უმე (კ)-სა და უამე-ს 2008 წლის წერილი ფანარიონზე: იყო კი მონანიება?

11 April 2021 23:30
44
მოინანიეს თუ არა განხეთქილებაში ყოფნა მეუ-ს წევრებმა? ფოტო: СПЖ მოინანიეს თუ არა განხეთქილებაში ყოფნა მეუ-ს წევრებმა? ფოტო: СПЖ

მეუ-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს,რომ 2008 წელს პატრიარქმა ბართლომემ სქიზმატიკოსებისგან მიიღო წერილი და რომ მასში გადმოცემულია მონანიება.არის თუ არა ეს ასე სინამდვილეში.

ამა წლის მარტის ბოლოს, მეუ-ს წარმომადგენელმა, „ მიტროპოლიტმა“ალექსანდრემ (დრაბინკო) და ამ სტრუქტურის მომხრემ, რმე-ს არქიმანდრიტმა (!) კირილმა (გოვორუნმა) პრაქტიკულად სინქრონულად გამოაქვეყნეს უმე (კ)-სა და უამე-ს „იერარქების“ წერილი, რომელიც მათ მიერ ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწერა პატრიარქ ბართლომეს სახელზე. ამ ტექსტიდან ზოგიერთმა თეზისმა საშუალება მისცა დრაბინკოსა და გოვორუნს ამტკიცონ, რომ უკრაინელმა განხეთქილებაში მყოფებმა მოინანიეს და როგორც შედეგი, სრულიად კანონიერად იქნენ 2018 წელს ევქარისტულ ურთიერთობაში მიღებული კონსტანტინოპოლის პატრიარქატთან. განცხადება საკმაოდ წონიანია. ნამდვილად მიიტანეს თუ არა ფილარეტმა და კ-მ ეკლესიის მონანიება და სწორედ ამ ფაქტის საფუძველზე იქნენ მიღებულნი ფანარიონთან ურთიერთობაში? მოდით, განვიხილოთ ეს სტატიაში.

რაზეა წერილი?

უმე (კ)-სა და უამე-ს 2008 წლის წერილი ფანარიონზე: იყო კი მონანიება? фото 1
პატრიარქ ბართლომესადმი უამე-ს „იერარქების“ წერილის პირველი გვერდი. 2008 წელი. ფოტო: Фейсбук Драбинко

პირველ რიგში, ავღნიშნავთ, რომ მოცემული დოკუმენტი მხოლოდ ახლა ამოტივტივდა, მასზე ადრე არანაირი მინიშნება არ ყოფილა, რადგანაც არ არსებობს მისი ნამდვილობის დამადასტურებელი რამ. ამის მიუხედავად, გვსურს გვჯეროდეს, რომ დრაბინკოც და გოვორუნიც არ გარისკავდნენ თავიანთი რეპუტაციის ნარჩენებით ყალბი წერილი შემოეტანათ, ამიტომაც წერილს განვიხილავთ, როგორც ნამდვილ ისტორიულ დოკუმენტს. აი, ჩემი აზრით, მისი ყველაზე საინტერესო თავისებურებები.

  • დოკუმენტზე თარიღი მითითებული არ არის, თუმცა, ტექსტში ნახსენებია კიევში პატრიარქ ბართლომეს დაგეგმილი ვიზიტი  კიევის რუსეთში ქრისტიანობის მიღების დღესთან დაკავშირებით, ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის დაწერილია ფანარიონის მეთაურის ვიზიტამდე, 2008 წელს.
  • წერილში ნახსენებია,  პატრიარქ ბართლომეს აქტიური მიმოწერა პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან და მითითებულია, რომ პატრიარქი „აქტიურ მონაწილეობას იღებდა უკრაინაში საეკლესიო დაყოფის პრობლემების დარეგულირებაში“ ჯერ კიდევ მეუ-ს შექმნამდე 10 წლით ადრე.
  • „იერარქები“ აცხადებენ, რომ „ტრაგიკული დაყოფა, რომელმაც დღეს უკრაინის მართლმადიდებელი საზოგადოება გააკვირვა, გამოწვეულია რიგი ფაქტორით, მათ შორის კი, მთავარს, ჩვენის აზრით, წარმოადგენს არა ცალკეული იერარქების ცოდვილი ძალაუფლებისმოყვარეობა, უპატივცემულობა ეკლესიის კანონიკური წყობის მიმართ, ეთნოფილეტიზმი ან საეკლესიო ცნობიერების სხვა ნაკლოვანებები, არამედ ობიექტური ისტორიული ცვლილებები პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
  • „იერარქები“ წუხან იმის გამო, რომ „ჩვენ ამ დრომდე ვიმყოფებით მსოფლიო მართლმადიდებლობასთან ხილული ურთიერთობის მიღმა და გულწრფელად ვცდილობთ ვეზიაროთ იმ სულიერ საგანძურს, რომელსაც გვთავაზობს „გონების კურთხეული ცვლილება“ (მეტანია), რაც მონანიების საიდუმლოში სრულდება. საეკლესიო ურთიერთობის ნაკლოვანება ჩვენს გულს სტანჯავს“.
  • „იერარქები“ მათი სტრუქტურების სტატუსის ცვლილებისა და მომავალი ავტოკეფალიის მიზეზად მიიჩნევენ „ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პირობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა“.
  • „იერარქები“ ფანარიონის მეთაურს სთხოვენ მიიღონ ისინი „მსოფლიო ტახტთან ურთიერთობაში მიტროპოლიის პირობებით, ფართო ავტონომიის უფლებებით“.
  • „იერარქები“ ფანარიონის მეთაურს სთხოვენ ფილარეტისთვის რუსული ეკლესიის მიერ წოდების ჩამორთმევა არამართებულად მიიჩნიოს, ხოლო ყველა „მღვდელმთავარი“ და „მღვდელი“ დატოვოს „არსებულ წოდებაში“.
  • „იერარქები“ თვლიან, რომ ფანარიონის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება „სავსებით გამართლებულია ეკლეზიოლოგიური თვალსაზრისით, რამდენადაც ის მოგვცემდა ჩვენ და ბევრ სხვა მართლმადიდებელს რეალურ შესაძლებლობას უკვე დღეს მიგვეღო გადამრჩენი ერთიანობა მსოფლიო მართლმადიდებლობასთან, უპასუხებდა იკონომიის პრინციპს...“
  • „იერარქები“ არწმუნებენ ფანარიონს, რომ „მას შემდეგ, რაც თქვენი გულმოწყალება და უწმინდესობის ომოფორი ჩვენს უძლურებას დაფარავს, ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი და მღვდელმთავრების კრება დაიკავებს მსოფლიო ტახტისადმი დიდი ერთგულების პრინციპულ პოზიციას, რაც იძლევა წმინდა კანონების მკაფიო დაცვისა და ჩვენი ყველა ქმედების უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებასთან - მსოფლიო პატრიარქთან სრული თანხმობის გარანტიას“.
  • „იერარქები“ არწმუნებენ ფანარიონს, რომ მათი სტრუქტურა „თავს აარიდებს კონტაქტებს უკრაინაში და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არაკანონიკურ საეკლესიო ჯგუფებთან“.
  • „იერარქები“ გარანტიას აძლევენ ფანარიონს, რომ „დედა-ეკლესიასთან სრული ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ... ჩვენ ჩვენს ურთიერთობას ავაგებთ სხვა კანონიკურ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებთან, რომლებიც მსახურებენ უკრაინის ტერიტორიაზე, მათი საეკლესიო მსახურების მიმართ ღრმა პატივისცემის საფუძველზე“. ასევე, რომ ახალი სტრუქტურა „არ გახდება სერიოზული და ხანგრძლივი საფუძველი მსოფლიო და მოსკოვის პატრიარქატებს შორის ურთიერთობების გაუარესებისთვის“.

ჰქონდათ თუ არა უმე (კ)-სა და უამე-ს „იერარქებს“ მონანიება?

უკვე დოკუმენტის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ განხეთქილება უკრაინაში ეს არის არა სიამაყისა და ამბიციების, არამედ „ისტორიული ცვლილებების“ შედეგი. და მის მთავარ მიზეზად დასახელდა „არა ცალკეული იერარქების ცოდვილი ძალაუფლებისმოყვარეობა, არა უპატივემულობა ეკლესიის კანონიკური წყობის მიმართ, ეთნოფილეტიზმი ან საეკლესიო ცნობიერების სხვა ნაკლოვანებები, არამედ ობიექტური ისტორიული ცვლილებები პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

ანუ თუ ადგილი არ ჰქონდა „ცოდვილ ძალაუფლებისმოყვარეობას“, არამედ მხოლოდ „ობიექტურ ისტორიულ რეალობას“, მაშინ არც არაფერია მოსანანიებელი. თუმცა, მართებულია თუ არა მტკიცებულებები „ძალაუფლებისმოყვარეობის“ არარსებობაზე განხეთქილებაში მყოფებთან? კერძოდ, ფილარეტთან? მის ამბიციებზე ხომ მეტყველებს არა იმდენად გარე ფაქტორები, რამდენადაც თავად ის. ასე, მაგალითად, ტულჩინისა და ბრაცლავსკის მიტროპოლიტი იოანაფანი (ელეცკიხი) იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც 1990 წელს რმე-ს მღვდელთავართა საეკლესიო კრებამ ახალ პატრიარქად აირჩია მიტროპოლიტი ალექსი (რიდიგერი), ფილარეტმა ასეთი სიტყვები თქვა: „მეუფეო, თქვენ ხედავთ, სრულიად რუსეთის ეკლესიის უკანასკნელ პატრიარქს. მათ შეცდომა დაუშვეს“.

ანუ, რმე-ს პატრიარქი ფილარეტი რომ ყოფილიყო, არანაირი უმე (კ) არ იარსებებდა. დენისენკო წლების შემდეგ მუდმივად ამტკიცებდა მის ამბიციებს. მაგალითად, 2018 წელს, როცა მან განაცხადა, რომ ის „იყო, არის და იქნება პატრიარქი“ და აუცილებლად ჩაუდგება მეუ-ს სათავეში.

მეუ-ს მომხრეები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ 2008 წლის წერილის მე-3 პუნქტზე, სადაც საუბარია „სულიერ საგანძურთან ზიარებაზე, რომელსაც იძლევა „გონების კურთხეული ცვლილება“ (მეტანია), რაც სრულდება მონანიების საიდუმლოში“.

შეიძლება კი ამ ფრაზის, როგორც „მონანიების“ განმარტება? რასაკვირველია, არა.

ჯერ ერთი, ყველა ქრისტიანს სურს „ეზიაროს სულიერ საგანძურს“, რომელსაც მას მონანიების საიდუმლო ანიჭებს. მეორეც, სურვილის ქონა არ ნიშნავს გაკეთებას. არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც სურს ტაძარში მისვლა, მაგრამ არ მიდის, სურს მონანიება, მაგრამ არ ინანიებს, სურს ზიარება, მაგრამ არ ეზიარება. ამასთან დაკავშირებით, გვახსენდება ორი მეგობრის საუბარი, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს, რომ „ისევ პარიზში სურს ყოფნა“. „რა, იქ იყავი?“ - ეკითხება მეორე. „ არა. მინდოდა.“ ფილარეტიც ასეა - ფანარიონის მეთაურისადმი  და 2017 წელს რმე-ს საეკლესიო კრებისადმი მიძღვნილ წერილებში (რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ) - მას მონანიება სურდა. თუმცა, არც ერთხელ არ გააკეთა ეს.

სწორედ ამიტომ, „იერარქებმა“ ფანარიონის მეთაურისადმი მიწერილი წერილის მე-4 პუნქტში ჩამოთვალეს ის პირობები, რომლებმაც მათი აზრით, უნდა გამოიწვიონ კანონიკური ავტოკეფალია. ესაა „ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირობები“ და „კლიროსისა და ერისკაცების სურვილი“. ერთი სიტყვით, „სიტუაცია ისე ჩამოყალიბდა, რომ უკრაინის ხელისუფლება „ავტოკეფალიის“ „მომხრეა“ და „ჩვენც გვინდა ეს“. თუმცა, სადაა აქ მინიშნება მონანიებაზე ან თუნდაც რაიმე სახის საეკლესიო-კანონიკურ მიზეზებზე? პოლიტიკური სიტუაციით სარგებლობის სურვილი არის, ღრმა სულიერი გარდასახვა, რომელსაც მონანიე ქრისტიანისგან ეკლესია მოითხოვს -არა.

მითუმეტეს, რომ ოდნავ ქვემოთ (პუნქტი 6 თ) უმე (კ)-ს „იერარქები“ წერილში ითხოვენ ფილარეტისთვის წოდების ჩამორთმევის გაუქმებას, ხოლო ყველა დანარჩენისთვის - არსებულ ხარისხში მიღებას. მიზეზი მითითებულია მე-7 პუნქტში - „იკონომია“, გულმოწყალება. თუმცა, იკონომია, პირველ რიგში, გამოიყენება ეკლესიის შვილების და არა ანეთამაზე გადაცემული განხეთქილებაში მყოფების მიმართ, ხოლო მეორე რიგში, იკონომია მაინც გულისხმობს მონანიებას. ერთი სიტყვით, იკონომია არის „არა მიგვიღეთ ისეთები, როგორიც ვართ, მონანიების გარეშე“,  არამედ ნაკლები სიმკაცრე მონანიე ცოდვილის მიმართ. უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებთან მიმართებაში კი, როგორც ჩვენ ვნახეთ, მონანიებას ადგილი არ ჰქონია. რაზეც მიუთითებს ფრაზა „როცა თქვენი უწმინდესობის ომოფორი დაფარავს ჩვენს უძლურებას“. რა „უძლურებას“? განხეთქილება ეს „უძლურებაა“?  უძლურებად შეიძლება ჩაითვალოს ამპარტავნება, რომელმაც განხეთქილება გამოიწვია, მაგრამ სწორედ ამას არ ინანიებდნენ ფილარეტის მომხრეები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ „უძლურება“ უბრალოდ სიტყვის მასალაა, კონკრეტული შინაარსის გარეშე.

ამასთან, უკრაინელი განხეთქილებაში მყოფები ხვდებოდნენ, რომ ფანარიონთან ანტიკანონიკურ პირობებზე ურთიერთობაში შესვლისას, ისინი იწვევდნენ ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების ნეგატიურ რეაქციას. სწორედ ამიტომ, უმე (კ)-სა და უამე-ს წევრებმა სთხოვეს პატრიარქ ბართლომეს მიეღო ისინი კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სახით, რომლის სტატუსშიც ის მზადაა იყოს სანამ ავტოკეფალური ეკლესიები არ დათანხმდებიან მის არსებობას და სანამ არ გაერთიანდება „უკრაინის მართლმადიდებლობა“ (პუნქტი 5). ყოველივე ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა მონანიების შემთხვევაში. რადგანაც, მაშინ ავტოკეფალური ეკლესიები დათანხმდებოდნენ ამას და უკრაინის მართლმადიდებლობაც ერთიანი იქნებოდა. თუმცა, სწორედ რომ უმე (კ)-ს მონანიება არ სურდა. წერილი დაწერილი იყო სულ სხვა საბაბით.

2008 და 2018 წლების განხეთქილების ლეგალიზაციის მცდელობები: რა არის საერთო?

2008 წელს პატრიარქი ბართლომე ვიზიტით ჩადის უკრაინაში. მასსა და ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შორის უკვე არსებობდა შეთანხმება ამჟამინდელი მეუ-ს ანალოგის შექმნის თაობაზე. არსებითად, წერილის ტექსტი 2008 წლისაა, რომელიც დაწერილია უკრაინელი განხეთქილებაში მყოფთა მიერ ფანარიონისთვის, ამ შეთანხმების აუცილებელი ელემენტი იყო -  კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სტრუქტურაში ახალი „ეკლესიის“ ადგილის დეტალური აღწერა.

ხსენება ფანარიონის მეთაურის ვ. იუშჩენკოსთან აქტიური მიმოწერის თაობაზე იმის დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რომ პატრიარქ ბართლომეს უკვე მაშინ ჰქონდა განზრახვა „ხელში ჩაეგდო“ უკრაინელი გნახეთქილებაში მყოფები. მხოლოდ მაშინ მისი ზრახვები უფრო გამჭვირვალე იყო და არ ინიღბებოდა ხმამაღალი სიტყვით „ტომოსი“. და რაც შეეხება ფილარეტს?

ხსენება ფანარიონის მეთაურის ვ. იუშჩენკოსთან აქტიური მიმოწერის თაობაზე იმის დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რომ პატრიარქ ბართლომეს უკვე მაშინ ჰქონდა განზრახვა „ხელში ჩაეგდო“ უკრაინელი გნახეთქილებაში მყოფები.

ფილარეტი 2008 წელს თავიდან დათანხმდა იმას, რომ უმე (კ) ფანარიონთან ურთიერთობაში მიტროპოლიის სახით იქნებოდა მიღებული, დათანხმდა მირონის მიღებას  კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელიდან, აღიარებდა მსოფლიო ტახტის უპირობო „სულიერ ლიდერობას“ მასზე. ანუ ფილარეტ დენისენკო და ის „სინოდმა“ დაარწმუნა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც მცირედით განსხვავდებოდა იმისგან, რომელსაც ხელი მოაწერეს 10 წლით გვიან.

და აი, თითქოსდა ყველა ფორმალობა მოგვარდა და ახალი „ეკლესიის“ წარმოქმნას მხოლოდ ხელმოწერები აკლდა მზა დოკუმენტზე, მაგრამ ფილარეტმა უარი განაცხადა. მოგვიანებით, მან ასე განმარტა თავისი სიტყვები: „რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის - მოსკოვს დავექვემდებარებით თუ კონსტანტინოპოლს? განსხვავება არაა. დამოუკიდებელია ეკლესია  ერთი დედაქალქისგანაც და მეორისგანაც. ჩვენ დამოუკიდებელი ეკლესია გვჭირდება, რომელიც დამოკიდებული იქნება არა საეკლესიო ცენტრებზე, არამედ თავად იქნება მისი ეკლესიის ცენტრი. აი, რა გვჭირდება. ამისთვის ვიბრძვით და ამას მივაღწევთ კიდეც“.

2008 წელს სიტუაციის მისეული ხედვა და ფანარიონთან მოლაპარაკებების ჩაშლა გადმოსცა მაშინდელმა უამე-ს მეთაურმა „მიტროპოლიტმა“ მეთოდიმ. მისი სიტყვებით, დენისენკო „მზად იყო უკრაინული ეკლესიის დროებითი კანონიკური მოწყობის კომპრომისული ვარიანტისთვის“, ხოლო ერთადერთი, რაც მას აინტერესებდა, ეს იყო „უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის თანამდებობის შენარჩუნების გარანტია“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ფანარიონმა მთავარი პირობის სახით წამოაყენა „უკრაინული მხარის“ თანხმობა იმაზე, რომ „უკრაინის ეკლესიის წინამძღოლი მსოფლიო პატრიარქატის შემადგენლობაში არჩეულ იქნება მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინელი ეპისკოპატის მიერ შეთავაზებული სამინ კანდიდატურიდან“.

სწორედ ამ პირობამ, ამტკიცებს მეთოდი, გამოიწვია ის, რომ ფილარეტ დენისენკომ ფაქტიურად ჩაშალა მოლაპარაკებები 2008 წელს - რადგანაც ხვდებოდა, რომ მისი კანდიდატურა არ იქნებოდა დამტკიცებული. კიდევ რა მტკიცებულებებია საჭირო მონანიების არარსებობაზე? ადამიანმა უარი თქვა „ზიარებოდა იმ სულიერ საგანძურს, რომელიც იძლევა გონების კურთხეულ ცვლილებას (მეტანია)“ იმის გამო, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა.

იუშჩენკო არ იყო ისეთი „შორსმხედველი“ პოლიტიკოსი, როგორც პოროშენკო და მან ვერ შეძლო დაენახა ფილარეტის სურვილი - შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ამიტომაც, წააგო. 2018 წელს კი, ფანარიოტებმაც და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომაც, არა მხოლოდ გაითვალისწინეს წარსულის შეცდომები (კერძოდ, უარი თქვეს რა განხეთქილებაში მყოფების მიტროპოლიის სტატუსით მიღებაზე), არამედ შეძლეს კიდეც დენისენკოს მოტყუება, დაპირდნენ  რა მას ძალაუფლებას ახალ სტრუქტურაში.

„პატრიარქ“ ფილარეტის სიტყვებით, „პოროშენკომ მითხრა - მეუ-ს უხელმძღვანელებთ თქვენ“. მოგვიანებით დენისენკოს თეზისი იმაზე, რომ არსებობდა გარკვეული შეთანხმება მასსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, დაადასტურა ექს-მიტროპოლიტმა ალექსანდრე დრაბინკომაც: „მას (ფილარეტს - რედ.), ჩემის აზრით, დაპირდნენ, რომ ის იქნებოდა ფაქტიურად ეკლესიის ხელმძღვანელი, ხოლო მეუფე ეპიფანე „ინგლისის დედოფალი“, რომ ის მხოლოდ საზღვარგარეთ შეასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციებს“. დრაბინკოს სიტყვებით, ეს პირობა რომ არ ყოფილიყო, ფილარეტი საერთოდ არ წავიდოდა „გამაერთიანებელ კრებაზე“.

კიდევ ერთი ფაქტი, რომ ფრაზები წერილიდან „საეკლესიო ურთიერთობის ნაკლებობის გამო“ წუხილზე სხვა არაფერია, თუ არა პირფერობა. მომდევნო წლებში ფილარეტს არა ერთხელ უთქვამს, რომ უმე (კ)-ს კანონიერება მას სულაც არ ადარდებდა. აი, მაგალითად, 2014 წელს: „ჩვენ გვინდა, რომ  ყურადღებას არ აქცევდნენ ამ საკითხს - კანონიკურია თუ არაკანონიკურია. აღიარების საკითხი  მეორეხარისხოვანია, რადგანაც  მას (უმე (კ)-ს -  რედ.) არსებობა აღიარების გარეშეც შეუძლია“.

მოინანია თუ არა ფილარეტმა განხეთქილების ცოდვა?

იმ ფაქტის დასტურად, რომ 2008 წლის წერილი არ იყო მონანიების შემცველი, გამოდგება „პატრიარქ“ ფილარეტ დენისენკოს შემდგომი საქმიანობა.

შეგახსენებთ, რომ 1992 წელს მიტროპოლიტ ფილარეტს (დენისენკო) რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში განხთექილების გამო სასულიერო წოდება ჩამოერთვა და უბრალო ბერი გახდა. 5 წლის შემდეგ - 1997 წელს ბერი ფილარეტი, რომელმაც „არ შეისმინა დედა-ეკლესიის მიერ მისკენ მიმართული მოწოდება და აგრძელებდა განხეთქილებით საქმიანობას საეკლესიო კრების პერიოდში... აგრძელებდა წმინდა საიდუმლოების შემცველ „ღვთისმსახურებას“, მათ შორის, მწვალებლურ ცრუ ქიროტონიას“ სამოციქულო 28-ე წესის თანახმად, ანათემას გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა საეკლესიო კრების მიერ.

უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ეკლესიაში დაბრუნებისა და მასთან გაერთიანების ერთადერთი პირობა იყო მონანიება ანუ „გონების ცვლილება“ და უწინდელი ცოდვისთვის ზურგის შექცევა. წმინდა იოანე ოქროპირი, მონანიებაზე მსჯელობისას, წერს: „ჩვენი მონანიება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სიტყვებით, რამდენადაც უგუნურება იქნებოდა გვეფიქრა, რომ ის მხოლოდ სიტყვებშია და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ეკლესია არ იქმნება საქმეების მეშვეობით“. ჩვენი ეკლესიის მოერე წმინდანი ბასილი დიდი, აგრძელებს: „ მონანიეთათვის არასაკმარისია მხოლოდ ცოდვებისგან განშორება, მათ ასევე სჭირდებათ მონანიების ღირსეული ნაყოფიც“.

ამ სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ ფილარეტ (ამჟამად - მიხეილს) დენისენკოს არა მხოლოდ უნდა ეცნო თავი განხეთქილებაში დამნაშავედ, არამედ მასზე სრულიად ეთქვა უარი. ამას ფანარიონზეც ხვდებიან.

ასე, მაგალითად, მეუ-ს დასაცავად გამოსული ბროშურის ავტორი, ბერი ნიკიტა პანტოკრატორელი თვლის, რომ „მოქმედება, რომელიც მიუთითებდა მისი (ფილარეტის - რედ.) მონანიების გულწრფელობაზე, გახდა გადაწყვეტილება „კიევის საპატრიარქოს“ დაშლის შესახებ, რომელშიც მან მთელი 27 წელის იმსახურა. მას რომ არ მოენანიებინა, ის არ მოწერდა ხელს მისი დაშლის გადაწყვეტილებას“ (გვ.6).

ჯერ ერთი, ფილარეტი დათანხმდა არა უმე (კ)-ს დაშლას, არამედ მის ტრანსფორმაციას სხვა სტრუქტურაში, რომლის სათავეშიც ის უნდა ყოფილიყო. მეორეც, როცა ის მიხვდა, რომ მოატყუეს - ისევ განახორციელა განხეთქილების ინიცირება (უკვე მეუ-ში), აღადგინა რა „დაშლილი“ უმე (კ). ასე, რომ დენისენკოს მოქმედებები ძალიან მკაფიოდ ადასტურებენ: მისი მხრიდან არანაირ მონანიებაზე საუბარი არ ყოფილა არც 2008 და არც 2018 წლებში.

ამ დასკვნამდე თავის შესანიშნავ სტატიაში მიდის პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმეც, რომელიც წერს: „ფილარეტმა და მაკარიმ დაშალეს განხეთქილების მომცველი გაერთიანებები, რომლებიც შექმნეს, მაგრამ ისინი არ დაბრუნდნენ საეკლესიო სტრუქტურაში, რომელსაც ჩამოშორდნენ ანუ კანონიკურ უკრაინულ ეკლესიაში მიტროპოლიტ ონუფრის მეთაურობით. ხოლო თუ არ ყოფილა ეს დაბრუნება, მაშინ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ჭეშმარიტ მონანიებაზე, რადგანაც... ურთიერთობა მთელს ეკლესიასთან ხორციელდება ავტოკეფალური ეკლესიის მეშვეობით და საბრალდებო გადაწყვეტილება ერთი ავტოკეფალური ეკლესიის საეკლესიო დანაშაულების შესახებ ნამდვილია მთელს მსოფლიო ეკლესიაში (კართაგენის საეკლესიო კრებების მე-6 და მე-9, მოციქულთა 12-ე და 32-ე წესები).

ჰქონდა თუ არა ფანარიონს უფლება მიეღო უკრაინულ განხეთქილებაში მყოფთა „მონანიება“?

თუნდაც, წუთით დავუშვათ, რომ ფილარეტმა 2008 წელს მოინანია, ნიშნავს კი ეს იმას, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეეძლო ასე, ერთი ხელის მოქნევით, მიეღო ის საეკლესიო ურთიერთობაში 2018 წელს? არსებითად, ფილარეტი განკვეთა არა ფანარიოტის სინოდმა, არამედ რმე-ს მღვდელთავართა კრებამ, რომელმაც ამ აქტის შესახებ აცნობა ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას (მათ შორის, ფანარიონსაც), რასაც მაშინ არ გამოუწვევია წინააღმდეგობა. მაშ, ასე, შეეძლო თუ არა კონსტანტინოპოლის პატრიარქატს 20 (!) წლის შემდეგ ცალმხრივი წესით ამ გადაწყვეტილების გადახედვა? არა.

საქმე იმაშია, რომ პირეოსის მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვებით, ეკლესიის კანონიკური პრაქტიკის თანახმად, „განხეთქილებაში მყოფთა აღდგენა ხდება ან იმ ადგილობრივი ეკლესიის მეშვეობით, რომელსაც ისინი გამოეყვნენ, ან მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ (მაგალითად, მელიტიანის განხეთქილება მოგვარდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე). არასდროს არ აღუდგენია ერთ ავტოკეფალურ  ეკლესიას განხეთქილებაში მყოფთა დაჯგუფება, რომელიც გამოეყო სხვა საეკლესიო იურისდიქციას. მსგავსი რამ აღქმული იქნებოდა „საეკლესიო წესში ჩარევად“ (ანტიოქიის საეკლესიო კრების მე-2 კანონი).

ის ხაზს უსვამს, რომ „მსოფლიო პატრიარქს არა აქვს არანაირი კანონიკური ფულება ჩაერიოს სხვა ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციაში (მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ეკლესიის საქმეებში) და ეს ნიშნავს იმას, რომ მან ჩაიდინა სერიოზული კანონიკური დანაშაული, კერძოდ, კი განახორციელა ჩარევა, რომელსაც გმობს ბევრი წმინდა კანონი (მეხუთე- მეექვსე საეკლესიო კრების 39-ე, მეორეს მე-2, მესამის მე-2, ანტიოქიის 13-ე და 22-ე, მე-3 სარდიკიის ადგილობრივი ეკლესიის და ა.შ. კანონები) და მთელი საეკლესიო გადმოცემა.

ანუ, ფილარეტმა უნდა მოინანიოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე განხეთქილების ზიანის გამო და არა უბრალოდ შემოიფარგლოს ზოგადი ფრაზებით პატრიარქ ბართლომესადმი წერილში. ამ ფაქტს შესანიშნავად აცნობიერებდა თავად ფილარეტიც.

სწორედ ამიტომ, 2017 წლის ნოემბერში, ფილარეტი წერს მიმართვას რმე-ს მღვდელმთავართა კრების მიმართ.

კიევის პატრიარქატის მეთაური წერილში ითხოვდა უმე-თან ევქარისტული და ლოცვითი ურთიერთობის აღდგენას და „ყველა გადაწყვეტილების გაუქმებას, მათ შორის, დასჯისა და განკვეთის თაობაზე...ერთმორწმუნე ქრისტიანებს შორის უფლის მიერ ნაანდერძევი მშვიდობის მისაღწევად და ხალხთა შორის შესარიგებლად“. წერილი სრულდება სიტყვებით: „პატიებას ვითხოვ ყველაფერში, რაც სიტყვით, საქმითა და ყველა ჩემი გრძნობით შევცოდე და ასევე გულით, გულწრფელად ვპატიობ ყველას“.

თუმცა, უკვე 30 ნოემბერს უმე (კ)-ს მეთაურის პრეს-კონფერენციაზე ფილარეტმა (დენისენკო) განაცხადა, რომ თავის წერილში, რომელიც მიმართული იყო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილესა და რმე-ს ეპისკოპატისადმი, ის არ ინანიებდა განხეთქილებას, ხოლო მისი წერილი არ იყო მონანიება. „არავითარი მონანიება არ იყო, არაა და არც იქნება!“- განაცხადა მან მაშინ. უფრო მეტიც, მან ხაზი გაუსვა, რომ „უმე (კ) არასდროს დაბრუნდება მოსკოვის პატრიარქატში, რადგანაც ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომაც, არანაირი დაბრუნება არ იქნება“.

მეორეს მხრივ, ამჟამინდელი მეუ-ს მთავარ ფიგურანტს -სერგეი (ეპიფანე) დუმენკოსა და ამ სტრუქტურის „იერარქების“ მნიშვნელოვან ნაწილს 2008 წლის წერილთან საერთოდ არა აქვთ არანაირი კავშირი. მაგალითად, არც დუმენკო, არც ზორია მაშინ არ იყვნენ  „ეპისკოპოსები“. მოკლედ, თუნდაც წერილიდან აღებული ფრაზები განვმარტოთ, როგორც იმათი უმრავლესობის „მონანიების“ მინიშნება, რომლებიც დღეს მეუ-ს შეადგენენ, ფორმალურადაც კი არაფერს ინანიებდნენ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფანარიონს არ ჰქონდა უფლება მიეღო ისინი.

რატომ სჭირდებათ მონანიება მეუ-ს „იერარქებს“?

რატომ გაჩნდა ამ დოკუმენტის ტექსტი ქსელში ამჟამად?

ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი მათგანი - იერუსალიმის პატრიარქატისა და  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივიზაცია „ამანის ფორმატით“ მოლაპარაკებების საქმეში.

მართლაც, როგორც უმე-ს საქმეთა მმართველი მიტროპოლიტი ანტონი ამტკიცებს, „შეხვედრა მართლმადიდებლურ დონეზე არის რეალური შესაძლებლობა გადაწყდეს უკრაინაში საეკლესიო პრობლემა“. მოცემული ინიციატივა, რასაკვირველია, არ შეიძლება ფანარიონს მოსწონდეს. სწორედ ამიტომ, „მონანიების“ წერილის პუბლიკაციამ უნდა აჩვენოს მართლმადიდებლურ სამყაროს, რომ ფანარიოტები თითქოსდა ეკლესიის კანონებით მოქმედებდნენ.

მეორეს მხრივ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ხვდებიან, რომ მეუ-ს შექმნამ არა მხოლოდ გააღრმავა განხეთქილება უკრაინის მართლმადიდებლობაში, არა მხოლოდ გლობალური განხეთქილების ზღვარზე დააყენა მსოფლიო მართლმადიდებლობა, არამედ შექმნა კიდეც აბსლუტურად ჩიხური სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი, ფანარიონის გაგებით, ჯერჯერობით არ ჩანს.

საქმე იმაშია, რომ მეუ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ცნეს მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიაქროს სატელიტებმა. ეკლესიების უდიდეს უმრავლესობას ის არ უცნია და მისი ნებით ცნობს. თუმცა, უკმაყოფილება იმ ეკლესიების შიგნითაც, რომელთა მეთაურებმაც ფორმალურად ცნეს ეპიფანე, იზრდება. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ მეუ-ს მკვეთრი წინააღმდეგობა ავტორიტეტული კვიპროსელი იერარქების მხრიდან, უთანხმოება განხეთქილების აღიარებით ავტორიტეტული ბერძენი იერარქების მხრიდან, ელადისა და კვიპროსის ეკლესიების ერისკაცებისა და სასულიერო პირთა სურვილის უქონლობა იმსახურონ და ეზიარონ იმ იერარქებთან, რომლებმაც ჩირქი მოიცხეს უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებთან ურთიერთობით. მუდმივად ისმის ხმები იმაზე, რომ მეუ-ს „იერარქია“ - ესენი არიან ერისკაცები, რომლებმაც არ მოინანიეს და თვითხელდასმულები და მათი აღიარება ეკლესიის ღალატია.

ამიტომაც, ფანარიოტები სასწრაფოდ ეძებენ ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომელიც დაეხმარება მათ რამენაირად დაუპისირპირდეს „ამანის შეხვედრას“ და გაამართლოს მათი კანონიკური უკანონობა. უმე (კ)-ს „იერარქიის“ 2008 წლის წერილი არის ასეთი ინსტრუმენტის შექმნის მცდელობა. და შეიძლება ითქვას, რომ არა უკანასკნელი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ