10 მაგალითი, რატომ არ თვლიან მეუ-ში თავს ეკლესიად

01 March 11:16
2850
მეუ-ს წევრების ქმედებები აჩვენებს, რომ ისინი თავს ეკლესიად ვერ თვლიან. ფოტო: СПЖ მეუ-ს წევრების ქმედებები აჩვენებს, რომ ისინი თავს ეკლესიად ვერ თვლიან. ფოტო: СПЖ

თვალსაჩინოდ გიჩვენებთ, რატომ არ გრძნობენ თავს მეუ-ს წევრები თავს ქრისტეს ეკლესიის წევრებად.

პრაქტიკულად ყოველდღე ჩვენ გვესმის უმე-ს ტაძრის მორიგი მიტაცება მეუ-ს წარმომადგენლების მიერ. მათი რიცხვი ათასს უახლოვდება. თუმცა, ყოველ ჯერზე, როცა ვხედავთ, თუ როგორ ხდება ეს, ისმის კითხვა - რისთვის ხდება სიწმინდეების მიტაცება? რას სთავაზობენ უკრაინელებს ახალი „ბატონები“? როგორ სწამთ მათ ქრისტე? როგორ დაეხმარებიან მართლმადიდებლებს მათი სულის ცხონების საქმეში? ტაძარი ხომ მაღაზია, ოფისი არაა, არამედ ადგილია, სადაც ადამიანები უახლოვდებიან ქრისტეს, ზეცას.

მოდით, გავეცნოთ მათ უფრო ახლოს.

მიმტაცებელ-გიტარისტები

2024 წლის 9 იანვარს მთელი უკრაინა შეძრა მორიგმა ბანდიტურმა მიტაცებამ, ამჯერად - ვინიცის მხარის ლადიჟინში ყაზანის ტაძრის. ფორმიანმა ადამიანებმა შეანგრიეს ძველი ეკლესიის კარები ბულდოზერით, მრევლში გააფრქვიეს ცრემლსადენი გაზი, გაყარეს ისინი ქუჩაში და ცემეს. წინამძღოლს სახე დაულეწეს.

იმავე დღეს ყაზანის ტაძარში ახალი პატრონები გამოჩნდნენ - მეუ-ს კლირიკოსები ტროსტოიანეცკის კეთილმსახურების წოდების მიქაილ ტორბახევიჩის მეთაურობით. და როგორც წესია, ივარაუდება, რომ ტაძრის ძველი მფლობელები - უმე-დან არიან ცუდები, მეუ-დან მოსულები - კარგები. კერძოდ, რაში?

შეხედეთ როგორ იწერს პირჯვარს ტორბახევიჩი. მის მიერ ჯვარის გამოსახვა არის სამი პარალელური ხაზი. ქსელში მას გიტარაც კი მიაკრეს - იდეალურად გამოიყურება. მეუ-ში კი ის უბრალოდ მღვდელი როდია, ეს არის კეთილმსახური, რომელიც 9 სამწყსოს მეთაურობს. რას ასწავლის ის მათ? ის ასწავლის ერის დიდებას და მტრის სიკვდილს.

მიქაელ ტორბახევიჩი - აქტივისტებს: „დიდება უკრაინას - გმირებს დიდება! უკრაინა უპირველეს ყოვლისა! დიდება ერს - სიკვდილი მტერს!“ ასევე ტორბახევიჩს არ უყვარს ე.წ. „რუსული“ ხატები. შეხედეთ, როგორ უჭირავს მას ყაზანის ღვთისმშობლის ხატი.

10 მაგალითი, რატომ არ თვლიან მეუ-ში თავს ეკლესიად - სურათი 1

ანალოგიური სიტუაცია არის მეუ-ს სხვა კლირიკოსებთან დაკავშირებით კიევის ოლქიდან - იური ბოლშაკოვის შემთხვევაში. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბოლშაკოვი პირადად იტაცებს უმე-ს ტაძრებს. თავიდან მან დაიკავა ვიშგოროდში ბორისოგლების ტაძარი, შემდეგ ორჯერ გაჭრა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის კარები. ახლა კი შეხედეთ, როგორ იწერს ის პირჯვარს. თუ ტორბახევიჩთან ხელი პარალელურ ხაზებს აკეთებს, ბოლშაკოვთან ჯვრის ნაცვლად ლათინური ასო „V” იკვეთება. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ტორბახევიჩმაც და ბოლშაკოვმაც იცოდნენ, რომ მათ უღებდნენ. უბრალოდ შლიდნენ ხელებს, როგორც მრავალი წლის განმავლობაში შეეჩვივნენ.

სახალხო დეპუტატი მუცელზე სამკუთხედით

სახალხო დეპუტატი პოროშენკოს „ევროსოლიდარობიდან“ ნიკოლოზ კნიაჟიცკი მეუ-ს ტომოსის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროპაგანდისტი და უმე-ს მოძულეა. ჯერ კიდევ 2022 წელს მან შექმნა კანონპროექტი უმე-ს აკრძალვის შესახებ, სადაც წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებლებად შეიძლება მხოლოდ ისინი იწოდებოდნენ, რომლებიც შედიან ეპიფანე დუმენკოს სტრუქტურაში. ასევე მან გადაიღო დიდი ფილმი უმე-სა და მეუ-ს ურთიერთდამოკიდებულებაზე - „ეკლესია ქრისტეს გარეშე“. ანუ კნიაჟიცკი თავს წარმოაჩენს, როგორც სპეციალისტი საეკლესიო სფეროში.

მოდით, ვნახოთ, როგორ იწერს პირჯვარს ეს სპეციალისტი. ლვოვში უმე-ს მიტაცებულ ტაძარში შესვლისას ის მუცელზე გამოსახავს რაღაც სამკუთხედს. ამასთან, მარცხნიდან მარჯვნივ - კათოლიკურ ყაიდაზე. ზუსტად ასეთივე სამკუთხეს მარცხიდან მარჯვნივ გამოსახავს დეპუტატი მუცელზე, დგას რა მეუ-ს ტაძარში კარპატისპირეთში. ამავე მიზნით ის ისევ გამოსახავს სამკუთხედს, მაგრამ ამჯერად მარჯვნიდან მარცხნივ. პოლტავის მეუ-ს ტაძარში კი - ისევ მარცხნიდან მარჯვნივ. ისევე როგორც ტორბახევიჩი ბოლშაკოვთან, კნიაჟიცკიც პირჯვრის გადაწერის ნაცვლად უგერგილოდ იქნევს ხელებს. ქრისტეს ჯვარი ხომ ჩვენი რწმენის მთავარი სიმბოლოა და ქრისტიანის იარაღი მტრის წინააღმდეგ. და თუ ასეთი დამოკიდებულება არის მეუ-ს მომხრეებსა და კლირიკოსებში, რატომ უნდა იყოს ის სხვანაირი ზიარებასთან დაკავშირებით.

„ღმერთმა უწყის რა ონფურისგან მიღებულ კოვზზე“

მეუ-ს „მღვდელი“ სერგეი დმიტრიევი მეგობრობს პოროშენკოს „მე-5 არხის“ ჟურნალისტთან იანინა სოკოლოვასთან და ხშირად მიდის მასთან ეთერში. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს სოკოლოვამ გადაწყვიტა მსჯელობა ზიარებაზე.

იანინა სოკოლოვა: „ისინი ფიქრობენ, რომ თუ მივიდნენ ეკლესიაში და იქ ჭამეს სეფისკვერი, დალიეს ბარძიმი, მიიღეს ღმერთმა უწყის  რა ონუფრის ხელით, ისინი განიწმინდნენ“.

და აქ მთავარი არაა ამ ქალის სიტყვები. მთავარია დმიტრიევის დუმილი იმ ფრაზაზე პასუხად, რომ ზიარება არის „ღმერთმა უწყის რა კოვზიდან“, ეს ყველა სიტყვაზე მეტია. როგორც ამბობენ, დუმილი თანხმობის ნიშანია.

თასში ჩაგდებული ჭიქა

ბელოი ცერკვიში უმე-ს ფერისცვალების სახელობის ტაძრის მიტაცების ხელმძღვანელი ნიკოლოზ გოპაინიჩი მეუ-ს ტაძარში აზიარებს ბავშვს. ის აგდებს მინის ჭიქას თასში. გოპაინიჩი უბრალოდ თითებით იღებს ამ ჭიქას და ლანგარზე დებს სხვებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძირსა და კედლებზე სავარაუდოდ, დარჩა წვეთები და მთელი სისველე. ამ ჭიქას რამოდენიმეჯერ ეხებიან მრევლის სხვა წევრები, სანამ ის გააქვთ. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს სისხლი უდიდესი სიწმინდეა. და თუ იღვრება მისი თუნდაც ერთი წვეთი - მსახურება ჩერდება, სანამ მღვდლები არ შეაგროვებენ ყველას უმცირეს წვეთამდე. აქ გოპაინიჩმა საერთოდ არ მიაქცია ამა არანაირი მნიშვნელობა.

მსახურების წინ კარგი იქნებოდა ძალების მოკრება

მეუ-ს „ეპისკოპოსი“ ვიქტორ ბედი 2017 წელს, იყო რა ჯერ კიდევ უამე-ში, წინამძღოლის ვიზიტით იყო ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცაში. ლიტურგიის წინ მას სიმბოლურად შესთავაზეს პური და მარილი. ბედმა ვერ გაიგო სიმბოლიზმი, მოტეხა პური, მოიკრიბა ძალა და ახალი ენერგიით წავიდა ლიტურგიის შესასრულებლად. მორწმუნეები კი მას გაოცებული თვალებით უყურებენ. მათ იციან, რომ ზიარების წინ ევქარისტული მარხვა მინიმუმ 6 საათია. საუზმე ლიტურგიის წინ მხოლოდ ურწმუნო ადამიანს შეუძლია.

ცხვირში თითის ტრიალი ევქარისტულ კანონზე

მეუ-ს ხერსონელ კლირიკოსს სერგეი ჩუდინოვიჩს, პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ მის ლეგალიზაციამდე, უყვარდა ფეისბუქზე მისი ღვთისმსახურების ტრანსლირება. ევქარისტულ კანონზე, ლიტურგიის ყველაზე წმინდა მომენტში, ჩუდინოვიჩი გამალებით იყოფს თითს ცხვირში. ეს კადრები თავად მან გადაიღო და დადო ქსელში ანუ არანაირ პრობლემას არ ხედავს ის ამაში.

როცა ბიბლია „კაცაპის ნაგავია“

ტრებუხოვში ტაძრის მიტაცებისას მეუ-ს აქტივისტებმა ნაგავი უწოდეს წმინდა წერილსა და ზიარების შემდგომ ლოცვებს და ისინი მოისროლეს ნაგავში.

მეუ-ს მორწმუნე, იაროსლავ ბონდარენკო, ტრებუხოვში მიტაცების თანაორგანიზატორი: „ნაგავი ვიპოვეთ. ამ წიგნს (ბიბლიას - რედ.) გადავცემთ ბოგდანს (ბროვარის საქალაქო საბჭოს დეპუტატს-რედ.), ის მოახდენს მის უტილიზაციას. რუსული... ასევე სრული ნაგავი (ზიარების შემდგომი ლოცვები -რედ.). კაცაპის სახელმძღვანელოები. რუსული ნაგავი (ბიბლია - რედ.), რომელიც არ იქნება ჩვენს ტაძრებში. ნაგავი - ნაგავთან“.

როცა ტახტს ქუჩაში აგდებენ

სოფელ კუროზვანში მეუ-ს აქტივისტებმა წმინდა საფარველის ტაძრის მიტაცების დროს შეაღწიეს საკურთხეველში და ტახტი წმინდა საგნებით პირდაპირ გზაზე დააგდეს. არმცოდნე ადამიანისთვის ეს არაფერზე მეტყველებს. თუმცა, ეკლესიურმა ადამიანებმა იციან, რომ ტახტთან შეხება, რომელზეც სრულდება მსოფლიოში უდიდესი საიდუმლო, მხოლოდ მღვდელმსახურებს შეუძლიათ. მისი ტაძრიდან გამოტანა და ქუჩაში დაგდება - ეს უკვე ჩვეულებრივი მკრეხელობაა.

როცა „მღვდლები“ ფეხებს ურტყამენ და ტაძრების შენგრევას ახერხებენ

ძალადობა ტაძრების მიტაცების დროს დიდი ხანია რუტინად იქცა მეუ-თვის. მაგალითად, ბანდიტების ჯგუფმა ჩერკასში მხეცურად ცემა მრევლი ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის დაკავებისას. 76 წლის მოხუცს ფეხი მოსტეხეს, მღვდელს ყბა დაუმსხვრიეს, უმე-ს სხვა კლირიკოსს უბრალოდ რამოდენიმეჯერ დაარტყეს სახეში. თითქოსდა, ნორმალურმა ადამიანმა უნდა დაგმოს ასეთი ქცევა და განერიდოს ბანდიტებს. ეს არათუ ქრისტიანული არაა,  უბრალოდ სცდება ჩვეულებრივი მორალის ჩარჩოებს. მეუ-ს „მიტროპოლიტი“ კი ამ ბანდიტებს უწოდებს თავის მრევლს და ამბობს, რომ ტაძართან ადამიანებზე თავდასხმისას, ისინი თავს იცავდნენ.

იოანე იარემენკო: „უბრალოდ მოხდა მრევლის თავდაცვა, რომლებიც თავს იცავდნენ ამ პირების ჩხუბში ჩართვისგან“.

განა გასაკვირია ეს, თუ მაგალითს თავად მეუ-ს „მღვდლები“ იძლევიან?

ფასტოვში წმინდა საფარველის ტაძრის მიტაცებისას მეუ-ს კლირიკოსმა ფეხი მუცელსი ჩაარტყა მოხუც წინამძღოლს, მამა ანატოლის. ის დაეცა. მოგვიანებით მას მედიკოსების დახმარება დასჭირდა.

თუ მეუ-ს „მღვდლები“ ხელებს იქნევენ, ტაძრების მიტაცება უბრალოდ „წვრილმანები“ ყოფილა. მეუ-ს კლირიკოსებმა მაქსიმე მატვიიჩუკმა, მიხეილ კრეჩკოვსკიმ და ანდრეი მისკომ პირადად გატეხეს კარები ბელოი ცერკვში უმე-ს ფერისცვალების ტაძარში. მისკო სამი საათის განმავლობაში ურტყამდა კარებს უროს, ამტვრევდა მათ ძალაყინით, ანადგურებდა საჭრელით და ბენზოხერხით.

ჩერნოვიცის მხარის სტაროი ჟადოვში, სერგეი დუმენკოს სამშობლოში, მეუ-ს კლირიკოსი შეეცადა საჭრელით ჩაეჭრა საკეტი უმე-ს მთავარანგელოზის ტაძარში. მხოლოდ მრევლის ჩარევამ შეძლო მისი გაჩერება.

„მოკეტე, ძუკნა, ღმერთმა შეგაჩვენოს!“

2024 წლის იანვრის ბოლოს უკრაინელები გააოცა მეუ-ს მორიგი სასულიერო პირის საქციელმა, ახლა უკვე ხმელნიცკის მხარეში. ნიკოლოზ ხომიაკი სოფელ პეჩესკში წმინდა საფარველის ტაძრის მიტაცებისას ისე იქცევა, როგორც უკანასკნელი ნაძირალა.

ნიკოლოზ ხომიაკი: „მისმინე, ჩემთან საუბარი გაფილტრე და ისე მელაპარაკე. სექტა ხართ! სექტა! მოკეტე! მოკეტე, გიმეორებ, თუ არ გინდა დაგწყევლო. მოკეტე! ნუ მიქნევ ხელებს, რადგან შეგაჩვენებ. ვინ ხარ შენ ასეთი, ბინძურო? მოკეტე და არ ისაუბრო ჩემზე და რომ არასდროს არ გაბედო ეს! წყეულიმც იყავ! გაეთრიე აქედან, ძუკნა!“.

მეორე ადგილას, ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, ხომიაკი იწყებს ჩხუბს ადამიანთან, რომელი მას უღებდა.

                                                                                            ***

ვიღაც იტყვის, რომ სპეციალურად ეძებთ მეუ-ში სიბინძურესო, უმე-შიც არიან არაღირსეული კლირიკოსებიო. არიან, მაგრამ ეს იქ იშვიათი გამონაკლისია, რომელზეც აუცილებლად ხდება მღვდელმთავრების რეაგირება. რეაგირებენ კი ისინი ყველაფერზე, რაც გაჩვენეთ, დუმენკოსათან? უნდა მოახდინოს თუ არა რეაგირება მგელმა, თუ მისი ლევი რომელიმე მხეცს კლავს? ჩვენ ერთხელაც არ გაგვიგია ეპიფანესგან რომელიმე ტაძრის ძალისმიერ დაკავების დაგმობა. ის ამ მიტაცებებზე მხოლოდ აჯილდოებს. როგორც, მაგალითად, მისი სახელით დააჯილდოვეს ივან-ფრანკოვოს უნიატი მერი უმე-ს საკათედრო ტაძრის მიტაცების ორგანიზებისთვის. ბელოი ცერკვიში მან ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მიტაცებისთვის დააჯილდოვა „მღვდელი“-დეპუტატი ნიკოლოზ გოპაინიჩი, ის, ვინც თითებით ეძებდა ჭიქას თასში.

ეპიფანეს სიგნალი მისი კლირიკოსებისა და ხელისუფლებისადმი გასაგებია - თქვენ ყველაფერს კარგად აკეთებთ. შეუძლიათ კი ასეთ ადამიანებს თავს მღვდლები უწოდონ?

თუ კამერაში პირჯვრის გადაწერის მაგივრად უბრალოდ იქნევენ ხელებს, თუ სხვა მღვდლებს ცემენ, თუ შეთანხმებულად დუმან აშკარა მზაკვრობებზე, თუ ჭამენ ლიტურგიის წინ და კიდევ ბევრი „თუ“...

ისინი ეკლესიას, აღიქვამენ უბრალოდ, როგორც ადგილს ფულის საშოვნელად. მხოლოდ ამით შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ იქცევიან არაქრისტიანულად ადამიანები, რომლბეიც თავს უწოდებენ მღვდლებს. ეს სისულელე და უაზრობაა - თქმა, რომ შენ ქრისტიანი მოძღვარი ხარ და იქვე იმის საპირისპირო კეთება, რასაც ქრისტე გვასწავლის.

როგორ შეუძლია ნამდვილ მოძღვარს, ცრემლსადენი გაზით ტაძრიდან ადამიანების გაყრის შემდეგ, რომლებიც იქ ლოცულობდნენ, საკურთხეველში გაიქცეს და ის დემონსტრაციულად ილოცოს კამერის წინ? რაზე ლოცულობ ღმერთის წინაშე, როცა ქუჩაში ნაცემი მრევლი ტირის, როცა შენს მიერ შეკრებილი ბრბო მათ აძევებს უსირცხვილოდ? სადაა შენი სინდისი, სადაა ქრისტიანული თანაგანცდა? ნუთუ სერიოზულად ფიქრობ, რომ ღმერთი გაიგონებს შენს ლოცვას?

და ეს კითხვაა არა მხოლოდ ეპიფანე დუმენკოს კლირიკოსების მიმართ. ის ეკუთვნის ყველას, ვინც დღეს უმე-ს მორწმუნეებს მათი ტაძრებიდან აძევებს. და რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ათჯერ პატრიოტი იყო და თვლიდე, რომ „არაპატრიოტების“ დარდსა და ცრემლებზე შეიძლება იდეალური სახელმწიფოს აშენება. თუ შენ ქრისტიანი ხარ, ნუთუ შეიძლება გჯეროდეს, რომ დარდსა და ცრემლებზე შეიძლება ააშენო ქრისტეს ეკლესია?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ