რატომ უნდა გამოვიდეთ ლიტანიობაზე მართლმადიდებლობის ზეიმობის დღეს

18 March 2021 15:20
61
უწმინდესმა ონუფრემ მრევლს მოუწოდა დაიცვას ეკლესია. ფოტო: СПЖ უწმინდესმა ონუფრემ მრევლს მოუწოდა დაიცვას ეკლესია. ფოტო: СПЖ

უმე-ს წინამძღოლმა მოუწოდა მორწმუნეებს მართლმადიდებლობის ზეიმობის დღეს თავიანთ ქალაქებში გამოვიდნენ ლიტანიობაზე ეკლესიის დასაცავად. რატომ არის ეს ამდენად მნიშვნელოვანი?

დიდი მარხვა - არა მხოლოდ საკუთარ სულზე ჩაღრმავებული მუშაობის დრო, არამედ პერიოდიც, როცა განსაკუთრებულად ძლიერდება შეტევა ეკლესიასა და მორწმუნეებზე. 2019 წელს მარხვის დროს დაემთხვა წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის აპოგეა, რომლის დროსაც მაშინდელი პრეზიდენტი პ.პოროშენკო მთელი ძალით ცდილობდა ტომოსის წინ წაწევას, ცდილობდა რა მეუ-ში რაც შეიძლება მეტი უმე-ს თემის შეტყუებას და აცხადებდა, რომ საერთოდ არაფერი ესაქმებოდათ კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებს უკრაინაში. 2020 წელს დიდმარხვას დაემთხვა საკარანტინო შეზღუდვები კორონავირუსთან დაკავშირებით: უმე-ს ბრალი დასდეს ეპიდემიოლოგიური მითითებების შეუსრულებლობაში და შემაძრწუნებლად საუბრობდნენ მომავალ აღდგომაზე, თითქოსდა, ერთგვარ მოსალოდნელ კატასტროფაზე. ამ 2021 წელს დიდმარხვას დაემთხვა ეს ორი მოვლენა - ეკლესიის დევნა და კორონავირუსის მორიგი ტალღა. ჩვენ ვხედავთ ტაძრებსა და მორწმუნეებზე გახშირებულ თავდასხმებს, ვხედავთ მეუ-ს მხარეს ხელისუფლების თვალსაჩინო შემოტრიალებას. ამ წელს უკრაინაში რაღაც ტომოსის შემოტანას კი არ აპირებენ, თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქი გვეწვევა. შესაბამისად, შეიძლება უმე-ს წინააღმდეგ დევნა კიდევ უფრო გაიზარდოს, ვიდრე ეს პოროშენკოს დროს იყო.

ამასთან, უნეტარესი ონუფრი 2021 წლის დიდი მარხვისთვის სამწყსოს დალოცვაში, პირველ რიგში, საუბრობს მონანიებაზე, თავმდაბლობასა და ლოცვაზე. ეს წარმოადგენს უმე-ს წინამძღოლის მსოფლმხედველობის ასახვას: ყველაზე მეტად ფასეული არის ადამიანის სული, ცხოვრების უმაღლესი მიზანი - კეთილი პასუხი უფლის სამსჯავროზე, დედამიწაზე ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე - სულიწმიდის მოპოვება.

უნეტარესი ონუფრი: „მარხვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია თავმდაბლობა უფლის წინაშე. ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე მორჩილია, ყოველთვის ისწრაფვის სიკეთისკენ. მორჩილების უქონლობა წარმოშობს სიამაყეს, მტრობას, დაპირისპირებას, ომებს, რაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს სამყაროში ძალიან ხშირია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენგანს გვჭირდება გარდასახვა თავმდაბლობისა და გულწრფელი მონანიების გზით“.

 ადამიანის სულის სახსნელად ყველაზე მთავარის შესახებ სიტყვების შემდეგ მიტროპოლიტი ონუფრი საუბრობს იმაზე, რომ მორწმუნეებმა სახელმწიფოს მხრიდან არამეგობრული მოქმედებების წინაშე უნდა დაიკავონ აქტიური სამოქალაქო პოზიცია საკუთარი უფლებების დასაცავად.

უნეტარესი ონუფრი: „არ შეიძლება არ გვაღელვებდეს ისიც, რაც ამ დრომდე, მრავალრიცხოვანი თხოვნისა და მიმართვის მიუხედავად, ჩვენს სახელმწიფოში არაა გაუქმებული კანონები, რომელიც მიღებულ იქნა წინამორბედი ხელისუფლების მიერ და რომელიც არსებითად ზღუდავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებებს. ვისურვებდით, რომ ჩვენი მორწმუნეების ხმა მაინც იქნეს მოსმენილი. ამიტომაც, გაკურთხებთ დიდი მარხვის პირველ კვირას, როცა მართლმადიდებლობის ზეიმობა იქნება, ჩვენი ეკლესიის ყველა ეპარქიულ ცენტრში ჩატარდეს ამ დღისთვის ლიტანია და ლოცვით დგომა, ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით. ჩვენ ბაგეზე ლოცვით და ხელებში სიწმინდეებით უნდა მოვაწყოთ მსვლელობა მშობლიური ქალაქების ქუჩებში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება წმინდა მართლმადიდებლობის მიმართ და ჩვენი სიყვარული მშობლიური უკრაინული მიწის - ჩვენი მიწიერი სამშობლოს მიმართ. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ და გვაქვს ჩვენი წინაპრების სისხლით მოპოვებული უფლება ვაღიაროთ მართლმადიდებლური რწმენა ისე, როგორც ეს დაგვიბარეს ქრისტეს მოციქულებმა და წმინდა მამებმა“.

ყურადღება მივაქციოთ უნეტარესი ონუფრის ბოლო სიტყვებს.

ჯერ ერთი, რას ნიშნავს მართლმადიდებლური რწმენის ისე აღიარება, როგორც ეს მოციქულებმა და წმინდა მამებმა დაგვიბარეს? ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ საეკლესიო სიტუაციასთან მიმართებაში გვწამდეს „ერთიანი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. იმის ძალით, რომ ეკლესია ერთიანია, უკრაინაში არ შეიძლება იყოს რამოდენიმე ეკლესია, რომელიც ერთნაირად წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიას. ეს ნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი რწმენის სიმბოლოს ზემოთ აღნიშნულ განსაზღვრაში უნდა იდგეს პოზიციაზე, რომ უკრაინაში ოთხი რელიგიური ორგანიზაციიდან: უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (უმე), მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში (მეუ), კიევის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (უმე) (კ)) ან უკრანის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (უბკე) - მხოლოდ ერთი წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიას.

ისტორია გვამცნობს იმას, რომ კათოლიკობა ქრისტეს ეკლესიას 1054 წელს განშორდა, ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია ქრისტეს ეკლესიად მივიჩნიოთ უბკე, რამდენადაც ეს კათოლიკური ორგანიზაციაა, რომელიც აღიარებს ვატიკანის ყველა ერესის ცდომილებას და ექვემდებარება რომის პაპს. რაც შეეხება მეუ-ს, ორი სტრუქტურა, რომელთა საფუძველზეც ის 2018 წელს შეიქმნა, ასევე ჩამოშორდა ქრისტეს ეკლესიას. უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია (უამე) 1919 წელს, ხოლო კიევის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია 1992 წელს. უკრაინაში მხოლოდ უმე წარმოადგენს ჭეშმარიტ კანონიკურ ეკლესიას, რომელიც ცხოვრობს სახარების კანონებით, მოციქულების მცნებებითა და წმინდა მამების დარიგებებით. ამ ეკლესიისადმი კუთვნილება, მისი ერთიანობის აღიარება, იმის მტკიცება, რომ სწორედ ის წარმოადგენს ერთიან წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას არის ჩვენი უფლება და ჩვენი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანების ვალდებულება.

მეორეც, უნეტარესი ონუფრი ამბობს, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ გვაქვს ეს უფლება, არამედ ეს უფლება მოპოვებულია ჩვენი წინაპრების სისხლით. ესენია უკრაინელი კაზაკებიც, რომლებიც სიცოცხლეს სწირავდნენ იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ხალხის გაკათოლიკება უნიის ფორმით. ესენი არიან უნიატებით დატანჯული აღმსარებლები. ესენია XX საუკუნეში რწმენის გამო დაზარალებული უამრავი ახალმოწამე. თუ ჩვენ არ დავიცავთ რწმენის საკუთარ უფლებას, თუ პასიურად დავჯდებით გულ-ხელდაკრეფილები, აღმოვჩნდებით უღირსები იმ მსხვერპლისადმი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მართლმადიდებლობისთვის გაიღეს.

თუ ჩვენ არ დავიცავთ რწმენის საკუთარ უფლებას, თუ პასიურად დავჯდებით გულ-ხელდაკრეფილი, აღმოვჩნდებით უღირსები იმ მსხვერპლისადმი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მართლმადიდებლობისთვის გაიღეს

რასაკვირველია, შეიძლება ავირჩიოთ წინააღმდეგობის გაუწევლობის გზაც. შეიძლება დავიცვათ ეკლესია ღრმა ლოცვითა და მარხვით. ეს გზა ასევე შეესაბამება სახარებასაც და დევნის დროიდან ეკლესიის ისტორიასაც. თუმცა, ეს გზა სულაც არ გამორიცხავს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის აქტიური გამოხატვის გზას ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების ფარგლებში. ბოლო ასეთი შემთხვევა   სულ ახლახანს მოხდა ჩერნოგორიაში. იქაურმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი საეკლესიო ქონება ექსპროპირებულ იქნა სახელმწიფოს მიერ თვითმარქვია, განხეთქილებაში მყოფი ორგანიზაციისთვის - „ჩერნოგორიის მართლმადიდებლური ეკლესია“ (მეუ-ს ანალოგი) -შესაძლო გადაცემით. სერბეთის ეკლესიის სამღვდელოების მეთაურთა მოწოდებით ხალხი ქუჩებში გამოვიდა ჯვრებით ხელში და აპროტესტებდა ამ უკანონობას. მანიფესტაცია იმდენად მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, რომ მასში ცალკეულ დღეებში მონაწილეობდა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი.

რატომ უნდა გამოვიდეთ ლიტანიობაზე მართლმადიდებლობის ზეიმობის დღეს фото 1
მსვლელობა 2020 წელს  პადგორიცაში.

ეკლესია თავისი ბუნებით აპოლიტიკურია და არ მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიებში. ასევე ამ პროტესტსაც არ ჰქონდა მიზნად ამა თუ იმ პარტიის ხელისუფლებაში მოყვანა. მიზანი იყო ეკლესიის დაცვა და მისი არგადაცაემა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსებისთვის გასაკიცხად, რომელთაც ეკლესიის ხარჯზე სურთ საკუთარი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა. ჩერნოგორიაში მოვლენების შედეგი იყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი პარტიების მარცხი საპარლამენტო არჩევნებზე, ახალი ხელისუფლების ფორმირება და ზემოთ აღნიშნული კანონის ანტისაეკლესიო დებულებების გაუქმება.

რა იქნებოდა, ჩერნოგორიის მოსახლეობას რომ არ ეღო ყურად ეკლესიის მესვეურთა მოწოდებები? რა იქნებოდა, ყველას თავისთვის რომ ეთქვა: ეს მე არ მეხება, სახლში ვიჯდები და ვილოცებ? რასაკვირველია, ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ეკლესიის ზიანი უდიდესი იქნებოდა.

დღეს უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი მოუწოდებს ყველა მორწმუნეს გამოვიდნენ სალიტანიოდ მართლმადიდებლობის დღესასწაულზე. აქვე ჩნდება კითხვა: უნდა მოხდეს თუ არა საკუთარი უფლებების სწორედ ასე დაცვა, აქ უკვე საქმე ეხება ეკლესიის მესვეურთადმი მორჩილებას. მოციქული პავლე ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს: „დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ“ (ებრ. 13:17).

აქვე ჩნდება  კითხვა: უნდა მოხდეს თუ არა საკუთარი უფლებების სწორედ ასე დაცვა, აქ უკვე საქმე ეხება ეკლესიის მესვეურთადმი მორჩილებას.

2021 წლის თებერვლის ბოლოს კიევ-პეჩორის ლავრაში ჩატარდა უმე-ს მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლების ყრილობა, რომელმაც მიიღო მრავლისმთქმელი სახელწოდება: „ერთგულები“. სამღვდელოებამ და მორწმუნეებმა, რომლებიც დარჩნენ თავიანთი ტაძრების გარეშე, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამარჯვება, დარდი - თავიანთ გულშემატკივრებს. საუბრების მოსმენა სისასტიკეზე, რომელსაც მეუ-ს მომხრეები ჩადიოდნენ, ზოგჯერ შეუძლებელი იყო ჟრუანტელის გარეშე. რად ღირს მხოლოდ შტურმი ზადუბროვკასა და მიხალჩიში, როცა ტაძრის მცველებს ხელკეტებით უსწორდებოდნენ, დანით ჭრიდნენ და ა.შ. თავისთავად, ძალადობის ეს ფაქტები წარმოადგენს სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს. ასევე უკანონოა მართლმადიდებელ თემთა ჩინოვნიკების მიერ მეუ-ში გადარიცხვები - ესაა ხელისუფლების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. არა გვგონია უმე-ს მორწმუნეები ლავრაში მსგავსი ყრილობისთვის შეკრებილიყვნენ, რომ ეპოვათ მათ საკუთარი უფლებების დაცვა სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებში. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში ეს ორგანოები იდგნენ მიმტაცებელთა და არა ძალადობის მსხვერპლთა მხარეს.

„ერთგულთა“ ყრილობის შედეგების მიხედვით მისმა მონაწილეებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მათი უფლებების დაცვისა და რელიგიური ნიშნით უკრაინის მოქალაქეების დისკრიმინაციის შეწყვეტის თხოვნით.

 

პასუხი ამ ვიდეომიმართვაზე ჯერ არ ჩანს, ისევე როგორც არ არის იმის იმედი, რომ ასეთი პასუხი იქნება. სანამ ქვეყნის ხელისუფლება დუმს, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები უმოქმედოდ არიან, მეუ-ს მომხრეები განაგრძობენ თავიანთი სისასტიკის გამოვლენას. 2021 წლის 13 მარტის ღამეს ექვსმა ახალგაზრდა ადამიანმა სასტიკად სცემა ზადუბროვკაში უმე-ს  წმინდა მიქაელის სახელობის ტაძრის ხანდაზმული მრევლი ვასილი ხაშჩიუკი, რომელიც ტაძრიდან მისი მორიგეობის შემდეგ ბრუნდებოდა.

https://spzh.news/mediafiles/fBOxIs/thumbs/JlMK2f_604cbd5a33ba79_97192195-tmb-720x411xfill.jpg
უმე-ს მრევლი სოფელ ზადუბროვკიდან თავდასხმის შემდეგ.

არ არსებობს სიტყვები, რომელიც აღწერს ამ საქციელის სითავხედის ხარისხს! ექვსმა ადამიანმა ცემოს ადამიანი, რომელიც ასაკით მათ მამად კი არა, ბაბუად ეკუთვნით. არც ერთი მამაკაცი, რომელსაც შერჩენილი აქვს მცირედი წარმოდგენაც კი ღირსებასა და პატიოსნებაზე, მსგავს საქციელზე არ წავიდოდა. მეუ-ს მომხრეებს კი თვალიც არ დაუხამხამებიათ. მას შემდეგ რამოდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ამის თაობაზე არ ისმის ამ სამწუხარო დანაშაულის არც დაგმობა მეუ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან, არც განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მის სამართლებრივ შეფასებაზე.

უფრო მეტიც, ხელისუფლების მხრიდან დემონსტრაციული მხარდაჭერა, თითქოსდა აძლევს მეუ-ს მომხრეებს უფლებას განახორციელონ უმე-სა და მისი ერთგული შვილების წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები. რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრ  დ. შმიგალის დაპირება პატრიარქ ბართლომეს მიმართ ყველანაირად დაუჭიროს მხარი მეუ-ს და ზადუბროვკაში ვასილი ხაშჩიუკის სასტიკი ცემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ ის საინფორმაციო კამპანია უმე-ს წინააღმდეგ, რომელიც გაჩაღდა ბოლო ხანებში, ის წნეხი, რომელსაც ხელისუფლება უმე-ზე ახორციელებს, ის ძალისხმევა, რომელსაც ჩინოვნიკები სწევენ მეუ-ში მართლმადიდებლური თემების გადაყვანაზე - ყოველივე ეს ქმნის იმ იდეოლოგიურ ბაზას, რომლის საფუძველზეც ხდება მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები უმე-სა და მისი მრევლის წინააღმდეგ.

განვმეორდებით, არანაირი ხმამაღალი განცხადებები, რომელიც დაგმობს ვასილი ხაშჩიუკის ცემას ჩვენ არ მოგვისმენია. დანაშაულები უმე-ს მორწმუნეთა წინააღმდეგ, თითქოსდა არც ხდება, თითქოს არ ირღვევა მათი უფლებები, ხოლო თავად ისინი არც კი არსებობენ. ამიტომაც ჩვენი ვადლებულებაა ლიტანიობაზე გასვლა და ყველასთვის ჩვენება, რომ ჩვენ ვარსებობთ, როგორც განაცხადა უნეტარესმა ონუფრიმ „უკრაინის მოქალაქეებო, ჩვენც გვაქვს ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მოპოვებული უფლება ვაღიაროთ მართლმადიდებლური რწმენა“.

ჩვენი ვადლებულებაა ლიტანიობაზე გასვლა და ყველასთვის ჩვენება, რომ ჩვენ ვარსებობთ, როგორც განაცხადა უნეტარესმა ონუფრიმ „უკრაინის მოქალაქეებო, ჩვენც გვაქვს ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მოპოვებული უფლება ვაღიაროთ მართლმადიდებლური რწმენა“.

სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ქუჩის აზრს უგდებს ყურს. ასე ხდება არა მხოლოდ ჩვენთან, ქვეყანაში. მთელს მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ, როგორ იწყებს სახელმწიფოს ხელისუფლება ხალხის აზრისთვის ყურის დაგდებას, როცა ხალხი ქუჩაში გამოდის და აჩვენებს, რომ ის არ დაჯდება გულ-ხელდაკრეფილი და არ დაუწყებს ყურებას, თუ როგორ ირღვევა მისი უფლებები. აქ საქმე ეხება არა უკანონო აქციებს, რომელთა დროსაც ხდება არეულობები და დარბევები, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ. უმე-ს მესვეურები მოგვიწოდებენ გამოვიყენოთ მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური უფლება გავმართოთ მიტინგები და დემონსტრაციები იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაუგდოს ყური მორწმუნეთა კანონიერ მოთხოვნებს. ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ - ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ანტისაეკლესიო კანონპროექტის მიღების გზით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოერთმევა მისი სახელწოდება, ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ჩვენს ტაძრებს ძალით იკავებენ ახალგაზრდები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ღირსება, არც სინდისი, ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ჩვენი თემები უკანონოდ რეგისტრირდება მეუ-დ.

იმის იმედი, რომ ხელისუფლება ყურს დაგვიგდებს, არის! პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი youtube -არხისთვის „Перший Козацький“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს საინტერესო პარადოქსს: რატომ აძლევს ხალხი არჩევნებზე ხმას იმ კანდიდატებს, რომლებიც ქვეყანაში იძლევიან მშვიდობის, მშობლიურ ენაზე საუბრის, აღმსარებლობის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების უფლებას და ა.შ. ეს კანდიდატები, ხელისუფლებაში მოსვლიდან გარკვეული ხნის შემდეგ იწყებენ საპირისპიროდ მოქმედებას: იღებენ „ომის პარტიის“ რიტორიკას, ანახლებენ უმე-ს დევნას, თესავენ შეუწყნარებლობას სხვა ენების მიმართ უკრაინულის გარდა და ა.შ.

ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ - ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ანტისაეკლესიო კანონპროექტის მიღების გზით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოერთმევა მისი სახელწოდება, ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ჩვენს ტაძრებს ძალით იკავებენ ახალგაზრდები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ღირსება, არც სინდისი, ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ჩვენი თემები უკანონოდ რეგისტრირდება მეუ-დ.

პოლიტოლოგის აზრით, ეს ხდება იმიტომ, რომ ე.წ. ნაციონალისტური ელექტორატი, თუმცა კი წარმოადგენს შედარებით მცირერიცხოვანს, მაგრამ ამავდროულად  არის ძალიან აქტიური, მზადააა გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატოს საკუთარი აქტიური სამოქალაქო პოზიცია, დაიცვას საკუთარი შეხედულებები. მშვიდობის მომხრე ადამიანები, სამართლიანები, კანონიერებისა და წესრიგის მომხრეები, რომლებიც უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, სახლებში სხედან და უყურებენ, როგორ ილახება მათი უფლებები. ამდენად, აქტიური უმცირესობა თავს ახვევს თავის აზრს პასიურ უმრავლესობას. რ. ბორტნიკის აზრით: „ადამიანები, რომელთაც სურთ პატივი მიაგონ დიდ სამამულო ომს, გამოიყენონ მშობლიური ენა ან იარონ მათთვის ჭეშმარიტ ეკლესიაში, ისინი რომ გამოხატავდნენ პროტესტს, გამოვიდოდნენ მიტინგზე, ეს არ მოხდებოდა“.

ამიტომაც, დღეს ჩვენი ვალია შევასრულოთ უმე-ს უნეტარესი წინამძღოლის მიტროპოლიტ ონუფრის კურთხევა და გამოვიდეთ ლიტანიობაზე ჩვენს ეპარქიებში, აღარ ვიყოთ პასიური უმრავლესობა და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ქრისტეს ეკლესიის მტრებს არ მივცემთ მასზე გამარჯვების უფლებას. დაე, უფალი  და ჩვენი წინაპრების ლოცვები იყოს ჩვენი შემწე, რომელთაც თავი არ დაიშურეს ქრისტესა და მისი ეკლესიისთვის!

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ