 წელზე მეტია  უკრაინის სახელმწიფოებრიობას განამტკიცებს“.

დიდი ლიტანიობა 2021: მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები фото 2
დუმენკოს ბილბორდი.

ამ ფრაზის აბსურდულობა არა მარტო იმაშია, რომ X საუკუნეში არ არსებობდა არა მარტო უკრაინა (პირველად მოხსენიებულია XII საუკუნის დასასრულს), არამედ კიევის რუსეთიც (ზედსართავი „კიევის“ ისტორიკოსების მოგონილია). არც იმაშია, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესია სულ ორნახევარი წლისაა და ის ვერაფერს ვერ განამტკიცებდა 1033 წელს. ამ ფრაზის უაზრობა იმაში მდგომარეობს, რომ სერგეი დუმენკომ თავისი რელიგიური სტრუქტურის მთავარი ამოცანა გამოთქვა - უკრაინის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ჭეშმარიტ ქრისტეს ეკლესიასთან. ეს ბილბორდი ხატოვნად მეტყველებს იმაზე, რომ დუმენკო ამ განსხვავებას ვერ ხედავს. 

ახლა გადავიდეთ რეაქციის აღწერაზე საზღვარგარეთ. საზღვარგარეთის (და არა მარტო) საეკლესიო მასმედიის საშუალებები უმრავლეს შემთხვევაში თავიანთ  ახალ ამბებში  იუწყებოდნენ კიევის ლიტანიობაზე, აქვეყნებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, აგრეთვე ახმოვანებდნენ  უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის შეფასებას მონაწილეთა რაოდენობის შესახებ - 350 ათასი. საინტერესოა ბერძნულენოვანი საეკლესიო მასმედიის საშუალებები, რომლებიც საერთოდ  მხარს უჭერენ პატრიარქ ბართლომეს პოზიციას, ის ალბათ  პირადად ეცნობა მათ პუბლიკაციებს. ყველაზე ცნობილმა  საიტმა romfea.gr გამოაქვეყნა უამრავი რაოდენობის ფოტო და ვიდეო, მათ შორის დრონით გადაღებულებიც, და ასე დაასათაურა: „დიდებული პარაკლისი კიევში 350 000 მლოცველით“.

დიდი ლიტანიობა 2021: მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები фото 3
საიტ romfea.gr სქრინშოტი.

აღსანიშნავია, რომ რომფეას შეეძლო გამოექვეყნებია შსს-გან ოფიციალური რიცხვი - 55 ათასი, მაგრამ მან სწორედ უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის შეფასება დადო. 

ხოლო სააგენტო «Вима Ортодоксия» უფრო შორს წავიდა, მან პირდაპირ განაცხადა, რომ პატრიარქმა ბართლომემ ყურადღება უნდა მიაქციოს ლიტანიობის მონაწილეთა უზარმაზარ რაოდენობას. ახალ ამბავს საიტზე vimaorthodoxias.gr ასე ერქვა: „პირდაპირი გზავნილი ბართლომეს: 350 000-ზე მეტი მლოცველი დიდ ლიტანიობაზე კიევში“.

დიდი ლიტანიობა 2021: მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები фото 4
საიტ  vimaorthodoxias.gr სქრინშოტი.

სხვათაშორის, «Вима Ортодоксия»-მ თავისი სიახლის ტექსტში  ესეც ჩართო: „შოკი! პოროშენკოს თანამებრძოლი  მსვლელობის მონაწილეებს „ბენზოხერხით გახერხვით“ დაემუქრა!“

დასკვნები 

ჯერ ერთი, როგორც უკვე ითქვა, უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და მზად ვართ აქტიურად დავიცვათ ჩვენი ეკლესია ყველა მუქარისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეები - არა ამორფული და პასიური მასა, არამედ უკრაინის მოქალაქეთა უზარმაზარი რაოდენობაა, რომლებიც ანგარიშგასაწევები არიან და მათი უფლებები არ უნდა დაირღვეს. 

მეორე, დიდი ლიტანიობა 2021 - ყველანაირი სოციოლოგიური გამოკითხვის ჭეშმარიტების მომენტია, ისინი ამტკიცებენ,  რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესია უკრაინის საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო იზრდება. გასაგებია, რომ ეს სოციოლოგიური გამოკითხვები პირველ რიგში პატრიარქ ბართლომეს მისამართით არის, რომელიც უკრაინაში აპირებს ჩამოსვლას და მის ვიზიტამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. მას უხატავდნენ „პროექტ - უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის“ წარმატების ლამაზ სურათს. მაგრამ რეალობა სრულიად საწინააღმდეგო აღმოჩნდა: უკრაინის  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ ლიტანიობაზე 350 ათასი ადამიანი გამოიყვანა, ხოლო უკრაინაში  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ - პატარა ჯგუფი. ეს ცხადყოფს, რა ფასი აქვთ შეკვეთილ სოც. გამოკითხვებს და წარმოდგენას გვიქმნის, რომელი კონფესიაა უკრაინაში  ყველაზე მრავალრიცხოვანი. გარდა ამისა, უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მხარდაჭერა იზრდება, ხოლო უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიის - იკლებს. თუ ორი წლის წინ ლიტანიობაზე 300 000 ადამიანი იყო, წელს - 50 ათასით მეტი. შშს ოფიციალური სტატისტიკაც იგივეს ამტკიცებს. 2019 წელს შსს ითვლიდა 30 ათას მომლოცველს, ხოლო 2021 წელს - 55 ათას, ე.ი. თითქმის ორჯერ გაიზარდა, თუმცა, ვიმეორებთ, აბსოლუტური რიცხვები სინამდვილისგან შორსაა. 

მესამე, ხელისუფლება ეტყობა დაბნეულია. ერთი მხრივ, ის არ ელოდა უკრაინელი მოქალაქეების (ხელისუფლებისთვის - ამომრჩევლების) მხრიდან უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის ასეთ ძლიერ მხარდაჭერას, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს, მეორე მხრივ - ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი ანტიეკლესიური პოლიტიკის მკვეთრად შეცვლას. ალბათ, ლიტანიობამ აშკარად გაახსენა ახლანდელ ხელისუფლებას ის, როგორ სავალალოდ დაასრულა თავისი ანტიეკლესიური ტაქტიკა ყოფილმა პრეზიდენტმა პ. პოროშენკომ.

პროგნოზები

არსებობს მოარული აზრი, რომ თუ გარეშე ძალები ეკლესიასთან ბრძოლის ბიძგს აძლევენ, ვერაფერს ვერ იზამ, ასე იქნება მომავალშიც. თუმცა, გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ დიდმა ლიტანიობამ  2021 შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლების როგორც საერთო ანტიეკლესიურ პოლიტიკაზე, ასე პატრიარქ ბართლომეს მომავალ ვიზიტზე კიევში. 

ლიტანიობამ აჩვენა, რომ ნაციონალისტური ძალები უკვე „ქუჩის მეპატრონეები“ არ არიან“, როგორც  ადრე ითვლებოდა. უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეები მზად არიან გამოვიდნენ თავიანთი სახლებიდან და საქმით დაამტკიცონ ეკლესიისადმი ერთგულება. დარწმუნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვით ვ. ზელენსკიმ ან მასთან დაახლოვებულმა პირებმა მაინც დაინახეს ინტერნეტში ლიტანიობის რეალური მაშტაბები. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე რამდენჯერმე დაფიქრდებიან, გააკეთონ თუ არა მორიგი სვლა ეკლესიის წინააღმდეგ, თუ თავი შეიკავონ. მონტენეგროს გამოცდილება ცხადყოფს, რომ ანტიეკლესიური პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია თვით ამ ხელისუფლების შეცვლა. 

აქ კი დამალულია საკმაოდ მნიშვნელოვანი საფრთხე თვით უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიისთვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარტო ი. კივის თავში არ გაჩნდა უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის რესურსის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აზრი. თუმცა უკრაინის  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ თავისი სპიკერის, მამა ნიკოლოზ დანილევიჩის პირით განაცხადა, რომ „უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეები არ აპირებენ გადატრიალების ან ახალი მაიდანის მოწყობას“, მაინც უფრო ოდიოზურ და ნაკლებად დიპლომატიურ, ვიდრე კივა, პოლიტიკოსებს შეუძლიათ ეცადონ, რომ მიიღონ უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიისგან პოლიტიკური დივიდენდები. ეს მცდელობები არ უნდა დაგვირგვინდეს  წარმატებით, ვინაიდან უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის სამღვდელოება არ დაუშვებს ეკლესიის ჩათრევას პოლიტიკური დაპირისპირების მორევში. 

ლიტანიობა 2021-ის  მასიურობა უკრაინის ხელისუფლებას დილემის წინ აყენებს: მათ ან უნდა შეასუსტონ ეკლესიაზე ზეწოლა ან რადიკალურად გაზარდონ ის. ვინაიდან მეორე შემთხვევაში იქმნება მნიშვნელოვანი რისკები ამა სოფლის ძლიერთათვის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია განვითარდება პირველი ვარიანტით: ხელისუფლება არ გაააქტიურებს ეკლესიასთან ბრძოლას.  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამეტმა საწინააღმდეგო რომ მოითხოვოს, ხელისუფლება მაინც არ წავა რადიკალური სცენარის რეალიზაციაზე. აშშ-ს პოლიტიკური ძალაუფლება მსოფლიოში სუსტდება და ის, რომ უკრაინის ხელისუფლება დღეს აქტიური კონტაქტების ძიებაშია ჩინეთთან, აშშ-ს ოფიციალურ მოწინააღმდეგესთან, ამტკიცებს იმას, რომ ეს მათ გააზრებული აქვთ. 

რაც შეეხება პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს, მეტი ალბათობით ის მაინც შედგება, ოღონდ  „ჩუმად“ ჩაივლის. ეს როგორც უკრაინის ხელისუფლების, ასევე თვით ბართლომეს ინტერესებშიც არის, რომელსაც ალბათ უკვე მოახსენეს უკრაინაში უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მხარდაჭერის რეალური მაშტაბების შესახებ. რა თქმა უნდა, იქნება უფრო ხმაურიანი და პათოსით სავსე ხელისუფლებისა და უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის ხელმძღვანელთა განცხადებები, იქნება ლამაზი სურათი მასმედიაში, მაგრამ დიდ შედეგებს ეს არ მოიტანს. უბრალოდ დრო არ რჩება იმისთვის, რომ კარდინალურად შეიცვალოს რელიგიური სიტუაცია უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლისთვის. როგორც ჩამოვა, ასევე წავა, თუმცა  სხვადასხვა პროვოკაცია ან გამოსვლა უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის წინააღმდეგ არ უნდა გამოირიცხოს. 

ამ მსჯელობის დასრულება უმჯობესია იმით, რითაც დავიწყეთ: დიდი ლიტანიობა 2021 არის მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი ზეიმი. როგორც უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ თქვა: „რუსეთის გაქრისტიანება ჩვენი ხალხის დაბადების დღეა“. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ხალხი მუდამ გაქრისტიანების ერთგული დარჩეს!

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ