ლოცვა გამარჯვებისთვის: ეშმაკზე თუ უკრაინაზე?

08 December 2023 19:40
4611
რა მომავალი ექნება უმე-სა და რმე-ს ურთიერთობას? ფოტო: СПЖ რა მომავალი ექნება უმე-სა და რმე-ს ურთიერთობას? ფოტო: СПЖ

მამა ალექს უმინსკიმ განაცხადა, რომ უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის და არა გამარჯვებისთვის და რომ ქრისტიანისთვის დაუშვებელია მკვლელობა. რმე-ში ის გააკრიტიკეს და მტრად გამოაცხადეს. თუმცა, ვინ არის მართალი?

ნოემბრის შუა რიცხვებში „ჟივოი გვოზდის“ იუთუბ-არხზე გამოვიდა რმე-ს მოსკოველი დეკანოზის ალექსი უმინკსის ინტერვიუ „უცხოურ აგენტთან“ ალექსი ვენედიქტოვთან, რომელმაც გამოიწვია ძალიან მკვეთრი რეაქცია სამღვდელოებას, იერარქიასა და იმ პირებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას. მამა ალექსის საუბარი ვენედიქტოვთან თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, მაგრამ მასში ყველას ყურადღება მიიპყრო ომთან დაკავშირებულმა თეზისებმა, უფრო ზუსტად -მისადმი დამოკიდებულებამ რუსეთის ეკლესიის მხრიდან.

ვისზე გამარჯვებისკენ მოუწოდებენ რმე-ში?

რფ-ში დემოგრაფიის პრობლემის და აბორტების, როგორც მისი გადაწყვეტილების განხილვისას, მამა ალექსი უმინსკიმ აღნიშნა, რომ აბორტი არის დიდი ცოდვა და დაკანონებული მკვლელობა. ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ კაცობრიობა ზუსტად გადაწყვეტს დემოგრაფიის საკითხს, თუ აკრძალავს ყველა ომს მსოფლიოში:

„რატომღაც  მცნება „არა კაც კლა“  უკავშირდება აბორტებს, მაგრამ რატომღაც ის არაა კავშირში ომთან. ამას ვერანაირად ვერ გავიგებ. ვერ ამიხსნია, როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანების, ქრისტიანების თავში მოთავსდეს ეს ორი რამ - როგორ შეიძლება არ მოკლა ერთი და როგორ შეიძლება ეს დასაშვები იყოს მეორის მიმართ“.

მაყურებელი მიხვდა, რომ უმინსკი საუბრობდა არა რომელიღაც აბსტრაქტულ ომზე. ინტერვიუს ეს ფრაგმენტი თავის ტელეგრამ-არხზე განათავსა მღვდელმა და ბლოგერმა ალვიან თხელიძემ, რომელმაც სარკასტულად სთხოვა თავის მკითხველებს განემარტათ მამა ალექსისთვის შეხვედრის დროს „თუ რაშია განსხვავება უცოდველ ჩვილსა და აზოველ ნაცისტებს შორის“.

თუმცა, გაცილებით უფრო სასტიკი რეაქცია მისი კოლეგების მხრიდან გამოიწვია უმინსკის სიტყვებმა, რომ ომის მხარდაჭერა, საერთო მეომრული სულისკვეთება, რომელიც დღეს კულტივირებულია რფ-ში, არაა თავსებადი ევქარისტიის არსთან, რომელსაც ქრისტიანი უნდა მიუახლოვდეს საკუთარ თავთან და სხვებთან მშვიდობით. უმინსკიმ მსმენელებს ურჩია, რომლებიც არ ეთანხმებიან გამარჯვებისთვის ლოცვის აუცილებლობასა და „სვო“-ს მხარდაჭერას, ეძებონ სასულიერო პირები, რომლებიც „მეტად ლოცულობენ მშვიდობაზე, ვიდრე გამარჯვებაზე“.

მღვდელ-ბლოგერმა სვიატოსლავ შევჩენკომ ამ სიტყვებს უწოდა „ ლაყბობა თანამედროვე შეფუთვით“: „რა დავინახე და მოვისმინე? ეს არის „ლიბერალური მშვიდობის“ ერესის ქადაგება, რომელიც არსებითად არის სწავლება ბოროტებისადმი ახალი წყობით ძალადობით წინააღმდეგობის გაუწევლობის შესახებ“, - თვლის შევჩენკო და ხაზს უსვამს, რომ წმ. მთავრები ალექსანდრე ნეველს, დმიტრი დონელს სუვოროვს, უშაკოვს „ ასეთ ქადაგებები რომ მოესმინათ, ქვეყანას დიდი ხნის წინ დავკარგავდით“.

გაცილებით უფრო მკაცრი რეაგირება ჰქონდა უმინსკის ეთერზე რმე-ს ეპისკოპოს პიტირიმს (ტვოროგოვი), რომელმაც „სპასთან“ ინტერვიუში მღვდელს უწოდა „ლიბერალიზმის საშინელი დაავადების ერთ-ერთი მეტასტაზი, რომელმაც ჩვენს ეკლესიაში შემოაღწია და რომელიც დაღუპავს ჩვენს სამშობლოს“.

მისი აზრით, დღეს რმე-ში ლოცულობენ არა მშვიდობისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, რადგანაც უკრაინასთან ომში რუსეთს წაგების „უფლება არა აქვს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს „შიდა არეულობას“.

„აქ (უკრაინაში - რედ.) ჩვენ სამშობლოს მტრებს შევეჩეხეთ და ჩვენი მეომრები სამშობლოს მტრებს ებრძვიან. ჩვენ ვლოცულობდით მშვიდობისთვის 8 წელი, სანამ ომი იყო დონბასში, ჩვენი ლოცვა მშვიდობისთვის იყო. თუმცა, როგორც კი დაიწყო „სსო“, სიტუაცია შეიცვალა - ჩვენ დავიწყეთ ლოცვა გამარჯვებისთვის, რადგანაც მშვიდობა არ იქნება, სანამ გამარჯვება არ დადგება. თუ არ ვილოცებთ გამარჯვებისთვის... ჩვენ ომს წავაგებთ და მივიღებთ შიდა არეულობას რუსეთში. ჩვენ არ უნდა დავმარცხდეთ ამ ომში. ჩვენ ომი გამოგვიცხადეს არა 2022 წელს და არც 2014-ში“- ამბობს ეპისკოპოსი პიტირიმი.

აქ უნდა განვმარტოთ, რომ მღვდელმთავარს მხედველობაში აქვს „ლოცვა წმინდა რუსეთისთვის“, რომელიც პატრიარქმა კირილმა დაიწყო 2022 წლის სექტემბერში რმე-ს ყველა ტაძრისთვის  ექტენიაზე ლიტრუგიის დროს, სადაც კერძოდ, გაჟღერდა ასეთი სიტყვები: „უფალო, შეეწიე შენს ხალხს და შენი ძალით გამარჯვება მოოუტანე“. ეჭვი არ არსებობს, რომ ეპისკოპოს პიტირიმს, ისევე როგორც პატრიარქ კირილს მხედველობაში აქვთ რფ-ს სამხედრო გამარჯვება უკრაინაზე.

თუმცა, ყველაზე პოპულარული მღვდელი-ბლოგერი რფ-ში (თუ არ ჩავთვლით ტკაჩევს) პავლე ოსტროვსკი, უმინსკისთან ეთერის კომენტირებისას, ირწმუნება, რომ ეს ლოცვა უნდა გავიგოთ არა სამხედრო, არამედ სასულიერო კუთხით. მჟკ-სადმი მიმართვისას, მღვდელი ირწმუნება, რომ მართებული არაა საუბარი იმაზე, თითქოს ეს ლოცვა არის „რუსული იარაღის გამარჯვებაზე“. ის თვლის, რომ მასში საუბარია უკრაინაზე გამარჯვებაზე და არა ეშმაკზე გამარჯვებაზე. „უბრალოდ საჭიროა უფრო ყურადღებით წავიკითხოთ „ლოცვები წმინდა რუსეთზე“-ს ტექსტი, რათა არ გავთელოთ ნარგავები“, - გვირჩია მღვდელმა.

და ჩვენ წავიკითხეთ. აი, მაგალითად, ასეთი ფრაზა: „მეომრები და სამშობლოს ყველა დამცველი შენს მცნებებში განაძლიერე, მიეცი მათ სულის სიმტკიცე, დაიცავი სიკვდილისგან, ჭრილობისა და ტყვედ ჩავარდნისგან!“

დამეთანხმებით, რთულია იმის ვარაუდი, რომ ეშმაკი ცდილობს ტყვედ ჩაიგდოს რფ-ს ჯარისკაცები ან მათ ფიზიკური სიმახინჯე მიადგეს. ამასთან, მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკულად ყველა ლოცვაში ჩვენ ღმერთს ვთხოვთ კაცობრიობის მოდგმის მტერზე გამარჯვებას. რა საჭირო იყო ეშმაკზე გამარჯვების ახალი ლოცვის დაწერის აუცილებლობა, მითუმეტეს - მისი ლიტურგიაში შეტანა?

დღეს რმე-ს პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარი საუბრობს უკრაინაზე რფ-ს სამხედრო გამარჯვებაზე, რუსულ ეკლესიასი უკვე არავინ მალავს  და არავინ ერიდება ამას. აი, მაგალითად, რფ-ს სკ-თან ურთიერთდამოკიდებულების სინოდალური განყოფოილების მეთარუის მიტროპოლიტ კირილის მიმართვა უკრაინაში მყოფი რუსი ჯარისკაცების მიმართ: „დაე, ღმერთმა მოგცეთ სიცოცხლე, ჯანმრთელობა და რასაკვირველია, გამარჯვება“.

შესაძლოა, ეს და იერარქის ბევრი სხვა სიტყვა ყურადღების მიღმა დარჩა მამა პავლეს და მას უბრალოდ არ სურს ამის დაჯერება. აი, რას წერს ის: „მამა ალექსი (უმინსკი - რედ.) თვლის, რომ ამ ლოცვაში სიტყვა „გამარჯვებაზე“ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვლოცულობთ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების გამარჯვებაზე უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებზე. თუმცა, მაშინ ეს როგორ უნდა შევუსაბამოთ იმას, რომ რმე-ს იურისდიქცია ვრცელდება, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე?“

და ეს საკითხი - განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ღრმა და ტრაგიკულიც კია.

ძვირფასო მამა პავლე, ჩვენს, უმე-ს მილიონობით მორწმუნე, ვერანაირად ვერ ვაცნობიერებთ - როგორ აკურთხებენ რმე-ში ჩვენთან ომზე, თვლით რა უკრაინელებს თქვენს სამწყსოდ? დიახ, ახლა რფ-ში ამ სიტყვებზე ვიღაც აღშფოთდება, მაგრამ ამას სხვანაირად რა დავარქვათ? რფ-ს ჯარი, რომლის ქმედებებსაც იწონებს რმე, უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვის უშძ-ს. ამ მოქმედებების შედეგად უშძ-ს ჯარისკაცები იღუპებიან და მძიმე დაზიანებებს იღებენ.

და ჩვენ არ შეგვიძლია სერიოზულად აღვიქვათ მამა ალვიანის მტკიცება, რომ თითქოს უშძ არიან „აზოვის ნაცისტები“. რეალურად, უშძ არის უმე-ს ასობით ათასი მრევლი, ესენი არიან სასულიერო პირების ახლობლები, შვილები, იერარქები, უბრალოდ ვიღაცის ქმრები, ძმები, მამები. ზოგიერთი ნებაყოფლობით წავიდა სამშობლოს დასაცავად, ვიღაც გაიწვიეს (და აგრძელებენ გაწვევას) დაუკითხავად. უკვე უმე-ს პრაქტიკულად ყველა სამწყსოში არის მრევლი, რომელსაც ვიღაც დაეღუპა ფრონტზე.

ყოველივე ამის ფონზე მოსკოვში როგორ შეუძლია ვინმეს ივარაუდოს, რომ უკრაინის ტაძრებში ილოცებენ იმათ „გამარჯვებაზე“, ვინც მათი ახლობლები მოკლა? მისი იერარქიის ლოგიკით, „ლოცვა წმინდა რუსეთზე“ განკუთვნილია უმე-ს ტაძრებისთვისაც, რამდენადაც მოსკოვში უმე-ს ჯერ კიდევ უწოდებენ თავიანთ ნაწილს. როგორ შეიძლება საერთოდ ლოცვა „წმინდა რუსეთის ყველა ქვეყანაში მშვიდობისა და ერთსულოვნების აღდგენაზე“ და იქვე სთხოვოს ღმერთს ამ რუსეთის ერთი ქვეყნის მეორეზე გამარჯვებაზე?

რფ-ში ამ სიტყვების წაკითხვის დროს ალბათ გაჩნდება გაბრაზებული „სამართლიანი“ კონტრარგუმენტები „8 წელზე“, „დონბასის შვილებზე“ და რფ-ს თავგანწირულ დაპირისპირებაზე დასავლეთის ანტიქრისტიანულ ცივილიზაციასთან.

მოდით, გავიხსენოთ, რომ უმე-ში, უწოდებენ რა დონბასში კონფლიქტს „ძმათა მკვლელს“, 2014 წლიდან მოუწოდებენ მისი შეწყვეტისკენ. ჩვენ გვახსოვს პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრაში „მშვიდობისთვის“ გასაოცარი მასშტაბური ლიტანიობა, როცა ათეულობით ათასი მორწმუნე „პატრიოტების“ ისტერიკის მიუხედავად გადიოდა გზას მთელს უკრაინაში კიევისკენ. ჩვენ გვახსოვს სკანდალური  „ფეხზე არადგომა“ რადაში უმე-ს წინამძღოლისა და იერარქების მხრიდან ატო-ს დაცემული მეომრებისადმი პატივის მიგების მომენტში, რამაც გამოიწვია ტალღა უკრაინის საზოგადოებაში. გვახსოვს, როგორ განმარტა ეს მიტროპოლიტმა ონუფრიმ: „ჩვენ არ გვსურს, რომ ომი გაგრძელდეს ჩვენს მიწაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანები ერთმანეთს კლავდნენ. ჩვენ გვსურს მშვიდობა და რომ ჩვენს მიწაზე იყო უფლის მადლი“.

თუმცა, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკვე მთელი უკრაინა აღმოჩნდა დონბასის როლში ატო-ში. რფ-ს შეჭრის შედეგად დაინგრა კიევის მიმდებარე ქალაქები, ჟიტომირის, ვოლინის, სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სხვა მხარეების დასახლებული პუნქტები. უმე-ს მღვდელმთავრებმ სამწყსო დალოცეს ქვეყნის დასაცავად.

სამწუხაროდ, რმე-ში, უწოდებენ რა უკრაინაში რფ-ს ჯარების შეჭრას „ძმათამკვლელ ომს“, არ მიჰყვნენს უმე-ს მაგალითს და არ მოუწოდეს მშვიდობისკენ. რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრობა სრულად დადგა ხელისუფლების მხარეს. რმე-ს სოციალურ კონცეფციაში ნათქვამია, რომ „მღვდელმსახურები და კანონიკური საეკლესიო სტრუქტურები არ შეიძლება თანამშრომლობდეს სახელმწიფოსთან“ „სამოქალაქო ომის ან აგრესიული საგარეო ომის“ წარმოებაში.

და აქ საქმე არაა იმაში, რომ უმე არის „კარგი“, ხოლო რმე- „ცუდი“. უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში და სხვა ყველა ქვეყანაში ეს არის ქრისტეს ერთი ეკლესია, უბრალოდ სხვადასხვა ტერიტორიაზე. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს თვალებზე ვითარდება ტრაგედია, როცა ამ ეკლესიის ერთი ნაწილის იერარქები არწმუნებენ სამწყსოს, რომ დაშვებულია მისი მეორე ნაწილის სამწყსოს მკვლელობა. რომ საერთოდ დაშვებულია მკვლელობა.

სწორედ ამაზე საუბრობდა გულისტკივილით „ლიბერალი“ მამა ალექსი უმინსკი. ქრისტეს ხომ მცნებაში არ მოუცია „არა კაც კლა“ არანაირი გამონაკლისი, თუნდაც საკუთარი თავის დასაცავად. „ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე განიგმირება“ - უთხრა მან პეტრეს, რომელიც მის დასაცავად დადგა გეთსამანიაში.

ქრისტეს ამ სიტყვების უკეთ გაგებისთვის შეგვიძლია მაგალითის აღება ძველი პატერიკიდან: „მამებიდან რომელიღაცამ აბა სისოიას ჰკითხა: როცა უდაბნოში ვზივარ და ბარბაროსი მოვა და ჩემი მოკვლა სურს, მე კი შემიძლია მას წინააღმდეგობა გაუწიო - მოვკლა თუ არა ის? ხუცესმა უპასუხა:  არა, მაგრამ ის უფალს მიანდე. რამეთუ, რა ცდუნებაც არ უნდა იყოს ადამიანზე, მან უნდა თქვას, რომ ეს მას მისი ცოდვების გამო მოუვიდა. ყოველივე კეთილი  კი უფლის წყალობით“.

ვინ არის უფრო აღმატებული: ქრისტეს ნაცია თუ მესამე რომი?

ყურადღება მიაქციეთ, რომ რმე-ს მთელი მღვდელმთავრობა, რომელიც ვახსენეთ (ოსტროვსკის გარდა), საუბრობს რა ომზე, პირველ რიგში, გულისხმობს იმ სახელმწიფოს ინტერესების უდიდეს მნიშვნელობაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. შევჩენკოსთვის მთავარია „არ მოხდეს ქვეყნის წაგება“, ეპისკოპოსი პიტირიმი მსჯელობს უკრაინაში უკრაინელებზე, როგორც „სამშობლოს მტრებზე“ და ყველაზე მეტად ფრთხილობს „შიდა არეულობაზე“ რფ-ში. მიტროპოლიტი კირილი ამბობს, რომ უკრაინაში რფ-ში ჯარისკაცები იბრძვიან „რუსული მშვიდობისთვის“, ჩვენი დედა-რუსეთის, წმინდა რუსეთის სუვერენიტეტისთვის“. მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი), მსჯელობისას, ეპატიოს თუ არა უკრაინაზე გამარჯვების შემდეგ უმე-ს მღვდელმსახურებს მოსკოვის საპატრიარქოს „ღალატი“, დიდხანს საუბრობს რუსული პატრიოტიზმის სიდიადეზე. დიახ, „წმინდა რუსეთის შესახებ ლოცვაში“ საქმე ასევე ეხება „სამშობლოს“, რომლისკენაც დაირაზმა „დაპყრობის მსურველნი“.

მოდით, წამიერად ვეცადოთ შევხედოთ სიტუაციას გვერდიდან. ქრისტიანები არიან ადმაიანები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას  უძღვნიან ღმერთსა და წმინდანებს. ქრისტიანები გაფანტულები არიან სხვადასხვა მხარეს და კონტინენტზე, ისინი ცხოვრობენ სხვადასხვა კულტურაში, ადათ-წესებით, ფუფუნებაში და ა.შ. მათ უყვართ მიწა, რომელზეც დაიბადნენ და მუშაობენ, ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. ამასთან, ქრისტიანები - ესაა ცალკე ქრისტეს ნაცია, რომელიც, როგორც ოქროვანი ძარღვი არ ითქვიფება საზოგადოებაში, არამედ ცხოვრობს განსაკუთრებული, ქრისტეს კანონით. თუ ეს კანონები მოდის წინააღმდეგობაში სოციუმის კანონებთან და ქრისტეს მოწაფე არჩევს სოციუმს - ის ფაქტიურად აღარაა ქრისტეს მოწაფე. ის ხდება ამ სოციუმის ნაწილი. თუ ის ირჩევს ქრისტეს კანონებს, ის ხდება აღმსარებელი.

რმე-ს სოციალურ კონცეფციაში (§ IV. 9) ნათქვამია: „როცა კანონის მოთხოვნის შესრულება ემუქრება მარადიულ ხსნას, გულისხმობს რწმენის დათმობის აქტს ან ღმერთთან და მოყვასთან მიმართებაში უეჭველი ცოდვის ჩადენას, ქრისტიანი მოწოდებულია აღმსარებლობის საგმირო საქმისკენ უფლის ჭეშმარიტებისა და საკუთარი სულის ხსნისთვის მარადიული ცხოვრებისთვის“.

გავიხსენოთ, როგორ ცხოვრობდა იერუსალიმში პირველი ქრისტიანული თემი, სადაც ქონებაც კი საერთო იყო. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ზოგიერთი მოციქული უცებ მოიხიბლა რომის იმპერიისადმი მსახურების იდეით, ხოლო სხვებმა გაიხსენეს თავიანთი ებრაული წარმომავლობა და იუდეისადმი მსახურების გამო ფიზიკურად დაიწყეს „რომაელთა“ ამოხოცვა? არა, ეს ჩვენთვის აბსურდულად ჟღერს. თუმცა, რატომ ვხედავთ იგივეს დღეს?

რმე-ში გააფთრებით აკრიტიკებენ უკრაინულ ნაციონალიზმს, სამართლიანად მიუთითებენ რა, რომ მეუ-სა და უბკე-ს სახელმწიფოსთან შერწყმა ეწინააღმდეგება ეკლესიის ბუნებას, მაგრამ თავად აბსოლუტურად იდენტურად იქცევიან. მღვდელმთავრები კი სულაც ურა-პატრიოტული ლოზუნგების ტრანსლირებას ახდენენ. ერთი მართლმადიდებლების მიერ მეორის განადგურება საღვთისმეტყველო პლატფორმების ქვეშაა მოქცეული. მღვდლები და იერარქები ახდენენ წმინდანთა შრომების გულდასმით შესწავლას, რათა იქიდან ამოკრიბონ ციტატა, რომელიც მოწოდებულია დაამტკიცოს, რომ თითქოს „მართებული“ ომი (თუნდაც ის იყოს დამპყრობლური), არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, არამედ პირდაპირ არის წახალისებული კიდეც ბიბლიური ტექსტებით.

თუმცა, ეს ყველაფერი რის გამო? მოდით, შევახსენოთ საკუთარ თავს, სადამდე მიგვიყვანა ამჟამინდელმა ომმა.

რისთვისაა ეს ომი?

  1. უკრაინასა და რფ-ში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, სწორედ ისინი, რომელთაც რმე-ში უწოდებენ თავიანთ სამწყსოს. კიდევ უფრო მეტი დარჩა ხეიბარი მთელი ცხოვრება. ასეულ ათასობით ბავშვი დარჩა ობოლი, ქალი - ქვრივი, დედებმა და მამებმა დაკარგეს საყვარელი შვილები, რომელთაც არავინ არასდროს არ დაუბრუნებს მათ.
  2. დონბასს, რომლის „განთავისუფლებასაც“ კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ უწოდებენ „სსო“-ს მიზანს, ნანგრევებში არის დავანებული. მისი მიწა დანაღმულია. „ხელისუფლება“ უკვე დღეს ამბობს, რომ ბევრი დასახლებული პუნქტი (მაგალითად, პოპასნაია) აღარასოდეს აღდგება. არადა, ეს ქალაქები და სოფლები ასეულ ათასობით ადამიანის მშობლიურ კერას წარმოადგენდა. მათ აღარ აქვთ მშობლიური მხარე, სახლი. რა განთავისუფლება ეს ასეთი?
  3. დღეს ძალიან ბევრ უკრაინელს სძულს რუსი, განსაკუთრებით იმათ, ვინც ომში ახლობლები დაკარგა. და ეს სიძულვილი თაობები შენარჩუნდება.
  4. უმე, ომში რმე-ს პოზიციის „წყალობით“ ლიკვიდაციის ზღვარზეა, მისი მრევლი ნადგრუდება და მას იტაცებენ, როგორც „მოსკოვისას“. მეუ-მ კი, პირიქით, კარდინალურად გააძლიერა თავისი პოზიციები.
  5. კატასტროფულად დაეცა რმე-ს ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში. პრაქტიკულად მს-ს გამოეყო მისი სტრუქტურები ბალტიისპირეთში, რიგში დგას - მოლდოვა.

არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც აუცილებლად „გამოაშკარავდება“ რუსული ეკლესიის მიერ დროთა განმავლობაში. შესაძლოა, საკმაოდ სწრაფადაც.

მამა ალექსი უმინსკიმ ახსენა რფ-ში ფართო მასშტაბის მობილიზაციის შესახებ, რომელშიც უკვე დაიღუპა და კიდევ დაიღუპება უამრავი რუსი. როცა დაეცემა „პატრიოტული“ ტალღა, მათი ახლობლები დაიწყებენ უხერხული კითხვების დასმას - რისთვის დაიღუპა მათი ახლობელი ადამიანი. ამ კითხვას დაუსვამენ, მათ შორის, ეკლესიასაც, რომელიც ყველანაირად უჭერდა მხარს ამ „პატრიოტიზმს“.

რას უპასუხებენ მათ მღვდლები და იერარქები?

რომ ისინი დაიღუპნენ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მხარეების მიტაცებული და განადგურებული ტერიტორიების გამო? „წმინდა რუსეთის“, „მესამე რომის“ გამო? დაამშვიდებს ეს დედას, რომელმაც შვილი დაკარგა, ცოლს - მისი შვილების მამის დამკარგავს? და საერთოდაც, არსებობს რეალურად ეს „რუსეთი“ და „რომი“? წარმოადგენს კი დღევანდელი რუსეთი მართლმადიდებლურ საზოგადოებას?

არსებობს კი რეალობაში „წმინდა რუსეთი“?

რმე-ს კვლევის თანახმად, 2022 წლის მანძილზე, რეგულარულად (კვირაში ერთხელ) ღვთისმსახურებას ესწრებოდა რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 1,4% (2013 წელს ეს იყო 14%). სკანდალი ახალ 100 რუბლიან ბანკნოტთან დაკავშირებით, სადაც კაზანის ტაძარში ჯვარი მოაშორეს, ძალიან მოულოდნელი, მაგრამ მასშტაბური პრობლემა წარმოაჩინა - მასიურად იღებენ ჯვრებს რუსული სახელმწიფო სიმბოლოებიდან: რფ-ს გერბიდან, რეგიონების გერბიდან, სხვადასხვა ისტორიული ემბლემადან. რეკლამებში, მურალებში, პლაკატებში მართლმადიდებლურ ტაძრებს მათ გარეშე გამოსახავენ. პატრიარქის ვიკარიუსი ეპისკოპოსი საბა ამბობს, რომ „ვიღაცას რცხვენია ჯვრების რუსეთის გერბსა და ტაძრებზე“. ღვთისმეტყველი არკადი მალერი თვლის, რომ რფ-ში გამოსახულებებზე ჯვრების განადგურება სპეციალურად და შეგნებულად ხდება.

უკრაინული ტერიტორიების მიტაცებისას (რფ-ში ამას „განთავისუფლებას“ უწოდებენ) ახალი „ხელისუფლება“ ახდენს ლენინისა და ჩეკისტებისადმი ძეგლების აღდგენას, რომლებიც დევნიდნენ ეკლესიას, მათ საპატივსაცემოდ ქუჩებს სახელებს უცვლიან.

ფაქტიურად, რუსეთის საზოგადოება ახლა აღარაა მართლმადიდებლური. რმე-ში კი ზოგიერთი ამას აცნობიერებს, მაგალითად, იგივე მღვდელი სვიატოსლავ შევჩნეკო: „პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ამ დრომდე ისე ვიქცევით, თითქოს რელიგიური უმრავლესობა ვიყოთ. სტატისტიკის თანახმად კი ეს სულაც არაა ასე. საშიში ილუზიაა“.

უბრალო მღვდლებიც, იერარქებიც, პატრიარქი კირილიც კი განგაშის ზარს შემოკრავს ისლამური მიგრანტების საშიშროების თაობაზე, რომელთა რიცხვიც ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა  და იზრდება. ბოლო მსოფლიო რუსულ საეკლესიო კრებაზე მან საჯაროდ განაცხადა, რომ „მცდარმა მიგრაციულმა პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე სამწუხარო შედეგები რუსული სამყაროსა და რუსეთისთვის, როგორც მისი სულიერ-კულტურული ბირთვისთვის“.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ მოსკოვში უკვე ახლა 4 მილიონი მუსულმანია. ისლამურ დღესასწაულებზე, მოსკოვსა და რფ-ს ქალაქებში მეჩეთის მიმდებარე ქუჩები სავსეა მლოცველებით. უკვე დღეს რუსეთში პრაქტიკოსი მუსულმანი გაცილებით მეტია, ვიდრე მართლმადიდებელი.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეპისკოპოსი საბა ანთავსებს რფ-ს ნაციონალური ანტიკორუფციული კომიტეტის მეთაურის კ. კაბანოვის პუბლიკაციას, სადაც ნათქვამია „უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან გადმოსახლებულთა მრავალმილიონიანი მასების მიერ შთანთქმის შესახებ“. კაბანოვი წერს, რომ რფ-ში ხდება „ფარული, მაგრამ შესანიშნავად მომზადებული სტრატეგიის რეალიზება რუსული ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის მოშლის თაობაზე, სავარაუდოდ, შუა აზიისა და ამიერკავკასიიდან გამოსულთა უკეთ ინტეგრაციისთვის“.

ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში უკვე უპასუხეს პატრიარქ კირილსა და ყველა სხვას, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის მიგრაციულ პოლიტიკას. რფ-ს ფედერალური სათათბიროს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვ. მატვიენკომ მოითხოვა „არ გააღვივონ ცეცხლი“ მიგრაციის თემის ირგვლივ. იმათ კი, „ვინც აქცენტს აკეთებს ქვეყნის შიგნით ეროვნებათშორისი და კონფესიათშორისი ურთიერთობების სფეროში სიტუაციის დაძაბულობაზე“ მან „რუსეთის არაკეთილმოსურნეები“ უწოდა. ვფიქრობ, ხელისუფლების მინიშნება საკმაოდ გამჭვირვალეა.

თუ შენარჩუნდება ასეთი ტენდენციები (ჯერჯერობით არ გვაქვს სხვაგვარად ფიქრის მიზეზი), უახლოეს მომავალში ტერმინები „წმინდა რუსეთი“ და „მესამე რომი“ შეიძლება აღმოჩნდეს ანაქრონიზმის რიცხვში, რომლებიც მხოლოდ ისტორიულ წიგნებში დარჩება ისიც მონარქისტების მარგინალურ წრეებში. რუსეთი მიდის სიტუაციისკენ, როცა რმე და მართლმადიდებლები აღარ იქნებიან დომინანტი კონფესიები და გადაიქცევიან „ერთ-ერთ“ მათგანად“.
                                                                                               ***

დაუჭირა რა მხარი ხელისუფლებას „უკრაინის“ ომში რმე-მ ტაქტიკურად წააგო, დაიკავა რა სახელმწიფოსთან ისეთივე ნიშა, როგორც მეუ-მ და უბკე-მ უკრაინაში. თუმცა, ასეთი სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა, იცვლება სიტუაცია და საზოგადოების სიმპათია, ძალას მოიკრებენ მუსულმანები და რმე დაკარგავს თავის „სასახლის კარის“ სტატუსს. ამასთან ერთად კი ხელისუფლების მხარდაჭერასაც. ეკლესიას გამოიყენებენ და გგვერდზე მოისვრიან. ჩვენ არ ვიცით, როგორ გააკეთებენ ამას. გამოაგდებენ თუ არა მართლმადიდებლებს ტაძრებიდან, როგორც უკრაინაში, ისევ ისე მოშხამავენ მას თუ არა საზოგადოებაში.

თუმცა, ვიცით, როცა ეს მოხდება, როცა მას ზურგ აქცევენ პუტინისტები, მერები და გუბერნატორები, როცა წავა დღევანდელი იმპერიული პათოსი, მაშინ ის გახდება ნამდვილი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იმავე გზას გადის 2014 წლის ევრომაიდნის მერე. რმე ახლა არის ასეთი გზის გასაყარზე. ამჟამად ის 2013 წელში ცხოვრობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ