ქრისტეს გარეშე ხსნა არ არის,თუმცა ფანარიონის იერარქი საპირისპიროს ამტკიცებს

25 July 2021 00:50
25
არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. კოლაჟი: СПЖ არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. კოლაჟი: СПЖ

ფანარიონი ამტკიცებს,რომ მართლმადიდებლობა უფლისადმი „უამრავი ბილიკიდან ერთ-ერთია,ხოლო თუ სხვაგვარად ფიქრობთ „ცრურწმენების ძალაუფლებაში ხართ“.გავაანალიზოთ, ასეა თუ არა ეს.

არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი, კონსტანტინოპოლის ეკლესიის ყველაზე მსხვილმა სტრუქტურის ხელმძღვანელმა აშშ-ში, ფაქტიურად უარყო ქრისტე და მოწამეთა მთელი დასი. ამასთან, ფანარიონი მოუწოდებს მას გაჰყვეს ყველა მართლმადიდებელი და არა მხოლოდ მოუწოდებს, არამედ მოითხოვს ყველა ადგილობრივი ეკლესიის დაქვემდებარებას, ამის არგუმენტირებას ახდენს რა ეკლესიის „კანონიკური წესით“. ამჟამად ფანარიონის პაპისტური მისწრაფებებისადმი წინააღმდეგობა ხდება სხვა არაფერი, თუ არა ქრისტესა და მართლმადიდებლობის აღმსარებლობა. რატომ? მოდით, ვნახოთ ეს სტატიაში.

ნიუ-იორკში 2021 წლის 15 ივლისს აღმსარებლობის თავისუფლების საერთაშორისო სამიტზე გამოსვლისას აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქიეპისკოპიის მეთაურმა არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა (ლამბრინიადისმა) განაცხადა, რომ ყველა რელიგია არის „უამრავი ბილიკი, რომელიც ერთა ადგილამდე მიდის“. იმისათვის, რომ ციტატა არ აღმოჩნდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი, აი, მთელი აღნიშნული ფრაზის ტექსტი: „როცა ერთ რელიგიას ყველა დანარჩენზე ამაღლებთ, თითქოს წყვეტთ, რომ არის მხოლოდ ერთი გზა, რომელიც მთის მწვერვალთან მიდის. თუმცა, სინამდვილეში თქვენ უბრალოდ ვერ ხედავთ მრავალ ბილიკს, რომელიც ერთსადაიმავე ადგილას მიდის, რადგანაც თქვენ გარს გახვევიათ ცრურწმენების ლოდები, რომლებიც თქვენს თვალსაწიერს ჩრდილავენ“.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის ყველა რელიგია თანასწორია?

ეს არაა წამოცდენა და წარუმატებელი ფორმის სიტყვა, ეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორეული და თანამიმდევრული შეხედულებაა. 2020 წლის 19 ოქტომბერს პატრიარქმა ეკუმენურ პარაკლისში მონაწილეობის მიღებისას, რომელიც ორგანიზებული იყო წმინდა ეგიდიუსის კათოლიკური თემის მიერ რომში, განაცხადა, რომ სხვა რელიგიები არის „უფლის ძეთა სიმდიდრე“.

იგივე აზრი გამოხატა ერთ-ერთმა მგზნებარე ეკუმენისტმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტახტზე აფინაგორმა (სპირუმ). მან ერესის თაობაზე განაცხადა შემდეგი: „მე მათ (ერესს) არსად ვხედავ! მხოლოდ ჭეშმარიტებას ვხედავ, ნაწილობრივს, მოკვეთილს, რომელიც სხვა დროს ადგილზე არ აღმოჩნდა და რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ დაიჭიროს და მოიცვას უშრეტი საიდუმლო...“

ცნობილი ამერიკელი მისიონერი და მწერალი ბერმონაზონი სერაფიმე (როუზი) წიგნში „მომავლის მართლმადიდებლობა და რელიგია“ წერდა: „ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბერძნულმა  ეპისკოპატმა ოფიციალურად   განაცხადა სასულიერო პირთა და ერისკაცების მე-19 კონგრესზე (ათენი, ივლისი, 1968 წელი): „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეკუმენური მოძრაობა, თუმცა კი ქრისტიანული წარმოშობის, უნდა გახდეს ყველა რელიგიის მოძრაობად ერთიანობის სწრაფვაში“.

ამ თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველა რელიგია  თავის მიმდევრებს იწვევს ერთსადაიმავესკენ, უწოდებენ „რელიგიის სინსკრეტულ თეორიას“. ის საკმაოდ ფართოდ გავრცელდა, როგორც ფილოსოფოსებს, ასევე სხვა რელიგიურ მოღვაწეებს შორის. მაგალითად, ახალი აღთქმის ცნობილი ამერიკელი ღვთისმეტყველი და მკვლევარი მარკუს ჯოელ ბორგი ამტკიცებდა: „თავს უბრალოდ უჩვეულოდ ვგრძნობ, რადგან მთელი სამყაროს ღმერთმა გადაწყვიტა გამომჟღავნება მხოლოდ ერთ, ერთადერთ რელიგიაში“. 1984 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, კეიპტაუნის ანგლიკანურმა არქიეპისკოპოსმა დესმონდ მპილო ტუტუმ განაცხადა: „არც ერთ რელიგიას არ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს იმაზე, მას მთელი ჭეშმარიტება გააჩნია საიდუმლოებებზე [რწმენაზე]“. ინდუიზმის ერთ-ერთი მტკიცებულება ამბობს: „ჯოტო მოსი, ტოტო პოს“, რაც ნიშნავს: ყველა რელიგია უბრალოდ სხვადასხვა გზაა, რომელიც ერთი მიზნისკენ მიდის. ანალოგიური მტკიცება არსებობს ბუდიზმშიც.

თუმცა, ქრისტიანობა პირდაპირ საპირისპიროს ამტკიცებს, ამასთან ძალიან მკაფიოდ და არაორაზროვნად.

„არავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ“.

მთელი ახალი აღთქმა ამტკიცებს იდეას იმის შესახებ, რომ ქრისტეს გარეშე არაა ხსნა. მოდით, მოვიყვანოთ ყველაზე ძირითადი ციტატები.

„არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნდით თავს“ (საქმ. 4:12). ნეტარი ავგუსტინე, მოციქულთა საქმის წიგნის ამ ადგილის კომენტირებისას წერს: „ვინაიდან ერთია ღმერთი  და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი იესო ქრისტე (1 ტიმ. 2:5), რამეთუ არ არსებობს სხვა სახელი ცის ქვეშ, რომელიც ადამიანის მიერაა მოცემული, რომლებიც უნდა ხსნილიყვნენ, და ღმერთმა დაადგინა ყველასთვის მისი რწმენა, აღადგინა რა ის მკვდრეთით (საქმ. 17:31). ამდენად, ამ რწმენის გარეშე ანუ ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალის - ადამიანი იესო ქრისტეს რწმენის, მისი აღდგომის რწმენის გარეშე, რომელიც ღმერთმა ყველასთვის დაადგინა, რისიც არ შეიძლება ნამდვილად გჯეროდეს მისი ხორცშესხმისა და სიკვდილის გარეშე - ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული ჭეშმარიტება არ ეჭვდება, რამეთუ ქრისტეს ხორცშესხმის, სიკვდილისა და აღდგომის  რწმენის გარეშე,  უძველეს წმინდანებს, თუმცა კი ისინი იყვნენ წმინდანები, არ შეეძლოთ განთავისუფლება ცოდვისგან და უფლის მოწყალებით გამართლება“.

 „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ“ (იოან. 14:6). პრაქტიკულად ჩვენი თანამედროვე წმინდა ლუკა ყირიმელი წერს: „საკმაოდ მნიშვნელოვანია უფალი იესო ქრისტეს ეს სიტყვები: ისინი ამხელენ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ სწამს უფლის, ხოლო ქრისტესი კი - არა. ბევრია ადამიანი, რომელიც სახარებას უარყოფს, თვლის რა მას არასანდო თხზულებების კრებულად, სასწაულების არ სჯერა, არ სწამს უფალი იესო ქრისტეს ღვთიურობის, მაგრამ ამბობს, რომ ღმერთის სწამს. მათ, ვისაც არ სჯერა ქრისტესი, მისი ღვთიურობის, იესო ქრისტე ამხელს ამ სიტყვებით: არავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ. მამასთან მისვალ, მამასთან ურთიერთობაში შესვლა, ისე ლოცვა, რომ უფალმა გაიგოს, შეიძლება მხოლოდ მისი ძის, უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით“.

არანაირის სხვა „ბილიკი, რომელიც ერთიდაიმავე ადგილთან მიდის“, როგორც არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი ამტკიცებს, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ხსნისა და დაღუპვის გზები.

ისევე როგორც არ შეიძლება იყოს ორი ჭეშმარიტება, არ შეიძლება იყოს ორი ცხოვრება, ასევე არ შეიძლება ორი გზა არსებობდეს. ამის შესახებ უფალი საკმაოდ მკაფიოდ ამბობს. არანაირი სხვა „ბილიკი, რომელიც ერთსადაიმავე ადგილთან მიდის“, როგორცა რქიეპისკოპოსი ელპიდოფორი ამტკიცებს, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ხსნისა და დაღუპვის გზები. ამის შესახებ საუბრობს მაცხოვარი შემდეგ, აქ მოყვანილ ნაწყვეტში:

„ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი“ (იოან. 3:18). წმინდა კირილე ალექსანდრიელი ამბობს: „ურწმუნოების ცოდვა არის მძიმე და დიდი, რამდენადაც ის არის ძე და მხოლოდშობილი; რამეთუ რაც მეტ რწმენას იმსახურებს ის, ვისაც შეურაცხყოფა მიადგება, მით უფრო მძიმე ცოდვით განისჯება ის, ვინც შეურაცხყოფს. ურწმუნო, უკვე განსჯილია, როგორც ისეთი, ვინც თავად გამოუტანა თავს განაჩენი იმით, რომ იცოდა უარყოფდა განმანთავისუფლებელს სამსჯავროსგან“. სახარების იმავე თავში მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას“ (იოან. 3:36).

წმინდა წერილის მომდევნო სიტყვებში პირდაპირ ეკლესიისგან განკვეთენ ყველას, არა მხოლოდ მათ, ვისაც არ სწამს ქრისტესი, არამედ იმათაც, ვისაც ის არ უყვარს (სხვათაშორის, ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია): „ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა“ (1 კორ. 16:22). წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: „თუ ვისაც უფალი არ უყვარს, ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ის არაა მასთან კავშირში; თუ მასთან კავშირში არაა, უცხოა ქრისტიანობა, ეკლესიის სხეული, მისგან თვითგანკვეთილია, თუმცა, ატარებს ქრისტიანის სახელს - ანათემა  ანუ განკვეთილია ეკლესიის სხეულიდან“.

შეიძლება  გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და ამტკიცებდე, რომ მისი რწმენის გარდა ასევე არსებობს „ბევრი ბილიკი“, რომელსაც იმავე შედეგამდე მივყავართ? საკითხი რიტორიკულია. თავად უფალი ამბობს: „ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს“ (მათ. 12:30). წმინდა მართალი იოანე კრონშტადელი ამტკიცებდა, რომ არა მხოლოდ სხვა რელიგიის წარმომადგენლები მიდიან ქრისტეს წინააღმდეგ, არამედ კონფესიებიც, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ გამოეყვნენ ერთიან ეკლესიას, ასევე ანიავებს ქრისტეს მონაპოვარს: „ მართებულია ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა“. კათოლიკები, ლუთერანები და რეფორმატორები გამოეყვნენ ქრისტეს ეკლესიას, - ისინი ჩვენთან არ არიან ერთ აზრზე, გამოდიან ჩვენს წინააღმდეგ, გვდევნიან, ყველანაირად გვავიწროევებ ჩვენი რწმენის გამო, დასცინიან მას და ყველანაირ უსიამოვნებას აკეთებენ, განსაკუთრებით, მათი დასახლეობის მთავარ ადგილებში, ისინი აშკარად მიდიან ქრისტესა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ, არ სცემენ პატივს ცხოველმოქმედ ჯვარს, წმინდა ხატებს, წმინდა ნაწილებს, არ სცემენ პატივს მარხვებს, რწმენის დოგმატებს სახსნელად აქცევენ. ისინი არ არიან ჩვენთან, ჩვენს და ქრისტეს წინააღმდეგ არიან. უფალო, მოაქციე ისინი შენი ჭეშმარიტი ეკლესიისკენ და იხსენი ისინი!“

მტკიცება იმის შესახებ, რომ შეუძლებელია მიხვიდე უფალთან სხვა გზით გარდა ქრისტესი, არის მისი ჯვარზე ვნებისა და სიკვდილის ტყუილუბრალობის მტკიცების ტოლფასი

მოწამეთა ტანჯვა უაზრობა იყო?

მტკიცება იმის შესახებ, რომ შეუძლებელია მიხვიდე უფალთან სხვა გზით გარდა ქრისტესი, არის მისი ჯვარზე ვნებისა და სიკვდილის ტყუილუბრალობის მტკიცების ტოლფასი. ეს კი ღვთის გმობაა უკვე. ეს ქრისტესგან ნამდვილი განკვეთაა. ეს ასევე არის ყველა დროის ქრისტეს წამებულთა დასისგან განკვეთა, რომლებიც გაუსაძლის ტანჯვაზე მიდიოდნენ, მრაგამ მსხვერპლს არ სწირავდნენ კერპებს. არქიეპისკოპოს ელპიდოფორის აზრით, ყველა რელიგია მიდის ერთსადაიმავემდე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოწამეთა ტანჯვა არის ფუჭი და უაზრო.

ამის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად, გავიხსენოთ წმინდა რწმენის, იმედის, სიყვარულისა და მათი დედის სოფიას მოწამეობრივი გზა. შეუძლებელია ცახცახის გარეშე წაიკითხო, როგორ აწამეს ეს გოგონები. მათი წმინდა დედა კი არა მხოლოდ უყურებდა მისი შვილების წამებას, არამედ ამტკიცებდა მათ, რათა მათ ყველაფერი აეტანათ და უფალს არ განდგომოდნენ. ყოველივე ამის აცილება შეიძლებოდა და არაფერი იქნებოდა ცუდი, თუ ისინი მსხვერპლს შესწირავდნენ კერპებს, კერპთაყვანისმცემლობა, არქიეპისკოპოს ელპიდოფორის მიხედვით, ხომ ერთ-ერთი „ბილიკია“, რომელსაც იმავე ადგილამდე მივყავართ. ხოლო მათი მყარი რწმენა იმაში, რომ მხოლოდ ქრისტე არის „...გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე...“ (იოან. 14:6) - ამერიკის არქისაეპისკოპოსოს აზრით, არის „ცრურწმენების ფილა, რომლებიც ჩრდილავნ თქვენს თვალსაწიერს“.

საით მიჰყავს სამწყსო „პირველს თანასწორთა გარეშე“?

2014 წელს არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა ჩამოაყალიბა ფანარიონის კონცეფცია, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი წარმოადგენს არა მხოლოდ პირველს ყველა მართლმადიდებელ ეპისკოპოსს შორის, არამედ „პირველს თანასწორთა გარეშე“, იერარქს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისობრივი უფლებამოსილებებით. ამ თეორიის კვინტესენციას წარმოადგენს შემდეგი სიტყვები: „კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსის პირველობას, როგორც უკვე ვთქვით, არაფერი აქვს საერთო დიპტიხებთან, რომელიც მხოლოდ იერარქიულ წესრიგს გამოხატავს (რომელიც, წინააღმდეგობრივ განსაზღვრებებში მოსკოვის საპატრიარქოს დოკუმენტს გარკვეულწილად ცნობს, მაგრამ არსებითად უარყოფს). თუ ჩვენ ვისაუბრებთ პირველობის წყაროზე, ასეთ წყაროს წარმოადგენს თავად კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსის პიროვნება, რომელიც როგორც ეპისკოპოსი წარმოადგენს პირველს „თანასწორთა შორის“, მაგრამ როგორც კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი და შესაბამისად, მსოფლიო პატრიარქი, არის პირველი თანასწორთა გარეშე (primus sine paribus)”.

2018 წელს პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც გამოდიოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეპისკოპატთა სინაკსისზე, აცხადებდა: „მსოფლიო პატრიარქს პასუხისმგებლობა აქვს საეკლესიო და კანონიკური წესრიგის დამყარებაზე, რამდენადაც მხოლოდ მას გააჩნია კანონიკური პრივილეგია და ასევე ეკლესიისა და მსოფლიო საეკლესიო კრებების კურთხევა და ლოცვა, ამ უმაღლესი და განსაკუთრებული ვალდებულების შესასრულებლად. თუ მსოფლიო პატრიარქი უარს უტყვის თავის პასუხისმგებლობაზე და მართლმადიდებელთშორისი სცენიდან წავა, ადგილობრივი ეკლესიები იმოქმედებენ, „როგორც ცხვრები მწყემსის გარეშე“ (მათ. 9:36), ენერგიას დახარჯავენ საეკლესიო ინიციატივებზე, რომლებიც ერთმანეთში ურევენ რწმენის მორჩილებასა და ძალაუფლების ქედმაღლობას“. ფანარიონის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოიცავს „მართლმადიდებლობის ეთოსს“ ანუ არსს. თუმცა, შეთავსებადია თუ არა „მართლმადიდებლობის ეთოსი“ იმის აღიარებასთან, რომ უფალთან მისვლა შეიძლება ასევე სხვა რელიგიების გზებითაც? ცხადია, რომ არა.

2021 წლის 11 ივნისს ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გააჩნია „განსაკუთრებული ვალდებულებები და პრივილეგიები“ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და რომ მას განზრახული არა აქვს არანაირ დათმობაზე წასვლა ამ „პრივილეგიებთან და ვალდებულებებთან“ მიმართებაში. მან ასევე განაცხადა, რომ არ დაუშვებს „კურთხეული ეკლეზიოლოგიის გაუცხოებას იმ სახით, რომელშიც ის აღწერილია ჩვენი ისტორიის ტექსტებში“ და ასევე არ დაუშვებს „შემწყნარებლობას, იკონომიას, თავაზიანობას, გარკვეულ კეთილსასურველ დათობას... რომელსაც, სამწუხაროდ, მიმართავდა ზოგიერთი ჩემი წინამორბედი, რომელიც ოცნებობდა ერთიანობაზე, მაგრამ შორს იყო ჭეშმარიტი და უძველესი ეკლეზიოლოგიისგან“. ეს „ჭეშმარიტი ეკლეზიოლოგია“, პატრიარქ ბართოლომეოსის აზრით, მდგომარეობს იმაში, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მთავარი მდგომარეობა უჭირავს მთელს მართლმადიდებლობაში და შეუძლია თავისი ნება ყველა დანარჩენს უკარნახოს.

თუმცა, მეთაურობის ეს ცნება, პირველ რიგში, უცხოა სახარებისთვის, რამეთუ, როგორც ქრისტემ თქვა: „...ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს...“ (მათ. 20:26,27). მეორეც, ის უცხოა საეკლესიო თქმულებისა და ისტორიისთვის, რაც თვალსაჩინოდ გვიჩვენა ეკლესიისგან ლათინელთა გამოყოფამ. მთელს ეკლესიაში რომის კათედრის მეთაურობის დამკვიდრების მცდელობა იყო იმის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რომ 1054 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიხაილ კერულარიუსმა ლათინები ეკლესიისგან განკვეთა და ეს გადაყვწტილება შემდეგ ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ იქნა დამტკიცებული. დღეს უკვე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ამ მოლიპულ გზას დაადგა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაუთანხმებლობა დაექვემდებაროს სტამბულიდან უკანონო განკარგულებებს წარმოადგენს მართლმადიდებელი რწმენის აღიარებას და ჭეშმარიტი სახარებისეული მოძღვრების დასტურს.

სახარებისა და ეკლესიის გადმოცემისადმი შეუსაბამობის გარდა, ფანარიონის სწრაფვა მეთაურობისკენ საშიშია იმითაც, რომ ვინც ამ მეთაურობას აღიარებს, აუცილებლად მიყვება ფანარიონს კათოლიკებთან გაერთიანების გზაზხე, რაზეც არაერთხელ უსაუბრია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ხელმძღვანელობას და ასევე საერთოდ ყველა რელიგიის აღიარების გზაზე, რომელსაც ერთსადაიმავე ღმერთთან მივყავართ, რაც გავიმეორებთ, რომ წარმოადგენს ქრისტესგან ნამდვილ განკვეთას.

ამდენად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაუთანხმებლობა დაექვემდებაროს სტამბულიდან უკანონო განკარგულებებს წარმოადგენს მართლმადიდებელი რწმენის აღიარებას და ჭეშმარიტი სახარებისეული მოძღვრების დასტურს. ეს აღმსარებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, უკრაინაში პატრიარქ ბართოლომეოსის დაანონსებული ვიზიტის წინ, დამოუკიდებლობის დღეს. უმე ამ ვიზიტის წინააღმდეგია არა მხოლოდ ფანარიონის მიერ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციის მიზეზით, არამედ იმის გამოც, რომ ფანარიონი განუდგა ჭეშმარიტებას და მას თავისი მიმდევრები მართლმადიდებლობასთან შეუთავსებელ მოძღვრებაში შეჰყავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ