რმე-ის წარმომადგენელთა ლოგიკას რა სჭირს, ანუ „ჩვენ რისთვისღა?“

03 January 15:59
2847
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დაბომბვას განსხვავებულად აღიქვამს. ფოტო: СПЖ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დაბომბვას განსხვავებულად აღიქვამს. ფოტო: СПЖ

ახალი წლის წინ რფ უკრაინას ბომბავდა, შემდეგ კი უკრაინა - რფ-ს, დაიღუპა ხალხი. რმე-მ მიუსამძიმრა რუსებს, მაგრამ უკრაინელებს - არა. რატომ? უკრაინა „წმინდა რუსეთის“ ნაწილი უკვე აღარ არის?

ახალი 2024 წლის დასაწყისში გაიმართა რფ-ას და უკრაინას შორის ძლიერი ორმხრივი სარაკეტო სროლა. 29 დეკემბერს რუსეთმა 110 რაკეტითა და 36 დრონით მასიური დარტყმა განახორციელა კიევზე, ხარკოვზე, ოდესაზე, დნეპრზე, ზაპოროჟიეზე, ლვოვზე, კონოტოპზე და სმელზე. დაიღუპა თითქმის 50 ადამიანი, იყო ას სამოცზე მეტი დაჭრილი. დნეპრში, ზაპოროჟიეში, ოდესაში და კიევში დაღუპულთა გამო გლოვა გამოცხადდა.

მეორე დღეს, 30 დეკემბერს, უკრაინამ განახორციელს დარტყმა ბელგოროდზე. დაიღუპა 24 ადამიანი, დაზარალდა 100-მდე. ახალი წლის შემდეგ სიტუაცია განმეორდა, თუმცა ნაკლები მსხვერპლით. 2 იანვარს რუსეთი მასიურად ისროდა კიევსა და ხარკოვში, ხოლო 3 იანვარს უკრაინამ კვლავ დაარტყა ბელგოროდს. და კვლავ არიან დაღუპულები და დაჭრილები ორივე მხრიდან.

თითქოს ეს მხოლოდ მორიგი მოვლენებია ამ საშინელი ომისა, სადაც ყოველდღიურად ხდება მკვლელობები და ნგრევები. რატომ ვწერთ ჩვენ სწორედ ამ დღეების შესახებ? იმიტომ რომ, უკრაინელებმა პირველად დაარტყეს „ნამდვილ“ რუსულ ტერიტორიას, რასაც ასეთი მსხვერპლი მოყვა (24 ადამიანი ბელგოროდში).

ამ დარტყმამ გამოიწვია რუსების დიდი აღშფოთება, მათ შორის რმე-შიც.

„უდანაშაულო ხალხის მკვლელობა ახალი წლისა და ქრისტეშობის წინ - ეს განსაკუთრებული მხეცური ცინიზმია. არ გამიკვირდება, თუ მუდმივი გენოციდის გამო ღმერთი აღგვის პირისაგან მიწისა ხალხს, რომელმაც ასეთი რამ დაუშვა, სრულად გააბნევს მას სხვა ხალხებში. ის ერი, რომელიც არანორმალური ამპარტავნებით ისე ამაყობს საკუთარი სისხლით, რომ მზად არის სხვების მიმართ გამოიჩინოს სისასტიკე და მზაკვრობა, უკვალოდ განადგურდება“, - დაწერა რმე-ის მღვდელმა-ბლოგერმა სვიატოსლავ შევჩენკომ. 

მღვდელმა ანდრია ნოვიკოვმა მოუწოდა შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკებები უკრაინასთან და აწარმოონ ომი „XXI საუკუნის ნაცისტებთან“ „საბოლოო გამარჯვებამდე“.

მაგრამ ყველაზე საოცარი რეაქცია რმე-ის მეცენატს, ეკლესიის ბევრი ორდენის მფლობელს და მართლმადიდებლური არხის  «Царьград»-ის მფლობელს კონსტანტინე მალოფეევს ჰქონდა, რომელმაც თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ უკრაინელები „არაადამიანები“ არიან და მოუწოდა უკრაინის განადგურება მსგავსად იმისა, როგორც ისრაელმა გაასწორა მიწასთან  ღაზას სექტორი.

ჩვენ რა, რაკეტები არ გვყოფნის? მშვიდობიან მოსახლეობას 48 საათი უნდა ჰქონდეს ქალაქის დასატოვებლად და ამის შემდეგ  ჩვენი იარაღის მთელი სიძლიერით უნდა ვუპასუხოთ“, - დაწერა მალოფეევმა.

სად უნდა წავიდეს 30 მილიონი ადამიანი და სად უნდა იცხოვრონ მათ  სახლების განადგურების შემდეგ, მართლმადიდებელ ოლიგარქს არ დაუზუსტებია.

მალევე წამოვიდა რეაქცია ოფიციალურ დონეზეც, რმე-ის პატრიარქ კირილესგან.

მეტად შეძრწუნებული ვარ ბელგოროდში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ბევრი ადამიანის სიკვდილი და დაჭრა გამოიწვია. მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლას, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ, არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი გამართლება, ვინაიდან ეს ავლენს ამის ჩამდენთა არაადამიანურ ბოროტებას და ზიზღს, რომლებმაც ცინიკურად აირჩიეს სადღესასწაულო დრო თავიანთი განზრახვების შესასრულებლად“, - მიწერა პატრიარქმა კირილემ ბელგოროდის გუბერნატორს და დაღუპულთა ნათესავებს. მიმართა რა ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს, მან დაამატა, რომ 29 დეკემბრის სროლები - „ეს მართლაც საოცარი ბოროტებაა, მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობისადმი“. ომებში ყოველი მხარე  თავის სამხედროებს ყოველთვის  როგორც კეთილშობილ რაინდებს, ისე წარმოაჩენს, ხოლო სხვებს - სისხლისმსმელ ურჩხულებად, მორალისა და პრინციპების გარეშე. ეს ჩვეული პრაქტიკაა.

მაგრამ მთავარი ეს არ არის. საქმე იმაშია, რომ ეკლესიისთვის, რომელიც თავს სახელმწიფო საზღვრებზე უფრო მაღლა აყენებს, არ უნდა არსებობდეს არც „მისიანები“, არც „უცხოები“.

რმე-ის წარმომადგენელთა, კერძოდ, პატრიარქ კირილეს რიტორიკაში, უკრაინაში ახლანდელი ომი რუსეთის მიერ იწარმოება რაღაც აბსტრაქტული ბოროტების წინააღმდეგ, „რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება“. ამასთან ერთად, რფ, რმე-ს მეთაურის სიტყვებით, „დღეს შეეჯახა ბოროტებას, რომელიც ემუქრება, ყოველ შემთხვევაში, რუსულ სამყაროს მაინც“.

მაგრამ რა არის „რუსული სამყარო“ პატრიარქ კირილეს და რუსეთის ეკლესიის წარმოდგენით?

2008 წელს, რუსეთის მოქცევის 1020 წლისთავის დღესასწაულის წელს, იმ დროს ჯერ კიდევ სმოლენსკის მიტროპოლიტი კირილე სკანდირებდა კრეშჩატიკზე: „რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი - ეს წმინდა რუსეთია“. 2022 წლის ოქტომბერში, მოსკოველ წმინდანთა ხსენების დღეს, უკვე პატრიარქმა კირილემ დაადასტურა ეს აზრი ღვთისმსახურების დროს კრემლის მიძინების ტაძარში:

„თვით კედლები ღაღადებენ ამ ჭეშმარიტებას - ის, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ და სრულიად რუსეთის ეს საკათედრო ტაძარი ატარებს  ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი კეთილდღეობის პასუხიმგებლობის ბეჭედს, ვინც წმინდა რუსეთის სივრცეში იმყოფება. პასუხისმგებლობა ჩვენი ერთიანი და განუყოფელი ეკლესიის გამო, იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს თავისი ერთობა და ამ ერთობით გამოხატოს ნება ღვთისა მთელი ჩვენი ხალხის წინაშე, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი - მოსკოვში თუ კიევში, მინსკში ან სხვა ქალაქებში. ეს ხომ სულიერი ერთობაა,  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაერთიანებული“.

მაგრამ თუ უკრაინელები და რუსები „ერთი ხალხია“, „ერთიანი სულიერი ერთობა“, რატომ გააკეთა ამ „ერთობის“ პატრიარქმა ასეთი ღვარძლიანი განცხადება ომის შესახებ მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები დაზარალდნენ?

თითქმის ორი წლის განმავლობაში „წმინდა რუსეთის“ პატრიარქისგან რატომ არ გაგვიგია არც ერთი სიტყვა, თუ როგორ „შეძრწუნებულია“ ის იმ „ტრაგედიით, რომელმაც გამოიწვია მრავალი ადამიანის დაღუპვა და დაჭრა“ კიევში, ხარკოვში, ირპენში, სუმში, ვინიცაში, ხერსონში და უკრაინის ათეულობით სხვა ქალაქსა და სოფელში?

მან, „როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა“, რატომ მოუწოდა მათ „გონს მოსულიყვნენ, ვინც იარაღით ხელში მზად არის ძმების წინააღმდეგ წარმართოს ის“ მხოლოდ მაშინ, როდესაც 2023 წლის ზაფხულში კსკ „ვაგნერი“ მარშით წავიდა მოსკოვზე? იგივე „ვაგნერელები“ ხომ კლავდნენ „თავიანთ ძმებს“ უკრაინაში? უკრაინელებიც ხომ კლავდნენ თავიანთ რუს „ძმებს“? რატომ არ ყოფილა და აქამდე არ არის რფ-ის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შეჩერების მოწოდება, სადაც „ერთიანი ხალხის“ ერთი ნაწილი მასიურად ანადგურებს მეორეს? და ეს არ არის ტალახის სროლის მცდელობა რმე-ის მეთაურის მიმართ და მარტო ის არ ფიქრობს ასე. ჩვენ უკრაინაში ნამდვილად არ გვესმის ჩვენი მართლმადიდებელი მეზობლების ლოგიკა. როგორ შეიძლება მანტრების განმეორება „ერთიანი სულიერი ერთობისა“ და „წმინდა რუსეთის“ შესახებ და თან რაკეტებით ძმების კვლა და მათი სახლების ნგრევა?

და შურისძიებისკენ მოწოდება, როდესაც რაკეტები თვით ამ „რუსეთის“ რუსული ნაწილისკენ მოფრინავენ. იგივე მალოფეევმა, „რუსეთის სამყაროს“ ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა  პროპაგანდისტმა  და ფინანსისტმა, ფაქტიურად  მოუწოდა, ბელგოროდის „პასუხად“, უკრაინის ტოტალური განადგურებისკენ: „არ გვაქვს საშუალება, რომ ვუპასუხოთ? ნუთუ ასევე გავაგრძელებთ სამხედრო ობიექტებზე წერტილოვან დარტყმებს იმ დროს, როდესაც მოწინააღმდეგე თანმიმდევრულად და შეგნებულად თავს ესხმის ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას? <...> ტერორისტულ სახელმწიფოსთან გამკლავება მხოლოდ ერთი საშუალებით არის შესაძლებელი: მისი მთლიანი განადგურებით“.

რმე-ში ვინმემ მაინც თუ მისცა მალოფეევს შენიშვნა მისი მოწოდებების გამო? მას კი ტელეგრამ-არხზე 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ნუთუ საპატრიარქოში ეს ვერავინ ვერ შეამჩნია? ან იქნებ მის აზრებს ყველა იზიარებს?

რმე-ის წარმომადგენელთა ლოგიკას რა სჭირს, ანუ „ჩვენ რისთვისღა?“  - სურათი 1

ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპული ბელგოროდელი მოსახლეობის ნათესავებსა და ახლობლებს, მაგრამ ასევე ვუსამძიმრებთ წინადღით უკრაინის ქალაქებში დაღუპულებს. აგრეთვე - ომის კიდევ 676 დღის განმავლობაში დაღუპულებს. გაუგებარია, რატომ არ უსამძიმრებენ მათ რმე-ში. რატომ უნდა გახდეს ბელგოროდის 24 მოქალაქის დაღუპვა უკრაინის განადგურების არგუმენტად, სადაც ორი წლის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ისედაც მოკლეს ათობით ათასი მშვიდობიანი ადამიანი, დაარბიეს უამრავი ქალაქი და სოფელი?

რფ-ში უყვართ ანეკდოტის მოყოლა ჭკუასუსტ უკრაინელებზე, რომლებიც ერთმანეთს აქეზებენ, რომ „მოსკალების მოსაკლავად“ წავიდნენ და როდესაც მათ ეკითხებიან, თუ რა იქნება, მათ პასუხს შემხვედრი კითხვა მოყვება: „ჩვენ რისთვისღა?“. ბელგოროდის სიტუაციაში, მიუხედავად მთელი მისი ტრაგიზმისა, რუსებს მსგავსი ლოგიკა აქვთ.

თუ რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ და არაოფიციალურ პირთა საერთო რიტორიკის ანალიზს გავაკეთებთ, შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ყველა პათოსური თეზისი „ერთიანი ხალხისა“ და „წმინდა რუსეთის“ შესახებ დღესდღეობით, სამწუხაროდ, მხოლოდ ლამაზი ლოზუნგებია და მათი არავის არ სჯერა, არც მათ ავტორებს, ვინაიდან  მათი ფარული ქმედებები  ამ ლოზუნგებს სრულიად ეწინააღმდეგებიან.

ფაქტები მოწმობენ, რომ დღესდღეობით რმე-სთვის არ არსებობს „წმინდა რუსეთის ერთიანი ხალხი“, როგორც არ არსებობს ეს რფ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. ჰყავთ  თავისიანები, რუსები, რომელთა  მოკვლა და წამება დაუშვებელია და სხვები, უკრაინელები, რომლებზეც გული არ შესტკივათ. უფრო სწორად, ცოტა შესტკივათ, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ  მათ დასაცავად საჯაროდ გამოვიდნენ. აი, ასეთი ორმაგი რეალობაა: „ტრიბუნისთვის“ და „სამზარეულოსთვის“.

დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო სსრკ-ში, როდესაც გაზეთებში, შენობებზე და საპირველმაისო დემონსტრაციებზე გამოფენდნენ წარწერებს „ლენინის იდეები მარადიულია!“, „სკკპ-ის XXV ყრილობის გადაწყვეტილებებს შევასრულებთ!“, „ჩვენი მიზანი კომუნიზმია!“ და ა.შ. ამავდროულად, რეალობაში ყველა ხვდებოდა, რომ ეს სიცრუეა, საბჭოთა სახელმწიფოს მითოლოგიური ნაწილი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს რეალურ ცხოვრებასთან.

31 დეკემბერს ხერსონში რფ-ის სროლის შედეგად დაიღუპა პატარა პიანისტი გლებ ფედიუკი - მონაწილე საბავშვო მართლმადიდებლური ფესტივალისა „შობის კუნძული“, რომელიც ხერსონის ეპარქიაში მრავალი წელია ტარდება. საერთო ფონზე ეს „მორიგი“ დანაკლისია, სამხედრო სტატისტიკის ციფრებში მხოლოდ კიდევ ერთი ერთეული. და რატომ ვწერთ სწორედ მასზე? 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინაში ხომ უკვე ასობით ბავშვია დაღუპული, მანამდე კი დონბასში - კონტროლირებად და არაკონტროლირებად ნაწილში.

უბრალოდ, გლები სწორედ იმ „ერთიანი სულიერი ერთობის“ სიმბოლოა. მითიური, ცრუ ერთობის. ის პირველ რიგში მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანად გაიზრდებოდა, იქნებოდა ეკლესიის წევრი. მაგრამ ეს ბავშვი უკვე არასდროს არ გაიზრდება. და არა მარტო ის. სამწუხაროდ, წინ კიდევ ბევრი გლებია.

რმე-ის მღვდელი ანდრია ნოვიკოვი  გამარჯვებამდე ბრძოლისკენ მოუწოდებს, „ფსევდომშვიდობისა და ფსევდომოლაპარაკებების“ გამორიცხვას. ფაქტიურად, იგივეს ამბობს პატრიარქი კირილე, დეკლარირებს, რომ ომი შეიძლება მხოლოდ „სამართლიანი მშვიდობით“ დასრულდეს: „მშვიდობა სამართლიანობის გარეშე ტყდება მდგომარეობის ნებისმიერი გართულების ან ადამიანთა ურთიერთობების ცვალებადობის დროს. ამიტომ მშვიდობა მყარი უნდა იყოს. იმისთვის კი, რომ ის ასეთი იყოს, საჭიროა, რომ ხალხის შეგნებიდან, ვინც არ ისწრაფვის  წმინდა რუსეთის სულიერი ერთობისკენ, ღვთის ძალით ყველა ეშმაკეული აზრი ამოიძირკვოს, რომ ყველამ შევიგნოთ პასუხისმგებლობა რუსული სამყაროს სულიერი ერთობის შესანარჩუნებლად“.

მოკლედ, სურთ თუ არა ეს უკრაინელებს, მაგრამ ომი იქნება მანამდე, სანამ მათი შეგნებიდან არ გაქრება წინააღმდეგობა „რუსული სამყაროს“ ერთობის მიმართ, სანამ არ გაიაზრებენ მისი შენარჩუნების პასუხუსმგებლობას. ყოველ შემთხვევაში, პატრიარქის სიტყვებიდან ასე გამოდის.

არის ასეთი პოპულარული ხუმრობა: „ქალმა მოწოდებულია, რომ კაცი  ბედნიერი გახადოს! სადაც არ უნდა დაემალოს ის უბედური!“. რატომღაც გამახსენდა. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ