როგორ ატყუებენ მეუ-ს ჩინოვნიკი-პროპაგანდისტები გულუბრყვილო უკრაინელებს

25 June 2021 20:10
24
ლვოვის სსა-ს რელიგიების საქმეთა განყოფილების მეთაური ეწევა მეუ-ს პროპაგანდას და აკრიტიკებს უმე-ს. ფოტო: СПЖ ლვოვის სსა-ს რელიგიების საქმეთა განყოფილების მეთაური ეწევა მეუ-ს პროპაგანდას და აკრიტიკებს უმე-ს. ფოტო: СПЖ

მეუ-ს ერთ-ერთი პროპაგანდისტი გახდა ლვოვის სსა-ს ჩინოვნიკი. ამასთან, ის აგრძელებს შუღლის გაღვივებას მართლმადიდებლებს შორის. მოდით, დეტალურად განვიხილოთ მისი საქმეები.

არც თუ დიდი ხნის წინ ლვოვის მხარის რელიგიებისა და ნაციონალობების საქმეთა განყოფილების მეთაურად დაინიშნა მეუ-ს აქტიური პროპაგანდისტი დიმიტრი გორევოი, რომელიც თავს რელიგიათმცოდნეს უწოდებს. თუ მისი ადრინდელი მრავალრიცხოვანი მანიპულაციური პუბლიკაციები საეკლესიო თემაზე იყო მხოლოდ მეუ-ს მედია-პულის ერთ-ერთი წევრის კერძო აზრი, ახლა მისი ყოველი გამონათქვამი უკვე არის სახელმწიფო ჩინოვნიკის პოზიცია, რომელსაც აქტიური გავლენა აქვს ქვეყანაში რელიგიურ სიტუაციაზე.

გორევოიმ უკვე მოასწრო  თავის გამოჩენა  პოსტზე განაცხადა რა, რომ რამოდენიმეჯერ უარი უთხრა უმე-ს თემებს წესდების ხელახლა რეგისტრაციაზე ან ხელმძღვანელის ცვლილებაზე. ჩინოვნიკის აზრით, ამისათვის თემებმა უნდა შეცვალონ თავიანთი სახელწოდება რმეუ-დ. ამასთან, გორევოი, რომლის მთელი მედია-მუშაობა რამოდენიმე წელიწადია მიმართულია მეუ-ს პროპაგანდაზე და უმე-თან ბრძოლაზე, აცხადებს, რომ ის „არ ახდენს ერთი რელიგიური ორგანიზაციების დისკრიმინაციას და არ ჰყავს ფავორიტებში მეორე“. ხოლო განგრძობადი პროპაგანდისტული საქმიანობა, მისი აზრით, სრულიად თავსებადია რელიგიების საქმეთა განყოფილების მეთაურის მუშაობასთან, სადაც ერთ-ერთი ძირითადი თვისება უნდა იყოს მიუკერძოებლობა და ნებისმიერი რელიგიური კონფლიქტისგან თანაბრად შორს დგომა. გორევოი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკებს შეუძლიათ მსგავსი პროპაგანდისტული „შემოქმედებითი საქმიანობა“ და ის სრულად თავსებადია მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.

საზოგადოებრივმა კავშირმა  „ერისკაცები“ უკვე მიმართა ლვოვის სამხარეო სახელმწიფო ადმინიასტრაციას თხოვნით გაანთავისუფლონ გორევოი დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო. უცნობია, როგორ ირეაგირებს ამ მოწოდებაზე ლვოვის სსა, ჩვენ კი უბრალოდ განვიხილოთ დიმიტრი გორევოის „შემოქმედების“ ერთ-ერთი მაგალითი და გავარკვიოთ, რამდენად თავსებადია ის მისი, როგორც სახელმწიფო მოსამსახურის მუშაობასთან.

ვაი პროპაგანდისტული ჭკუისაგან ანუ როგორ აურიო ყველაფერი, რაც კი შეიძლება და არ შეიძლება

მაგალითის სახით გადავწყვიტეთ განვიხილოთ მისი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ვიდეორგოლი DetectorUA-ს youtube- არხზე, სახელწოდებით: „როგორ მოახდინა რუსულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის უკრაინული მიწების ანექსია“.

უკვე თავად სახელწოდებაში სახელმწიფო ჩინოვნიკმა მოახერხა დაეშვა მთელი რიგი ისტორიული და აზრობრივი შეცდომა. შემდეგ - უფრო მეტი... საინტერესოა გავაანალიზოთ თქმული, ჯერ ერთი, იმისათვის, რომ ჩვენთვის გავარკვიოთ ისტორიული სიმართლე და მეორეც, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ იმაში, რამდენად მცდარია მეუ-ს პროპაგანდისტების არგუმენტები, რომლებიც ადამიანების წინაშე დგანან და განსაზღვრავენ სახელმწიფოს პოლიტიკას რელიგიურ სფეროში.

როგორ ატყუებენ მეუ-ს ჩინოვნიკი-პროპაგანდისტები გულუბრყვილო უკრაინელებს фото 1
 youtube-არხის სქრინი DetectorUA

თავის რგოლში დიმიტრი გორევოიმ მიზნად დაისახა უარეყო სტატია „დაიბრუნებს თუ არა კონსტანტინოპოლი კიევის მიტროპოლიას?“, რომელიც გამოქვეყნდა მჟკ-ს საიტზე 2018 წლის 17 აგვისტოს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინაში განახორციელა მთელი რიგი შემდგომი უკანონობა. იდეა კიევის მიტროპოლიის 1686 წ. მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადაცემის გაუქმების შესახებ ეს -ეს იყო გაჟღერდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში და სტატიაში მოყვანილი იყო არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ასეთი გაუქმება იყო აბსურდის ზეიმი. ერთ-ერთი ასეთი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ 1687 წლის კიევის მიტროპოლია და 2018 წლის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სულაც არაა ერთიდაიგივე, მიუხედავად იმისა, რომ უმე არის სწორედ იმ ისტორიული კიევის მიტროპოლიის მემკვიდრე. ამჟამინდელი უმე გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანია თემების, მონასტრების, სასულიერო სასწავლო დაწესებულებების რაოდენობით. ის გაცილებით მეტია ტერიტორიითაც. გარდა ამისა, 1686 წლის ისტორიული კიევის მიტროპოლიის ნაწილი ამჟამად მდებარეობს ბალტიისპირეთის სახელწმიფოებისა და ბელარუსის ტერიტორიებზე. სტატიაში მოყვანილია რუკა, რომელიც აჩვენებს იმის დაახლოებით თანაფარდობას, რაც გადასცა კონსტანტინოპოლმა 1686 წელს და რის დაბრუნებასაც ის გეგმავს ამჟამად.

როგორ ატყუებენ მეუ-ს ჩინოვნიკი-პროპაგანდისტები გულუბრყვილო უკრაინელებს фото 2
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 1686 წლის კიევის მიტროპოლიის შედარებითი რუკა თანამედროვე უმე-ს ტერიტორიაზე პროექციაში.

და აი, სახელმწიფო ჩინოვნიკმა სცადა დაემტკიცებინა, რომ კონსტანინოპოლის საპატრიარქო ფლობდა დანარჩენი „უკრაინული მიწების“ უმრავლესობას, ხოლო „რუსეთის ეკლესიამ“ ყოველივე ამას „ანექსია“ გაუკეთა. გასაგებია, რომ მეუ-პროპაგანდისტის წინაშე დააყენეს ამოცანა უარეყო ზემოთ ნახსენები სტატია, ეჩვენებინა მისი აუდიტორიისთვის, რა კარგია კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ხოლო მოსკოვის - რა ცუდია, მაგრამ იმისთვის, რომ მოცემული დავალება შეესრულებინა, მას მოუწია აერია ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.

სახელწოდება

ჯერ ერთი, სიტყვა „ანექსია“ (ლათინური annexio-დან, რაც ნიშნავს „მიერთებულს“)  არის სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის ძალისმიერი მიერთება ცალმხრივი წესით. გაეროს გენერალური ასამბლეის 14.12. 1974 წლის XXIX რეზოლუციის თანახმად, ანექსია წარმოადგენს აგრესიის სახეს ანუ ესაა იურიდიული და პოლიტოლოგიური ტერმინი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო სამართალში მხოლოდ სახელმწიფოებთან მიმართებაში. ერთი სიტყვით, არანაირ რელიგიურ ორგანიზაციას არ შეუძლია არაფრის ანექსია განსაზღვრის მიხედვით. ხოლო ის, რომ დ. გორევოი იყენებს ამ ტერმინს ეკლესიის მიმართ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად შორს არიან მეუ-ს ადეპტები ეკლესიის, როგორც ქრისტეს ერთიანი სხეულის სახარებისეული გაგებისგან. განა შეიძლება ქრისტეს სხეულმა რაიმეს „ანექსია“ განახორციელოს საკუთარ თავთან დაკავშირებით?

მეორეც, ტერმინი „უკრაინული მიწები“ მართლაც არსებობდა და უფრო მეტიც, სწორედ  XVII  საუკუნეში ის ხდება უპირატესი ევროპის რუკებზე და ოფიციალურ დოკუმენტებში. თუმცა, XVII საუკუნემდე მიწები, რომელიც თანამედროვე უკრაინას უკავია, ყველაზე ხშირად აღნიშნული იყო, როგორც „რუსი“, „როსია“, „რუტენია“, „ჩერვონაია რუს“, „კაზაკების მიწა“, „ მალოროსია“, „გეტმანშჩინა“.  როგორც არ უნდა იყოს, ბიზანტიის და შემდეგ ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკური ხელისუფლება ამ მიწებზე არ ვცრელდებოდა. შეიძლება ვისაუბროთ ბიზანტიის პოლიტიკურ ძალაუფლებაზე ძველ ბერძნულ ქალაქებზე ყირიმში და ასევე ყირიმის სახანოს ხელისუფლებაზე, რომელიც ისტორიის გარკვეულ პერიოდებში ვასალურ დამოკიდებულებაში იყო პორტაზე.

თუმცა, საქმე იმაშია, რომ ყირიმი არ შეიოდა ცნებაში „უკრაინული მიწები“ 1954 წლამდე, როცა სსრკ-ს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ნახევარკუნძული  გადასცა უკრაინის სსრკ-ს შემადგენლობაში. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ „უკრაინული მიწები“ არასდროს ეკუთვნოდა კონსტანტინოპოლს და შესაბამისად, ისინი არ შეიძლება წაეღო კონსტანტინოპლისთვის (მოეხდინათ ანექსია, გორევოის ტერმინოლოგიაში). სამართლიანობისთვის უნდა ვახსენოთ ის, რომ XVII  საუკუენში რუსეთ- თურქეთის, რუსეთ-პოლონეთისა და პოლონეთ-თურქეთის ომების შედეგად თურქებმა და მისმა ხელქვეითმა ყირიმელმა თათრებმა გარკვეული პერიოდი დაეუფლნენ მიწებს პოდოლიეში და უკრაინის ზოგიერთ სხვა ნაწილში, მაგრამ ამით ამაყობა არ შეიძლება, რამდენადაც მუსულმანები პირწმინდად ანადგურებდნენ ამ მიწებზე ადგილობრივ მოსახლეობას და ის მიჰყავდა აღმოსავლეთის მონათა ბაზრებზე. ერთი სიტყვით, გორევოიმ პოლიტიკური რელიგიურთან აურია.

ყირიმი არ შედიოდა ცნებაში „უკრაინული მიწები“ 1954 წლამდე. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ყირიმის „უკრაინული მიწები“ არასდროს ეკუთვნოდა კონსტანტინოპოლს და შესაბამისად, შეუძლებელია მათი კონსტანტინოპოლისთვის წართმევა.

მესამე, ბერძნული კონსტანტინოპოლმა, როგორც ასეთმა არსებობს შეწყვიტა მისი სულთან მეჰმედ II მიერ 1453 წელს დაპყრობის შემდეგ.  მაშინ ეს ქალაქი გახდა ისტანბული ანუ სტამბული, თუმცა მოცემული სახელის გადარქმება დოკუმენტურად მხოლოდ 1930 წელს განმტკიცდა ქემალ ათა-თურქის დროს. სახელწოდება „კონსტანტინოპოლი“ ასევე გამოიყენებოდა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაც რაღაცას ფლობდა, ეს მხოლოდ სტამბულთან მიმართებაში.

თქმულება ყირიმზე

როგორც ზემოთ აღინიშნა, ყირიმი „უკრაინულ მიწებს“ მხოლოდ 1954 წლიდან განეკუთვნება. ამ დრომდე იქ სახლობდნენ ბერძნები, გოთები, სკვითები, თათრები, რუსები და ა.შ. პირობითად შეიძლება ითქვას სახელმწიფოებრიობაზე ბერძნულ ქალაქებში, შემდეგ კი გენუის რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ყირიმის გარკვეულ ნაწილებში. ყირიმის სახანოს სახელმწიფოებრიობა ძალიან პირობითი იყო, თუ იყო საერთოდ, რამდენადაც ყირიმის სახანო გახლდათ თურქეთის სულთანის ვასალი. 1783 წელს ყირიმი შედის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. თუმცა, დ. გორევოი სულაც არ განიცდის უხერხულობას და ყირიმის აკუთვნებს „კონსტანტინოპოლის უკრაინული მიწების“ შემადგენლობას, რომელიც ანექსირებულ იქნა „რუსეთის ეკლესიის მიერ“ და მოჰყავს ყირიმის რუსეთთან საშინელი მიერთება და ქრისტიანული მოსახლეობის ნახევარკუნძულიდან გასვლა.

დ. გორევოი: „ქრისტიანობის პირველი ყლორტები ყირიმში ჩნდება. ქრისტიანობა იქ ჯერ კიდევ პირველ ასწლეულში დამკვიდრდა. მალე იქ წარმოიქმნა გოთების ეპარქია. ყირიმელი ეპისკოპოსები მონაწილეობდნენ კიდეც VI და VII მსოფლიო საეკლესიო კრებებში. ზოგადად, ყირიმში ქრისტიანობის ისტორია ძალიან ჭრელი, საგანგებო და დრამატულია. საეკლესიო ცხოვრება იქ საკმაოდ დიდხანს არსებობდა, თუმცაღა გარკვეული წყვეტით. თუმცა, გარდამტეხი აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის მიერ ყირიმის ანექსია. ეკატერინე II 1779 წელს გამოსცა ბრძანება ანუ უმაღლესი სიგელი, როგორც მაშინ ეძახდნენ მას, რომელიც მთელს ქრისტიანულ მოსახლეობას ყირიმიდან აზოვისპირეთში ასახლებდა“.

„გარდამტეხი მომენტი ყირიმის საეკლესიო ცხოვრებაში გახდა რუსეთის იმპერიის მიერ ნახევარკუნძულის ანექსია“.

ლვოვის სსა-ს რელიგიების საქმეთა განყოფილების მეთაური

ჯერ ერთი, დ. გორევოიმ ყირიმელი ქრისტიანების  მოკლე აღწერაში ყველაფერი ისე წარმოადგინა, თითქოს თავიდან იქ აღზევებული იყო ქრისტიანობა, შემდეგ კი „ბოროტმა“ ეკატერინემ უბრალოდ აიღო და გაანადგურა ის, გადაასხლა რა ქრისტიანები აზოვისპირეთში. საკმარისია ისტორიას ოდნავ ღრმად შეეხო და ნათელი ხდება, რომ ქრისტიანობის „გარდამტეხ მომენტს“ ყირიმში წარმოადგენს არა მისი ანექსია (სხვათაშორის, ამ შემთხვევაში ეს ტერმინი გამოყენებულია არასწორად: რუსეთის სახელმწიფომ მართლაც განახორციელა ყირიმის თათრების სახელმწიფოს ანექსია), არამედ ყირიმის დაკავება ამ თათრების მიერ XV  საუკუნეში. ამ მომენტიდან ყირიმის სახანო, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ვასალი გახლდათ, ხდება მონათვაჭრობის ცენტრი.

მონებად ყიდდნენ, როგორც ყირიმელი ქრისტიანები, ასევე საკუთრივ უკრაინის, მაშინდელი მალოროსიის მოსახლეობა,  რომელსაც თათრები იკავებდნენ თავიანთი ძალიან ხშირი შემოსევების დროს. ყირიმელ ქრისტიანებს ეკრძალებოდათ  ჯვრების აღმართვა, ტაძრების რემონტი და აგება, ღვთისმსახურების ჩატარება. მათ ხშირად იყენებდნენ იძულებით უფასო სამუშაოებზე და აიძულებდნენ გადაეხადათ განსაკუთრებული გადასახადი „ჯიზია“. ღვთიმსახურებისთვის ქრისტიანები უკვე იკრიბებოდნენ არა მდიდრულ ტაძრებში, არამედ კერძო სახლებში, გამოქვაბულებსა და მიწურებში. ყირიმის სახანოში ქრისტიანების მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო იყო, ვიდრე საკუთრივ ოსმალეთის იმპერიაში. და ყირიმში ქრისტიანობის განთიადი იწყება რუსეთის შემადგენლობაში ნახევარკუნძულის გაერთიანების შემდეგ. უამრავი ტაძარი, მონასტერი, ბიბლიოთეკა და სასულიერო სკოლა სწორედ ამ მოვლენიდან მალე აიგო. ყირიმელმა ქრისტიანებმა, როგორც იქნა, თავისუფლად ამოისუნთქეს, განთავისუფლდნენ თათრების ძალაუფლებისგან, რომლებმაც მათ იმდენი ბოროტება აწვნიეს. თუმცა, გორევოისთან რატომღაც ყველაფერი პირიქითაა.

ყირიმის რუსეთთან მიერთებამდე ქრისტიანებს ეკრძალებოდაათ ჯვრების აღმართვა, ტაძრების რემონტი და აგება, ღვთიმსახურების ჩატარება.

მეორე, ჩინოვნიკ-პროპაგანდისტმა, როგორც ყოველთვის ყველაფერი აურია, ხოლო თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მან იცრუა. მასთან ეკატერინემ ჯერ დაიწყო ყირიმის დაკავება, ხოლო შემდეგ იქედან ქრისტიანების ასახლება. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით იყო. ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ მოხდა 1783 წელს, ხოლო ქრისტიანების აზოვისპირეთში გადასახლება მოხდა 1778 წლს ანუ 5 (!) წლით ადრე, როცა ყირიმი ჯერ კიდევ იყო ყირიმის სახანოს ძალაუფლების ქვეშ. და ქრსიტიანების ეს გადასახლება მოხდა არა ეკატერინეს, არამედ ყირიმის სახანოს, რუსეთის იმპერიას და ასევე ყირიმის ქრისტიანულ: ბერძნულ-მართლმადიდებლურ, სომხურ და კათოლიკურ თემებს შორის საერთაშორისო (დღევანდელი ტერმინოლოგიით) შეთანხმების შედეგად. ამასთან, მოლაპარაკებები გადასახლების თაობაზე მთელი 7 წელი გაგრძელდა 1771 წლიდან. ასეთი გადასახლების მთავარი მიზეზი, ერთის მხრივ, იყო რუსეთის სურვილი დაესახლებინა იმ მომენტისთვის დაუსახლებელი აზოვისპირეთი, ხოლო მეორეს მხრივ, ქრისტიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის საფრთხე თათრების მხრიდან, რომლებიც უკიდურესად უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ამ დრომდე ცოტა ხნით ადრე ყირიმის სახანო, რუსეთის გავლენის მეშვეობითაც, ათანასწორებდა მუსულმანებისა და ქრისტიანების უფლებებს გარკვეულ სფეროებში. თათრების მხრიდან შეშფოთების გარდა ამ გარემოებით უკიდურესად უკმაყოფილო იყო თურქეთი, რომელიც აქეზებდა თავის ვასალებს შეიარაღებული ეთნიკური და რელიგიათშორისი კონფლიქტისკენ, რომელიც რომ არა ქრისტიანების გადასახლება აზოვისპირეთში, გადაიქცეოდა იმ პერიოდის ზნე-ჩვეულებებისთვის ჩვეულ ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტად.

გორევოისთან ეკატერინე თავიდან იტაცებს ყირიმს, ხოლო შემდეგ ასახლებს იქედან ქრისტიანებს. სინამდვილეში ეს პირიქითაა.

კიდევ რამოდენიმე შტრიხი გადასახლების სურათთან დაკავშირებით:

  • ის ხდებოდა თავად ქრისტიანული თემების თანხმობით და არ იყო იძულებითი, როგორც გორევოი ამტკიცებს;
  • ქრისტიანების დაახლოებით ნახევარი მაინც დარჩა ყირიმში და არავის ისინი იქედან ძალით არ გადაუსახლებია;
  • ქრისტიანებმა, ძირითადად ბერძნებმა, რომლებიც გადასახლდნენ აზოვისპირეთში, მიიღეს საიმედო დაცვა ნებისმიერი სამხედრო რყევისგან. 1918 წლამდე ანუ 140 (!) წლის განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები არ ჩატარებულა, მაშინ როცა ყირიმში ადგილი ჰქონდა ორ დიდ ომს და მრავალ ლოკალურ შეტაკებას;
  • ბერძნების გადასახლება დაფინანსებული იყო რუსეთის იმპერიის  სახელმწიფო ხაზინადან, მათ შორის, სატრანსპორტო ხარჯები და მოწყობა ახალ ადგილას;
  • გადასახლებულები 100 (!) წლით თავისუფლდებოდნენ რეკრუტის ბეგარასგან;
  • ისინი იღებდნენ მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს და პირდაპირ სახელმწიფო დახმარებას;
  • გადასახლებულები უფასოდ იღებდნენ მიწის ნაკვეთებს და აზოვის ველების ვრცელ საძოვრებს;
  • ბერძნებს ჰყავდათ თავიანთი თვითმმართველობის ორგანო და დამოუკიდებლობა საეკლესიო საქმეებში;
  • რუსეთის იმპერიის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ  ბერძნების მნიშვნელოვანი ნაწილი თავისუფლად დაბრუნდა აზოვისპირეთიდან ყირიმში.

და ბოლოს, ეკატერინეს ის ბრძანება, რომელიც ნახსენებია გორევოის მიერ და რომელიც გამოიცა გადასახლებიდან ერთი  წლის შემდეგ, 1779 წელს, სინამდვილეში არ ასახლებდა ბერძნებს აზოვისპირეთში, არამედ უკვე გადასახლებულ ბერძნებზე ამტკიცებდა კონკრეტულ მიწებს და მათ აძლევდა ზემოთ ჩამოთვლილ პრივილეგიებსა და თავისუფლებას.

„თქმულებები ყირიმზე“ დასარულს უნდა ვთქვათ, რომ აზოვისპირეთში ბერძენი მოსახლეებისგან გამოვიდნენ ისეთი ცნობილი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ:

  • გამოჩენილი მხატვარი არქიფ კუინჯი;
  • კიევის გუბერნატორი, საზოგადოებრივი მოღვაწე და მეცნიერი ივან ფუნდუკლეი;
  • ხარკოვის უნივერსიტეტის პირველი რექტორი ვასილი კარაზინი;
  • პედაგოგი, განმანათლებელი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მარიუპოლში პირველი გიმნაზიის დამაარსებელი ფეოქტისტ ჰარტაჰაი;
  • ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დიმიტრი აინალოვი და სხვ.

ახლა კი დავსვათ კითხვა: რა ბედი ელოდა ყირიმის სახანოში მათ მუსულმანების ძალაუფლების დროს?

https://b1.culture.ru/c/643251/Kuindzhi_Ukrainian_night_1876.jpg
ა.ი. კუინჯი, „უკრაინული ღამე“, 1876 წ. მხატვრი ერთ-ერთი ცნობილი ტილო.

ჩერნიგოვის „არქიეპარქია“

დ.გორევოი: „კიევის მიტროპოლიასთან ერთად მოსკოვმა ხელს გააყოლა ჩერნიგოვის არქიეპარქიაც, რომელიც თითქმის 700 წლის განმავლობაში იყო კონსტანტინოპოლის და მხოლოდ 330 - მოსკოვის შემადგენლობაში“.

ლვოვის სახელმწიფო ჩინოვნიკს უნდა აჩვენო აუდიტორია, რამდენი რამე „გააყოლა ხელს“ მოსკოვმა, აი მან მიიკრა ჩერნიგოვის „არქიეპარქიაც“. ეს ეპარქია უბრალოდ შედიოდა ისტორიული კიევის მიტროპოლიის შემადგენლობაში და სხვებთან ერთად გადაეცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მოსკოვის პატრიარქის ომოფორის ქვეშ.

ჯერ ერთი, არანაირი ჩერნიგორის „არქიეპარქია“ არ არსებობდა. თავად ტერმინი „არქიეპარქია“ შესაბამისი აზრობრივი შინაარსით არის კათოლიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა, როგორც წმინდა კათოლიკური, ასევე უნიატური ეპარქიის აღსანიშნავად. მაგალითად, კიევის უბკე-ს ეპარქიას ეწოდება „არქიეპარქია“. თუმცა, მართლმადიდებლობაში არანაირი არქიეპარქია არ არსებობდა, არის უბრალოდ ეპარქია. გორევოიმ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ რახან XVII საუკუნის  ბოლოს ჩერნიგოვის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი ლაზარე (ბარანოვიჩი) ატარებდა იმ დროისთვის საკმაოდ იშვიათ არქიეპისკოპოსის ტიტულს, ეპარქიაც უნდა ყოფილიყო „არქიეპარქია“. სინამდვილეში, თუ ეპარქიას მართავდა მღვდელმთავარი არქიეპისკოპოსის ტიტულით, ეპარქიას ეწოდებოდა „არქისაეპისკოპოსო“. თუ მისი მომდევნო მღვდელმთავარი იყო ეპისკოპოსი, ის კვლავ ხდებოდა „საეპისკოპოსო“.

მეორეც, იმ პერიოდში მართლაც იყო ბევრი სირთულე საეკლესიო მმართველობაშიც და იმაშიც, ვინც გავლენიანი გეოპოლიტიკური მოთამაშეებიდან (რუსეთი, თურქეთი ან რეჩი პოსპოლიტაია) აკონტროლებდა უკრაინის გარკვეულ ნაწილს. ეს კონტროლი გადადიოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩერნიგონვშჩინა გადავიდა რუსეთის კონტროლის ქვეშ კიევის მიტროპოლიის 1686 წელს გადაცემამდე და 1667 წლის ანდრუსოვის ზავამდეც კი. მაშინ შეიქმნა საინტერესო სიტუაცია: ჩერნიგოვშჩინა იყო რუსეთის სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ, ხოლო ჩერნიგოვის ეპარქია მთელს კიევის მიტროპოლიასთან ერთად შედიოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში. 1667 წლის 8 სექტემბერს ლაზარე (ბარანოვიჩი) კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ აყვანილ იქნა არქიეპისკოპოსის ხარისხში, რაც მაშინდელი დიპლომატიის ენაზე ნიშნავდა ძალიან, ძალიან მეგობრულ რევერანსს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხრიდან მოსკოვის მხარეს. ლაზარე (ბარანოვიჩი) რამოდენიმეჯერ იყო კიევის მიტროპოლიის ადგილმონაცვლე, მაგრამ მიტროპოლიტი მაინც ვერ გახდა.

„ბრაილის მიტროპოლიის“ ლიკვიდაცია და არა მხოლოდ

მეუ-პროპაგანდისტი ყველა ძალით ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს რუსული ეკლესია ცეცხლითა და მახვილით ანადგურებდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებლობას ყველგან, სადაც კი ფეხს დადგამდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცი.

მაგალითის სახით დ. გორევოის მოჰყავს სიტუაცია ბესარაბიაში: „მსგავსი სიტუაცია იყო ბესარაბიაშიც. როგორც კი რეგიონი აღმოჩნდა რუსეთის ძალაუფლების ქვეშ XIX  ასწლეულის დასაწყისში, რუსეთის არმიის ხიშტებზე აქ მოსკოვის ეკლესია მოვიდა. ცალმხრივი წესით იქნა ლიკვიდირებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბრაილის მიტროპოლია, რომელიც რეგიონში რამოდენიმე ასწლეული არსებობდა“.

ჯერ ერთი,  დავსვათ კითხვა: რა არის „რუსეთის არმიის ხიშტი“ და რატომ აღმოჩნდა ის ბესარაბიაში? აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ XIX , ისევე როგორც წინამორბედ საუკუნეში, რუსეთის არმიაში ასევე მსახურობდნენ უკრაინელებიც (მალოროსები იმ მომენტისთვის), ამასთან არა მხოლოდ ჯარისკაცებად, არამედ ოფიცრებისა და გენერლების წოდებითაც. ბესარაბიაში კი „რუსული არმიის ხიშტები“ აღმოჩნდნენ იმ მიზეზით, რომლითაც ისინი აღმოჩნდნენ ბალკანებზე, ბულგარეთში და საბერძნეთში (ძირითადად, მოხალისეების სახით) და სხვა ადგილებში. ისინი ძირითადად ანთავისუფლებდნენ ამ ქვეყნების მოსახლეობას ოსმალეთის უღლისგან, რომლის ქვეშაც მართლმადიდებელი ხალხები დაახლოებით ოთხასი წელიწადი გმინავდნენ. მრავალრიცხოვანი რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერია იღებდა შედარებით მცირე ტერიტორიულ მონაპოვარს, ხოლო ბულგარეთის, სერბეთის, ჩერნოგორიის, ბესარაბიის, საბერძნეთისა და ა.შ. ხალხი - თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

ავიღოთ ყველაზე ახალი მაგალითი: 2021 წლის 15 მარტს საბერძნეთში განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნეს ამ ქვეყნის ოსმალეთის უღლისგან განთავისუფლების 200 წლისთავი. სხვათაშორის, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა, რომელიც ელინური სამყაროს ლიდერად ავლენს თავს, გამოავლინა განსაკუთრებული სიმხდალე თურქეთის პრეზიდენტ რ. ერდოღანის წინაშე და არ მიულოცა არც საბერძნეთის სახელმწიფოს და არც ბერძენ ხალხს თითოეული ელინისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი. 1821 წლის ბერძნულ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა რუსეთის არმიის ახალგაზრდა გენერალი, 1812 წლის ომის გმირი ალექსანდრე იფსილანტი. მართალია, მან ვერ მოახერხა 1812 წელს იმპერატორის მხარდაჭერა, მაგრამ ბერძნული აჯანყების გამარჯვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წ.წ. ომში რუსეთის მიერ პორტეს დამარცხების შემდეგ. ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა  ეღიარებინა საბერძნეთის დამოუკიდებლობა 1829 წლის ანდრიანოპოლისის სამშვიდობო ზავის მიხედვით.

რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომისა და „რუსული ხიშტების“ მიერ თურქული ჯარების განადგურების შემდეგ, რომლებთანაც ერთად იბრძოდნენ თავიანთი სამშობლოს გასანთავისუფლებლად ბულგარელები, სერბები, რუმინელები და სხვ. დამოუკიდებლობა მიიღეს ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთმა, ჩერნოგორიამ, სერბეთმა და რუმინეთმა. იმავე გულგარეთში 1878 წლის 3 მარტი, რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის სან-სტეფანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დღე, წარმოადგენს ეროვნულ დღესასწაულს - ბულგარეთის ოსმალური უღლისგან განთავისუფლების დღეს.

როგორ ატყუებენ მეუ-ს ჩინოვნიკი-პროპაგანდისტები გულუბრყვილო უკრაინელებს фото 4
რუსი მეფე-განმანთავისუფლებლის ალექსანდრე II ძეგლი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის შენობის მოპირდაპირედ წარწერით: „მეფე განმანთავისუფლებელს - მადლიერი ბულგარეთი“.

განვმეორდებით, ბულგარეთი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები რუსეთის არმიის შემადგენლობაში გაანთავისუფლეს არა მხოლოდ ველიკოროსებმა (მოსკოვიტებმა, თუ გნებავთ), არამედ მათ შორის უკრაინელებმაც, რომლებიც სისხლს ღვრიდნენ თავიანთი მართლმადიდებელი ძმების გასანთავისუფლებლად. რუსეთ-თურქეთის ომებში გამარჯვება არის ჩვენი გამარჯვება და ასევე ჩვენც გვეკუთვნის „მადლიერი ბულგარეთი“.

დაახლოებით იგივე ხდებოდა ბესარაბიის მიწებზე. რუსეთის არმია ანთავისუფლებდა თურქების მიერ ჩაგრულ ევროპელ ხალხს და ხელს უწყობდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნას. საკუთრივ, რუსეთის მიერ ტერიტორიული შენაძენი საკმაოდ უმნიშვნელო იყო. მაგალითად, 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად დამოუკიდებლობამიღებული რუმინეთი იღებდა ისეთ რეგიონებს, როგორიცაა ვალახია, მოლდავეთი, ჩრდილოეთ ბესარაბია და ჩრდილოეთ დობრუჯა. ბულგარეთმა, რომელმაც ასევე მაშინ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მიიღო სამხრეთ დობრუჯა. რუსეთმა კი მხოლოდ სამხრეთ ბესარაბია.

XIX საუკუნის დასაწყისიდან სამხრეთ ბესარაბია ხან რუსეთის, ხან კიდევ ოსმალეთის იმპერიის ძალაუფლების ქვეშ ექცეოდა, და შესაბამისად, მაშინდელი დროის წესებით, ბრაილოვის ან უფრო სწორად, პროილავის მიტროპოლია თვითნებურად გადადიოდა ხან მოსკოვის, ხან - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ.

მეორეც, საჭიროა ცოტათი წარმოვიდგინოთ, რას წარმოადგენდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ოსმალეთის იმპერიის ხანაში და რა პოლიტიკას ატარებდა ის პორტეს ძალაუფლების ქვეშ მყოფი ევროპელი ხალხისადმი.

აი, როგორ ახასიათებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მდგომარეობას არა რომელიმე მოსკოველი პროპაგანდისტი, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავარი მიტროპოლიტი კალისტე (უერი) თავის წიგნში „მართლმადიდებელი ეკლესია“:

„საეკლესიო ადმინისტრაციის ზედა ეშელონი აღმოჩნდა ჩართული კორუფციისა და სიმონიის დეგრადირებულ სისტემაში. ბნელ საქმეებსა და პოლიტიკურ ინტრიგებში ჩახლართული ეპისკოპოსები ხდებოდნენ პატივმოყვარეობისა და სიხარბის მსხვერპლნი. ყოველი ახალი პატრიარქი სულთანს სთხოვდა მისი თანამდებობის ვალდებულებების განხორციელების უფლების ბერატს და მას დიდი საფასურის გადახდა უწევდა ამ დოკუმენტის სანაცვლოდ. პატრიარქი თავის დანახარჯებს ფარავდა ეპისკოპოსების ხარჯზე, თითოეული მათგანისგან იღებდა რა მზდას ეპარქიის მეთაურად დანიშვნის სანაცვლოდ; ისინი, თავის მხრივ, მრევლის მღვდლებისგან, მღვდლები კი სამწყსოსგან იღებდა თანხებს. ის, რაშიც ოდესღაც პაპობას სდებდნენ ბრალს, უტყუარი ჭეშმარიტება გახლდათ მსოფლიო საპატრიარქოში თურქების დროს: ყველაფერი იყიდებოდა“.

 

ხელქვეითი ხალხების, სერბების, ბულგარელების, რუმინელებისა და სხვების მიმართ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, კორუფციული შემადგენელის გარდა, რომელიც აღწერილ იქნა ზემოთ, ატარებდა ელინიზაციის პოლიტიკას, რომელიც გამოხატებოდა იმაში, რომ ეპისკოპოსების კათედრაზე და მნიშვნელოვან საეკლესიო პოსტებზე ძირითადად ინიშნებოდნენ ეთნიკურად ბერძნები და ასევე, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ვინმესთვის, ღვთისმსახურებასა და საეკლესიო წარმონაქმნში (იქ, სადაც მას ადგილი ჰქონდა) ინერგებოდა ბერძნული ენა.

მართლმადიდებლური რწმენა უნივერსალურია და ის არ შეიძლება დაყვანილ იქნეს რომელიმე ერთ ხალზე, კულტურასა თუ ენაზე, თუმცა თურქეთის იმპერიის ბერძნებისთვის „ელინიზმი“ და „მართლმადიდებლობა“  უწყვეტ კავშირშია და გაცილებით მჭიდროდაა გადაჯაჭვული, ვიდრე ეს იყო ბიზანტიის ეპოქაში“ (მიტროპოლიტი კალისტე, (უერი), „მართლმადიდებელი ეკლესია“).

ყოველივე ეს იწვევდა იმას, რომ სლავი ხალხი პრაქტიკულად უმალ, როგორც კი განთავისუფლდა ოსმალეთის უღლისგან, აყენებდა საკითხს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან საეკლესიო დამოუკიდებლობის შესახებ. აი, რას წერს ამაზე იგივე მიტროპოლიტი კალისტე: „თუმცა, XIX  საუკუნეში, თურქეთის ბატონობის დაცემასთან ერთად, საპატრიარქოს საზღვრები შემცირდა. თავისუფლებამოპოვებულ ნაციებს არ შეეძლოთ საკლესიო დაქვემდებარებაში ყოფნა პატრიარქთან, რომელიც ცხოვრობდა თურქეთის დედაქალაქში და მჭიდრო იყო დაკავშირებული თურქეთის პოლიტიკურ სისტემასთან. პატრიარქი ყველა ძალით ცდილობდა შეენარჩუნებინა საქმეთა არსებული მდგომარეობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყოველ ჯერზე თავს ხრიდა გარდაუვალის წინაშე. ასე გამოიყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან მთელი რიგი ნაციონალური ეკლესია: საბერძნეთის (დაფუძნდა 1833 წელს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო 1850 წელს), რუმინეთის (ორგანიზებულ იქნა 1864 წელს, აღიარებულ იქნა 1885 წელს), ბულგარეთის (დაარსდა 1871 წელს, მაგრამ აღიარებულ იქნა მხოლოდ 1945 წელს), სერბეთის (აღდგენილ და აღიარებულ იქნა 1879 წელს)“.

და მესამე, ის, რასაც მეუ-პროპაგანდისტი „ბრაილის მიტროპოლიის ლიკვიდაციას“ უწოდებს იყო არა მისი ლიკვიდაცია, არამედ კიშინიოვისა და ხოტინის ეპარქიად გარდაქმნა, რომლის სათავეშიც იდგა ეთნიკურად რუმინელი გაბრიელი (ბენუელსკ-ბოდონი), რომელიც ამჟამად წმინდანთა დასს მიეკუთვნება. 1813 წელს, ეპარქიის წარმოქმნისთანავე, გაიხსნა კიშინიოვის სასულიერო სემინარია, რომელიც ერთადერთი (!) სასწავლო დაწესებულება იყო ბესარაბიაში და ამასთან დაკავშირებით იქ სწავლობდნენ არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ თავად-აზნაურთა შვილები, ხოლო 1816 წელს სემინარიასთან გაიხსნა გიმნაზია საერო ჩინოვნიკების მომზადებისთვის.

1814 წელს გაიხსნა ტიპოგრაფია, რომელშიც გამოიცემოდა საღვთისმეტყველო წიგნები მოლდავურ ენაზე. მოლდავური ენა გავრცელდა საღვთისმეტყველო პრაქტიკაში, ისევე როგორც საეკლესიო სლავური ენა. 1814 წელს კიშინიოვის მიტროპოლიის სახლთან გაიხსნა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სახლის ტაძარი, სადაც ერთ კლიროსზე გამოიყენებოდა მოლდავური ენა, მეორეზე - საკლესიო სლავური.

კიშინიოვისა და ხოტინის ეპარქიის წარმოქმნასთან ერთად აქტიურად შენდებოდა და რემონტდებოდა ტაძრები და საეკლესიო ნაგებობები, რასაც თურქები, რომლებიც იქ ადრე ბატონობდნენ, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ. ეპარქიაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები უკეთესობისკენ პრაქტიკულად ყველა სფეროში: ღვთისმსახურებაში, განათლებაში, მატერიალურ უზრუნველყოფაში.

მიტროპოლიტ გაბრიელის მემკვიდრემ არქიესპისკოპოსმა დიმიტრიმ (სულიმა) 1821 წ. ბერძნული აჯანყების (რომლის ჩახშობაც სცადეს თურქებმა) დაწყების შემდეგ  ეპარქიაში შეიფარა 10-ზე მეტი ბერძენი მღვდელმთავარი, რომლებმაც თავს უშველეს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შეღწევით და ასევე ბევრი ლტოლვილი ვალახიადან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და ა.შ. არქიეპისკოპოს დიმიტრის დრო შეიქმნა მრევლის სასულიერო სასწავლებლები აკერმანში, ტირასპოლში, ორგეევში, სოროკაში, ატაკაში, კაგულში, საეკლესიო სკოლები კიშინიოვში, ხოტინში, ბენდერაში და ბევრ სხვა ქალაქში.

XIX  საუკუნეში კიშინიოვისა და ხოტინის ეპარქიის ბობოქარი განვითარების აღწერა კიდევ დიდხანს შეიძლება. ეს განვითარება არასდროს მოხდებოდა, ბესარაბია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, თუ დარჩებოდნენ ოსმალეთის იმპერიის ძალაუფლების ქვეშ. და აი, ჩნდება ერთი, ერთადერთი კითხვა: რატომაა ყოველივე ეს მეუ-პროპაგანდისტებისთვის მინუსის ნიშნით?

შედეგები

სტატიის ფორმატი არ იძლევა საშუალებას განვიხილოთ დ. გორევოს ყველა ოპუსი, რომელიც მან თავის ვიდეორგოლში გააჟღერა. ეს საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და მკითხველებს დაღლიდა. ზოგადი დასკვნა შემდეგია: სახელმწიფო ჩინოვნიკი-პროპაგანდისტი არ ერიდება ისტორიის არანაირ დამახინჯებას და მანიპულაციას, ოღონდაც ჩაუდოს თავის აუდიტორიას თავში თეზისი“ბოროტი“ „რუსეთის ეკლესიის“ თაობაზე, რომელიც მხოლოდ დაკავებული იყო „ანექსიითა“ და განადგურებით. ეს, რასაკვირველია, სიმართლე არაა.

ეკლესიის ისტორია, ისევე როგორც ზოგადად ისტორია, საკმაოდ რთული და არაერთმნიშვნელოვანია. რუსეთის ეკლესიის ისტორიაში იყო საკმაოდ რთული მომენტებიც. მაგალითად, იმავე მოლდოვეთში საკლესიო სფეროში ამ დრომდე გრძელდება დაპირისპირება პირობით რუსოფილებსა და რუმინოფილებს შორის. ისტორიაში მრავალი პარადოქსი ვლინდება. მაგალითად, 1686 წელს კიევის მიტროპოლიის გადაცემის დროს უმაღლესი სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამას, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ხვდებოდა, თუმცა რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ სწორედ ამ მალორუსულმა უმაღლესმა სამღვდელოებამ დაიკავა პრაქტიკულად ყველა სამღვდელმთავრო კათედრა და მნიშვნელოვანი პოსტები მთელს რუსულ ეკლესიაში.

სრულიად ნათელია, რომ დ. გორევოი არა მხოლოდ გულწრფელად ცდება თავის „შემოქმედებაში“. ის შეგნებულად არის დაკავებული ისტორიის დამახინჯებით, რათა გამოიწვიოს შუღლი და სიძულვილი უკრაინის მართლმადიდებლებს შორის. ამიტომაც, ეს ადამიანი აპრიორი არ შეიძლება იკავებდეს რელიგიების საქმეთა განყოფილების უფროსის პოსტს.

სრულიად ნათელია, რომ დ. გორევოი არა მხოლოდ გულწრფელად ცდება თავის „შემოქმედებაში“. ის შეგნებულად არის დაკავებული ისტორიის დამახინჯებით, რათა გამოიწვიოს შუღლი და სიძულვილი უკრაინის მართლმადიდებლებს შორის. ამიტომაც, ეს ადამიანი აპრიორი არ შეიძლება იკავებდეს რელიგიების საქმეთა განყოფილების უფროსის პოსტს.

და ესეც კი არაა მთავარი პრობლემა  გორევოის და სხვა მეუ-პროპაგანდისტების საქმიანობაში. მათი მთავარი შეცდომა იმაშია, რომ ისინი უყურებენ ეკლესიას, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის გარკვეულ ნაირსახეობას, რომელიც ახდენს ვიღაცის „ანექსიას“ ან წარმოადგენს რაღაც სახელმწიფოებრიობის საყრდენს. ეკლესიაში, პირველ რიგში, უნდა დავინახოთ ქრისტე, რომელზეც მოციქული პავლე ამბობს, რომ მამა ღმერთმა „...და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა, რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში“ (ეფ. 1, 22-23).  ძნელი არაა დაინახო ქრისტე არა მხოლოდ რუსულ, არამედ ნებისმიერ სხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საკმარისია შეხედო წმინდანებს, რომლებმაც ამ ადგილობრივ ეკლესიაში (ზოგჯერ კი რამოდენიმე ეკლესიაში) თავიანთი სულიერი ღვაწლი ჩადეს, საკმარისია დაინტერესდე მათი ცხოვრების აღწერით და ეცადო თუნდაც მცირედით აიღო მათგან მაგალითი. საკმარისია გააკეთო ის, რაზეც ქრისტე, მისი მოციქულები და ყველა წმინდანი ამბობდა; „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ (მათ. 4,17).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ