კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის პატრიარქების დამოკიდებულება ომის მიმართ: პარალელები საუკუნეების შემდეგ

10 January 17:14
2404
ფანარის პატრიარქების გამოსვლები ბერძნების წინააღმდეგ ომში მოგვაგონებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობის რიტორიკას „სსო“ შესახებ. ფოტო: СПЖ ფანარის პატრიარქების გამოსვლები ბერძნების წინააღმდეგ ომში მოგვაგონებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობის რიტორიკას „სსო“ შესახებ. ფოტო: СПЖ

200 წლის წინ ფანარიონზე მხარი დაუჭირეს თურქებს ბერძნების წინააღმდეგ ომში, რის გამოც ელადის ეკლესიამ ავტოკეფალია გამოაცხადა. დღეს რმე მხარს უჭერს ომს უკრაინის წინააღმდეგ. დეჟავიუ?

მჟკ-თან ინტერვიუში ბერძენი ღვთისმეტყველი და მღვდელი ანასტასიუს გოცოპულოსი, პასუხობს რა კითხვას  უკრაინის ხელისუფლების მცდელობებზე აკრძალონ უმე რმე-თან კანონიკური და ევქარისტული კავშირის გამო, მიმართავს ისტორიულ მაგალითს - კონსტანტინოპოლისა და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებებს.

მან განაცხადა, რომ „მსგავსი რამ გვქონდა საბერძნეთში ქვეყნის ოსმალოთა უღლისგან განთავისუფლების შემდეგ, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო“.

1830 წლიდან, როცა აღიარებულ იქნა ნაციონალური ბერძნული სახელმწიფო, მოიძებნა ზოგიერთი ბერძენი არიქიმანდრიტი და პროფესორი, რომელიც ამბობდა: „რა კავშირი გვაქვს მსოფლიო პატრიარქთან, რომელიც წარმოადგენს მტერი სახელმწიფოს, დამპყრობლის მოქალაქეს?“ ასეთი პოზიციის მომხრეები გამოეყვნენ მსოფლიო საპატრიარქოს და მათ გამოაცხადეს ელადის ეკლესიის ავტოკეფალია. ამან გამოიწვია განხეთქილება. შეწყდა ლოცვითი ურთიერთობა. და მხოლოდ 30 წლის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა ბერძნული ეკლესიის ავტოკეფალია“, - განაცხადა ღვთისმეტყველმა.

მისი სიტყვებით, „ეკლესიაში შესაძლოა ისე იყოს, რომ რომელიმე წინამძღოლი, პატრიარქი შეიძლება იმყოფებოდეს მტრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ამასთან ჩვენ მასთან ვინარჩუნებთ ლოცვით და სულიერ ურთიერთობას“.

ბერძნული ეკლესია კანონიკურად ექვემდებარებოდა მსოფლიო პატრიარქს, თუმცა ის იმყოფებოდა ჩვენთვის მტრულად განწყობილ ქვეყანაში, ოსმალეთის იმპერიაში. ჩვენ კი, ბერძნებმა იმდენი დევნა განვიცადეთ თურქებისგან! თუმცა, თუ პატრიარქი თურქეთშია, ჩვენ კი -საბერძნეთში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გამოვეყოთ მსოფლიო საპატრიარქოს. ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ ახლა ხდება უკრაინის და რუსეთის ეკლესიების ურთიერთობებში“, - ხაზი გაუსვა მამა ანასტასიოსმა.

ისტორია მეორდება?

თუ მამა ანასტასიოსის სიტყვებს რაღაც სქემამდე დავიყვანთ, მივიღებთ შემდეგს:

  • საბერძნეთი იბრძოდა თურქეთისგან დამოუკიდებლობისთვის, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა ბერძნული ეკლესიის მეთაური - კონსტანტინოპოლის პატრიარქი;
  • დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ავტოკეფალიის მოთხოვნა იმის გამო, რომ პატრიარქი იმყოფებოდა მტრულად განწყობილ ქვეყანაში;
  • შედეგად ბერძნული ეკლესიის ნაწილმა მხარი დაუჭირა ავტოკეფალიას, მოხდა განხეთქილება, რომელიც 30 წლის შემდეგ მოშუშდა.

ჩვენ სპეციალურად მოვიყვანეთ ასეთი ვრცელი ციტატა მამა ანასტასიოსის ინტერვიუდან, ახლა კი მოკლედაც მოგიყევით მისი ძირითადი თეზისები, რადგანაც პატივცემული ღვთისმეტყველის სიტყვები საჭიროებენ გარკვეულ დამატებებსა და დაზუსტებებს.

ჯერ ერთი, ის სრულიად მართალია იმაში, რომ დღეს უმე რმე-თან ურთიერთობებში განიცდის ძალიან მსგავს სიტუაციას.

მეორეც, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენეთ მამა ანასტასიოსის სიტყვები იმ მიზეზით, რომ ვეთანხმებით მას ეკლესიის ევქარისტული და კანონიკური კავშირის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით ომის პირობებშიც კი (და განსაკუთრებითაც).

მესამე, ყველაზე მთავარი, ღვთისმეტყველმა არ განაცხადა იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდნენ თავად ავტოკეფალიის იდეის წამოყენებას და ასევე მისი თვითნებური გამოცხადების, შემდეგ კი, მინიჭების კონტექსტში. სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ვცდილობთ.

დავიწყოთ.

 ფანარიონი თურქების ბატონობის ქვეშ

1453 წელს ოსმალეთის სულთან მეჰმედის ჯარებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ამ ამბისთანავე, პრაქტიკულად მაშინათვე, სურდათ რა მიეღოთ მათ მიერ დაპყრობილი ხალხის მხარდაჭერა, სულთანი გამოსცემს ბრძანებას, რომლის თანახმადაც მან შესთავაზა ყველა ბერძენს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და დაპირდა მათ რელიგიურ თავისუფლებას. მეჰმედმა სიტყვა შეასრულა. უფრო მეტიც, მან ბერძნებს ისეთი უფლებები და თავისუფლებები უბოძა, რომელზეც ვერ იოცნებებდნენ დაპყრობილი ქვეყნები.

თუმცა, ყველაზე მთავარი  - ძალაუფლება, რომელიც მარტივად მიიღეს სულთანისგან კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა, რომლებიც ბერძნებისთვის წარმოადგენდნენ არა მხოლოდ სულიერ, არამედ პოლიტიკურ ლიდერებსაც. პატრიარქს პირდაპირი მნიშვნელობით ჰყავდა თავისი „ქვეშევრდომები“ თურქეთის მართლმადიდებელი მორწმუნეების სახით. ის ახორციელებდა სასამართლოებს, უშვებდა ციხეში ან გადასახლებაში, კრებდა (თავისი წარმომადგენლების ან მღვდელმთავრების მეშვეობით) ჰარაჯს (სულადობის გადასახადს, რომელიც უნდა გადაეხადა ოსმალეთის იმპერიის ხაზინაში ყველა არამუსულმანს), იყო შუამავალი სულთანსა და ბერძნებს შორის. სწორედ ამ მიზეზით იმ ხანის ისტორიკოსი, რომელიც აღწერდა ტახტზე ერთ-ერთი პატრიარქის ასვლას, ამბობს: „ის ავიდა ტახტზე... მღვდელმთავრებმა თაყვანი სცეს მას, როგორც თავის მბრძანებელს -  როგორც მეფეს და როგორც პატრიარქს“.

უფრო მეტიც, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქები მეგობრობდნენ იანიჩარებთან, ქრისტიანობის მტრებთან და თავიანთ სახელებს ამა იანიჩართა ამა თუ იმ რაზმის სიაში წერდნენ. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ფანარიოტების იერარქიას უწოდებდნენ „კარა-კაზანს“ (შავი ქვაბი) - ისევე როგორც იანიჩარებს. ერთი სიტყვით, თურქეთში ფანარიონის პატრიარქები და იერარქები შესანიშნავად ცხოვრობდნენ. იმდენად კარგადაც კი, რომ ისინი წერდნენ პანეგირიკებს სულთანებს, რომელშიც იმავე მეჰმედს უწოდებდნენ „თვალისმომჭრელ ნათელს“, ხოლო ცნობილი პატრიარქი კირილ ლუკარისი ამბობდა: „ჩვენ არაფერში ვიზღუდებით ხელისუფლებისგან, ვცხოვრობთ კეთილად, მშვიდობით და მადლობას ვუხდით სულთანს“.

თუმცა, უბრალო ხალხი, განსაკუთრებით კი, ბერძნები არ ჩქარობდნენ „სულთნისთვის მადლობის თქმას“. ამის ბევრი მიზეზი ჰქონდა: და ზემოთ ნახსენები ჰარაჯი და იანიჩარებისთვის ვაჟების გამო მეათედი (როცა თურქები ყოველი მეათე ვაჟი დასახლებაში სულთნის მსახურებისთვის მიჰყავდათ) და ბევრი სხვა რამ. ამიტომაც, როგორც კი 1768 წელს დაიწყო ომი რუსეთსა და თურქეთს შორის, ბერძნებმა ეს დრო ჩათვალეს ხელსაყრელად დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.

შეუერთდნენ რა რუს მეზღვაურებს გრაფ ორლოვის მეთაურობის ქვეშ, არქიპელაგისა და მორეის ბერძნები თურქების წინააღმდეგ ამხედრდნენ. რაღაც პერიოდის შემდეგ რუსები წავიდნენ, ხოლო თურქები სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს. და აი, დადგა მნიშვნელოვანი საკითხი: როგორი  იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეაქცია თურქების წინააღმდეგ დაჩაგრული ბერძნების აჯანყებაზე?

ბერძნების ბრძოლა თავისუფლებისთვის და ფანარიონის რეაქცია

მოსალოდნელი იყო, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქია, რომელიც მხოლოდ ბერძნებისგან შედგებოდა, ვალდებული იყო მხარი დაეჭირა თავისი სისხლისა და ერთგული ძმებისთვის. და მართლაც, პატრიარქი სერაფიმე II, რომელიც მაშინ უკვე ისვენებდა ამ მოვალეობისგან, როგორც კი გაიგო ბერძნების მცდელობები მოეპოვებინათ თავისუფლება თურქეთის უღლისგან, მიმართა მათ მოწოდებით მხარი დაეჭირათ განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის. თუმცა, სრულიად სხვაგგვარი იყო რეაქცია სიტუაციაზე იმ მღვდელმთავრის მხრიდან, რომელიც ასრულებდა ამ მოვალეობას.

სერაფიმეს ზოგიერთი გზავნილი ხელში ჩაუვარდა ევრიპის მიტროპოლიტ გედეონს და ის მიაწოდეს მაშინდელ მმართველ პატრიარქ თეოდოსია II.  აღსანიშნავია, რომ სერაფიმეს წერილები ხელში ჩაუვარდათ არა თურქებს, არამედ ბერძნებს. და ის მოხვდა არა თურქების, არამედ ბერძნების ხელში. და როგორ მოიქცნენ ისინი?

პატრიარქმა თეოდოსიმ გაწირა სერაფიმე. დიდი ლოგოფეტის მეშვეობით მან უმაღლეს პორტს (ოსმალეთის სახელმწიფოს მმართველ ორგანოს) გაუგზავნა წერილი პატრიარქ სერაფიმეს დაგმობით და  მოიწვია რა სინოდი, მან ამ უკანასკნელა ყოველგვარი სამღვდელო ღირსება წაართვა. შემდეგ ფეოდოსიმ მიმართა ბერძენ ხალხს მოწოდებით დარჩენილიყვნენ სულთნის ხელისუფლების ერთგულები. გასაგებია, რომ ამ სიტუაციაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ავტორიტეტი უბრალო ხალხში ძალიან იყო შერყეული. თუმცა, ამ მოწოდებამ  გავლენა ვერ მოახდინა თავისუფლებისკენ სწრაფვაზე.

უკვე XVIII  საუკუნის ბოლოს ბერძენი ახალგაზრდობა იმავე „პროფესორების“ გავლენით, რომლებიც ახსენა მამა ანასტასიუს გოცოპულოსმა, დაიწყო ფიქრი ისლამური უღლისგან გათავისუფლებაზე. გავლენა საკმაოდ სერიოზული იყო, მათ შორის ყველაზე ცნობილებმა, როგორებიც არიან კორაისი, ევგენი ბულგარისი და სხვები, განათლება მიიღეს პარიზში, ვენაში, ლაიფციგში, მიუნხენში და აღიარებული იყვნენ იმ ხანის ინტელექტუალებად.

ამდენად, მათი სიტყვები თავისუფლების შესახებ ძალიან აღელვებდა სულთანს და მან კონსტანტინოპოლის პატრიარქ გრიგოლ V უბრძანა ანათემისთვის გადაეცა „უღმერთო ფრანგები“, ამ უკანასკნელმა ეს მოთხოვნა შეასრულა. 1820 წელს იმავე პატრიარქმა ანათემას გადასცა ალექსანდრე იფსილანტისი ად ყველა ეთერისტი (ბერძნები, რომლებიც იბრძოდნენ თურქული უღლისგან თავის დასახსნელად). ცოტა ადრე 1803 წელს, ფანარიონის იერარქებმა ანათემას გადასცეს ბერძენი მღვდელი სამუელი - როგორც „კანონიერი ხელმწიფის მოღალატე“.

გარდა ამისა, სულთანმა მიმართა იერუსალიმის პატრიარქ ანთიმოზს (რომელიც სულ სტამბულში ცხოვრობდა) მოთხოვნით ანათემისთვის გადაეცათ აჯანყებული ბერძნები. პატრიარქმა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ელადაშიც, ბერძნებისთვის დააწერა წიგნი სახელწოდებით „მამის დარიგება“, რომელშიც განაცხადა თავის პატრიოტულ გრძნობებზე თურქეთის მიმართ. ამ წიგნში მან დაწერა, რომ ბიზანტიის იმპერატორები დასავლურ ერესში ჩავარდნენ. და აი, იმისათვის, რომ ხალხი დაეცვა დასავლეთის შეცდომებისგან, ღვთიურმა ზრახვამ ყოფილი ბიზანტიის იმპერატორის  ტერიტორიაზე დაამკვიდრა თურქი-სომალების ძალაუფლება. თურქული უღლისგან გათავისუფლებისკენ სწრაფვას მან უწოდა „ეშმაკური“, ხოლო მას „აჯანყება კეთილშობილებაზე“. მისი სიტყვებით, ის, ვინც „თავისუფლებით არის გატაცებული“, საუკუნო ცხოვრებას ვერ მოიპოვებს.

ასევე თურქებისთვის სიამოვნებისა და კოჭის გაგორების მიზნით, კონსტანტინოპოლის სხვა პატრიარქი ევგენი II (გრიგოლის შემდგომი პატრიარქი) დაკავებული იყო იმით, რომ ციხეებში აგდებდა ყველა ქრისტიან-ბერძენს, რომელზეც არსებობდა ისლამური უღლისგან თავისუფლების მოპოვების სურვილი.

ბუნებრივია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქების ასეთი პოზიცია არ შეიძლება დარჩენილიყო რეაქციის გარეშე საბერძნეთის იერარქებისა და მორწმუნეების მხრიდან. როგორი რეაგირება ჰქონდათ მათ?

საბერძნეთის ეკლესიის ავტოკეფალია

თუ გადაშლით ადგილობრივი ეკლესიების ისტორიის სახელმძღვანელოებს, რომელიც რმე-ში გამოიცა, დაინახავთ, რომ საბერძნეთის ეკლესიის ავტოკეფალია თითქოსდა არსაიდან აღმოცენდა. პროფესორი სკურატი წერს: „საბერძნეთის პოლიტიკური აღორძინების ბუნებრივი შედეგი იყო დამოუკიდებელი ელადის ეკლესიის წარმოქმნა... საომარი მოქმედებების დროს ელადის ეპისკოპოსების შერწყმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, ბუნებრივია, შეწყდა“.

გამოდის საბერძნეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადება არის „ბუნებრივი შედეგი“ და ფანარიონთან „კავშირის შეწყვეტის“ შედეგი. რა შეიძლება იყოს „ბუნებრივი“ ბერძნების მხრიდან თავის პატრიარქთან კავშირის გაწყვეტაში? თუნდაც, საომარი მოქმედებების დროს?

თუ გავითვალისწინებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიციას, რომელიც მხარს უჭერდა უმაღლეს პორტს და ანათემას გადასცა ბერძნები, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სწორედ ამ პოზიციამ გამოიწვია ეკლესიებს შორის კავშირის სრული გაწყვეტა. ამაზე მინიშნებას აკეთებს სკურატიც, რომელიც წერს, რომ ფანარიოტების სიგელებს, „როგორც წმინდა პოლიტიკურსა და ამასთან მიუღებელს ბერძნებისთვის, ჰყავდა მკითხველთა ყველაზე მცირე წრე“ და „ისინი არა მხოლოდ ხელს უწყობდნენ ურთიერთობის საქმეს, არამედ პირიქით, იწვევდნენ მეტად გამიჯვნას“.

კიდევ ერთხელ: ფანარიონი ღიად იყო დაკავებული თურქეთის ხელისუფლებისადმი მსახურებით, ხოლო მისი მცდელობები ბერძნები დაემორჩილებინა და გაეხადა თურქების მონად, „იწვევდა მხოლოდ მეტად დაშორებას“. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ბრალი ელადის ეკლესიის განხეთქილებაზე აწევს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომლის პირველი პირებიც სიმფონიაში შევიდნენ მუსულმან მმართველებთან.

წავიდეთ კიდევ უფრო შორს. თავის ინტერვიუში მამა ანასტასიოსი არ ახსენებდა იმ ფაქტს, რომ ბერძენი იერარქები არ ეთანხმებოდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქების პოზიციას და ავტოკეფალიის გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე ვერ ეწყობოდნენ მას. აი, რას წერს ამაზე რევოლუციამდელი ისტორიკოსი ი. სოკოლოვი: „ბერძენი ეპისკოპოსები და კლირიკოსები ღვთისმსახურებაზე მოიხსენიებდნენ „ნებისმიერი მართლმადიდებელ ეპისკოპოსს“ ან უბრალოდ „ნებისმიერ ეპისკოპოსს“. საქმის ასეთი ვითარება გაგრძელდა 1830 წლამდე, როცა გამოცხადდა საბერძნეთის ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც ფანარიონმა აღიარა 17 წლის შემდეგ - 1850 წელს.

დასკვნები

გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ სულაც მოვუწოდებთ უმე-ს აღიარონ ავტოკეფალია. რადგანაც ავტოკეფალია სულაც არ წარმოადგენს ეკლესიის „ნორმალური“ არსებობის გარანტიას. ეს ყოველთვის იყო მტკივნეული გადაწყვეტილება, რომლის საბოლოო შედეგიც ძნელად განსაჭვრეტია. ჩვენი ამოცანაა სხვა რამე - იმის ჩვენება, თუ როგორ ახდენენ უმაღლესი საეკლესიო იერარქების არაგონივრული და შემგუებლური მოქმედებები გათიშვისა და განხეთქილების პროვოცირებას. ავტოკეფალია ეს ყოველთვის პრაქტიკულად არის პოლიტიკანობის, ეკლესიის არსისა და მოწოდებისგან დაშორების შედეგი, რომლის ამოცანაცაა სახარების ქადაგება და არა პოლიტიკური საკითხებით დაკავება.

თურქების წინააღმდეგ ბერძნული აჯანყების პერიოდში არასწორები იყვნენ, როგორც ფანარიოტები, ასევე საბერძნეთის სამღვდელოებაც. ეკლესიის საქმე არაა მოუწოდოს ადამიანებს ბარიკადებზე, არამედ მისი საქმეა იმათი ანათემაზე გადაცემა, ვინც ამ ბარიკადებზე ავიდა. ეკლესიის საქმეა მოუწოდოს მშვიდობისკენ და ისაუბროს მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე.

სწორედ ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ სიტუაცია უკრაინასთან და უმე-თან დაკავშირებით, რმე-ს ხელმძღვანელობის პოზიცია იწვევს ეკლესიის დაყოფას. როგორც არ უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ერესი წარმოადგენს ერთადერთ გამართლებას პატრიარქთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის, რომლის ისტორია და ცხოვრებაც მოწმობს სხვა რამეს - ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს განცდა საკუთარი ხალხისთვის, ჭურვებით გაგლეჯილი ბავშვების სხეული, ცრემლები და მათი დედების აუტანელი ტკივილი. თუნდაც, ეს ტკივილი კანონში არ იყოს გაწერილი. ამ გაგებით, კითხვა, თუ რატომ შეწყვიტა უმე-მ პატრიარქ კირილის მოხსენიება, უნდა დაისვას არა თეოფანიაში საეკლესიო კრებაზე, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს.

სამაგიერო ჩვენ გვახსოვს, რატომ შეწყვიტეს ბერძნებმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურის მოხსენიება. ბერძნებმა შეწყვიტეს მათი პატრიარქის მოხსენიება, როცა მან დაივიწყა, რომ მისი სამწყსო არის არა უმაღლესი პორტა, არამედ უბრალოდ მორწმუნეები. როცა დაივიწყა, რომ ემსახურება არა სულთანს, არამედ ქრისტეს. როცა საკუთარი კეთილდღეობის ინტერესები შენი სამწყსოს ინტერესებზე მაღლა დგას. როცა აღარ ხარ მწყემსი. ბერძნების თავისუფლებისთვის მებრძოლი კორაისმა, რომელმაც წაიკითხა პატრიარქ ანთომიზის წერილი თურქეთისადმი ერთგულების თაობაზე, განაცხადა, რომ „მისი უწმინდესობა ან ჭკუიდან შეიშალა ან მწყემსიდან მგლად გადაიქცა“.

შესაძლოა, რომ რმე-ში აღშფოთებულები არიან, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრიარქბეის სიტყვების კითხვისას ოსმალეთის იმპერიის ძალაუფლების შესახებ, რთულია არ დაეთანხმო, რომ ისინი ძალიან ჰგავს პატრიარქ კირილის გამონათქვამებს თანამედროვე რუსეთის ხელისუფლებაზე. მაგალითად, ის რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ასეთი „ჰარმონია არ ყოფილა საერო და საეკლესიო ურთიერთობაში“, როგორც ახლა.

ასე რომ, ასეთი „ჰარმონია“ უკვე იყო. მართალია, არა რუსეთში, არამედ თურქეთში. და ალბათ, პატრიარქ კირილს არ სურს, რომ ასეთ კონტექსტში ჟღერდეს მისი სახელი. დამიჯერეთ, ჩვენც არ გვსურს ეს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ აზრს არავინ კითხულობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ