დაგვიბარა თუ არა ქრისტემ საყოველთაო ერთიანობა?

11 March 2021 00:20
112
საჭიროა თუ არა მართმადიდებლების გაერთიანება სხვა ქრისტიანებთან თუ უკანასკნელნი უნდა დაუბრუნდნენ მართმადიდებლობას? ფოტო: СПЖ საჭიროა თუ არა მართმადიდებლების გაერთიანება სხვა ქრისტიანებთან თუ უკანასკნელნი უნდა დაუბრუნდნენ მართმადიდებლობას? ფოტო: СПЖ

სულ უფრო ხშირად გვესმის ყველა ქრისტიანის ერთიანობის აუცილებლობა.საუბარი კათოლიკებისა და პროტესტანტების შეცდომებზე ცუდ ტონად ითვლება. რა უნდა ქნან მართლმადიდებლებმა?

ბოლო წლებში და თვეებშიც კი ჩვენ ვხედავთ კონფესიათშორისი კონტაქტების სულ უფრო მეტ ფაქტს. კათოლიკები აზიარებენ პროტესტანტებს, ატარებენ ერთობლივ ღვთისმსახურებას, ხოლო პაპი და პატრიარქი ბართლომე რეგულარულ განცხადებებს აკეთებენ მომავალ გაერთიანებაზე. უკრაინაში ჩვენ ვხედავთ ხშირ ეკუმენისტურ წირვებს უნიატებსა და მეუ-ს წარმომადგენლებს შორის.

საკუთარი აზრის დასაცავად ეკუმენიზმის მომხრეებს ურყევი საღვთისმეტყველო არგუმენტის სახით მოჰყავთ იესო ქრისტეს სიტყვები მისი მიმდევრების ერთიანობის შესახებ. რამდენადაც საკმაოდ დიდი ალბათობით, სწორედ უკრაინაში მოხდება მართლმადიდებლების კათოლიკებთან გაერთიანების „მოსინჯვა“, ჩვენთვის ძალიან აქტუალურია საკითხის გარკვევა: სინამდვილეში რა თქვა ქრისტემ, დაგვიბარა თუ არა მან ერთიანობა და რა იგულისხმეს წმინდა მამებმა ამ ერთიანობის ქვეშ?

ძირითადი ტენდენციები რელიგიურ სფეროში

თანამედროვე მოვლენები, რომელიც ხდება რელიგიურ სფეროში საშუალებას იძლევა გამოიყოს ორი ტენდენცია, რომლებშიც ამა თუ იმ სახით ჩართულია ძირითადი ქრისტიანული კონფესიები ან უკეთ რომ ვთქვათ, რომელთა დაცვასაც აიძულებენ მათ სხვადასხვა ხარისხის წარმატებით ძლიერთნი ამა ქვეყნისანი. ესაა ცვლილება ლგბტ-ს მიმართ და ეკუმენიზმი. ამასთან, ამ ტენდეციების დასაცავად ხშირად მოჰყავთ სწორედ სახარების სიტყვები, იმის დასტურად, რომ ეს სრულად შეესაბამება იმას, რასაც ასწავლიდა თავის მიმდევრებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ის, რომ ლგბტ-ზე საეკლესიო შეხედულების ცვლილება წარმოადგენს ქრისტიანობიდან დაშორებას, ჩვენ გავაანალიზეთ სტატიაში „ლგბტ-ს უფლებების აღიარება: „სიყვარული“ ადამიანების მიმართ ანუ რწმენისგან განკვეთა?“, აქვე ვეცდებით გავარკვიოთ წმინდა მამების შეხედულება ქრისტეში მორწმუნეთა ერთიანობაზე და იმაზე, შეესაბამება თუ არა  თანამედროვე ეკუმენიზმი ერთიანობის ასეთ გაგებას.

ობიექტურად მთელი ეკუმენისტური მოძრაობა სულაც არ ხორციელდება სახარების კონტექსტში, არამედ მსოფლიო პროცესის კონტექსტში, რომელსაც უწოდებენ გლობალიზაციას. ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გლობალიზაციას თავისი გამოვლინებებიც გააჩნია: პოლიტიკაში - ესაა უნივერსალური საერთაშორისო ინსტიტუტების გამოჩენა, ეკონომიკაში - ტრანსნაციონალური კორპორაციების შექმნა, ფინანსების სფეროში - კაპიტალების მოძრაობის თავისუფლება და იგივე ტრანსცანიოანლური საბანკო სტრუქტურები და ა.შ. თითოეულ ამ სფეროში გლობალიზაცია წინ მიდის შინაგან წინაპირობებსა და მისწრაფებებზე დაყრდნობით. პოლიტიკაში ესაა დაპირისპირებათა ეფექტური გადაწყვეტა, ეკონომიკასა და ფინანსებში - მაქსიმალური მოგების მიღება ანუ ყველგან გლობალიზაციის მომხრეები პოულობენ წერტილებს, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა. საკითხი იმაზე, ნამდვილად ეხმარება თუ არა გლობალიზაცია მიზნების მიღწევას, რომელიც არსებობს ყოველ ასეთ სფეროში, როგორც წესი, არ განიხილება. და აი, რელიგიურ სფეროში ასეთ წერტილს წარმოადგენს ქრისტიანების ბუნებრივი სწრაფვა ერთიანობისკენ, ხოლო ეკუმენიზმის დევიზად ითვლება უფლის სიტყვები იოანეს სახარებიდან: „რათა ყველანი ერთნი იყვნენ“ (იოან.17, 21). ეს სიტყვები აღიქმება, როგორც იესო ქრისტეს ერთგვარი მცნება მისი მიმდევრებისთვის, რომელიც უნდა შესრულდეს ან ყოველ შემთხვევაში, იყოს ნაცადი მისი შესრულება.

მაგალითად, რმე-ს დოკუმენტი „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა მიმდინარეობის  მიმართ დამოკიდებულების ძირითადი პრინციპები“, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წელს მღვდელმთავართა კრებაზე (მთლიანობაში საკმაოდ კონსერვატიული დოკუმენტი) ერთიანობის აღდგენას უწოდებს „უფლის მიერ დათქმულს“ და მიუთითებს სახარებიდან იოანეს სიტყვებზე: „ მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა მიმდინარეობებთან დამოკიდებულების უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ქრისტიანების უფლის მიერ მცნებად დადებული ერთიანობის აღდგენა (იოან. 17.21), რომელიც შედის უფლის განზრახვაში და თავად ქრისტიანობის არსს განეკუთვნება“. და მას მოსდევს მკაცრი გაფრთხილება ყველას მიმართ, ვინც არ დაეთანხმება მსგავს განარტებას: „გულგრილობა ამ ამოცანის მიმართ ან მისი უარყოფა წარმოადგენს ცოდვას ერთიანობის თაობაზე უფლის მცნების წინააღმდეგ“.

რა ერთიანობაზე საუბრობდა უფალი?

ქრისტეს სიტყვები ერთიანობაზე  არის იესო ქრისტეს მამა ღმერთისადმი ლოცვის სიტყვები, რომელსაც ღვთისმეტყველებაში უწოდებენ პირველ საღმრთო ლოცვას: „მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაცმ ვწამვარ მათივე სიტყვით. რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე“ (იოან. 17, 20-21).

ჯერ ერთი, ის, რომ ეს სიტყვები მიმართულია მამა ღმერთის  და არა მოწაფეების მიმართ, გვაფიქრებინებს: მართებულად უწოდებენ თუ არა მათ მცნებას ქრისტიანებისთვის თუ ეს მაინც ლოცვაა?

ჩვენ გვაქვს მცნება ან თხოვნა ერთიანობაზე, რომელიც გამოთქმულია წმინდა მოციქულ პავლეს მიერ ეფესელთა მიმართ წერილში: „ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაც ხართ ხმობილნი, მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა“ (ეფ.4:1-3). იგივეს ამბობს ის სხვა წერილებშიც: „შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გვქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გავერთიანდეთ ერთი გონებით და ერთი აზრით“ (1 კორ. 1,10) და „მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ  ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას“ (რომ. 15, 5-6).

მეორეც, ჰქონდა თუ არა უფალს მხედველობაში ის ერთიანობა, რომელსაც ესწრაფვიან თანამედროვე ეკუმენისტები. მოდით, განვიხილოთ, როგორ ესმოდათ  წმინდა წერილის ეს ადგილი წმინდა მამებს.

განმანათლებელი ათანასე დიდი :“ ამის თქმისას, მან იგულისხმა შემდეგი და არა სხვა რამ: „ჩვენი ერთსულოვნებით დაე, გახდნენ ერთიანები ერთმანეთთან ისევე, როგორც ჩვენ ვართ ერთიანნი ბუნებით და სინამდვილეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება ერთიანობა, თუ არ ისწავლიან ერთსულოვნებას „ჩვენში“... მამისა და ძის ერთიანობა ყველასთვის არის ნიმუში და გაკვეთილი, რომლიდანაც მამისა და ძის ბუნებრივი ერთიანობის ცქერისას, ადამიანები შეძლებენ ისწავლონ, როგორ უნდა გახდნენ ისინი აზრებში ერთსულოვანი ერთმანეთთან“.

შემდეგ განმანათლებელი მსჯელობს, რომ „უფლის გარეშე შეუძლებელია „ერთიანად“ ქცევა და „რომ მისგან ეძლეოდათ სულისკვეთება მორწმუნეებს“. თუმცა, წმინდა ათანასე მინიშნებასაც არ აკეთებს სხვადასხვა სწავლების მქონე კონფესიების რაღაც ერთიანობაზე. ის, რომ ეს განმარტება მის მესამე სიტყვაშია არიანელების წინააღმდეგ, საერთოდ მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი ერთიანობა რწმენის განსხვავების დროს არ შეიძლებ იყოს.

წმინდა იოანე ოქროპირი, ამ ამონარიდის კომენტირებისას საუბრობს უკვე რწმენაში გამიჯვნაზე, რომელიც ერთიანობას უპირისპირდება: „და რას ნიშნავს: ჩვენში? ჩვენში რწმენით. რამდენადაც არაფერი ისე არ აცბუნებს ყველას, როგორც განხეთქილება, ის ცდილობს, რომ იყოს ერთიანობა. იტყვი, მიაღწია კი მან ამას? და საკმარისზე მეტადაც  მიაღწია კიდეც - რადგანაც ყველამ მოციქულების მეშვეობით ირწმუნა, არსი ერთია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც გამოიყო. ერთი სიტყვით,  ესეც (გამოყოფა) არ გამოპარვია მის მზერას; პირიქით, მან წინასწარ განჭვრიტა და მასზე გვიჩვენა, რომ ის ხდება ადამიანის უსულგულობისგან“. თუმცა, ჩვენ აქაც ვერ ვპოულობთ რაიმე მოწოდებას ამ გამოყოფილებთან გაერთიანებისკენ.

ნეტარი თეოფილაქტ ბულგარელის განმარტებიდან ჩანს, რომ ერთიანობაზე საუბრისას ქრისტე გვთავაზობს ერთიანობას რწმენაში და არა ერთიანობას რწმენაში განსხვავების შენარჩუნებით: „რამდენადაც მან საკმაოდ შეავედრა ისინი მამას, რათა მან აკურთხოს ისინი რწმენით და მათთვის წმინდა მსხვერპლი გაიღო ჭეშმარიტებისთვის, მეტყველებს კვლავ ერთსულოვნებაზე და იმით, საიდანაც დაიწყო საუბარი ანუ სიყვარულიდან, იგივეთი ასრულებს სიტყვასაც და ამბობს:“ რათა ყველა ერთი იყოს“ ანუ ჰქონდეთ მშვიდობა და ერთსულოვნება ჩვენშიც და რწმენაშიც“.

სხვა წმინდა მამები ყურადღებას აქცევენ ქრისტეს სუტყვების ამა თუ იმ  მნიშვნელობას ამ პირველი საღმრთო ლოცვიდან, მაგრამ არავინ არ იგებს მათ თანამედროვე ეკუმენიზმის გაგებით. ერთიანობა, რომელიც წმინდა წერილშია ნახსენები არის ჭეშმარიტი ანუ მართლმადიდებლური რწმენაში ერთსულოვნება, რაც თანამედროვე ეკუმენიზმში არ შეიშნება და არც განიჭვრიტება.

წმინდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელი ერთიანობაზე

„ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ვერც ღმერთი იქნება მამა“.

წმინდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაქტატი ეკლესიის ერთიანობაზე, როგორც ადრექრისტიანულ, ასევე ეკლესიის მამებს შორის ზოგადად არის წმინა მოწამე კვიპრიანე კართაგენელის ტრაქტატი „ეკლესიის ერთიანობის შესახებ“ (De Unitate)”, რომელიც III საუკუნეში ცხოვრობდა. ტრაქტატის ძირითადი აზრის არის ის, რომ ქრისტეს ეკლესია არის ერთიანი და ერთადერთი, ყველა მისგან გამოყოფილი კი ერთიანობის გარეთაა. წმინდა კვიპრიანე კართაგენელის ამ ქმნილების კვინტესენცია შეიძლება იყოს შემდეგი ნაწყვეტი:

„ქრისტეს საცოლე არ შეიძლება იყოს შერყვნილი: ის შეუბღალავი და გაუხრწნელია, იცის ერთი სახლი და უმანკოდ იცავს ერთიანი სარეცლის სიწმინდეს. ის გვიცავს ჩვენ უფლისთვის, ამზადებს სამეფოსთვის მისთვის დაბადებულებს. ყველა, ვინც კი ეკლესიას შორდება, უერთდება მეძავ ცოლს და უცხო ხდება ეკლესიის მცნებისთვის; ქრისტეს ეკლესიის დამტოვებელი თავს ტოვებს ჯილდოს გარეშე, რომელიც ქრისტეს მიერაა განსაზღვრული: ის მისთვის უცხოა, გარყვნილია, მისი მტერია. ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ვერც ღმერთი იქნება მამა“.

ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ყველასთვის, ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის მამა ღმერთი ვერ იქნება. მაშინ, რა საფუძველზე შეიძლება სწრაფვა ერთიანობისკენ თანამედროვე ეკუმენისტური მოძრაობის ჩარჩოებში?  ასეთ შემთხვევაში ერთიანობისთვის არ არსებობს ხოლმე შეხების წერტილები რელიგიურ განზომილებაში. ყოფით, ზოგადსაკაცობრიო განზომილებაში ასეთი წერტილები მრავლადაა. მაშინ ეკუმენისტური თანამშრომლობიდან სრულად უნდა გამოირიცხოს ურთიერთობის ისეთი ფორმები, როგორიცაა ერთობლივი ლოცვები ან სხვა საკრალური ქმედებები და ასევე განცხადებები ევქარისტული ურთიერთობისკენ სწრაფვის შესახებ. თუმცა, ეს ფორმები განაგრძობენ არსებობას და განვითარდებას.

იმისთვის, ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ვერც ღმერთი იქნება მამა.

მაშინ, რა საფუძველზე შეიძლება სწრაფვა ერთიანობისკენ თანამედროვე ეკუმენისტური მოძრაობის ჩარჩოებში?

დეკანოზი გიორგი ფლოროველი ერთიანობის ძიების შესახებ

ჩვენი  უახლოესი XX საუკუნის ერთ-ერთი  ცნობილი ღვთისმეტყველი, დეკანოზი გიორგი ფლოროველი, ბევრს წერდა ეკუმენიზმის შესახებ და საკმაოდ ღრმად იკვლევდა ამ საკითხს. მისი საკუთარი შეხედულება ეკლესიაზე შემდეგი სიტყვებით გამოიხატება:

„როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და მსახური, მწამს, რომ ეკლესია, რომელშიც მოვინათლე და აღვიზარდე, ჭეშმარიტად არის ეკლესია ანუ ჭეშმარიტი და ერთადერთი ნამდვილი ეკლესია. ამის მწამს ბევრი მიზეზის გამო: პირადი მრწამსითა და გონის შინაგანი რწმენით, რომელიც ეკლესიის საიდუმლოებებშია დავანებული და ყოველივე იქიდან, რაც გავიგე წმინდა წერილიდან და მსოფლიო საეკლესიო თქმულებიდან. ამდენად, იძულებული ვარ ყველა დანარჩენი ქრისტიანული ეკლესია ჩავთვალო არასაკმარისად და ბევრ შემთხვევაში შემიძლია განვსაზღვრო ეს ნაკლოვანებები საკმაოდ ზუსტად. შესაბამისად, ჩემთვის ქრისტიანული გაერთიანება არის უბრალოდ მართლმადიდებლად საყოველთაო მოქცევა. მე მოკლებული ვარ კონფესიურ ლოიალობას; ჩემი ლოიალობა უშუალოდ Una Sancta -ს განეკუთვნება“.

„ეკლესია, რომელშიც მოვინათლე და აღვიზარდე, ჭეშმარიტად არის ეკლესია ანუ ჭეშმარიტი და ერთადერთი ნამდვილი ეკლესია. შესაბამისად, ჩემთვის ქრისტიანული გაერთიანება არის უბრალოდ მართლმადიდებლად საყოველთაო მოქცევა''.

დეკანოზი გიორგი ფლოროველი

მოცემულ შემთხვევაში გვაინტერესებს საკითხი თანამედროვე ეკუმენისტური მოძრაობის ბუნების შესახებ. ამის თაობაზე დეკანოზი გიორგი წერს: „ეკუმენისტური პრობლემა არის უსიამოვნო თემა მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებისთვის. სიმართლე გითხრათ, ეს მათი პრობლემაა. ის სხვა საღვთისმეტყველო ნიადაგზე წარმოიშვა, სხვა ისტორიულ გარემოსა და კლიმატში. თანამედროვე სახითა და შინაარსით და უშუალო სინამდვილეში ეკუმენისტური პრობლემა არის პროტესტანული სამყაროს პრობლემა. ამ გარემოში მთავარ საკითხს შეადგენს „დენომინაციონალიზმი“. „დენომინაციონალიზმი“, როგორც ასეთი და „დენომინაციონალიზმი“, როგორც გამოცდა და სირთულე, ცხადია, წარმოადგენს ისტორიული რეფორმაციის  პროდუქტს და შესაძლოა არასასურველ, თანმდევ პროდუქტსაც კი. ეს, არსებითად, პროტესტანტული მოვლენაა“.

ანუ ეკუმენიზმის პრობლემის სათავეები მდგომარეობს იმაში, რომ პროტესტანტიზმი, რომელიც 500 წლის წინათ, ლუთერისა და მისი მიმდევრების გამოყოფით დაიწყო და რომელიც შემდეგ  ათასობით ერთმანეთთან შეუთანხმებელ დენომინაციად გადაიქცა, საბოლოო ჯამში, მივიდა აუცილებლობამდე რაღაცნაირად დაუბრუნდეს ერთიანობას ან მის ხილულობას. სრულიად ნათელია, რომ მართლმადიდებლობა არ შეიძლება მონაწილეობდეს ამ პროტესტანტულ, არსებითად ეკუმენისტურ მოძრაობაში უბრალოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას არ გააჩნია ისეთი პრობლემები, რომელიც არსებობს პროტესტანტიზმში და არ არსებობს ისეთი არგუმენტები, რომელთა დახამრებითაც პროტესტანტები ცდილობენ ამ პრობლემების გადაწყვეტას. ეს ჰგავს იმ თამაშის თამაშს, რომლის წესებიც შენთვის უცნობია ან გაუგებარია. ამ შემთხვევაში წაგება გარანტირებულია ასპროცენტიანი ალბათობით.

სრულიად ნათელია, რომ მართლმადიდებლობა არ შეიძლება მონაწილეობდეს ამ პროტესტანტულ, არსებითად ეკუმენისტურ მოძრაობაში უბრალოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას არ გააჩნია ისეთი პრობლემები, რომელიც არსებობს პროტესტანტიზმში.

ვატიკან-ფანარიონის ეკუმენიზმი

ეკუმენიზმის ეს სახე წარმოადგენს საერთო ეკუმენისტური მოძრაობის ნაწილს, რომლის არსიც ზემოთაა აღწერილი, მაგრამ მას გაჩნია თავისი უნიკალური მახასიათებლები.

ჯერ ერთი, ეს დისკუსია ფაქტიურად მხოლოდ ერთ საკითხზეა - ეკლესიაში პირველობაზე. არაერთხელ გაჟღერებული განცხადებები, როგორც ვატიკანიდან, ასევე ფანარინის იერარქებიდან, მოწმობს იმას, რომ გაერთიანების გზაზე განსახილველი ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, ეს არის საკითხი მომავალ გაერთიანებაში პირველობის შესახებ. ორივე მხარემ განაცხადა, რომ ეს საკითხი გადაჭრადია. მისი კონტურები წარმოადგენს შემდეგს: რომის პაპს გააჩნია ძალაუფლების პირველობა პირობით დასავლეთზე, ფანარიონის პაპს, შესაბამისად - აღმოსავლეთზე. აი, რა ურთიერთობაში იქნებიან ეს პაპები ერთმანეთთან,  ეს  დისკუსიის საგანია.

მეორე, ყველა დანარჩენი განსხვავება მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის ფრჩხილებს გარეთ გამოდის და წარმოადგენს ისეთს, რაც არ ეწინააღმდეგება ევქარისტულ ურთიერთობას. ეს განსხვავებები საკმაოდ არსებითია. მათი დეტალური გაცნობა შეიძლება სტატიაში „რა არ არის ისე კათოლიკებთან“, აქ კი უბრალოდ ჩამოვთვლით ძირითადს:

  • სულიწმიდის წარმოქმნის საკითხი (მამადან ან მამადან და ძედან);
  • ეკლესიაში ხილული მეთაურის საკითხი (ქრისტე ან პაპი);
  • ხსნის არსის გაგების საკითხი (სულის განკურნება ან „დაიმსახურე-მიიღე“);
  • საკითხი ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის შესახებ (სჭირდებოდა ქალწულ მარიამს მაცხოვარი თუ არა);
  • საკითხი განსაწმენდელის შესახებ (არ არსებობს  თუ არსებობს);
  • საკითხი ლოცვის ხერხის შესახებ (სულიერი ან ეგზალტირებული);
  • საკითხი ცდუნების შესახებ (მართლმადიდებელი მამები გვასწავლიან, როგორ არ ჩავვარდეთ ცდუნებაში, კათოლიკები მას აღიარებენ, როგორც ჭეშმარიტებას);
  • საკითი დოგმატური განვითარების შესახებ (მართლმადიდებლები უარყოფენ, კათოლიკები ამტკიცებენ).

აზრი, რომლის თავსმომხევევასაც ახლა ცდილობენ მორწმუნეებისთვის, ესაა ის, რომ გაერთიანება შესაძლებელია „სიყვარულის სახელით“ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უთანხმოების დროს. ამჟამად, ცუდ ტონად ითვლება მათზე აქცენტის გაკეთება ან მათი შეხსენება ეკუმენიზმის მომხრეებს შორის. ხოლო მათი ხსენება თუ მაინც ხდება, ცდილობენ მათი მნიშვნელობის ყველანაირად დამდაბლებას.

ჯერჯერობით, ამ სახით ეკუმენიზმში მხოლოდ ვატიკანი და ფანარიონი მონაწილეობს, მაგრამ ძალიან მალე სხვა ავტოკეფალიური ეკლესიებიც დადგებიან რთული არჩევანის წინაშე: მიიღონ მონაწილეობა ამაში თუ არა. ეს არჩევანი განსაკუთრებით მძიმე იქნება ალექსანდრიის, ელადისა და კვიპროსის ეკლესიების იმ მღვდელმთავრებისთვის, რომლებმაც ცნეს მეუ და ამით უჩვენეს თავიანთი ლოიალობა კონსტანტინოპოლის პატრიარქს. როგორც ცნობილია, თუ თქვი „ა“, ძალიან ძნელია, შემდეგ თქვა „ბ“. გაცილებით მარტივია უცებ არ თქვა „ა“.

დასკვნები

პირველი, თანამედროვე ეკუმენიზმის საფუძველში იოანეს სახარებიდან უფლის სიტყვები: „რათა ყველანი ერთნი იყვნენ“ (იოან.17, 21) და ასევე წმინდა წერილის სხვა ანალოგიური სიტყვები სრულიად არამართლზომიერია. ეს ნიშნავს მათი არსის დამახინჯებას, წმინდა მამების ამ სიტყვების გაგების სრულად იგნორირებას.

მეორე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ნამდვილად უანდერძა თავის მოწაფეებს ერთიანობა წმინდა წერილისა და წმინდა მამების ქმნილებათა მეშვეობით, მაგრამ ეს ერთიანობა პრინციპულად სხვაა, ვიდრე ის, საითკენაც მიდის თანამედროვე ეკუმენიზმი.

მესამე, ერთიანი ეკლესია არსებობს, ესაა მართლმადიდებელი ეკლესია. შესაბამისად, სწრაფვა ერთიანობისკენ უნდა იყოს სწრაფვა მასში გაერთიანებისკენ.

მეოთხე, ურთიერთობა და მითუმეტეს, ევქარისტული ურთიერთობა ერეტიკოსებთან, რომლებიც თავიანთი ერესს არიან ჩაჭიდებულნი, სულაც არ არის ერთიანობის აღდგენა, არამედ სრულიად საპირისპირო რამაა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ