არა წმინდა ომი: პუტინის პასუხი პატრიარქ კირილს

10 February 13:40
8080
პუტინმა კომენტარი გააკეთა ომისა და რელიგიისადმი დამოკიდებულებაზე. ფოტო: СПЖ პუტინმა კომენტარი გააკეთა ომისა და რელიგიისადმი დამოკიდებულებაზე. ფოტო: СПЖ

პუტინის ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში მან კომენტარი გააკეთა რელიგიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე. გავაანალიზოთ მისი სიტყვები.

2024 წლის 9 თებერვალს ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ვლადიმი პუტინთან, რომელიც მასთან მოსკოვში ჩაწერა რამოდენიმე დღის უკან. ჯერ კიდევ ეთერში გასვლამდე მასზე მთელი მსოფლიო საუბრობდა, ხოლო ერთი დღის განმავლობაში ინტერვიუ 170 მლნ-მა ადამიანმა ნახა.

რითია ის საინტერესო მართლმადიდებლებისთვის? იმით, რომ პუტინმა კომენტარი გააკეთა რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებზე: თუ როგორ აღიქვამს ის მართლმადიდებლობას სხვა რელიგიების კონტექსტში, თავსებადია თუ არა ქრისტიანობა მკვლელობასთან, საჭიროა თუ არა ტაძარში სიარული და თუ არსებობს ამჟამინდელ ომში მეტაფიზიკური განზომილება.

რატომ არის ესოდენ  მნიშვნელოვანი ამ ადამიანის აზრი? თუნდაც იმიტომ, რომ ცხადია, ამ აზრზე ხდება რუსული ეკლესიის ორიენტირება. და როგორც გაირკვა, მისი აზრი რწმენასთან და ომთან დაკავშირებით ძალიან დაშორებულია იმასთან, თუ როგორ აღიქმებოდა ეს რმე-ში.

ბრძოლა ანტიქრისტეს წინააღმდეგ? არა, ჩვეულებრივი ისტორიული პროცესები

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მთლიანად რმე-სა და კერძოდ კი, პატრიარქ კირილისგან გვესმოდა ათეულობით განცხადება, რომელიც წარმოგვიდგენდა უკრაინაში რფ-ს ამჟამინდელი ომს, როგორც სიკეთის მეტაფიზიკურ წმინდა ბრძოლას ბოროტების ძალების წინააღმდეგ.

ეს ყველაზე თვალსაჩინოდ გვიჩვენა რმე-ს ერთობლივმა კონფერენციამ რფ შძ-თან „საშობაო საკითხავებზე“ სახელწოდებით „წმინდა ომი: რუსეთის გარდასახვა“. სიტყვით „წმინდა“ ეკლესიაში ყოველთვის მოიხსენიება ის, რაც უკავშირდება ღმერთს, სიწმინდესა და მადლს. და საჭიროა ძალიან მკაფიო მიზეზების ქონა, რომ სიწმინდე და მკვლელობა, ორი შეუთავსებელი სიტყვა - „წმინდა“ და „ომი“ დაუკავშირდეს ერთმანეთს.

მოვიყვანოთ პატრიარქის რამოდენიმე ციტატა, რომელიც აღწერს უკრაინაში ომისადმი ეკლესიის დამოკიდებულებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ეყრდნობა მრავალსაუკუნოვან სასულიერო და კულტურულ ტრადიციას, რომელმაც თავისი ზნეობრივი ფასეულობების კოდექსი ჩამოაყალიბა, შეეძლოს რაღაც გაგებით სათავეში ჩაუდგეს წინააღმდეგობას - ახლა ვიტყვი საოცარ სიტყვას! - ანტიქრისტესთან ბრძოლაში. მსოფლიოში გლობალური ბოროტების მოსვლისადმი წინააღმდეგობას“, - გამოსვლა ფედერაციის საბჭოში 2024 წლის 24 იანვარს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა ბოროტების - იმ ბოროტების თვალსაჩინო გამოწვევას შეეჩეხა, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება“, - პატრიარქის სიტყვა მეომრების ოჯახების კომიტეტის აქტივთან შეხვედრაზე.

„ილოცეთ სამშობლოსთვის, რადგანაც ის ამჟამად წინააღმდეგობას უწევს მსოფლიო ბოროტებას“, - რმე-ს მეთაურის სიტყვა წმინდა სამების სერგიევის ლავრაში 2023 წლის 8 ოქტომბერს.

„ჩვენ შევედით ბრძოლაში, რომელსაც გააჩნია არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური მნიშვნელობა“, - ქადაგება მიტევების კვირას, 2022 წლის 6 მარტს.

თუმცა, ეთანხმება კი ასეთ ფორმულირებებს ის, ვინც მეთაურობს და წარმართავს ამ ბრძოლას? თვლის პუტინი, რომ რუსეთი უკრაინაში იბრძვის ბოროტების ძალების წინააღმდეგ ერთგვარ „წმინდა“ და „მეტაფიზიკურ“ ომში?

ტაკერ კარლსონი, საუბრობს რა მსოფლიოშო დაპირისპირებაზე, მას პირდაპირ ეკითხება - ხომ არ ხედავს ის აქ ღვთიური, ზებუნებრივი ძალების მოქმედებებს?

პუტინი, როგორც ჩანს, რაღაცნაირად შეცბუნებულია ასეთი კითხვით.

„სიმართლე გითხრათ, ასე არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ მსოფლიო საზოგადოება ვითარდება თავისი შინაგანი კანონით და ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან. ასე იყო ყოველთვის კაცობრიობის ისტორიაში - ზოგიერთი ხალხი და ქვეყანა განიცდიდა აღზევებას, მრავლდებოდა, მტკიცდებოდა, შემდეგ ისინი ქრებოდნენ საერთაშორისო არენადან“ - ამბობს პუტინი და მას მაგალითის სახით მოჰყავს ოქროს ურდოსა და რომის იმპერიები, აჯამებს რა, რომ დღეს „ცვლილებების პროცესები გაცილებით უფრო სწრაფად მიდის“.

ერთი სიტყვით, რფ შძ-ს უმაღლესი მთავარსარდალი ამჟამინდელ ომში ვერ ხედავს ვერანაირ საკრალურ შემადგენელს. მითვის ეს არის ისტორიისთვის ჩვეულებრივი მსოფლიოს გლობალური გადაკეთების პროცესების ნაწილი.

რუსეთი არ იხნის სამყაროს ანტიქრისტესგან?

რმე-ს ბევრ წრეში ამჟამად პოპულარულია რუსეთის იმპერიის, როგორც კატეხონის აღორძინების იდეა, რომელიც მსოფლიოს აკავებს ცოდვისა და დაღუპვის ჭაობში საბოლოო ჩავარდნისგან. ის ძალიან პოპულარული იყო XIX საუკუნეში რუს ინტელიგენციასა და სასულიერო პირებს შორის, მათ შორის, ფილოსოფოს ვლადიმირ სოლოვიევთან, მწერალ სერგეი ნილუსთან, წმინდა იოანე კრონშტადელთან. ეს იდეა გულისხმობდა, რომ რუს იმპერატორს, როგორც უფლის მიერ მირონცხებულს „შემაკავებლის“ როლში ყოფნა ერგო ანუ იმად ყოფნა, ვინც შეძლებს წინ აღუდგეს ძალებს, რომლებიც აპოკალიფსის დადგომას მოაახლოებენ.

მეფისა და მეფის ოჯახის დახვრეტის შემდეგ რუსეთის, როგორც კატეხონის იდეა არ გამქრალა, მაგრამ მან ტრანსფორმაცია განიცადა. „შემაკავებლად“ ზოგიერთმა ძალამ ჩათვალა „ხალხი-ღმერთის მატარებელი“, რუსეთი ან რუსეთის ეკლესია.

სწორედ ასეთი კატეხონური იდეა გააჟღერა პატრიარქმა კირილმა 2022 წელს ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას.

წმინდა წერილში ნახსენებია ერთგვარი ძალა, რომელიც მსოფლიოში ანტიქრისტეს მოსვლას აკავებს. მოციქული არ ამბობს, რა ძალაა ეს... ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს იყო ეკლესია, რომ სწორედ ის წარმოადგენს შემაკავებელ ძალას. და ეს სწორია - ეკლესია ადამიანებს აკავებს ცხოვრებისეული ორიენტირების დაკარგვისგან. თუმცა, ეს ასევე არის ყველა დროისა და ხალხის მთელი ღვთისმოსავი ხალხი. ეს არის მართლმადიდებლური რწმენა, რომელიც მოქმედებს და ცოცხლობს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეს არის ის ძალა, რომელიც აკავებს“.

სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული მღვდელი ანდრეი ტკაჩევი ამბობს, რომ რუსეთს უწერია გახდეს მართლმადიდებლური მონარქია: „იმპერია აღორძინდება, ძმებო, არა წითელი იმპერია, არამედ ორთავიანი, არწივისთავიანი, მართლმადიდებლური, ჭეშმარიტი...რამდენადაც ქრისტე ყველაზე მეფობს და ჩვენ მისი გვწამს, თუ ჩვენ ამ რწმენას შემოვიყვანთ ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ ვიქნებით ნამდვილი მონარქია. ჩვენ გვჭირდება მონარქია, რამდენადაც სული გვთხოვს მართლმადიდებელ მეფეს“.

სიკტივკარის არქიეპისკოპოსი პიტირიმი კი, კატეხონის იდეის თანახმად, პუტინს პირდაპირ უწოდებს „არჩეულს“, რომელსაც მსოფლიოს ხსნა ევალება: „ვლადიმირ პუტინის მეშვეობით მთელს მსოფლიოს ჩვენი მაცხოვარი იხსნის. წმინდა რუსეთი დაინგრეოდა, მაგრამ რჩეულთან ერთად არ დაეცემა“.

პუტინის 70 წლის იუბილეზე, პატრიარქ კირილს ლიტურგიაზე ექტენიის დროს შემოაქვეს ცალკეული თხოვნა: „ასევე შეგთხოვთ უფალო, ჩვენო მეუფევ, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურზე ვლადიმირ ვლადიმირის ძეზე და მოეცი მას უხვი წყალობა და სიუხვე, ჯანის სიმრთელე და დღეგრძელობა და ხილული და უხილავი მტრებისგან დაცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე, უფალო ისმინე და შეგვიწყალე“. მეორეგან პატრიარქი პრეზიდენტს უწოდებს „მართლმადიდებელ ადამიანს, რომელიც მკაფიოდ აცნობიერებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც მას ზემოდან აქვს დაკისრებული“.

თუმცა, სინამდვილეში რფ-ს პრეზიდენტი აცნობიერებს თუ არა ამ „პასუხისმგებლობას“, უფრო ზუსტად - იმედებს, რომელსაც მას აკისრებენ რუსულ ეკლესიაში? და გეგმავს თუ არა ის მათ გამართლებას?

კარლსონისადმი ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ ქრისტიანობა, ის ძალიან ღრმად გაუჯდა რუსი ხალხის ცნობიერებას“. თუმცა, რუსეთმა „შეითავსა სხვა ხალხები, რომლებიც ისლამს, ბუდიზმსა და  იუდაიზმს აღიარებდნენ“, სახელმწიფო ამ რწმენის მატარებლებს ძალიან ლოიალურად მიუდგა. პუტინის სიტყვებით, ეს მოხდა ამ რელიგიების მსგავსების გამო. „არსებიტად, ძირითადი თეზისები, ძირითადი ფასეულობები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუ არ ვიტყვით იმას, რომ ისინი ერთნაირია“, - განაცხადა რფ-ს პრეზიდენტმა.

ჯერ ერთი, ეს ასევე არის ნონსენსი. არ შეუძლია „შემაკავებელსა“ და „უფლისგან მირონცხებულს“ მართლმადიდებლობა ერთ დონეზე დაააყენოს ბუდიზმთან ან ისლამთან.

მეორეც, პუტინის ეს სიტყვები მკაფიოდ მიუთითებენ, რომ არანაირი მართლმადიდებლური იმპერიის შენებას ის არ გეგმავს. დიახ, ის ჯერჯერობით ეყრდნობა რმე-ს. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლები მეტია. თუ მომავალში „სხვა რწმენის მატარებელი“ უფრო მეტი იქნება, - სტრატეგია შეიძლება შეიცვალოს.

თუმცა, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. პუტინი აცხადებს, რომ რელიგია (რწმენაც კი არა) – „ის გარე გამოვლინებებში როდია, არაა იმაში, რომ ყოველდღიურად იარო ეკლესიაში ან იატაკს ურტყა თავი. ის გულშია“.

ამ მოკლე ფრაზაში ერთდროულად ორი „ანტიმართლმადიდებლური“ თეზისია.

მხოლოდ ზარმაცი მღვდელი არ აკრიტიკებდა ხალხში ღრმად ფესვგადგმულ ფრაზას: „სულში მყავს ღმერთი“. სწორედ ასეთი სიტყვებით ხსნიან ადამიანები, რატომ არ დადიან ისინი ტაძარში - ის მათ არ სჭირდებათ. არაა საჭირო ლოცვები, არაა საჭირო ღვთისმსახურებები, აღსარებები და ზიარება. „ღმერთი სულშია“ - და წერტილი. განა საჭიროა იმის თქმა, რომ ასეთი პოზიცია ეწინააღმდეგება ეკლესიის პოზიციას?

და რას ნიშნავს „იატაკისთვის თავის რტყმა“? რაზეა ეს? თაყვანისცემაზე, რომელსაც ადამიანები სახლში ან ტაძარში ლოცვის დროს ასრულებენ. პუტინთან ამ სიტყვებს აშკარად ირონიული ელფერი დაკრავს და როგორც ჩანს, ის წარმოადგენს ანდაზის ალუზიას: „აიძულე ბრიყვს ილოცოს ღმერთისადმი - და ის შუბლს გაიტეხავს“.

კიდევ ერთი. პუტინის ორსაათიანი ინტერვიუს დიდი ნაწილი წარმოადგენს ისტორიის ლექციას. თუმცა, ამ ლექციაში მან არც ერთხელ არ ხსენა ტერმინი „წმინდა რუსეთი“ - სწორედ ის, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქადაგებაში პირზე აკერია პატრიარქ კირილსა და რმე-ს სხვა იერარქებს. „რუსეთი“, „რუსეთის სახელმწიფო“, „რუსეთის ზესახელმწიფო“, მაგრამ არა „წმინდა რუსეთი“. ერთგან მან ახსენა „რუსეთი“ - მხოლოდ 988 წელს მთავარ ვლადიმის მიერ ხალხის ნათლობის დროს.

დასკვნები

კარლსონის ინტერვიუ პუტინთან თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რომ უკრაინაში ომის მიზნები და ამოცანები, რომელსაც რუსულ ეკლესიაში აჟღერებენ, აბსოლუტურად არ ემთხვევა რუსეთის ხელმძღვანელობის მიზნებსა და ამოცანებს.

  • პუტინი არ თვლის „სსო“-ს სიკეთის ბრძოლად ბოროტების წინააღმდეგ, წმინდა ან მეტაფიზიკურ ომად. ის საერთოდ ვერ ხედავს მასში რელიგიურ შემადგენელს. რფ-ს პრეზიდენტი მკაფიოდ მიუთითებს, რომ ეს მხოლოდ ისტორიისთვის ჩვეული მსოფლიოს გადაკეთებისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამკვიდრების პროცესია.
  • რფ-ს ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს კატეხონის ინტერესებით. არავინ ცდილობს ააგოს მართლმადიდებლური იმპერია და დაუპირისპირდეს ანტიქრისტეს მოსვლას. და მითუმეტეს პუტინს არ გააჩნია გეგმები „მირონცხებულ იქნეს მეფედ“ და გახდეს „მსოფლიოს მხსნელი“.
  • „წმინდა რუსეთი“ არის ტერმინი, რომელიც უშუალოდ შედის საეკლესიო წრეებში. ხელისუფლებას ის აინტერესებს მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე ზემოქმედების კონტექსტში, ომში რუსების მობილიზაციის გამო. გარე სამყაროსთვის ასეთი ტერმინი არ არსებობს.
  • პუტინმა აშკარად მიგვახვედრა, რომ არ წარმოადგენს ეკლესიურ ადამიანს. ის არ თვლის მნიშვნელოვნად ღვთისმსახურებაზე დასწრებას, პროპაგანდას უკეთებს „რელიგიას გულში“ და თვლის, რომ მართლმადიდებლობა პრინციპულად არაფრით განსხვავდება რფ-ს სხვა რელიგიებისგან.

ალბათ, შეიძლება სხვა დასკვნების გაკეთებაც.

ესენიც სრულიად საკმარისია, რომ გავიგოთ, რამდენად „არგუმენტირებულს“ წარმოადგენს ის თეზისები, რომელიც დღეს ჟღერეს რუსეთის ეკლესიაში „უკრაინის“ ომის სასარგებლოდ.

მოკლედ, ყოველივე ეს არის ოფიციოზის რიტორიკა. ომობენ არა ჩინოვნიკები, არა პრეზიდენტები და პატრიარქები. ავტომატებს ხელში იღებენ უბრალო ვაჟკაცები, ამასთან, არა მხოლოდ სამხედროები. ესენი არიან გუშინდელი მძღოლები, ინჟინრები ან ტრაქტორისტები. ვიღაცის მამები, შვილები, ძმები, ქმრები. და ხშირად ისინი სახლში ფანერის ან თუთიის კუბოთი ბრუნდებიან. მათი ახლობლების პირველი კითხვა კი ასეთია, რომლებიც ამ კუბოს ხედავენ - რისთვის? რისთვის მოკვდა, ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი? „წმინდა რუსეთისთვის“, კატეხონისთვის, იმისთვის, რომ არ მოვიდეს ანტიქრისტე?

ნუთუ წმინდა წერილში ასე წერია - აი, აღმოსავლეთით აღმობრწყინდება წმინდა იმპერია, რომელიც ანტიქრისტესთან ბრძოლაში ჩაებმება და მას დაამარცხებს? თუ იქ სხვა რამ წერია?

პუტინი, ყველა მისი თავისებურების გათვალისწინებით, აღწერს ომის მიზეზებს და მისი ქმედებების მოტივებს გულწრფელად და ღიად. ის ნათლად ამბობს, რომ ომი მიმდინარეობს იმ სახელმწიფოს ინტერესებში, რომელსაც ის მართავს. ამის გამო ხდება უკრაინის ტერიტორიების „გათავისუფლება“ და ახალი რესურსების ათვისება. და ამ „დიადი რუსეთის“ გამო მიდიან ომში რუსები. და იღუპებიან. მაშ, რატომ შთააგონებენ რმე-ში, რომ ისინი იქ რაღაც „წმინდა“ მიზნების გამო მიდიან?

ბევრი გამოცემა ციტირებას უკეთებს პუტინის კიდევ ერთ ფრაზას მომავალი შერიგების შესახებ. „ხალხთა შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ის მაინც აღდგება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „რუსეთის ეკლესია აერთიანებს არა ტერიტორიას, არამედ სულს“.

მაღალფარდოვანი და პათოსური სიტყვებია. თუმცა, სანამ პუტინი იძლევა ინტერვიუს, რმე-ს მღვდლებს ფრონტზე მიაქვთ შუშხუნები (!), რათა ამ „სულის“ ერთი ნაწილი ეფექტურად კლავდეს მეორეს. ჩვენ გვწამს, რომ მშვიდობა ხალხთა შორის ნამდვილად აღდგება. თუმცა, განა ეკლესია არ უნდა იყოს ამით დაკავებული? განა ამაზე არ საუბრობს ქრისტეს სიტყვები: „იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის“?

სტატიის დასრულება კი მსურს მიტროპოლიტ ონუფრის სიტყვებით, რომელიც მან უთხრა რუს სამხედრო ტყვეებს კიევ-პეჩერის ლავრაში მათთვის გადახდილის პარაკლისის შემდეგ 2022 წელს: „ომი არაა ის საშუალება, რომლითაც შეიძლება ერთიანობის მიღწევა ხალხებს, ოჯახებს შორის. ძალადობას არ შეუძლია ერთიანობის შექმნა, ერთიანობა იქმნება სიყვარულით. სიყვარული კი არის ღმერთი. ის, ვინც ლოცულობს და ასრულებს ღვთის მცნებებს - ის არის უფლის ადამიანი.

არ შეიძლება ერთმანეთის კვლა. სიკვდილს არ მოოაქვს არავისთვის სარგებელი, არამედ მხოლოდ უბედურება ყველა სახლში. ხალხები, რომლებიც ნათლობის ერთი ემბაზიდან გამოვიდნენ, ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ - სირცხვილია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიგიჟე შეწყდეს. დაე, უფალმა დალოცოს ჩვენი მიწები მშვიდობით“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ