რმე-ს პრეტენზიები უმე-ს მიმართ: სად არის დარღვეული ლოგიკა?

05 February 09:33
8442
ამ ხნის განმავლობაში, უმე-ის და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეებს შორის ბევრი გაუგებრობა დაგროვდა. ფოტო: СПЖ ამ ხნის განმავლობაში, უმე-ის და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეებს შორის ბევრი გაუგებრობა დაგროვდა. ფოტო: СПЖ

ომის პერიოდში რმე-სა და უმე-ს შორის ბევრი წინააღმდეგობა დაგროვდა. მოდით, ყველაზე  მთავარზე შევჩერდეთ.

2024 წლის 24 იანვარს მოსკოვში კრემლის სახელმწიფო სასახლეში ჩატარდა XXXII საშობაო კითხვების გახსნის ცერემონია, რომელსაც სათავეში ედგა რმე-ს პატრიარქი კირილი. მან ღონისძიებაზე წარმოთქვა გრძელი შინაარსიანი სიტყვა, რომლის ბოლოშიც მან განაცხადა, რომ „დაე, უფლის წყალობა იყოს ყველასთან, რომელთა შვილებივ შეადგენენ რმე-ს ერთიან სხეულს“. ამის შემდეგ ეკატერინბურგის მიტროპოლიტმა ევგენიმ პატრიარქის სახელით ყველა სადღესასწაულო კონცერტზე მიიპატიჟა. კონცერტის შემდეგ სოციალურ ქსელში აგორდა სკანდალი, რამდენადაც ამ საეკლესიო კონცერტზე ჟღერდა არა საეკლესიო სიმღერა „333“, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა რმე-ს მეთაურის სიტყვებს. მკითხველების უმრავლესობისთვის მისი სახელწოდება სულაც არ იქნება გასაგები, ამიტომაც განვმარტავთ: „333“ - არტილერისტებისთვის ბრძანება „ბატარეა: 300-30-3“ ერთიანი ცეცხლის სინქრონიზაციისთვის. ცეცხლისთვის არა სწავლებებზე, არამედ უკრაინაში რფ-ს ომში. ამაზე არაორაზროვნად მეტყველებს სიმღერის ტექსტი: „წარწერიან მანქანაზე ცოტაა, მაგრამ გაცვეთილია,  ველზე, ველზე კი მოძრაობს უშძ. ამ ველის მიღმა რუსი ოფიცერი მკაფიოდ ასრულებს კორექტირებას „სმერჩი“ და „ისკანდერი“. მანქანაზე სვასტიკაა, საჭესთან კამა, ველზე კი საფლავი. ამ ველის მიღმა ყოფილი ხულიგანი მკაფიოდ იძლევა კორექტირებას „სმერჩი“ და „ურაგანი“. „სამასოცდაცამეტი“ დილიდან განთიადამდე „სამასოცდაცამეტი!“

ერთი სიტყვით, რმე-ს კონცერტზე ხდება „რმე-ს ერთიანი სხეულის ვაჟებისა და ქალიშვილების მიერ“ (პატრიარქ კირილის სიტყვებით) მეორეს ვაჟებისა და ქალიშვილების მკვლელობა. უშძ-ს ჯარისკაცების დიდი ნაწილი ხომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია. უფრო მეტიც, მათ მკვლელობას რმე-ში უწოდებენ „წმინდას“. საშობაო კითხვების სხვა ღონისძიებებზე ხომ სტავროპოლის მიტროპოლიტმა კირილმა რფ-ს შძ-ს გენერალთან ერთად წარმართა კონფერენცია „წმინდა ომი: რუსეთის გარდასახვა“, სადაც ასე განაცხადა: „როცა გავიმარჯვებთ ამ წმინდა ომში, მაშინ გაგრძელდება ჩვენი რუსეთის გარდასახვა“.

ჩვენ ვხვდებით, რომ რმე-ს კლირიკოსები და მორწმუნეები დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში რუსი ჯარისკაცები „სამშობლოსთვის“ იბრძვიან, „ნაციზმის“ წინააღმდეგ და საერთოდ ყოველივე კარგისთვის და ყოველივე ცუდის წინააღმდეგ. მაგალითად, პატრიარქის ვიკარიუსი სერგიევ-პოსადის ეპისკოპოსი კირილი ასე ამბობს, რომ თითქოს რუსი ჯარისკაცები სხვის ქვეყანაში იღუპებიან „სიკეთისთვის, სინათლისთვის ბრძოლაში“.

როგორ შეიძლება  მასობრივი სიკვდილი ორივე მხრიდან, უდიდესი ნგრევა და დარდი იყოს რაიმენაირად კარგი, მითუმეტეს მან მოწონება და მხარდაჭერა მიიღოს ეკლესიისგან? და საერთოდ, აქამდე როგორ მოვედით? ვინმესთვის ორი წლის წინ რომ ეთქვათ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს წარმართავსო, ხოლო რმე ჩაატარებს კონცერტებს და კონფერენციებს მის მხარდასაჭერადო, ამას არავინ დაიჯერებდა. გთავაზობთ უმე-სა და რმე-ს შორის ურთიერთობების გზისთვის თვალის შევლებას ომის დაწყებიდან და დეტალურად იმ ბინოკლის ოპტიკური სქემის ნაკლოვანებების გარჩევას, საიდანა რფ-ში უყურებენ უმე-ს ირგვლივ არსებულ სიტუაციას.

რა მოხდა უმე-სა და რმე-ს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში?

დღეს მის-ებში არსებობს უამრავი პუბლიკაცია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ანალიზით, სადაც დეტალურად განიხილება: ვინ ვისი პროვოცირება მოახდინა, ვინ დაიწყო პირველად, რა არის ამ ომის ჭეშმარიტი მიზეზები, შესაძლებელი იყო თუ არა მისი თავიდან აცილება, ვინ არის აქ მართალი, ვინაა დამნაშავე და ა.შ. ამის შესახებ კამათი შეიძლება უსასრულობამდე და შეიძლება არ მიხვიდე რაიმე კონკრეტულამდე. ეს ყოველივე ისტორიას დავუტოვოთ, ჩვენ კი ვეცადოთ თვალი მივადევნოთ რმე-ს წარმომადგენლებს ომის აღქმასთან დაკავშირებით მისი დაწყებიდან დღემდე.

ამდენად, 2022 წლის 24 თებერვალს დილის დაახლოებით 4 საათისთვის მთელი უკრაინის მასშტაბით ისმის აფეთქებები. უკრაინელები სრულ გარუკვევლობაში არიან - ნუთუ ომია? შემდეგ ყველა უყურებს პუტინის გამოსვლას, სადაც ის აცხადებს „სსო“-ს დაწყების შესახებ, რომლის მიზანსაც წარმოადგენს უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“.

ზოგიერთმა ეს თავიდან მიიღო სუფთა მონეტად. უკრაინა ხომ ბოლო წლებში არსებითად სსრკ-ს უარეს ვარიანტად ჩამოყალიბდა, სადაც პირველი მაისის აღლუმები ჩაანაცვლა სს  „გალიჩინის“ მსვლელობებმა და მარშმა. ხელისუფლების იდეოლოგია შემდეგი იყო: იქა არ წახვიდე, აქეთ არ წახვიდე, ჩაიცვი ტრადიციული ნაქარგი პერანგი, რუსულ ენაზე არ ისაუბრო, გჯეროდეს „უკრაინის ღმერთის“.

ტაძრის მიტაცებებმა, მორწმუნეების უკანონო ცემამ, სასამართლოებში ყბადაღებულმა უსამართლობამ, აქტივისტების დიქტატმა და ბევრმა სხვა რამემ პოროშენკოს პერიოდიდან იმდენად გატანჯა უბრალო ხალხი, რომ ისინი უკვე ელოდნენ თუნდაც რაღაც სამართლიანობას. მაშინ არავინ ფიქრობდა ასეულობით ათას მოკლულზე, დანგრეულ ქალაქებზე, დაკარგულ ტერიტორიებზე და იმაზე, რომ „დენაციფიკაცია“ მოვა არა ხელისუფლებასთან, არამედ მათთან.

ჩნდება ცნობები პირველ მსხვერპლსა და ნგრევაზე. ჩნდება პირველი კომენტარებიც რფ-დან, რომ თითქოს „ამერიკული“ შეირაღების მუდმივი დემონსტრაციითა და იარაღის ჟღარუნით იყო პროვოცირება, თითქოს, თავად წამოვეგეთ ანკესზე.

და აქ ჩნდება უნეტარესი ონუფრის მოულოდნელად ხისტი განცხადება, რომელშიც ის გმობს რფ-ს აგრესიას და აკურთხებს სამწყსოს უკრაინის დასაცავად. ბევრმა რუსმა ეს გაკვირვებით მიიღო - რატომ? რუსეთში ხომ არავინ აპირებს და არავინ მოკლავს ერთმორწმუნეს. პუტინმა ხომ მკაფიოდ განაცხადა: მოვახდენთ თქვენი იარაღის უტილიზაციას, კონტროლზე ავიყვანთ ბობოქარ ნაციონალისტებს, რომლებიც ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ ნორმალურ ადამიანებს და ამით დასრულდება „სსო“. არაფერიც არ სრულდებოდა, მხოლოდ ახლა იწყებოდა. ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ოკუპირებული სოფლებიდან უკრიანის ცენტრში გადასვლა, ყვებოდნენ, რომ რფ-ს ჯარისკაცების მოქმედებები სულაც არ ჰგავდა „განმანთავისუფლებელის“ მოქმედებებს. სოცქსელებში ჩნდება მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი ფოტოები და ვიდეო. სურათი „დენაციფიკაციაზე“ თვალსა და ხელს შუა ირღვევა.

და რაც შეეხება რმე-ს რეაქციას? ის თავიდან ძალიან ფრთხილი იყო. იგრძნობოდა, რომ პატრიარქი გარკვეულ დაბნეულობაში იყო. ის ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა იმ ფაქტის, რომ უკრაინაში არის მისი სამწყსო, და ცხადი რეალობის დაკავშირება, რომ ამ სამწყსოს წინააღმდეგ მიდის ომი.

სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩნდება მისი პირველი რეაქცია: „ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია ჩვენთვის ახლობელ უკრაინაში მიმართული იყოს იმაზე, რომ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ყოველთვის ებრძოდნენ რუსეთის და რუსული ეკლესიის ერთიანობას, იზეიმონ. ღმერთმა არ ქნას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ხაზი გაივლოს, რომელიც ძმების სისხლით იქნება მორწყული.

თუმცა, ამ განხცადებამ არ დააკმაყოფილა უკრაინაში „ცხელი თავები“, ისინი ხომ ომის მკაფიო დაგმობას ელოდნენ. პატრიარქის საპასუხოდ გაისმა ბრალდებები მის „მქრქალ“ პოზიციაზე, მისი მოხსენიების აკრძალვამდეც კი. მაშინ მჟკ-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოუწოდებდა არ ეჩქარა დასკვნებთან დაკავშირებით და არ დაეკავშირებინა ეკლესია პოლიტიკასთან.

და რაღაც პერიოდი რმე შეეცადა საკუთარი თავის პოზიციონირებას „კონფლიქტზე მაღლა“.  არანაირი პასუხი არ მოჰყოლია 2022 წლის 28 თებერვლის უმე-ს სინოდის მიმართვას, სადაც იერარქები სთხოვდნენ პატრიარქს „ეთქვა მეთაურის სიტყვა უკრაინის მიწაზე ძმათამკვლელი სისხლისღვრის შეწყვეტის შესახებ და მოეწოდებინა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები“. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რუსეთის ხელისუფლების ღია მხარდაჭერა.

თუმცა, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. გავიდა რამოდენიმე კვირა და ცხადი გახდა, რომ ე.წ. „სპეცოპერაცია“ გადადის ფართომასშტაბიან ომში უდიდესი მსხვერპლით, როგორც სამხედროებს (ორივე მხრიდან), ასევე უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას შორის. მალე საეკლესიო ქანქარა „ნეიტრალური“ პოზიციიდან „ხელისუფლების მხარდაჭერის“ მხარეს გადაიხარა.

მას შემდეგ, რაც 13 მარტს მაცხოვრის სახელობის ტაძარში პატრიარქმა რუსეთის გვარდიის მეთაურს, გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს გადასცა ხატი სიტყვებით, რომ “ეს ხატი შთააგონებს ახალგაზრდა მეომრებს, რომლებიც ფიცს დებენ“, ხოლო გენერალმა პასუხად დაიჩივლა, რომ „სსო“-ში ყველაფერი ისე როდი მიდის, „როგორც სასურველი იქნებოდა“ მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცისტები მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან იმალებიან“.

„ჩვენ დასახულ მიზანთან ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და გამარჯვება ჩვენზე იქნება. ეს ხატი კი დაიცავს რუს მეომრებს და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას“, - განუცხადა გენერალმა პატრიარქს, მან კი თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

და პატრიარქის ამ თავის დაქნევების შემდეგ ცხადი გახდა: რმე და რფ-ს არმია უკვე ერთად არიან. აქედან გამომდინარე შედეგებით.

რმე-ს პრეტენზიები უმე-ს მიმართ: სად არის დარღვეული ლოგიკა? - სურათი 1

სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან არმიის ამ საჯარო მხარდაჭერის შემდეგ უკრაინაში დაიწყო უმე-ს მორწმუნეების დევნის ახალი ტალღა. უკრაინაში ვიდეო პატრიარქთან და ზოლოტოვთან ერთად „ვირუსულად“ გავრცელდა. მას აღშფოთებით აზიარებდა ათეულობით და ასეულ ათასობით ადამიანი. დაიწყო ტერორი „მოსკოვის“ ეკლესიის წინააღმდეგ.

მორწმუნეებს სიძულვილით აგდებენ ტაძრებიდან, სპეცსამსახურები ატარებენ ჩხრეკებს და ყველანაირად იგდებენ აბუჩად, მის-სა და ნებისმიერ შესაძლო „კვარტალში“ უმე-ს ცინიკურად ანადგურებენ. და ეს ყოველივე იმასთან ერთად, რომ თავად უმე-ს მორწმუნეები ყველასთან ერთად, ზოგჯერ კი უფრო მეტადაც (რამდენადაც ფრონტის ხაზი აღმოსავლეთშია, სადაც უმეტესწილად უმე-ს სამწყსო იმყოფებოად) ზარალდება ომისგან.

ამავე დროს რუსულ პრესაში ჩნდება პუბლიკაციები, სადაც ცეცხლში ნავთის დასხმასავით, ჟღერს რმე-ს იერარქების გამონათქვამები „ჩვენს ერთიანობაზე“, „პატრიარქის პასუხისმგებლობაზე უკრაინის ხალხზე“ და ა.შ. ისმის კითხვა, რატომ? განა ვერ ხედავთ, რა ხდება? განა რთულია ლოგიკური ჯაჭვის გაბმა, რომ უკრაინაში რმე-სა და უმე-ს „ერთიანობას“ ახლა აღიქვამენ, როგორც უმე-ს „ერთიანობას“ რუსულ არმიასთან, რომელიც კლავს უკრაინელებს? და საქმე ეხება არა მხოლოდ არაეკლესიურ ხალხს, არამედ სასულიერო პირებსაც მრევლთან ერთად. მათ თავი იგრძნეს გაყიდულებად მოსკოვის საპატრიარქოს მიერ.

აი, რმე-ს ხელმძღვანელობის ამ სრულ არაადექვატურობაზე შეხედვისას სიტუაციის გაგების საქმეში, რომელშიც აღმოჩნდა უმე ამ ომში, ვხედავთ რა სურვილს მასობრივ მკვლელობას საღვთისმეტყველო სარჩული დაუდონ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრობა იღებს გადაწყვეტილებას უმე-ს ეპისკოპოსთა კრების, შემდეგ კი ადგილობრივი საეკლესიო კრების ჩატარების შესახებ.

და როგორც არ ეცადნენ მოგვიანებით მის გაშავებას „სსო“-ს მომხრეები, რომლებიც მას უწოდებენ „უკანონოს“, „ცრუ საეკლესიო კრებას, სადაც მღვდელმთავრობა ფეხქვეშ გაეგო ხელისუფლებას“, ისინი ვერ ხვდებიან ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. ადამიანები, რომლებიც იმ დროისთვის უკვე ზღავდნენ თავიანთი მრწამსის გამო, ამისთვის სისხლის ღვრიდნენ, უბრალოდ ერთ წამში ვერ გახდებოდნენ სპეცსამსახურების მორჩილი მარიონეტები.

ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ საეკლესიო კრება თეოფანიაში ერთდაერთი მიზნით იკრიბებოდა - დაედასტურებინა და განემტკიცებინა უმე-ს ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა, რომელიც სრულად იმიჯნებოდა რმე-ს ანტიქრისტიანული კურსისგან. ეს საეკლესიო კრება გახდა რეაქცია მართლმადიდებელი თანამოძმეების პროგრესირებად სულიერად ავადმყოფობაზე.

მართალია, ისინი ამის შემდეგაც ბოროტად ზეიმობდნენ, რომ თითქოს, ვერ გიშველათ მდევნელების წინაშე „მუხლის მოყრამო“, მაგრამ არავინ ოცნებობდა, რომ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების მერე შეწყდებოდა მორწმუნეების დევნა და ტაძრების მიტაცება.

კიდევ ერთხელ: „თეოფანია“ - ეს არის დასტური გზის სიმცდარეზე, რომლითაც წავიდა რმე და იმის დეკლარაცია, რომ ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ. სწორედ ასე მოიქცა უნეტარესი თავის დროზე უმაღლეს რადაში, როცა დემონსტრაციულად არ ადგა ფეხზე „ატო-ს გმირებისადმი“ მიგებების დროს.  პარლამენტშიც და მომდევნო კომენტარებშიც ის მკაფიოდ აცხადებდა თავისი ანტისაომარი პოზიციის შესახებ. მაშინ ეს იყო მტკიცება ხელისუფლების წინაშე, ახლა კი ეს დასტურია მთელი ეკლესიის წინაშე. არც მეტი, არც ნაკლები.

ამ მომენტიდან იწყება ომის მქადაგებელთან საოცარი უუნარობის გამოვლენა ლოგიკური დასკვნებისადმი. მოვიყვანთ მხოლოდ ელემენტარული ლოგიკის ყველაზე გავრცელებულ დარღვევებს.

ლოგიკის პირველი დარღვევა: როცა ჩვენ, ვკარგავთ რა ბიჭებს, თქვენ გიხსნით, თქვენ კი მხოლოდ წუწუნებთ

უსების უდიდესი ნაწილის რიტორიკაში, მათ შორის, რმე-დან გამოსჭვივის წყენა უკრაინელებზე - თითქოს, ჩვენ განთავისუფლებთ ნაციზმისგან, ვკარგავთ ჩვენს ბიჭებს, თქვენ კი მხოლოდ სოლიდარობას უცხადებთ თქვენს ნაცისტურ ხელისუფლებას.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ასეთი ადამიანების წარმოდგენაში რფ-ს არმია არის ერთგვარი კეთილშობილი რაინდი, რომელიც მოვიდა საშინელი დრაკონის ტყვეობისგან პრინცესას გასანთავისუფლებლად. აი, მხოლოდ ეს „რაინდი“ პაექრობის დროს ამარცხებს არა დრაკონს, არამედ თავად პრინცესას. ჩვენ არ მოვიყვანთ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის სტატისტიკას, არ გაჩვენებთ ნანგრევებს, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში არსებულ ქალაქებსა და სოფლებს. უბრალოდ შეგახსენებთ უმე-თან დაკავშირებულ ციფრებს.

ომის განმავლობაში დაიღუპა 14 კლირიკოსი, 5 უგზოუკვლოდ დაიკარგა (და ჩვენ ვხვდებით, რას ნიშნავს ეს), 20 დაიჭრა. სრულად დაინგრა 119 ტაძარი, ნაწილობრივ - 329. სროლების შედეგად დაზიანდა 30 მონასტერი. და ეს სტატისტიკა ყოველდღიურად ივსება.

რუსებს აგონებენ, რომ უკრაინაში მათი არმია ებრძვის ფაშისტებს, ბანდერებს, აზოველებს და ა.შ. ანუ თუ „ზღაპრების“ ანალოგიას მივყვებით - დრაკონს.

სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. უშძ-ში რადიკალები ძალიან მცირეა. უდიდესი უმრავლესობა ჩვეულებრივი მამაკაცები, გამრჯე ადამიანები არიან. და სამხედროები ამბობენ, რომ მათ შორის, ვინც ფრონტზე იბრძვის, - უმე-ს მრევლის 70-80%-ია.

ვიღაც სამშობლოს დასაცავად თვითონ წავიდა, ვიღაც სახლიდან დაუკითხავად წაიყვანეს. და მათი უდიდესი უმრავლესობა იღუპება. უმე-ში უკვე  არაა ტაძრები, სადაც არ დაუკრძალავთ ვინმე ან მრევლიდან ან მორწმუნეების ნათესავებიდან, ან სულაც სასულიერო პირთა ვაჟები.

ზაპოროჟიეში პარაკლისი გადაუხადეს ალექსანდრე კოვალენკოს, ზაპოროჟიეს მიტროპოლიტ ლუკას ძმას. მუკაჩევთან - ვასილი ფეჩკოს, მღვდელ ბასილის ვაჟს. სუმთან ვასილი კორობეინიკს, მღვდელ გენადის ვაჟს. ბელილოვკაში ბელოცერკოვის მიტროპოლიტ ავგუსტინეს ძმისშვილს და მღვდელ მიქაელის ვაჟს - იოანე მარკევიჩს. ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია.

ნუთუ   ყველა ამ ადამიანის სიკვდილი არის სწორედ ის „დენაციფიკაცია“? სწორედ რომ ასეთი ადამიანებისგან „უკრაინის“ „გაწმენდის“ აუცილებლობით ამართლებდა რფ მისი „სს“-ს დაწყებას. იქნებ, „დენაციფიკაცია“ არის უბრალოდ პროპაგანდისტული ზღაპარი ხალხისთვის, ხოლო ომი რუსეთის ხელისუფლებმა დაიწყო და აგრძელებს მისი გეოლპოლიტიკური ინტერსებიდან გამომდინარე?

ამაზე კამათი დიდხანს შეიძლება, მაგრამ არის მარტივი თვალსაჩინო ფაქტიც - „ნაციზმისგან განთავისუფლებული“ უკრაინის ყველა ტერიტორია რუსეთის ხელისუფლებამ რფ-ს შემადგენლობაში შეიყვანა. და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობის შემთხვევაში მათაც იგივე ბედი ეწევათ. ომში, რასაკვირველია, სხვა ინტერესებიც არსებობს: გეოპოლიტიკური, ფინანსური, რესურსების და ა.შ. მაშ, რა საჭიროა ეს ზღაპრები იმაზე, რომ „ჩვენ თქვენ განთავისუფლებთ“? მთავარი დარტყმის ქვეშ ხომ სწორედ გალიჩინის „ბანდერები“ არ მოხვდნენ, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეები, სადაც ყოველთვის იყო ძლიერი პრორუსული განწყობები. სწორედ იქ „მიფრინავენ“ თითქმის ყოველდღე, სწორედ იქ არ იციან ადამიანებმა, გადაიტანენ თუ არა მომდევნო დღეს.

ამ მიზეზით, ძალიან ბევრი მძაფრი რუსოფილი ომიდან რამოდენიმე კვირისა და თვის შემდეგ გადაიქცა ყოველივე იმის მოძულედ, რაც უკავშირდება რუსეთს. და ამას ხელი შეუწყო არა იმდენად უუს-მ ან ამერიკელებმა „ბანდერებით“, რამდენადაც თავად რუსებმა. მართლმადიდებელი ხალხი - ეს როდის ინტერნეტისა და ცივილიზაციისგან შორს მყოფი სოციუმი. ეკლესიური ადამიანებიც კითხულობენ, აანალიზებენ და აკეთებენ დასკვნებს. მაგალითად, ისეთებს, რომ გასულ ზამთარს ინფრასტრუქტურის განადგურება სულაც არაა ზრუნვა „ძმებზე“ და არაა მათი ხელისუფლების ტირანიისგან განთავისუფლება, არამედ მცდელობა (სხვათაშორის, წარუმატებელი) გადაჭრას მისი სამხედრო ამოცანები, ისეთი „წვრილმანის“ მიუხედავად, როგორიცაა სამოქალაქო ხალხის ტანჯვა.

ამიტომაც უკრაინელები, ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, სულაც არ აღიქვამენ ზღაპრებს „წმინდა რუსეთის ერთიანობაზე“ ისე, როგორც რუსები. მათთვის ეს ზღაპრები პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს - საკმაოდ შორს არის ის სინამდვილისგან.

ლოგიკის მეორე დარღვევა: როცა ლოცულობენ წმინდა რუსეთის ერთიანობაზე, მაგრამ ამასთან ანადგურებენ მის გულს

როგორ შეიძლება ლოცვა „წმინდა რუსეთის ერთიანობაზე“ და ამავდროულად სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა, რომლებიც არღვევენ ამ ერთიანობას? პატრიარქმა კირილმა 2022 წლის სექტემბერში ლიტურგიაში ჩასვა ლოცვა ამ „წმინდა რუსეთზე“. აი, მისი ფრაგმენტი:

„უფალო, გვიხსენი, მოიღე მოწყალება შენს მორჩილ მონებზე, ისმინე და შეგვიწყალე ჩვენ: რომლთაც სურთ წმინდა რუსეთის ლანძღვა, რომლებიც დაირაზმნენ და სურთ მისი ერთიანი ხალხის დაყოფა. უფალო, მოხედე შენს შვილებს და მოგვეცი გამარჯვება შენი ძალით. შენს ერთგულ შვილებს, რომლებიც ცდილობენ დაიცვან რუსეთის ეკლესიის ერთიანობა, მიეცი ძალა, განამტკიცე ძმათა სიყვარულში და დაიცავი უბედურებისგან. დაიცავი გონების დაბინდვისგან და გულის გაქვავებისგან. შენია ცოცხალი უფლის ეკლესია და მათ ჩანაფიქრებს ნუ დაამსხვრევ. შენი მადლით დაარიგე და სიბრძნით გაამდიდრე! მეომრები და სამშობლოს დამცველები შენს მცნებებში განამტკიცე, სულის სიმტკიცე მოეცი, დაიცავი სიკვდილისგან, ჭრილობისა და დატყვევებისგან!“

რას ნიშნავს „წმინდა რუსეთი“  რეალობაში ეს არავინ იცის. ეს ტერმინი არაა საეკლეისო, ის აღნიშნავს ერთგვარ ვირტუალურ სასულიერო-კულტურულ-მსოფლმხედველობით სივრცეს, რომელიც საერთოა რუსეთისთვის, უკრაინისა და ბელარუსისთვის. ივარაუდება, რომ ამ ტერიტორიების ხალხები უნდა იყვნენ ერთად. თუმცა, როგორ შეესატყვისება ეს რეალობას, სადაც ამ „რუსეთის“ ერთი ხალი იბრძვის მეორის წინააღმდეგ - გაუგებარია.

ლოცვაში საუბარია ძალებზე, რომლებიც დაირაზმნენ დაყოფის მიზნით. ჯერ ერთი, თუ ამ სიტყვების ქვეშ იგულისხმება არა უკრაინელები, არამედ დასავლეთი, რატომ არ ებრძვის რფ მის წინააღმდეგ? რატომ მიფრინავენ რაკეტები კიევზე, ლვოვზე, ხმელნიცკზე და არა ბერლინზე, ლონდონსა თუ ვაშინგტონზე? უკრაინის ქალაქები ხომ ამ „რუსეთის“ ნაწილს წარმოადგენს. კიევი კი საერთოდ „რუსული ქალაქების დედაა“. და განა რაკეტები ხელს არ უწყობენ ამ „დაყოფას“ და „წმინდა რუსეთის დაღუპვას“, რომელთა წინააღმდეგაც მიმართულია ეს ლოცვა?

მეორე, პატრიარქი რატომღაც გამოხატავს თანაგრძნობას მხოლოდ მაშინ, როცა იღუპება „წმინდა რუსეთის“  „რუსი“ ნაწილი. 2023 წლის 31 დეკემბერს მან გამოაქვეყნა განცხადება უშძ-ს მხრიდან ბელგოროდზე დარტყმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა: „ღრმად შეძრული ვარ ბელგოროდში მომხდარი ტრაგედიით, რამაც გამოიწვია ბევრი ადამიანის დაღუპვა და დაჭრა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთა შორისაც იყვნენ ბავშვები, არ შეიძლება არანაირად იყოს გამართლებული, რამეთუ ის ავლენს არაადამიანურ ბოროტებას და მისი ჩამდენების სიძულვილს“. ორი დღით ადრე კი უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. რმე-ში ეს არც კი „შეიმჩნიეს“. მაშ, რა ერთიანობაზეა საუბარი?

ლოგიკის მესამე დარღვევა: როცა პატრიარქი მხარს უჭერს მათ, ვინც კლავს, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, ის მოიხსენიო

როგორ შეიძლება მოითხოვო პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება იმათგან, ვისაც ის ირიბად უწოდებს „მსოფლიო ბოროტებას?“ სწორედ ასე ახასიათებს რმე-ს წინამძღოლი იმათ, ვისთანაც იბრძვის რფ.

ჩვენ შევედით ბრძოლაში, რომელსაც გააჩნია არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური მნიშვნელობა“, - ასე განაცხადა მან ქადაგებაზე მიტევების კვირას, 2022 წლის 6 მარტს.

„მსოფლიოში არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა კეთილის ბრძოლა ბოროტებასთან და ის სახელმწიფო საზღვრებზეც გადის“, - განაცხადა მან 2022 წელს სამხედროებთან შეხვედრაზე ჰოსპიტალში.

„დღეს ჩვენი ქვეყანა შეეჯახა ბოროტების უდაო გამოწვევას - იმ ბოროტებას, რომელიც ემუქრება მთელ მსოფლიოს“, - პატრიარქის სიტყვა რფ-ს მეომრების ოჯახების კომიტეტთან შეხვედრაზე 2023 წლის 12 დეკემბერს.

„ილოცეთ სამშობლოსთვის, რადგანაც ის ამჟამად მსოფლიო ბოროტებას უპირისპირდება“, - რმე-ს მეთაურის სიტყვა წმინდა სამების სერგის ლავრაში 2023 წლის 8 ოქტომბერს.

როგორ შეიძლება გავიგოთ პატრიარქის სიტყვები, თუ ფაქტის მიხედვით, ამბობს, რომ უკრაინაში დაღუპული რფ-ს ჯარისკაცი სამოთხეში მიდის: „ის თავს მსხვერპლად სწირავს სხვების გამო. და ამიტომაც გვწამს, რომ ეს მსხვერპლი წმენდს მის ყველა ცოდვას, რომელიც ადამიანმა დაუშვა“.

დიახ, პატრიარქი არ აკონკრეტებს, რომ საუბრობს რუს ჯარისკაცებზე. თუმცა, მისი რიტორიკის ჭრილში ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, რომ მას მხედველობაში უკრაინელი ჯარისკაცები ჰყავდა.

პატრიარქის ლოცვებში მოხსენიების მოთხოვნა ასეთ მომენტში იგივეა ელოდო ბავშვისგან მამისადი სიყვარულის აღიარებას, როცა მშობელი მას სახეს უსისხლიანებს. და თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს დარტყმები აღმზრდელობითი მიზნითაა, სიყვარულის გამოძალვა სწორედ ამ მომენტში აბუჩად აგდებას ჰგავს.  როგორ შეიძლება პატრიარქის, როგორ ერთიანი რუსული ეკლესიის მეთაურის მოხსენიება ლოცვებში, თუ ეს ერთიანობა, მისი სიტყვებით, მდგომარეობს „რუსეთისთვის, პრეზიდენტისთვის, მეომრებისთვის ლოცვებში; როცა თითოეული თქვენგანი ხვდება, რომ მას თავისი ადგილი აქვს ამ ბრძოლაში ჩვენი სამშობლოს თვაისუფლებისთვის“. ნუთუ ვინმე სერიოზულად თვლის, რომ უკრაინელი, რომელსაც ომში მოუკლეს ახლობლები ან დაუნგრიეს სახლი, „დიდ ბატონს და მამას“ უწოდებს მას, ვინც მისკენ ომისკენ ისწრაფვის, როგორც „მსოფლიო ბოროტებისკენ“?

ლოგიკის მეოთხე დარღვევა: როცა სულიერი მეომრები უცებ ხდებიან „სუსტები“ და „მოღალატეები“

რმე-ში ზოგიერთ ძალას უყვარს მოყოლა, რომ მართლმადიდებლები უკრაინაში აღმოჩნდნენ სულიერად სუსტები, მოღალატეები, რომლებიც გარიგებაზე წავიდნენ ხელისუფლებასთან.

თუმცა, როგორ ხდებიან მორწმუნეები, რომლებიც კარგავენ თავიანთ ტაძრებს, საზოგადოებაში მდგომარეობას, სამუშაოს, მატერიალურ შესაძლებლობებს იმის გამო, რომ იყვნენ ჭეშმარიტ ეკლესიაში, უცებ ხდებიან ხელისუფლების მორჩილნი, რომელთა ძირითადი ამოცანაა ყველას შეყვანა მეუ-ში? რაში ვლინდება ეს?

როგორ აღმოჩდნენ უცებ მართლმადიდებლობისა და კანონების ერთგულები, რომლებმაც ეს არა სიტყვით, არამედ მათი ცხოვრებით დაამტკიცეს, „კანონიკური წესების დამრღვევები“?

შეგახსენებთ, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული მილიონობით მართლმადიდებელი დასავლეთ უკრაინაში, 2014 წლიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მკაფიოდ იდევნებოდნენ „მს“-ს გამო. ამის მიუხედავად ამ ხნის განმავლობაში მათ არ შეუწყვეტიათ მოსკოვის პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურებისას, ხოლო 2022 წელს უცებ შეწყვიტეს. რა მოხდა? ისინი ავად გახდნენ თუ მოულოდნელად დაკარგეს სულის სიმტკიცე? და რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც მოხდა სწორედ მათ თავს და არა თავად პატრიარქის თავს? ნუთუ ამას ახსნა არა აქვს?

ლოგიკის მეხუთე დარღვევა: როცა შენ იმას დასცინი, ვინც „მიიღო ომი და სირცხვილი“, ხარ რა ამის რეჟისორი

რმე-ს „ომამდელ“ ნაწილში ძალიან უყვართ ფრაზის ციტირება, რომელსაც ჩერჩილს მიაწერენ: „თუ ქვეყანა, ომსა და სირცხვილს შორის, ირჩევს სირცხვილს, ის ომსაც მიიღებს და სირცხვილსაც“. მის პროეცირებას ახდენენ უმე-ზე არაორაზროვანი მინიშნებით - თითქოს, თქვენ, ჩაატარეთ რა საეკლესიო კრება, უღალატეთ რმე-ს და „ფეხსაცმელს ულოკავთ ხელისუფლებას“, თქვენ კი მაინც გართმევენ ტაძრებსო.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ომის წინ დუმენკო ჩიოდა, რომ ხელისუფლება არა თუ არ აორგანიზებს მიტაცებებს - ის უარს ამბობს კიდეც პოროშენკოს დროს „გადაყვანილი“ ტაძრების რეგისტრაციაზეო. მიტაცებების ახალი ძლიერი ტალღა კი 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო. და ჩვენ ყველანი ვხდებით, თუ რატომაც. ყველაზე ცხელი ფაზა დაემთხვა ზამთარს - 2023 წლის გაზაფხულს, როცა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მეუ-თან გაერთიანებისკენ არანაირმა იძულებამ არ „იმუშავა“. შედეგები არ მიუცია, არც უუს-ს მასშტაბურ ჩხრეკებს, არც სისხლის სამართლის საქმეებს, არც სიძულვილის კამპანიას მის-ში. ანუ ჩვენ შეგვიძლია საუბარი ორ დასკვნაზე:

  1. უმე-ს წინააღმდეგ ხელისუფლებისა და საზოგადოების რეპრესიების პროვოცირებას ხელი შეუწყო რფ-ს თავდასხმამ, უფრო სწორედ - მისმა მხარდაჭერამ რმე-ს მხრიდან.
  2. უმე-ში შეეძლოთ მარტივად შეეწყვიტათ ყველა დევნა, რომ მომხდარიყო წასვლა მეუ-თან გაერთიანებაზე ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებაზე. თუმცა, ეს არ მოხდა.

როგორც რმე-ში შეუძლიათ ისაუბრონ, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ზეწოლა უნეტარესსა და ეპისკოპატზე ჩაეტარებინა „უუძ-სეული“ კრება თეოფანიაში, თუ არაა მთავარი შედეგი, რომლის გამოც ხელისუფლებას ის დასჭირდებოდა - მეუ-თან გაერთიანება? რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას ეს კრება, თუ ის არც კი დაარეგისტრირებდა მასზე მიღებული წესდების ახალ რედაქციას?
როგორ შეიძლება აქ ვიმსჯელოთ „ომსა და სირცხვილზე“ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ითმენენ რეპრესიებს შენივე ბრალეულობით - ეს ავტორთა სინდისის საკითხია. სხვათაშორის, რომლებიც წერენ თავიანთ ოპუსებს „მოღალატეებზე“, სხედან რა კეთილდღეობასა და კომფორტში.

ლოგიკის მეექვსე დარღევა: რმე „სსო“-ს დრო ისევე მოქმედებს, როგორც უმე ატო-ს დროს?

უმე-სა და მისი მღვდელმთავრების მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია რმე-ს წარმომადგენლებისგან არის იდეოლოგემა „სად იყავით რვა წელი“. ის გულისხმობს, რომ დონბასში ომის დროს უმე იყო ყრუ და მუნჯი დონბასელთა ტანჯვის მიმართ და არაფერს აკეთებდა ამის შესამსუბუქებლად. ამიტომაც ამჟამინდელი პრეტენზიები რმე-სა და პატრიარქის მიმართ არის უსაფუძვლო. სარკეში ჩაიხედეთ, შეგრცხვეთ და გაჩუმდითო. სანამ შევადარებთ ეკლესიების მღვდელმთავართა პოზიციებს, მოდით, გავიხსენოთ არასაეკლესიო მომენტებიც.

ჯერ ერთი, ატო-ს, მისი მორალური მხარისადმი ყველა საკითხის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე ახორციელებდა. და ეს ხელისუფლება (რომელიც სათავეში მოვიდა „ევრომაიდანის“ გამარჯვების შემდეგ) რფ-მ 2014 წელს ლეგიტიმურად ცნო.

მეორეც, თავად ატო წარმოიქმნა იმის გამო, რომ მოსკოვში დლმცრ-ს მაცხოვრებლებს მიანიშნეს, რომ რფ-ში მზად არიან მათ მისაღებად ისევე, როგორც ყირიმის. რომ არ ყოფილიყო იდეოლოგიური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა - არ იქნებოად ატო-ც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ იქნებოდა დონბასის ხალხის ტანჯვა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა „სსო“-ს დაწყებასთან ერთად.

ახლა კი მღვდელმთავრების პოზიციებზე.

2023 წლის ნოემბერში მოსკოვში ჩატარდა რუსეთის სახალხო კრების 25-ე ყრილობა, რომელსაც თავმჯდომარეობდა პატრიარქი კირილი. მისი დაწყების წინ პუტინმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო „სსო“-ს გარდაცვლილ ჯარისკაცებს. ყველა იდგა და დუმდა. და რატომ ვწერთ ამაზე? 2015 წლის მაისში მის-სა და სოცქსელებში გაჩაღდა უნეტარესი ონუფრის ჰეიტის კამპანია იმის გამო, რომ ის არ ადგა რადაში ატო-ს გმირებისადმი პატივის მიგების დროს. ძალიან ბევრმა ეს მიიღო მაშინ, როგორც რუსეთის მხარდაჭერა დონბასის კონფლიქტში. თუმცა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ იყოს არც ერთ მხარეს. ის მიტროპოლიტ ონუფრის სახით აპროტესტდებდა ომს, როგორც მოვლენას.

უნეტარესმა ონუფრიმ თავის ჰეითერებს ასე უპასუხა: „ჩვენ არ ავდექით, რადგან ეს იყო ჩვენი პროტესტი ომის, როგორც მოვლენის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვსურს, რომ ომი გაგრძელდეს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვსურს, რომ ადამიანები ერთმანეთს კლავდნენ. ჩვენ გვსურს მშვიდობა და რომ ჩვენს მიწაზე იყოს უფლისმიერი კეთილღეობა“.მალე უნეტარესმა ონუფრიმ დიდი ინტერვიუ მისცა მჟკ-ს, სადაც აგრძელებდა ამ თემას: „ეს ძმათამკვლელი ომია. და ამიტომაც ეკლესია, როგორც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ასევე 2013-2014 წლებში ღირსების რევოლუციის შემდეგ მოუწოდებს, რომ ადამიანები შეურიგდნენ ერთმანეთს, რათა ადამიანებმა მიუტევონ ერთმანეთს... ეკლესია მოუწოდებს, რომ ადამიანებმა მოძებნონ საკუთარ თავში ძალები აპატიონ ერთმანეთს და აღარ მოკლან ერთმანეთი. ეკლესიის ეს პოზიცია არაა ახალი: ის ასეთ პოზიციაზე იდგა 1917 წლის შემდე, ასეთი იყო ის სხვა პერიოდებში, კიევის რუსეთის დროს, როცა ჩვენი მთავრები წმინდა ვლადიმირის დროს აჯანყდნენ, კლავდნენ ძმებს -სვიატოპოლკი, შემდეგ ერთი მთავარი მეორეს კლავდა. და მაშინ ჩვენმა ეკლესიამ, კანონიკურმა ეკლესიამ, მოუწოდა: მიუტევეთ ერთმანეთს! ამის გამო განდევნეს ბერები და ეპისკოპოსები, ვძულდით, შემდეგ დაინახეს, რომ მართალი ვიყავით და შერიგდნენ“.

2016 წელს კი მიტროპოლიტმა ონუფრიმ აკურთხა სრულიად უკრაინის მასშტაბური ლიტანიობის ჩატარება მშვიდობისთვის, როცა ორი უდიდესი კოლონა დაიძრა სვიატოგორსკისა და პოჩაევის ლავრებიდან და რამოდენიმე კვირაში ერთმანეთს შეუერთდნენ კიევში კიევის რუსეთის მიერ მართლმადიდებლობის მიღების დღეს ერთიან ლოცვაში.

ამ ლიტანიობას შეიძლება ეწოდოს ლოცვითი პროტესტი ომის წინააღმდეგ. და სწორედ ასე აღიქვეს ის უკრაინის საზოგადოებაში. უმე-ს წინააღმდეგ დაიწყო ტოტალური მოშხამვა. ლიტანიობის მონაწილეებს არ უშვებდნენ ქალაქებში, რადიკალები აორგანიზებდნენ მათზე თავდასხმებს, პოლიცია აცხადებდა „გზების დანაღმვის“ შესახებ, ყველა არხზე იყო სიძულვილის ვაკხანალია, ხოლო რადაში სახალხო დეპუტატები ისტერიულად ყვიროდნენ, რათა მორწმუნეებმა მოითხოვონ მშვიდობა არა კიევში, არამედ მოსკოვში, „პუტინისგან“.

უკვე უკრაინაში ომის დროს, როცა ლავრაში რუსი ტყვეების ჯგუფი მოიყვანეს, უნეტარესმა ონუფრიმ მათთან პარაკლისი გადაიხადა, დაარიგა ლოცვები და შოკოლადიც კი (რამაც გამოიწვია პატრიოტების კრიტიკის ქარცეცხლი). თუმცა, მთავარი იყო არა ეს, არამედ ის სიტყვები, რომელიც თქვა წინამძღოლმა:

„მინდა გისურვოთ, რომ უფალმა დაგაბრუნოთ თქვენს სამშობლოში, ოჯახებში, რათა ნახოთ დედები, დები, ცოლები, შვილები, ძმები, მეგობრები. მსურს, რომ მათ ასეთი სიტყვები უთხრათ: ჩვენ არ გვსურს ომი, რომელიც დღეს უკრაინაშია. ჩვენ არ გვინდა, რომ ინგრეოდეს ჩვენი ქალაქები, დასახლებები, რათა იღუპებოდნენ ჩვენი და თქვენი ადამიანები. არ გვსურს, რომ დედები, არც უკრაინასი, არც რუსეთში ხვდებოდნენ თავიანთ გარდაცვლილ შვილებს და ტიროდნენ ცხარე, უნუგეშო ცრემლებით. ეს უნდა შეჩერდეს, ეს შეიძლება შეჩერდეს.

უნდა მოიძებნოს სიყვარულის სიტყვა, რომელიც დაადუმებს იარაღს, გააჩერებს რაკეტებს. ჩვენ გვსურს, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენი უმე ყველაფერს აკეთებდა, რომ რუსი და უკრაინელი ხალხი მშვიდობაში, თანხმობასა და სიყვარულში ცხოვრობდნენ. ისე მოხდა, როგორც მოხდა. თუმცა, თუნდაც ბოროტება მოხდა, საჭიროა მისი შეჩერება. დაე, უფალმა მისცეს ჩვენს მმართველებს სიმამაცე, გონება, სიბრძნე იპოვონ სიყვარულის ის სიტყვა, რომლითაც შეჩერდება ნებისმიერი ბოროტება. მინდა გისურვოთ, რომ ღმერთმა დაგიცვათ თქვენ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბრძოლის ველზეა. ომი არაა ის საშუალება, რომლითაც შეიძლება ერთიანობის მიღწევა ხალხებს, ოჯახებს შორის. ძალადობას არ შეუძლია ერთიანობის შექმნა, ერთიანობა იქმნება სიყვარულით. სიყვარული კი არის ღმერთი. ის, ვინც ლოცულობს და ასრულებს უფლის მცნებებს, ის წარმოადგენს ღვთის ადამიანს. დაე, უფალმა დალოცოს ჩვენი მიწები მშვიდობით.

არ შეიძლება ერთმანეთის მოკვლა. სიკვდილს არავისთვის მოაქვს სარგებელი, არამედ მხოლოდ ვარამი ყველა სახლში. ის, რომ მართლმადიდებლობის ერთიანი ემბაზიდან გამოსული ხალხები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ - ეს სირცხვილია. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს სიგიჟე შეწყდეს“.

ამ გრძელ ციტატაში არაა არც მამხილებელი პათოსი, არც მღვდელმთავრის გაცხარება, არც პოლიტიკური მიზანშეწონილობა. ეს არის არა წინამძღოლის, არამედ მწყემსისა და მამის სიტყვები. ის მოდის არა გონებიდან, არამედ გულიდან.

და ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით, ზუსტად ასე რომ საუბრობდეს პატრიარქი კირილი. აი, მაშინ გავაგრძელებდით მის მოხსენიებას უმე-ს ყველა ტაძარში.

ლოგიკის მეშვიდე დარღვევა: როცა რმე მხარს უჭერს „სსო“-ს, რადგანაც ეკლესია

ისტორიულად ყოველთვის იყო მისი ხელისუფლებისა და ხალხის მხარეს

თუ ეს ასეა, მაშინ უმე -ს უნდა დაეჭირა მხარი ხელისუფლებისთვის ატო-ს ჩატარების დროს.

უნეტარეს არ სჭირდებოდა არანაირი „ფეხზე არ წამოდგომა“, ინტერვიუ განცხადებებით, რომ ეკლესია იცავს მშვიდობას. არ იყო საჭირო არანაირი სრულიად უკრაინის ლიტანიობის ორგანიზება მშვიდობისთვის. რატომ იყო საჭირო ნაციონალისტების, საზოგადოებისა და მის-ის სიძულვილის გამოწვევა? შეიძლებოდა უბკე-ს, უმე მს-ს და მეუ-ს პოზიციის გაზიარება, რომლებიც ატო-ს მხარდაჭერის არგუმენტს ასე ამყარებდნენ, რომ ისინი არიან „საკუთარი ხელისუფლებისა და ხალხის მხარეს“. შეიძლებოდა ხელისუფლების მხარდაჭერა და უმე-თვის შესაძლებლობის შენარჩუნება დარჩენილიყო იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იყო მაიდანამდე.

და ეს ყველაზე მარტივი გზაა, თუ ეკლესიას სურს დარჩეს კარის ორგანიზაციად რელიგიური განხრით, მიიღოს სარგებელი ხელისუფლებისგან. თუმცა, თუ ეკლესიას სურს დარჩეს ეკლესიად, მან უნდა იაროს სხვა გზით. შეგახსენებთ მიტროპოლიტ ონუფრის ციტატას: „ომი არაა ის საშუალება, რომლითაც შეიძლება ერთიანობის მიღწევა ხალხებს, ოჯახებს შორის. სიკვდილს არავისთვის მოაქვს სარგებელი, მხოლოდ ურვა ყველა სახლში. ძალადობას არ შეუძლია შექმნას ერთიანობა, ერთიანობა იქმნება სიყვარულით“.

ლოგიკის მერვე დარღვევა: როდესაც  სხვების მიერ კანონების დაცვას ადევნებ თვალს, ამ დროს კი თავად არღვევ მათ

მიუხედავად ცალკეული ხმებისა რმე-ში, თეოფანიის შემდეგ უმე-ს მიერ „განხეთქილების დანერგვის“ სტატუსის შესახებ, მოსკოვის საპატრიარქოში ოფიციალურ დონეზე ამტკიცებენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს თავის კანონიკურ სტატუსს. შესაბამისად კი, მისი ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები სრულიად ლეგიტიმურია. მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ხდება მისგამ მთელი ეპარქიების „გამოწოვა“? როგორ ხდება უმე-ს იერარქთა გადაწყვეტილებების იგნორირება?

წართმეულია ყირიმი, ბერდიანსკის ეპარქია, ხერსონის ნაწილი, არაკონტროლირებადი უკრაინის დონბასის ნაწილში გაუგებარი სიტუაციაა. ყველა შემთხვევის დროს სხვადასხვა მეთოდს და განმარტებას იყენებდნენ (ყირიმის შემთხვევაში რმე-ს სინოდი უმე-ს თეოფანიის კრების გადაწყვეტილებებსაც კი დაეყრდნო). მაგრამ ყველას მშვენივრად ესმის - მსგავსი ქმედებებისთვის არანაირი სამოძღვრო მიზეზი არ ყოფილა და არ არის. ფაქტიურად გამოდის, რომ მოსკოვში სარგებლობენ ფორმულით, რომლის გამო ცოტა ხნის წინ თავად აკრიტიკებდნენ ფანარიონს: „ეკლესიის საზღვრები სახელმწიფოს საზღვრებიდან უნდა გამომდინარეობდეს“.

როგორც ჩანს, მოსკოვის საპატრიარქო მეთოდურად ართმევს უმე-ს ეპარქიებს რუსეთის არმიის მიერ წართმეული ტერიტორიებიდან. ეს კი იწვევს უმე-ს დაცინვას უკრაინელ „პატრიოტთა“ მიერ.

და რა გლობალური განსახვავებაა რმე-ის ქმედებებსა და მეუ-ს ქმედებებს შორის (თუ არ გავითვალისწინებთ დუმენკოს ორგანიზაციის არასაეკლესიო სტატუსს)? მხოლოდ ექპროპრიაციათა მასშტაბით?

დღესდღეობით როგორც რმე, ასევე მეუ მოქმედებენ პოზიციიდან „ვინ უფრო ძლიერია“. მაგრამ სად არის აქ „წმინდა რუსეთის ერთობა“? სად არის ქრისტე, სად არის სიყვარული? ბოლო-ბოლო, სად არის კანონები?

ლოგიკის მეცხრე დარღვევა: როდესაც ეკლესია მხარს უჭერს ომს, იმიტომ რომ წირვაზე ასე ლოცულობენ
რმე-ში ომის მომხრეები ციტირებენ ლოცვას წმ. ბასილი დიდის ანაფორადან:

“მოიხსენე, უფალო, უკეთილმსახურესი და ქრისტესმოყვარე მმართველები, რომელი განამართლე შენ, რათა სუფევდეს ქუეყანასა ზედა, ჭურითა ჭეშმარიტებისათა, ჭურითა სარწმუნოებისათა გვირგვინოსან ჰყავ ისინი, დაიფარე თავი მათი დღესა ბრძოლისასა, განაძლიერე მკლავი მათი, აღამაღლე მარჯვენე მათი, განამტკიცე მეფობა მათი, დაუმორჩილენ მათ ყოველნი ბარბაროსნი წარმართნი, მნებებელნი ბრძოლისანი...“

ამ ლოცვიდან შეიძლება დასკვნების გამოტანა, რომ ნებისმიერი განცხადება ომისა და ლიტურგიის შეუთავსებლობაზე - მცდარია.

მაგრამ ყველა ქრისტიანმა იცის, რომ დაუშვებელია ზიარებასთან მიახლება, თუ ვინმეს მიმართ  მტრული დამოკიდებულება გაქვს.  და აქვე შთაგვაგონებენ, რომ ომი (მთელი თავისი საშინელებებით)  ევქარისტიასთან სრულიად თავსებადია, რადგან არსებობს წმინდანის ეს ლოცვა.

ჯერ ერთი, ამ ლოცვის კვლევა ამტკიცებს, რომ  მონაკვეთები ომზე წმინდანს კი არ ეკუთვნის, არამედ ისინი გაურკვეველი წარმომავლობისაა და უფრო გვიანდელი ჩართვებია. მეორე, ისინი „სუფთა წყაროდ“ რომც მივიჩნიოთ,  შეუძლებელია ამ სიტყვების დღევანდელ სიტუაციასთან  მისადაგება. რა, უკრაინელები არ წარმოაგენენ „წმინდა რუსეთის“ ნაწილს, „რუსეთის ეკლესიის ერთ მთლიან სხეულს“, ისინი „ბარბაროსი ხალხია“? თუ ეს ასეა, განა ბარბაროსებს მოხსენიება მოეთხოვებათ? მაშინ რმე-ის პატრიარქი ვინ არის? „ბრძოლის მნებებელთა“ წინამძღოლი?

ლოგიკის მეათე დარღვევა: როდესაც ფრაზა „ღმერთი პუტინის საშუალებით იხსნის მსოფლიოს“ მისაღებია, ხოლო „გამარჯვების“ „მშვიდობით“ შეცვლა - არა
2024 წლის 25 იანვარს სააღდგომო საკითხავების ფარგლებში ჩატარდა რმე-ის და რფ-ის შინაგანი ძალების ერთობლივი კონფერენცია „წმინდა ომი: რუსეთის ფერიცვალება“, სადაც სტავროპოლის მიტროპოლიტმა კირილემ განაცხადა: „როდესაც ჩვენ ამ წმინდა ომში გავიმარჯვებთ, მაშინ ჩვენი რუსეთის ფერიცვალება გაგრძელდება“. მოგვიანებით პატრიარქის ვიკარიუსმა, არქიმანდრიტმა საბამ (ტუტუნოვმა) თავის ტგ-არხზე გამოაქვეყნა სამხედრო კორესპონდენტის აფანასიევის პოსტი შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ მართლაც რუსეთის ახალ მოქცევას განვიცდით - სისხლით და ტკივილით, ომის ქარ-ცეცხლში ჩვენი ხალხი საკუთარ თავს უბრუნდება, უფრო ზუსტად კი - ღმერთს“. ხოლო სიკტივკარის არქიეპისკოპოსმა პიტირიმმა პუტინს ოდა მიუძღვნა, სადაც განაცხადა, რომ მისი მეშვეობით ღმერთმა მთელი მსოფლიო უნდა იხსნას. მანამდე იგივე არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ღვთისთვის სათნოა ჯარისკაცები, რომლებიც „სამშობლოსთვის“ „სსო“-ში იღუპებიან.

აკადემიური ლექსიკონი გვამცნობს, რომ „წმინდას“ უწოდებენ მას, ვინც ან რაც ვინმეს ღვთიურად მიაჩნია, სიწმინდის, მადლის მქონეა: წმინდა წერილი, წმინდა წოდება და ა.შ. შეიძლება თუ არა, რომ ომს, რომელსაც ამდენი სიკვდილი, ნგრევა, უბედურება და ტანჯვა ახლავს, სიწმინდესთან რამე კავშირი ჰქონდეს? თანაც თუ ომი არც სამართლიანი და არც თავდაცვითია და მის ხარჯზე რუსეთი ტერიტორიებს იერთებს.

ეკლესია მხოლოდ ერთ ნათლობას ცნობს - წყლით, აქ კი კიდევ „ტკივილი და სისხლია“ საჭირო? ნუთუ  მხოლოდ ასე ხდება „ღმერთთან დაბრუნება“?

ყველა მორწმუნემ იცის, რომ ქვეყნის მაცხოვარი შეიძლება იყოს მხოლოდ ქრისტე: „რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ“ (იოან. 3:17). როდესაც არქიეპისკოპოსი პიტირიმი ქრისტეს ადგილზე პუტინს აყენებს, ეს როგორც მინიმუმ საგანგაშოა.

და ეს ყველაფერი ერთი სურათის პაზლებია. რმე-ში ახლა ომის „გაქრისტიანება“ ხდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნონ - „სწორი“ ომი სრულიად არ ეწინააღმდეგება ქრისტეს მცნებებს. წადით და იბრძოლეთ. და თუ დაიღუპებით, თქვენ, პატრიარქ კირილეს სიტყვებით, სრულიად მოგეხსნებათ ცოდვები და სამოთხეში მოხვდებით.

შესაბამისად, ყველას, ვინც ამბობს, რომ ომი შეუსაბამოა ლოცვასა და წირვასთან, „პაციფისტებად“, „ტოლსტოის მიმდევრებად“  აცხადებენ და სასტიკად დევნიან.

რმე-ის ერთ-ერთი ცნობილ მღვდელს აუკრძალეს მსახურება და ჩამოართვეს ხარისხი იმის გამო, რომ მან უარი თქვა ღვთისმსახურებაზე წაეკითხა „გამარჯვების“ ლოცვა. საეკლესიო მედიასა და მასმედიაში მას ნამდვილი დევნა მოუწყვეს. იგივე ბედი ხვდა წილად მღვდელ იოანე კოვალს მხოლოდ იმის გამო, რომ მან  ლოცვაში სიტყვა „გამარჯვება“ „მშვიდობით“ შეცვალა. ხოლო რჟევის ეპისკოპოსი სახალხოდ ამცირებდა სოფ. პოგორელოეს წინამძღვარს  ილია გავრიშკივს ანალოგიური „შეცოდების“ გამო. საბოლოოდ ამ უკანასკნელმა წასვლა ამჯობინა. რმე-ის ასეთი ქმედებები არგუმენტირებულია თეზისით, რომ ქრისტიანობა პაციფიზმი არ არის.   

მაგრამ, მოდით წარმოვიდგინოთ სახარების შემდეგი ეპიზოდი: „და მოდის ვინმე ადამიანი და ეკითხება მას: როგორ მოვიქცე, თუ მეშინია, რომ ჩემს ძმას სურს დამარტყას და შესაძლოა მომკლას, შემდეგ კი ჩემი სახლი დაისაკუთროს?“. და ამაზე ქრისტეს ეპასუხა: „შენ პირველმა დაარტყი მას და თუ საჭიროა მოკალი ის. ამით გადაარჩენ საკუთარ თავს და შენს სახლს“.

შეგიძლიათ ასეთი ან მსგავსი რამ წარმოიდგინოთ? მაგრამ სამხედრო მოქმედებების საღვთისმეტყველო განმარტებების მაძიებელთ ამის წარმოდგენა შეუძლიათ. თუმცა მოსალოდნელი საფრთხეების ქრისტიანული გაგებაც არსებობს. აი, მაგალითი ძველი პატერიკიდან: „ერთმა მამამ ჰკითხა აბბა სისოის: როდესაც უდაბნოში ვარ და ჩემთან ბარბაროსი მოვა და მას ჩემი მოკვლა სურს, მე კი მისი მოგერიება შემიძლია - მოვკლა თუ არა ის? ბერმა უპასუხა: არა, მაგრამ ღმერთს გადაეცი ის. ვინაიდან, რა განსაცდელიც არ უნდა შეხვდეს ადამიანს, მან უნდა თქვას, რომ ეს მისი ცოდვების გამო ემართება. ყველა სიკეთე კი - ღვთის წყალობაა“.

რას ეტყოდნენ დღეს რუსეთში აბბა სისოის? სულელი აბბა, თავიდანვე უნდა შეეკრიბა ძმები, მისულიყვნენ ბარბაროზთან, მოეკლათ ის და მისი ახლობლები, ხოლო დაპყრობილ მიწებზე აღემართათ საბრძოლო დროშა ხელთუქმნელი მაცხოვრის გამოსახულებით.

ლოგიკის მეთერთმეტე დარღვევა: როდესაც ქვეყნის გარეშე არ არსებობს ეკლესია
არაეკლესიურმა ადამიანებმაც კი იციან ქრისტეს ეს სიტყვები: „აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 16:18).

პატრიარქმა კირილემ კი წმინდა სერგის ლავრის ბერებს უთხრა: „მთავარზე არ ვლოცულობთ - რუსეთის გადარჩენაზე <...> თავისუფალი რუსეთი თუ არ იქნება, რუსეთის ეკლესიაც არ იქნება“.

ჩვენ მართლა არ გვესმის - ნუთუ რმე-ში თვლიან, რომ რუსეთის დაშლის შემთხვევაში ეკლესიაც გაქრება? არ არსებობს მუდმივი სახელმწიფოები, ყველაზე ძლიერები ადრე თუ გვიან იშლებიან და მათ მაგივრად ყალიბდებიან ახლები. რფ-ც არ იქნება გამონაკლისი.

ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია კატაკომბებში ჩაისახა და ამ ხნის განმავლობაში მან ქვეყანას უამრავი წმინდანი მოუვლინა. თუ ეკლესია რფ-ის ტერიტორიაზე იძულებული იქნება დაუბრუნდეს კატაკომბებს, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ იქნება? და უკრაინაში რა ხდება? ახლა უმე პრაქტიკულად კანონგარეშეა. ქვეყნის დასავლეთით ხელისუფლება და პოლიცია პირდაპირ „ნადირობს“ მორწმუნეებზე, რომლებიც იძულებულები არიან ფარულად ჩაატარონ ღვთისმსახურებები, ყოველ ჯერზე ახალ სახლში,  მრევლის რომელიმე წევრთან (ეკლესიები უკვე დიდი ხანია მიტაცებულია). თუ უკრაინა აღარ იქნება, უმე-ც აღარ იქნება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ უმე-ს შეუძლია სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობა, რმე-ს რატომ არ უნდა შეეძლოს?

ყველა ტაძარი რომ წაგვართვან, ჩვენ, როგორც ეკლესია, არ გავქრებით. იქ, სადაც მღვდელია, სადაც ორი-სამი ადამიანი შეიკრიბება ქრისტეს სახელით, სადაც აღესრულება ევქარისტია, მისი ეკლესია იქ უკვე არსებობს. და მას შემდეგ,  რაც უმე ფაქტიურად გარიყეს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ის არ გამქრალა. მეტიც, ბევრი ამბობს, რომ მათი რწმენა უფრო გაძლიერდა, ვიდრე ის იყო „მაიდანამდე“.

ლოგიკის მეთორმეტე დარღვევა: როდესაც ადამიანს ჯილდოებით ციხისკენ უბიძგებ
30 იანვარს რმე-ის წინამძღოლმა სერგი რადონეჟელის I  ხარისხის ორდენით დააჯილდოვა ტულჩინის მიტროპოლიტი იონათანი „მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამღვდელმთავრო მოღვაწეობისთვის და უკვე აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით“. ამასთან ერთად, უკრაინელ იერარქს მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა „სამართლიანად შერაცხვისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის უარყოფისთვის, მის მონაწილეთა გლორიფიკაციისთვის“.

ხოლო 2022 წელს, როდესაც მთელ უკრაინაში ტარდებოდა უუს-ს მასშტაბური ჩხრეკები ტაძრებსა და მონასტრებში, მს სსკგ-ის უფროსმა, მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ ასეთი ჩხრეკები „ეწერება ყოველივე რუსულთან ბრძოლის კონტექსტში“. რმე-ის პატრიარქის მრჩეველმა მამა ნიკოლოზ ბალაშოვმა მაშინ თქვა, რომ მოუთმენლად ელოდება კანონპროექტის ტექსტის გამოქვეყნებას უკრაინაში რმე-ის აკრძალვის შესახებ, იმიტომ რომ ეს „მართლაც სახალისო საკითხავია“.

და თავისთავად ჩნდება განცდა იმისა, რომ ყველაფერი, რაც უმე-ს თავს ხდება, რუსი ძმებისთვის მხოლოდ „სახალისო საკითხავია“. და მეტი „ხალისისთვის“ ჯილდოებით ან კომენტარებით შეიძლება უმე-სთან კავშირის ხაზგასმა იმის გათვალისწინებით, თუ რა შეიძლება ამას მოყვეს.

დასკვნა: როდესაც მოწამეობისკენ უბიძგებენ იმის ნაცვლად, რომ თავად იწამონ
ყველა ეს (და სხვა მრავალი) ლოგიკური დარღვევა შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთით - გონების დაბინდვით, რომელიც ცოდვაში განმტკიცების შედეგად დაიწყო. პათოსურად ჟღერს, მაგრამ სხვაგვარად ვერ ვიტყვით. და ამ ცოდვამ, ეტყობა, ყველანაირი შეწყალების უნარი ჩაკლა.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ რმე-სთვის მართლმადიდებელ უკრაინელთა ტანჯვა - გარკვეული შოუა, რომელიც შეიძლება აჩვენონ „ Спас-ზე“ და თქვან, რომ „სწორედ ამის გამო ჩვენი ბიჭები  ნაცისტების წინააღმდეგ იბრძვიან“. მოყვებიან, როგორი მამაცი პრინცები ვართ და დრაკონის ბრჭყალებისგან ვიხსნით პრინცესას. და თუ პრინცესა, მებრძოლის „ზუსტი“ დამიზნებებით დაცხრილული, დაუყვირებს მას, რომ  ხსნა უკვე აღარ არის საჭირო, ზღაპარი არ გამოვა. ამიტომ ჩვენგან ითხოვენ  ტანჯვას, იმიტომ, რომ შედგეს ჰეფი-ენდი.

რმე-ში უკრაინელებს მუდმივად მოწამეობისკენ უბიძგებდნენ: პატრიარქიც უნდა მოიხსენიოთ, ქუჩებში მასიური პროტესტებიც მოაწყოთ, ლავრის დასაცავად მის გამოქვაბულებში ბარიკადებიც მოაწყოთ და ბევრი სხვა რამ. მაგრამ იქნებ სხვისი მოწოდების მაგივრად თავად იწამოთ? ამისთვის საკმარისია მარტივი სიტყვების თქმა: „მე ქრისტიანი ვარ და არ მსურს ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ძმების კვლა“.

შეიძლება სრულიად რუსეთში ჯვრით მსვლელობა მშვიდობისთვის, თუნდაც პეტერბურგიდან მოსკოვში. შეიძლება წინამძღოლი დუმაში წუთიერი დუმილის დროს ყველასთან ერთად არ ადგეს, შემდეგ კი ასეთი სიტყვები წარმოთქვას: „ეს ჩვენი პროტესტი იყო ომის, როგორც მოვლენის წინააღმდეგ...  გვსურს, რომ დედები არ ხვდებოდნენ თავიანთ გარდაცვლილ ვაჟებს არც უკრაინაში, არც რუსეთში და არ დასტიროდნენ მათ მწარე, უნუგეშო ცრემლებით. ეს უნდა მორჩეს, ეს შესაძლებელია, რომ  მორჩეს“.

და თუ მოწამე ვერ გახდები, აღმსარებელი გახდები ნამდვილად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ