ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“

22 February 15:44
2190
კიევის რეგიონში ,ეუ-ის დამპყრობლებს უკიდურესად საეჭვო ბიოგრაფია აქვთ. ფოტო: СПЖ კიევის რეგიონში ,ეუ-ის დამპყრობლებს უკიდურესად საეჭვო ბიოგრაფია აქვთ. ფოტო: СПЖ

უმე-ს ტაძრების მისატაცებლად, შეიძლება იყო არაეკლესიური და ურწმუნოც კი, შესაძლოა მეგობრობდე სახელმწიფო მოღალატესთან ი. კივასთან და ა.შ. საეკლესიო რეიდერები - ვინ არიან ისინი?

უკრაინაში უკვე ყველა ხვდება, რომ უმე-ს ტაძრების მიტაცება სულაც არაა „ხალხის ხმა“, არამედ არის ორგანიზებული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს დამუშავებული სქემებით და შესაბამისი სახით ფინანსდება. რომელშიც ხშირად მონაწილეობენ ერთიდაიგივე სახეები. მოდით, შევხედოთ ამ ადამიანებს და ვიმსჯელოთ, რა მიზნებს ისახავენ ისინი და ღირს თუ არა მათი ნდობა რწმენის საკითხებში, ისინი ხომ თავს წარმოაჩენენ, როგორც სპეციალისტები სწორედ ამ საკითხებში.

რეიდერების გასტროლები კიევშჩინაში

2024 წლის თებერვლის შუა ხანებში მეუ-ს აქტისივტებმა დაგეგმეს  რეიდერული კრებები  უმე-ს ოთხი ტაძრის: წმინდა დიდმოწამე პარასკევას სოფელ დრუჟნიაში, დიდმოწამე დმიტრი სოლუნსკის სოფელ პილიპოვიჩში, წინასწარმეტყველ ილიას და განმანათლებელ დიმიტრი როსტოველის ქალაქ მაკაროვში, თავიანთ სტრუქტურაში გადასაყვანად.

ღონისძიებები დაინიშნა 2024 წლის 17 და 18 თებერვალს. მათი ორგანიზებისა და ჩატარებისთვის საეკლესიო რეიდერებმა სოცქსელებში გამოაქვეყნეს ერთი შაბლონით დამზადებული განცხადებები მოწოდებით მოსულიყვნენ პასპორტებით კრებაზე, რათა „განედევნათ მტერი“.

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 1
ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 2

ტელეგრამ- არხის „დაზორ ნა „პერშომუ კოზაცკომუ“ -ს ინფორმაციით, კრებების ხელმძღვანელობა და ორგანიზაცია თავის თავზე აიღეს მეუ-ს კლირიკოსმა დიმიტრი კოშკამ და ექს-ჩინოვნიკმა და ბიზნესმენმა სერგეი ვოზნიმ. აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კრებები კი მხოლოდ მათი საქმიანობის ეპიზოდია. ისინი დიდი ხანია გასტროლებს ატარებენ კიევის მხარეში. ასე, გადაიყვანეს მათ ტაძარი ბოროდიანკში, იქამდე - ბუჩაში. მოდით თვალი მივადევნოთ მათ „სქემებს“.

17 თებერვალს კიევის მხარის სოფელ პილიპოვიჩში ჩავიდნენ მეუ-ს კლირიკოსები პროვოკატორების ჯგუფთან ერთად, რომლებმაც გააჩაღეს რელიგიური კონლფიქტი და მოუწოდეს ადამიანებს ხმა მიეცათ მეუ-ში საეკლესიო თემის გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, სოფლის მაცხოვრებლები არ წამოეგნენ პროვოკაციას და საერთოდ არ შევიდნენ კულტურის სახლში, სადაც კრება იყო დანიშნული. საეკლესიო რეიდერებისადმი წინააღმდეგობის გაწევის ასეთი ტაქტიკა გამართლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კრების მონაწილეები რეგისტრირდებიან ამ სახით ორგანიზატორებთან (რეიდერებთან) და ტოვებენ თავიანთ ხელმოწერებს რეგისტრაციის ოქმებში, ეს ხელმოწერები შემდეგ გამოიყენება კენჭისყრის შედეგების ფალსიფიკაციისთვის.

შედეგად რეიდერებმა მოახერხეს კულტურის სახლში დაახლოებით 20 ადამიანი, ამასთან, მხოლოდ 6 მათგანი იყო სოფელ პილიპოვიჩის მაცხოვრებელი. თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა მათ განეცხადებინათ, რომ კრებაზე ხმა მისცა დაახლოებით 120 ადამიანმა, ბუნებრივია, მეუ-ში გადასვლას. მოცემული კენჭისყრის უკანონობა ცხადია, რამდენადაც ადგილობრივი მაცხოვრებლების სიტყვებით, რეიდერები ცდილობდნენ გამოეყენებინათ ხუთი წლის წინანდელი კრების ოქმები, როცა მათ შეძლეს ამ რაოდენობის კრების მონაწილეების შეგროვება. 2019 წლის კრება ასევე იყო წარუმატებელი რეიდერებისთვის, მათ ვერ მოახერხეს ტაძრის მიტაცება, პოლიციამ კი გახსნა სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტების ფალსიფიკაციის ფატზე.

სოფელ პოლიპოვიჩში ფაქტიური ჩავარდნის შემდეგ იმავე დღეს, 2024 წლის 17 თებერვალს, საეკლესიო რეიდერების იგივე გუნდი სოფელ დრუჟნიში გადავიდა, სადაც შეეცადა მოეწყო ანალოგიური ღონისძიებები მეუ-ში ტაძრის გადაყვანის თაობაზე. აქაც მათ კიდევ უფრო დიდი „ჩავარდნა“ ელოდა. ბოროდიანის გტე-მ თავის ფეისბუქზე აღწერა, როგორ ხდებოდა ეს: „ მეუ-ს რეიდერებმა ისეთივე ფარსი მოაწყვეს, რაც პოლიპოვიჩში. ჩვენი ინფრომაციით, რეიდერული კრების ორგანიზატორებმა არც კი იზრუნეს მასოვკაზე - იგივე ადამიანები ჩამოიყვანეს, რომლებიც პილიპოვიჩში გამოიყენეს.  ამ პროცესს ხელმძღვანელობდნენ მეუ-ს იგივე იდიოზური კლირიკოსი დმიტრი კოშკა და მისი თანამზრახველი სერგეი ვოზი, მ.შ. ირინა ზახაჩენკო და დმიტრი ნაუმენკო“.

სოფელ დრუჟნიაში ისინი არც კი შეუშვეს სოფლის საბჭოს შენობაში, სადაც თავდაპირველად იგეგმებოდა კრების მოწყობა. სოფლის მამასახლისი მიხვდა, რომ მოცემული კრების ორგანიზება მისმა ორგანიზატორებმა კანონის აშკარა დარღვევით სცადეს და ამიტომაც მან ამაში მონაწილეობის მიღება არ მოისურვა. საეკლესიო თემის დაახლოებით 70 წევრი მოვიდა ამ უკანონობაზე თავისი თანხმობის გამოსახატად და რეიდერებს მოუწიათ სწრაფად დაბრუნება.

მომდევნო დღეს, 2024 წლის 18 თებერვალს, იგივე ადამიანებმა, ექსდეპუტატმა სერგეი ვოზნიმ, აქტივისტმა გრიშაჩევმა და სხვებმა კიევის ოლქის ქალაქ მაკაროვის  კულტურის სახლში „მოიწვიეს კრება მეუ-ში ორი თემის, დიმიტრიევისა და ილინის ტაძრების გადასვლასთან დაკავშირებით“.

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 3

მაკაროვი, მეუ-ს აქტივისტები ამოწმებენ დოკუმენტებს. ფოტო: «Дозор на "Першому Козацькому"»

საინტერესოა, რომ კითხვაზე, თუ ვინ მისცა მას უფლებამოსილება შეემოწმებინა პასპორტები და არ შეეშვა უკრაინის მოქალაქეები სახელმწიფო დაწესებულებაში, კამუფლაჟიანმა ადამიანმა უპასუხა, რომ ის „დანიშნა მისი, უკრაინის პატრიოტის სინდისმა“.

შედეგად, შიგნით შესვლა მხოლოდ 40 ადამიანმა მოახერხა ორი რელიგიური თემიდან. დანარჩენები იყვნენ ადამიანები, რომელიც ტაძრებში არ უნახიათ და არ იცნობენ. ამასთან, წინამძღოლებმაც ვერ შეძლეს ამ კრებაზე მოსვლა, თუმცა, „სინდისის თავისუფლების შესახებ“ უკრაინის კანონისა და რელიგიური თემების წესდების თანახმად სწორედ წინამძღოლებს აქვთ უფლება მოიწვიონ რელიგიური თემის კრება. ზემოთ აღნიშნული ტაძრების თემთა ნამდვილმა წევრებმა კი თავიანთი კრება ქუჩაში ჩაატარეს და გამოხატეს აზრი, რომ დარჩენილიყვნენ უმე-ში.

რაც შეეხება იმას, თუ რა ხდებოდა შიგნით, ამაზე ნათლად მეტყველებს ერთი ეპიზოდი. ორი ტაძრის მეუ-ში გადასვლაზე კენჭისყრის შემდეგ საპენსიო ასაკის ერთ-ერთმა აქტივისტმა გაიხსენა, რომ ქალაქში არის კიდევ ერთი მშენებარე ტაძარი, რის შემდეგაც წამოაყენეს მისი მიტაცების წინადადება. სერგეი ვოზნი წინააღმდეგი იყო -  ეკლესია კერძო ტერიტორიაზე იგებაო. „სულერთია, ეს ხომ რუსული ეკლესიაა. მოდით, ხმა მივცეთ იმას, რომ ეს ნაძირლები (უმე-ს მორწმუნეები- რედ.) იქ არ ფორთხავდნენ“, - არ ცხრებოდა აქტიური პენსიონერი.

„მოდი, კენჭი ვყაროთ“, - დაეთანხმა ვოზნი.

იგორ გრიშაჩევის „სახე“

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 4

იგორ გრიშაჩევი. ფოტო: «Дозор на "Першому Козацькому"»

მაკაროვში კრებაზე განსაკუთრებით „გამოირჩეოდა“ მეუ-ს ე.წ. იურისტი იგორ გრიშაჩევი, რომელიც რეიდერული ჯგუფის შემადგენლობაში დადის კიევის მხარის სოფლებში რამოდენიმე თვეა. მან განაცხადა, რომ იმისათვის, რომ თავი საეკლესიო თემის წევრად იგრძნო, აუცილებელი არაა ეკლესიაში სიარული.

აი, ციტატა: „რწმენა არაა ეკლესიაში სიარული, ის არაა ეკლესიაში სავალდებულო სიარული. იყო რელიგიური თემის წევრი არ ნიშნავს იარო ეკლესიაში. შეიძლება, ის ხვალ მოდის ეკლესიაში. მას აქვს უფლება დღეს მიიღოს გადაწყვეტილება“.

ი.გრიშაჩევი რომ ყოფილიყო იურისტი, ის ნახავდა „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-8 მუხლს და წაიკითხავდა იქ შემდეგს: „რელიგიური თემის წევრობა ეფუძნება თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპებს და ასევე რელიგიური თემის წესდების (დებულების) მოთხოვნებს. რელიგიური თემი თავისი სურვილისამებრ იღებს თემის ახალ და გარიცხავს უკვე არსებულ წევრებს მისი წესდებით( დებულებით) დადგენილი წესით“.

გამოდის, ჯერ ერთი, უმე-ს რელიგიური თემების წესდებები განსაზღვრავენ, რომ თემის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ეკლესიის საიდუმლოებებსა და ღვთისმსახურებებში მონაწილე პირები, მეორეც, ვინ წარმოადგენს თემის წევრს და ვინ - არა, ამას წყვეტს არა რეიდერ-გასტროლიორი, არამედ თავად თემი. ამიტომაც, ადამიანი, რომელიც ხვალ ან ზეგ, შეიძლება შეუერთდეს რელიგიურ თემს, არანაირ გავლენას არ ახდენს დღეს მისი გადაწყვეტილებებზე.

შეიძლება ეს არ იცოდეს ი. გრიშაჩევმა, რამდენადაც მისი იურისტის სტატუსი საკმაოდ საეჭვოა. ყოველ შემთხვევაში, მისი ფეისბუქ-გვერდი მეტყველებს იმაზე, რომ ის სწავლობდა (უცნობია, დაამთავრა თუ არა) კიევის ნაციონალურ ეკონომიკურ უნივერსიტეტში და ასევე დაკავებული იყო ძიუდოთი.

სერგეი ვოზნის „სახე“

უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება მეუ-ს მეორე აქტივისტზე, ექს-დეპუტატ სერგეი ვოზნიზე. აი, ის რეიდერების ჯგუფთან ერთად სოფელ დრუჟნიაში. კიევის ოლქში ტაძრების მიტაცება პრაქტიკულად მისი პროფესიული საქმიანობაა. მან მოასწრო კიდეც ამისთვის ოქროს ჯვრისა და ორდენის მიღება სერგეი დუმენკოს ხელიდან.

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 5
ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 6

სერგეი დუმენკო აჯილდოებს სერგეი ვოზნის. ფოტო: ФБ Возного

ვინ არის საერთოდ სერგეი ვოზნი? ეს არის კიევ-სვიატოშინის რსა-ს ექს-მეთაური, რომელიც გამოჩნდა მრავალ კრიმინალურ საქმესა და სკანდალში.

აი, ცოტა უფრო დეტალურად ს. ვოზნის კრიმინალური კავშირების გამოძიება არის საიტზე vremya.eu.

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 7

გამოძიებაში საუბარია, რომ ს. ვოზნი წარმოადგენს კიევ-სვიატოშინის რაიონში ყველაზე მსხვილ მიწათმფლობელს, რომ ის კავშირშია სკმ-ს ადგილობრივი სამმართველოს რეიდერულ მიტაცებაში, სოფელ კრიუკოვშჩინაში კრიუჩოკის ტბის მიმდებარე მიწების „დაუფლების“ მცდელობებში და კიდევ ბევრი საინტერესო რამ.

თუმცა, ვოზნი საინტერესოა არა მხოლოდ თავისი ჩრდილოვანი სქემებით. აღმოჩნდა, რომ ის არის უკრაინის მოღალატეს, სახალხო დეპუტატის, ილია კივას უახლოესი თანაშემწე და თანამებრძოლი, რომლიც ლიკვიდაციაც უუს-მ მოსკოვის ოლქში მოახერხა. ასევე უკრაინის მეორე მოღალატეს, კირილს სტრემოუსოვის მეგობარი. ისინი ერთად მუშაობდნენ სოცპარტიის ხელმძღვანელობაში.

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 8

უსპ-ს ყრილობა, 2018 წ. ფოტო: «Інтернет видання "Полтавщина"»

2018 წელს სოცპარტიის ყრილობაზე ს. ვოზნი დითირამბებს უმღეროდა ილია კივას: „ილია კივა- ხისტი დისციპლინა, წესრიგი და მაღალი მოთხოვნები თითოეული ჩვენგანის მიმართ. ილია კივამ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ იდეა მისთვის არის ყველაფერზე მაღლა. როგორც შედეგი - მას მოჰყვებიან ადამიანები და ჩვენ ვგრძნობთ, როგორ იზრდება მათი მხარდაჭერა!“

თუ რომელი იდეები ყველაზე უპირატესი  ი. კივასთვის, ეს თვალნათლივ დავინახეთ, როცა მან სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა და რუსეთის მხარეს გადავიდა. მჭიდრო პარტიული კავშირები, როგორც მინიმუმ აერთიანებდა ს. ვოზნის არა მხოლოდ ი. კივასთან, არამედ კიდევ ერთ მოღვაწესთან, რომელმაც სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა, კირილ სტრემუსოვთან, რომელიც იმ წლებში იყო უსპ-ს ხერსონის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი.

აი, კიდევ ერთი გამოძიება, ახალი, რომელშიც მტკიცდება, რომ ს. ვოზნი არ იყო უბრალოდ ი. კივას თანაპარტიელი, არამედ მისი ყველაზე დაახლოებული პარტნიორი, თანამოაზრე და ნდობით აღჭურვილი პირი.

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 9

ივან გალუნგის „სახე“

მეუ-ს კიდევ ერთი აქტივისტი, რომელიც მონაწილეობდა კიევშჩინაში რეიდერული მიტაცებების ორგანიზებაში - ივან გალუნგა. მისი ფეისბუქ-გვერდი სავსეა ერთი ტიპის აგიტაციით „გავდევნოთ მტრები“ უმე-ს ტაძრებიდან კიევის ოლქის სხვადასხვა სოფელში.

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 10

აი, როგორ ახასიათებენ ი. გალუნგას vremya.ue-ს უკვე ნახსენებ გამოძიებაში: „ცნობილი თაღლითი და ფიგურანტი დონეცკის მრავალ სისხლის სამართლის საქმეში...“

გვატყობინებენ, რომ ი. გალუნგა 2008 წელს დაინიშნა დონეცკის საქალაქო პარტორგანიზაცია სწ „ბატკივშჩინას“ მეთაურად, მაგრამ ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს მილიონობით გრივნას მითვისებისა და გაფლანგვის გამო, რომელიც პარტიას გამოეყო დონეცკში 2010 წელს საპრეზიდენტო კამპანიისთვის. 2000-იანი წლების დასაწყისში კი ი. გალუნგა, vremya.ue-ს მონაცემებით, კავშირში იყო ინტიმური მომსახურებების გასაწევად საზღვარგარეთ ახალგზარდა ქალების მასობრივი გაყიდვის საქმეში. სისხლის სამართლის საქმე N67-648 აღძრულ იქნა გალუნგის მეუღლის, მარინა ნიკოლაევნას მიმართ 2000 წელს დონეცკის მხარის პროკურატურის მიერ უკრაინის სსკ „ადამიანებით ვაჭრობა“ 124-1 მუხ. მე-2 ნაწილით ( ამჟამად უკრაინის სსკ-ს მუხ. 149). გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ ი. გალუნდა თავს არიდებს გადასახადების გადახდას, ითვისებს თანხებს, რომელიც გამოყოფილი იყო მეშახტე ქალების ძეგლისთვის.

ეკლესიის დამპყრობლების „სახეები“ - სურათი 11

ეს არის დოკუმენტები ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის სამმართველოს მონაცემთა ბაზიდან, ამტკიცებს vremya.eu. აი, ასეთია ამჟამინდელი საეკლესიო რეიდერების „სახეები“.

ნამდვილი გმირის სახე

ახლა კი, მაგალითის სახით, მოდით ვნახოთ, ვისზე სწევენ ისინი ხელს. უმე-ს დიმიტრიევის ტაძრის წინამძღოლი სოფელ პიპილოვიჩიში, რომლის მიტაცებასაც ცდილობდნენ ზემოთ აღნიშნული საეკლესიო რეიდერები, დეკანოზმა ბორის კოვალჩუკმა გაიმარჯვა კონკურსში „ადამიანები, რომლებმაც გაგვაოცეს სიმტკიცითა და აღორძინების წყურვილით“, რომელიც ორგანიზებული იყო მედიაპროექტ „ნეზლამნი.   CITY”-ს მიერ. მამა ბორისმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, როცა 2022 წელს რუსეთის ოკუპაციის დროს გაიყვანა სოფლის დაახლოებით 1500 მაცხოვრებელი და გადაეფარა რა მათ ცეცხლის გახსნის დროს. მან ხუთჯერ გაიყვანა ადამიანები და დაბრუნდა უკან წამლებითა და პროდუქტებით სოფელ პიპილოვიჩის დარჩენილი მაცხოვრებლებისთვის. და ყოველ ჯერზე ის იყო პირველი კოლონაში ცეცხლის გახსნის შემთხვევაში. ასევე მან მოახერხა უშძ-ს 11 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის გადმოყვანა. ამ ვიდეოში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო ყვება მამა ბორისის საგმირო საქმის შესახებ და მას გმირს უწოდებს. რატომ არ უნდა მოვიდეს დღეს ა. გერაშჩენკო და იგივე უთხრას საეკლესიო რეიდერებს პირდაპირ, რომლებიც მამა ბორისს და მის მრევლს მათ სიწმინდეს ართმევენ?!

და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. და რამდენია ისეთი შემთხვევები, როცა ტაძარს ართმევენ მღვდელს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იმყოფება მოწინავე რიგებში ან მოხალისეობრივ დახმარებას უწევს ჩვენს ჯარისკაცებს ან თემის ფულით ყიდულობს ავტომობილს უშძ-თვის!

ბოლოსიტყვაობა

ჩვენი მოკლე მაგალითები თვალსაჩინოდ გვიჩვენებენ, რომ „პატრიოტებს“, რომლებიც დღეს კიევის მხარის სოფლებში დაიარებიან, პათოსურად ყვებიან, რომ უმე-ს მღვდლები „უფს-ს აგენტები“ არიან, აბსოლუტურად არ გააჩნიათ მსგავსი სიტყვებისთვის არანაირი მორალური საფუძველი. ესენი არიან საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ადამიანები და ისინი, უმეტესწილად, უნდა იყვნენ სამართალდამცავების სათანადო ყურადღების ქვეშ. სხვა ყველაფერთან ერთად, მჟკ-ს წყაროების ინფორმაციით, სოფლების მაცხოვრებელთა შორის, ჩვენს გმირებს შეუძლიათ მიიღონ ფიქსირებული ანაზღაურება მათ მიერ „გადაყვანილი“ თითოეული ტაძრისთვის.

თუნდაც დავუშვათ, რომ ვოზნი, გრიშაჩევი და გალუნა არიან „იდეურები“, რა მიზნებს ისახავენ ისინი? პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - ერთმნიშვნელოვნად არა რელიგიურსა და პატრიოტულს. იმის ნაცვლად, რომ გააერთიანოს ადამიანები, ისინი სპეციალურად თესავენ მტრობასა და სიძულვილს, ამხედრებენ მოსახლეობის ერთ ნაწილს მეორეს წინააღმდეგ, ქმნიან შიდა დაპირისპირებას. ვის აძლევს ეს ხელს? უკრაინას?

პასუხი ყველამ ვიცით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ