რას ნიშნავს ზელენსკის ზარი რომის პაპთან
ზელენსკიმ აცნობა პაპს, რომ უკრაინელები ელოდებიან მის ვიზიტს, სწყურიათ შეპტიცკის კანონიზაცია და ასევე - ჩვენთან არ არის კონფესიათშორისი კონფლიქტები.ასეა თუ არა ეს?
2021 წლის 30 ივნისს წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე (გრიგორიანული კალენდრის მიხედვით) უკრაინის პრეზიდენტმა დაურეკა რომის პაპ ფრანცისკეს. ზელენსკიმ პონტიფიკს აცნობა, რომ უკრაინაში არაა კონფესიათშორისი კონფლიქტი, რომ უკრაინელებს სწყურიათ უნიატის მიტროპოლიტის ანდრეი შეპტიცკის ბეატიფიკაცია, მაგრამ საუბრის მთავარი თემა იყო პაპის დარწმუნება უკრაინაში ვიზიტზე. იდეალურ ვარიანტში - დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა პრეზიდენტის ოფისის პრეს-რელიზში თარიღი ნახსენები არაა. იმაზე, შეძლო თუ არა ვ. ზელენსკიმ პაპის დარწმუნება, ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, მაგრამ ფაქტი, რომ ვატიკანის მთავარი საინფორმაციო რესურსი Vatican News საერთოდ არ ახსენებს ამ საუბარს, ადასტურებს იმას, რომ მცდელობა არ იყო წარმატებული.
თუმცა, პაპის ვიზიტის საკითხი გადაწყდება არა უკრაინის, არამედ, სამწუხაროდ, გარე ფაქტორების ზეწოლით. ამ წელს შესაძლოა შედგეს პაპის ვიზიტი. დეტალურად ამის შესახებ სტატიაში „პაპი ფრანცისკე უკრაინაში: იქნება თუ არა?“ უკრაინის ხელისუფლებისთვის და პირადად ვ. ზელენსკისთვის ეს იქნებოდა გრანდიოზული „მიღწევა“, რაც არ შეიძლება ითქვას უკრაინასა და მის ხალხზე. რატომ? მოდით, მივმართოთ ისტორიას.
რა მოიტანა უკრაინაში კათოლიციზმმა
ჩვენი ქვეყნის გაკათოლიკების მცდელობა ჯერ კიდევ კიევის რუსეთის მიერ მართლმადიდებლობის მიღებამდე ხორციელდებოდა. 961 წელს კიევის რუსეთში ჩამოდის ეპისკოპოსი ადალბერტი, რომლის ამოცანაც იყო ჩვენი ხალხის ქრისტიანად მოქცევა რომის პაპისადმი დაქვემდებარებით. მართალია კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის ოფიციალურ განხეთქილებამდე ჯერ კიდევ თითქმის ასი წელი გავიდა, განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ ქრისტიანობას შორის უკვე არსებითი იყო. „დროითი წლების თხზულება“, სადაც საუბარია მთავარ ვლადიმის მიერ რწმენის არჩევაზე, მთელი მისი არაერთგვაროვნობის დროს გვიყვება მთავარ ვლადიმირ ელჩების შთაბეჭდილებებზე დასავლურ ქრისტიანობაზე: „და მივედით ჩვენ გერმანელებთან და დავინახეთ მათ ტაძრებში განსხვავებული მსახურება, მაგრამ სილამაზე არ გვინახია“. თუმცა, საქმე სილამაზეში როდი იყო.
„თხზულება“ დუმს იმაზე, რომ X საუკუნის 80-იან წლებში პაპობა არ ჯერაც არ „გამოსულა“ მისი ისტორიის ერთ-ერთი სამარცხვინო პერიოდიდან, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა „პორნოკრატია“. მაშინ რომის კათედრას, როგორც საკუთრებას განკარგავდა თეოფილაქტების გავლენიანი ოჯახი, განსაკუთრებით კი -ორი ქალი ამ ოჯახიდან: თეოდორა და მაროზია, რომელთაც ჰქონდათ მსუბუქი ქალების რეპუტაცია და რომლებიც პაპის ტახტზე სვამდნენ თავიანთ შვილებს და საყვარლებს. აი, როგორ წერს ამის შესახებ ინგლისელი ისტორიკოსი ედუარდ გიბონი: „ამ ორი მეძავის, მაროზიასა და თეოდორას გავლენა ეფუძნებოდა მათ სილამაზესა და სიმდიდრეს და ასევე იყო მათი პოლიტიკური და სასიყვარულო ინტრიგების შედეგი. თავიანთ მგზნებარე საყვარლებს ისინი აჯილდოებენ პაპის ტიარით. შესაძლოა, მათი მმართველობის ეპოქა წარმოადგენს საფუძველს ქალი-პაპის ლეგენდის შესახებ. წმინდა ტახტს იკავებდა მაროზიას უკანონოდ შობილი ვაჟი, შვილიშვილი და შვილთაშვილი. იშვიათი გენეალოგია წნინდა პეტრეს მონაცვლეებისთვს დედამიწაზე“. შესაბამისად, პაპის კარზე სუფევდა ინტრიგა და გარყვნილება. ალბათ წმინდა კეთილმორწმუნე მეუფე ვლადიმირს ამის გადმოტანა რუსეთში არ სურდა.
შემდგომი ისტორიის განმავლობაში პერიოდულად იყო დასავლელი რუსი მთავრების მცდელობები დაექვემდებარებინა რომის პაპისთვის მართლმადიდებლობა პოლიტიკურ და სხვა ყოფით სათამაშოებზე გაცვლით, მაგრამ ყველა მათგანი მარცხით დასრულდება. სწორედ ამიტომ მართლმადიდებელი მღვდელმთავრები სულ უფრო მტკიცედ უყურებდნენ ჩრდილოეთს. შემთხვევითი როდია, რომ კიევის ორი მიტროპოლიტი, ვოლინელები, კირილე ( XIII საუკუნე) და წმინდა პეტრე (XIV ს.) კიევის კათედრაზე დაყენების შემდეგ ადასტურებდა თავის ადგილმდებარეობას არა გალიცკ-ვოლინის, არამედ ვლადიმირ-სუზდალის სამთავროში. დეტალურად ამაზე სტატიაში: „წმინდა პეტრე, მოსკოვის ვოლინელი მფარველი“.
მნიშვნელოვანი წარმატება უკრაინის მართლმადიდებელი მოსახლეობის გაკათოლიკების საქმეში მიღწეულ იქნა 1596 წელს, როცა დაიდო ბრესტის უნია. ამის შემდეგ რეჩი პოსპოლიტას ხელისუფლებამ უზრუნველყო უნიატების სახელმწიფო მხარდაჭერა, ხოლო მართლმადიდებლობა იყო ფაქტიურად კანონის მიღმა და დევნილი და არალეგალური. მართლმადიდებლური ტაძრები და საეკლესიო ქონება ძალით გადაეცა უნიატებს. მართლმადიდებელ მღვდლებს დევნიდნენ თავიანთი ადგილებიდან, მათზე ძალადობდნენ. იძულების ყველა ზომის, იმის მიუხედავად, რომ მთელი ეპისკოპატი (ორი იერარქის გარდა) გადავიდა უნიაში, მართლმადიდებელი სამღვდელოება, ხალხი და მონასტრების უმრავლესობა მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა.
იმაზე, რამდენი ტანჯვა მოუტანა უნიამ უკრაინის ხალხს, მკაფიოდ განაცხადა ტ. შევჩენკომ ლექსში: „პოლონელებს“:
„როცა კაზაკები ვიყავით,
უნია არავინ იცოდა,
ვცხოვრობდით მხიარულად, ადვილად!
ვძმობილოდით თავისუფალ ლიახებთან,
ვამაყობდით თავისუფალი ველებით,
ბაღებში გვიყვარდა,
იქ ყვაოდნენ
როგორც შროშანები, ქალწულები.
დედა ვაჟით ამაყობდა,
თავისუფალი ვაჟით.
იქ იზრდებოდნენ,
მხიარულებდნენ და
სიბერის საპატივსაცემო წლებსაც ატარებდნენ.
ქრისტეს სახელით მოვიდნენ ქსონძები,
მათ ჩვენი წყნარი მხარე
შუღლით დაფარეს.
ჩვენი ზღვა ცრემლებად და
სისხლით დასვარეს,
ქრისტეს სახელით ჯვარზე გააკრეს
ობლები და შანსიც კი არ მოგვცეს.
გათელილი ბალახივით დახარეს თავები კაზაკებმა,
უკრაინა კი გმინავს, ტირის!
თავი ისევ ჩაქინდრულია. მტერი კი ულმობელია.
ქსონძი კი გიჟური ენით ყვირის: „Te deum! ალილუია!“...
აი, ასე, ლიახი, რომელიც ძმად იწოდებოდა!
ყოვლადძლიერმა ქსონძებმა, მაგნატებმა
გაგვთიშეს, დაგვყვეს,
ჩვენ კი მეგობრულად შეგვძლო ცხოვრება.
გაუწოდე ხელი კაზაკს
და წმინდა გულით გაუწოდე,
ქრისტეს ჭეშმარიტი მცნებით,
შევავსოთ ჩვენი მშვიდი სამოთხე.
უნიის დამკვიდრებამ უკრაინაში მოიტანა ცრემლები, მტრობა და სისხლი. ტ. შევჩენკო ამ ლექსის ბოლო სტრიქონებში ახსენებს კაზაკებს, იმ პერიოდში უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთადერთ მცველებს. და მართლაც, კაზაკების მოძრაობისა და კაზაკების აჯანყების მთავარი ფაქტორი იყო უკრაინის გაკათოლიკებისადმი წინააღმდეგობა.
ამასთან, რეჩი პოსპოლიტას ხელისუფლების მოტივაცია უნიის ძალისმიერი დანერგვის საქმეში ისეთივე იყო, როგორც დღეს: უკრაინის ხალხის მართლმადიდებლობასთან საეკლესიო ერთიანობის გაწყვეტის მეშვეობით ხელისუფლებას სურდა უკრაინის პოლიტიკური და მენტალური კავშირების გაწყვეტა რუსეთთან (იმ პერიოდში მოსკოვის სამეფოსთან). თუმცა, ამაში მდგომარეობდა მათი უხეში შეცდომა. იმისათვის, რომ მიეღწია პოლიტიკური ლოიალობისთვის რეჩი პოსპოლიტას მართლმადიდებელი მოსახლეობის მხრიდან, ამ სახელმწიფოს ხელისუფლებას კი არ უნდა შეევიწროვებინა, არამედ პირიქით, თავისუფლება მიეცა უკრაინის მოსახლეობისთვის, როგორც რელიგიურ სფეროში, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში.
XX საუკუნის უკრაინის ისტორიაში ბერძენ-კათოლიკების როლის შესახებ გვიამბობს უმე-ს ოდესის ეპარქიის პრეს-სამსახურის ციტატა, რომ მართლმადიდებელი ოდესა პროტესტს გამოთქვამდა მათ რეგიონში უნიატური ექსპანსიის წინააღმდეგ 2010 წელს: „ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ჯერ კიდევ ახალია მოგონებები იმ როლის შესახებ, რომელიც ითამაშა ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ ჰიტლერის ოკუპაციაში, მისმა ხელშეწყობამ ოკუპანტებისადმი, კოლაბორაციონზმი, უნიატური ხელმძღვანელობის მონაწილეობა ებრაულ და პოლონურ დარბევებში, რაზეც ბევრს საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ პოლონეთშიც და ისრაელშიც.
უბკე-ს მეთაური ანდრეი შეპტიცკი პირადად ლოცავდა და გეზს აძლევდა სს“ გალიჩინის“ დივიზიას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის გასანადგურებლად მიემართებოდა. ამიტომაც არ სურთ შეკვეთილ ჟურნალისტებს გაიხსენონ ტერორის ათასობით მსხვერპლი, რომელიც უნიატებმა დასავლეთ უკრაინაში მოაწყვეს, არ სურთ თავიანთ გამოცემებში ასეულობით მღვდელმსახურის სახელის ხსენება, რომელიც უნო-უაა და გალიცკის ესესელთა მიერ იყო ნატანჯი ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ბელადების კურთხევით“.
90-იანი წლების დასაწყისში უნიატებმა 2000 -ზე მეტი მართლმადიდებლური ტაძარი დაიკავეს დასავლეთ უკრაინაში, პრაქტიკულად სრულად გაანადგურეს სამი მართლმადიდებელი ეპარქია. ხშირად ამ მიტაცებას თან ახლდა ძალადობა და ქონების უკანონო დაუფლება.
ისტორია ერთმნიშვნელოვნად მოწმობს იმას, რომ კათოლიკობას, უპირატესად უნიატობის ფორმით უკრაინაში მოჰქონდა რელიგიათშორისი შუღლი, ძალადობა, მართლმადიდებელი მოსახლწობის უფლებების გათელვა.
შეიძლება კი ისტორიის გახსენებისას დაეთანხმო ვლადიმირ ზელენსკის სიტყვებს, რომ უკრაინელებს სწყურიათ რომის პაპის ვიზიტი? არა მგონია.
„წმინდა“ ანდრეი შეპტიცკი?
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ვ. ზელენსკიმ პაპს განუცხადა, რომ უკრაინელი ხალხი „ელოდება მიტროპოლიტ შეპტიცკის ბეატიფიკაციას“ ანუ მის „წმინდანად“ აღიარებას. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ პაპი მაინც ჩამოვიდეს უკრაინაში.
მართლაც ასეა თუ არა ეს?
მოდით გავიხსენოთ უკრაინისთვის ნაცისტური ოკუპაციის შედეგები. უკრაინის ცენტრალური სახელმწიფო ელექტრონული არქივის მონაცემებით „უკრაინაში ნაცისტური საოკუპაციო რეჟიმი იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მსოფლიოში. უშუალოდ მათი ან „მოხალისე დამხმარეების“ ჩართულობით ადგილობრივი მოსახლეობის რიგებიდან ნაცისტებმა გაანადგურეს 1,5 მილიონი უკრაინელი ებრაელი და 20 ათასი ბოშა“.
რაც შეეხება თავად უკრაინელებს შორის დანაკარგებს, ის შემდეგია: „საბრძოლო მოქმედებების დროს და ტყვეობაში 3-4 მლნ სამხედრო, იატაკქვეშელი და სამოქალაქო , 4-5 მლნ სამოქალაქო პირი დაიღუპა ოკუპაციური ტერორისა და ზურგში შიმშილის გამო, 5 მილიონი მაცხოვრებელი ევაკუირებულ იქნა ან იძულებით გადასახლებული რუსეთიდან და გერმანიიდან, რომელთა ნაწილიც აღარ დაბრუნებულა უკან. მთლიანად, უკრაინის აუნაზღაურებელი დანაკარგები (უკრაინელებისა და სხვა ხალხის) 8-10 მლნ ადამიანს შეადგენს. მატერიალურმა ზიანმა 285 მლრდ მაშინდელი რუბლი შეადგინა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად 700-ზე მეტი ქალაქი და დაბა, 5,6 ათასი ხიდი, 28 ათასი სოფელი, 300 ათასი მეურნეობა დაზიანდა“.
როგორ შეუძლია ხალხს, რომელმაც ასეთი ტანჯვა გადაიტანა, სურდეს ნაცისტების აქტიური დამხმარეს „წმინდანობა“? ანდრეი შეპტიცკის გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტის დამალვა ან იგნორირება ხომ უბრალოდ შეუძლებელია. აი, მაგალითად, ანდრეი შეპტიცკის საეჭვო წერილის ტექსტი ადოლფ ჰიტლერისადმი 1941 წლის 23 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გერმანელებმა კიევი დაიკავეს:
„თქვენი უბრწყინვალესობავ! როგორც უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური, თქვენს უბრწყინვალესობას გადავცემ გულიდათ მილოცვას უკრაინის დედაქალაქის, დნეპრზე ოქროსგუმბათოვანი ქალაქის- კიევის დაუფლების თაობაზე. თქვენში ვხედავთ შეუდარებელი და დიდებული გერმანული არმიის უძლეველ მხედართმთავარს. ბოლშვიზმის განადგურებისა და აღმოფხვრის საქმე, რომელიც თქვენ, როგორც დიდი გერმანული რეიხის ფიურერმა ამ ლაშქრობაში მიზნად დაისახეთ, უზრუნველყოფს თქვენი უბრწყინვალესობისადმი მთელი ქრისტიანული სამყაროს მადლიერებას. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიისთვის ცნობილია გერმანელი ხალხის მოძრაოვის ჭეშმარიტი უძლეველი მოძრაობა თქვენი ხელმძღვანელობით. უფალს შევსთხოვ გამარჯვების მადლს, რომელიც იქნება თქვენი უბრწყინვალესობისთვის, გერმანული არმიისა და გერმანელი ნაციისთვის ხანგრძლივი მშვიდობის საწინდარი.
განსაკუთრებული პატივისცემით, ანდრეი, გრაფი შეპტიცკი, მიტროპოლიტი“.
1942 წლის იანვარში ანდრეი შეპტიცკიმ ადოლფ ჰიტლერს შესთავაზა თანამშრომლობა და დაწერა: „ჩვენ გარწმუნებთ, თქვენო უბრწყინვალესობავ, რომ უკრაინაში ისწრაფვიან გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა გერმანელი და უკრაინელი ხალხის გაერთიანებული ძალებით... ცხოვრებაში აისახოს ახალი წესი უკრაინასა და მთელს აღმოსავლეთ ევროპაში“.
რაში მდგომარეობს „უკრაინაში ახალი წესი“, რომლის ცხოვრებაში ასახვა სურს უბკე-ს მეთაურს ნაცისტებთან ერთად? OST-ის გეგმის თანახმად, „შეუდარებელი და დიდებული გერმანული არმიის“ შეტევის შემდეგ ცოცხლად დარჩენილი უკრაინელების 65% უნდა იქნეს გადასხლებული ციმბირში, ხოლო დანარჩენი ნაწილი მონად იქცეს თავისი ახალი გერმანელი ბატონისთვის.
აი, ანდრეი შეპტიცკის მიმართვა უკრაინელებისადმი, რომლებიც ძალით მიჰყავდათ გერმანიაში სამუშაოდ მონური შრომისთვის, შიმშილისთვის, ხშირად კი სასიკვდილოდაც კი: „უცხო მხარეს ყოფნა რაღაცაში სარგებელს მოგიტანთ კიდეც. ისწავლით უცხო ენას, გაეცნობით სამყაროსა და ადამიანებს, დააგროვებთ ყოფით გამოცდილებას, მიიღებთ ცოდნას, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგებათ“.
შეუძლია კი სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც ერთ-ერთი უდიდესი დანაკარგი განიცადა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ომში, ჰქონდეს სურვილი ფაშისტების ხელშემწყობის ანდრეი შეპტიცკის ბეატიფიცირების? კითხვა რიტორიკულია.
უკრაინაში არ არის კონფესიათშორისი კონფლიქტი?
პრეზიდენტის პრეს-სამსახური: „საუბრის (ვ.ზელენსკისა და პაპი ფრანცისკეს -რედ.) დროს აღინიშნა, რომ დღეისათვის უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაარსებობენ და თავს კომფორტულად გრძნობენ. სახელმწიფოში არაა გამოხატული კონფესიათშორისი კონფლიქტი და პრაქტიკულად არ არსებობს სპეკულაცია რწმენის თემაზე“.
გინდა წამოიყვრი - რა, სერიოზულად?!
შეიძლება მეუ და უბკე მართლაც „მშვიდობიანად თანაარსებობენ და თავს კომფორტულად გრძნობენ“, მაგრამ უმე-თან, უკრაინის ყველაზე მრავალრიცხოვან კონფესიასთან მიმართებაში, ამის თქმა არანაირად არ შეიძლება.
- უმე-თვის მისი საკუთარი სახელის წართმევის უნარი მშვიდობიანი თანაარსებობაა?
- ტაძრების მიტაცება მშვიდობიანი თანაარსებობაა?
- მორწმუნეების ცემა -მშვიდობიანი თანაარსებობაა?
შეგვიძლია ამ რიტორიკული კითხვების გაგრძელება, მაგრამ უმჯობესია ჩვენი თვალით ვნახოთ, როგორ გამოიყურება უკრაინაში ეს „მშვიდობიანი და კომფორტული“ თანაარსებობა.
ორდენი სვიატოსლავ შევჩუკისადმი
ვ. ზელენსკი პაპის ფრანცისკეს დარწმუნების კონტექსტში ჩამოვიდეს უკრაინაში შეიძლება განვიხილოთ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურის სვიატოსლავ შევჩუკის დაჯილდოება III ხარისხის ორდენით „დამსახურებების გამო“. ეს ჯილდო დაუკავშირდა უკრაინის კონსტიტუციის მიღების 25 წლისთავს, ხოლო შევჩუკმა ორდენი მიიღო „სახელმწიფო მშენებლობაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილის“ გამო.
ძალიან მძიმეა გაიხსენო, სად და როგორ გამოიჩინა თავი სვიატოსლავ შევჩუკმა სახელმწიფო მშენებლობის სფეროში, თანაც ისე, რომ ამისთვის ეს ორდენი მიიღო. შეგვიძლია მხოლოდ გავიხსენოთ აქტიური მონაწილეობა 2013-2014 წლებში „ღირსების რევოლუციაში“, რის გამოც დაჯილდოვდა კიდეც.
ზოგადად, თუ პრეზიდენტის პოსტზე ვ. ზელენსკის წინამორბედი აქტიურად ერეოდა მართლმადიდებელთა საქმეებში, სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ცდილობს კათოლიკური თემაც კი დაიმორჩილოს. მართალია, პაპი ფრანცისკეც და და პატრიარქი ბართოლომეოსიც ბევრ განცხადებას აკეთებენ მათ კონტროლქვეშ არსებული რელიგიური სტრუქტურების გაერთიანების შესახებ. თუ ეს მოხდება ახლო მომავალში, უკრაინის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი ხდება ფართო შესაძლებლობები პოლიტიკური ქულების მისაღებად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ველზეც. ამიტომ, ვ. ზელენსკი აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში პაპის ვიზიტი შედგეს. უკრაინაში პაპის ვიზიტი, მისი სიტყვებით, არის „ჟანგბადი, რომელიც ასე საჭიროა“.
დასკვნები
ჯერ ერთი, უკრაინის ხელისუფლება ამჟამად აქტიურად ატრიალებს რელიგიურ თემას. ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის თაობაზე კონსტიტუციის ნორმის მიუხედავად, პრეზიდენტიც და უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებიც აქტიურად მონაწილეობენ რელიგიურ ლიდერებთან მოლაპარაკებებში, იწვევენ მათ უკრაინაში. და ეს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასეთ საქმიანობას ნეგატიურად უყურებს.
მეორეც, ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლება ერევა რელიგიურ საქმეებში იმავე მიზეზებით, რითიც წინამორბედი ხელისუფლება. თავის მხრივ - ესაა მითითება საზღვარგარეთიდან, ხოლო მეორეს მხრივ - სურვილის ქონა დააგროვოს პოლიტიკური ქულები და საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს ეკონომიკაში ჩავარდნისგან.
მესამე, პაპი ფრანცისკესა და პატრიარქ ბართოლომეოსის უკრაინაში ვიზიტის გამო ხელისუფლება მზადაა არა მხოლოდ უგულებელყოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრი, არამედ წავიდეს რელიგიათშორისი დაპირისპირების აშკარა რისკზეც. ხოლო თუ ხელისუფლება მზად იქნება კიდევ უფრო შორს წავიდეს და ეცადოს მართლმადიდებლებისა და კათოლიკების „გაერთიანება“ უკრაინაში, ეს იქნება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ნამდვილი დანაშაული.
მეოთხეც, ისტორია გვასწავლის, რომ რამდენი ფოცხიც არ უნდა მოუსვა, ეფექტი მაინც ერთი იქნება. პ. პოროშენკოს არჩევნებზე გამანადგურებელი მარცხი, რომელმაც „ტომოს-ტური“ მისი წინასაარჩევნო კამპანიის ლურსმნად აქცია, არაფერი ასწავლა ამჟამინდელ ხელისუფლებას. ეკლესიის საქმეებში ჩარევა და მითუმეტეს მისი დევნა, არაფერს კარგს არ მოიტანს. უფლის სიტყვები : „არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ“ (ფს. 104:15) აქტუალურია ყველა დროში.