უნგრეთი ლგბტ-ევროპის წინააღმდეგ: ვინ გაიმარჯვებს?
რატომ ხდება დაპირისპირება ლგბტ-ს მომხრე ევროპასა და უნგრეთს შორის, როგორია მასში უნგრეთის გამარჯვების შანსები და რა უნდა გამოვიტანოთ ჩვენ, უკრაინელებმა ამ ბრძოლისგან?
ევროპა იმდენად ჰომოფილური (ლგბტ-იდეოლოგიის ერთგული) დარჩა, რომ უნგრეთის სრულიად ჯანსაღი ოპოზიცია ამ საკითხზე მასში იწვევს მტკიცე უარყოფას. და მართლაც,როგორ ბედავს ნატოსა და ეკ-ის წევრი- ქვეყანა შეზღუდლოს ლგბტ-ს პროპაგანდა? მოდით, გავერკვეთ ამაში.
2021 წლის 23 ივნისს მიუნხენში „ალიანც არენას“ სტადიონზე შედგა ევრო-2020 მატჩი გერმანიისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის. და აი, იმის სამაგიეროდ, რომ უნგრეთმა 2021 წლის 15 ივნისს მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ-იდეოლოგიის პროპაგანდას არასრულწლოვანებს შორის, მიუნხენის ქალაქის საბჭომ მოუწოდა „ალიანც არენას“ სტადიონი ლგბტ-ს დროშის ფერებში გაენათებინათ. მიუნხენის დეპუტატების აზრით, ეს უნდა გამხდარიყო გერმანელების ლგბტ-თემისადმი სოლიდარობის ნიშანი ლგბტ-ს უფლებების შეზღუდვების მიუღებლობასთან დაკავშირებით, რომელშიც ბრალს სდებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. თავად მატჩი დასრულდა ფრედ 2:2. უეფა-მაც აუკრძალა გერმანელებს სტადიონის ლგბტ-ს ფერებში განათება. ამის მიუხედავად, ტრიბუნებზე უხვად იყო ჰომოსექსუალისტების სიმბოლიკა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ სტადიონზე გამოვარდა ფერადი დროშით და დემონსტრაციულად გაიარა უნგრელი სპორტსმენების წინაშე.
სხვათაშორის, საფეხბურთო ორთაბრძოლა მხოლოდ სპორტსმენების ბრძოლაა. გლობალური მასშტაბით ჩვენ ვხედავთ, რომ იმართება ბრძოლა ქვეყნებისა და იდეოლოგიის დონეზე. ჩვენ უკვე ვწერდით პოლონეთის მხრიდან „ევროპულ ფასეულობებთან“ ბრძოლაზე სტატიაში „აბორტი თუ სიცოცხლე: პოლონეთი, როგორც ქრისტიანული ევროპის უკანასკნელი შანსი“. ამჟამად უნგრეთის რიგია. არსებითად, ჩვენ უკვე ვხედავთ „ცივ ომს“ უნგრეთსა და „განათლებულ ევროპას“ შორის, დავითისა და გოლიათის ერთგვარ შერკინებას. რატომ ხდება ეს შერკინება, როგორია მასში უნგრეთის გამარჯვების შანსები და რა უნდა გამოვიტანოთ ჩვენ, უკრაინელებმა ამ ბრძოლიდან?
რას ამბობს უნგრეთის კანონი
გამოცემა Hungary Today-ს ცნობით, ახალი კანონი ადგენს შემდეგ შეზღდუვებს:
- სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების ფარგლებში სკოლებში, შესაბამისი მასალები არ უნდა შეიცავდეს არანაირ ინფორმაციას სქესის შესაძლო შეცვლის ან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის თაობაზე;
- თავად სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ სკოლის მასწავლებლებს ან სახელმწიფოს მიერ სპეციალურად სერტიფიცირებულ პედაგოგებს ან ორგანიზაციებს, ამასთან ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები (ასო) (რომლებიც პროპაგანდას უკეთებენ ლგბტ-ს) გამოირიცხებიან სქესობრივი აღზრდის პროცესისგან;
- ბავშვთა დაცვის უნგრული სისტემა დაიცავს ბავშვის საკუთარი სქესის უფლებას, რომელიც მან მიიღო დაბადებისას;
- იკრძალება რეკლამის ან სხვა კონტენტის განთავსება, რომელიც ორიენტირებულია 18 წლის ქვემოთ ახალგაზრდებისთვის, რომელიც მოიცავს პორნოგრაფიულ მასალებს, სექსუალურ ილუსტრაციებს, ახდენს ჰომოსექსუალიზმის ან გენდერული იდენტურობის პროპაგანდას, რომელიც არ ემთხვევა დაბადებისას მიღებულ სქესს;
- ტელეარხები, რომლებიც ახდენენ ზემოთ აღწერილი კონტენტით პროგრამისა და ფილმების ტრანსლირებას, ვალდებულნი იქნებიან იქონიონ სერტიფიკატი „18+“ და შესაბამისი მასალების ტრანსლირება განახორციელონ ღამის საათებში.
როგორც ვხედავთ, უნგრული კანონი არანაირად არ არღვევს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ, როგორც ლგბტ. ის მხოლოდ იცავს ბავშვებსა და მოზარდებს ლგბტ-იდეოლოგიის პროპაგანდისგან. უნგრეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები არ წარმოადგენს იურიდიულად დასჯადს 1961 წლიდან. 2002 წლიდან სექსუალური თანხმობის ასაკი ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის გაუტოლეს ჰეტეროსექსუალურს, ის დგება 14 წლის ასაკში. 2003 წელს მიღებულ იქნა კანონი „თანაბარი მოპყრობისა და თანაბარი შესაძლებლობების წახალისების თაობაზე“, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობის საფუძველზე სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. 2009 წელს უნგრეთში დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება (ან უფრო ზუსტად, სამოქალაქო კავშირები). მთელი ეს კანონმდებლობა მოქმედებს დღემდე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში რამენაირად ლახავენ ლგბტ-ს წარმომადგენლებს? არავითარ შემთხვევაში.
როგორ მიიღებოდა კანონი უნგრეთში
ლგბტ-ს პროპაგანდის შემზღუდავი კანონის მიღების ისტორია უნდა დავიწყოთ ახალი კონსტიტუციის მიღებით, რომლის ინიცირებაც განახორციელა უნგრეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ფიდესი - უნგრეთის სამოქალაქო კავშირი“. კონსტიტუცია ძალაში შევიდა 2012 წელს და შესწორებებთან ერთად მოიცავს ასეთ საინტერესო მომენტებს:
- კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, რომ უნგრელი ხალხი აერთიანებს „ღმერთსა და ქრისტიანობას“;
- სახელმწიფო ვალებულია დაიცვას ადამიანის ცხოვრება, რომელიც ჩასახვისთანავე იწყება (არსებითად- აბორტების აკრძალვა);
- ქორწინებას წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის კავშირი;
- ნათქვამია, რომ „უნგრეთმა უნდა დაიცვას ბავშვების თვითიდენტიფიკაციის უფლება, რომელიც შეესაბამება მათ სქესს დაბადების დროს“.
ეს უკანასკნელი პუნქტი გახდა ლგბტ-ს პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ კანონის მისაღებად, თუმცა აღსანიშნავია - იმისთვის, რომ რეალიზებულ იქნეს კონსტიტუციის ეს დებულება შესაბამისი კანონის მიღების გზით, საჭირო გახდა მთელი ცხრა წელი. ამასთან, მის მისაღებად, გარკვეული ხრიკების გამოყენება გახდა საჭირო, რომელსაც მიმართეს უნგრეთის კონსერვატიულმა პარტიებმა. საპარლამენტო ჯგუფ „ფიდესის“ ლიდერის მოადგილემ მატე კოჩიშმა განსახილველად შეიტანა კანონპროექტი პედოფილიასთან ბრძოლის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მკაცრდებოდა შესაბამისი სასჯელი. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, როგორც მმართველმა, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა. ამის შემდეგ მასში შეიტანეს ცვლილებები, რომელიც სოდომიას პროპაგანდას ზღუდავდა.
შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს პარლამენტის კედლები და ხმა არ მისცეს კანონს, ხოლო მმართველმა პარტიებმა შედეგით - 157 მომხრე და 1 წინააღმდეგი, მიიღეს კანონი.
მსგავსი ხრიკების გამოყენება საჭირო გახდა იმიტომ, რომ თავად უნგრეთში და ასევე განსაკუთრებით, ევროკავშირში, არსებობს ძლიერი ლგბტ-ლობი, რომელიც ცდილობს ევროპაში სოდომიას აგრესიული გავრცელების შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობის დარგუნვას. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, როგორც პარტია „ფიდესს“, ასევე პირადად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს იმაში, რომ ისინი გეგმაზომიერა და მტკიცედ ატარებენ ტრადიციული ფასეულობების დაცვის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებასაც ახდენენ თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებში და რომელზეც უარი არ უთქვამთ, ძალაუფლების მიღების შემდეგაც.
რაც შეეხება უნგრულ საზოგადოებაში ტრადიციული ფასეულობების დაცვის პოლიტიკის მხარდაჭერას, კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარებულ იქნა Eurobarometer-ის მიერ, უნგრელების უმრავლესობა ნეგატიურად უყურებს ლგბტ-ს და ასეთი ადამიანების რიცხვი დამაჯერებლად იზრდება. სულ რაღაც ხუთ წელიწადში, 2014 წლიდან 2019 წლამდე, ლგბტ-იდეოლოგიის მოწინააღმდეგეთა რიცხვი უნგრეთში ცამეტი პროცენტით გაიზარდა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია ევროკავშირში.
ლგბტ-ს მომხრეთა რეაქცია
ბუნებრივია, რომ ის უკიდურესად ნეგატიური გახლდათ. უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრამდე, ეკ-ის კომისარი თანასწორობის საკითხებში ელენა დალი ბუდაპეშტს დაემუქრა ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტით. „თუ თქვენთვის არაა ძვირფასი ეკ-ის თანასწორობისა და დემოკრატიის ფასეულობები, არ გაქვთ უფლება მიიღოთ ფული თქვენს პროექტზე“, - განაცხადა მან. ამასთან, კომისარმა აღნიშნა, რომ უნგრეთის კანონის დებულებები წარმოადგენს არა მხოლოდ ლგბტ-ს უფლებებისა და იდენტობის ხელყოფას, არამედ ასევე ზღუდავს სიტყვისა და განათლების თავისუფლებას.
ეს საკმაოდ საინტერესოა, რამდენადაც ნამდვილი და არა მოჩვენებითი შეზღუდვები სიტყვისა და განათლების თავისუფლებაზე ლგბტ-ს მომხრეების მიერ გამოიყენება, მაგრამ უკვე ტრადიციული ფასეულობების მიმართ. სამწუხაროდ ცნობილ სტამბულის კონვენციაში გენდერული თანასწორობის შესახებ, კერძოდ კი მე-12 მუხლში, შავით თეთრზე წერია „მხარეები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ კაცებისა და ქალების ქცევის სოციალურ და კულტურულ მოდელებში ცვლილებების დასანერგად ცრურწმენების, წეს-ჩვულებების, ტრადიციებისა და ნებისმიერი სხვა პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ეფუძნება ქალების არასრულფასოვნების იდეას ან სტერეოტიპულ წარმოდგენებს ქალებისა და კაცების როლის შესახებ“. ანუ ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ სტამბულის კონვენციას, ვალდებულებას იღებენ თავიანთი საზოგადოებიდან აღმოფხვრან ტრადიციული წარმოდგენები „ქალებისა და კაცების როლის“ შესახებ და ასევე მათ დაასვან დამღა, როგორც „ცრურწმენებს“.
ასევე უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრის წიმ ოპოზიციურმა პარტიებმა და ლიბერალურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ქუჩაში გამოიყვანეს 5-დან 10 ათასამდე პროტესტის მონაწილე ასეთი კანონის მიღების წინააღმდეგ. თუმცა, კანონი მაინც იქნა მიღებული.
ამის შემდეგ პრაქტიკულად ყველა წამყვანმა ევროპულმა მის-მა გამოაქვეყნა შესაბამისი ახალი ამბავი ნეგატიური კონოტაციით. მათ ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ლგბტ- თემის უფლებები თითქოსდა შეილახებოდა, ამასთან თითქმის არასდროს ევროულ მის-ში არ შეგხვდება წუხილი იმაზე, თუ ილახება ტრადიციული ორიენტაციის ადამიანების ან ოჯახზე, და მთლიანად ადამიანებს შორის ურთიერთობაზე ტრადიციული შეხედულებების მიმდევარი.
უნგრული კანონის ნეგატიური შეფასება არ დავიწყებიათ ე.წ. უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ასე, მაგალითად, Amnesty International- ის წარმომადგენელმა არონ დემეტერმა განაცხადა: „ამ კანონს შეიძლება სერიოზული შედეგები ჰქონდეს და ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ასეც იქნება. შედეგები იქნება განსხვავებული - სკოლებში დაცინვით დაწყებული თვითმკვლელობით დამთავრებული. აი, რასთან მოგვიწევს შეჯახება ჩვენ და ლგბტ- თემს. ისინი უკვე იმყოფებიან საკმაოდ მოწყვლად მდგომარეობაში უნგრეთში“. ეს განცხადება საკმაოდ საგულისხმოა. და აქ ჩვენ მივდივართ ლგბტ-იდეოლოგიის არსის განმარტებამდე.
სიცოცხლისუნარიანია თუ არა ლგბტ-იდეოლოგია?
არ შეიძლება დავეთანხმოთ იმას, რომ ის „საშინელი შედეგები“, რომელსაც პროგნოზირებს Amnesty International- ის წარმომადგენელი, წარმოადგენს ძალიან გადაჭარბებულს. საჭიროა ძალიან სპეციფიკური აზროვნება, რომ სერიოზულად იფიქრო, თითქოს მოსწავლეების დაცვა ლგბტ-პროპაგანდისგან, პორნოგრაფიის თავსმოხვევისგან, სექსუალური აღვირახსნილობისა და სოდომიისგან, გამოიწვევს „დაცინვას, თვითმკვლელობებს“ და სხვა „სერიოზულ შედეგებს“.
აქ ყურდაღება უნდა მივაქციოთ ორ მომენტს.
ჯერ ერთი, ლგბტ-წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში იტანჯებიან არა იმდენად მათი ტრადიციული საზოგადოების მიერ არმიღებით, რამდენადაც იმით, რომ მათ ფსიქიკას არ შეუძლია გაუმკლავდეს იმ იდენტიფიკაციას, რომელსაც მათ მიერ ლგბტ- გარემო ეწოდება. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, თავიდან ლგბტ- პროპაგანდა სრულიან ნორმალურ მოზარდს შთააგონებს აზრს იმის შესახებ, რომ ის გოგოა ან გეი, ხოლო შემდეგ მისი ფსიქიკა ვერ იტანს ამ გარდატეხას. ხშირად ეს იწვევს თვითმკვლელობებს ან სხვა ტრაგიკულ შედეგებს. რასაკვირველია, უტყუარი სტატისტიკისა და კორექტული სამეცნიერო კვლევების არარსებობის მიზეზით, არ გვაქვს შესაძლებლობა ვამტკიცოთ, რომ ლბგტ-ში სწორედ ასეთი შემთხვევები არის უმრავლესობა. ევროპის ქვეყნებში ბოლო ათწლეულებში ლგბტ-პროპაგანდის აგრესიული კამპანიის გათვალისწინებისას ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ საქმე სინამდვილეში ასეა.
თუ ლგბტ-თემს არ ექნება პროპაგანდის მეშვეობით ახალი ადეპტების შეძენის შესაძლებლობა ტრადიციული ორიენტაციის ადამიანების გარემოდან, ის ბუნებრივი სახით გადაშენდება.
მეორე, Amnesty International- ის წარმომადგენლის ზემოთ აღნიშნული განცხადება ამტკიცებს, რომ ლგბტ-იდეოლოგია თავისთავად სიცოცხლისუუნაროა. თუ ლგბტ-ს წარმომადგენლებს არ ექნებათ იურიდიული პასუხისმგებლობა ჰომოსექსლუარი ურთიერთობებზე, მაგრამ ამასთან არ ექნება პროპაგანდის მეშვეობით ახალი ადეპტების შეძენის შესაძლებლობა ტრადიციული ორიენტაციის ადამიანების გარემოდან, ის ბუნებრივი სახით გადაშენდება. არსებობისთვის მას სჭირდება აგრესიული განვითარება, ახალი ადეპტების რეკრიტურება, რაც უზრუნველყოფილია ლგბტ-პროპაგანდით სკოლებში და საერთოდ არასრულწლოვნებს შორის. სწორედ, ამ ასაკში მოზარდებში ყალიბდება წარმოდგენა სქესთა ურთიერთდამოკიდებულებების, სოციალური როლების შესახებ და ა.შ. სწორედ ამ ასაკში მოზარდებისთვის უფრო ხელსაყრელია არა მხოლოდ ჩვეულებრივი წარმოდგენის ჩამოყალიბება ერთსქესიანი ურთიერთობების ან სქესის შეცვლის „ნორმალურობაზე“, არამედ მათთვის შთაგონება შესაძლო საკუთარი ჰომოსექსუალიზმის ან ტრანსგენდერად გახდომის სურვილის შესახებ. ამის გარეშე ლგბტ-მოძრაობა ჩამყაყდება და თანამედროვე მეინსტრიმიდან მარგინალურ ჯგუფად გადაიქცევა, რომელიც ნაკლებად თუ დააინტერესებს ვინმეს.
აი, რატომ წარმოადგენს ლგბტ-იდეოლოგიის პროპაგანდა ლგბტ-თემის არსებობის მთავარ ფაქტორს. ამიტომაც ამ იდეოლოგიის მომხრეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა პროპაგანდა გაუკეთონ თავიანთ მრწამსს არასრულწლოვნებს შორის.
ლგბტ-იდეოლოგიის პროპაგანდა წარმოადგენს ლგბტ-თემის არსებობის მთავარ ფაქტორს.
რა იქნება შემდეგ?
ოპოზიციური უნგრული პარტიები იმუქრებიან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანით და მასობრივი პროტესტით. საფრანგეთმა, გერმანიამ და ევროკომისიის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ეკ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების თაობაზე. ევროკავშირმა განაცხადა უნგრეთში ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვების შესახებ კანონის მიღების საკითხზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ევროკავშირს შეუძლია ეკ-ის თანსაწორობის საკითხებში ეკ-ის კომისრის ელენა დალის მუქარის რეალიზება და უნგრეთისთვის ფინანსური დახმარების შემცირება, მაგრამ უმეტესწილად ეკ-ის სტრუქტურას ზეწოლის ბერკეტი ქვეყანაზე, რომელსაც არ სურს ევროპული ლიბერალური პოლიტიკის გატარება, ძალიან დიდი არაა.
თუ უნგრეთის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები, ეს გახდება ევროკავშირიდან გამოსვლის თემის დატრიალების მიზეზი. ბრექსიტის შემდეგ ეს დასაშვები ვარიანტი არაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში არის სიმშვიდის კიდევ ერთი დამრღვევი - პოლონეთი. ეს ქვეყანა ასევე ამკაცრებს თავის კანონმდებლობას აბორტებისა და ლგბტ-პროპაგანდის სფეროში. პოლონეთში არსებობს დასახლებული პუნქტები, რომელიც გამოცხადებულია „ტერიტორიებად ლგბტ გარეშე“, რაც ევროპელ ლიბერალებს არანაკლებ აშფოთებს, ვიდრე უნგრული კანონმდებლობა.
იმისათვის, რომ შემოტრიალდეს უნგრეთი და პოლონეთი (ჯერ საგნობრივად შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ამ ქვეყნებზე, მაგრამ შესაძლოა, მათი რიცხვი გაიზარდოს), არსებობს მხოლოდ ერთი ქმედითი ხერხი - ხელისუფლების ცვლილება. სავალდებულო არაა ეს მოხდეს რევოლუციური გზით, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, რომლებზეც ევროპელი ლიბერალები ეცდებიან ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი კოლეგები ამ ქვეყნებში. მსგავსი ხერხები დემონსტრირებული იყო აშშ-ს ბოლო არჩევნებზე, როცა ერთ-ერთი კანდიდატი და თანაც მოქმედი პრეზიდენტი, გამორთეს პირდაპირი ეთერიდან, მას არ აძლევდნენ მის-თან წვდომის შესაძლებლობას, ბლოკავდნენ სოცქსელებში. და არაფერს ვამბობთ რა ბიულეტენების პირდაპირ ჩაყრაზე, რომელიც დააფიქსირეს დ. ტრამპის წარმომადგენლებმა, მაგრამ რომელთა ეფექტური გამოყენებაც ვერ მოხერხდა ამერიკულ სასამართლოებში.
მეორეს მხრივ, უკანასკნელი პოლიტიკური ტენდენციები ევროპის ქვეყნებში ადასტურებს იმას, რომ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე სულისკვეთების პარტიები აფართოებენ თავიანთ არსებობას პოლიტიკურ სივრცეში, იღებენ რა სულ უფრო მეტ ხმას ამომრჩევლისგან. ამიტომაც უნდა ველოდოთ პოლიტიკური ბრძოლის დიდ გამწვავებას, როგორც უნგრეთში, ასევე სხვა ქვეყნებში, რადგანაც საქმე უკვე ეხება არა უბრალოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლას, როგორც განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ ინტერვიუში: „ომი ევროპის სულისკვეთებისა და მომავლისთვის მიმდინარეობს აქ და ახლა“.
******
აქვს თუ არა ამ ყველაფერს კავშირის უკრაინასთან? რასაკვირველია და ძალიან პირდაპირიც. ჩვენი ქვეყანა თავგანწირვით ისწრაფვის ევროკავშირისკენ და კულტად ქცეული ეკ-ის გამო ჩვენი ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია. ახლაც კი მზად ვართ ხელი მოვაწეროთ „ბიარიცის პარტნიორობას“, რომელიც მხარს უჭერს გეი-აღლუმებს და ვიღებთ „სწორ“ ცვლილებებს კანონმდებლობაში. და ეს მაშინ, როცა ჩვენი მოსახლეობა მნიშვნელოვნად მცირდება. რა დაემართება უკრაინელებს, თუ ჩვენ არ შევაჩერებთ ლგბტ-პროპაგანდას ჩვენს შვილებში, თუ ტრადიციული ოჯახების რიცხვი შემცირდება, ხოლო სოდომია ნორმის ნაირსახეობად იქცევა?
წმინდა წერილი გვაფრთხილებს: „ და რომელი დაწვეს წულისა თანა საწოლითა დედებრ, საძაგელ ქმნეს ორთავე, სიკვდილით მოწყდნენ, რამეთუ თანამდებ არიან“ (ლევ.20:13). გვსურს კი ასეთი ხვედრი ჩვენი შვილებისთვის? რასაკვირველია, არა. ამიტომაც, შეიძლება ევროპისკენ ყურება, მაგრამ უმჯობესია შეხედო მათ, ვისაც არ დავიწყებია მისი ქრისტიანული საფუძველი.