თუ ნებადართულია „მოსკოვის“ მღვდლების ცემა, მაშ, რატომ არ შეიძლება „უკრაინელი“ მღვდლების ცემა?

17 December 2023 17:21
1593
,,არასწორი მღვდლების'' შემდეგ უკრაინელები ,,სწორ'' მღვდლებს სწვდნენ ყელში. ფოტო: СПЖ ,,არასწორი მღვდლების'' შემდეგ უკრაინელები ,,სწორ'' მღვდლებს სწვდნენ ყელში. ფოტო: СПЖ

ლვოვის მხარეში სამხედრო კომიტეტმა, უბკე-ს კლირიკოსისთვის უწყისის გადაცემისას, მას ყელში სტაცა ხელი. უნიატები აღშფოთდნენ. თუმცა, ეს მოულოდნელობაა?

ეკლესიის ისტორიაში და ასევე ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ისტორიაში, შეიძლება ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ, როცა ისინი, ვინც ოდესღაც იწონებდა ძალადობას, აუცილებლად მის მსხვერპლად იქცეოდა.

დეკემბრის შუა პერიოდში მთელი უკრაინა აღაშფოთა სოფელ დულიბას (ლვოვის მხარის ქალაქი სტრია) ვიდეომ, სადაც დტც-მ უბკე-ს მღვდელს მიხაილ ჩმირს უწყისი ჩააბარა. ამასთან, ყველა აღაშფოთა არა თავად მღვდლისთვის უწყისის ჩაბარების ფაქტმა, არამედ იმან, თუ როგორ ხდებოდა ეს. სამხედრო მას ყელში სწვდა, უბიძგა, იგინებოდა და მთლიანობაში საკმაოდ უხეშად იქცეოდა. წარმოიქმნა მასშტაბური სკანდალი. უნიატებმა უკმაყოფილება გამოხატეს ლვოვის სსა-ს მეთაურის მ. კოზიცკის წინაშე და ხელისუფლებამ სცადა სკანდალის მიჩუმათება.

ამ სიტუაციაშიც ყველა აღაშფოთა არა მღვდლის მიმართ დამოკიდებულების უმსგავსოების ფაქტმა, არამედ იმან, რომ ეს მღვდელი ეკუთვნოდა არა „მოსკოვის ეკლესიას“, არამედ სუპერ-პუპერ „პატრიოტულ“ კონფესიას. შეიძლება გავიკვირვოთ, რომ „ცუდი“ მღვდლების მიმართ სიძულვილისა და მტრული დამოკიდებულების წახალისებისას, უნიატებმა ასეთივე მტრული დამოკიდებულება მიირეს „კარგ“ მღვდელბთან მიმართებაშიც? შეგახსენებთ ქრისტეს კარგად ნაცნობ სიტყვებს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც იღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მათ. 26, 52). ჩვენ ვთვლით, რომ ის აგრესია უმე-ს წინააღმდეგ, რომელსაც ახალისებენ, ადრე თუ გვიან მათ წინააღმდეგ შემოტრიალდება. არ გჯერათ? მაშინ, მივმართოთ ისტორიას.

ისტორიული გამოძახილები: სსრკ და „ცოცხალი ეკლესია“

დღეს, საარქივო დოკუმენტებსა და თვითმხილველთა დამოწმებებზე დაყრდნობით, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ მთავარი როლი ითამაშა საეკლესიო განხეთქილების შექმნაში, რომელსაც „ცოცხალი ეკლესია“ ეწოდება. სგპს-ს მე-6 განყოფილების (რელიგიურ გაერთიანებებთან ბრძოლის) მეთაურმა ევგენი ტუჩკოვმა 1922 წელს დაწერა თავის ზოგიერთ ამოცანაზე: „სასულიერო პირებთან ჩვენი ბრძოლის საფუძველში ჩაიდო ამოცანა - ბრძოლა რეაქციულ ტიხონოვისეულ სამღვდელოებასთან და, პირველ რიგში, უმაღლეს იერარქებთან, როგორებიცაა: მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და ა.შ. ამ ამოცანის განსახორციელებლად ორგანიზებულ იქნა ჯგუფი ე.წ. „ცოცხალი ეკლესია“, რომელიც უპირატესად შედგებოდა თეთრი მღვდლებისგან, რამაც მოგვცა შესაძლებლობა მღვდლები წაგვეკიდებინა ეპისკოპოსებთან, დაახლოებით ისე, როგორც ჯარისკაცები გენერლებთან, რამეთუ თეთრ და შავ სამღვდელოებას შორის არსებობდა მტრული დამოკიდებულება ამ დრომდე დიდი ხნით ადრეც, რამდენადაც ამ უკანასკნელს დიდი უპირატესობა ჰქონდა ეკლესიაში და თეთრი სამღვდელოების კონკურენციისგან უმაღლეს იერარქიულ პოსტებზე თავს იზღვევდა კანონებით“.

ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და ფაქტიურ ლიდერს „ცოცხალი ეკლესის“ მიმდევრებში წარმოადგენდა „მიტროპოლიტ-მახარობელი“ (მან ასე უწოდა საკუთარ თავს) ალექსანდრე ვედენსკი. გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მისი სახელი ბრწყინავდა საბჭოთა გაზეთების პირველ ფურცლებზე, ხოლო დისპუტები მისი მონაწილეობით უამრავ ხალხს იკრებდა ირგვლივ. ის მკვეთრად აკრიტიკებდა „ტიხონოველებს“ (კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლებს), უნდა გამოსულიყო მიტროპოლიტ ბენიამინის წინააღმდეგ პროცესზე, რომლის შედეგადაც დახვრიტეს რამოდენიმე მღვდელი და თავს ძალიან დამაჯერებლად გრძნობდა.

რატომაც არა - ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა, სპს- კგბ-ს „კონკურენტების“ მოშორება თავიდან კანონიკური ეკლესიის სახით, ათასობით მართლმადიდებელი ტაძრის „გადაცემა“ „ცოცხალი ეკლესიის“ საკუთრებაში და ა.შ. საკმარისია იმის თქმა, რომ 1922-1923 წლებში მართლმადიდებელი ეპისკოპატისა და მრევლის ნახევარზე მეტი იმყოფებოდა განახლების სტრუქტურების დაქვემდებარებაში. უფრო მეტიც, რუსული ეკლესიის სამღვდელოების წინააღმდეგ დევნაში ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ სახელმწიფო მოსამსახურეები, არამედ უბრალო მოკვდავნიც. კომკავშირელები და კოლმეურნეები ამცირებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ათრევდნენ და კლავდნენ კანონიკურ მღვდლებს. „ცოცხალი ეკლესიის მიმდევრები“ აქტიურად მხარს უჭერდნენ ყოველივე ამას და დარწმუნებულები ივნენ, რომ მათ მსგავსი არაფერი ემუქრებოდათ. თუმცა...

1930-იანი წლების დასაწყისში, სსრკ-ში რელიგიური ცხოვრების ხისტი განადგურებისა და ზოგადი სტრატეგიის კონტექსტში, ბოლშევიკებმა ფაქტიურად შეწყვიტეს „ცოცხალი ეკლესიის“ მომხრეების კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებისგან განსხვავება - დაპატიმრებები და რეპრესიები ყველას შეეხო. 1937-1938 წლების დიდი ტერორის პერიოდში, როცა ადგილი ჰქონდა მასობრივ რეპრესიებსს და ყველა ტაძრის დახურავას, დახვრიტეს 86 განახლებითი მღვდელმთავარი, ხოლო განახლება აღმოჩნდა სრული კრახის ზღვარზე, სრულად გაქრა რა 1964 წლისთვის.

როგორც ვხედავთ, თავიდან ხელისუფლება მხარს უჭერდა განხეთქილებაში მყოფებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ კანონიკურ ეკლესიას. თუმცა, განხეთქილებაში მყოფებისთვის სრულიად მოულოდნელად მოხდა მოვლენების შემოტრიალება, ხელისუფლების მხარდაჭერა შეიცვალა დახვრეტებით. რატომ?

ისტორიის გაკვეთილები

იმიტომ რომ არსებობას ერთგვარი გარდაუვალი ჭეშმარიტება: ძალადობის მხარდაჭერა, თუნდაც ის იყოს მოწონებული ან წახალისებული ძალაუფლების მქონეთა მხრიდან - ეს არის უფსკრულში ჩავარდნა.

უკრაინელ ხალხს აქვს მორალური პრინციპები, რომლებიც მასში ასწლეულების მანძილზე იზრდებოდა. ამ პრინციპებს შორისაა- პატივისცემა უფროსების, ტრადიციების მიმართ, ფაქიზი დამოკიდებულება სიწმინდეებისა და ეკლესიისადმი. ჩვენს ფოლკლორში ძნელად მოიპოვება ზღაპრის „მღვდლისა და მისი ხეპრე მოჯამაგირის შესახებ“ მსგავსი რამ. ჩვენ არ გვაქვს ანეკდოტები ან სიმღერები, სადაც არის შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოთქმა მართლმადიდებელი სამღვდელოების მისამართით. უფრო სწორედ, არ იყო ამ დრომდე.

დიახ, სსრკ-ს დროს ყველანაირად ცდილობდნენ, მაგრამ შედეგი თითქმის არ იყო. და, აი, სიტუაცია ცოტა ხნის წინ შეიცვალა, პოროშენკოს ხელისუფლების დროს. სწორედ უკრაინის ეს პრეზიდენტი აძლევდა თავს უფლებას მკვეთრი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოეთქვა უმე-ს სამღვდელოებისა და ეპისკოპოსების მისამართით, ხოლო მისი „5 არხი“ საერთოდ არ ერიდებოდა გამონათქვამებს.

როგორც ჩანს, ესეც არ აღმოჩნდა „ფსკერი“. „ფსკერი“ ზელენსკის დროს ვიხილეთ. თავიდან ბრალდებებმა „ქვეყანა-აგრესორთან თანამშრომლობაში“, შემდეგ პირდაპირმა მოწოდებებმა ანგარიშსწორებისკენ მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე (გაიხსენეთ „95-ე კვარტალის“ სკანდალური ეთერები) გამოიწვია ის, რომ ფიზიკური ძალადობის იდეა მართლმადიდებელი მღვდლის მიმართ უკვე არ აღიქმება საზოგადოებაში, როგორც „ტაბუ“.

ამ ვაკხანალიაში არცთუ პატარა როლს თამაშობენ უბკე-სა და მეუ-ს წარმომადგენლები. მაგალითად, ახლახანს უნიატელმა მღვდელმა, რომელმაც უმე-ს ტაძარი მიიტაცა კიევთან, თავის მრევლს მოუწოდა უკრაინა „გაწმინდოს“ „მოსკოვის მღვდლებისგან“, ხოლო მეუ-ს კლირიკოსმა უმე-ს ტაძრებზე ბოქლომების გატეხვა „წმინდა საქმედ“ მიიჩნია. შეგვიძლია გავიხსენოთ ათეულობით საქმე (ასეულობით თუ არა) და სხვა გამონათქვამები დუმენკოს ან შევჩუკის ადეპტების მხრიდან, რომლებიც პროვოცირებენ აგრესიას უმე-ს მისამართით. თუმცა, რაც ყველაზე უფრო საშინელია, ყველა ეს გამონათქვამი იწვევს იმას, რომ იშლება ყველაფრის დაშვების ჩარჩოები, ხდება მორალური ნორმებისა და წესების განადგურება, რომლებიც ასე თუ ისე იცავდნენ უკრაინელებს ეკლესიისა და მისი მსახურების შეურაცხყოფისგან. ამ საზღვრების ერთ ეკლესიასთან მიმართებაში წაშლისას კი, რთულია ელოდო, რომ ისინი არ გავრცელდება მეორესთან დაკავშირებითაც. ეკლესიის დესაკრალიზაცია ყოველთვის გამოიწვევს საზოგადოების სატანიზაციას, იმას, რომ მისი ცალკეული წარმომადგენლებისთვის არაფერია აკრძალული, ტაბუირებული. და თუ შეიძლება ცემო ერთი მღვდელი, მეორეს ცემა რატომ არ შეიძლება?

მეუ-სა და უბკე-ს დილემა

თუ დავუბრუნდებით ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელსა და დტც-ს თანამშრომლის მონაწილეობით ინციდენტს, აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ძალადობის მოწონების შედეგები იქნება სავალალო მისი ინიციატორებისთვის. მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში ბოქლომების გახერხვა შეიძლება „წმინდა საქმედ“ იყოს წარმოჩენილი, ისტორია გვიჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, ასეთი პოზიცია მეუ-სა და უბკე-ს მიიყვანს იმ რეალობასთან, რომელსაც ისინი უმზადებენ „მოსკალებს“. თუ სახარებისა და მონანიების აუცილებლობის ნაცვლად სულ ვისაუბრებთ ძალადობაზე „მოსკოვის ეკლესიის“ მიმართ, ასეთ „ქადაგებებზე“ აღზრდილი ადამიანები „სახეს აახევენ“ ყველას, ვინც მათ „უფლის მონებს“ უწოდებს, როგორც ეს მოხდა დულიბაში.

როცა „მოსკოვის“ მღვდლების საქმე მორჩება, ისინი თავიანთ მზერას მიმართავენ
„პატრიოტებზე“. უბრალოდ, ჩვევის გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ