მეუ და უბმე მშვიდობის მოწოდებით: ტაქტიკის ცვლილება თუ მშვიდობისმყოფელობა?
უნიათებისა და განხეთქილებაში მყოფების წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად მოუწოდებდნენ აგრესორზე გამარჯვებისკენ, უცებ რფ-თან მშვიდობაზე ალაპარაკდნენ. რა სურთ მათ?
ერთ-ერთი ყველაზე „მტკივნეული“ თემა, რომელიც უკრაინის საზოგადოებას ყოფს არის დონბასზე კონფლიქტის ბუნების საკითხი. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ახდენდა მისი, როგორც ძმათამკვლელი ომის პოზიციონირებას, თანამიმდრევრულად მოუწოდებდა რა მხარეებს მშვიდობისკენ, მეუ და უბმე - როგორც რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებდა უკრაინელებს გამარჯვებით დასრულებამდე ეომათ. დასრულების ქვეშ იგულისხმება რუსი აგრესორის განდევნა უკრაინის ტერიტორიიდან (დსრ და ლსრ) და ამ მიწების აღება უშძ-ს კონტროლქვეშ.
ახლა, როცა რფ-სა და უკრაინის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაციამ აპოგეას მიაღწია და მხოლოდ ზარმაცი არ საუბრობს ომის დაწყებაზე, „სამხედრო“ თემაზე საუბარი დაიწყეს მეუ-სა და უბმე-ს „პატრიოტული“ კონფესიების ხელმძღვანელებმაც. სწორედ ამ განცხადებების შესახებ გვსურს საუბარი დღეს და ასევე მათი შედარება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციასთან.
მეუ: რფ- აგრესორი, რომელიც მხოლოდ თავდასხმას გეგმავს
2021 წლის 19 აპირლს მეუ-ს საიტზე განთავსდა ამ ორგანიზაციის სინოდის განცხადება „რუსული აგრესიის უკრაინის წინააღმდეგ ესკალაციის თაობაზე“.
სანამ გავაანალიზებთ ამ დოკუმენტს, უნდა განვსაზღვროთ ისეთი ფსიქოლოგიური ფენომენი, როგორიცაა კოგნიტური დისონანსი. ამავე სახელწოდების თეორიის ფუძემდებელი, ამერიკელი ფსიქოლოგი ლეონ ფესტინგერი, მას ასე აყალიბებს: „კოგნიტური დისონანსი - ინდივიდის ფსიქიკური დისკომფორტის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მის ცნობიერებაში კონფლიქტში მყოფი წარმოდგენების: იდეების, მრწამსის, ფასეულობებისა თუ ემოციური რეაქციების შეჯახებით“.
ამდენად, მეუ-ს სინოდი თავისი განცხადების სათაურში ამტკიცებს, რომ რუსული აგრესია უკვე არსებობს და მოცემულ მომენტში ხდება მისი ესკალაცია. დოკუმენტის პირველივე აბზაცში არის უკუმტკიცებულება: აგრესია არაა, არის მხოლოდ ჯარების კონცენტრაცია, რომელსაც ჯერაც არ გადაუკვეთია უკრაინის საზღვრები.
ვკითხულობთ: „მრავალრიცხოვანი უტყუარი ცნობები ამტკიცებს 2014 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გამოუცხადებელი ომის დაწყების მომენტიდან რფ ჯარების ყველაზე დიდ კონცენტრაციას ჩვენს საზღვრებთან. ასეთი კონცენტრაციის პირველი და თვალსაჩინო მიზანი - კრემლის მიერ უკრაინელი საზოგადოების დაშინება, ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე და უკრაინის მოკავშირეებზე თავისუფალ სამყაროში საკუთარი ინტერესების მიღწევის მიზნით“.
ასევე მეუ-ს მთელს განცხადებაში არც ერთი სიტყვა არაა იმაზე, რომ რუსეთის ჯარები უკვე იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც ამის შესახებ საუბრით არ იღლებიან თავად „იერარქები“ და სხვადასხვა რანგის უკრაინელი პოლიტიკოსები. მეუ-ს სინოდალები საუბობენ მხოლოდ რუსული ხმარის განზრახვებზე.
- „ჩვენ არ გვეშინია! - ჩვენი პასუხი რუსეთის ხელისუფლების მორიგ აგრესიულ განზრახვაზე“.
- „...კვლავ იძულებული ვართ შეგახსენოთ: თქვენი დანაშაულებრივი განზრახვები უფალმა უწყის...“
ამასობაში - ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კანონს, რომელიც ჯერ კიდებ 2018 წელს იქნა მიღებული: „სახლემწიფო პოლიტიკის თავისებურებების შესახებ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის თაობაზე დოებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანის მხარეებში“, რომლის პრეამბულაც გვამცნობს: „რუსეთის ფედერაცია ჩადის აგრესიის დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ და ახორციელებს მისი ტერიტორიის ნაწილის დროებით ოკუპაციას“.
ანუ კანონის თანახმად, რუსეთის ჯარები უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა და ახორციელებს მის ოკუპაციას, ხოლო მეუ-ს სინოდი ისევ ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ განზრახვაა დაშინების მიზნით. ვფიქრობთ, რომ მეუ-ს სინოდს უნდა მოვუწოდოთ ერთმნიშვნელოვანი პასუხისთვის: უკრაინაში არის რუსული ჯარები თუ არა?
კანონის თანახმად, რუსეთის ჯარები უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა და ახორციელებს მის ოკუპაციას, ხოლო მეუ-ს სინოდი ისევ ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ განზრახვაა დაშინების მიზნით.
მეუ-ს სინოდალების შემდეგი გამოხატულება კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე კოგნიტური დისონანსი. საქმე ეხება ადამიანთა სულებს. ციტატა: „სულს და სხეულს ჩვენი თავისუფლებისთვის დავთმობთ“ - უკრაინის ჰიმნიდან უბრალო სიტყვები როდია. ეს მტკიცება უკრაინის პოლიტიკური ნაციის შტრიხია...“ ანუ ეს სიტყვები მტკიცდება მეუ-ს სინოდის ავტორიტეტით. საქმე კი ეხება უკრაინის ჰიმნში პოლიტიკურ თავისუფლებას. სწორედ ამის სანაცვლოდ, მეუ-ს „მღვდელმთავრები“ ადამიანებს სთავაზობენ თავიანთი უკვდავი სულის დადებას. ჭეშმარიტი თავისუფლების პოლიტიკური თავისუფლებისგან განსხვავებაზე თავის დროზე საუბრობდა ქრისტე ფარისევლებთან. იუდეველები ქრისტეს ეუბნებოდნენ პოლიტიკურ თავისუფლებაზე, ის კი მათ იმაზე, თუ რა არის სინამდვილეში თავისუფლება: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო?“ (იოან. 8:32-34).
სხვა ადგილას ქრისტე მკაფიოდ ამბობს, რამდენად უსარგებლოა ადამიანისთვის მიწიერი საკითხებით გატაცება: „რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს“ (მარკ. 8:36).
იმის შესახებ, რომ ადამიანის სულს ყველაზე დიდი ფასეულობა გააჩნია, გვეუბნება წმინდა წერილიც და წმინდა მამებიც. „სული არს ხილული ქმნილების შუაგული, არსი და მიზანი... არაფერია სულზე უძვირფასესი...არაფერი შეედრება სულს, თუნდაც მთელი სამყარო“ (წმ. იოანე ოქროპირი). როცა პოლიტიკოსები ან ნაციონალისტები ამტკიცებენ, რომ სულის დათმობა შეიძლება პოლიტიკური თავისუფლებისთვის - ეს გასაგები და საპატიებელია, მაგრამ როცა ამას ამტკიცებენ ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანების მწყემსებს უწოდებენ - ეს უკვე პირდაპირ ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს მოძღვრებას და მთელს მის მისიას დედამიწაზე. უფალი იმისთვის როდი მოვიდა, რომ ადამიანებს პოლიტიკური თავისუფლება მიანიჭოს, არამედ იმისთვის, რომ ისინი იხსნას სიკვდილისაგან და ცოდვის მონობისგან.
შეუძლებელია ვირწმუნოთ, რომ მეუ-ს ხელმძღვანელობა არ აღიარებს რუსეთს მტრად და ფაქტიურად მოუწოდებს მშვიდობისკენ ჩრდილოელ მეზობელთან.
და კიდევ ერთი „აღმოჩენა“ მეუ-ს სინოდის მხრიდან: „უკრაინელ ხალხს სურს მშვიდობა და თანხმობა ყველასთან, პირველ რიგში - ჩვენს ისტორიულ მეზობლებთან“. შეუძლებელია ვირწმუნოთ, რომ მეუ-ს ხელმძღვანელობა არ აღიარებს რუსეთს მტრად და ფაქტიურად მოუწოდებს მშვიდობისკენ ჩრდილოელ მეზობელთან. და ეს ბრძოლის ყველა იმ მოწოდების, იმაზე განცხადებების შემდეგ, რომ თუ მშვიდობაა, მხოლოდ „სამართლიანი“, ანუ ჩვენს პირობებზე. ასეთი განცხადებები მეუ-გან უამრავი იყო. მოდით გავიხსენოთ. აი, მაგალითად, სერგეი დუმენკოს სიტყვები, რომელიც 2019 წელს ითქვა: „მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ დღეს, როცა დამარცხდება ჩვენი აგრესორი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც ცდილობს ჩვენს ფიზიკურად დათრგუნვას... დამოუკიდებლობის საკურთხეველზე უკვე დებს ჩვენი ხალხის საუკეთესო ვაჟებისა და გოგონების ათასობით სიცოცხლე. ამიტომაც, უფალი დაგვეხმარება ჭეშმარიტების გზაზე, რომელიც მიგვიყვანს სრულ გამარჯვებამდე“.
2020 წლის აგვისტოში დუმენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინელებმა „პირველ რიგში უნდა იფიქრონ გამარჯვებაზე გამოუცხადებელ ომში“, „სამართლიან მშვიდობაზე“ და ა.შ. უფრო მეტიც, ეპიფანემ განაცხადა, რომ აგრესორთან ომში დაღუპულების წყალობით შეიქმნა კიდეც მეუ: „ჩვენმა ათასობით დიდებულმა გმირმა დათმო სიცოცხლე სახელმწიფო დამოუკიდებლობის საკურთხეველზე. სწორედ მათი მსხვერპლის წყალობით მივიღეთ ავტოკეფალიის სტატუსი და ჩვენი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება“.
და აქ მეუ-ს სინოდის აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთთან მშვიდობიანად და თანხმობაში ცხოვრება. უბრალოდ რაღაც«зрада зрадная».
„არა ომს!“ „ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ნებისმიერ ფასად!“ შემქმნელებისგან.
უბკე-ს მეთაურის სვიატოსლავ შევჩუკის ინტერვიუ სააგენტო „Exaudi” -თვის არანაკლებ გასაკვირი განცხადებებითაა სავსე. მართლმადიდებელი წესის უკრაინელი კათოლიკების ლიდერი უბრალოდ გამოდის სამყაროს მტრედად: „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის აღმოსავლეთის საკითხის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დიპლომატიური გადაწყვეტა. მხოლოდ დიალოგს შეუძლია შერიგება, მაგრამ ამ დიალოგის დასაწყებად, აუცილებელია მშვიდობისადმი აუთენტური სწრაფვა. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ამ სურვილის გაღვივებას, მის ლოლიაობას, მის შექმნას და გვსურს, რომ საერთაშორისო საზოგადოება იყოს ინფორმირებული მშვიდობისადმი ჩვენს სწრაფვაზე. არა ომს! დადეთ იარაღი! როგორც ამბობდა უწმინდესი მამ ფრანცისკე, ომით ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ ყველაფრის დაკარგვა შეიძლება. დაე, გონებამ, დიალოგმა, ასევე დიპლომატიურმა, სძლიოს იარაღის გამოყენების ცდუნებას საერთაშორისო პოლიტიკაში ნებისმიერი პრობლემის გადასაწყვეტად“.
როგორ არ შეიძლება იყოს სამხედრო გადაწყვეტა? როგორ დავყაროთ იარაღი? მაშ, რას ნიშნავდა მაშინ 2019 წლის 20 ნოემბერს გამომცემლობა „ლევი ბერეგისთვის“ მიცემულ ინტერვიუშუ თქმული სიტყვები: „ძალიან საშიშია, როცა ასეთ გარემობებში ვინმე ისაუბრებს ნებისმიერ ფასად ომის დასრულებაზე, სიმართლის და სამართლიანობის უგულებელყოფით, დანებდე აგრესორს ე.წ. მშვიდობისთვის ანუ ასწიო ხელები მაღლა. თუ ჩვენ დავნებდებით აგრესორს - დავუშვებთ ამ აგრესიას უკრაინის საზოგადოების ფესვებში და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს არსებობას ზოგადად. ვფიქრობ, რომ დღეს ასეთ ფასად არავის სურს მშვიდობა“.
მაშ, რას ნიშნავდა მისი სიტყვები 2019 წლის 29 სექტემბრის საკვირაო ქადაგებიდან, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ „ომისგან მხოლოდ ისინი დაიღალნენ, ვინც მუდმივად ფიქრობს, როგორ გადაირჩინოს თავისი ტყავი“?
რას რიშნავდა მისი სიტყვები 2019 წლის ივნისში, რომ „უდაოდ, ომი არ შეიძლება დასრულდეს მშვიდობით ნებისმიერ ფასად“, რომ „თუ ახლა სიტყვის -„მშვიდობა“ - ქვეშ იგულისხმება მშვიდობა ნებისმიერ ფასად- თანხმობა აგრესორის პირობაზე - მაშინ ყალბია თავად მშვიდობის, როგორც ასეთის ცნება?“
ამ საომარი განცხადებების შემდეგ, ახლა, „არ შეიძლება იყოს სამხედრო გადაწყვეტა“? და ვისკენაა მიმართული სიტყვები: „არა ომს! დადეთ იარაღი!“, კონფლიქტის ყველა მხარისკენ თუ მხოლოდ არაღიარებული დსრ-სა და ლსრ-ს წარმომადგენლებისკენ?
ასევე ინტერვიუში ჩანს ზემოთ უკვე ნახსენები კონგიტური დისონანსი. სვიატოსლავ შევჩუკი ამტკიცებს: „უკრაინის საზღვართან რუსული ქვედანაყოფების ძალიან მაღალი კონცენტრაციის გამო არის უკრაინის ტერიტორიაზე ამ კარების პირდაპირი შემოჭრის საშიშროება“.
რუსული ჯარები მხოლოდ კონცენტრირებულია საზღვართან თუ ისინი უკვე შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე? საინტერესო მომენტია: დონბასზე რუსული ჯარების არსებობის გამო მიდის კამათი, რუსეთი ამას ჯიუტად უარყოფს და ითხოვს მტკიცებულებების წარმოდგენას, მაგრამ ყირიმში რუსული ჯარების არსებობის თაობაზე არანაირი კამათი არაა. რუსეთი ყირიმს თავის ტერიტორიად თვლის და ძალიან ღიად ჰყავს ის თავისი სახმელეთო ჯარი და სამხედრო-საზღვაო ფლოტი. სვიატოსლავ შევჩუკისა და სერგეი (ეპიფანე) დუმენკოსთვის, ყირიმი, იდეაში, უნდა იყოს უკრაინის ტერიტორია. რატომ უწოდებენ ისინი იქ მყოფ ჯარებს „ქვედანაყოფებს უკრაინის საზღვართან“? რა საზღვარია ეს, თუ ეს ყველაფერი უკრაინის ტერიტორიაა?
რატომ იქცნენ ომის შევარდნები მშვიდობის მტრედებად?
შეიძლება დავსვათ კითხვა: რამ აიძულა მეუ-სა და უბკე -ს ლიდერები მკვეთრად შეეცვალათ საკუთარი აზრი და საომარი განცხადებებიდან მშვიდობისკენ მოწოდებაზე გადასულიყვნენ?
შეიძლება, სვაიტოსლავ შევჩუკზე ასე იქონია გავლენა რომის პაპის ფრანცისკეს სიტყვებმა რომელმაც თავის სააღდგომო ეპისტოლეში განაცხადა: „შეშფოთებით ვაკვურდები აღმოსავლეთ უკრაინის ცალკეულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევების რაოდენობა, შეშფოთებით ვაკვირდები სამხედრო საქმიანობის ზრდას. დაბეჯითებით გთხოვთ თავიდან აიცილოთ დაძაბულობის ზრდა, რათა, პირიქით, განხორციელდეს ჟესტები, რომელთაც შეუძლიათ ორმხრივი ნდობის შენარჩუნება და შერიგებისა და მშვიდობისთვის ხელშეწყობა, რაც ესოდენ საჭირო და ძალიან სასურველია“?
შეიძლება, რუსულმა ჯარმა მართლაც ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მეუ-ს სინოდზე, რომ მათ უცებ გაუჩნდათ სურვილი „იცხოვრონ მშვიდობით და თანხმობაში ყველასთან, პირველ რიგში, ჩვენს ისტორიულ მეზობლებთან“.
იქნებ, საქმე რწმენაშია, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ საზოგადოების მოთხოვნები? მოთხოვნები შეიცვალა - და აზრებიც შეიცვალა? ან საქმე აუდიტორიაშია? შიდა მომხმარებლისთვის, რომელსაც უპირატესად წარმოადგენენ უკრაინელი რადიკალ-ნაციონალები, მეუ-სა და უბკე-ს ლიდერები არიან შევარდნები, რომლებიც აღვივებენ „პატრიოტულ“ გრძნობებს, ხოლო სინამდვილეში სიძულვილს დონბასისა და მისი მაცხოვრებლების მიმართ. სამაგიეროდ, გარე ადრესატისთვის ისინი არიან მშვიდობის მტრედები, რომლებიც მოუწოდებენ სიყვარულისა და თანხმობისკენ.
სიანმდვილეში ამ კითხვაზე პასუხი ესოდენ მნიშვნელოვანი აღარაა. მნიშვნელოვანია სხვა რამ: თუ პოლიტიკოსებს შეუძლიათ საკუთარი თვალსაზრისის შეცვლა ყოველ ჯერზე, როცა მოვლენები იცვლება, რელიგიური ლიდერებისთვის მსგავსი ცვლილებები დაუშვებელია. თუ ადამიანი, რომელიც თავს მოძღვარს უწოდებს, დღეს ერთს ამბობს, ხოლო ხვალ - სხვას, მას როგორ უნდა ენდო საერთოდ? „ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე“ (იაკ. 1:8).
თუ პოლიტიკოსებს შეუძლიათ საკუთარი თვალსაზრისის შეცვლა ყოველ ჯერზე, როცა მოვლენები იცვლება, რელიგიური ლიდერებისთვის მსგავსი ცვლილებები დაუშვებელია.
დონბასის კონფლიქტზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის შესახებ
ახლა კი მოდით, გავიხსენოთ უმე-ს წინამძღოლის, მიტროპოლიტ ონუფრისა და სხვა იერარქების განცხადებები უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის თაობაზე. არასდროს არავის გაუგია მათგან არანაირი მტრული რიტორიკა, არასდროს მათ არ უთქვამთ არანაირი სამხედრო განცხადება. კონფლიქტის დაწყებიდანვე მათი ბაგიდან ჟღერდა სამშვიდობო მოწოდებები და მტრობის შეწყვეტა. მოდით გავიხსენოთ, როგორ არ წამოდგნენ უნეტარესი ონუფრი და უმე-ს სხვა წარმომადგენლები თავიანთი ადგილებიდან 2015 წლის 8 მაისს უმაღლესი რადას სხდომაზე, როცა პრეზიდენტი პ. პოროშენკო კითხულობდა იმ სამხედროების სახელებს, რომლებმაც მიიღეს უკრაინის გმირის წოდება დონბასში სამხედრო ოპერაციის დროს. მაშინ, უმე-ს მეთაურს თავს დაატყდა უკმაყოფილების ტალღა, მან კი ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს ჩვენს მიწაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დახოცონ. ჩვენ გვსურს მშვიდობა და რომ ჩვენს მიწაზე იყოს უფლის კურთხევა“.
მოდით გავიხსენოთ, როგორ საუბრობდა ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) 2015 წელს, ჯერ კიდევ არქიმანდრიტი, იმაზე, რომ ეკლესია ყოველთვის დგას იდეოლოგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა, რომ მისი ამოცანაა ლოცვა, სიყვარულისა და თანხმობისკენ მოწოდება:“მას არ შეუძლია საზოგადოების რომელიმე ერთ მხარეს დგომა, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, აღარ იქნება ეკლესია. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც წაჩხუბდნენ, შერიგდნენ. ეს ეკლესიის მთავარი ამოცანაა“. შეგახსენებთ, როგორ მოუწოდებდა ის არაერთხელ, უკვე ეპისკოპოსისა და უმე-ს წარმომადგენლის რანგში ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში, მშვიდობისკენ და ეძებდა ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას ამ გზაზე.
„უკრაინას სჭირდება მშვიდობა - ესაა ის, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ შეთანხმებულად. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ უკვე შეიწირა ათასობით სიცოცხლე და ნებისმიერი სიკვდილი გძო-ს ზონაში დედების, ცოლებისა და შვილების ტკივილი და ცრემლებია. ეკლესიის მისია მსგავს სიტუაციაში მდგომარეობს მშვიდობისკენ და ომის შეწყვეტისკენ მოწოდებაში“.
აი, უმე-ს საქმეთა მმართველის, მიტროპოლიტ ანტონის (პაკანიჩი) სიტყვები, რომელიც მან დიდმარხვისას წარმოთქვა 2015 წელს: „ამ წელს დიდმარხვა ჩვენთვის განსაკუთრებულია. ჩვენ ძალიან მძიმე წელი გვქონდა. პოლიტიკური დაპირისპირება სისხლის ღვრაში გადაიზარდა. ახლა კი, მადლობა ღმერთს, გაჩნდა მშვიდობის მყიფე იმედი. როგორც მორწმუნე ხალხმა უნდა მოვინანიოთ, დავძლიოთ აგრესიისა და სიძულვილის სულისკვეთება. მაშინ, შესაძლოა, უფალი დაგვეხმაროს მშვიდობის მიღწევაში“.
აი, მისი სიტყვები, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ითქვა: „დიდმარხვა - სულიერი ძალებისა და ნების გამოცდის დრო. ეს ასევე არის ჩვენი ცხოვრების ხელახლა გააზრების, ურთიერთშენდობის, გულმოწყალების გამოჩენისა და იმის გამოსწორების პერიოდი, რაც დიდი ხანია ჩვენს გულებს ხეთქავს. სროლის და შედეგად, ადამიანური მსხვერპლის მატება, მშვიდობის მრავალრიცხოვანი დარღვევა, მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა - ყოველივე ეს იწვევს უდიდეს ტკივილს და უდიდეს სურვილს, რომ ამ მრავალტანჯულ მიწაზე ბოლოსდაბოლოს, მშვიდობამ დაისადგუროს“.
არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იქნება დამნაშავე უფლის წინაშე. ის ჩვენ შეგვინდობს? შეგვინდობს. აი, აპატიეთ თქვენც ერთმანეთს, როგორც უფალი გვპატიობს. ეს ჩვენი პრინციპია, რომლითაც ვცდილობთ ჩვენი სამხედრო ტყვეების განთავისუფლებას.
უნეტარესი ონუფრე
ცალკე თემაა უმე-ს ძალისხმევა სამხედრო ტყვეების განთავისუფლების თაობაზე. ამ ძალისხმევის შედეგად 2017 წლის ბოლოს 300-ზე მეტი ადამიანი კონფლიქტის ორივე მხრიდან დაუბრუნდა თავის ახლობლებს. და ყველა მათგანი (!) უკრაინის მოქალაქეა უკრაინული პასპორტით. აი, რას ამბობდა მაშინ უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი ამ საკითხის თაობაზე: „ტყვეების გაცვლა - პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ შეწყდეს ომი დონბასში. ეკლესია მხოლოდ მოწყალების სფეროში მუშაობს, თუ ის არ იქნება, არანაირი წარმატება არ დადგება. ჩვენ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს და ეს იქნება იმის საწინდარი, რომ ტყვეები განთავისუფლდებიან და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს და დაისადგურებს მშვიდობა ჩვენს სახელმწიფოში...“
აი, მისივე სიტყვები 2019 წელს: „ჩვენი ეკლესია უკვე რამოდენიმე წელია დაკავებულია სამხედრო ტყვეების განთავისუფლების საკითხით... ჩვენ არ შევდივართ იურიდიულ სიღრმეებში, რამდენად არის ვინმე და ვის წინაშე დამნაშავე, ჩვენ ვამბობთ: ჩვენ ყველანი უფლის წინაშე ვცხოვრობთ, ჩვენ ყველანი დამნაშავე ვართ უფლის წინაშე - არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იქნება დამნაშავე ღმერთის წინაშე. ის ჩვენ შეგვინდობს? შეგვინდობს. მოდით, აპატიეთ თქვენც ერთმანეთს, როგორც უფალი გვპატიობს. ეს ჩვენი პრინციპია, რომლითაც ვცდილობთ ჩვენი სამხედრო ტყვეების განთავისუფლებას“.
ამბობენ, რომ მკითხველი ყველაზე უკეთ იმახსოვრებს წაკითხულის ყველაზე ბოლო თეზისს. ამიტომაც, შევჩერდებით უმე-ს წინამძღოლის ამ მოწოდებაზე: „აპატიეთ თქვენც ერთმანეთს, როგორც უფალი გვპატიობს“. ეს მოწოდება სულ ჟღერს უნეტარესი ონუფრის ბაგიდან და არ იცვლება გარემოებების ცვლილებით. ეს იმიტომ, რომ სახარება უცვლელია და ის, ვინ ჭეშმარიტად ქადაგებს ქრისტეს, არ შეიძლება ცვლიდეს თავის მრწამსს.