ღალატი არავის უხდება: ყოფილი მიტროპოლიტის სიმეონის თეზისები და ინტერვიუ

24 January 2021 17:17
77
მეუ-ს ,,იერარქს'' სიმეონ  (შოსტაცკი) გამოთქვამს თეზისებს, რომელთაც ძნელია დაეთანხმო. ფოტო: СПЖ მეუ-ს ,,იერარქს'' სიმეონ (შოსტაცკი) გამოთქვამს თეზისებს, რომელთაც ძნელია დაეთანხმო. ფოტო: СПЖ

ექს-მიტროპოლიტი სიმეონი (შოსტაცკი) ალექსანდრეს (დრაბინკო) შემდეგ რიგ არატრივიალურ თეზისს გამოხატავს. მოდით განვიხილოთ და გავაანალიზოთ ის.

2021 წლის 15 იანვარს ვინიცკისა და ბარსკის ყოფილი მიტროპოლიტი სიმეონი (შოსტაცკი) ვრცელ ინტერვიუს აძლევს სააგენტო რისს, რომელშიც ღიად ისაუბრა მრავალ საკითხზე. კორესპონდენტის კითხვებზე ყოფილი მიტროპოლიტის პასუხები იწვევს გულწრფელი მწუხარების გრძნობას. ერთხელ ღალატის ჩამდენი ადამიანი, რომელიც მცდარ გზას დაადგა, იძულებულია მომავალშიც იეშმაკოს, გაიმართლოს თავი და მოიტყუოს. და რაც უფრო შორსაა, მით უფრო მეტად, რადგანაც ამ გზაზე გაჩერება არაა. არსებობს მხოლოდ უკან დასახევი გზა. ამ გზას მონანიება ეწოდება.

ღალატი არავის უხდება: ყოფილი მიტროპოლიტის სიმეონის თეზისები და ინტერვიუ фото 1
სიმონის (შოსტაცკი)ინტერვიუ . ფოტო: RISU

დასაწყისისთვის გავარკვიოთ, რატომ არის ყოფილი მიტროპოლიტის სიმეონის (შოსტაცკის) გადასვლა ნამდვილი ღალატი:

პირველ რიგში, ის წავიდა ეკლესიიდან, რომელშიც ხელდასმული იყო წმინდა და მღვდელმთავრის წოდებაში, აღიკვეცა ბერად, რომელშიც მან მღვდელმსახურად იმსახურა. ის წავიდა ეკლესიიდან, როგორც ეპისკოპატის, ასევე მისი საკუთარი ეპარქიის სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობის ერთიანი აზრის მიუხედავად. ის წავიდა ეკლესიიდა, რომელიც, როგორც იდგა ჭეშმარიტებასა და სამართლიანობაზე, ასეთადვე დარჩა. ის წავიდა სტრუქტურაში, რომელიც თავიდანვე მისი შემქმნელების სიტყვებით პოზიციონირებდა არა როგორც ქრისტეს ეკლესია, არამედ როგორც „უკრაინული სახელმწიფოებრიობის საყრდენი“.

მეორეც, მან დატოვა ეკლესია სწორედ იმ მომენტში, როცა მის წინააღმდეგ დაიგეგმა ნამდვილი დევნა. უმაღლესმა რადამ მიიღო ანტისაეკლესიო კანონები, სამართალდამცავი ორგანოები იძახებდნენ მღვდლებსა და მღვდელმთავრებს „საუბრებზე“ და მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ხდებოდა, ნაციონალისტები იტაცებდნენ ტაძრებს, ხოლო მასობრივი ინფირმაციის საშუალებები ეკლესიას ლაფში სვრიდნენ.

მან მოატყუა ყველა და პირველ რიგში მისი ეპარქიის მღვდლები. 2018 წლის 20 ნოემბერს მან ჩაატარა ვინიცკის ეპარქიის ეპარქიის საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ „ვინიცკის ეპარქიის მთელი შემადგენლობა“ შეასრულებს 2018 წლის 13 ნოემბრის მღვდელმთავართა კრების დადგენილებას, რომელშიც არის უმე-ს უარი მონაწილეობა მიიღოს ე.წ. „გამაერთიანებელ კრებაში“ 15.12.2018 წ., რომელზეც შეიქმნა მეუ. ვინიცკის ეპარქიის მღვდელმსახურთა მოწმობით კი, მან პირდაპირი ტექსტით განაცხადა, რომ 15 დეკემბერს „კრება“ არ დაესწრება.

ამ ღალატის ისტორიის შესახებ დეტალურად შეგვიძლია წავიკითხოთ სტატიაში „ორი მიტროპოლიტის რენეგატობის შესახებ“. ამჟამინდელ ინტერვიუში ყოფილი მიტროპოლიტი სიმეონი ღიად აღიარებს, რომ მან გადაწყვიტა წასულიყო „გამაერთიანებელ კრებაზე“ და ამისთვის ის ყველასგან მალულად ემზადებოდა.

კორესპონდენტი: „შეგეძლოთ თუ არა ამ მოსამზადებელ პროცესში („გამაერთიანებელი კრება“ -რედ.) თავისუფლად მონაწილეობის მიღება? თუ ეს მალულად გააკეთეთ?

სიმეონი (შოსტაცკი): „თუ სიმართლეს ვიტყვით, ეს ნამდვილად ფარულად გაკეთდა“.

ახლა ვნახოთ ყოფილი მიტროპოლიტის სიმეონის მთავარი თეზისები.

თეზისი 1:  ღალატის გზიდან გადახვევის საშუალება არ მისცა... სინდისმა

შოსტაცკი ამბობდა, რომ მან უკვე მისცა პირობა კონსტანტინოპოლის პატრიარქატის „ეგზარქოსებს“ გამოჩენილიყო „გამაერთიანებელ კრებაზე“, ხოლო პატრიარქმა ბართოლომეომ მიიღო ე.წ.“დაცვის სიგელი“ და არ შეეძლო დაეღალატებინა თავისი ახალი მფარველები:

სიმეონ (შოსტაცკი): „თუ ვისაუბრებთ ათვლის წერტილზე, უკან დახევის უფლება არ მომცა ჩემმა სინდისმა. როგორ? მე ვწერდი პატრიარქს, მუდმივად გამოვდიოდი ავტოკეფალიის მოთხოვნით მოსკოვშიც და კიევშიც... ბოლო ღამესაც კი, როცა ჩვენ ეს წერილები („დაცვის სიგელები“-რედ.) მივიღეთ, ჯერ კიდევ შეიძლებოდა უარის თქმა. თუმცა, ეგზარქოსებს, რომელთაც ჩვენ წერილები გადმოგვცეს, იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენ წავიდოდით. როგორ მოხდა ეს? შენ ბოლო მომენტამდე მიდიოდი, მიდიოდი, ახლა კი - გადაწყვიტე“უკვე აღარ  მივდივარ“. ეს კი არ არის ლამაზი. სინდისი არ მაძლევს უკვე იმის საშუალებას, რომ ვუღალატო მათ, ვისაც პირობა მივეცი“.

ჯერ ერთი, ვლინდება, რომ ყოფილი მიტროპოლიტი სიმეონი პატრიარქ ბართოლომეოს, მის ეგზარქოსებს და ალბათ, პ. პოროშენკოსაც დაპირდა, რომ მივა „გამაერთიანებელ კრებაზე“ და მას სინდისი სხვანაირად მოქცევის საშუალებას არ მისცემს.

თუმცა, ეს ნამდვილად იყო სინდისი? გავიხსენოთ, რომ თეოფანე დაყუდებული სინდისს უწოდებდა „გუშაგს, რომელიც ღმერთმა თავის ჭეშმარიტებას მისცა“.

როგორ შეიძლებოდა ღვთის მიერ ბოძებულ  ამ გუშაგს სიმეონისთვის მიეცა ნება მოეტყუებინა  უნეტარესი ონუფრიც და უმე-ს ყველა ეპისკოპოსი და მთელი ეპარქიის კლირიკოსები და მთელი სამწყსო? შასტიცკიმ ხომ პირდაპირ და ირიბად განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილოებს „გამაერთიანებელ კრებაში“. „ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე“ ( იაკ.1,8) - დაწერა წმინდა მოციქულმა იაკობმა.

მეორეც, რა უმჯობესია გააკეთოს ადამიანმა, რომელმაც უკვე დადო არასწორი საქმის კეთების პირობა? დაარღვიოს პირობა თუ გაამართლოს იმათი იმედები, ვისაც პირობა მისცა? ხომ არ გვაგონებს ეს სიტუაცია ნათლისმცემელ იოანეს თავის მოკვეთის სახარებისეულ ისტორიას, როცა იროდმა დადო პირობა გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც სთხოვდა იროდიადას ქალიშვილი, ხოლო შემდეგ არ სურდა მისი თანამეინახეებისთვის იმედის გაცრუება? ნეტარი თეოფილაქტ ბულგარელი ამის თაობაზე წერს: „აქედან ვიგებთ, რომ უმჯობესია ფიცი დავარღვიოთ, ვიდრე ფიცის მიზეზით რამე უწმინდური ჩავიდინოთ“.

თეზისი 2. მთელი მართლმადიდებლური სამყარო განხეთქილების მომხრეებს განხეთქილების ჩამომგდებად თვლიდა

სიმეონი (შოსტაცკი): „იმაზე, რომ ჩვენ ადრე მათ (უმე(კ) და უამე-რედ.) განხეთქილების ჩამომგდებად ვთვლიდით, ასე ჟღერდა არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ასე საუბრობდა მთელი მართლმადიდებლური სამყაროც. სწორად რომ ვთქვათ, როცა გავიგე, რომ მოვიდნენ ეგზარქოსები, ვფიქრობდი, რომ იქნებოდა არასაჯარო ხელახლა ხელდასმა. თუმცა, იკონომის გამოყენებისას, ეკლესიის ცხოვრებაში ადრინდელი პრაქტიკის მითითებით, მსოფლიო პატრიარქმა აღიარა ქიროტონიის კანონიერება და ყველა არსბულ წოდებაში მიიღო“.

ჯერ ერთი, ყოფილი მიტროპოლიტი ადასტურებს, რომ ყველა ადგილობრივი ეკლესია უმე(კ)-ს უამე-ს თვლიდა არამადლმოსილ განხეთქილების ჩამომგდებად. აქედან ჩნდება კითხვა: რის საფუძველზე გახდნენ ისინი „კურთხეულად“ და თანაც უკანა რიცხვით. თუ კონსანტინოპოლის პატრიარქმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკების საამებლად გადაწყვიტა დაერღვია საეკლესიო კანონები, განა ამისგან მადლი გადმოდის? ისევ უკანა რიცხვით. საეჭვო ადგილებზე კი მითითების უსაფუძვლობა დეტალურად არის გაანალიზებული რმე-ს სინოდის ბიბლიურ-საღვთისმეტყველო კომისიის სამდივნოს კომენტარში „უკრაინელი განხეთქილების ჩამომგდებთა ქიროტონიის ბათილობისა და  მეუ-ს უკანონობის შესახებ“.

ყოფილი მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ყველა ადგილობრივი ეკლესია უმე(კ)-სა და უამე-ს უმადლო განხეთქილების ჩამომგდებად თვლიდა. აქედან ჩნდება კითხვა:  რის საფუძველზე გახდნენ ისინი „კურთხეულად“ და თანაც უკანა რიცხვით?

მეორე, გარკვეული გამონაკლისის გარდა, „მთელი მართლმადიდებლური სამყარო“ ამ დრომდე აგრძელებს განხეთქილების ჩამომგდებთა არამადლოსილად მოხსენიებას. და იმათაც კი, ვისაც სურვილი ჰქონდა ეამებინა კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის, არ შეუძლიათ მიიღონ მისგან გონივრული პასუხი კითხვაზე: საიდან ჩნდება „მადლი“ ადამიანებში, რომლებიც ეკლესიისგან მოიკვეთნენ? და მითითება შემთხვევებზე, რომელიც სიმეონის (შოსტაცკი) მიერ არის ნახსენები, სერიოზულ ღვთისმეტყველებზე არ მოქმედებს.

მესამე, თავად ყოფილი მიტროპოლიტი  გულწრფელად აღიარებს - ის მართლაც ვარაუდობდა, რომ ფანარიოტები ისეთ უკანონობამდე მივლენ, რომ „ეპისკოპოსებს“ უწოდებენ ანაფორიან კაცებს, თავიდან კი მათი „ხელახლა ხელდასმა“ მოხდება. აქ კი არ შეიძლება გაჩნდეს კითხვა - თუ იმედოვნებდი იმას, რომ შენი მომავალი „კოლეგების“ „ხელახლა ხელდასმა“ მოხდება (პირდაპირ რომ ვთქვათ - უბრალოდ ხელდასმა, რადგან შეუძლებელია სერიოზულად შეხედო ქიროტონიას, რომელიც ეკლესიიდან განკვეთილი ფილარეტის მიერ მოხდება), როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანებთან ერთად ერთ „ეკლესიაში“ გაერთიანება, როცა ცხადი გახდა, რომ არავითარი ხელდასმა არ იქნება?!

როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანებთან ერთად ერთ „ეკლესიაში“ გაერთიანება, როცა ცხადი გახდა, რომ არავითარი ხელდასმა არ იქნება?!

მეოთხე, არგუმენტაცია, რომ უმე(კ)-სა და უამე-ს „მღვდელმთავრები“, რომლებიც გაერთიანდნენ მეუ-ში, უცებ აღარ იქნებოდნენ განხეთქილებაში, უკიდურესად გულუბრყვილოა და ეფუძნება... ბერძნების „უშეცდომობას“: „მე არ ვთვლიდი, რომ კრებაზე წასვლით, განხეთქილებაში მივდიოდი... ეს უბრალო შეკრება არ იყო მეუფე ალექსანდრესთან, მეუფე ფილარეტთან უმე (კ)-დან და უამე-ს წარმომადგენლებთან და რაღაცის გადაწყვეტა. ეს იყო მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება. ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი მოხდა კანონიკური წესის თანახმად. არავინ იცის კანონიკური უფლება ისე კარგად, როგორც ბერძნებმა. კონსტანტინოპოლის პატრიარქატის არქივში ამ დრომდე ინახება კანონების ყველა კრებული და ორიგინალი და ყველა გადაწყვეტილების ასლი, რომელიც კი მიღებულა. კონსტანტინოპოლის პატრიარქატის ახალ გადაწყვეტილებებსაც ასევე გააჩნია ისტორიული და კანონიკური საფუძველი“.

არც კი მჯერა, რომ ამას ამბობს ცოტა ხნის წინ ეკლესიის მღვდელმთავარი და არა პარადიგმაში მოაზროვნე ადამიანი: „რახან ტელევიზიით თქვეს ე.ი. ასეა“ და დაფიქრებაც არ ღირს ამაზე. გამოდის, რომ ბერძნები ესა ერთგვარი უმაღლესი რასა, რომელშიც საეკლესიო კანონების ცოდნა კოდირებულია გენეტიკურ დონეზე? და კონსტანტინოპოლის პატრიარქატის არქივები არის აბსოლუტურად ნებისმიერი მათი შეხედულებისა და გადაწყვეტილების უშეცდომობის გარანტია?!

გამოდის, რომ ბერძნები არის ერთგვარი უმაღლესი რასა, რომელშიც საეკლესიო კანონების ცოდნა კოდირებულია გენეტიკურ დონეზე? და კონსტანტინოპოლის პატრიარქატის არქივები არის აბსოლუტურად ნებისმიერი მათი შეხედულებისა და გადაწყვეტილების უშეცდომობის გარანტია?!

თეზისი 3. უმე-ს მღვდელმთავრები - მადლმოსილები, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრიარქატის არაკანონიკური ეპისკოპოსები

უკვე თავად მოცემული თეზისის ფორმულირება აბსურდულად გამოიყურება, მაგრამ ამის მიუხედავად, სიმეონი (შოსტაცკი) სწორედ ამას ამტკიცებს: „დოკუმენტების მიხედვით გამოდის, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ეკლესიას, რომელსაც კონსტანტინოპოლმა მისცა ავტოკეფალია, ხოლო ისინი (უმე-ს მღვდელმთავრები-რედ.), არსებითად, წარმოადგენენ მსოფლიო პატრიარქატის ეპისკოპოსებს, რომლებმაც არ დაუგდეს ყური თავიანთ წინამძღვარს და ამდენად, 2018 წლის 11 ოქტომბრის დოკუმენტის მიხედვით, ისინი წარმოადგენენ მსოფლიო პატრიარქატის მღვდელმთავრებს, ხოლო ჩვენ კი ავტოკეფალურ ეკლესიას. ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისინიც და ჩვენც „მადლმოსილები ვართ“, მაგრამ ჩვენ ვართ კანონიკურები, ისინი კი -არა“.

ზუსტადაც, „...დოკუმენტების მიხედვით გამოდის...“ და არა სინამდვილეში! ის, რომ ფანარიოტებმა „გააუქმეს“ 330 წელიწადზე მეტი ხნის გადაწყვეტილება კიევის მიტროპოლიის რუსული ეკლესიის იურისდიქციისთვის გადაცემის თაობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ უმე-ს მთელი შემადგენლობა უცებ მისი ნების საწინააღმდეგოდ, აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის პატრიარქატის შემადგენლობაში. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ფანარიონზე არ სცემენ პატივს არა მხოლოდ საეკლესიო კანონებს, არამედ ელემენტარულ ჯანსაღ აზრსაც.

1686 წლის ნიმუშის კიევის მიტროპოლია ამჟამინდელი უმე-ს კანონიკური ტერიტორიის მხოლოდ ერთ მესამედს იკავებდა, მაგრამ სამაგიეროდ გავრცელებული იყო ბელორუსიისა და ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე. XVII საუკუნეში უკრაინული ისტორიის პერიოდის შემდეგ, რომელსაც ეწოდება „ნანგრევები“, კიევის მიტროპოლია წარმოადგენდა სატირალ სანახაობას. სამას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კონსტანტინოპოლი არ აცხადებდა არანაირ პრეტენზიას და აი, ამერიკელ დიპლომატებთან საუბრის შემდეგ უცებ „გონება გაუნათდა“ და მიიღო გადაწყვეტილება მისთვის წაეღო საკმაოდ კეთილმოწყობილი უმე. ის, რომ უმე-ს ეპისკოპატმა უარი თქვა მიეღო მონაწილეობა ამ ფანარიოტულ კომედიაში, საკმაოდ ლოგიკური და სწორია.

ეზისი 4: „ვეუბნებოდი ონუფრის - წავიდეთ პოროშენკოსთან და თქვენ გახდებით მთელი უკრაინის პატრიარქი“

სიმეონი (შოსტაცკი) იხსნებს პოროშენკოსა და უმე-ს მღვდელმთავრებთან შეუმდგარ შეხვედრას, რომელიც უნდა შემდგარიყო 2018 წლის 13 ნოემბერს: „მაშინ მას ვუთხარი -„თქვენო უნეტარესობა, წავიდეთ პრეზინდეტთან შეხვედრაზე, წავიდეთ კრებაზე - და თქვენ გახდებით ყველა მართლმადიდებელი უკრაინელის პატრიარქი ერთიან, გაერთიანებულ ეკლესიაში“.

ბევჯერ ითქვა, უნეტარესი ონუფრი ისეთი კატეგორიებით რომ აზროვნებდეს, როგორიც შოსტაცკი, დრაბინკო, დუმენკო და სხვები არიან, ის სწორედ რომ ასე მოიქცეოდა: შეკრებდა უმე-ს ყველა მღვდელმთავარს, მოიყვანდა „გამაერთიანებელ კრებაზე“ და გარანტირებულად გახდებოდა ახალი „ეკლესიის“ მეთაური. ამასთან, გარანტირებულად მიიღებდა უკრაინის ხელისფულების, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის „სიყვარულსა და ალერსს“. თუმცა, უნეტარესი სხვანაირად ფიქრობს. მართლმადიდებელი ხალხი ამას ხედავს, ხვდება და აფასებს. გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს მჟკ-ის შესაბამისი ახალი ამბის ქვეშ.

კონსტანტინ ზადოროჟკო: „უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ გადაწყვიტა ღმერთთან დარჩენა! აქსიოს!!!“

ღალატი არავის უხდება: ყოფილი მიტროპოლიტის სიმეონის თეზისები და ინტერვიუ фото 2
მჟკ-ს საიტზე კომენტარის სქრინი

დიმიტრი:“ყველას თავისი მიეგო: ერთს ზეციური მეუფება და მარადიული დიდება, მეორეს - პატრიარქობა და მეგობრობა პოროშენკოსთან. გაიმეორა ფილარეტ დენისენკოს გზა, მასაც ძალიან უნდოდა პატრიარქობა“.

ღალატი არავის უხდება: ყოფილი მიტროპოლიტის სიმეონის თეზისები და ინტერვიუ фото 3
მჟკ-ს საიტზე კომენტარის სქრინი

ალექსანდრე:“ჩვენ სწორედ ამიტომ ვცემთ პატივს უნეტარეს ონუფრის!!! ისევე, როგორც ყველა მართლმადიდებელი, ამის იმედი მაქვს! მიტროპოლიტი ონუფრი ისე რომ იქცეოდეს, როგორც ყოფილი მიტროპოლიტები ანუ არღვევდეს კანონებს მარჯვნივ და მარცხნივ და მიიღოს კონსტანტინოპოლის ერესი, როგორ შეიძლებოდა მისი პატივისცემა? „თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს“ (გალ.1:8).

შეიძლება უფრო ზუსტად ითქვას,  რითი არიან ისინი ადამიანები? არა მგონია.

თეზისი 5: ვინიცკის ეპარქიის სამღვდელოებამ დატოვა სიმეონი, როგორც ქრისტე დატოვეს მოწაფეებმაკითხვაზე პასუხის გაცემისას, რატომ არ გაყვა ვინიცკის სამღვდელოება სიმეონს ღალატის გზაზე, მან თავი ქრისტეს შეადარა.

სიმეონი (შოსტაცკი): „გაიხსენეთ სახარება: როცა ქრისტე საუბრობდა მის მომავალ სატანჯველზე - მრავალმა ადამიანმა, რომელიც ამის წინა მას მიჰყვებოდა და უსმენდა, დატოვა ის. ასევე მოხდა აქაც. იყვნენ ადამიანები, რომლებიც დღემდე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩემთან არიან, მომდევნო დღეს კი უკან დაიხიეს“.

თუ ადამიანი თავს ქრისტესთან აიგივებს, რაზე შეიძლება ეს მეტყველებდეს? როცა წმინდა იოანე წინასწარმეტყველიც კი, რომელზეც მაცხოვარმა თქვა -„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი“ (მათ.11:11) - მსგავსი გაიგივებით თქვა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არ ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა“ (მარკ. 1:7).

ნუთუ მეუ-ს ამჟამინდელი „იერარქი“ პირველზე უფრო მაღლა დგას წინასწარმეტყველებს შორის?

და მაინც, სიმეონი (შოსტაცკი) საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმობს. ქრისტე მაშინ დატოვეს, როცა ის გოლგოთას გზაზე მიდიოდა. სიმეონი კი სად მიდიოდა? ღალატის შესახებ იხილე ზემოთ.

 ქრისტე მაშინ დატოვეს, როცა ის გოლგოთას გზაზე მიდიოდა. ხოლო სიმეონი სად მიდიოდა?

თეზისი 6: უმე-ს მღვდლები არ გადადიან მეუ-ში იმიტომ, რომ მათ ხელს უშლის მრევლი, ხოლო მრევლი -იმიტომ, რომ მათ ხელს უშლიან მღვლდები

აი, ასეთი აბსურდი გააჟღერა ყოფილმა მიტროპოლიტმა ყოველგვარი შეცბუნების გარეშე.

ერთ ადგილას ის ამბობს: „ადამიანების აზრები გაიყო და მღვდლებმა მრევლში დაინახეს, რომ ყველა როდი უჭერს მხარს ახალ ეკლესიაში გადასვლას. მხარს არ უჭერენ, პირველ რიგში, ისინი, ვინც მუდმივად უგდებდა ყურს მღვდელს და მის სიტყვებს. ესენი ვინ არიან? კლიროსი. თქვენ იცით, რომ თუ კლიროსი არ მოვა, მღვდელი თვითონ არ  ჩაატარებს წირვას“.

შოსტაცკის აზრით, მღვდლებს თითქოსდა სურდათ გადასვლა, მაგრამ მრევლი და განსაკუთრებით კი, კლიროსი ხელს უშლის ამაში.

სხვა ადგილას, სიმეონი ამტკიცებს საპირისპიროს: „დღეისათვის არსებობს მრევლი, რომელსაც სურს მეუ-თან გაერთიანება, მაგრამ მათ არ სურთ ჩივილი. მთელი პრობლემა იმაშია, რომ არ გადადიან მღვდლები. თუ მღვდლები არ გადადიან, არ მიდის კლიროსიც, არ მიდიან ისინი, რომელთაც აქვთ მრევლის საწესდებო დოკუმენტები და ამიტომაც იქმნება ასეთი პრობლემა“.

უდაოა,  ძალიან ძნელია დაუჯერო ადამიანს, რომელიც საუბრობს ურთიერთგამომრიცხავ თეზისებს. მაგალითისთვის, როგორ შეიძლება არსებობდეს სიტუაცია, როცა მღვდელს მის სურვილში წავიდეს განხეთქილებაში, არ უჭერენ მხარს „ისინი, ვინც მის სიტყვებს მუდმივად უგდებდა ყურს“. გამოდის, რომ ასეთი მღვდლები თავიდან ამბობდნენ ერთს, შემდეგ კი -მეორეს? ამასთან, ადრე მათი საუბარი განხეთქილების წინააღმდეგ იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მრევლს და კლიროსს არანაირად არ სურს სხვა რამის მოსმენა?

თეზისი 7: უმე აგზავნის „ტიტუშკებს“

სიმეონი (შოსტაცკი): „ ოპონენტები, კერძოდ კი, მეუფე ბარსონოფი (უმე-ს ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტი - რედ. ) ბრალს მდებს და ყველგან აცხადებს, რომ ყველაფრის ორგანიზატორი ვარ მე- ვაგზავნი ადამიანებს, ვგზავნი მღვლდებს, ე.წ. „ტიტუშკებს“ და ა.შ. მას „დაავიწყდა“, რომ ყველაფერს მისი მხარე გეგმავს და არა მე. ჩვენ ეს არ გვახასიათებს ეს. ჩვენ მუდმივად ვამბობთ: დაე, გადაწყვიტოს მრევლმა, იმან, ვინც ცხოვრობს სოფელში - არა იმანაც კი, რომელიც ცხოვრობს, არამედ მართლმადიდებლებმა გადაწყვიტონ“.

საქმე იმაშია, რომ მართლმადიდებლები პრაქტიკულად ყოველთვის წყვეტენ იყვნენ უკრაინის მართლმადიდებლურ კანონიკურ ეკლესიაში უნეტარესი ონუფრის მეთაურობით. უმე-ს 12500 სამწყსოდან  მეუ-ს ნებაყოფლობით მხოლოდ 84 შეუერთდა. საკითხი, თუ ვინ და როგორ გეგმავს „ტიტუშკების“ მიგზავნას, მარტივად წყდება: უმე არ იკავებს ტაძრებს, ხოლო მეუ-ს მომხრეები ამას რეგულარულად აკეთებენ, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით. მიტროპოლიტი ბარსონოფი ერთხელ პირადად მოექცა თავდასხმის ქვეშ ლოცვის დროს. არ არსებობს ერთი შემთხვევაც კი, როცა უმე-ს მორწმუნეებმა დაიკავეს სხვისი რამე ან ვინმეს დაემუქრნენ. პირიქით, ისინი პატიობენ წყენის მიმყენებლებს, აძლევენ მათ ტაძრებს და საეკლესიო ქონებას და სალოცავად მიდიან კერძო სახლებსა თუ სხვა შენობებში.

თეზისი 8: მილიონობით უკრაინელი შეუერთდა „ქრისტეს ეკლესიას“, რადგან სიმეონი (შოსტაცკი) და ალექსანდრე (დრაბინკო) მივიდნენ „გამაერთიანებელ კრებაზე“

სიმეონი (შოსტაცკი):“მეუბნებიან: თავად აირჩიე დაღუპვის გზა“, მე კი ვეუბნები მათ:“ეს თქვენ ფიქრობთ ასე, რომ დაღუპვის გზაზე ვარ. რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ, მეუფე ალექსანდრესთან ერთად წავედით საეკლესიო კრებაზე და წარმოიქმნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, მილიონობით უკრაინელი, რომელიც ზღურბლს მიღმა იყო, შეუერთდა ქრისტეს ეკლესიას“.

აი, ახალი სიტყვა  მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასა და ზნეობრივ მოძღვრებაში. 2000 წლის განმავლობაში ეკლესიისგან განდგომილები მას შეუერთდნენ მონანიების გზით. განხეთქილება ცოდვაა, რომელიც ადამიანს ეკლესიის მიღმა ამყოფებს. ამ დრომდე მართლმადიდებლური მოძღვრება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ისევ მოხვდე ეკლესიის წიაღში, მხოლოდ ერთ გზას- მონანიებას გვთავაზობდა. და აი, უცებ აღმოჩნდა, რომ მილიობით უკრაინელი „შეუერთდა“ მას იმის გამო, რომ ორი ყოფილი მიტროპოლიტი მივიდა „გამაერთიანებელ კრებაზე“. სასაცილოა, რასაკვირველია, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ეკლესიას შეიძლება შეუერთდე კონსტანტინოპოლის სინოდის გადაწყვეტილების გზით - ასევე სასაცილოა.

ეპილოგი

ეკლესია ცხოვრობს ქრისტეს მცნებების მიხედვით და არანაირი სხვაგვარი ხსნა არ არსებობს, გარდა უფლის მიერ ნაჩვენებისა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ (მათ. 4:17). კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეომ უკრაინაში ბოროტი საქმე წამოიწყო, ხოლო სიმეონმა (შოსტაცკიმ), სამწუხაროდ, მას  მხარი აუბა. იმაზე, რომს ის ბოროტი საქმეა, ასევე საუბარია წმინდა წერილში: „...თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათ. 7:20). როგორია ფანარიონის საქმიანობის ნაყოფი? ტაძრების დაკავება, ძალადობა, მტრობა, სიძულვილი, განხეთქილება... ასევე ადგილობრივ ეკლესიებში, რომლებმაც აღიარეს მეუ, ხდება უთანხმოება და გაყოფა. ჰორიზონტზე კი მოჩანს ფანარიონის გაერთიანება ვატიკანთან, რომელზეც მათი მეთაურები სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

ექს-მიტროპოლიტი სიმეონი გვახსენებს, რომ უმე-ში კვლავაც ითვლება ეპისკოპოსად და წყინს, როცა მას პრესაში ვლადიმირ ივანოვიჩად მოიხსენიებენ: „მე წოდებაჩამორთმეული არ ვარ და ბერობაც არ წაურთმევიათ, შესაბამისად, საბერო სახელი უნდა მიწოდონ. მათ მხოლოდ „ამიკრძალეს მღვდელმსახურება“, მაგრამ წოდება გამაჩნია. ამიტომაც, რმე-ს თვალთახედვითაც კი, ეპისკოპოსი ვარ, მხოლოდ „მსახურება მაქვს აკრძალული“.

მართალია, მომდევნო ფრაზებში ის მხნეობას იკრებს, რომ თითქოს მისთვის სულერთია უმე-ს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მის კანონიკურ სტატუსთან დაკავშირებით, იგრძნობა, რომ სინამდვილეში ეს ასე არაა.

სიმეონი იხსენებს, რომ თავის დროზე რჩევა ჰკითხა მიტროპოლიტ ონუფრის ვინიცკის ეპარქიის ზოგიერთი მღვდელმსახურისთვის წოდების ჩამორთმევის თაობაზე და ხაზს უსვამს, რომ უნეტარესი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ასეთი გადაწყვეტილებების: „მან თქვა არა“, „ამიკრძალეს მსახურება - და მორჩა. წოდებას ნუ ართმევთ“. ასევეა მეუფე ალექსანდრეს შემთხვევაშიც. ბევრი დიდი ხანია ურჩევდა უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის ჩამოერთმია წოდება მეუფესთვის - უმე-ში გადასვლამდე და შემდეგაც. ის ყოველთვის უარზე იყო“.

ეს სიმართლეა. უნეტარესი ონუფრის ყველა სიტყვისა და გადაწყვეტილების საფუძველში დევს მამობრივი სიყვარული. მათ შორის, სიყვარული განდგომილების მიმართაც. ექს-მიტროპოლიტი სიმეონი კი სწორედ რომ განდგომილია. განა, არაა დრო გაიხსენოს მონანიება და დაუბრუნდეს მამის სახლს სიცრუის მოლიპული გზიდან?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ