უხერხული კითხვები იერარქებისთვის ანუ სად მიჰყავთ მწყემსებს ქრისტეს ეკლესია
ბერძენმა იღუმენმა მაქსიმემ (კარავასმა) თხოვნით მიმართა ემე-ს სამღვდელოებას პასუხები გაეცა კითხვებზე, რომელიც მართლმადიდებლებს აწუხებთ. რა კითხვებია ეს?
2020 წლის დეკემბერში საბერძნეთის ერთ-ერთმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა ბერმა, მილოქორში (პტოლემიადა) წმინდა პარასკევას მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (კარავასმა) ღია წერილით მიმართა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებას. თავის მიმართვაში მამა მაქსიმემ ემე-ს კლირიკოსებს რიგი კითხვა დაუსვა. ის დარწმუნებულია, რომ ამ კითხვებზე გაცემულ პასუხზეა დამოკიდებულია ის, თუ რამდენად კეთილ მწყემსებს წარმოადგენენ მორწმუნეებისთვის მღვდლები და ეპისკოპოსები და ასევე ის, თუ კერძოდ საით მიჰყავთ მათ ეკლესია.
არქიმანდრიტი მაქსიმე ხაზს უსვამს, რომ მისი წერილი ნაკარნახევია „ძლიერი შფოთვით ელადის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების გამო“ და ასევე მისი ეპისკოპოსების გულგრილობით, რომლებიც „ხედავენ მოახლოებულ მგლებს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ აიღონ მწყემსის კვერთხი და შემუსროს ისინი“, ტოვებენ ცხვარს და ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ „იქცევიან დაქირავებულების მსგავსად“.
მამა მაქსიმემ სულ 15 კითხვა გააჟღერა და ყურადღებით წაკითხვის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ამ კითხვების დასმა არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ თითოეული მართლმადიდებელი მღვდელმთავრის, მღვდლისა და ერისკაცის მიმართ ღირს. პრობლემები კი, რომლებზეც საუბრობს პატივცემული ბერძენი არქიმანდრიტი, დიდი ხანია აღელვებს თუ ყველა არა, მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობას მაინც.
არქიმანდრიტ მაქსიმეს საკითხები შეიძლება პირობითად დაიყოს ორ ნაწილად:
- ეკლესიის დამოკიდებულება სხვა რწმენისა და საერთოდ, ეკუმენიზმის მიმართ და ეკლესიისა და საერო ხელისუფლებების ურთიერთდამოკიდებულებები, კერძოდ,
- საზღვარი, რომელზეც სრულდება მორჩილებად და იწყება პირმოთნეობა, რომელიც ერესში გადადის.
ვინ არიან ეკლესიისთვის კათოლიკები და პროტესტანტები - ერეტიკოსები თუ ქრისტესმიერი ძმები?
მამა მაქსიმეს კითხვების პირველი ჯგუფი ეხება თანამედროვე საეკლესიო იერარქიის დამოკიდებულებას კათოლიკების, პროტესტანტებისა და სხვა სარწმუნოების მიმართ. აქ ის გამოთქვამს იმას, რასაც ბევრი ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს.
ბევრ მორწმუნეს აცბუნებს პოზიციის ორგვარობა ამ ადამიანების მიმართ. ერთის მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ არის ჭეშმარიტი ეკლესია და მისგან განდგომილები. მეორეს მხრივ - სამღვდელოების უმთავრესობა ხშირად კონტაქტობს უცხო რწმენის ადამიანებთან და მათ „ეკლესიებს“ უწოდებს. როგორ შეიძლება ამის შეთავსება ერთმანეთთან?
და აი, მამა მაქსიმეც სვამს კითხვას - რომის პაპი ერეტიკოსია? თუ დიახ, „შეიძლება კი მას გადაეხვიო და ეამბორო და უწოდო მას „წმინდა ძმა“, როგორც ამას ბართოლომეოსი და მის მსგავსად სხვები აკეთებენ?“
პროტესტანტები ბერძენი ბერისთვის არის „სატანური ერესის მოზაიკა“, ხოლო ეკლესიების მსოფლიო საბჭო - „ერესის მსოფლიო კრება, ანტიქრისტეს ორგანიზაცია“. არანაკლენ ხისტად საუბრობს ის სხვა რელიგიებზეც, რომლებიც მისთვის „ადამიანური შეცდომა და ეშმაკის წარმონაქმნია“.
ყველა ეს სიტყვები ჟღერს ხისტად და „არატოლერანტულად“. მართებულია თუ არა ეს?
თუ გავიხსენებთ ეკლესიის მამებს (ძველებსა და ახლებსაც), ისინი პრაქტიკულად ერთ ხმაში ამტკიცებდნენ, რომ პაპიზმი და პროტესტანტიზმი არის ერესი, ხოლო სხვა რელიგიები - სატანის წარმონაქმნი.
ეკლესიის პრაქტიკულად ყველა მამა ამტკიცებდა, რომ პაპიზმი და პროტესტანტიზმი არის ერესი, ხოლო სხვა რელიგიები - სატანის წარმონაქმნი.
აი, მაგალითად, რას წერს კათოლიციზმზე წმინდა მარკოზ ეფესელი: „ ჩვენ ლათინები არა სხვა რამე მიზეზით განვიშორეთ, არამედ იმით, რომ ისინი ერეტიკოსები არიან“. აი, წმინდა თეოფანე აღმსარებლის სიტყვები პროტესტანტებზე: „რაც უფალმა განგვიცხადა რაც დაგვიტოვა, მას არაფრის არც მიმატება სჭირდება და არც გამოკლება. ეს ეხება კათოლიკებსაც და პროტესტანტებსაც. ისინი ყველაფერს ამატებენ, ესენი აკლებენ... კათოლიკებმა აამღვრიეს მოციქულთა წერილები. პროტესტანტებმა საქმის გამოსწორება სცადეს და კიდევ უფრო უარესი გააკეთეს. კათოლიკებს ერთი პაპი ჰყავთ, ხოლო პროტესტანტებთან, ვინც პროტესტანტი არაა, პაპია“ (წერილები, VI. 946, 974).
უფრო მეტიც, მოციქულთა წესები პირდაპირ კრძალავენ ნებისმიერ ლოცვას განხეთქილებაში მყოფებთან და ერეტიკოსებთან, თუნდაც ის კერძო წესით სრულდებოდეს - „სახლში“: „ვინც საეკლესიო ურთიერთობებისგან განდეგილებთან ილოცებს, თუნდაც სახლში: დაე, განიკვეთოს“ (მოციქულთა 10 წესი). ასევე, ეკლესია მკაფიოდ საუბრობს სხვა სარწმუნოების ადამიანებთან ლოცვაზე: დაე, წმინდა ხარისხისგან განიკვეთოს და განიკვეთოს საეკლესიო ურთიერთობისგან“ (მოციქულთა 65 წესი).
შეგვიძლია წმინდა მამების ბევრი სხვა ციტატის მოყვანაც იმის თაობაზე, თუ როგორ უდგება ეკლესია სხვა კონფესიებსა და რელიგიებს, მაგრამ იმათ შორის, რომელიც ზემოდანაა მოცემული, სრულიად ნათელია, რომ არანაირი სულიერი, ლოცვითი ან რელიგიური ერთიანობა სხვა რწმენის ადამიანთან არ შეიძლება იყოს. თუმცა, ბოლო ხანებში ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს მრავალრიცხოვან მაგალითს.
ასე, მაგალითად, პატრიარქი ბართოლომეოსი და რომის პაპი ფრანცისკი ყველაფერს აკეთებენ, რომ მიაღწიონ მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის ერთიანობას, კათოლიკების მხრიდან საკუთარი ერეტიკული სიმცდარის უარყოფაზე ყოველგვარი მინიშნების გარეშე. ჩვენ ვხედავთ ფანარიონისა და ვატიკანის მეთაურების ერთობლივ შეხვედრებს ორმხრივი ამბორითა და საჩუქრების გაცვლით და ასევე „ღვთისმსახურებას“ კათოლიკურ (ანუ ერეტიკულ) მონასტრებში, რაც აკრძალულია ეკლესიის წესებით. ჩვენ გვესმის განცხადებები იმაზე, რომ დოგმატური დაბრკოლებები მართლმადიდებლებისა და კათოლიკების ერთიანობისთვის არ არსებობს და რომ ფანარიონისა და რკე-ს მთავარი მიზანია ერთობლივი ევქარისტია.
პატრიარქი ბართოლომეოსი არ ერიდება მიიღოს მონაწილეობა „სამლოცველო“ აქციებში, რომელიც ორგანიზებულია ვატიკანის მიერ, რომელსაც არა მხოლოდ ესწრებიან, არამედ ლოცულობენ ლგბტ- თემების წარმომადგენლები და წარმართები.
რასაკვირველია, მორწმუნეები ვერ იქნებიან გულგრილნი თავიანთი მწყემსების ასეთი საქციელის მიმართ. ასე, მაგალითად, ათონელი ბერი ნიკოლოზი წმინდა დიმიტრი ტრიგონასის კელიიდან, რომში „ეკუმენურ ლოცვაში“ პატრიარქ ბართლომეს მონაწილეობის კომენტირებისას კითხულობს: „რომელ „ღმერთს“ დაუნთო სანთელი სასანთლეზე მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა ამ შეკრების, რელიგიების ამ ნაჭრებიანი საბნის დროს? ნებისმიერ შემთხვევაში - არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, რადგანაც ქრისტე მოუწოდებს თავის მწყემსებს გაუდგნენ გზას და ასწავლონ სწორი რწმენა ყველა ხალხს: „მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათ. 28,19) და არა „ახალი ერას“ თემობაში მონაწილეობის მიღება“.
სამწუხაროდ, ამ „ეკუმენურ თემობაში“ მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ ფანარიოტები, არამედ სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრებიც, ამით არღვევენ რა მოციქულთა წესებს. ამ მონაწილეობის გამართლება აუცილებლობით არ შეიძლება. არანაირ პოლიტიკურ პრეფერენციას, არანაირ „ეკლესიის მოჩვენებით სარგებელს“ არ შეუძლია გაამართლოს მორწმუნეებისთვის ის ცდუნება, რომელიც შეაქვთ თავიანთი მონაწილეობით მოძღვრებს ერეტიკოსებთან საერთო „სამლოცველო“ ღონისძიებებში.
არანაირ პოლიტიკურ პრეფერენციას, არანაირ „ეკლესიის მოჩვენებით სარგებელს“ არ შეუძლია გაამართლოს მორწმუნეებისთვის ის ცდუნება, რომელიც შეაქვთ თავიანთი მონაწილეობით მოძღვრებს ერეტიკოსებთან საერთო „სამლოცველო“ ღონისძიებებში.
დიახ, ე.წ. „საეკლესიო დიპლომატიის“ გამო ღირს რაღაცის დათმობა - თუმცა, არა სულის გადარჩენა.
გასული საუკუნის 60-იან 70-იან წლებში რუსული ეკლესიის მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში და ეკლესიების მსოფლიო საბჭოში შეიძლება აიხსნას ეკლესიის დახმარების სურვილით შედარებით ნორმალურად იარსებოს პოლიტიკური რეპრესიების პირობებში. ცნობილია შემთხვევები, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება იღებდა გადაწყვეტილებას რომელიმე ტაძრის ან მონასტრის დახურვის შესახებ. თუმცა, შემდეგ, როცა მას სტუმრობდნენ „ეკლესიების მსოფლიო საჭოს“ წარმომადგენლები და დასავლურ პრესაში ჩნდებოდა აღფრთოვანებული სტატიები რუსული „არქიტექტურის ძეგლის“ შესახებ, გადაწყვეტილება დახურვის შესახებ, უქმდებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ლოცვითი ერთიანობა (თუნდაც „ფორმალური“) სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებთან - დაუშვებელია. დღეს კი - მითუმეტეს. რა და ვინ აიძულებს მართლმადიდებელ იერარქებს ლოცვით ურთიერთობაში შევიდეს ერეტიკოსებთან?
ეკლესია და კორონავირუსი
კითხვების მეორე კატეგორია, რომელსაც მამა მაქსიმე უსვამს ბერძენ სამღვდელოებას, ეხება ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რეაქციებს საკარანტინო ზომების თაობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა ქვეყნის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გამო. აქ საჭიროა კიდევ ერთი შენიშვნა - საბერძნეთი (ისევე როგორც, მაგალითად, კვიპროსი) მართლმადიდებელი ქვეყანაა. სწორედ ამიტომ, ბევრი მორწმუნე ბერძენი იმედს გამოთქვამდა, რომ კარანტინი ეკლესიასთან მიმართებაში, თუნდაც თუ დაიშვებოდა, არ იქნებოდა ისეთი ხისტი, როგორიც სხვა, აშკარად სეკულარულ ქვეყნებში. ერთი სიტყვით, ტაძრები იქნებოდა ღია, თუნდაც შეზღუდვებით. თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა.
2020 წელი და 2021 წლის ნახევარი გახდა შოკი მართლმადიდებელი საბერძნეთისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველად ამ ქვეყნის ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება ლიტურგიაში, არამედ იმიტომაც, რომ ხელისუფლებამ მართლმადიდებელ ქვეყანაში გაასამართლა კარანტინის დამრღვევი ეპისკოპოსები, მღვდლები, რომლებიც აზიარებდნენ მორწმუნეებს, აჯარიმებდნენ ერისკაცებს ტაძრებში ნიღბის გარეშე ყოფნაზე. კიდევ უფრო ცინიკურად ეს აკრძალვები და სასამართლოები გამოიყურებოდა ხალხმრავალი ქუჩის კონცერტების ფონზე, რომლებიც ტარდებოდა პანდემიის დროს ან თუნდაც „კარანტინის შემსუბუქების“ ფონზე, როცა იხსნებოდა მაღაზიები, მაგრამ არა ტაძრები.
შედეგად, კალავრიტის მიტროპოლიტმა ამბროსიმ პანდემიის პერიოდში ზიარების საფრთხის შესახებ სიტყვების გამო ეკლესიიდან განკვეთა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასი და განათლების მინისტრუ ნიკი კერამეუსი.
თუმცა, ელადის ეკლესიის სინოდი დადგა განკვეთილი ჩინოვნიკების მხარეს და განაცხადა, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება აღიაროს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრის განკვეთა, რომელიც არ იქნა მიღებული წმინდა სინოდის იერარქიის მიერ, წარმოადგენს არა არსებითსა და ძალის არმქონეს“.
სინოდის ეს პოზიცია არა მხოლოდ უცნაურია, არამედ არასწორია რამდენადაც, მამა მაქსიმეს სიტყვებით, გააუქმა რა გადაწყვეტილება ბერძენი ჩინოვნიკების ტაძრების დახურვაზე განკვეთის გამო, სინოდმა გამოავლინა „სრული გულგრილობა კერკირიელი მიტროპოლიტის დაცვის მიმართ, რომელიც გამოიძახეს სამსჯავროზე ეკლესიის დახურვაზე უარის გამო“. შეგახსენებთ, ტაძრების დახურვა, საბერძნეთში და სხვა ადგილებში უკავშირდებოდა იმას, რომ მორწმუნეები შეიძლება კორონავირუსით დაავადებულიყვნენ ზიარების დროს.
სწორედ ამიტომ, არქიმანდრიტი კითხულობს - ეთანხმებიან თუ არა მღვდლები „მკრეხელურ მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს უფლის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს წმინდა სხეული და მისი წმინდა სისხლი წარმოადგენს მიკრობების გადამტანს და არა მარადიულ ცხოვრებას, რომელსაც ვეზიარებით „ცოდვების მისატევებლად“? მამა მაქსიმესთვის და მორწმუნეების უმრავლესობისთვის პასუხის ცხადია - არა. და რაც შეეხება მღვდელმთავრებისთვის?
ამასთან, ზიარების შემოღებას ერთჯერადი კოვზებით, რომელიც ელადის ეკლესიის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ზოგიეთ ტაძარში დაინერგა აშშ-სა და კანადაში, რუსეთის ეკლესიასა და უმე-ს ცალკეულ ტაძრებში, მამა მაქსიმე თვლის „უდიდეს მკრეხელობად“.
შეგახსენებთ, რომ ერთჯერადი კოვზებით ზიარებასა და ტაძრების დახურვაზე ემე არ შეჩერებულა. 2021 წელს ხელისუფლებისადმი მაამებლობის სურვილით მან სააღდგომო ღვთისმსახურების ჩატარების დრო კვირას შუაღამიდან დიდი შაბათის 21.00-ზე გადაიტანა. ასეთმა გადაწყვეტილებამ სასტიკი მიუღებლობა გამოიწვია კლიროსის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან. ასე, მაგალითად, მღვდელმა იოანე კ. დიოტისმა, აღნიშნა რა ამ გადატანასთან დაკავშირებული კანონიკური პრობლემები, მიუთითა, რომ გადაწყვეტილება სააღდგომო ღვთისმსახურების დაწყების გადატანის თაობაზე არღვევს ეკლესიის რამოდენიმე კანონიკურ წესებს და ეწინააღმდეგება სახარებისეულ თხრობას. საბერძნეთის ბევრ ადგილას სამწყსოს სასულიერო პირებმა უარი თქვეს შეესრულებინათ სინოდის ეს გადაწყვეტილება და ამჟამად გამოძიების ქვეშ არიან საერო ხელისუფლების მხრიდან. თავად სინოდს განზრახული აქვს გაასამართლოს ორი მიტროპოლიტი, რომელმაც სააღდგომო წირვა საეკლესიო ტრადიციითა და პრაქტიკით დადგენილ დროს -კვირა დღის შუაღამეს ჩაატარა.
გამოდის, რომ ეკლესიის იერარქები, გარკვეული სახელმწიფო პრეფერენციის დაკარგვის ან ხელისუფლების მხრიდან ნების გამო, მიდიან კანონიკურ დანაშაულებზე. მამა მაქსიმეს აზრით, თითოეულ ასეთ ეპისკოპოსს „რომლებიც უფრო მეტად ზრუნავენ ადამიანებისადმი მაამებლობაზე, ვიდრე უფლისადმი ანუ ემორჩილებიან ადამიანის ათეისტურ და მკრეხელურ და არა უფლის მარადიულ კანონებს“ უნდა ვუწოდოთ „სატანა“.
ეკლესია და „ანტიქრისტეს რელიგია“
არქიმანდრიტ მაქსიმეს წერილი ბერძენი სასულიერო პირების მიმართ საჭიროა განვიხილოთ არა ლოკალურად, არამედ ყოველივე იმის კონტექსტში, რაც ხდება დღეს მსოფლიოს რელიგიურ რუკაზე. ის საკითხები, რომელიც დასმულია წერილში და ის პრობლემები, რომელსაც აჟღერებს, აღელვებს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, საცხოვრებელი ქვეყნის მიუხედავად. ვისურვებდით, რომ სამღვდელოება არ გაურბოდეს ამ საკითხებს, როგორც არაარსებითს, ყველაფრის „შეთქმულების თეორიაზე“ მიწერით ან დაინახოს მათში, ვინც კითხვებს სვამს „სექტანტები“, „კოდოფობები“ და ა.შ. რადგანაც, ჯერ ერთი, ეს მაინც ქრისტეს სამწყსოა და მეორეც, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მორფის მიტროპოლიტ ნეოფიტის სიტყვებით, „როცა ამაზე ადრე ვასუბრობდით, ჩვენ გვიწოდებდნენ: შეთქმულების თეორიის მომხრეებს“, მაგრამ ამჟამად ახალი მსოფლიო წესრიგის მომხრეების მიზნები და გეგმები თანდათან ხდება აშკარა“.
მოდით, უბრალოდ ფაქტები შევაჯეროთ.
- ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში პატრიარქ ბართოლომეოსის რამოდენიმე სრულიად გაუგებარი საქციელი დავინახეთ, რომელიც არა მხოლოდ ცდილობს კათოლიკებთან ერთიანობას, არამედ ულოცავს მუსულმანებს რამადანის დასრულებას და მონაწილეობას იღებს მუსულმანებთან გახსნილებაში (იფტარში). და ეს სულ რაღაც რამოდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის უდიდესი სიწმინდა წმინდა სოფიას ტაძარი სტამბულში მეჩეთად გადააქცია.
- თავად კათოლიკები ცდილობენ მუსულმანებთან ურთიერთობას. ვატიკანი მოუწოდებს კათოლიკებს მონაწილოება მიიღონ რამადანში, კათოლიკე ეპისკოპოსები ეხმარებიან მუსულმანებს ააგონ მეჩეთები და მათთან ერთად ლოცულობენ.
- კათოლიკე ეპისკოპოესები აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ დაბრკოლებებს პროტესტანტების საზიარებლად. ამ პოზიციას იზიარებს ზოგიერთი მართლმადიდებელი იერარქი. ასე, მაგალითად, ჩიკაგოს, აშშ-ში ფანარიოტული არქისაეპისკოპოსოს მიტროპოლიტი ნაფანაილი, თავიდან თავის კლირიკოსებს უკრძალავს უარი უთხრან ნებისმიერ ადამიანს ზიარებაზე, შემდეგ კი უსრულიად მშვიდად ლოცულობს კათოლიკებთან და პროტესტანტებთან ერთად.
რაზე მეტყველებს ყოველივე ეს? იმაზე, რომ ჩვენს თვალწინ იქმნება ერთგვარი სინკრეტული საყველთაო-რელიგია. ამ სტრიქონების კითხვისას შეიძლება ვიფიქროთ, რომ ავტორი „შეთქმულების თეორიის“ მარგინალური მომხრეა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არაა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ გერმანიაში უკვე დაიწყო „რელიგიათშორისი ტაძრის“ მშენებლობა, რომელსაც ერთობლივად გამოიყენებენ არამართლმადიდებელი ქრისტიანები, მუსულმანები და იუდეველები.
***
ამიტომაც, მამა მაქსიმეს წერილი არის მორწმუნე სულის ყვირილი. ის არაა ნაკარნახევი გამორჩევის, ეკლესიაში რაიმე ანტ-იერარქიული რევოლუციის სურვილით ან გამოხატვით, რომ არიან სწორი მართლმადიდებელი ქრისტიანები და არასწორები. ეს არაა გაკრიტიკება, მორწმუნეთა შორის გაუგებრობის შეტანა. არა, ესაა ადამიანის სიტყვები, რომელსაც უყვარს ეკლესია და რომელმაც მისი სიცოცხლის ნახევარზე მეტი მის მსახურებას შესწირა. ეს მოსიყვარულე გულის გამოძახილია, რომელსაც სტკივა არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო ქრისტეს გვერდს უვლის, არამედ იმიტომაც, რომ მართლმადიდებელი მოძღვრები არ ცდილობენ ამისთვის ხელის შეშლას.
ათონელი ბერის, წმინდა დიმიტრი ტრიგონოსის კელიიდან ბერ ნიკოლოზის სიტყვებით, რომლის ციტირებაც ზემოთ მოვახდინეთ, „საყოველთარო აპოსტასიის ეპოქაში ყველა უკანონო და ანტიქრისტეს ბუნების მქონე მოვლენის მიღება ხდება საკანონმდებლო დონეზე, სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ, სამწუხაროდ, საეკლესიო ხელისუფლებების მხრიდანაც“. აი, რაშია მამა ნიკოლოზისა და მამა მაქსიმეს მთავარი ტკივილი, რომელიც წერს: „თუ თქვენ ჯერ კიდევ თვლით, რომ „უპატივცემულოდ“ ვუდგები ეპისკოპოსებს, რომლებმაც ძლიერი წინააღმდეგობა არ გაუწიეს ჩვენი მმართველების არც ერთ ანტიქრისტულ კანონს (მაგალითად, კანონს „ავტომატური განქორწინების შესახებ“, ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზაციას, სკოლაში სქესობრივი აღზრდის შემოღებას და ა.შ.) და ბევრ სხვა ანტიქრისტულ კანონს, რომელთა ჩამოთვლასაც არ ვაპირებ, რათა არ გამიგრძელდეს სიტყვა, არაფერი მაქვს სათქმელი... ვისურვებდი, ერთხელაც მიხვდეთ, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, მღვდელმთავრებმა და ბერებმა დაუგდონ ყური არა ანტიქრისტეს კანონებს, არამედ წმინდა წერილს, რომელიც ამბობს: „ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა“ (საქ. 5, 29).