კათოლიკების განხეთქილება უკვე 2023 წელს მოხდება?
კონფლიქტმა ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის რკე უკვე განხეთქილების ზღვრამდე მიიყვანა. რატომ არის განხეთქილება რეალური და როგორ აისახება ის მართლმადიდებლობაზე?
რკე-ს ე.წ. „სინოდალურმა გზამ“, რომლის მორიგი ეტაპიც უნდა დასრულდეს 2023 წელს, შეიძლება კათოლიკეები გაყოს ორად. რა „გზაა“ ეს და რატომ ემუქრება ის ლათინების ერთიანობას? მთავარია, როგორ აისახება ეს მართლმადიდებლობაზე?
რა არის ეპისკოპოსების სინოდი კათოლიკობაში?
ეპისკოპოსების სინოდი დაფუძნდა 1965 წლის 15 სექტემბერს პაპის პავლე VI მიერ, Cristus Dominus ეპისკოპოსების მსახურების შესახებ ვატიკანის მეორე კრების დეკრეტის თანახმად. აქ აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი:
ჯერ ერთი, ვატიკანის მეორე კრებამ აღიარა aggiornamento პოლიტიკა (განახლება, სინამდვილესთან შეგუება), რომლის თანახმადაც კათოლიკობა შევიდა რეფორმებისა და გახსნილობის ეპოქაში გარე სამყაროსთვის. სხვა დანარჩენის გარდა, ამ კრებამ კარები გაუხსნა ვატიკანის ეკუმენიზმს მართლმადიდებლობასთან, პროტესტანტიზმთან და სხვა რელიგიებთან.
მეორეც, პაპი პავლე VI იყო ეკუმენიზმის აქტიური მომხრე. სწორედ მან შემოიღო ბრუნვაში ფრაზეოლოგიზმი „ეკლესია-დები“ (შესაძლოა, აქედან იზრდება ფრაზეოლოგიზმის „დედა-ეკლესია“ ფესვები, რომელსაც ამჟამად აქტიურად ექსპლუატირებს ფანარიონი). 1964 წელს პავლე VI მართლმადიდებლობის მხრიდან ასეთივე აქტიურ ეკუმენისტთან, კონსტანტინოპოლის პატრიარქ აფინაგორთან ერთად მოხსნა 1054 წლის ორმხრივი ანათემა, საიდანაც ისტორიულად ითვლება კათოლიკობის ეკლესიისგან გამოყოფა.
ამდენად, ეპისკოპოსების სინოდის დაწესება კათოლიკობაში საკუთარი შიდა პრობლემების გადაჭრის გარდა ასევე ემსახურებოდა კათოლიკებისა და მართლმადიდებლობის დაახლოებას, რამდენადაც გვახსენებდა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, ერთიანობას მართლმადიდებლობაში. რასაკვირველია, ეპისკოპოსების სინოდი კათოლიკობაში - ეს არაა ეპისკოპოსების კრება მართლმადიდებელ ეკლესიებში. ის თავის მხრივ მხოლოდ სათათბირო როლს ასრულებს რომის პონტიფიკთან. თუმცა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სათათბირო ორგანოს, მას შეუძლია ჩამოაყალიბოს ან ფორმულირება მისცეს საზოგადოებრივ აზრს და გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებების მიღებაზე. არსებობს სინოდის მოწვევის სპეციალური ან საგანგებო წესი. ჩვეულებრივ, ეპისკოპოსთა სინოდი იკრიბება წელიწადში სამჯერ. მას თავმჯდომარეობს რომის პაპი, განსაზღვრავს დღის წესრიგს, იწვევს და ითხოვს მას და ასევე ამტკიცებს (ან არ ამტკიცებს) მის გადაწყვეტილებებს. სინოდი თავიდან მოიაზრებოდა, როგორც კათოლიკე ეპისკოპოსების ურთიერთობის მოედანი, გამოცდილებისა და ინფორმაციის გასაცვლელად, არსებული საკითხების განსახილველად და ასევეე პრობლემების გადაწყვეტის ერთობლივი ძიებისთვის.
სინოდის, როგორც კათოლიკური ეკლესიის მართვის ორგანოს თავისებურებას წარმოადენს ის, რომ ის ექვემდებარება უშუალოდ რომის პაპს და მასზე არ ვრცელდება რომის კურიის გავლენა მისი ყველა კონგრეგაციით.
რაში მდგომარეობს სინოდის უჩვეულობა, რომელიც დაგეგმილია 2023 წელს?
მისი უჩვეულობა იმაშია, რომ ისტორიაში პირველად სინოდი გაივლის სამ ეტაპს ან სამ დონეს: ადგილობრივს, კონტინეტურს (რეგიონალურს) და ცენტრალურს. როგორც ვატიკანის ოფიციალური საიტი გვატყობინებს, ასეთი „დეცენტრალიზაცია“ ასახავს პაპი ფრანცისკეს სურვილს, რათა „სინოდალური გზა“ იყოს „ერისკაცების, მოძღვრებისა და რომის ეპისკოპოსის“ ერთობლივი გზა. ვატიკანი ასახელებს „სინოდალური გზის“ ეტაპებს: „ეპარქიულს, კონტინენტურსა და მსოფლიოს“. სინოდის გენერალური სამდივნოს დოკუმენტში ამაზე საუბარია ასე: „მთლიანი საეკლესიო პროცესი რეალიზებულ იქნება ჭეშმარიტი სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩართული იქნება ადგილობრივი ეკლესიები. ადგილობრივი ეკლესიების მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასევე ამოქმედდება მთლიანობის შუალედური ორგანოები ანუ აღმოსავლეთ კათოლიკე ეკლესიების სინოდები, sui iuris ეკლესიების საბჭოები და ასამბლეები და ეპისკოპოსთა კონფერენციები ქვეყნების, რეგიონებისა და კონტინენტების დონეზე“. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ „ადგილობრივი“ ეკლესიის ცნება კათოლიკობაში არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც არსებობს მართლმადიდებლობაში. კათოლიკობაში ეს არაა ავტოკეფალური (თვითმართვადი) ეკლესია, არამედ სტრუქტურაა, რომელიც მოქმედებს გარკვეული ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის ტერიტორიაზე და რომელსაც არ გააჩნია ის დამოუკიდებლობა, რომელიც გააჩნია მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიებს.
პირველი ეპარქიული ეტაპი უნდა დაიწყოს 2021 წლის ოქტომბერში. მასზე სინოდის გენერალური სამდივნო გააგზავნის ერთგვარ ანკეტა-გზამკვლევს კათოლიკური ეკლესიის თითოეულ ეპარქიაში წინადადებებით და ასევე „რომის კურიის დეპარტამენტებში, წინამძღვრებისა და მთავარი წინამძღვრების კავშირებში, უფლისადმი მიძღვნილი ცხოვრების ფედერაციებსა და კავშირებში, ერისკაცების საერთაშორისო მოძრაობებში, უნივერსიტეტებსა თუ საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე“. ეპარქიებმა და ყველა აღნიშნულმა სტრუქტურამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი წინადადებები და გადასცეს ისინი თავიანთ ეპისკოპოსებს ან სხვა ხელმძღვანელებს. ეპისკოპოსებმა უნდა შეაჯამონ ყველა ეს წინადადება, შეადგინონ ერთგვარი შემაჯამებელი დოკუმენტი და გააგზავნონ ის სინოდის გენერალურ სამდივნოში. სამდივნო, თავის მხრივ, შეადგენს თავის შემაჯამებელ დოკუმენტს, ე.წ. პირველს, რომელსაც დაბეჭდავს 2022 წლის სექტემბერში და მას ყველა ადგილობრივ ეკლესიას გაუგზავნის.
მეორე, კონტინენტური ეტაპი გაგრძელდება 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მარტამდე და შეადგენს „პირველი Instrumentum laboris” განხილვაში ადგილობრივი ეკლესიების დონეზე და მის მიმართ ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დამოკიდებულების და ასევე შენიშვნების, ცვლილებებისა და დამატებების შემუშავებაში. ყოველივე ეს 2023 წლის მარტისთვის, დოკუმენტური ფორმით უნდა გაეგზავნოს გენერალურ სამდივნოს, რომელმაც მიღებული დოკუმენტების საფუძველზე უნდა შეადგინოს „მეორე Instrumentum laboris” და გამოაქვეყნოს ის 2023 წლის ივნისში.
მესამე, „მსოფლიო“ ეტაპი უნდა შედგეს 2023 წლის ოქტომბერში რომში რკე-ს ეპისკოპოსების სინოდის ჩატარებაში და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ექვემდებარებიან დამტკიცებას პონტიფიკის მიერ.
რატომ არსებობს განხეთქილების საშიშროება?
საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ კათოლიკური სამყაროს სხვადასხვა ნაწილი (ვუწოდოთ მას ასე) ეპისკოპოსების დაგეგმილ სინოდს დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციებიდან უყურებს იმ საკითხის თაობაზე, რომელიც არ უშვებს კომპრომისებს ან რაიმე სახის ნახევარ ტონს. ესაა ლგბტ-ს აღიარების საკითხი. რასაკვირველია, არსებობს უთანხმოებები სხვა საკითხებზეც: ქალთა მღვდლობა, ცელიბატის გაუქმება და ა.შ. თუმცა, ლგბტ-ს აღიარება და გეი-ქორწინებების „კურთხევა“ - ესაა ის საკითხი, რომელიც უკვე ამჟამად ყოფს კათოლიკურ ეკლესიას ორ დაპირისპირებულ ბანაკად. ლგბტ-ს აღიარების პრობლემას „კონკურენციას“ უწევს მხოლოდ საკითხი აბორტების ლეგალიზაციის შესახებ, მაგრამ ის მაინც იმდენად არაა დატრიალებული საზოგადოებრივ აზრში, რათა პოტენციურად საფრთხე შექმნას ესოდენ სერიოზული შედეგებით.
სოდომისტების აღიარების ყველაზე გაშმაგებულ და თანამიმდევრულ მომხრეებს წარმოადგენენ გერმანიის ეპისკოპოსები, მაგრამ არა მხოლოდ ისინი.
მაგალითად, გერმანის ეპისკოპოსთან კონფერენციის ყოფილი მეთაური, არქიეპისკოპოსი რეინჰარდ მარქსი არაერთხელ საუბრობდა იმაზე, რომ ვატიკანმა უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება გეი-ქორწინებების მიმართ, ხოლო 2018 წელს განაცხადა, რომ კათოლიკე მღვდლებმა „კურთხევა“ უნდა მისცენ ერთსქესიან ქორწინებებს. მისი პოლიტიკა გააგრძელა გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ამჟამინდელმა მეთაურმა გეორგ ბეტცინგმა. „ბევრი იტანჯება იმის გამო, რომ მათი დამოკიდებულება არაა სრულად მიღებული ეკლესიის მიერ, მაგალითად, რადგანაც ისინი ხელახლა განქორწინდებიან ან ცხოვრობენ ერთსქესიან ურთიერთობაში“, - განაცხადა ბეტცინგმა 2020 წლის მაისში და დაამატ, რომ სოდომისტების აღიარების საკითხი ჩართულია „სინოდალურ გზაში“. „ჩვენ, ეპისკოპოსებმა ავირჩიეთ სინოდალური გზა და ამ გზით მივდივართ“, - თქვა მან.
აი, საკმაოდ სახასიათო გამონათქვამი ლგბტ-ს თემაზე დრეზდენ-მეისენის კათოლიკური ეპარქიის მეთაურის ეპისკოპოსის ჰაინრიხ ტიმერევერსის მხრიდან 2020 წლის მარტში: „რამოდენიმე თვის უკან შევხვდი გეებსა და ლესბოსელებს დრეზდენში. ეს იყო მრგვალი მაგიდა. და მოვისმინე მათგან, თუ როგორ უჭირთ მათ, ქრისტიანებს, ბრძოლა საზოგადოებაში საკუთარი უფლებების აღიარებისთვის. ბევრ მათგანს მძიმე ცხოვრებისეული სიტუაცია აქვს, მაგრამ ისინი ცდილობენ მის დალაგებას. მე დავინახე და მოვისმინე რწმენის ძალიან ძლიერი მტკიცებულებები და ასევე გავიგე ზოგიერთ მათგანში, არა მხოლოდ საკუთარ თავთან სუფთა შინაგანი ბრძოლის თაობაზე, არამედ მათ სურვილებზეც გააუმჯობესონ ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენს ქრისტიანულ რელიგიურ თემებში. ძალიან ამაღელვა იმან, რაც იქ მოვისმინე და დავინახე. და ყველაზე მთავარი, ვიგრძენი და გავიგე, რომ ეს ადამიანები ქრისტიანობის ძალიან ერთგულები არიან“.
თავად პაპი ფრანცისკე ლგბტ-ს წარმომადგენლებისადმი ოდითგან სიმპათიით გამსჭვალულია, ჯერ კიდევ 2013 წელს, ტახტზე ასვლისთანავე, მან განაცხადა: „თუ ეს (ჰომოსექსუალიზმი - რედ.) ადამიანის მდგომარეობაა, მაგრამ მას გააჩნია კეთილი ნება და ეძებს უფალს - ჩვენ ვინ ვართ, რომ განვსაჯოთ?“ ხოლო, 2018 წელს პაპმა ვატიკანში მიიღო ღია ჰომოსექსუალი ხუან კარლოს კრუზი და როგორც ტელეარხი CNN ამტკიცებს, მას მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით შემდეგი განუცხადა: „იცი, ხუან კარლოს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ღმერთმა შეგქმნა ასეთი, ღმერთს ასეთი უყვარხარ. პაპს უყვარხარ ასეთი და შენ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და ყურადღება არ უნდა მიაქციო იმას, თუ რას ამბობენ ადამიანები“. 2020 წლის ოქტომბერში პაპმა ღიად მოუწოდა ერთსქესიანთ კავშირები დაეკანონებინათ სახელმწფოებს სამართლებრივ ველშიც.
2021 წლის 15 მარტს ვატიკანის რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაუშვებელია კურთხევა მისცე მამაკაცსა და ქალს შორის „ურთიერთობებს ან სტაბილურ პარტნიორებსაც კი, რომლებიც სექსუალურ პრაქტიკას ქორწინების გარეშე გულისხმონებ“. გეი-ქორწინებები არ შეიძლება „გახდეს საეკლესიო კურთხევის ობიექტი“, რადგანაც არ ეთანხმება შემოქმედის ჩანაფიქრს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა პაპმა ფრანცისკემაც, დადის მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ ამ საკითხში რწმენის დოქტრინის კონგრეგაცია პონტიფიკის აზრის წინააღმდეგ წავიდა.
რეაქციამ ამ გადაწყვეტილებაზე სრულად გააშიშვლა კათოლიკებში პოზიციების პოლარობა ლგბტ-ს საკითხის თაობაზე. კათოლიკე ლიბერალებმა ის გადაჭრით და დემონსტრაციულად უარყვეს. ავსტრიაში კათოლიკური ჯგუფმა „პასტორის ინიციატივა“, რომელიც 350 წევრისგან შედგება, გამოაქვეყნა ე.წ. „დაუმორჩილებლობის მოწოდება 2.0“, რომელშიც კატეგორიულად განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ ერთსქესიანი წყვილების კურთხევას!“ გერმანიაში უკვე 2600-ზე მეტმა კლირიკოსმა და მრევლმა მოაწერა ხელი გეი-ქორწინებების კურთხევის ნებართვის მოთხოვნას, ხოლო ეპისკოპოსთა კონფერეცნიის მეთაურმა გეორგ ბეტცინგმა განაცხადა, რომ ვატიკანი „იკეტება პროგრესისგან“ და რომ „მოძღვრის პრაქტიკა“ იგნორირებას გაუკეთებს ლგბტ- კავშირების კურთხევის აკრძალვას. ესენის ეპისკოპოსმა ფრანც-იოზეფ ოვერბეკმა განაცხადა, რომ ის „გააგრძელებს ყველა ადამიანის თანხლებას, რომლებიც მისი სამწყსოს მზრუნველობის ქვეშ არიან, თუ ისინი ითხოვენ ამის შესახებ, ცხოვრებისეული სიტუაციის მიუხედავად“. ტრირის ეპარქიის ვიკარიუსმა ულრიხ ფონ პლეტენბერგმა კონგრეგაციის გადაწყვეტილებას ისეთი უწოდა, რაც „გაუგებრობასა და შიშსაც კი ნერგვას“ და განაცხადა, რომ „ზიანი, რომელიც ამ ახალი, რომის ჩარევით მოხდა, უდიდესია“.
აშშ-ში ძალას იკრებს ლგბტ-ს მხარდაჭერის შესახებ განცხადებისადმი მიერთება. უკვე 14-ზე მეტმა ამერიკის კათოლიკე ეპისკოპოსი, რომელთა შორისაც ერთი კარდინალია და ასევე 150-ზე მეტი რელიგიური ორგანიზაცია, სკოლა და მრევლი ამ განცხადებას შეუერთდა. კერძოდ, ამ განცხადებაში საუბარია: „ჩვენ ვსარგებლობთ შესაძლებლობით, რათა ჩვენს ლგბტ მეგობრებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ და გამოვდივართ ძალადობის, დაშინების ან დევნის ნებისმიერი ფორმის, რომელიც თქვენს წინააღმდეგაა მიმართული, წინააღმდეგ. პირველ რიგში, იცოდეთ, რომ ღმერთმა შეგქმნათ, ღმერთს უყვარხართ და ღმერთი თქვენს მხარესაა“.
ამავე დროს ყველა კათოლიკე როდი იზიარებს ამ პოზიციას. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პაპმა ფრანცისკემ მხარდაჭერა გამოთქვა გეი-ქორწინებების დასაკანონებლად, ამერიკული კათოლიკური გამოცემის National Catholic Register -ის ავტორმა ედვარდ პენტინმა დაწერა, რომ „ეს შეიძლება გახდეს ბოლო წვეთი იმ კათოლიკებისთვის, ვინც სულ უფრო უკმაყოფილო იყო პაპის პოზიციით, რომლის ინტერპრეტაციაც სხვადასხვაგვარდა შეიძლება. ისინი, ვინც ეკლესიაში დადის და სერიოზულად უდგება თავის რწმენას, აღშფოთებულია ამ სიტყვებით. მათთვის ძნელია დაიჯერონ, რომ პაპი ამბობს სიტყვებს, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საეკლესიო მოძღვრებას“.
გერმანიაში გეორგ ბეტცინგისა და სხვა ეპისკოპოსების ლგბტ-ს წარმომადგენლებისადმი მხარდამჭერი განცხადების საპასუხოდ მრევლის კათოლიკე მღვდლებისთვის გამოცემა “CommunioVeritatis.de”-ის წარმომადგენლებმა 2021 წლის 13 მაისს გამოაქვეყნეს მიმართვა, რომელშიც ბეტცინგი და მისი თანამოაზრე ეპისკოპოსები ერესში დაადანაშაულეს. მათ დაუთანხმებლობა გამოხატეს სომოდის ლეგალიზაციასთან, რომელიც წინ წამოიწია „სინოდალური გზის“ ჩარჩოებში და განაცხადეს, რომ ეპისკოპოსები-ლგბტ-ს მომხრეები „ეკლესიას ჯოჯოხეთში მიაქანებენ“. „თქვენ მგლების მოვალეობას ასრულებთ. თქვენ გლეჯთ ქრისტეს სხეულს, უგულებელყოფთ უფლის სიტყვას და ეწევით მისი ეკლესიის მოძღვრების ფალსიფიკაციას“, - საუბარი იყო მიმართვაში.
კათოლიკურმა ორგანიზაციამ „Christen Afs-Nord”-მა მიუნსტერის ეპისკოპოს ფელიქს გენისგან მოითხოვა ლგბტ- პროპაგანდის შეწყვეტა კერძო კათოლიკურ სკოლაში Ludgerus. შესაბამის განცხადებაში ნათქვამი იყო: „მოწაფეები და მშობლები შეცდომაში შეჰყავთ პედაგოგების შემადგენლობას, რომელიც ამტკიცებს, რომ გენდერული და მასთან დაკავშირებული ლგბტ-იდეოლოგია თავსებადია ადამიანის ქრისტიანულ სახესთან და ეკლესიის რწმენასთან“. Christen Afs-Nord”-ის წარმომადგენლებმა მოითხოვეს „ჩვენი ბავშვების კეთილდღეობის გამო უკან მობრუნდნენ და დატოვონ დაღუპვის გზა ... და ამოიღონ კათოლიკური სკოლებიდან „სექსუალური მრავალფეროვნების პედოფილური პედაგოგიკა“.
ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორ აპროტესტებდა იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ს მთელი რიგი კათოლიკური ორგანიზაცია და ასევე იერარქები, როცა ამ ქვეყნებში საერო ხელისუფლებამ მიიღო კანონები გეი-ქორწინებების ლეგალიზაციის თაობაზე.
უნდა აღინიშნოს ის, რომ ტრადიციული კათოლიკური ეკლესიის მომხრეთა ხმები სოდომიაზე გაცილებით უფრო ჩუმია, ვიდრე ამ საკითხში მოძღვრების რეფორმის მომხრეთა ხმები. ეს არ აიხსნება იმით, რომ კონსერვატორები რიცხობრივად ჩამორჩებიან ლიბერალებს, არამედ იმით, რომ ლიბერალები გაცილებით უფრო „მყვირალები“ არიან დ ასევე იმით, რომ მის-ები გაცილებით უფრო დადებითად არიან განწყობილები ლგბტ-ს მომხრეების მიმართ და უფრო აქტიურად ახმოვანებენ მათ პოზიციებს მასებში.
რატომ სწორედ 2023 წელი?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინოდის სხდომების დღის წესრიგს აყალიბებს პონტიფიკი და სულაც არაა ფაქტი, რომ პაპი ფრანცისკე ლგბტ-სადმი კათოლიკების დამოკიდებულების საკითხს გამოიტანს სწორედ 2023 წლის სინოდზე. ეს საკითხი შეიძლება გატანილ იქნეს სინოდის სპეციალურ სხდომაზე გაცილებით უფრო ადრე ან უფრო მოგვიანებით ან საერთოდ არ იქნეს გატანილი. თუმცა, ერთის მხრივ, სინოდი 2023 წელს ძალიან ხელსაყრელია ვატიკანის მეთაურის სურვილის რეალიზაციისთვის, გააკეთოს რაიმე არსებითი სოდომისტების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. იმაზე, რომ ასეთი სურვილი არსებობს, მეტყველებს პაპ ფრანცისკეს არაერთი განცხადება და მოქმედება.
თუმცა, ამავე დროს, პაპს არ შეუძლია არ გაითვალისწინოს ტრადიციული ფასეულობების მომხრეების პოზიციაც კათოლიკურ ეკლესიაში და კერძოდ, რწმენის დოქტრინის კონგრეგაციაში. ასეთი მომხრეები საკმარისია და მათ ბევრი საპასუხისმგებლო პოსტი უჭირავთ ვატიკანის ადმინისტრაციულ სტრუქტურაში, მიუხედავად იმისა, რომ პაპი ფრანცისკე ატარებს მათი ლიბერალური ბანაკიდან მისი ერთგული ადამიანებით ჩანაცვლების პოლიტიკას. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ეპისკოპოსთა სინოდი არანაირად არ ექვემდებარება რომის კურიას მისი კონგრეგაციებით და პაპს შეუძლია ამ ორგანოს გამოყენება მისი გეგმების ჩასატეხად. გარდა ამისა, სიახლე სინოდის მომზადების წესში, კერძოდ კი, ე,წ, ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიების როლის გაზრდა საშუალებას აძლევს პაპსა და ლგბტ-ს სხვა მომხრეებს იმედი იქონიონ, რომ სწორედ ლგბტ-ს მომხრეები სინოდზე უფრო მეტი იქნება ან მათი ხმა უფრო მჭექარედ იჟღერებს.
მეორეს მხრივ, ის მიუღებლობა, რითაც ლგბტ-ს ვატიკანის მიერ აღიარების მომხრეები და მოწინააღმდეგეები გამოდიან ერთმანეთის წინააღმდეგ, იძლევა საფუძველს ვიქონიოთ შიში, რომ მათი დაპირისპირება 2023 წ. სინოდზე ან სხვა რომელიმეზე გამოიწვევს კათოლიკებში ნამდვილი განხეთქილების წარმოქმნას. კათოლიკურ ეკლესიას კი განხეთქილების მდიდარი ისტორიული გამოცდილება გააჩნია. ისტორიკოსები 40-ზე მეტ ანტიპაპს ითვლიან მხოლოდ შუა საუკუნეებში. ეს ანტიპაპები ზოგჯერ წარმოადგენდნენ რომის ეკლესიის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს და თავს თვლიდნენ ნამდვილ პაპებად, ხოლო მათ მოწინააღმდეგეებს, შესაბამისად „ანტიპაპებად“. ის, თუ ვინ იქნებოდა ისტორიის მიერ პაპად, ხოლო ვინ - ანტიპაპად წოდებული, საბოლოო ჯამში, ამას წყვეტდა რომელიმე მათგანის გამარჯვება (ზოგჯერ, სამხედროც კი) და არა საეკლესიო კანონები, სამართლიანობის კანონი ან პირადი სიწმინდე. მაგალითად, ერთ-ერთ პირველ ანტიპაპად ითვლება წმინდა იპოლიტ რომაელი, წმინდანი და წამებული, ცნობილი ტრაქტატების „ქრისტესა და ანტიქრისტეს შესახებ“, „ყველა ერესის მხილება“ და სხვ. ავტორი.
მხოლოდ მეოცე საუკუნეში მთელი შვიდი ანტიპაპი ითვლება, რომელთაც, რასაკვირველია, სულაც არ ჰქონდათ ისეთი გავლენა, როგორც შუა საუკუნეების ანტიპაპებს.
ამიტომაც, რაოდენ ნაკლებ სავარაუდოდ არ უნდა ეჩვენებოდეს ზოგიერთს კათოლიკური ეკლესიის განხეთქილების სცენარი ლგბტ-ს საკითხის თაობაზე, ასეთი შესაძლებლობა არსებობს და ყველაზე „ხელსაყრელ“ მომენტს ამისთვის სწორედ 2023 წელი წარმოადგენს.
რა შუაშია აქ მართლმადიდებლობა?
კათოლიკების შესაძლო განხეთქილებას შეუძლია უშუალო გავლენის მოხდენა მართლმადიდებელ ეკლესიაზე. სამწუხაროდ, მართლმადიდებლობაში უკვე არსებობს განხეთქილება ან, თუ უფრო დიპლომატიურად გამოვხატავთ, დაყოფა. ადგილობრივი ეკლესიები დაიყვნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ) აღიარების ან არაღიარების საკითხზე, ხოლო თუ უფრო ღრმა ჩავიხედებით - მთელს მართლმადიდებლობაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობის აღიარების ან არაღაირების საკითხის გამო. ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში, რომელმაც აღიარა მეუ, არიან მღვდელმთავრები, რომლებიც ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ანუ შეიძლება ითქვას საუბარია ამ ეკლესიების შიგნით განხეთქილებაზე. რასაკვირველია, არის იმედი, რომ არსებული განხეთქილება დადებითად გადაიჭრება, მაგრამ ასევე არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი პირიქით იქნება: ფანარიონი უკვე აღარ იტყვის უარს თავის შეცდომებზე, ხოლო ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობა არ დაეთანხმება ამ შეცდომის მიღებას. საბოლოო ჯამში, საკითხი - ვინ არის ეკლესიის უშუალო თავი, უფალი იესო ქრისტე თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი - ასევე არ ცნობს კომპრომისებს, ისევე როგორც საკითხი სოდომისტების ეკლესიური „კურთხევა“ „ქორწინებაზე“.
ის ადგილობრივი ეკლესიები ან მღვდელმთავრები, რომლებიც არ ეთანხმებიან ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური მოძღვრების შეცვლას და უშუალოდ ფანარიონის უფლებამოსილებების აღიარებას, უმეტესწილად არიან კიდეც ეკუმენიზმისა და ლათინებთან დაახლოების მთავარი მოწინააღმდეგენიც.
თუმცა, ლოიალობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ და მისი მეთაურობის აღიარება ვრცელდება არა მხოლოდ უკრაინის საკითხზე, არამედ საერთოდ ფანარიონის ყველა მოქმედებასა და მთელს პოლიტიკაზე, რომელიც მოიცავს ასევე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანების ძლიერ სურვილსაც. ხოლო ის ადგილობრივი ეკლესიები ან მღვდელმთავრები, რომლებიც არ ეთანხმებიან ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური მოძღვრების შეცვლას და უშუალოდ ფანარიონის უფლებამოსილებების აღიარებას, უმეტესწილად არიან კიდეც ეკუმენიზმისა და ლათინებთან დაახლოების მთავარი მოწინააღმდეგენიც.
ამდენად, განხეთქილებები (როგორც რეალური მართლმადიდებლობაში, ასევე პოტენციური - კათილოკობაში) ხელს უწყობს მართლმადიდებლური და კათოლიკური ჯგუფების წარმოქმნას, რომელთაც უკვე არ ეყოლებათ შიდა ოპონენტები გაერთიანების საკითხში. ეს ოპონენტები დარჩებიან განხეთქილების მეორე მხარეს. ერთი სიტყვით, ლგბტ-ს მიმართ სიმპათიით განწყობილები კათოლიკებში და ფანარიონის მიმართ სიმპათიით გამსჭვალულები მართლმადიდებლობაში შეძლებენ გაერთიანებას ერთ რელიგიურ ორგანიზაციაში და თავს „ჭეშმარიტ ეკლესიად“ გამოაცხადებენ.
გასარკვევი რჩება საკითხი - როგორ დაეთანხმებიან ისეთი ადგილობრივი ეკლესიები, როგორიცაა ელადის, კვიპროსის, ალექსანდრიის, რომელთაც ახლო წარსულში მართლმადიდებლობის ბურჯების სტატუსი ჰქონდათ, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის იმ ნაწილთან გაერთიანებას, რომელიც აღიარებს სოდომისტებს და „აკურთხებს“ მათ „ქორწინებებს“? აქ უნდა გავითვალისწინოთ აი, რა: ლგბტ-ს აღიარებისა და ფანარიონის მეთაურობის ცნობის (მეუ-ს აღიარების ფორმით) იდეოლოგია არის იდეოლოგიები, რომლებიც არა საკუთრივ ეკლესიის ცხოვრების წიაღიდან აღმოცენდა, არამედ იქ შემოტანილ იქნა დიდი პოლიტიკის სამყაროდან. ერთი სიტყვით, ძლიერმა ამა ქვეყნისათა მოახდინეს, როგორც ლგბტ-ს მხარდაჭერის ინიცირება კათოლიკე კლირიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ, ასევე მეუ-ს პროექტის მხარდაჭერა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ექს - სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ამის შესახებ პირდაპირი ტექსტით განაცხადა თავის Twitter- აქაუნთში: „ მე ვიზრუნე იმაზე, რომ აშშ-ს მხარი დაუჭირონ უკრაინის მართლადიდებლური ეკლესიის საერთაშორისო აღიარებაში...“
ლგბტ-ს მიმართ სიმპათიით განწყობილები კათოლიკებში და ფანარიონის მიმართ სიმპათიით გამსჭვალულები მართლმადიდებლობაში შეძლებენ გაერთიანებას ერთ რელიგიურ ორგანიზაციაში და თავს „ჭეშმარიტ ეკლესიად“ გამოაცხადებენ.
ეპილოგი
საკმაოდ სავალალო პერსპექტივებზე ფიქრისას, რომელიც ზემოთ იქნა აღწერილი, გინდა იყვირო: „ღმერთმა ნუ ქნას! დაე, ყველაფერი ასე დარჩეს, დაე, მართლმადიდებლობა ისევ გაერთიანდეს, ხოლო კათოლიკობამ მისი ცხოვრებით იცხოვროს და ჩვენ არ შეგვეხოს“. შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ იქნებ მოგვიწიოს საკუთარი რწმენის, სახარებისადმი ჩვენი ერთგულების სერიოზული გამოცდა. იესო ქრისტეს მოძღვრება ხომ სრულიად ეწინააღმდეგება თანამედროვე მეინსტრიმს, მისი ლგბტ-ს აღიარებით, გენდერული იდეოლოგიითა და ა.შ. ამ მეინსტრიმის უკან დგას ხელისუფლება და ფული, საზოგადოებრივი აზრი და სახელმწიფო კანონები. ამ შემთხვევაში სასარგებლოა გავიხსენოთ, თუ როგორ მიჰყავდათ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაჭრილი, დამცირებული და ხალხის მიერ უარყოფილი, სამარცხვინო სიკვდილით დასჯაზე. მის წინააღმდეგ იყო ყველაფერი: ძალა, ძალაუფლება, ფული, საზოგადოებრივი აზრი... თუმცა, სწორედ მას უნდა გავყვეთ.