მორიგი კანონპროექტი „ანტი“-ს არსით

04 June 2021 22:30
35
რა ელოდება მორწმუნე უკრაინელებს 5488 კანონპროექტის მიღების შემთხვევაში? ფოტო: СПЖ რა ელოდება მორწმუნე უკრაინელებს 5488 კანონპროექტის მიღების შემთხვევაში? ფოტო: СПЖ

უმაღლეს რადაში შეტანილია 5488 კანონპროექტი ლგბტ-ს და ასევე რასის, ენისა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციაზე სასჯელის შესახებ. რას შეიძლება ნიშნავდეს ის მრევლისთვის?

2021 წლის 13 მაისს უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის ინიციატივით შეიტანეს კანონპროექტი „უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ უკრაინის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე დისკრიმინაციის გამოვლინებებთან ბრძოლასთან დაკავშირებით“. მასში წარმოდგენილია სასჯელი ლგბტ-საზოგადოებისა  და ასევე პოლიტიკური ან რელიგიური მრწამსის გამოვლინებების მიმართ „შეუწყნარებლობის“ სასჯელის შემოღება.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ კანონპროექტს არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული მიმართულება უმე-ს წინააღმდეგ, როგორც მაგალითად, 5258 და 5259 კანონპროექტებს, რომლებიც ფაქტიურად უტოლებდა ცნებას „მართლმადიდებლობა“ ცნებასთან „რუსული მშვიდობა“ და გულისხმობდა მისი პროპაგანდის გამო ციხეში ათი წლით ჩასმას. კანონპროექტი 5488 არის ორმხრივი იარაღი, ის შეიძლება მიმართულ იქნეს, როგორც უმე-ს, ასევე მეუ-სა და სხვა რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის მიმართ იქნება მოცემულ მომენტში ხელისუფლება კეთილად განწყობილი. უფრო მეტიც - მიღების ან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაატარებს ყველა რელიგიური ორგანიზაციის კანონისა და სახელმწიფოს წინაშე თანასწორობის პოლიტიკას (საქმე დაუჯერებელია ამჟამინდელი რეალიების დროს), 5488 კანონპროექტს შეუძლია ხელი შეუწყოს უმე-ს ტაძრების მიტაცების შეწყვეტას, მის გინებას მის-ში და სხვა უკანონო ქმედებებს მისი მისამართით. მაშინ, რატომ ატარებს ეს კანონპროექტი მაინს „ანტის“ არსს?

ცოტა რამ საზოგადოებრივი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების შესახებ

სამართლის ნორმა - ქცევის წესი, რომელიც დგინდება სახელმწიფოს მიერ, ყალიბდება ნორმატიულ აქტებში და შესასრულებლად სავალდებულოა. ამასთან, ეს წესი უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ არ უშვებდეს მოცემული წესის ფართო განმარტებასა და ბოროტად გამოყენების შესაძლებლობებს. ერთი სიტყვით, წესი უნდა იყოს მკაფიო, განსაზღვრული და არაორაზროვანი. სამართლის ნორმების გარდა არსებობს საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვა რეგულატორებიც: მორალის ნორმები, ტრადიციები, ადათები და ა.შ. ისინი უშვებენ ფართო განმარტებას ან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ განსხვავებულ გაგებას. მაგალითად, ქორწილი შეიძლება მთელი რიგი რიტუალითა და წესებით შედგეს და თან ახლდეს მრავალდღიანი და ხალხმრავალი სუფრა, ასევე შეიძლება უბრალოდ ქორწინების რეგისტრაციაში მდგომარეობდეს. სამართლის ნორმა ასეთს არ უშვებს, სამართლის ნორმის უკან დგას სახელმწიფო მთელი მისი ძალოვანი აპარატით, რომელიც ამ აპარატის დახმარებით აიძულებს ადამიანებს შეასრულონ ეს ნორმა, თუნდაც მათ არ მოსწონდეთ ის. განვმეორდებით, სამართლის ნორმა უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, ყველა ადამიანმა უნდა გაიგოს, რას ითხოვს მათგან ნორმა და როგორ უნდა მოიქცნენ ისინი.

თუ სამართლის ნორმა ბუნდოვანია, უშვებს სხვადასხვა განმარტებას, თუ გაუგებარია, რა წარმოადგენს მის დარღვევას და რა-არა, ყოველივე ეს იწვევს საზოგადოებრივი ურთიერთობების არა მოწესრიგებას, არამედ მათ მეტად დაბნევას, კორუფციას, ბოროტად გამოყენებას და ასევე ამ ნორმის ზეწოლისთვის ან პოლიტიკურ, იდეოლოგიურ ან სხვა ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის გამოყენების შესაძლებლობის წარმოქმნას.

რაში მდგომარეობს 5488 კანონპროექტის არსი

კანონპროექტი გულისხმობს ცვლილებებისა და დამატებების შეტანას უკრანის კანონში „უკრაინაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლების შესახებ“ უკრაინის კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და კოდექსში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ. კანონპროექტის მთავარი მომენტები მდგომარეობს შემდეგში:

  • შემოდის ცნების „შეუწყნარებლობა“ განსაზღვრა;
  • შემოდის ადმინისტრაციული ან კრიმინალური პასუხისმგებლობა შეუწყნარებლობასთან და დისკრიმინაციასტან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე;
  • ფართოვდება უკრაინის უმაღლესი რადას უფლებამოსილებები ადამიანის უფლებების კუთხით.

რა იგულისხმება „შეუწყნარებლობის“ტერმინის ქვეშ?

კანონპროექტი 5488 გვამცნობს:

„შეუწყნარებლობის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ღია, მიუკერძოებელი, ნეგატიური დამოკიდებულება პირების მიმართ ისეთი ნიშნების მიხედვით, როგორიცაა რასა, კანის ფერი, პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა სახის მრწამსი, სქესობრივი კუთვნილება, ასაკი, ინვალიდობა, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობა, მოქალაქეობა, ოჯახური ან ქონებრივი მდგომარეობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტურობა, საცხოვრებელი ადგილი, ენა ან სხვა ნიშნების მიხედვით“.

ახლა კი მოვიყვანოთ ზოგიერთი ციტატა ბიბლიიდან და წმინდა მამების სიტყვები, რომლებიც ზუსტად ექცევიან ამ განსაზღვრების ქვეშ.

„დედაკაცმა მამაკაცის სამოსელი არ ჩაიცვას და მამაკაცი ქალის სამოსით არ შეიმოსოს, რადგან საზიზღარია უფლის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის“ (მეორე რჯ. 22:5). ეს ტრანსგენდერებზეა.

„რომელი დაწვეს წულისა თანა დედებრ, რამეთუ საძაგელი ქმნეს ორთავე, სიკვდილით მოწყდნენ, რამეთუ თანამდებ არიან  დაე, მოკვდინდნენ, მათი სისხლი მათზეა“ (ლევ.20:13). ეს ლგბტ-ზეა.

„მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისთვის....

...იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ“ (რომ. 1:26-32). ესეც ლგბტ-ზეა.

„წმინდა წერილი და ეკლესიის მოძღვრება არაორაზროვნად გმობს ჰომოსექსუალურ სქესობრივ კავშირებს, ხედავს რა მათში ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანის ბუნების მანკიერ დამახინჯებას“ (რმე-ს სოციალური კონცეფციის საფუძვლები).

„მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და სცოდავს და არს იგი თვითდასჯილ“ (ტიტ. 3:10,11).

„თუ ვინმე ბოროტი მოძღვრებით ხრწნის უფლის რწმენას, რომლისთვისაც იესო ქრისტე ჯვარზე აცევს... ასეთი ადამიანი, როგორც ბილწი, უშრეტ ცეცხლში დაიწვება, როგორც ის, ვინც მას უსმენს“ ( წმინდა მოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი).

როგორც ვხედავთ, ყველა ეს ციტატა წმინდა წერილიდან და წმინდა მამების შემოქმედებიდან სრულიად ნათლად არღვევს კანონპროექტის ნორმებს, რამდენადაც ავლენს „შეუწყნარებლობას“ და ნეგატიურ დამოკიდებულებას ცოდვილი საქმეების ჩადენაში დამნაშავე პირების მიმართ.

 რისთვის დასჯიან

სისხლის სამართლის კოდექსის ბევრ მუხლში  სიტყვები: „რასობრივი, ნაციონალური ან რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივებით“ 5488 კანონპროექტის მიხედვით უნდა შეიცვალოს სიტყვებით „შეუწყნარებლობის მოტივებით“ შეუწყნარებლობის იმ განსაზღვრის მითითებით, რომელზეც საუბარია ზემოთ. როგორც ჩანს, „შეუწყნარებლობის“ წარმოდგენილი განსაზღვრა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე უკვე არსებული კანონმდებლობაში. განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება შეუწყნარებლობის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა „სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტურობა“. 5488 კანონპროექტი ამ კუთხით მოწოდებულია აიძულოს ადამიანებს დადებითად მიუდგნენ მოცემულ ნაკლოვანებებს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება „შეუწყნარებლობა“ ყველა გამომდინარე შედეგით.

ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც გულისხმობს 5488 კანონპროექტს, ესაა სისხლის სამართლის კოდექსის მუხ.161 -ის ცვლილება, რომლის მიხედვითაც მაქსიმალური სასჯელი გულისხმობს რვა წლამდე პატიმრობას.

ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც გულისხმობს 5488 კანონპროექტს, ესაა სისხლის სამართლის კოდექსის მუხ.161 -ის ცვლილება, რომლის მიხედვითაც მაქსიმალური სასჯელი გულისხმობს რვა წლამდე პატიმრობას. თუ ადრე ამ მუხლს ეწოდებოდა: „ მოქალაქეების უთანასწორობის დარღვევა მათი რასობრივი, ნაციონალური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, ინვალიდობის ან სხვა ნიშნის მიხედვით“, ამჟამად მას უპირებენ სახელის გადარქმევას შემდეგნაირად „შუღლისა და სიძულვილის გაღვივება შეუწყნარებლობის ნიადაგზე“ ანუ თუ ადრე დასჯად ქმედებებს უნდა გამოეწვია ვინმეს უფლებების, თანასწორობის პრინციპის დარღვევა, ამჟამად ესაა უბრალოდ მოქმედება, რომელიც შეიძლება ვინმეს (ხელისუფლებას) „შუღლის გაღვივებად“ მოეჩვენოს. მოცემული მუხლის ტექსტის გადმოცემას აპირებენ შემდეგი რედაქციით: „ ძალადობის საჯარო მოწოდებები  შეუწყნარებლობის ნიადაგზე და ასევე სხვა განზრახ ქმედებები, მიმართული შუღლისა და სიძულვილის გაღვივებაზე შეუწყნარებლობის ნიადაგზე“.

დიახ, ვინმეს მოწოდება ძალადობისკენ ცუდი საქციელია, მაგრამ რა იმალება სიტყვების უკან „სხვა განზრახ ქმედებები, მიმართული შუღლისა და სიძულვილის გაღვივებაზე შეუწყნარებლობის ნიადაგზე?“ თუ ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენს სკოლებში გენდერული იდეოლოგიის დანერგვის წინააღმდეგ, თუ გამოვდივართ ჩვენს ქალაქებში გეი-აღლუმების წინააღმდეგ, თუ ვაცხადებთ, რომ განხეთქილებაში მყოფები არ განეკუთვნებიან ქრისტეს ეკლესიას, ყოველივე ეს ხვდება მოცემული მუხლის ქვეშ და შეიძლება დასჯადი იყოს სისხლის სამართლის კოდექსში.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კოდექსში 5488 კანონპროექტი გულისხმობს სრულიად ახალ მუხლს 188-56 სახელწოდებით: „კანონმდებლობის დარღვევები დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და წინააღმდეგობის გაწევის სფეროში“. მისი ტექსტი გულისხმობს: „უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ან მოქალაქეების პირდაპირი ან არაპირდაპირი პრივილეგიების დადგენა რასის, კანის ფერის, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა მრწამსის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, ეთიკური და სოციალური წარმოშობის, მოქალაქეობის, ოჯახური ან ქონებრივი მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ინდეტურობის, საცხოვრებელი ადგილის, ენის ან სხვა ნიშნების მიხედვით“.

თუ ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენს სკოლებში გენდერული იდეოლოგიის დანერგვის წინააღმდეგ, თუ გამოვდივართ ჩვენს ქალაქებში გეი-აღლუმების წინააღმდეგ, თუ ვაცხადებთ, რომ განხეთქილებაში მყოფები არ განეკუთვნებიან ქრისტეს ეკლესიას, ყოველივე ეს ხვდება მოცემული მუხლის ქვეშ და შეიძლება დასჯადი იყოს სისხლის სამართლის კოდექსში.

თუ მეწარმე უარს ამბობს სამუშაოზე აიყვანოს სოდომიტი ან ტრანსგენდერი -ეს უფლებების პირდაპირი შეზღუდვაა, ასევე არის „არაპირდაპირიც“, რომლის ქვეშაც შიეძლება სურვილის შემთხვევაში საერთოდ ნებისმიერი რამ მოექცეს.

რაც უნდა ვიგულისხმოთ „პირდაპირი ან არაპირდაპირი პრივილეგიების“ ქვეშ? წმინდა ზიარება კანონმდებლობის თვალსაზრისით შეიძლება თავისუფლად აღქმულ იქნეს, როგორც პრივილეგია, რამდენადაც მხოლოდ ეკლესიის ერთგული შვილების მიმართ ხდება მისი გამოყენება და განპირობებულია ამ საიდუმლოს მისაღებად მორწმუნის მომზადების მთელი კომპლექსით. 188-56 მუხლის ტექსტიდან გამომდინარეობს, რომ სქესობრივმა გაუკუღმართებულმა, არაფერს ვამბობთ რა სხვა რწმენის ადამიანებზე, შეიძლება გაასაჩივროს, რომ მას არ ეძლევა ზიარება „რელიგიური და სხვა მრწამსის... სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტურობის“ საფუძველზე.

რა შეიძლება ნიშნავდეს ეს კანონი უმე-თვის?

ერთის მხრივ, კანონიკურმა ეკლესიამ უნდა მიიღოს საკანონმდებლო დაცვა. ჩვენ რამდენჯერ გვესმოდა რადიკალებისგან, „პატრიოტი“ მის-ებისგან და განხეთქილებაში მყოფებისგან სრულიად აბსურდული ბრალდებები და შეურაცხყოფა „რუსული მშვიდობის“ გავრცელებაში, მოსკოვზე, კგბ-ს, უფს-სა და პირადად პუტინზე მუშაობის თაობაზე? სასაცილოა, როცა დასავლეთ უკრაინის შორეულ სოფლებში მეუ-ს მომხრეები თავიანთ მეზობლებს უმე-დან „მოსკალებსა“ და „კრემლის აგენტებს“ უწოდებენ. ვიყოთ გახსნილები - არის კი შანსი, რომ მსგავსის გამო დაისჯებიან? არა, ამჟამინდელი პოლიტიკური კურსის დროს ეს იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი.

აი, უმე-ს კი ნამდვილად შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემები, ამასთან, სხვადასხვა მხრიდან.

  1. როგორც უკვე აღინიშნა, ეკლესიამ შეიძლება განიცადოს ზეწოლა ლგბტ-ს მხრიდან. გენდერის ან ჰომოსექსუალისტების წარმომადგენლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც „შეუწყნარებლობა“ და კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს. ანუ მღვდელი, რომელმაც განაცხადა, რომ სოდომია არის ცოდვა, რადას მიერ ამ კანონპრექტის მიღების შემთხვევაში, შეიძლება უბრალოდ ციხეში მოხვდეს. ეს  ახლა დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ დასავლეთში მსგავსი ახლოსაა. ეჭვი არაა, რომ უკრაინა იმავე მიმართულებით მიდის.
  2. ურთიერთობები განხეთქილებაში მყოფებთან და უნიატებთან. დროდადრო მედია-სივრცეში ჩნდება სკანდალები, როცა უმე-ში უარს ამბობენ განხეთქილებაში მყოფებისა და უნიატების ზიარებაზე ან წესის აგებაზე. მაგალითად, შემთხვევა ზაპოროჟიეში, როცა უმე-ს მღვდელმა უარი თქვა წესი აეგო „მონათლული“ ჩვილისთვის კიევის საპატრიარქოში. რეგულარულად ჩნდება კონფლიქტები, როცა არა ძალიან რელიგიური მშობლები ცდილობენ თავიანთი მოუნათლავი ბავშვების ზიარებას უმე-ს ტაძრებში და უარის შემთხვევაში თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავენ. თუ კანონპროექტი 5488 მიღებულ იქნება, უმე სრულიად დაუცველი გახდება ამ ნიადაგზე ნებისმიერი პროვოკაციის წინააღმდეგ. განხეთქილებაში მყოფისთვის ან უნიატისთვის საკმარისია მივიდეს კამერით უმე-ს ნებისმიერ ტაძარში, მოითხოვოს მისი ზიარება, დააფიქსიროს უარი და წავიდეს სასამართლოში.

კანონმდებლობის პარადოქსები

სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ კანონპროექტი 5488 უკრაინის სახელმწიფოს ამხელს იმაში, რომ ის დაკავებულია დისკრიმინაციითა და შეუწყნარებლობით. სინამდვილეში, სახელმწიფო დაკავებულია იმით, რომ „პირდაპირ ან ირიბად“ ზღუდავს უფლებებს და ადგენს „პირდაპირ ან არაპირდაპირ პრივილეგიებს“ ენობრივი ნიშნით. ფილმის ყურება და რადიოგადაცემების მოსმენა, სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლა მშობლიურ ენაზე შეუძლიათ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკრაინულენოვან მოქალაქეებს. ყველა დანარჩენ მოქალაქეს ეს უფლება ჩამორთმეული აქვს.

განსაზღვრის „შეუწყნარებლობა“ ქვეშ კი ხვდება ბევრი პოლიტიკური და საზოგადო  მოღვაწე, სახელმწიფო ჩინოვნიკი, ბლოგერი და ტელეწამყვანი, რომლებიც „ღიად, მიუკერძოებლად და ნეგატიურად“ უდგებიან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მღვდელმსახურებსა და მრევლს და ამ აზრს საჯაროდ გამოხატავენ. არიან ისეთებიც, ვინც საჯაროდ მოუწოდებს „ძალადობისკენ  შეუწყნარებლობის ნიადაგზე“. აი,მაგალითად, არც თუ დიდი ხნის წინ უუს-ის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე სკიპალსკიმ ტელეარხ „ესპრესოს“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ უნდა გავანთავისუფლოთ მოსკოვის ყველა მონასტერი (უმე-ს მონასტერი -რედ.), საიდანაც ყოველდღიურად მოდის ინფორმაცია რუსი დივერსანტების საქციელისა და ფსიქოლოგიის მქონე ადამიანების არსებობის თაობაზე. სამუშაო ბევრია“.

მხოლოდ ასეთ „შეუწყნარებლებს“ არავინ სჯის ჩვენთან, შეუწყნარებლობა უმე-ს მიმართ ეს სულაც არაა დასჯადი, არამედ პირიქით, მისასალმებელი ქმედებაც კია. ამიტომაც, სტატიის დასაწყისში ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უმე-ს არამეგობრების წინააღმდეგ, მაგრამ ამაზე არის განწყობილი ახლა ჩვენი უკრაინის ხელისუფლება?

 შედეგები

ჯერ ერთი, კანონპროექტი 5488 მოიცავს ისეთ განსაზღვრებებსა და ფორმულირებებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოხდეს მათი განმარტება ძალიან ფართო დიაპაზონში, ხელისუფლების თვითნებობიდან გამომდინარე, უფრო ზუსტად კი იმ პოლიტიკური პრიორიტეტებიდან, რომლებიც ხელისუფლების წინაშე დგას. სხვათაშორის, აქ უნდა გავიხსენოთ ანდაზა: „ქოთანს ყურს საითაც გინდა, იქითკენ მიაბამო“.

მეორე, კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად არის მიმართული უკრაინის საზოგადოებაში გენდერული იდეოლოგიისა და სოდომიის წახალისებისკენ, რამდენადაც ხელისუფლებას არა გვგონია ჰქონდეს სურვილი აღმოფხვრას „შეუწყნარებლობა“ ენის, რელიგიის, რასისა და ა.შ. მიმართ. ამ მხრივ ის კორესპონდირებს ისეთ დოკუმენტთან, როგორიცაა „ბიარიცკის პარტნიორობა“. „პარტნიორობა“ ანტიქრისტიანულ მომენტებს აქეზებს ჩვენს სკოლებში და მთლიანად საზოგადოებაში, ხოლო კანონპროექტი 5488 სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით ემუქრება ყველას, ვინც ამას არ ეთანხმება.

მესამე, კანონპროექტი არსებითად აცხადებს ტრადიციული ფასეულობების, ქრისტიანული მორალის, მართლმადიდებელი რწმენის სიწმინდის აქტიური დაცვის დასჯადობას.

სამწუხაროდ, 5488 კანონპროექტს  გააჩნია დიდი შანსები იქნეს მიღებული, რამდენადაც ის შეტანილი უმაღლეს რადაში არა ცალკეული დეპუტატების, არამედ მინისტრთა კაბინეტის მიერ, რომელმაც, თავის მხრივ, შეიმუშავა ეს კანონპროექტი ნაციონალური სტრატეგის რეალიზაციის ღონისძიებების გეგმის საფუძველზე ადამიანის უფლებების სფეროში და უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოციაციის შესახებ შეთანხმების შესრულების ღონისძიებების გეგმის საფუძველზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ