მესამე უნიის აჩრდილი კათოლიკებთან უკვე აჩრდილები აღარ არის

21 February 2021 00:00
131
ფანარიონის უნია რომთან შეიძლება მოხდეს 2025 წელს. ფოტო: СПЖ ფანარიონის უნია რომთან შეიძლება მოხდეს 2025 წელს. ფოტო: СПЖ

პატრიარქმა ბართლომემ ინტერვიუში კათოლიკებთან ერთიანობის კურსი  დაადასტურა და მისცა მინიშნება, რომ ეს შეიძლება მოხდეს 2025 წელს, ნიკეის კრების 1700 წლისთავის იუბილეზე

ბევრი მკითხველი უკვე  დაიღალა პატრიარქ ბართლომესთან პუბლიკაციების სიუხვით, მისი არაერთგვაროვანი განცხადებებით ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე, დაიღალა პაპ ფრანცისკესთან ერთობლივი ფოტოებისგან. და შეიძლებოდა კიდეც უარის თქმა ამ ადამიანის ქცევებისა და განცხადებების გაშუქებისგან, მაგრამ ის პოზიციონირებს, როგორც პირველი თანასწორთა გარეშე, მართლმადიდებლობის „მეთაურად“, იმად, ვისაც უნდა  ეკლესიამ და მორწმუნეებმა უნდა უსმინონ და ყური დაუგდონ. და თუ ყველაფერს თავის ნებაზე მივუშვებთ, რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე „მთავარი“ მართლმადიდებლობაში ეკლესიას იქ მიიყვანს, სადაც ის არ უნდა იყოს. ასეთ გეგმებზე კი სულ უფრო ხშირად და სულ უფრო ღიადაა საუბარი. ერთი სიტყვით,  ყველაფერი რიგის მიხედვით დავალაგოთ.

 2021 წლის13 თებერვალს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ მორიგი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ მისი საქმიანობა მიმართულია რომთან უნიაზე, სხვათაშორის, უახლოეს პერიოდში. გარდა ამისა, ინტერვიუში ბევრი არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა, რომლებიც ადასტურებენ, რომ მართლმადიდებლობას საკმაოდ მძიმე ხანა ელოდება.

მესამე უნიის აჩრდილი კათოლიკებთან უკვე აჩრდილები აღარ არის фото 1
სქრინი avvenire.it საიტიდან

სანამ ინტერვიუს ანალიზზე გადავალთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ის შედგა ბართლომეს პატრიარქობის 30 წლის იუბილესთან თვალის გადავლებით, რომელიც შედგება 2021 წლის 2 ნოემბერს. ამის შესახებ ტექსტში ცალკე არის ნახსენები. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ინტერვიუ არ წარმოადგენს გამტარს, არამედ რაღაც მომენტში აჯამებს ამ 30 წელს. მსგავს შემთხვევებში,  ინტერვიუში კითხვები და პასუხები წინასწარ ჯერდება და თანხმდება. შედეგად ჩნდება არა უბრალოდ საუბარი ჟურნალისტთან, არამედ ერთგვარი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლის ტრანსლირების სურვილიც აქვს ბართლომეს გარკვეული აუდიტორიისთვის. მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთ აუდიტორიას, პირველ რიგში, წარმოადგენს ლიბერალური პოლიტიკური წრეები და მათ მიმართ სიმპათიის გამომხატველი მოსახლეობის ფენები, ასევე კათოლიკები და პირადად პაპი ფრანცისკე. გზავნილები, რომელიც გააჟღერა პატრიარქმა ბართლომემ, პირველ რიგში, მიმართულია მათკენ და მდგომარეობს ერთგულების ე.წ. ლიბერალური დღის წესრიგისა და ვატიკანთან გაერთიანების კურსის უცვლელობაში. ერთი სიტყვით, ინტერვიუს პრეამბულა avvenire.it საიტზე ღიად მეტყველებს იმაზე, რომ ინტერვიუ მომზადდა რიგი ევროპული პროტესტანტული გამოცემის მიერ.

ინტერვიუში პატრიარქმა ბართლომემ პასუხი გასცა კითხვებს რომთან გაერთიანებაზე, უკრაინაში მის საქმიანობაზე, კონფლიქტზე მართლმადიდებლობაში, რომელიც გამოიწვია ამ საქმიანობამ, წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევაზე და ა.შ. თუმცა, ყველაზე ნიშანდობლივ გზავნილს ეს როდი წარომადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ინტერვიუდან ჩანს - პატრიარქ ბართლომეს საეკლესიო თვითშეგნება და გასაშუალებაა - სრულიად კონსტანტინოპოლის პატრიარქისა.

საეკლესიო თვითშეგნების შესახებ

avvenire -ს ჟურნალისტმა უკვე ინტერვიუს დასასრულს დასვა კითხვა: „თქვენი აზრით, დღეს რაზეა დამოკიდებული რელიგიების ავტორირეტი?“ კითხვა დასმულია საერო სტილში, მაგრამ ის შემდეგს ნიშნავს: რა შეადგენს რელიგიის არსს, რა უნდა აუწყოს სამყაროს რელიგიამ? რამდენადაც კითხვა დასმულია ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, პასუხიც უნდა იყოს მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით.

სანამ მოვიყვანთ პატრიარქ ბართლომეს პასუხს, მივმართოთ წმინდა მამებს და ვნახოთ, როგორ შეეძლოთ მათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგალითად, ღირსი ეფრემ ასური იტყოდა, რომ ეკლესიის ფასეულობა მდგომარეობს იმაში, რომ  მასში არის უფალი: „ნეტარ ხარ შენ, ერთგულთა ეკლესიავ, რამეთუ მეფეთა მეფემ დაიმკვიდრა შენში თავისი საცხოვრისი. შენი საძირკველი არასდროს მოირყევა, რამეთუ უფალი შენი გუშაგია და ჯოჯოხეთის კარიბჭენი ვერ გძლევენ შენ და მტაცებელი მგლები ვერ დაანგრევენ ან შეასუსტებენ შენს ციხესიმაგრეს. რაოდენ დიდი ხარ შენ, უფლის სახლო! რა მშვენიერი ხარ!

იგივეზე საუბრობს განმანათლებელი თეოდორე კიროსელი: „ქრისტეს უკავია მეთაურის ადგილი, მის მორწმუნეებს - სხეულის ადგილი“.

განმანათლებელი კიპრიანე კართაგენელი იტყოდა, რომ ეკლესიის ფასეულობა ადამიანების ხსნაშია: „ეკლესიია გარეთ არ არის ცხოვრება: უფლის სახლი ერთია და არავის შეუძლია სადმე ხსნა, გარდა ეკლესიისა“.

განმანათლებელი კირილე იერუსალიმელი მიუთითებს იმაზე, რომ ეკლესია ადამიანებს ჭეშმარიტებას აზიარებს: „ეკლესია ყოველგვარი ზიანის გარეშე ქადაგებს ყველა დოგმატს, რომელიც ადამიანებმა უნდა იცოდნენ“.

ასევე განმანათლებელი თეოფილე ანტიოქიელი: „მეზღვაურთათვის უფალმა თავშესაფრად კუნძულები გაითვალისწინა, ხოლო ცოდვით დამძიმებული სამყაროსთვის, წმინდა ეკლესია, რომელშიც დაცულია ჭეშმარიტების მოძღვრება“.

ყველა წმინდა მამა საუბრობს იმაზე, რომ ქრისტეს ეკლესიის (იგივეა, რაც ქრისტიანული რელიგია) ფასეულობა (ავტორიტეტი, საერო ტერმინოლოგიაში) მდგომარეობს იმაში, რომ მასში ადამიანის უერთდება უფალს და სულს იხსნის მარადიული ცხოვრებისთვის. აი, რას პასუხობს პატრიარქი ბართლომე: „დღეს რელიგიების ავტორიტეტი ფართოდ ფასდება  მშვიდობისთვის ბრძოლაში მათ მიერ შეტანილი წვლილით. დაუშვებელია, რომ რელიგიები, მშვიდობისა და შერიგების ძალები, იყოს ფანატიური და უთანხმოების გამომწვევი. მშვიდობის მისაღწევად არასაკმარისია, როგორც მეცნიერების, ასევე ეკონომიკური განვითარების პროგრესი, ასევე ინტერნეტით ურთიერთობა. ჩვენ, ქრისტიანებს, მშვიდობის მსახურებაში და სამართლიანობისთვის ბრძოლაში უმაღლესი ვალდებულება გვაკისრია - ვაჩვენოთ უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულის განუყოფელი ერთიანობა“.

ანუ, უფლისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის მცნებებიც კი, პატრიარქ ბართლომეს აზრით, უნდა ემსახურებოდეს მშვიდობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლას. არც ერთი სიტყვა ქრისტეზე, არც სულის ცხონებაზე, არც ზეციურ სამეფოზე, არც მონანიებაზე! არადა, ქრისტესა და წმინდა იოანე წინამორბედისა და წმინდა მოციქულების ქადაგება იწყებოდა ასე და არა სხვაგვარად: „...მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ (მათ. 4:17).

ეკლესიის მისიის შესახებ

ეკლესიის მისიის განსაზღვრისას, პატრიარქი ბართლომე თავიდან თითქოს სწორად საუბრობს: „ეკლესიის მისიაა სახარების მტკიცება და სამყაროს ქრისტეში მოქცევა, რომელიც, ცხადია, არ მიიღწევა მის მიმართ გულგრილობით ან მისი უარყოფით“. თუმცა, შემდეგ მათი არსის გამჟღავნებისას, ის გვიჩვენებს, რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვებია: „როგორც პატრიარქი მე ვიბრძოდი მართლმადიდებლობის სტაბილურობისა და ერთიანობისთვის, კულტურათშორისი, რელიგიათშორისი, ქრისტიანთშორისი დიალოგისთვის და  მრავალ ინიციატივას შევასხი ხორცი გარემოს დაცვის, მშვიდობისა და სოლიდარობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის თაობაზე, რომელთაგან პირველია - აღმსარებლობის თავისუფლება, რომელიც ყოველთვის ეყრდნობა მართლმადიდებლური ტრადიციის უშრეტ წყაროს. ქრისტიანული ერთიანობის წინსვლა არის ფაქტი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძლზე  ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა“. ანუ სინამდვილეში პატრიარქი ბართლომე სამ რამეს ახორციელებდა:

  • ეკუმენიზმს;
  • მშვიდობისა და ბუნების დაცვას;
  • მართლმადიდებლობის სტაბილურობასა და ერთიანობას.

ამასთან, არა მხოლოდ პატრიარქ ბართლომეს, არამედ მისი წინამორბედების ყველა ქმედება ბოლო ასი წლის განმავლობაში ადასტურებს იმას, რაც იგულისხმება ფანარიონის მიერ მართლმადიდებლობის სტაბილურობისა და ერთიანობის ქვეშ. ეს ისაა, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქი არის სრულიად ეკლესიის მეთაური და ერევა ავტოკეფალიური ეკლესიების საქმეებში. მშვიდობისა და ბუნების დაცვის საქმეში ფანარიონთან შედეგები სუსტია. თუმცა, ეს ხდება არა შედეგისთვის, არამედ იმიჯისთვის. ეკუმენიზმზე კი მინდა უფრო დეტალურად შევჩერდეთ.

ეკუმენიზმის შესახებ

ინტერვიუს დასაწყისში პატრიარქი ბართლომე ითვლის მისი ეკლესიის ყველა დამსახურებას ერეტიკოსებთან თანამშრომლობის თაობაზე: „მსოფლიო პატრიარქატი არ შემოიფარგლება ეკუმენურ ღონისძიებებში მონაწილეობით, მაგრამ წარმოადგენს ემს-ს (ეკლესიების მსოფლიო საბჭო - რედ.) ერთ-ერთ ფუძემდებელსა და ცენტრალურ სპონსორს. მსოფლიო პატრიარქატის ლუთერანული რეფორმაციის დაწყების 500 წლისთავისადმი მსოფლიო პატრიარქმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ღონისძიებაში. განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ 1981 წელს, ტიუბინგენსა და მსოფლიო პატრიარქ იერემია II ტრანოსს შორის მიმოწერის საღვთისმეტყველო კონტაქტების დასრულებიდან 400 წლის შემდეგ, დაიწყო ოფიციალური საღვთისმეტყველო დიალოგი მსოფლიო ლუთერანულ ფედერაციასა და მთელს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის“.

 თუმცა, რა უნდა ქნან მათ, ვინც თვლის, რომ კათოლიკები, ლუთერანები, პროტესტანტები და სხვები ეკლესია როდია, რომლებთანაც „საჭიროა საღვთისმეტყველო დიალოგის“ წარმართვა, არამედ ეკლესიას ჩამოშორებული ჯგუფები, რომლებთანაც ერთადერთი დიალოგი შეიძლება წარმოებულ იქნეს მხოლოდ მართლმადიდებლობაში დაბრუნების ფორმების თაობაზე? მათზე პატრიარქმა შემდეგი განაცხადა: „დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს მრავალი ჯგუფი, რომლებიც გამხატავენ უკიდურეს ანტიეკუმენურ სულისკვეთებას და ახასიათებენ ეკუმენიზმს, როგორც „ერესს“. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდმა კრებამ, რომელიც კრეტაზე 2016 წელს შედგა, ყველა ის გაკიცხა, რომელიც „ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დაცვის საბაბით“ არღვევს ეკლესიის ერთიანობას“.

ანუ  ისინი, ვინც არამართლმადიდებელ რელიგიურ სტრუქტურას ერეტიკოსებად მიიჩნევს, პატრიარქ ბართლომეს აზრით, არღვევს ეკლესიის ერთიანობას. ასეთებს შეიძლება განვაკუთვნოთ, მაგალითად, მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი, რომელმაც უარი თქვა ხელი მოეწერა კრეტას კრების დოკუმენტებისთვის, ახსნა რა ეს იმით, რომ „არ არსებობს ეკლესიები და კონფესიები, არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც განუდგა ეკლესიას და მათ უნდა ვუწოდოთ ერეტიკოსები და განხეთქილებაში მყოფნი“.

ისინი, ვინც არამართლმადიდებელ რელიგიურ სტრუქტურებს ერეტიკოსებად მიიჩნევენ, პატრიარქ ბართლომეს აზრით, არღვევენ ეკლესიის ერთიანობას.

 და განა მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ერთი ასეთია მართლმადიდებლობის ისტორიაში? სულაც არა. „ეკლესიის ერთიანობის მსგავს დამრღვევებს“ განეკუთვნება ყველა წმინდა მამა. ამ აზრის კვინტესენციას წარმოადგენს განმანათლებელ კიპრიანე კართაგენელის ფრაზა: „ეკლესიის გარეთ მყოფს ხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ გადარჩებოდა ვინმე ნოეს კიდობნის გარეთ“. ნებისმიერი ძალისხმევა რომელიმე წმინდანის (როგორც ძველის, ასევე ჩვენთან ახლოს მყოფი ცხოვრების დროით) ძიების თაობაზე, რომელიც დადებითად მოიხსენიებდა ეკუმენიზმს, არ სრულდება წარმატებით. ეკუმენიზმის ისტორია იმ ფორმით, რომელშიც ის დღეს არსებობს, დაახლოებით ას წელს ითვლის და ეს იტორია მოწმობს იმას, რომ ეკუმენიზმს არ გააჩნია არაფერი საერთო ქრისტეს შესახებ მტკიცებასთან, როგორც ამას მოციქულები და  ყველა მათი მიმდევარი თვლიდა.

იმაზე, რომ არანაირი საღვთისმეტყველო დიალოგი მართლმადიდებლობის რწმენისგან განდგომილებთან არ შეიძლება, წერდა განმანათლებელი ეგნატეც (ბრიანჩანინოვი): „ერეტიკოსები იგივე ქრისტიანები არიან? საიდან მოიტანეთ? წმინდანთა მრავალრიცხოვანმა სომნამ წამების გვირგვინი მიიღო, უპირატესობა მიანიჭა ხანგრძლივ და აუტანელ წამებას, საპყრობილეს, დევნას, ვიდრე ერეტიკოსებთან ერთად მათ ღვთისმგომებლ მოძღვრებაში მონაწილეობას. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა ერესს მომაკვდინებელ ცოდვად, ყოველთვის აღიარებდა, რომ ადამიანი, რომელიც ერესის საშინელი სენითაა შეპყრობილი, სულიერად მკვდარია, შორსაა მადლისა და ცხონებისგან, ურთიერთობაშია ეშმაკთან და მის დამღუპველობასთან...“

ვატიკანთან ერთიანობაზე

ინტერვიუში პატრიარქი ბართლომე ძალიან თბილად მოიხსენიებს პაპ ფრანცისკეს, ამბობს, რომ მას შეხვდა დაახლოებით ათჯერ და რომ მათი ძალისხმევა მიმართულია გაერთიანებისკენ: „უდაოა, რომ საკითხი ერთიანობისა და საღვთისმეტყველო დიალოგის განვითარებისკენ რჩება უმთავრესად ჩვენს ურთიერთობებში“.

რამოდენიმე თვის წინ, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულზე ქადაგებისას პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ დიალოგი კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის სრული ერთიანობისკენ მიდის. ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ ასეთი ერთიანობა დადგება „იმათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვინც ან არ აფასებს ბოლომდე ღვთისმეტყველების ფასეულოებას ან ეკუმენიზმს თვლის უტოპიად“. ახლა კი ფანარიონის მეთაურმა მოხაზა ასეთი ერთიანობის უფრო კონკრეტული კონტურები. მან განაცხადა, რომ მოძრაობა ერთიანობისკენ შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს წინ წაწეული 2025 წელს ნიკეაში პირველი მსოფლიო კრების იუბილესთან დაკავშირებით: „უდაოა, რომ ნიკეის პირველი საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილე 2025 წელს შეიძლება გახდეს ქრისტიანული ეკლესიებისთვის  საკუთარ გზაზე, წარსულისა და აწმყოს შეცდომებზე დაფიქრებისა და უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმის  საშუალება“.

რა იგულისხმება ამ „უფრო სერიოზული ნაბიჯების“ ქვეშ ალბათ თავად პატრიარქმა ბართლომემაც არ იცის. მრგვალ თარიღამდე ჯერ კიდევ სრული ოთხი წელია, რომლის განმავლობაშიც შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოხდეს. ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ ნებისმიერი რამ, უბრალო შეხვედრიდან სრულფასოვან გაერთიანებამდე. ერთი რამ უდაოა: პაპი ფრანცკისკეც და პატრიარქი ბართლომეც   ეცდებიან ნიკეის კრების იუბილედან მაქსიმუმი მიიღონ ვატიკანის ფანარიონთან და იმათთან, სრული გაერთიანების რეალიზაციამდე, რომლებიც დაექვემდებარებიან პატრიარქ ბართლომეს მისწრაფებას მართლმადიდებლობაში პირველობაზე.

პატრიარქმა ბართლომემ გაამჟღავნა შესაძლო გაერთიანების ზოგიერთი კონტურიც: „პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ნიკეაში არის სიმბოლო, გარდამტეხი მომენტი ქრისტიანობის ისტორიაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩამოაყალიბა რწმენის სიმბოლო, არამედ იმიტომაც, რომ გამოსცა 20 კანონი. ამდენად, ნიკეა გულისხმობს პირველი ათასწლეულის ჩვენი საერთო კანონიკური მემკვიდრეობის განმტკიცების შესაძლებლობას და კანონიკური სამართლის, როგორც ეკუმენური დიალოგის ხელშეწყობისთვის ინსტრუმენტის მნიშვნელობის შესწავლას“.

პატრიარქ ბართლომეს  ბოლო წლების გამონათქვამების გაანალიზებისას შეიძლება შევნიშნოთ, თუ როგორ დეტალურად ახდენს ის მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონიკური წესების აბსოლუტიზირებას, დოგმატიზირებას. რატომ აკეთებს ის ამას?

 უბრალოდ იმიტომ, რომ მას სურს ყველას დარწმუნება იმაში, რომ კანონები განამტკიცებენ საუკუნოდ იმ მარადიულ პოლიტიკურ გარემოებებს, რომლებიც პირველ ათასწლეულში იდგა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კვლავაც არსებობს რომის (ბიზანტიის) იმპერია, კვლავაც არის კონსტანტინოპოლი სამეფო ქალაქი, ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქი ისევ მეთაურობს ყველაზე მრავალრიცხოვან ავტოკეფალიურ ეკლესიას. პატრიარქი ბართლომე და „მართლმადიდებლური პაპიზმის“ მომხრეები ცდილობენ კანონებიდან გამოიყვანონ ფანარიონის მეთაურის ძალაუფლების პირველობა, თუმცა ამჟამად ამ თემაზე არ გავჩერდებით. კათოლიკებთან გაერთიანების იდეასთან მიმართებაში კანონების აბსოლუტიზაცია იწვევს იმის დამკვიდრებას, რომ რახან მსოფლიო კრებების წესები მეტყველებს რომის ეკლესიაზე, როგორც ერთ-ერთ ავტოკეფალიურ ეკლესიაზე და ამასთან, მთავარზე, ის ასეა ამ დრომდე, მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანმა ახალი დოგმატები შემოიტანა და დაამახინჯა ეკლესიის მოძღვრება.

ამდენად, სავსებით ნათელია, რომ პატრიარქ ბართლომეს თავისი მომხრეები ვატიკანთან მესამე (1274 წელს ლიონის და 1439 წელს ფლორენციის შემდეგ) უნიამდე მიჰყავს და 2025 წელი წარმოადგენს იმ მომენტს, რომელშიც ეს უნია იქნება დადებული  ან გადაიდგმება მისკენ დიდი ნაბიჯი.

ინტერვიუში პატრიარქმა ბართლომემ ასევე გამოთქვა აზრი უკრაინაში თავის მოქმედებებთან, ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის განხეთქილებასთან, მისი პირველობის საკითხთან, წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევასთან დაკავშირებით და ა.შ. ამ გამონათქვამებს ჩვენ ახლა არ გავაანალიზებთ (არაფერი ახალი არ თქმულა), არამედ ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება აისახოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე ფანარიონის მცდელობა გაერთიანდეს ვატიკანთან.

პატრიარქ ბართლომეს თავისი მომხრეები ვატიკანთან მესამე (1274 წელს ლიონის და 1439 წელს ფლორენციის შემდეგ) უნიამდე მიჰყავს და 2025 წელი წარმოადგენს იმ მომენტს, როდესაც ეს უნია იქნება დადებული  ან გადაიდგმება მისკენ დიდი ნაბიჯი.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

დღეისათვის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიები განხეთქილებაში არიან, არ არსებობს რუსული ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის და ნაწილობრივ, ელადის, ალექსანდრიისა და კვიპროსის ეკლესიის ევქარისტული ურთიერთობა. რმე ურთიერთობას ინარჩუნებს მხოლოდ ამ ეკლესიების იმ იერარქებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ აღიარებენ „უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას“. ეს აღიარება ან არაღიარება, როგორც ჩანს, წარმოადგენს მოცემული დაყოფის კრიტერიუმს.  ფანარიონის მიერ მეუ-ს შექმნა და მისთვის პირობითი ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მინიჭება მართლმადიდებლობაში პირველობაზე ფანარიონის პრეტენზიების მხოლოდ ხილული გამოვლინებაა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკვე მრავალი ათეული წელია წინ სწევს იდეას მართლმადიდებლობაში საკუთარი პირველობის შესახებ, იდეას იმაზე, რომ მართლმადიდებლობა ამ პირველობის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს. მოცემული იდეოლოგიის კვინტესენციას წარმოადგენდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ამერიკის არქიეპისკოპიის ამჟამინდელი მეთაურის ელპიდოფორის (ლამბრინიადისი) სტატია „პირველი თანასწორთა გარეშე“. სწორედ ამ კონცეფციის რეალიზებისას, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქს გააჩნია ნებისმიერი ავტოკეფალიური ეკლესიის საქმეში ჩარევის ძალაუფლება, მოიქცეს ისე, როგორც ის თვლის საჭიროდ, პატრიარქმა ბართლომემ განახორციელა ყველასთვის ცნობილი ქმედებები უკრაინაში. ავტოკეფალიური ეკლესიების წინაშე დადგა საკითხი: დაეთანხმონ თუ არა მათ? ამდენად მეუ-ს აღიარების საკითხი იქცა მართლმადიდებლობაში ფანარიონის პირველობის აღიარების საკითხად. ახლა არ ვისაუბრებთ ამ ეკლესიებზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ზეწოლის თაობაზე. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ზოგიერთი სხვა ავტოკეფალიური ეკლესია  მეუ-ს აღიარებს.

 თუმცა, ერთი საქმეა აღიარო მეუ და თუნდაც დაეთანხმო ფანარიონის მეთაურობას, სრულიად სხვაა მონაწილეობის მიღება კათოლიკებთან უნიაში. სიტუაცია კი ისეთი მიმართულებით ვითარდება, რომ პირველი მეორეს გამოიწვევს. აქ კი, სადაც სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიის ეპისკოპოსები აცნობიერებენ, რომ მეუ-ს აღიარებით საქმე არ შემოიფარგლება, არამედ მათგან მოითხოვენ ფანარიონის უნიაში ერთგულებას, შეიძლება სრულიად სხვა წყობა მივიღოთ. როგორც გვიჩვენებს ლიონისა და ფლორენციის უნიების სამწუხარო გამოცდილება ეკლესიური ხალხი და უბრალო სამღვდელოება საკმაოდ ნეგატიურად აღიქვამს კათოლიკებთან გაერთიანების იდეებს. ეს მიუღებლობა აქეზებს მერყევ ეპისკოპოსებსაც იმისკენ, რომ დარჩნენ მართლმადიდებლობის ერთგულები. ვინ არის სერგეი (ეპიფანე) დუმენკო და რატომ არა აქვს მას კანონიკური ქიროტონია, უბრალოდ ბევრისთვის უცნობია, აი, ვინ არიან კათოლიკები და რატომაა მათთან გაერთიანება მართლმადიდებლობისგან გადახვევა, ამას გაცილებით მეტი ადამიანი ხვდება.

ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ მოახლოვდება 2025 წელი და ვატიკანთან უნიის პერსპექტივები  სულ უფრო მკაფიო იქნება, სულ უფრო ნაკლები იქნება მსურველი გაჰყვეს ფანარიონს. ამის მინდა გვჯეროდეს. შესაძლოა, ჩვენ დავინახავთ, რომ ეკლესიები, რომლებმაც ცნეს მეუ, ასეთ აღიარებს უკან გაიწვევენ. შესაძლოა, ეს მოხდეს ამ ეკლესიების ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ. თუმცა, ისინი, რომლებიც მაინც გადაწყვეტენ მიჰყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გავლენას, გადალახავენ რუბიკონს და ამდენად დღეს არსებული უთანხმოება ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის ნამდვილ განხეთქილებად გადაიქცევა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მართლმადიდებელ ეკლესიას რთული დრო ელის, როცა მას მოუწევს ქრისტეს ერთგულების დაცვა და საკუთარი რწმენის უფლების დამტკიცება და ისე  ცხოვრება, როგორც ეს წმინდა მამებმა გვიქადაგეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ