უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი: რატომ ართმევენ ერთმანეთს ტაძრებს მეუ-ში?

09 April 2021 23:16
89
მეუ-ში ,,იერარქები'' ერთმანეთს ართმევენ ტაძრებს. ფოტო: СПЖ მეუ-ში ,,იერარქები'' ერთმანეთს ართმევენ ტაძრებს. ფოტო: СПЖ

მეუ-ში ხარკოვ-პოლტავის „ეპისკოპოსმა“ მისი ტაძრების რეიდერობაში  ხარკოვის „ეპისკოპოსი“ დაადანაშაულა. გავაანალიზოთ, რატომ გადავიდნენ მეუ-ს „იერარქები“ შიდა ბრძოლებზე.

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ უმე-ში ერთი მმართველი ეპისკოპოსის წარმომადგენლებმა მეორეს წაართვან სამწყსო? ან სერბეთის, ბულგარეთის, პოლონეთის ან სხვა რომელიმე კანონიკურ ეკლესიაში მსგავსი სიტუაცია? დამეთანხმებით, რომ ასეთი რამ ძნელი აღსაქმელია, უფრო სწორედ კი - სრულიად შეუძლებელი ფანტასტიკური სიტუაციაა. აი, „მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინაში“ კი, რომელიც ფანარიონის პოზიციის თანახმად მე-15 სტრიქონს იკავებს ავტოკეფალური ეკლესიების დიპტიქში, ეს სრულიად დასაშვები და ჩვეულებრივი მოვლენაა.

4 აპრილს მეუ-ს ხარკოვ-პოლტავის „მმართველმა ეპისკოპოსმა“ ათანეს შკურუპმა თავის გვერდზე გააკეთა სკანდალური განცხადება, რომელშიც მეუ-ს  ხარკოვის ეპარქიის „მმართველი ეპისკოპოსი“ მიტროფანე ბუტინსკის ბრალი დასდო ხარკოვის ოლქის სამწყსოს რეიდერულ მიტაცებაში.

„მეგობრებო, ილოცეთ! დღეს, ჯვრის თაყვანისცემის კვირას, წმინდა ჯვრის წინაშე, ეშმაკმა კუდიანთა შაბათობა მოაწყო ხარკოვშჩინაში  სოკოლოვისა და ცირკუნოვის მრევლში და მათი წინამძღვრების  სტანისლავ აშტრაფიანისა და  ოლეგ კოზუბის ხელებით, რომლებიც ჩემს მიერ გადაყენებული არიან წინამძღვრობიდან, ხდება არეულობა მრევლის სხვა ეპარქიაში გადაყვანის მიზნით“, - დაწერა შკურუპმა. - ამ პროცესს ხელმძღვანელობს გამოცდილი რეჟისორი ეპისკოპოსი მიტროფანე. ისმის მუქარა, რომ მისწვდებიან ხარკოვ-პოლტავის ეპარქიის სხვა მრევლსაც, რათა არქიეპისკოპოსი ათანასე ხარკოვშჩინიდან განდევნონ. აი, ასეა ჩვენთან საქმეები. მტკივნეულია და საწყენი, რომ სწორედ აქიდან იწყება მართლმადიდებელი ეკლეიის განვითარება უკრაინაში. რას იზამ, რისთვისაც იბრძოდნენ, ის მიიღეს!“

კონფლიქტი „მმართველ ეპისკოპოსებს შორის“ - საკმაოდ სერიოზული თემაა, რომ ის საჯარო სიბრტყეში იქნეს გადატანილი. ბევრი რამ მიუთითებს, რომ ეს პუბლიკაცია უბრალოდ არაა ცალკეული შემთხვევა, მეუ-ში მსგავს პრობლემას გლობალური ხასიათი აქვს.

„უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი“

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი: რატომ ართმევენ ერთმანეთს ტაძრებს მეუ-ში? фото 1
ფილმის სქრინი  "მთიელი"

სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში პოპულარული იყო ფილმი „მთიელი“, რომელიც მოგვითხრობს უკვდავთა საზოგადოებაზე, რომლებიც ოდითგან ერთმანეთთან მტრობაში არიან. მართალია, ზოგი გამოდის, როგორც „კარგი“, ხოლო ზოგი- როგორც „ცუდი“, ფაქტის მიხედვით, მათი მიზნები იდენტურია - მთიელები კლავენ ერთმანეთს ხმლებით კონკურენტის ცხოვრებისუელი ძალისა და ენერგიის მიღების გამო. მათი დევიზია შემდეგი: „უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი“. რა კავშირი აქვს ამ ისტორიას მეუ-ს „მღვდელმთავრებთან“? პირდაპირი.

როგორც ვიცით, მეუ „გამაერთიანებელ კრებაზე“ 2018 წლის 15 დეკემბერს წარმოიქმნა უმე (კ) და უამე-ს მექანიკური შერწყმის გზით. გარეგნულად ყველაფერი ლამაზად და მშვენივრადაც კი ჩანდა. პროპაგანდისტები საუბრობდნენ ყველა მართლმადიდებლის ერთიან სტრუქტურაში გაერთიანების შესახებ. რეალობა კი სრულიად სხვაგვარი იყო. მოდით, ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ ის ფაქტი, რომ არანაირი დაანონსებული გაერთიანება უმე-თან არ ყოფილა - აქედან ახალ, განხეთქილებაში მყოფ სტრუქტურაში პრაქტიკულად არავინ გადასულა. საქმე ეხება განხეთქილებაში მყოფებს შორის ურთიერთობას.

პატრიარქი ბართლომე, მისი პროპაგანდისტები და მეუ-ს წევრები დაჟინებით გვარწმუნებენ, რომ უკრაინაში მეტად არ არიან განხეთქილებაში მყოფნი. ყველა მათგანი, ფილარეტის ანათემის ბათილად ცნობით ( მღვდელმთავრის სტატუსის მაკარისთვის მინიჭებით, რომელიც არასდროს ყოფილა ეპისკოპოსი კანონიკურ ეკლესიაში), მოულოდნელად გახდა „კანონიკური და კურთხეული“. მოდით, არ დავიწყოთ ახლა კამათი ამ კომიკურ ლოგიკასთან. დავფიქრდეთ სხვა რამეზე - როგორ დაიწყეს მეუ-ს წევრებმა ელემენტარული წესების დაცვა, რომლითაც ცხოვრობს ასწლეულისა და ათასწლეულის კანონიკური ეკლესია.

ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობის გავრცელების  პირველ ხანებშივე მოციქულები თავს არიდებდნენ იმ მხარეში შესვლას, სადაც სხვა მოციქულები ქადაგებდნენ, „რათა სხვის საძირკველზე არ აეშენებინათ“ (რომ. 15, 20). ეს პრინციპი განმტკიცდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაადგინა: „ნუ იქნება ორი პეისკოპოსი ქალაქში“ (1 მსოფ.8). ერთი სიტყვით, ერთ მღვდელთავარს გარკვეული ტერიტორია ენიჭება. მოციქულთა წესები და ეკლესიის სხვა დადგენილებები მიუთითებენ ეპისკოპოსების ან მათი კლირიკოსების მიერ საეკლესიო მხარეების (ეპარქიების) საზღვრების დარღვევის დაუშვებლობას.

უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებს 2018 წლამდე ჰქონდათ ორი პარალელური სტრუქტურა - უმე (კ) და უამე. შესაბამისად, თითოეულ მათგან ერთსადაიმავე ტერიტორიაზე მისი „მღვდელმთავარი“ ჰყავდა, რომელსაც  ტიტულში შესაბამისი ტერიტორიული დასახელება ჰქონდა აღნიშნული: ლვოვის, ტერნოპოლის, ხარკოვის და ა.შ. ეპისკოპოსი. ის, რომ ასეთი წესით ირღვეოდა კანონი „ერთი ქალაქი - ერთი ეპისკოპოსი“, არავის არ უქმნიდა უხერხულობას. ისევე როგორც ის, რომ ქრისტეს ეკლესია არის ერთი, არ შეიძლება ის რამოდენიმე პარალელურად არსებული იყოს.

ფანარიონმა „გამაერთიანებელი კრების“ წინ უმე (კ) და უამე-ს ყველა „მღვდელმთავარი“ თავის ტიტულარულ ეპისკოპოსად გამოაცხადა, რომლებიც ერთმანეთის თანასწორნი იყვნენ. გამოდის, რომ უკვე აღარ იყვნენ არც ლვოვის, არც ტერნოპოლის, არც ხარკოვის და ა.შ. „ეპისკოპოსები“. ახალი „ეკლესიის“ წარმოქმნასთან ერთად ყველა კათედრაზე მისი „საეპისკოპოსოდან“ უნდა არჩეულიყო ახალი მმართველი „მღვდელმთავარი“: ლვოვის, ტერნოპოლის, ხარკოვის და ა.შ. ორი ხელმძღვანელიდან ერთ-ერთი. მოხდა კი ასე? რასაკვირველია, არა.

„გამაერთიანებელი კრების“ შემდეგ უკვე ყოფილი უმე (კ)-სა და უამე-ს „მმართველი მღვდელმთავრიდან“ თითოეული თავის ადგილს დაუბრუნდა და აგრძელებდა თავისი სტრუქტურის მართვას. თითქოს, არც არაფერი მომხდარიყოს. ამდენად, მეუ-ს ყველა დიდ ქალაქში ჰყავდა ორი „ეპისკოპოსი“, ხოლო ვინიცაში, სადაც უმე-დან სიმეონი (შოსტაცკი) გადავიდა - სამიც კი.

სრული კანონიკური უკანონობის ფონზე, რომელიც თან ახლდა   მეუ-ს შექმნასთან დაკავშირებულ მთელს ფარსს, „მმართველი მღვდელმთავრების“ დუბლირების ფაქტი არავის უქმნიდა უხერხულობას. მაშინ, პოროშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერით, სრულად მიიტაცეს უმე-ს ტაძრები და მეუ-ს „მღვდელმთავრებს“ არ ეცალათ ერთმანეთის საქიშპოდ - საჭირო იყო კანონიკური ეკლესიის მრევლის „მონელება“. იქ მსახური არავინ იყო, მიტაცებული ტაძრები დაცარიელდა და „იერარქებიც“ კი იძულებულნი გახდნენ განცხადებები გამოეკრათ, რათა შორეულ სოფლებში მოეგროვებინათ კაცები, რომლებიც თანახმა იქნებოდნენ გამხდარიყვნენ მღვლდები, იმ პირობით, რომ მათ ამას მომავალში შეასწავლიდნენ.

მაშინაც კი ადგილი ჰქონდა მეუ-ს „მმართველ მღვდელმთავრებს“ შორის ერთ ტერიტორიაზე კონფლიქტებს, როგორც მაგალითად, ვოლინიზე, როცა უმე-ს ტაძარი ანტონოვკაში, რომელიც უკვე მეუ-ში იქნა „გადაყვანილი“ გაბრიელ კრიზინის ფრთის ქვეშ (ადრე უამე), განმეორებით იქნა რეგისტრირებულ უკვე მიხაილ ზინკევიჩის სტრუქტურაში.

2019 წლის ივნისში, ფილარეტმა, რომელმაც გადაწყვიტა მისი კიევის პატრიარქატის რეანიმაცია, განაცხადა მეუ-ს წარმომადგენლების მხრიდან უმე (კ)-ს ტაძრების  მიტაცების თაობაზე. ამას მოჰყვა რიგი დაპირისპირება „წინამძღვრებს“ შორის,რომლებმაც გადაწყვიტეს დუმენკოსთან და იმათთან ყოფნა, ვინც ფილარეტი აირჩია. მაგალითად, სანამ უმე (კ)-ს კლირიკოსი როვნოში ვიტალი დრუზიუკი კიევში იყო „ავტოკეფალურ საეკლესიო კრებაზე“, მისი ტაძარი ეპიფანეს მომხრეებმა დაიკავეს, ამასთან, „მარჯვენა სექტორის“ მეშვეობით.

რაზე მეტყველებს ეს ფაქტები? იმაზე, რომ განხეთქილების არსი ყველგან ერთიდაიგივეა - აგრესიული, მიტაცებითი და საერთოდ, არა ეკლესიური. და როგორც კი დასრულდება „მარტივი მოპოვება“ ანუ ხელისუფლების დახმარება კანონიკური ეკლესიის ტაძრების მიტაცებისას, ეს ადამიანები ერთმანეთს დაერევიან. მანამ, სანამ ერთ ტერიტორიაზე არ დარჩება ძლიერი, რომელიც მის უფრო სუსტ კონკკურენტებს მთელს ქონებას წაართმევს. ყველაფერი ისეა, როგორც ფილმში „მთიელი“: „უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი“.

ფილარეტის ბარტყები მაკარის ბარტყებს კვებავენ

ჩვეულებრივ არავის უყვარს „შიდა ამბების სააშკარაოზე გამოტანა, ყველა ცდილობს პრობლემების ჩუმად მოგვარებას, რათა მისი რენომე არ შეილახოს. ის კი მეუ-ში ძალიან, ძალიან არახელსაყრელია. ჯერ კიდევ 2018 წლამდე ფილარეტი ცდილობდა უამე-ს „ჩაყლაპვას“ ანუ თავისი სტრუქტურისთვის მიერთებას. 2015 წელს მოლაპარაკებები მიდიოდა გაერთიანებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქატის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. წარუმატებლობის მთავარი მიზეზი - მაკარის მომხრეებთან ფილარეტის მომხრეთა უგულისყურო დამოკიდებულება.

ახლაც, როცა უმე (კ) -სა და მეუ-ს წევრები 2,5 წლის განმავლობაში ერთ სტრუქტურაში არიან, ეს დაპირისპირება არსად გამქრალა. კიევის ყოფილი პატრიარქატის დაჯგუფება ცალკე არსებობს, უამე-ს ჯგუფი კი - ცალკე. ავტოკეფალიის მომხრებს „სუსტ რგოლად“ მიიჩნევენ და არ არიან წინააღმდეგი „ერთი ლუკმაც კი“ წაართვან პირველივე შესაძლებლობისთანავე.

შკურუპის სკანდალურმა პუბლიკაციამ დაპირისპირებას ფარდა ახადა, რომლის შენიღბვასაც ყველანაირად ცდილობდნენ.

მეუ-ში მეუ (კ)-ს დაჯგუფების წარმომადგელები შკურუპის საყვედურობენ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანისა და „მჟკ-ს რიტორიკის“ გამოყენების გამო, რაზეც „იერარქი“ პასუხობს - სიტუაცია ისე შორს წავიდა, რომ უკვე მეტს ვეღარ მოითმენს, რამდენადაც რეიდერები იმუქრებიან სხვა სამწყსოების მიხედვაზეც“.

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი: რატომ ართმევენ ერთმანეთს ტაძრებს მეუ-ში? фото 2

როგორც ჩანს, მხოლოდ შკურუპს როდი არ სურს ჩუმად ყოფნა. უამე-ს წარმოამდგენლები მასიურად უჩვიან უმე (კ)-ს დაჯგუფების მხრიდან მათ შევიწროებას.

„ არქიმანდრიტი“ ნიკანორი დნეპრიდან  (ნიკი Микола Дніпро - რედ.) წერს: „ ჩვენი უამე-ს დნეპროპეტროვსკ-ზაპოროჟიის ეპარქია „გამაერთიანებელ კრებაზე“ არ მიიწვიეს, მასზე ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა... 3 წელია ვწერთ ეპიფანეს წერილებს და წერილები უკან გვიბრუნდება! ყველაფერი კეთდება, რომ ჩაგვყლაპოს ადგილობრივმა, ყოფილმა КаПешная епархия! სადაა წესები? სადაა წინამძღოლი? ყველაფერი კეთდება ავტოკეფალური ეკლესიების გასანადგურებლად!“

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი: რატომ ართმევენ ერთმანეთს ტაძრებს მეუ-ში? фото 3

„მღვდელი“ იგორ გირეი  იგივეს წერს: „ჩვენთან, ხმელნიჩინში იგივე იქნება, ყველას სურს ყოფილ კს-თან გაერთიანება, რომელსაც ხელმძღვანელობდა აწგანსვენებული მეუფე ანტონი მახოტი. რატომ დუმს უნეტარესი ეპიფანე. ყოფილი კაპისტები ანადგურებენ იმ სამწყსოს, რომელიც უამე-ს ჰქონდა, ახლა კი სურთ დაეუფლონ ყველაფერს“.

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი: რატომ ართმევენ ერთმანეთს ტაძრებს მეუ-ში? фото 4

რომან ნაკონეჩნი აჯამებს და მიმართავს შკურუპის: „ესაა ის, რისიც გვეშინოდა - შთანთქმა, მე არ უნდა გიხსნიდეთ სიტუაციას, ამას თქვენს ტყავზე ცდით. მძიმეა ამის ყურება“.

.

უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი: რატომ ართმევენ ერთმანეთს ტაძრებს მეუ-ში? фото 5

რა დასკვნები კეთდება?

  1. მეუ-ს აბრის ქვეშ დაპირებული „უკრაინის მართლმადიდებელთა გაერთიანება“ არ მომხდარა უკრაინელ განხეთქილებაში მყოფთა შორისაც კი. ფაქტია, რომ ისინი ადრინდელ დაჯგუფებებად არიან დაყოფილები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტებსა და დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ. ფილარეტის მიერ ჩამოგდებული განხეთქილების შემდეგაც, მეუ-ს შიგნით ცენტრიდანული ტენდენციები მხოლოდ იზრდება.
  2. სრუქტურას, რომელსაც ფანარიონმა „ავტოკეფალური ეკლესია“ უწოდა, არ შეუძლია კანონიკური ეკლესიის არსებობის ყველაზე ელემენტარული და ცხადი პრინციპების დაცვაც კი. განა მარტივი არაა შეიკრიბონ „ეპისკოპოსები“, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და აირჩიონ ერთი მმართველი მღვდელმთავარი, რათა ფორმით მაინც იყონ კანონიკური წესების შესაბამისი და არ გაიხადონ თავი სასაცილოდ.
  3. ყველაზე მთავარი  - განხეთქილებაში მყოფთა ეკლესიად მექანიკურმა სახელდებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო მათი ქრისტიანული თვითშეგნებისთვის. ისინი კვლავაც აზროვნებენ ბიზნესისა და პოლიტიკის კატეგორიებით - „ომში ყველა საშუალება ამართლებს“ და „ძლიერი გადარჩება“. როცა ისინი იკავებენ უმე-ს მორწმუნეთა ტაძრებს, რომელთაც დაუძინებელ მტრებად თვლიან (არ გავიხსენებთ აქ მცნებებს), ამის გაგება შეიძლება, მაგრამ მათ მსოფლმხედველობაში როგორ თავსდება მისი „ძმადნაფიც-პატრიოტის“ საკუთრების რეიდერობა. თუ მეუ რაღაც პერიოდი იარსებებს, იქ, საბოლოო ჯამში, გაბატონდება კანონიკური წესი „ერთი ქალაქი - ერთი ეპისკოპოსი“, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერ სუსტს „გადაყლაპავს“.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს იმის თქმა, რომ სიტყვა „მონანიება“ მეუ-ს წევრებისთვის, როგორც იყო, ისე დარჩა ხმად, ბაიკად, მოსკოვის მღვდლების მიერ გამოგონილად, რათა ისინი, „ნამდვილი პატრიოტები“ დაამცირონ. ასეთად დარჩა ის მეუ-ს რიგითი მრევლისთვისაც. სიტყვები კი, რომლითაც ქრისტე იწყებდა თავის მსახურებას იყო ასეთი: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ (მათ. 4:17) ანუ ეკლესია განხეთქილებაში მყოფთაგან იგივეს ელოდება, რასაც ქრისტე. გაიგებენ კი ამას?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ