"უკრაინის რუმინული ეკლესიის" შექმნა: პირველი დასკვნები

04 March 21:29
3418
რას ნიშნავს რას ნიშნავს "უკრაინის რუმინული ეკლესიის" შექმნა? ფოტო: СПЖ

რუმინეთის საპატრიარქოს სინოდმა უკრაინაში საკუთარი სტრუქტურა შექმნა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?

2024 წლის 29 თებერვალს რუმინეთის საპატრიარქომ დააარსა „უკრაინის რუმინული მართლმადიდებლური ეკლესია“ უკრაინის ტერიტორიაზე რუმინული თემებისთვის. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ემოცია გააჩინა. მაგალითად, "ეპისკოპოსმა" ვიქტორ ბედმა ამას უწოდა პროვოკაცია მეუ-ს წინააღმდეგ და რუმინელები დაადანაშაულა ეფესბე-სთვის მუშაობაში. რა ხდება სინამდვილეში?

რუმმეუ-ს შექმნის მიზეზები

უკრაინაში ეთნიკურად რუმინელების 120-ზე მეტი მართლმადიდებლური თემია. ბოლო დრომდე კი ყველა მათგანს რუმინეთის საპატრიარქო უპირობოდ ცნობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილად.

ამავდროულად, 2023 წლიდან დაწყებული, ანუ იმ დროიდან, როდესაც უკრაინის ხელისუფლების რიტორიკა უმე-ის მიმართ უკიდურესად აგრესიული გახდა, რუმინელები სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ, რომ უკრაინაში მცხოვრებ მათ თანამოძმეებს დაცვა სჭირდებოდათ - ხელისუფლებისგან და მეუ-სგან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯერ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, შემდეგ კი არაერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რუმინეთის საპატრიარქოში გადასვლის მოწოდებით მიმართეს უკრაინის რუმინულენოვან მართლმადიდებელ სამრევლოებს. ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში ჩვენ ვწერდით, რომ „იმ ზეწოლის გათვალისწინებით, რომელსაც დღეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ექვემდებარება უკრაინაში, უკრაინელი რუმინელების შესაძლო გადასვლა რუმინეთის პატრიარქის დაქვემდებარებაში, წარმოუდგენელი არ არის“. რუმინეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებამ შექმნას მისი სტრუქტურა უკრაინის ტერიტორიაზე, დაადასტურა, რომ ჩვენ მართალი ვიყავით.

გარდა ამისა, ამის შესახებ ნათქვამია მჟკ-ს და უმე-ის სინოდალური ინფორმაციისა და საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ კლემენტის (ვეჩერა) კომენტარში: „რუმინეთის ეკლესიამ თავისი გადაწყვეტილებებით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა უმე-ის შესაძლო ღია სახელმწიფო აკრძალვისა და დევნის ფაქტი, რომლის რუმინულენოვანი სამრევლოები და მონასტრები თანამედროვე რუმინეთისა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილია“. მან განაგრძო, რომ „ასეთი საეკლესიო ერთეულებისთვის თავისი იურისდიქციის შეთავაზებით, რუმინეთის ეკლესია აცხადებს აშკარა საფრთხეს, რომ უკრაინაში ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ კანონგარეშე, ან კიდევ უფრო უარესი, აშკარად აკრძალული. ეს არის ხმამაღალი სიგნალი უკრაინის პარლამენტისთვის იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ უკრაინის პოლიტიკაზე ევროპაში და რა შედეგები მოჰყვება ამას“.

მეუ და ხელისუფლება

უკეთ რომ გავერკვეთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი.

პირველ რიგში, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუმმეუ-ის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა დუმენკოსა და უკრაინის ხელისუფლების საქმიანობა. სწორედ უმე-ის დევნამ შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი და გამართლებული საფუძველი რუმინელებისთვის უკრაინაში საკუთარი სტრუქტურის დასამკვიდრებლად. მაგალითად, რუმინელმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა სახალხო დეპუტატმა გელუ ვიშანმა უუს-ის მიერ უმე-ის ეპარქიებში ჩატარებული ჩხრეკა "რელიგიური და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა", ასევე "ეთნიკური და რელიგიური წმენდა" უწოდა. რა თქმა უნდა, „ურა პატრიოტებს“ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ უკრაინაში არ ხდება ეთნიკური ან რელიგიური წმენდა და ვიშანი ჩვეულებრივი პროვოკატორია, მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივი არ არის. იმის გამო, რომ ფრაქცია ,, ევროსოლიდარობის’’ დეპუტატმა ვლადიმერ ვიატროვიჩმა განაცხადა, რომ ვინც არ ეთანხმება უკრაინის ეკლესიის არსებობას (იგულისხმება მეუ) უნდა დატოვოს უკრაინა. რუმინეთის სამრევლოები, რომლებიც არიან უმე-ის შემადგენლობაშძი, არ იღებენ მეუ-ს 100%-ით. გამოდის, რომ მათაც „უნდა დატოვონ უკრაინა“? ბოლოს და ბოლოს, ზუსტად ასე აღიქმება სიტუაცია მეზობელ რუმინეთში.

კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრმა დუმიტრუ-ვიორელ ფოცამ განაცხადა, რომ „რუმინელ მღვდლებს ატერორებენ და აიძულებენ შეუერთდნენ ახალ პოლიტიკურ ეკლესიას, დატოვონ უკრაინის ავტონომიური კანონიკური ეკლესია“. და ფოკშა ცდება?

ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში, დუმენკოს "წმინდა სინოდმა" შექმნა მეუ-ის "რუმინეთის ვიკარიატი", სადაც მიიწვია უმე-ის "რუმინული" თემები. თუმცა, უშედეგოდ. იმიტომ რომ უმე-ის არც ერთი რუმინულენოვანი მრევლი 120-ზე მეტიდან არ გადასულა დუმენკოსთან! ამავე დროს, მეუ-ს წარმომადგენლები უკიდურესად აგრესიულად იქცევიან უკრაინელი რუმინელების მიმართ. აი, ერთი მაგალითი ამისა: ტოვტრიში, დუმენკოვიტებმა, მეუ-ს დეკანის ვიტალი მენზაკის ხელმძღვანელობით, უმე-ის მორწმუნე რუმინელებს "მოსკოვის ტიტუშკები" უწოდეს და უთხრეს მღვდელს წასულიყო რუმინეთში. ეს არ არის ერთადერთი მაგალითი.

ამ მიზეზით, რუმმეუ-ს შექმნა მხოლოდ დროის საკითხი იყო. მართლაც, ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში, რუმინეთის საპატრიარქოს პრესმდივანმა, ვასილ ბანესკუმ განაცხადა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელ რუმინელებს, მათ შორის მღვდლებს, აქვთ სინდისის მოვალეობა, გონივრულად, პატიოსნად და რეალისტურად უპასუხონ ტრაგიკულ რეალობას“. რაც დღეს არსებობს უკრაინაში.
ბედმა რაც არ უნდა  ადანაშაულოს რუმინელები ეფესბე-თვის მუშაობაში, ხოლო მეუ-ის „ქაპელანმა“ რომან გრიშჩუკმა მათ გადაწყვეტილებას უწოდოს „უკრაინელებისთვის ზურგში დარტყმა“ და „სხვა სახელმწიფოს ცხოვრებაში თავხედური ჩარევა“, ამაში ისინი თავად არიან დამნაშავენი. იმიტომ, რომ უკრაინელი „პატრიოტი“ პოლიტიკოსები დუმენკოველებთან ერთად ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ რუმინელებს უკრაინაში თავი უკიდურესად არაკომფორტულად ეგრძნოთ და მოეძებნათ გზა, რომელიც დაეხმარებოდა მათ რწმენისა და იდენტობის შენარჩუნებაში.
„რუმინული სამყარო“ და მსოფლიო მართლმადიდებლობა

მეორეს მხრივ, ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ რუმინეთის საპატრიარქოს სურვილი, აიღოს კონტროლი რუმინულ დიასპორაზე მთელს მსოფლიოში. ეს სურვილი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყოფილი პროტოდიაკონის ანდრეი კურაევის აზრით, ნაკარნახევია ნაწილობრივ ეთნოფილეტიკური მიზეზების გამო, ნაწილობრივ კი რუმინელების სურვილით აეშენებინათ თავიანთი „რუმინული სამყარო“. შეუძლებელია ასეთ განცხადებებზე ლოგიკის უარყოფა. მართლაც, 29 თებერვალს რუმინეთის ეკლესიის სინოდის იმავე სხდომაზე კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ რუმინელთა მხრიდან გარკვეული „ეთნოფილური“ პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ამგვარად, სინოდმა დააარსა დიდი ბრიტანეთის რუმინეთის მართლმადიდებლური საეპისკოპოსო, ცენტრით ლონდონში, და რუმინეთის მართლმადიდებლური საეპისკოპოსო ირლანდიასა და ისლანდიაში, ცენტრით დუბლინში. ეს ორი სტრუქტურა გახდა რუმინეთის ეკლესიის ევროპული მიტროპოლიის ნაწილი, რომლის ცენტრი იყო პარიზში, სადაც აქამდე არსებობდა სამი ეპარქია (ამჟამად ხუთი). თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ რუმინეთის ეპარქიები არსებობს მთელ მსოფლიოში და აგრძელებენ მრავლდებას, მაშინ აშკარა ხდება, რომ რუმინეთის საპატრიარქო აკეთებს ზუსტად იმას, რასაც ფანარი ასე მძაფრად აპროტესტებს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ღვთისმეტყველების მოსაზრებით (პირველად გამოთქმული გასულ საუკუნეში პატრიარქ მელეტიოსის მიერ), კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ზრუნავს მართლმადიდებელ ქრისტიანებზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც მდებარეობენ სხვა ადგილობრივი ეკლესიების ტერიტორიაზე და არ შედიან მათ იურისდიქციაში. ანუ, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ისლანდიაში მცხოვრები რუმინელები, ფანარის თქმით, პატრიარქ ბართოლომეოს შვილები არიან და არა პატრიარქ დანიელის.

ფანარიოტებისთვის ეს მომენტი იმდენად მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, რომ მეუ-ს შემთხვევაში მათ „თავი დაიზღვიეს“ და ტომოსში დიასპორის შესახებ პუნქტი შეიტანეს, რომლის მიხედვითაც დუმენკოს არ შეუძლია შექმნას საკუთარი სამრევლოები უკრაინის ფარგლებს გარეთ. და ამ თვალსაზრისით რუმინელების ქმედება ფანარიოტებისთვის პირდაპირი გამოწვევაა, რასაც აძლიერებს ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში ისინი მოქმედებენ პატრიარქ ბართლომეს მიერ შექმნილი სტრუქტურის ტერიტორიაზე. თუმცა, თითქმის ერთი კვირის შემდეგ ფანარისგან განცხადებები არ გაკეთებულა. ისინი ოფიციალურ დონეზე მეუ-მ არ გაახმოვანა (გარდა ბედის განცხადებებისა). რატომ?
რუმინელები, ფანარი და მეუ

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დუმილის გაგება ორი გზით შეიძლება. ჯერ ერთი, ფანარი დუმს, რადგან სურს აჩვენოს თავისი შვილობილის - მეუ-ს "დამოუკიდებლობა". ანუ ფანარიოტები დუმენკოს რეაქციას ელოდებიან და ამის შემდეგ თავად მოახდენენ რეაგირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ სერგეი პეტროვიჩი არ არის დამოუკიდებელი თავის მსჯელობებში და რომ მისი სტრუქტურა სტამბოლის კონტროლის ქვეშაა (რაც, ზოგადად, ასეა).

მეორეს მხრივ, ჩვენ ვეთანხმებით ვარიანტს, რომ რუმმეუ-ს შექმნა ფანარიოტებსა და რუმინელებს შორის მოლაპარაკების შედეგია, რომლის ფასიც მეუ-ს აღიარებაა.

ჯერ კიდევ 2019 წელს რუმინეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა მიმართა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თხოვნით, რომ განემარტა არაკანონიკური იერარქებისა და მღვდლების პრობლემა, რომლებიც ეკუთვნოდნენ კიევის საპატრიარქოს. თუმცა, სინოდის იმავე სხდომაზე ითქვა, რომ „უკრაინის ეკლესიის საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, უპირველეს ყოვლისა, ის ფაქტი, რომ უკრაინაში არის 127 რუმინული სამრევლო, ძირითადად ჩრდილოეთ ბუკოვინაში, რომლებიც უმე-ს იურისდიქციის ქვეშ არიან, იქნება გათვალისწინებული“.

ამასთან დაკავშირებით, რუმინელმა იერარქებმა აღნიშნეს „უკრაინის სახელმწიფოს საეკლესიო და პოლიტიკური ხელისუფლებისგან წერილობითი გარანტიების მიღების აუცილებლობა, რომ რუმინელების ეთნიკურ და ენობრივ იდენტობას პატივს სცემენ და რომ რუმინელ მორწმუნეებს ექნებათ შესაძლებლობა გაერთიანდნენ რუმინეთის მართლმადიდებლურ ვიკარიატში და განავითაროს სულიერი კავშირები რუმინეთის საპატრიარქოსთან“.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუმინეთის საპატრიარქომ წერილი გაუგზავნა უკრაინის ხელმძღვანელობას ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ვიკარიატის შექმნის დაშვების მოთხოვნით, თუმცა თავაზიანი უარი მიიღო. 2021 წლის თებერვალში რუმინელები სიფრთხილით მიანიშნებდნენ მეუ-ს საკითხზე მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე, როდესაც ტრიგოვიშკის მიტროპოლიტი ნიფონტი (მიხეიცე) ლოცულობდა მეუ-ის „იერარქთან“ ერთად, ტერნოპოლისა და კრემენეცის „არქიეპისკოპოსთან“ ნესტორ პისიკთან ერთად ღვთისმსახურებაზე, პატრიარქ ბართოლომეოსის აღსაყდრების 30 წლის იუბილეზე. მაშასადამე, თუ ვივარაუდებთ, რომ ფანარიოტებმა და რუმინელებმა გამართეს მოლაპარაკებები, რის შედეგადაც გაჩნდა რუმმეუ, მაშინ ამ მოლაპარაკებების ფასი არის რუმინელების მიერ სერგეი პეტროვიჩის კანონიკურ „იერარქად“ აღიარება.

უფრო მეტიც, ეს შეიძლება გაკეთდეს ჰიბრიდულად. ჩვენი ინფორმაციით, რუმინეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ათეული (დაახლოებით 40) სამრევლო, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია მეუ-სთან. არსებობს შესაძლებლობა, რომ რუმინელებმა, უკრაინაში მათი სტრუქტურის შექმნაზე დუმილის სანაცვლოდ, დუმენკოს მისცენ საშუალება, რუმინეთში გაგზავნოს თავისი „ეპისკოპოსი“, რომელიც უკრაინელებს „ასაზრდოებს“. გარდა ამისა, როგორც ვარიანტი, რუმინეთის ეკლესიის ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ილოცა ამ "ეპისკოპოსთან" ერთად, შემდეგ კი - სინოდის მიერ მეუ-ს კანონიკურობის აღიარება მოხდეს. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ასეთი განვითარების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული. ამ დროისთვის, ახლადშექმნილ "უკრაინის რუმინულ ეკლესიაში" გაწევრიანების მსურველი სამრევლო ცოტაა - მხოლოდ 6 და ყველა მათგანი ოდესისა და ტრანსკარპატების რეგიონებიდანაა. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მეუ-დან თავის დაღწევის სურვილით, უკრაინელი რუმინელები, რომლებიც შეუერთდებიან რუმინეთის საპატრიარქოს... ჩავარდებიან მეუ-ს ხელში.

 

                                                                              ***

ნებისმიერ შემთხვევაში, სიტუაცია ძალიან რთული და არაპროგნოზირებადია. რუმინელები მოქმედებენ კანონის საწინააღმდეგოდ და აჩვენეს, რომ თანამედროვე მართლმადიდებლობაში ნამდვილი ქაოსია. ეს პროცესი უკრაინელი სქიზმატიკოსების აღიარებით დაიწყო და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ სად მიგვიყვანს ის საბოლოოდ ყველას. მხოლოდ ერთი გამოსავალია, რასაც ამ წუთში ვხედავთ - ყოვლადმართლმადიდებლური საბჭოს მოწვევა, რომელიც უნდა ეხებოდეს მეუ-ს საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოწმენი გავხდებით, თუ როგორ გადაიქცევა მართლმადიდებლური ეკლესია ერთმანეთისგან განცალკევებულ ცალკეულ, ეთნიკურ სტრუქტურებად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ