გენერლების წერილი პრეზიდენტს: რატომაა საფრანგეთში გვიანი, უკრაინაში კი-არა
საფრანგეთის სამხედროები მაკრონს მიმართავენ, სადაც მოითხოვენ დაუყოვნებლივი ზომების მიღებას მუსულმანი მიგრანტების ძალმომრეობისა და ნაციონალური კატასტროფის გარდაუვალობაზე.
ფრანგმა გადამგდარმა და მოქმედმა გენერლებმა, სამხედროებმა და პოლიციელებმა ე. მაკრონს უკვე მესამე წერილი მისწერეს მომავალი რასობრივ-სამოქალაქო ომის შესახებ გაფრთხილებითა და წესრიგის დამყარების მოთხოვნით. მიზეზი - მიგრანტების ძალმომრეობა და ისლამური საფრთხე. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ამ წერილებზე მთლიანობაში ნეგატიური რეაგირება მოახდინა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საფრანგეთში ხელისუფლება სერიოზულად მიუდგება ქვეყანაში წესრიგის დამყარებას, ისინი ვერ შეძლებენ იმ კატასტროფის თავიდან აცილებას, რომელზეც საუბარია „გენერლების“ წერილებში. რატომაა ეს ასე და რა გაკვეთილის მიღება შეუძლია აქედან უკრაინას? მოდით, განვიხილოთ.
გენერლების სამი წერილი
2021 წლის 21 აპრილს ჟანდარმერიის გადამდგარმა ოფიცერმა ჟან-პიერ ფაბრ-ბერნადაკანმა სამხედროებისთვის ონლაინ პლატფორმაზე Place Armes გამოაქვეყნა წერილი, რომლის არსიც სამ ძირითად გზავნილამდე დაიყვანებოდა:
- მიგრანტი საფრანგეთში ძალიან ბევრია და ისინი არ აღიარებენ ფრანგულ კანონებს;
- ხელისუფლების უმოქმედობა გამოიწვევს სამოქალაქო ომს;
- გენერლები მზად არიან მხარი დაუჭირონ ნებისმიერს, ვინც საფრანგეთში წესრიგს დაამყარებს.
ამ წერილის ქვეშ თავისი ხელმოწერა დაადასტურა 20 გადამდგარმა გენერალმა და არმიის, პოლიციისა და ჟანდარმერიის 1000-ზე მეტმა ოფიცერმა. ისინი საფრანგეთის პრეზიდენტის, საფრანგეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საფრანგეთში ისლამიზმმა ისეთი ძალა აკრიბა, რომ უკვე არსებობს რაიონები, „არ მოქმედებს რესპუბლიკის კანონები“ და უფრო მეტიც, არის „ტერიტორიები, რომლებზეც ვრცელდება ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო დოგმები“. აქ, ცხადია მხედველობაში შარიათის კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება საფრანგეთის, როგორც საერო სახელმწიფოს კონსტიტუციურ საფუძვლებს.
სამხედროების აზრით, ხელისუფლება ამ ექსპანსიას უპირისპირებს მხოლოდ „კურკურისა და დანაშაულებრივი დუმილის“ პოლიტიკას. ეს გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ სოციალური დაძაბულობა ხაზით „მუსულმანი მიგრანტები - ძირძველი ფრანგები“ მალე მიაღწევს აპოგეას, რომელსაც მოჰყვება სამოქალაქო ომი ათასობით მსხვერპლით და პასუხისმგებლობა ამაზე დაეკისრება პრეზიდენტ ე. მაკრონს.
სოციალური დაძაბულობა ხაზით „მუსულმანი მიგრანტები - ძირძველი ფრანგები“ მალე მიაღწევს აპოგეას, რომელსაც მოჰყვება სამოქალაქო ომი ათასობით მსხვერპლით.
წერილის ბოლოს მისმა ავტორებმა მოუწოდეს საფრანგეთის ხელისუფლებას ქმედითი მოქმედებებით დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას გააკეთებენ გარკვეული „აქტივისტები“: „თუ არაფერი არ გაკეთდება, საზოგადოებაში მყარად გავრცელდება აპათია, რაც საბოლოო ჯამში, გამოიწვევს აფეთქებას და ჩვენი აქტიური მეგობრების ჩარევას ჩვენი ცივილიზებული ფასეულობებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენი თანამემამულეების დაცვის სარისკო მისიაში“.
ვინ არიან ეს აქტიური მეგობრები და რამდენად არიან ისინი მზად აიღონ სიტუაცია ხელში, გენერლებმა არ დააზუსტეს, მაგრამ განაცხადეს, რომ მზად არიან ემსახურონ „ნებისმიერს, ვინც დაიცავს ფრანგი ერის ინტერესებს“.
საპასუხოდ მაკრონის მთავრობამ გადამდგარი გენერლების გამოსვლა შეადარა ალჟირში პრეზიდენტ შარლ დე გოლის წინააღმდეგ 1961 წელს ფრანგი გენერლების პუთცის წარუმატებელ მცდელობას და 20-დან 18 ხელმომწერს გამოუწერა დისციპლინარული ჯარიმა. პოლიტოლოგების უმრავლესობამ ეს წერილი დაუკავშირა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საფრანგეთში უნდა ჩატარდეს 2022 წლის აპრილში.
2021 წლის 9 მაისს იგივე, Valeurs Actuelles სააგენტომ გამოაქვეყნა მეორე წერილი ანალოგიური შინაარსით, რომელმაც მხოლოდ ერთ დღეში 150 ათასზე მეტი ხმა დააგროვა. მართალია, ეს წერილი ანონიმური იყო, მაგრამ იყო მტკიცება, რომ მის ავტორებს წარმოადგენდენ მოქმედი ოფიცრები, რომელთა შორისაც არიან ისინი, ვინც მსახურობდა ავღანეთშიც, მალიშიც და ცენტრალურ-აფრიკის რესპუბლიკაშიც, ასევე მონაწილეობდნენ თავად საფრანგეთის ანტიტერორისტულ ოპერაციებში.
მეორე წერილის ტონი უფრო ხისტი იყო, ვიდრე პირველის. ავტორები ამტკიცებდნენ, რომ საფრანგეთში „უკვე მწიფდება სამოქალაქო ომი“.
„ჩვენ ვხედავთ ძალადობას ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ვხედავთ, რომ სიძულვილი საფრანგეთისა და მისი ისტორიის მიმართ ხდება ნორმა - წერენ ავტორები და მოუწოდებენ - იმოქმედეთ! საქმე ეხება ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. თუ გაჩაღდება სამოქალაქო ომი, სამხედროები მხარს დაუჭერენ წესრიგის დამყარებას საკუთარ მიწაზე... საფრანგეთში მწიფდება სამოქალაქო ომი და ეს თქვენ მშვენივრად იცით“.
მესამე წერილი პრეზიდენტ ე. მაკრონის მიმართ გამოქვეყნდა სააგენტო Valeurs Actuelles-ის მიერ 2021 წლის 14 მაისს. მას ხელი მოაწერა პოლიციის 90-ზე მეტმა გადამდგარმა ოფიცერმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთ კოლეგებს, რომლებმაც ორი წინამორბედი წერილი დაწერეს და განაცხადეს ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციის ჩავარდნაზე. მათ დაადასტურეს, რომ საფრანგეთის მთელს რეგიონებში „აგრესიული უმცირესობები“ ეცილებიან სახელმწიფოს ძალაუფლებას და მოუწოდეს ქვეყნის ხელისუფლებას გამოასწორონ „უკიდურესად სერიოზული სიტუაცია უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი სიმშვიდის თვალსაზრისით“ და მიიღონ ზომები „ქვეყნის მოსაპოვებლად“.
ამასთან, გადამდგარმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ სწორედ პოლიცია და არა სამხედროები უნდა ზრუნავდნენ წესრიგის დამყარებაზე, „რათა თავიდან იქნეს აცილებული ომი“.
ხელისუფლებისა და საზოგადოების რეაქცია
ხელისუფლების რეაქცია გენერლების წერილზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური გახლდათ. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა წერილს უწოდა „ინიციატივა, რომელიც მიმართულია ჩვენი ყველა რესპუბლიკური პრინციპის, ჯარის ღირსებისა და მოვალეობის წინააღმდეგ“. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ფრანსუა ლეკუანტრმა განაცხადა, რომ ავტორები დაისჯებიან. ამასთან, მათ წინააღმდეგ სანქციები იქნება პენსიაზე იძულებითი გაშვებიდან დისციპლინარულ ჯარიმამდე. „ყველა ეს გენერალი წარსდგება უმაღლესი სამხედრო საბჭოს წინაშე. ამ პროცედურის ბოლოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მოაწერს ხელს მათი დათხოვნის შესახებ ბრძანებას“, - თქვა ლეკუანტრმა და გენერლებს დაემუქრა ხელფასისა და პრივილეგიების დაკარგვით და ასევე უფროსი ოფიცრების რეზერვის შემადგენლობიდან გარიცხვით. თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ ასევე განაცხადა: „ეს დაუშვებელია. ბუნებრივია, დადგება შედეგები“.
სამივე წერილს მხარი დაუჭირეს მემარჯვენე პოლიტიკურმა ძალებმა და კატეგორიულად დაგმეს მემარცხენეებმა. კონსერვატიული „ნაციონალური კრების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა სოლიდარობა გამოხატა წერილების ავტორების მიმართ და მოუწოდა თავის მომხრეებს მიბაძონ მის მაგალითს: „გიწვევთ შემოგვიერთდეთ საფრანგეთისთვის ბრძოლაში“.
რაც შეეხება ფრანგული საზოგადოების რეაქციას, მან მთლიანობაში მხარი დაუჭირა ხელისუფლებისადმი მოწოდებას დაამყაროს ქვეყანაში წესრიგი. წერილის შინაარსმა განსაკუთრებული თანაგრძნობა გამოიწვია საფრანგეთის პატარა ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებში. ახალი ამბების არხმა La Chaine Info-მ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც ფრანგების 58%-მა მხარი დაუჭირა წერილს, ხოლო 42% გამოვიდა წინააღმდეგი. გარდა ამისა, რესპონდენტების 64% გამოვიდა გადამგდარი ოფიცრების დასჯის წინააღმდეგ, რომლებმაც დაწერეს პირველი წერილი, 74% - სანქციების წინააღმდეგ მოქმედ სამხედროებთან, მეორე წერილის ავტორებთან დაკავშირებით, 73% დაეთანხმა იმას, რომ ქვეყანა იშლება ნაწილებად, 86% ადასტურებს ტერიტორიების არსებობას, სადაც არ მოქმედებს ფრანგული კანონები, 84%-მა განაცხადა, რომ ძალადობა საფრანგეთში ყოველდღიურად იზრდება. და ალბათ, ყველაზე შოკისმომგვრელი იყო გამოკითხვის მონაწილეთა 49%-ის აზრი, რომლებიც ვარაუდოებნ, რომ ჯარმა დამოუკიდებლად, ხელისუფლების თანხმობის გარეშე უნდა დაიწყოს წესრიგის დამყარების ოპერაცია.
86% ადასტურებს ტერიტორიების არსებობას, სადაც არ მოქმედებს ფრანგული კანონები.
ფრანგი გენერლებისა და ოფიცრების წერილზე გარკვეულ პასუხად შეიძლება ჩაითვალოს ასევე ანალოგიური ჩანაწერი სათაურით „დემოგრაფია, ჩვენი სოციალური მოდელის შენარჩუნების გასაღები“, რომელიც 2021 წლის 16 მაისს გამოაქვეყნა დაგეგმვის უმაღლესმა კომისარმა ფრანსუა ბაირუმ. მასში ის აფიქსირებს შობადობის შემცირებას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.
2020 წელს შობადობის საერთო კოეფიციენტმა 1,83 ბავშვი შეადგინა 1 ქალზე, რაც გაცილებით უფრო დაბალია მოსახლეობის შენარჩუნების, ქალზე 2,1 ბავშვის ზღვარზე. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დემოგრაფიულ სიტუციას, არამედ საპენსიო და ეკონომიკურ სისტემას და ასევე სოციალური უზრუნველყოფის სისტემასაც. ერთი სიტყვით, ერთ დასაქმებულ ადამიანზე მოდის სულ უფრო მეტი უმუშევარი, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ სოციალურ დაძაბულობას საზოგადოებაში, არამედ სოციალური დაცვის მიუწვდომლობას მოსახლეობის ფართო მასებისთვის. ფ. ბაირუ სთავაზობს მიიღონ ე.წ. „ნაციონალური პაქტი დემოგრაფიის შესახებ“, რომელშიც დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად ის ორ ვარიანტს წარმოადგენს - „მეტი ბავშვის ყოლა“ და „სხვა ქვეყნებიდან ადამიანების მიღება“ ანუ ბავშვების დაბადების სტიმულირება და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების მოზიდვა.
თუმცა, ჯერ ერთი, მთავრობის მიერ შემოთავაზებულ მოწოდებაზე, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ძირითადად სწორედ მუსულმანი მიგრანტების დიასპორადან ხდება გამოხმაურება, სადაც შობადობა საკმაოდ მაღალ დონეზეა სახელმწიფო სტიმულების გარეშეც. მეორე, მიგრანტების მოზიდვა ნიშნავს ამ დიასპორის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და როგორც შედეგი, იმ პრობლემების ზრდას, რომლებზეც საუბარი იყო ფრანგი გენერლების წერილში. ერთი სიტყვით, ხელისუფლება გეგმავს არ ებრძოლოს „ისლამიზაციას“ საფრანგეთში, არამედ პირიქით, ხელი შეუწყოს მის განვითარებას.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის დეკემბერში საფრანგეთის მთავრობამ წარმოადგინა საერო სახელმწიფოს ფასეულობის დაცვის კანონი. მასში კერძოდ შემოთავაზებულია:
- ინტერნეტში შუღლის გაღვივებასთან ბრძოლის გამკაცრება;
- იატაკქვეშა და ნახევრად იატაკქვეშა სკოლების აკრძალვა, სადაც ასწავლიან ისლამის რადიკალურ მიმდინარეობებს;
- მრავალცოლიანებისთვის ბინადრობის სახეების გაცემის აკრძალვა;
- ისლამური ორგანიზაციბის მხარდაჭერის წესების გაკამცრება;
- რელიგიური სამოსის ტარებაზე აკრძალვის გაფართოება.
- მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტმა გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა თურქეთის პრეზიდენტის რ. ერდოღანის მხრიდან, რომელმაც მას დისკრიმინაციული უწოდა მუსულმანებთან მიმართებაში, ის საერთოდ არ შეესაბამება იმ პრობლემების მასშტაბს, რომელიც მან უნდა გადაწყვიტოს.
რა ხდება საფრანგეთში
როგორც არ უნდა სურდეთ „გენერლების წერილების“ კრიტიკოსებს, არ შეიძლება ისინი არ დაეთანხმონ იმას, რომ სიტუაცია ფრანგულ საზოგადოებაში, რომელიც აღწერილია წერილებში არის რეალობა, რომელსაც ვერსად გაექცევი. პარიზის მე-7 ოლქის მერი, რაშიდ დატი, რომელიც სხვათაშორის, წარმოშობით არაბია, რადიო France Info -თან ინტერვიუში ამბობს: „ის, რაც ამ წერილში წერია, რეალობაა. როცა თქვენ გაქვთ ქვეყანა, რომელიც იტანჯება ქალაქის პარტიზანული ომისგან, როცა გაგაჩნიათ მუდმივი და მაღალი ტერორისტული საფრთხე, როცა თქვენ სულ უფრო და უფრო მეტად ყბადაღებული უთანასწორობა გაქვთ... არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია“.
2020 წლის 6 ოქტომბერს მთელი მსოფლიო მოიცვა ცნობამ იმის შესახებ, თუ როგორ მოკლა პარიზის გარეუბანში ჩეჩენმა ემიგრანტმა სკოლის მასწავლებელი სამუელ პატი იმის გამო, რომ მან გაკვეთილზე ისლამის დამფუძნებლის კარიკატურა წარმოადგინა. ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ თითქმის ყოველდღიურად საფრანგეთში ხდება დანაშაულები, რომელიც უფრო საომარ მოქმედებებს ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ კრიმინალს. და ამ დანაშაულებს ძირითადად მიგრანტები ჩადიან. ისინი თავს ესხმიან პოლიციელებს, არბევენ მაღაზიებს, წვავენ მანქანებს და ა.შ. სამუელ პატის მკვლელობის შემდეგ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა: „საფრანგეთი მუდმივი ომის მდგომარეობაში იმყოფება. საკითხი იმაში როდია, იქნება თუ არა მორიგი თავდასხმა. საკითხი სხვა რამეშია: როდის მოხდება ის“. მაშინ ხმაურიანმა დანაშაულებმა არ დააყოვნეს დიდხანს და 2020 წლის 29 ოქტომბერს 21 წლის ტუნისელმა მიგრანტმა ბრაჰიმ აუისუიმ ნიცაში სამი ადამიანი დაჭრა.
საფრანგეთში მიგრანტების დანაშაულების ნამდვილი მასშტაბების შეფასება რთულია, რადგანაც იქ კანონმდელობით (!) აკრძალულია გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები დამნაშავეთა ეროვნებაზე.
საფრანგეთში ყოველ ორ კვირაში ნადგურდება ერთი ქრისტიანული ტაძრი და იგება ერთი ახალი მეჩეთი.
იმის პარალელურად, თუ როგორ იზრდება დანაშაული მიგრანტების მხრიდან, იზრდება იმ ქრისტიანული ტაძრების რაოდენობაც, რომლებიც ნადგურდება თავად ფრანგების მიერ. კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა პარიზში რელიგიური მემკვიდრეობის ობსერვატორიის (Observatoire du patrimoine Religieux) პრეზიდენტის ედუარდ დე ლამაზის (Edouard de Lamaze) მიერ, საფრანგეთში ყოველ ორ კვირაში ნადგურდება ერთი ქრისტიანული ტაძარი და იგება ერთი ახალი მეჩეთი. ეკლესიების განადგურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ხანძრები, რომელთაგან ორი მესამედი უკავშირდება განზრახ დაწვას.
გარდა ამისა, ყოველდღიურად საშუალოდ ორზე მეტი ქრისტიანული ტაძარი ექცევა თავდასხმის ქვეშ, რომელთაგან ორი მესამედი უკავშირდება ძარცვას და ერთი - წაბილწვას.
ფორმალურად ეს ორი პროცესი - მიგრანტების დანაშაულების ზრდა და ქრისტიანული ეკლესიების დაშლა არ კორელირებს ერთმანეთთან პირდაპირ, მაგრამ არსებითად - ეს ერთი მედლის ორი მხარეა. ის ფრანგი ( და საერთოდ, ევროპელი) პოლიტიკოსები, რომლებმაც დაუშვეს საფრანგეთში უამრავი მიგრანტის მიღება ჩრდილეოთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ფიქრობდნენ, რომ ეს ადამიანები განიცდიდნენ ასიმილაციას საფრანგეთში, მიიღებდნენ მათ კანონებს, კულტურას, ფასეულობებსა და ცხოვრების წესს. თუმცა, ყველაფერი პირიქით ხდება: მიგრანტები თავად იწყებენ იმ ქვეყნის გადაკეთებას, სადაც მივიდნენ, საკუთარ თავზე მორგებას, თავიანთი კანონებით, ტრადიციებითა და რელიგიით.
ამასთან, თავად საფრანგეთი ინახავს ამ ადამიანებს, რომელიც მას ანადგურებს მენტალური მიმართულებით. Eurostat-ის შეფასებით ამჟამად საფრანგეთში 8 მილიონზე მეტი მიგრანტია, რაც შეადგენს მოსახლოების დაახლოებით 12 %. ამასთან, კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა ფრანგი პროკურორის შარლ პრატსის მიერ, მიგრანტები წარმოადგენენ ოჯახური და საცხოვრებელი შემწეობის 43%-ის და ასევე პენსიების ნახევრის მიმღებს.
საფრანგეთში დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილების პერსპექტივის შეფასებისას ყურადღება უნდა დაეთმოს არა იმდენად მიგრანტების რაოდენობას ან მათ პროცენტულ თანაფარდობას ადგილობრივ მოსახლეობასთან, რამდენადაც ასაკსა და შობადობის ჯამურ კოეფიციენტს (Total fertility), რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის მატების ან შემცირების დინამიკის ძირითად მაჩვენებელს. დღეისათვის საფრანგეთში 20 წლამდე ასაკის მოსახლეობიის 30% წარმოადგენს მუსულმანს. ამასთან, დიდ ქალაქებში: მარსელში, ნიცაში, პარიზსა და სხვებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 45%-ზე მეტს (!). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ბრძოლისას არა არჩევნების, არამედ მაიდანებისა და მასობრივი პროტესტის გზით, მთავარს წარმოადგენს სწორედ დიდი ქალაქების მოსახლეობა. იმისათვის, რომ საფრანგეთში ან ევროპის სხვა ქვეყანაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, სადაც ანალოგიური დემოგრაფიული სიტუაციაა, მუსულმან მიგრანტებს არც კი მოუწევთ დალოდება, როდის იქნებიან ისინი მთელი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში. საკმარისია უბრალოდ აქტიური მოსახლეობის მაღალი პროცენტის არსებობა დიდ ქალაქებში, რაც მიღწეულ იქნება უახლოეს მომავალში, ხოლო ბევრგან ეს უკვე რეალობაა. ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე საფრანგეთის ელჩმა შვეიცარიაში ეტიენ დე გონევილმა განაცხადა, რომ საფრანგეთი წარმოადგენს მუსულმანურ ქვეყანას.
საფრანგეთში 20 წლამდე ასაკის მოსახლეობიის 30% წარმოადგენს მუსულმანს. ამასთან, დიდ ქალაქებში: მარსელში, ნიცაში, პარიზსა და სხვებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 45%-ზე მეტს (!).
რაც შეეხება საფრანგეთში შობადობის ჯამურ კოეფიციენტს, ის შეადგენს 1,8 ბავშვს ფერტილური ასაკის ქალზე ფრანგებისთვის და 8,1 - მუსულმანი მიგრანტებისთვის. ეს არანაირ შანსს არ უტოვებს საფრანგეთს შეინარჩუნოს თავისი ფრანგული იდენტურობა.
რატომაა საფრანგეთში უკვე გვიანი
ამდენად, საფრანგეთის მუსულმანი მიგრანტებისა და ადგილობრივი ფრანგების უთანასწორო დაპირისპირების არენად ქცევის საფრთხე სახეზეა. ამაზეა საუბარი, როგორც „გენერლების“ წერილებში, ასევე ბევრ ანალიტიკურ მასალაშიც. რა შეიძლებდა დაუპირისპირო ასეთ საფრთხეს? ზემოთ უკვე ნახსენები იყო საფრანგეთში ახლახანს მიღებული კანონი საერო სახელმწიფოს ფასეულობის დაცვის შესახებ. ზომები, რომელიც მასშია გათვალისწინებული, ჰგავს სიტუაციას, როცა ძლიერი ხანძარი უნდა ჩააქრონ საბავშვო წყლის პისტოლეტებით. ფრანგი გენერლები თავიანთ წერილებში რადიკალური ზომების მიღებას ითხოვენ, მაგრამ კერძოდ რა ზომების?
„იმოქმედეთ! საქმე ეხება ჩვენი და თქვენი ქვეყნის გადარჩენას“, - წერია ერთ-ერთ წერილში. როგორ უნდა იმოქმედონ? რა უნდა გაკეთდეს წესრიგის დასამყარებლად? თითოეულ კონკრეტულ დანაშაულში დამნაშავეების პასუხისგებაში მკაცრად მიცემა? თუმცა, ეს ძალიან ხშირად შეუძლებელი ხდება, რამდენადაც მუსულმანი მიგრანტების მენტალიტეტი გულისხმობს, რომ საკუთარი ნათესავი, თუნდაც დანაშაულის ჩამდენი, არ უნდა ჩაუგდო ხელში დასასჯელად უცხოს. შემთხვევები, როცა ბრბო პოლიციას ართმევს დამნაშავეს, ბევრია. თუ პოლიცია მაინც ახერხებს დაკავებას, ის წერს, რომ ის გახდა რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი და პოლიციელებს დიდი პრობლემები ექმნებათ ამის გამო.
თუმცა, საქმე ამაშიც როდია. თუნდაც თუ ხერხდება კანონის დამრღვევთა დასჯა, მაინც ხდება მუსულმანურ ქვეყნად საფრანგეთის გადაქცევა აღნიშნული დემოგრაფიის ძალით. თუ ფრანგი ოჯახების უმრავლესობაში ერთი ბავშვი იბადება, მუსულმან ოჯახებში -რვა, ამ პრობლემის გადაჭრა კი საპოლიციო ძალებით არ ხდება. აქ აუცილებელია, ერთის მხრივ, ადგილობრივი ფრანგების შობადობის სტიმულირების და მეორეს მხრივ ქვეყნიდან ყველა, უკანონოდ მყოფი მიგრანტის ხისტი გაძევების ზომების მთელი კომპლექსის გატარება. საფრანგეთის საზოგადოება არაა მზად არც პირველისთვის და არც მეორესთვის. ამასთან, ძალიან დიდი შეცდომაა ვარაუდი, რომ ეკონომიკურმა სტიმულირებამ შეიძლება გამოიწვიოს შობადობის ზრდა აუცილებელი მასშტაბით.
უმეტეას, მხოლოდ ორი ფაქტორი ახდენს გავლენას შობადობის მაჩვენებლებზე: ცივილიზირებულობა და რელიგიური შეგნება. ქვეყნები შობადობის ყველაზე დიდი კოეფიციენტით არის აფრიკული ქვეყნები, რომლებიც თავიანთი ტრადიციული მოწყობით ცხოვრობენ: კონგო, გვინეა-ბისაუ, ლიბერია, ნიგერია. მეორეს მხრივ, შობადობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი ყველაზე ცივილიზებულ და ტექნოლოგიურად მოწინავე ქვეყნებში: გერმანია, იაპონია, სინგაპური, ჰონგკონგი. სისულელეა მოუწოდო უარი თქვან ადამიანებმა ცივილიზაციის სიკეთეებზე შობადობის ასამაღლებლად, ამიტომ, მთავარ, მაგრამ არა ერთადერთ ხერხს გაიზარდოს შობადობა წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების რელიგიური შეგნების აღზრდა. საფრანგეთი საპირისპიროდ იქცევა.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტებს:
- მიგრანტების უდიდესი რაოდენობა უკვე ქვეყანაშია;
- მაღალი შობადობა მიგრანტების გარემოში და დაბალი - ძირძველი ფრანგების გარემოში;
- ძირძველი მოსახლეობის დექრისტიანიზაცია.
ეს ფაქტორები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა იმაზე, რომ საფრანგეთს უკვე ვეღარ გადაარჩენს ის რადიკალური ზომები, რომლისკენაც მოუწოდებენ გენერლები და ოფიცრები თავიანთ წერილებში. თუნდაც ხელისუფლება ეცადოს მთელი ძალით ფრანგებში რელიგიური ცნობიერების აღზევებას, ეთნიკურ ფრანგებში ამ ცნობიერების ფესვგასადგმელად უნდა გავიდეს მრავალი ათწლეული, რომლის განმავლობაშიც საფრანგეთის მუსულმანური თემი იმდენად გაიზრდება, რომ დომინირებადი იქნება ამ ქვეყანაში. ერთი სიტყვით, ფრანგებს უბრალოდ დრო არ რჩებათ, ეს ევროპული ქვეყანა (და მხოლოდ ეს?) განწირულია იქცეს მუსულმანურ სახელმწიფოდ.
რატომ აქვს უკრაინას ჯერ კიდევ შანსი
დღეს უკრაინაში მილიონზე მეტი მუსულმანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის დაახლოებით 3% შეადგენს. ამასთან, მუსულმანური თემის დაახლოებით ნახევარი არის ყირიმელი თათრები. დანარჩენი ეთნიკური ჯგუფები - ესაა ვოლგის თათრები, აზერბაიჯანელები, თურქი-მესხები, ჩეჩნები, დაღესტნელები, უზბეკები და ასევე სლავური წარმოშობის მუსულმანები. ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულები უკრაინაში ცოტაა. ანუ უკრაინაში იმ ეთნიკური ჯგუფის მუსულმანები ცხოვრობენ, რომლებიც აქ ისტორიულად იყვნენ და რომლებთანაც გავაკავშირებს ხანგრძლივი, ზოგჯერ მრავალსაუკუნოვანი ერთობლივი არსებობის გამოცდილება. ამ ეთნიკურ ჯგუფებში შობადობა, რასაკვირველია, უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო უკრაინელებს შორის, მაგრამ არა იმდენად, რომ პროცენტული თანაფარდობა სლავურ მოსახლეობასთან იმდენად სწრაფად შეიცვალოს, როგორც საფრანგეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაშია. ერთი სიტყვით, თუ უკრაინა ფართოდ არ გააღებს კარებს მიგრანტების წინაშე, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ის დრო საკუთარი შობადობის ასამაღლებლად, რაც უკვე არ გააჩნია საფრანგეთს.
უკრაინაში შობადობის ასამაღლებლად აუცილებელია ეკონომიკური, სოციალური და სხვა ხასიათის ზომების მთელი კომპლექსის მიღება. თუ კონკრეტულად რა ზომების მიღება შეუძლია და უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ეს ცალკე სტატიის საგანია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მათ შორის პირველ ადგილზე იქნება ადამიანების ცნობიერების გაეკლესიურება, ფასეულობების სისტემის ცვლილება, ჩვენს მართლმადიდებელ რწმენასთან დაბრუნება.