მფარველების „კურთხევა“ ტაძრების შემდგომ მიტაცებაზე მიღებულია?

08 May 2021 15:11
49
ე. ბლინკინი და ს. დუმენკო. კოლაჟი: СПЖ ე. ბლინკინი და ს. დუმენკო. კოლაჟი: СПЖ

სერგეი (ეპიფანე) დუმენკო აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. მეუ-ში მიანიშნეს, რომ აშშ-მ ნება დართო მიტაცებების ახალ ტალღაზე. განვიხილოთ,არის თუ არა ეს ასე.

გუშინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანის შეხვედრა მეუ-ს მეთაურთან ფაქტიურად ფეხზე შედგა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ე. ბლინკენის განრიგის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, კიევის დროით 10:10 სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებასა და სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს თანხლებით  ყვავილებით შეამკო Donbass Conflict Memorial ( ასე ეწოდება სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე უკრაინელი გმირების ხსოვნის კედელს - რედ.), 10:20 ექსკურსია (tours) განახორციელა ზლატოვერხის მიქაელის მონასტერში, ხოლო 10:45 უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვ.ზელენსკის. ერთი სიტყვით, მოლაპარაკებები, როგორც ასეთი არ შემდგარა. ამის მიუხედავად, მეუ-ს საიტი იტყობინება: „განსაკუთრებული ყურადღება მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრის დროს დაეთმო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების საკითხს, ხელოვნური დაბრკოლებების აღმოფხვრის მნიშვნელობას თემების მიერ საკუთარი კუთვნილების თავისუფალი განსაზღვრის დროს, სინდისის თავისუფლების საფუძველზე“. ამ ინფორმაციას მეუ იტყობინება სათაურით: მთავარი, რასაც ისინი ელოდნენ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისგან - „კურთხევა“ მეუ-ს „ჩამოყალიბების საკითხზე“ შემდეგი საქმიანობის „კურთხევა“. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რა საქმიანობაა ეს.

მფარველების „კურთხევა“ ტაძრების შემდგომ მიტაცებაზე მიღებულია? фото 1
ე. ბლინკენისა და ს. დუმენკოს მისლამება. ფოტო: Сайт ПЦУ

რასაკვრიველია, ის ფაქტი, რომ ე. ბლინკენმა თავისი ყურადღება დაუთმო მხოლოდ მეუ-ს მეთაურს, მეტყველებს იმაზე, რამდენად ღიად უჭერს აშშ ამ პროექტს მხარს უკრაინაში. ის მეტყველებს ე. ბლინკენის მიერ „უცხოების“ გრძნობებისა და აზრების უგულებელყოფაზე, რადგანაც მას შეეძლო Donbass Conflict Memorial-ის ყვავილებით შემკობისას მოეწვია სხვა რელიგიური ლიდერები, იგივე უნიატები და კათოლიკები. თუმცა, რატომ უნდა დაძაბულიყო?

როგორ დაიწყო ყველაფერი

მიღებულია, რომ მეუ-ს შექმნის პროექტის რეალიზაცია დაიწყო ფანარიონზე უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პ. პოროშენკოს ვიზიტით 2018 წლის აპრილში, რომლის შემდგაც გაცხადდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრინციპული გადაწყვეტილება უკრაინაში ყველა არსებული კონფესიებიდან შექმნილიყო ერთიანი ადგილობრივი ეკლესია და მისთვის ავტოკეფალია მიენიჭებინა. თუმცა, ამ პროექტის ფესვები უფრო ღრმადაა გადგმული.

  აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმოადგენს ფანარიონისა და აშშ-ში ბერძნული თემის ინტერესების ლობისტს ჯერ კიდევ 1974 წლიდან, როცა თურქული ჯარები ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. აშშ-ში ბერძნული თემის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენლის ე. მანატოსის სიტყვებით, ბაიდენი იყო იმ მოვლენების შუაგულში და ყველაფერს აკეთებდა, რათა მხარი დაეჭირა ბერძნებისთვის თურქეთთან მათი დაპირისპირების დროს. ასევე ჯ. ბაიდენის სენატორობის დროს ის შეხვდა პატრიარქ ბართოლომეოსს და მათი მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულება ამ დრომდე გრძელდება.

მფარველების „კურთხევა“ ტაძრების შემდგომ მიტაცებაზე მიღებულია? фото 2
ჯო ბაიდენი და პატრიარქი ბართოლომეოსი ფანარიონზე შეხვედრის დროს.

ერთობლივ ფოტოებზეც ჩანს, რამდენად მეგობრულია ფანარიონის მეთაურისა და აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის მეგობრული ურთიერთობები

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის სტატუსში ჯ. ბაიდენი ფანარიონს ორჯერ ეწვია: 2011 და 2014 წელს. ამასთან, დღის წესრიგში 2014 წლის შეხვედრაზე შედიოდა უკრაინაში არსებული სიტუაციის განხილვა, სადაც უკვე გაიმარჯვა ევრომაიდანმა და არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო. მოლპარაკებების შემდეგ ჯ. ბაიდენმა განაცხადა, რომ ის იმყოფება პატრიარქ ბართოლომეოსის პიროვნების შთაბეჭდილების ქვეშ, დაახასიათა რა ის, როგორც „ადამიანი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ამბობს“. აშშ-ში ერთ-ერთი გავლენიანი ბერძენი სასულიერო პირი ალექს კარლუცოსი ჯ. ბაიდენს მიაწერს შემდეგ სიტყვებს, რომელიც მან არაერთხელ განაცხადა: „მსოფლიო მოვიარე და შევხვედრივარ დიდ ლიდრებს და მხოლოდ ორი ფიგურა იყო ქრისტეს მსგავსი: ერთი - ნელსონ მანდელა და მეორე - მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი“. ჯ. ბაიდენის კავშირები აშშ-ს ბერძნულ დიასპორასთან იმდენად მჭიდროა, რომ მან მიიღო მეტსახელი „ბაიდენოპოლუსი“, რომლითაც, ე. მანატოსის სიტყვებით, ძალიან ამაყობს.

2014 წლს  „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ ჯ. ბაიდენი კურირებდა უკრაინასთან ურთიერთობებს ამერიკის ადმინისტრაციაშ. ის უკრაინაში 5-ჯერ იყო: 2014 წლის მარტში, ივნისში და ნოემბერში, 2015 წლის დეკემბერში და 2017 წლის იანვარში. ბაიდენთან თანმხდებოდა დანიშვნები ყველა მნიშვნელოვან პოსტზე უკრაინის ხელისუფლებაში და შიდა და საგარეო პოლიტიკის ძირითადი საკითხები. ეს ორი გარემოება: ჯ. ბაიდენის მჭიდრო კავშირები ფანარიონთან და მისი გავლენა უკრაინაში, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უკრაინაში ერთგვარი ევტოკეფალური ეკლესიის შექმნის პროექტი ჯერ კიდევ მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს იყო ჩაფიქრებული, თუმცა მას რეალიზება ამერიკის შემდეგი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეწერა.

ორპარტიული კონსენსუსი

მეუ-ს მხარდაჭერის საკითხში, ისევე როგორც მთლიანად კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხარდაჭერის საკითხში, აშშ-ში ჩამოყალიბდა ე.წ. ორპარტიული კონსენსუსი. აშშ-ს რეპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიც ერთნაირად უჭერენ მხარს უკრაინაში რელიგიური სტრუქტურის შექმნას, რომელიც არა მხოლოდ დამოუკიდებელი იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან, არამედ იქნება მასთან დაპირისპირებული. მეუ-ს პროექტი შესაძლებელი გახდა მისი სამი მონაწილის: აშშ-ს ადმინისტრაციის, პ. პოროშენკოს სახით უკრაინის ხელისუფლებისა  და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ინტერესების დამთხვევის მიზეზით. აშშ-ს ადმინისტრაცია ამ პროექტში ხედავდა რუსეთთან ბრძოლის ინტერესებს, პ. პოროშენკო და მისი ადმინისტრაცია ცდილობდნენ ავტოკეფალიის მიღებას 2019 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიაში, ხოლო ფანარიონი იღებდა შესაძლებლობას პრაქტიკაში განეხორციელებინა მართლმადიდებლობაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის უზენაესობის კონცეფცია  „პირველი თანასწორთა გარეშე“. მეუ-ს პროექტის წარმატების შემთხვევაში შეიქმნებოდა პრეცედენტი, რომლის დროსაც ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიები აღიარებდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილებას, რაოდენ ანტიკანონიკურიც არ უნდა ყოფილიყო ის, ხოლო პატრიარქ ბართოლომეოსს ნამდვილ ლიდერად, რომელსაც განსაკუთრებული უფლებამოსილებები გააჩნია მართლმადიდებლურ სამყაროში.

2018 წლის დეკემბერში მეუ-ს შექმნისა და 2019 წლის იანვარში ტომოსის მიღების შემდეგ დაიწყო ორი პარალელური პროცესი: უკრაინის შიგნით ადგილობრივი ხელისუფლება და ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები ძალადობრივად შეეცადნენ უმე-ს თემების მეუ-ში გადაყვანას, ხოლო საერთაშორისო დონეზე ფანარიონის წარმომადგენლები და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან, რათა მათ მეუ ეცნოთ კანონიკური ეკლესიის სახით. დღეისათვის, მეუ აღიარა ალექსანდრიის, ელადისა და კვიპროსის ეკლესიამ, თუმცა, მათში ბევრმა მღვდელმთავარმა უარი განაცხადა ამ აღიარებაზე. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა იერარქმა ბაჩსკის ეპისკოპოსის ირინეოსის სიტყვებით, მეუ-ს აღიარება გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების „ბულდოზერული დიპლომატიის“ შედეგი. 2021 წლის 3 იანვრიდან ამაზე ღია ტექსტით გამოვიდა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რესპუბლიკური ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაიკ პომპეო თავის Twitter -აქაუნთში: „მე ვიზრუნე იმაზე, რომ აშშ-ს მხარი დაეჭირა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო აღიარებისთვის და ვეხმარებოდი მიტროპოლიტს (ეპიფანე დუმენკოს - რედ.), დავეხმარე თავიდან ამეცილებინა მისთვის რუსული გავლენა“.

2020 წლის აშშ-ს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკული არქისაეპისკოპოს მეთაური, არქიეპისკოპოსი ელპიდიფორი (ლამბრინიადისი), ისევე როგორც აშშ-ს ბერძნული დიასპორის სხვა მოღვაწეები, ღიად მოუწოდებდნენ ხმა მიეცათ ჯ. ბაიდენისთვის და უშუალოდ მონაწილეობდნენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის მხარდამჭერ ღონისძიებებში. პატრიარქი ბართოლომეოსი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მიულოცა ჯ.  ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე. „არა მხოლოდ მილიონობით ამერიკელი, არამედ თავისუფალი სამყაროს ყველა მოქალაქე მიესალმება თქვენს გამარჯვებას, თქვენ მათ ააძლევთ იმედს და უკეთერი სამაყაროს რწმენას, სადად გაიმარჯვებს მარადიული ფასეულობები და ცივილიზებული კაცობრიობის იდეალები“, - მისწერა პატრიარქმა ბართოლომეოსმა ადამიანს, რომელიც ღიად უწევდა პროპაგანდას ჰომოსექსუალიზმს, მხარს უჭერდა აბორტებს და ყველას, ვინც ტრადიციულ ფასეულობებს მისდევდა, „ტროგლოდიტებს“ უწოდებდა. „ჯანმრთელობას გისურვებთ. ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა“, - უპასუხა ბაიდენმა ფანარიონის მეთაურს.

2020 წლის 17 ნოემბერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ძალიან უჩვეულო ვიზიტს ახორციელებს თურქეთში: ის არ შეხვედრია თურქეთის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს და  დემონსტრაციუულად უწოდებს პატრიარქ ბართოლომეოსს „მსოფლიო პატრიარქს“ ( Ecumenical patriarch), რაც ეწინააღმდეგება ოფიციალური თურქეთის პოზიციას, რომელიც ფანარიონის მეთაურს მხოლოდ ადგილობრივი მართლმადიდებელი თემის ლიდერად მოიხსენიებს. ამ ვიზიტში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება გვხვდება: მ. პომპეოს გარემოცვაში იყო ჯ. ბაიდენის ორი ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირი: გრეგ შულცი და რონ კლეინი. თურქმა ჟურნალისტმა ერგიუნ დილერმა ამის თაობაზე დაწერა: „პომპეოს ვიზიტი დამშვიდობება არაა, არამედ ბაიდენის ადამიანებთან ახალი ურთიერთობის დასაწყისია. აი, ასეთი სუტუაციაა!“ ეს მართლაც გამოიყურებოდა, როგორც ფანარიონთან სახელმწიფო დეპარტამენტის საქმეების ახალი ადმინისტრაციისთვის გადაცემა, თუმცა ჯ. ბაიდენის გამარჯვება იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ სადაო იყო ამერიკის სასამართლოებში.

ს. დუმენკოს ახალი ნარატივები მის-ში

ბოლო ხანებში მეუ-ს მეთაური ს. დუმენკო საეჭვოდ ამტკიცებს მეუ-ს იურისდიქციაში თემების „გადასვლის“ ახალ ტალღას, იძლევა პირობას, რომ უკრაინაში პატრიარქ ბართოლომეოსის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით „გადასვლების“ ახალი ტალღა კიდევ უფრო მასშტბური იქნება, ვიდრე პოროშენკოს დროს.

მაგალითად, 2021 წლის 24.04 „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „მათ, ვინც მზად იყო, მიიღეს გადაწყვეტილება (მეუ-ში გადასვლის თაობაზე - რედ.). თუმცა, იქნება სხვა ტალღაც. არა უფრო ნაკლები, არამედ უფრო დიდი. ამიტომაც მათ (უმე-ს -რედ.) აქვთ გარკვეული შიში უკრაინაში მსოფლიო პატრიარქის ვიზიტის წინ“.

უნდა განვმარტოთ, რომ ტერმინი თემის მეუ-ს იურისდიქციაში „გადასვლა“, რომელიც მუდმივად გამოიყენება მეუ-ს მომხრეების მიერ, სინამდვილეში უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს შემდეგს:

  • ტაძრის ძალადობრივი მიტაცება ნაციონალ-რადიკალების მიერ, რომელსაც ხშირად თან ახლავს მრევლის ცემა, მღვდელმსახურების შეურაცხყოფა, საკეტების გახერხვა და ა.შ.;
  • თემის მეუ-ში უკანონო ხელახალი რეგისტრაცია, ტერიტორიული (სოფლის კრება) და არა რელიგიური თემის გადაწყვეტილების, როგორც ამას კანონი მოითხოვს,  გამოყენებით.

ხშირად ეს ორი ხერხი ერთმანეთს ერწყმის. ასევე ადგილი აქვს უმე-ს თემის მშვიდობიან და კანონიერ გადასვლას მეუ-ში. თუმცა 700 (ს. დუმენკოს სიტყვებით) თემიდან, რომელიც მეუ-ში გადავიდა, მხოლოდ 80 მათგანმა განახორციელა ეს საკუთარი ნებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში „გადასვლა“ იყო ძალადობრივი და უკანონო. და ეს ფაქტი ადასტურებს სოფლებში ახალი მშენებარე (ან უკვე აშენებული) ტაძრების დიდ რაოდენობას, სადაც უმე-ს თემი მისი ეკლესიიდან განდევნეს.

ასევე ს. დუმენკო ჯიუტად იმეორებს ორ ახალ თეზისს: პირველი, რომ უმე-ს ყველა თემი „კანონით“ ეკუთვნის მეუ-ს და მეორე, რომ უმე-მ მოახდინა სახელწოდების „ოკუპაცია“. ის შეუპოვრობა, რომლითაც მეუ-ს მეთაური ახდენს ამ თეზისების ტრანსლირებას საზოგადოებაში, გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ დასკვნა, რომ მეუ-ს მომხრეები სერიოზულად ემზადებიან ტაძრების მიტაცების ახალი ტალღისთვის და ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მისი სახელწოდების უკრაინაში რმე-დ შეცვლის საკითხის რეანიმაციის თაობაზე. შესაბამისად, იგეგმება სახელწოდება „უმე“მიენიჭოს ამჟამინდელ მეუ-ს, ხოლო სახელწოდებასთან ერთად მთელი საეკლესიო საკუთრების ლომის წილიც.

ს. დუმენკოს პასაჟი, რომ საეკლესიო კანონები თითქოსდა მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ ის წარმოადგენს კიევის მიტრპოლიტს და არა უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი, რომელსაც ის ჯერ კიდევ „იტანს“ უკრაინაში, გვაფიქრებინებს, რომ ის ამზადებს ნიადაგს უმე-ზე გაბედული რეიდერული შეტევისთვის. ახლა კი მცირედზე: აუცილებელია, რომ უკრაინაში არსებულმა ხელისუფლებამ დისკურსი ს. დუმენკოდან გადაიტანოს და დაიწყოს  მეუ-ს, როგორც უკრაინაში ერთადერთი და კანონიერი მართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზაციის წარმოჩინება, ხოლო უმე - დროებით აიტანოს, სასურველია ამ მოთმინების კონკრეტული ვადების აღნიშვნით.

 ამ სიტუაციაში მეუ-თვის არაფერია იმაზე უკეთესი, რომ უკრაინის ხელისუფლებას აჩვენოს მხარდაჭერა ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, რაც გაკეთდა კიდეც ე. ბლინკენის ს. დუმენკოსთან სიმბოლური შეხვედრის ფორმითა და შემდგომი განცხადებით იმის შესახებ, რომ აშშ მხარს უჭერს „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბებას, ხელოვნური დაბრკოლებების აღმოფხვრის მნიშვნელობას თემების მიერ საკუთარი მიკუთვნების თავისუფალი განსაზღვრისას, სინდისის თავისუფლების პრინციპების საფუძველზე“. გავმეორდებით, სინამდვილეში, არავითარ „საკუთარი მიკუთვნების თავისუფალ განსაზღვრაზე, სინდისის თავისუფლების პრინციპების საფუძველზე“ საუბარი არაა, ეს მორიგი სიცრუეა. „გადასვლების“ აბოსლუტურ უმრავლესობას თან ახლავს ძალადობა და კანონის დარღვევა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ დააბრკოლებენ „გადასვლებს“, რამდენადაც უკრაინაში ხელისუფლება სიტყვით და საქმით მხარს უჭერს მეუ-ს.

და რაც შეეხება ვლადიმირ ზელენსკის?

შედგება თუ არა უმე-ს ტაძრების მიტაცების ახალი ტალღა ძირითადად იქნება დამოკიდებული უკრაინის ხელისუფლების პოზიციაზე. კითხვა იმის თაობაზე, რამდენად შორს წასასვლელად არის ის მზად მეუ-ს მხარდაჭერისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სურვილების ასრულების საქმეში, ღიად რჩება.  აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება შემდეგ მომენტებს:

ჯერ ერთი, უკრაინის პრეზიდენტმა უკვე აჩვენა, რომ მის მიერ ადრე დეკლარირებული ნეიტრალიტეტი საეკლესიო საკითხებში, დასრულდა. ფანარიონის მეთაურის მიწვევა დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელების განცხადებები მეუ-ს ყოველგვარ მხარდაჭერაზე (მათ შორის, ეკონომიკური და ადმინსტრაციული) ამას თვალსაჩინოდ ამტკიცებს.

მეორე, ბოლო კვირებში ვ. ზელენსკის გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რომელიც ფასდება, როგორც უკრაინაში ამერიკული გავლენის სერიოზული გამოწვევა. პოსტებიდან გაანთავისუფლეს პროდასავლური ლობის წარმომადგენლები ე.წ. „სოროსელები“: ნსს „ნავთობგაზის“ სამმართველოს მეთაური ანდრეი კობოლევი, ნაციონალური დეპოზიტარის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ექს-მდივანი ალექსანდრე დანილიუკი, კონცერნ „უკრობორონპრომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მუსტაფა ნაიემი. ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა ბანკოვას კადრი, ეროვნული ატომური ენერგოგენერირებადი კომპანიის „ენერგოატომის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გერმან გალუშჩენკო, ხოლო „ნავთობგაზის“ მეთაურად - იური ვიტრენკო, ასევე პრეზიდენტის ოფისის კადრი.

ამ საკადრო გადაწყვეტილებებმა უკვე გამოიწვია კრიტიკა აშშ-ს მხრიდან. მის-ის ცნობებით, მოცემული თემა წინ წამოწეულ იქნა უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ამჟამინდელი ვიზიტის დროსაც.

ამიტომაც, თუ აშშ უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ნამდვილად გამოთქვამს სურვილს, რომ ხელისუფლება ეცადოს უზრუნველყოს მეუ-ს ზრდა ახალი თემებით, ჩვენს ჩინოვნიკებს არ ენდომებათ უარი უთხრან მათ და შექმნან კიდევ ერთი დაძაბულობის ხაზი ორმხრივ ურთიერთობებში. თუმცა, ამავე დროს, პოლიტიკური ექსპერტის, დიმიტრი ჯანგიროვის აზრით, „შანსი, რომ ბლინკენი შესაბამის ბრძანებას გასცემს პირველ ვიზიტზე, საკმაოდ მცირეა, თუმცა მომავალში ასეთი შესაძლებლობა არაა გამორიცხული“.

როგორც არ უნდა იყოს, მოვლენების ლოგიკა მეტყველებს, რომ აშშ-ს რფ-თან გლობალური დაპირისპირების კონტექსტში ალბათ არ დაავიწყდება ისეთი „ხმამაღალი“ ანტირუსული ინსტრუმენტი, როგორიცაა მეუ. შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტს შესთავაზონ პონტოელი პილატეს როლი ხელების დაბანის საქმეში. მას, თითქოს არ სურს ახალი რელიგიური დაპირისპირება, მაგრამ მას შესაძლოა მიანიშნონ: თუ არ დათმობ უმე-ს - არ ხარ ბაიდენის მეგობარი.

ს. დუმენკოს ექსკლუზიური შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან - მეუ-ს მორიგი თვითმხილება

სრულიად ნათელია, რომ მეუ-ს ხელმძღვანელობა ეიფორიაში იმ ფაქტისგან, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში  მხოლოდ ს. დუმენკოს შეხვდა, აუარა რა გვერდი დანარჩენ რელიგიურ ლიდერებს. სინამდვილეში, ეს ამტკიცებს, რომ ამერიკელი ჩინოვნიკი არ განიხილავს არც თავად ს. დუმენკოს, არც მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას რელიგიური ორგანიზაციის სახით.

როგორი კომენტარი გააკეთა ამ გარემოებაზე დ. ჯანგიროვმა: „ეს ხანმოკლე, სიმბოლური ვიზიტია, რომელიც გვიჩვენებს, რომ მეუ ძირითადად არის ამერიკული პროექტი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რო დუმენკო ამერიკელებისთვის წარმოადგენს პოლიტიკოსს ან ჩინოვნიკს“.

მეუ-ს ხელმძღვანელობა შეფიქრიანებულია სახელწოდების „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“ მიტაცებით, ამასობაში კი, მან უნდა იზრუნოს მეუ-ს თავად „ეკლესიის“ ცნებასთან შეუსაბამობის პრობლემაზეC.

 XX საუკუნის წმინდა მოწამე ილარიონი (ტროიცკი) ეკლესიაზე ასე საუბრობდა: „ეკლესია არის უფალი იესო ქრისტეს, ღვთის ძის მორწმუნე ადამიანების საზოგადოება, რომელიც მათ მიერ სულიწმიდის ძალითაა აღდგენილი, გაერთიანებულია სიყვარულით და ის სულიწმიდის უწყვეტი ზეგავლენით აღწევს სრულყოფას“. განა, ეს მეუ-ს ეხება?

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ასე საუბრობდა მის მორწმუნეებზე: „როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ“ (იოან. 15: 4-6).

რა ნაყოფი მოაქვს მეუ-ს? მტრობა, სიძულვილი, უკანონობა მისი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც არ  იზიარებენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებს? ტაძრების მრავალრიცხოვანი მიტაცება და კიდევ უფრო მეტი დაანონსებული ტალღა? ამ საქმიანობის ოკანეისგაღმა მფარველებისგან მოწონების ძიება?

ეს ყველაფერი, განა ქრისტიანობაზეა?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ