მეუ და რელიგიების აკრძალვა უკრაინაში:არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი
ესვტრათი ზორიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი №8371 ეხება არა მხოლოდ უმე-ს, არამედ უკრაინის ყველა რელიგიას, რომელსაც კავშირი აქვს რფ-თან. რას უნდა ველოდოთ ამ განცხადებებისგან?
2023 წლის დეკემბრის ბოლოს მეუ-ს სპიკერმა ევსტრათი ზორიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი №8371, რომელიც ითვალისწინებს უმე-ს აკრძალვას და რომელიც მიღებულ იქნა უმაღლესი რადას მიერ პირველი წაკითხვით, ეხება არა მხოლოდ უმე-ს, არამედ სხვა კონფესიებსაც, რომლებიც ასე თუ ისე „აფილირებული“ არიან სახელმწიფო-აგრესორთან.
“რუსული მშვიდობის“ იდეოლოგია დამახასიათებელია არა მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მუსულმანების ძირითადი ცენტრები, პროტესტანტული თემები, იუდეველთა თემებიც - ისინი ძალიან არიან კონცენტრირებულნი ამ იმპერიის იდეოლოგიის ირგვლივ. ისინი თავიანთ გავლენას იყენებენ უკრაინის რელიგიურ სტრუქტურებსა და რუსულ რელიგიურ სტრუქტურებს შორის ადმინისტრაციული კავშირის მეშვეობით, როგორც ინსტრუმენტს ჰიბრიდულ ომში“, -განაცხადა მეუ-ს სპიკერმა.
სწორედ ამ მიზეზით, თვლის ზორია, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს აუკრძალოს რელიგიურ ორგანიზაციებს დაექვემდებარონ რუსულ რელიგიურ ცენტრებს.
რას ნიშნავს მეუ-ს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციონერის ეს სიტყვები და რას უნდა ელოდოს უკრაინა ადამიანის რელიგიური უფლებებისა და აღმსარებლობის თავისუფლების დარგში?
უმე-ს თუ საერთოდ ყველას აკრძალვა?
თავიდან კანონპროექტი №8371, მისი ბუნდოვანი ფორმულირებების მიუხედავად, აღიქმებოდა უშუალოდ უმე-თან მიმართებაში. მოდით გავიხსენოთ, რომ უმაღლეს რადაში ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრის დღეს, ტრიბუნაზე გამოსული დეპუტატები საუბრობდნენ მხოლოდ „მოსკოვის ეკლესიის“ აკრძალვის აუცილებლობაზე, მხედველობაში ჰქონდათ რა სწორედ უმე.
მაგალითად, უკრაინის სახალხო დეპუტატმა პარტიისგან „ხმა“ სოლომია ბობროვსკაიამ, ციტირება გაუკეთა ბრალდებას, რომელსაც სასამართლო უყენებს უმე-ს, განაცხადა რა, რომ ვინც ხმას არ მისცემს კანონპროექტს № 8371, დაეხმარება რფ-ს აგენტურული ქსელის შექმნას. სახალხო დეპუტატი ჯგუფიდან „პარტია „ზა მაიბუნტე“ იგორ გუზი, მოუწოდებდა რა თავის კოლეგებს ხმა მიეცათ კანონპროექტისთვის, უმაღლესი რადას ტრიბუნიდან ყვიროდა, რომ ის, ვინც არ დააჭერდა ღილაკს „დიახ“, შეიძლება ჩათვლილიყო მოსკოვის მომხრედ, რომელსაც უკრაინაში დარჩა „უკანასკნელი ფორპოსტი - რუსული ეკლესია“.
თავის მხრივ, დეპუტატ-უნიატმა პავლე ბაკუნეცმა იმავე ტრიბუნიდან განაცხადა, რომ კანონპროექტი №8371 დაგვეხმარება შეჩერდეს გავლენა უკრაინელების ცნობიერებაზე ანაფორიანი აგენტების მეშვეობითო. ერთი სიტყვით, როგორც არ ეცადნენ ისეთი ადამიანები, როგორიცაა პოტურაევი და ელენსკი, განემარტათ, რომ კანონპროექტი №8371 არ იყო მიმართული რომელიმე ერთი ეკლესიის ან რელიგიის წინააღმდეგ, სახალხო რჩეულები, ხმის მიცემისას მკაფიო აცნობიერებდნენ, რომ საქმე ეხებოდა უმე-ს აკრძალვას. ეს მსოფლიოშიც გაიგეს.
როგორი რეაგირება მოჰყვა მსოფლიოში უმე-ს აკრძალვას?
უმაღლეს რადაში ხმის მიცემის შემდეგ მთელმა რიგმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, იურისტებმა და ცნობილმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ხდება მორწმუნეთა დისკრიმინაცია.
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ვივეკ რამასვამიმ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის გამო, უკრაინას არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული ქვეყანა, ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა უნდა დაუბრუნდეს უფლებების უზენაესობას და უკან გაიწვიოს კანონპროექტი №8371, ხოლო გაეროში უკრაინას მისცეს რეკომენდაცია გადახედოს კანონს უმე-ს აკრძალვის შესახებ. ერთი სიტყვით, მსოფლიოში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ უკრაინის პოზიცია უმე-თან მიმართებაში არ შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ნორმებს.
მაგალითად, სამართალდამცველმა ოლეგ დენისოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო საერთაშორისო დონის „საკმარისი“ მინიშნება, რომ არ შეიძლება მიღებულ იქნეს კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ. სახალხო დეპუტატის ევგენი შევჩენკოს სიტყვებით კი, თუ უკრაინა მას მიიღებს, მას დაუბლოკავენ ეკ-ში შესვლას.
ქვეყნის ხელისუფლებამ ეს „სიგნალი“ დაიჭირა.
უმე-ს აკრძალვა: რიტორიკის შეცვლა
სახალხო დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინი თვლის, რომ მსოფლიო ბოლომდე ვერ ხვდება უმე-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ „სირთულეებს“, ამიტომაც კანონი ეკლესიის აკრძალვის შესახებ საჭიროა ისე გაკეთდეს, რომ ის ეკ-ის სასამართლოებში მყარად იდგეს. კანონპროექტი ექსპერტიზაზე გააგზავნეს, რაც სახალხო დეპუტატ დავით არახამიას სიტყვებით, უნდა გაკეთდეს ეკ-ში შესვლისთვის, მაგრამ ვიატროვიჩიც კი მიხვდა, რომ „ეს ექსპერტიზა არ იქნება ჩვენს სასარგებლოდ“. კიდევ ერთხელ - იმიტომ რომ ის არაკონსტიტუციურია, არადემოკრატიული და ანტიჰუმანურია. რამდენსაც არ უნდა ეცადოს პოტურაევი იმის თქმას, რომ უმე-ს აკრძალვა არ იქნება აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა, რამდენადაც უმე არაა „ქრისტეს შესახებ“, ხელისუფლება ხვდებოდა, რომ არც ევროპაში და არც მსოფლიოშო მათ არ დაუჯერებდნენ. ამიტომაც, საქმეში ჩართეს მეუ-სა და უკრაინის სხვა რელიგიების წარმომადგენლები.
უმე-ს აკრძალვა: მეუ-ს ჩართულობა
ასე, მაგალითად, დუმენკო „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ სრულიად უკრაინის ეკლესიების საბჭოს ყველა წევრი გამოდის უმე-ს აკრძალვის მომხრედ. მოგვიანებით, უკრაინის რელიგიურ მოღვაწეებს მოუწყვეს ვოიაჟი აშშ-ში, რომლის დროსაც ზორიამ და მისი მეგობრები საუბროდნენ უკრაინაში რელიგიური თავისუფლების საოცარ დონეზე, ხოლო მთავარი რაბინი აშშ-ში ლობირებდა კანონს უმე-ს აკრძალვის შესახებ. ამ ვიზიტებისა და სიტყვების მიზანი გასაგებია - აჩვენოს აშშ-სა და მსოფლიოს, რომ კანონპროექტი №8371 არ ახდენს უკრაინის მოქალაქეების დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით.
მოახერხებს თუ არა ზორია და დუმენკო ევროპისთვის თვალში ნაცრის შეყრას - ამას მალე გავიგებთ. როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს გამოიყენონ სიტუაცია კიდევ ერთი კუთხით. კერძოდ, „მოიცილონ“ კონკურენტები შეუმჩნევლად.
მეუ და ყველას აკრძალვა: არაფერი პირადული
სწორედ ასეთ ჭრილში უნდა განვიხილოთ ზორის სიტყვები. რადგანაც რაღაც გაგებით ის მართალია: არც მუსულმანები, არც კათოლიკები და არც რუსეთის პროტესტანტები არ აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ „სსო“-ს. უფრო მეტიც, ქვეყანა-აგრესორის ბევრი რელიგიური ლიდერი ღიად უჭერდა მხარს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო სხვები - უბრალოდ დუმდნენ, როგორც მაგალითად, რკე-ს. კათოლიკე ეპისკოპოსის სტანისლავ შიროკორადიუკის სიტყვებით, თუ ისინი წინააღმდეგ გამოვლენ, „ისინი იქ არ იქნებიან“. საქმე იმაშია, აძლევს კი ამ კონფესიების ასეთი გაუბედავი პოზიცია უკრაინის ხელისუფლებას უფლებას აკრძალოს მათი კოლეგების საქმიანობა უკრაინაში? კანონპროექტი №8371-ის ლოგიკის მიხედვით, დიახ, რადგანაც, იმავე მუსულმანებმა, იუდეველებმა, პროტესტანტებმა და რფ-ს კათოლიკებმა ამა თუ იმ ფორმით დაუჭირეს მხარი „სსო“-ს. თუმცა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თვალსაზრისით - არა, რადგანაც იურიდულ ველში არ არსებობს „კოლექტიური პასუხისმგებლობა“.
თუმცა, ზორიას და მეუ-ს სხვა წარმომადგენლებს ეს არ აინტერესებთ. მათ უბრალოდ გადაწყვიტეს მისი „მასწავლებლისა“ და „სულიერი აბბას“ ფილარეტ დენისენკოს გზაზე სიარული და ომის გამოყენება, რომ უკრაინის რელიგიურ სფეროში არ დარჩეს არავინ, „სწორი“ ეკლესიის ანუ მეუ-ს გარდა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა 2023 წელს განაცხადა, რომ „უკრაინაში არ იქნება უმე, არამედ მხოლოდ მეუ“. მართალია, მას მხედველობაში ჰქონდა ყველა მართლმადიდებლური კონფესია. თუმცა, როგორც ჩანს, მეუ-ში გადაწყვიტეს შეუმჩნევლად გამკლავებოდნენ კონკურენტებს ხელისუფლების სიყვარულისთვის და ისე გაეკეთებინათ, რომ პოდოლიაკის სიტყვები სიტყვა-სიტყვით გაეგოთ.
როგორის მოლოდინი?
ნებისმიერ შემთხვევაში, დღეიდან უკრაინის კათოლიკები, იუდეველები და პროტესტანები მშვიდად არ უნდა იყვნენ. მეუ-ში „რუსული მშვიდობის“ შესახებ ბრალდებებით არ ხუმრობენ და ჩვეულებრივ, სიტყვების შემდეგ საქმეზე გადადიან. მითუმეტეს, რომ მსგავსი მაგალითები ისტორიისთვის უკვე ცნობილია - საკმარისია გავიხსენოთ საერთოდ მორწმუნეების და არა რმე-ს დევნა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. შეიძლება ისე იყოს, რომ დუმენკოს სტრუქტურის ხელმძღვანელობამ მოახერხოს დაარწმუნოს უკრაინელი უღმერთოები იმაში, რომ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება ერთი-ერთდაერთი და „სწორი“ეკლესია, ხოლო ყველა დანარჩენი - არა. როგორც ამბობენ, არაფერი პირადული.