მეუ-სა და პუტინის დახვეწილი დიპლომატიის შესახებ, რომელმაც „საკუთარი თავი თვითონ განკვეთა“

მეუ-სა და პუტინის დახვეწილი დიპლომატიის შესახებ, რომელმაც „საკუთარი თავი თვითონ განკვეთა“

2024 წლის 11 მაისს კიევში ჩატარდა მეუ-ს „მღვდელმთავართა საეკლესიო კრება“, რომელზეც მიღებულ იქნა რამოდენიმე გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილებებია ეს და რა დგას მათ უკან?

2024 წლის 10 მაისს მეუ-ს „სინოდზე“ მიღებულ იქნა მიმდინარე „მღვდელმთავართა საეკლესიო კრების“ დღის წესრიგი. შეტყობინებაში აღინიშნებოდა, რომ ეპიფანე დუმენკოს სტრუტქტურა დაამტკიცებს „რუსული მშვიდობისა“ და მისი მთავარი პროპაგანდისტების ერეტიკული სწავლების საეკლესიო კრების მიერ დაგმობას“. რადგანაც, ამ დრომდე, დუმენკოს წარმომადგენლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად იმის შესახებ, რომ „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგია არის ერესი, არანაირი კონკრეტიკა ამ კუთხით ჩვენ არ გვინახავს. რაში მდგომარეობს მისი ერეტულობა? რამდენად შორდება ეს იდეოლოგია ეკლესიის სწავლებას? და ვინ არიან მისი მთავარი პროპაგანდისტები? ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს მეუ-ს „მღვდელმთავართა  საეკლესიო კრებამ“, რომელიც შედგა 2024 წლის 11 მაისს კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ტაძარში.

თუმცა, სამწუხაროდ, მთელი რიგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ამ „საეკლესიო კრებაზე“, ატარებს სუფთა დემაგოგიურ და პოპულისტურ ხასიათს და მან პასუხი არ გასცა არც ერთ დასმულ კითხვას. უფრო მეტიც, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მეუ რაღაც ორმაგ თამაშს თამაშობს: უკრაინის ხელისუფლებისა და თავიანთი მორწმუნეებისთვის ისინი გამოხატავენ აზრს ხისტად და უკომპრომისოდ, ყველა დანარჩენისთვის - დიპლომატიურად და ძალიან დახვეწილად, საგულდაგულოდ არჩევენ გამოთქმებს და სულ ახსოვთ ის, „რომ რამე არ მიქარონ“. რატომ ვთვლით ასე? წაიკითხეთ სტატიაში.

„რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიის „დაგმობა“

დავიწყოთ იქიდან, რომ „მეუ-ს საეკლესიო კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფს და გმობს „რუსული მშვიდობის“ სწავლებას, როგორც ეთნოფილეტიზმის, მანიქეიზმისა და გნოსტიციზმის ერესულ საწყისებზე დაფუძნებულს“.

მიაქციეთ ყურადღება, რომ მეუ-ს „საეკლესიო კრებამ“ არ უწოდა „რუსულ მშვიდობას“ ერესი, არამედ მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს იდეოლოგია „ეფუძნება“ „ერესულ საწყისებს“. ცოტა ქვემოთ, „საეკლესიო კრების“ დადგენილებებში ნათქვამია, რომ „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგია არის „ცრუ სწავლება“. ამასთან, მეუ-ს მორწმუნეები, ალბათ, ისურვებდნენ უფრო ზუსტ და მკაცრ ფორმულირებებს.

„რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიის „დაგმობა“ იმდენად ბუნდოვანი და არაკონკრეტულია, რომ ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ მივხვდეთ, რა აზრი ჩადეს მეუ-ს „მღვდელმთავრებმა“ ზემოთ ნახსენებ ტერმინებში.

მაგალითად, 1872 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე დაგმობილი ეთნოფილეტიზმი არის „ტომობრივი დაყოფა ანუ ტომობრივი განსხვავებები, სახალხო ანგარიშსწორება და უთანხმოება ქრისტეს ეკლესიაში“.  ამ განსაზღვრების ქვეშ სრულად ხვდება დუმენკოს ორგანიზაცია, რომლის მომხრეებიც არა მხოლოდ ცხოვრობენ „მათი“ ეკლესიის იდეით, არამედ ყველაფერს აკეთებენ ქრისტეს ეკლესიაში უთანხმოებისა და ანგარიშსწორებისთვის.

მანიქეიზმი, თავის მხრივ, წარმოადგენდა აღმოსავლური რელიგიური ტრადიციების (ქრისტიანობა, ზოროასტრიზმი, იუდაიზმი, ბუდიზმი და ა.შ.) ნაზავს, რომელიც ხელახლა იქნა გააზრებული გნოსტიციზმის გავლენის ქვეშ. ამავე დროს, თავად გნოსტიციზმი ერთგვაროვანი სწავლება კი არა, არამედ რელიგიური იდეებისა და სისტემების ნაკრებია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნის ბოლოს იუდეველ და ადრექრისტიანულ სექტებს შორის წარმოიქმნა.

ამიტომაც, იმის გაჟღერების შემდეგ, რომ „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგია ეფუძნება ეთნოფილეტიზმის, მანიქეიზმისა და გნოსტიციზმის ერესს, მეუ-ს „კრებამ“ ვერ მოიფიქრა მიეთითებინა, რა იყო მხედველობაში, აღნიშნული ერესიდან რომელი იდეები ჩაიდო „რუსული მშვიდობის“ საფუძველში. ძალიან კარგი იქნებოდა მსგავსი განცხადებების საღვთისმეტყველო დასაბუთება და არა მორიგი დემაგოგიური სვლა.

რაში მდგომარეობს „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიის ეთნოფილეტიზმი - მეუ ასევე არ აზუსტებს.

გასაკვირი არაა, რადგანაც მაშინ საჭირო იქნებოდა დაფირება ისეთი იდეოლოგიისთვის ადგილის მიჩენაზეც, როგორიცაა პან-ელინიზმი ან pax Americana. ამისათვის კი საჭიროა ყველა ამ იდეოლოგიის გაანალიზება იმის გასაგებად, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, შემდეგ მათი შედარება სახარებასთან და ეკლესიის მამების სწავლებასთან, რმე-ს წარმომადგენლების გამონათქვამების სერიოზული საღვთისმეტყველო ანალიზი „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიაზე და მხოლოდ შემდეგ - საკუთარი დასკვნის გამოტანა, მისი ერესში ბრალის დადებით.

ანუ საჭიროა სერიოზული ინტელექტუალური მუშაობა, რომლისთვისაც მეუ-ს წარმომადგენლებს არც რესურსი და არც სურვილი არ გააჩნიათ. ამიტომაც „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიის „დაგმობა“ შემოიფარგლა ზოგადი ფრაზებით და არანაირ კითხვაზე არ გაუცია პასუხი.

წერილი პატრიარქ ბართოლომეოსისადმი

მეუ-ს „საეკლესიო კრებაზე“ ასევე მიიღეს პატრიარქ ბართოლომეოსისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდისადმი წერილი „თხოვნით მიმართონ კირილ გუნდიაევს მოთხოვნით საჯაროდ განუდგეს „რუსული მშვიდობის“ ცრუ სწავლებას, დაგმოს და უკან გაიწვიოს ე.წ. „მსოფლიო რუსული სახალხო კრების“ გადაწყვეტილებები, რომელშიც არის ამ ცრუ სწავლების ელემენტები“.

ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მეუ-ს „მღვდელმთავრები“, საუბრობენ რა რმე-ს მეთაურზე, წერენ უბრალოდ - კირილ გუნდიაევი, არ უწოდებენ მას პატრიარქს. არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ეკლესიის სწავლევის თანახმად, ჩათვალო  ან არ ჩათვალო ვინმე პატრიარქად შეიძლება მხოლოდ საეკლესიო კრების მიერ მისთვის საპატრიარქო ღირსების აყრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არამედ უბრალოდ ვიკითხავთ, რატომარ მიმართეს მეუ-ს „მღვდელმთავრებმა“ პირდაპირ რმე-ს?

აქ არის ორი საკითხი:

მეუ, არ წარმოადგენს რა დამოუკიდებელ სტრუქტურას და ფლობს რა მხოლოდ მოჩვენებით „ავტოკეფალიას“, ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებებს პატრიარქ ბართოლომეოსის გვერდის ავლით.

მეუ-ს „მღვდელმთავრებს“ არ სურთ მოლაპარაკებების წარმოება ან ურთიერთობა რმე-ს მეთაურთან, რადგანაც თვლიან, რომ ამან შეიძლება გააჩინოს კითხვები უკრაინის შიგნით. რადგანაც ის თუ მათთვის არაა პატრიარქი, მაშ, რა კითხვები უნდა ჰქონდეთ?

ასე რომ, ამ შემთხვევაში, ალბათ, საქმე ეხება სუბორდინაციის დაცვას.

„პუტინმა თავი თვითონ განიკვეთა“

მეუ-ს „საეკლესიო კრების“ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ „ღმერთის, ქრისტეს ეკლესიისა და კაცობრიობის წინააღმდეგ რმე-ს ერისკაცის ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაულების განსაკუთრებული სიმძიმის, საჯაროობისა და ჯიუტი მოუნანიებლობის გათვალისწინებით, უმე-ს (მეუ) მღვდელმთავართა საეკლესიო კრებამ დაადასტურა, რომ ამ პირმა თავისი დანაშაულებებითა და საჯარო ცოდვების მტკიცე და შეგნებული მოუნანიებლობით თავისი თავი თავად განიკვეთა ეკლესიისგან“.

და ისევ, ფორმულირება საკმაოდ ბუნდოვანია მოცემულ შემთხვევაში. ის, რაღაც გაგებით, ჰგავს იმ განკვეთას, რომელიც რმე-მ დაადო ლევ ტოლსტოის. იმ ფორმულირებაშიც საქმე ეხებოდა არა ანათემას, არამედ მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას, რომ ტოლსტოი არ თვლის თავს ეკლესიის შვილად. შეადარეთ რმე-ს გადაწყვეეტილების ასეთი პასაჟი მწერლის შესახებ: „გრაფმა ტოლსტოიმ... შეგნებულად და განზრახ უარყო საკუთარი თავი მართლმადიდებელ ეკლესიასთან ნებისმიერი ურთიერთობისგან“ ანუ მან თავი განიკვეთა, ეკლესიამ კი მხოლოდ დაადასტურა ეს. რატომ შეირჩა სწორედ ასეთი ფორმულირებები? სკანდალის თავიდან აცილების მიზნით. გრაფი ტოლსტოი იყო ცნობილი, პოპულარული ადამიანი და სარგებლობდა დიდი მხარდაჭერით, როგორც ინტელიგენციაში, ასევე რუსეთის იმპერიის მმართველს წრეებში. ამიტომაც, მაშინდელ რმე-ს სინოდს უბრალოდ არ სურდა დავა მათთან და 1901 წლის თებერვალში, სხდომაზე უფრო ფრთხილი სიტყვები შეარჩია, ვიდრე თავიდან იყო შემოთავაზებული.

ჩვენი აზრით, მეუ-ს „საეკლესიო კრება“ ზუსტად ასე მოიქცა. ჩნდება კითხვა: ვისთან არ სურს დუმენკოს ხალხს დავა ამ შემთხვევაში? მათ, პუტინის მოსალოდნელი ანათემაზე გადაცემის ნაცვლად, რატომ განაცხადეს უბრალოდ, რომ მან თავად განიკვეთა თავი ეკლესიისგან?

მეორეს მხრივ, ჩვენ შესანიშნავად გვესმის, როგორ ითხოვდა ეუუს-ს გადაყენებული მდივანი დანილოვი უმე-გან ანათემაზე გადაეცათ პუტინი. და არა მხოლოდ ის. ამიტომაც მოსალოდნელი იყო, რომ მეუ-ს მითუმეტეს უნდა გაეკეთებინა ის, რაც ამ დრომდე არ გააკეთა უმე-მ. თუმცა, დუმენკოს „მღვდელმთავრებმა“ ეს ნაბიჯი ვერ გადადგეს. ფორმალურად პუტინის ანათემაზე გადაცემასთან დაკავშირებული უარი დუმენკოს ხალხმა ახსნა გადაწყვეტილების კონტექსტში: „ვლადიმირ ვლადიმირის ძე არის რმე-ს ერისკაცი“, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი ეკლესიისგან განკვეთა უნდა მოახდინოს რუსეთის ეკლესიამ. მაშინ რა კითხვები უნდა იყოს უმე-თან? რადგანაც პუტინი, როგორც მეუ-თვის, ასევე უმე-თვის არაა მისი მრევლი.

გარდა ამისა, ეპიფანეს სტრუქტურის წარმომადგენლებმა თავი ჩაიყენეს პუტინის დანაშაულების „მოწმის“ მდგომარეობაში, რადგანაც ეს დანაშაულები თუნდაც ფორმალურად არ გააჟღერეს. განსხვავებით, მაგალითად, რმე-ს მხრიდან გრაფ ტოლსტოის დაგმობისა - იქ ყველაფერი მკაფიოდ არის გაწერილი.

აი, საეკლესიო კრებაში „დანაშაულის შემადგენლობის“ არარსებობა მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს: სინამდვილეში მეუ-ს პუტინი არ განუკვეთას ეკლესიისგან, არამედ უბრალოდ გამოიყენა მის მიმართ ძველი და კეთილი დიპლომატია.

ერთი სიტყვით, დუმენკოს „საეკლესიო კრების“ გადაწყვეტილება რფ-ს მეთაურის მიმართ არის დაფარული დემაგოგიისა და პოპულიზმის კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც არ მოიცავს არანაირ კონკრეტიკას.

უმე-ს აკრძალვა

და ბოლოს, ის, რის გამოც შეიკრიბნენ მეუ-ს „მღვდელმთავრები“ - უმე-ს აკრძალვა. თავის გადაწყვეტილებაში დუმენკოს „საეკლესიო კრებამ“ „მხარი დაუჭირა უკრაინის სახელმწიფოს ძალისხმევას დაიცვან რელიგიური  და მთლიანად საზოგადოება მტრული უცხოური გავლენისგან და საკანონმდებლო აკრძალვის აუცილებლობას უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციები დაექვემდებარონ რელიგიურ გაერთიანებებს ცენტრით სახელმწიფო-აგრესორში“.

სწორედ, ეს იყო მთელი იმ ღონისძიების მთავარი მიზანი, რომელსაც ეპიფანე ხელმძღვანელობდა.

უკრაინის ხელისუფლებამ მაისის ბოლოსთვის (შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდება 20-21 მაისს) დაგეგმა უმე-ს აკრძალვა. ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავრების დაკავებები, მართლადიდებელი ჟურნალისტების დაპატიმრება, ძლიერი პიარ-კამპანია და სრულიად უკრაინის ეკლესიების საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტები საზღვარგარეთ უნდა იყოს ამ აკრძალვის მაუწყებელი. მეუ-ს განცხადება ამ გაგებით არის კიდევ ერთი „არგუმენტი“ ხელისუფლების სასარგებლოდ იმისთვის, რომ გაამართლონ უმე-ს განადგურება. ამავე პრინციპით თავის დროზე მოქმედებედა სსრკ-ს ხელისუფლება. „დიახ, ჩვენ ვხურავთ ეკლესიებსა და მონასტრებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ითხოვს, საერთოდ კი - ჩვენთან დემოკრატიააო“. იგივე ხდება ამჟამად უკრაინაშიც.

და თუ მეუ-ს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ისინი წყვეტენ უკრაინის სახელმწიფოში რამეს ან მათ რაღაც მნიშვნელობა აქვთ ხელისუფლების თვალში, ეს ასე არაა. რადგანაც, სინამდვილეში დუმენკო და მისი მომხრეების ასრულებენ სტატისტის როლს საუკეთესო შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი -იუდას როლს. სიმართლე ვთქვათ, ისინი საბრალონი არიან.

რადგანაც, სულ ცდილობს რა მოეწონოს უკრაინის ხელისუფლებას და „მეგობრებს“ საზღვარგარეთ, მეუ-მ საერთოდ დაივიწყა ქრისტე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ