რა ბედი ეწევა კიევისა და პოჩაევის ლავრებს, თუ მათ მეუ დაიკავებს?

07 January 2021 16:45
54
ეპიფანე დუმენკოს მიზანია უმე - ს წაართვას ლავრები . ფოტო: СПЖ ეპიფანე დუმენკოს მიზანია უმე - ს წაართვას ლავრები . ფოტო: СПЖ

ეპიფანე დუმენკომ განაცხადა,რომ კიევისა და პოჩაევის ლავრები უნდა შეუერთდნენ მეუ-ს.ვინ უნდა დასახლდეს ლავრებში,თუ მის საკუთარ სტრუქტურაში თითქმის არ არიან „ბერმონაზვნები“?

2020 წლის 24 დეკემბერს მეუ-ს ხელმძღვანელმა ეპიფანე დუმენკომ განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა იბძროლებს, რათა მის განკარგულებაში მოაქციოს პოჩაევისა და კიევ-პეჩორის ლავრა.

მეუ-ს მეთაურის სიტყვებით, „სახელმწიფოზეა დამოკიდებული: გადასცეს ისინი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას თუ არა“. ამასთან, დუმენკო გვარწმუნებს, რომ მეუ-ს არ სურს „შუღლის ჩამოგდება და დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე“, არამედ, „მხოლოდ სამართლიანობა და მშვიდობა“.

პირველ რიგში, ადამიანისგან იმის მოსმენა, რომლის რელიგიურმა სტრუქტურამ ფიზიკური ძალადობის დახმარებით მიიტაცა კანონიკური ეკლესიის 120-ზე მეტი ტაძარი, სიტყვები იმის შესახებ, რომ მას არ სურს მტრობა - არა მხოლოდ უცნაური, არამედ აბსურდულიცაა. ეს იგივეა მგელმა თქვას, ბატკანთან მტრობა კი არა, მხოლოდ მისი შეჭმა მინდაო.

მეორეს მხრივ,როცა დუმენკო ასეთ განცხადებებს აკეთებს,მას მშვენივრად ესმის, რომ ეს კარგს არაფერს არ მოიტანს. მართმედიდებლური ეკლესიისათვის მონასტრების წართმევა ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ,,ცეცხლის გაღვივებას და განხეთქილებას რელიგიურ ნიადაგზე '' ,რომელსაც მეუ თითქოს და თავს არიდებს. უფრო მეტიც, ამაზე სიტყვის დაძრაც კი,არაფერია თუ არა ცეცხლის გაღვივება რელიგიურ ნიადაგზე.

მესამე, საუბარი ამის შესახებ პირველად არ ხდება და მხოლოდ ის არ საუბრობს ამაზე. რამოდენიმე წლის წინ მსგავსი აზრები გამოთქვა კპ უმე-ს მეთაურმა ფილარეტ დენისენკომ. გარდა ამისა, ეს აზრები საოცარი ჟინიანობით გაახმოვანეს მემარჯვენე რადიკალებმა და სხვადასხვაგვარმა „პატრიოტებმა“, ხოლო 90-იანებში და 2014 წელს უკვე იყო მათი რეალიზების მცდელობები.

მეორეს მხრივ, სერგეის პეტრეს ძე დუმჩენკო, საუბრობს რა პოჩაევისა და კიევ-პეჩორის ლავრების „მშვიდობიანად“ მიტაცების შესახებ, დუმს ერთ ძალიან არსებით ასპექტზე - ვინ დასახლდება ამ ორ, უდიდეს მონასტერში იმ შემთხვევაში, თუ ისინი „მშვიდობიანი“ გზით შეუერთდებიან მეუ-ს? სხვა სიტყვებით, საკმარისად ჰყავს თუ არა დუმენკოს სტრუქტურას ადამიანური რესურსები იმისთვის, რომ მონასტრები დარჩეს მონასტრებად და არ გადაიქცეს კაცმა არ იცის რად? მოდით, პასუხი გავცეთ ამ ორ კითხვას.

რამდენი „ბერმონაზონია“ მეუ-ში?

2020 წლის 15 დეკემბერს (სერგეი (ეპიფანე) დუმენკომ, მეუ-ს „მღვდელმთავართა კრებაზე“ განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა უკრაინის ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა. ამ განცხადების მთელი სიცრუე ჩვენ ერთ-ერთ სტატიაში ვრცლად განვიხილეთ, ხოლო ზუსტად რამოდენიმე დღის წინ ჩვენი სიმართლისა და დუმენკოს სიცრუის დასტური კულტურის სამინისტროდან მოვიდა.

უკრაინის კულტურის სამინისტროს მონაცემების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა „რადიო თავისფლების“ ჟურნალისტების თხოვნის საპასუხოდ, უმე-ში თითქმის ორჯერ მეტი მრევლია, ვიდრე მეუ-ში. და თუ დუმენკომ მხოლოდ მისი სტრუქტურის თემის მიახლოებითი რაოდენობა დაასახელა, კულტურის სამინისტრომ გაახმოვანა სრულიად კონკრეტული ციფრები.

ამასთან, 2020 წლის ანგარიშში მეუ-ს ხელძღვანელი, საუბრობს რა მრევლის, მღვდლებისა და მონასტრების (!) მიახლოებით ციფრებზე, დუმს მისი რელიგიური ორგანიზაციის ბერ-მონაზვნების რაოდენობაზე. და ამას ის პირველად არ ამბობს -2019 წელს მან ასევე სიტყვა არ დაძრა იმაზე, თუ რამდენ ბერს ითვლიდა 2019 წელს მეუ. რატომ?

საქმე იმაშია, რომ მეუ-ს ბერები, „მრევლისგან“ განსხვავებით, გაცილებით მარტივია დასათვლელად.

დიდი ალბათობით, მრევლი შეიძლება დარეგისტრირდეს ქაღალდზე (ამისთვის საჭიროა 10 ხელმოწერის შეგროვება), მაგრამ სინამდვილეში ის შეიძლება არც არსებობდეს. „ბერებთან“ მიმართებაში საქმე უფრო რთულადაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის რამოდენიმე ათეულია. და თუ ეპიფანე დუმს თავის „ბერებზე“, კულტურის სამინისტროს გააჩნია კონკრეტული ციფრები.

2019 წლის დასაწყისში ანუ უამე-სა და უმე (კ)-ს მეუ-ში გაერთიანების მომენტისთვის, უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები ორივე ამ სტრუქტურაში „ბერ-მონაზვნების“ რაოდენობის შესახებ.

იმ მომენტისთვის უმე (კ) 63 „მონასტერს“ ითვლიდა. მათში აღრიცხული იყო 230 „ბერმონაზონი“. საშუალოდ, 3,65 „ბერი“ ერთ „მონასტერზე“. თუმცა, როგორც ქსელში აღნიშნეს, განხეთქილება მყოფი „სავანეების მკვიდრთა“ რაოდენობის გასაშუალოება არ შეიძლება, რადგანაც ზოგიერთ მათგანში არავის უცხოვრია.

2019 წლის დასაწყისში ანუ უამე-სა და უმე (კ)-ს მეუ-ში გაერთიანების მომენტისთვის, უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები ორივე ამ სტრუქტურაში „ბერ-მონაზვნების“ რაოდენობის შესახებ.

მაგალითად, ჩერნოვიცკის ოლქში უმე (კ) 4 „მონასტერში“ 3 „ბერი“ იყო. ტერნოპოლის მხარეში - 5 „ბერი“ 6 „მონასტერზე“... და ეს გასაკვირი არაა. რადგანაც, რომ თუ გავითვალისწინებთ, „საძმოს“ დიდი ნაწილი ცხოვრობდა კიევის მიხაილოვის ზლატოვერხისა და ვიდუბიცკის მონასტრებში, რეგიონებს ერთეულები დარჩებათ.

მსგავსი სურათი შეინიშნებოდა უამე-ში. ასე, მაგალითად, მთელს ამ სტრუქტურაზე 2019 წლისთვის მოდიოდა 18 „ბერი“ და 14 „მონასტერი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით. საშუალოდ, 1,28 „ბერი“ „მონასტერზე“. ამასთან, ისევე როგორც უმე (კ), ზოგიერთ „სავანეში“ საერთოდ არ იყვნენ „ბერმონაზვნები“. მაგალითად, ტერნოპოლის მხარეში 5  „მონასტერზე“ 5 „ბერია“, ხოლო ვინიცკის მხარეში - 1 „მონასტერზე“ 0 „ბერი“...

შედეგად, მეუ-ში უამე-სა და უმე (კ)-ს შერწყმის მომენტში ახალ სტრუქტურაში უნდა იყოს 81 მონასტერი. (დუმენკომ შეგვატყობინა - „დაახლოებით 80“) და 248 „ბერი“ (ამაზე დუმენკო დუმს). მეუ-ს „მონასტრების“ საშუალო დასახლებულობა - 3,1 „ბერი“. ამასთან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დუმენკოს დასის ნაწილი ნელ-ნელა მიგრირებას იწყებს უკან ფილარეტისკენ, ამიტომაც მოყვანილი ციფრი 248 „ბერი“ შეიძლება აღმოჩნდეს გაბერილიც კი.

ამავე დროს, თუ არ გავითვალისწინებთ ბოლო ბერად აღკვეცა, რომელიც განხორციელდა 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 4 იანვრამდე პერიოდში

( სტატიის დაწერის მომენტისთვის) უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაში 255 მონასტერზე მოდის 4548 ბერმონაზონი.

აქედან ცხადი ხდება დუმილი „ბერებისს“ შესახებ ეპიფანეს მოხსენებებში - მეუ-ს 248 „ბერის“ გაჟღერება უმე-ში 4548 ფონზე  გარკვეულწილად სამარცხვინოა.

მეუ-ს „მონასტრების“ საშუალო დასახლებულობა - 3,1 „ბერი“

ძმები არ ესწრებიან წირვებს, დილის ლოცვას აღავლენს ერთი მედავითნე და ერთი  მღვდელმსახური, საღამოს ლოცვა საერთოდ არ სრულდება. ამჟამად მონასტერში მხოლოდ ექვსი ბერია , ორი მათგანი ხანდაზმულია და კვირაში არც ერთი არ მსახურობს. მწკრივს (ყოველდღიურ „მღვდელმსახურებას“- რედ.) ატარებს ექვსი საერო მღვდელი და დიაკონი ორ მღვდელმონაზონთან ერთად. ასევე მონასტერში არაა საერთო ტრაპეზი, სადაც ყველა ძმა იქნებოდა წინამძღვრის მეთაურობით ფს წაიკითხავდა წმინდანთა ცხოვრებასა თუ ფსალმუნებს. სავანის მეთაური ცალკე მიირთმევს თავის სამოთახიან კელიაში ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად.

ასევე არ ხორციელდება ძმებზე სულიერი ზრუნვა. მონასტერში არაა მოძღვარი, ასე რომ არ ხდება რეგულარული აღსარების ჩაბარება და საუბრები...

ბოლოს ბერად აღკვეცა შედგა ხუთი წლის წინ. ახალი მორჩილები არ მოდიან, კიევის სასულიერო აკადემიის სემინარისტების გარდა, რომლებიც მოდიან საგალობლად და წასაკითხად, მაგრამ არც ერთი მათგანი არ რჩება დიდხანს. შესაბამისად, არ ხდება ახალი თაობის აღზრდა ლოცვისა და შრომის სულისკვეთებით. ყველა ყოფით საზრუნავს უზრუნველყოფენ დაქირავებულები, მათ შორის, ქალები, რომლებიც საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ კელიას ტიპის კორპუსში.

  რა ხდება მეუ-ს „მონასტრებში“?

ყველაზე საინტერესოა ის, რომ ეპიფანეს არ რცხვენია თქვას, რომ უმე-მ უნდა მიიერთოს კიევ-პეჩორისა და პოჩაევის ლავრები, რომლებშიც ბერები გაცილებით მეტია, ვიდრე მთელს მეუ-ში ერთად აღებული. გასაგებია, რომ „ბერებით“ ამ ორი უდიდესი მონასტრის დასახლებას დუმენკოს ორგანიზაცია უბრალოდ ვერ შეძლებს. რა მოხდება მაშინ ლავრებთან, თუ ისინი მაინც მიემხრობიან „მშვიდობიანად“ მეუ-ს?

იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ ამ კითხვას, მოდით სამ მაგალითზე ვნახოთ ის, რაც ხდება დუმენკოს სტრუქტურის  ზოგიერთ „მონასტერში“.

მაგალითი N1: ფეოდოსიის მონასტერი

იმის შესახებ, თუ როგორია „სულიერი ცხოვრება“ მეუ-ს მონასტრებში, ყველაზე უკეთ შეგვიძლია გავიგოთ ფეოდოსიის მონასტრის მაგალითზე, რომელიც პირდაპირ კიევ-პეჩორის ლავრის გზაზე მდებარეობს. ეს მონასტერი გადავიდა უმე (კ)-ს სარგებლობაში 1992 წელს. წმინდა მიქაელის სახელობის ზლატოვერხის მამათა მონასტრის აღდგენამდე აქ უმე (კ)-ს მმართველი ორგანოები მდებარეობდა. 2018 წლის 15 დეკემბერს „გამაერთიანებელი კრების“ შემდეგ მონასტერი გადადის მეუ-ს შემადგენლობაში, ხოლო 2019 წლის 20 ივნისიდან იმყოფება უშუალოდ ეპიფანე დუმენკოს უშუალო დაქვემდებარებაში. ფეოდოსიის მონასტერი ეს არაა ბოლო და მიყრუებული სავანე. რა ხდება ამ მონასტრის კედლებს მიღმა? ამის შესახებ იწერებიან მეუ-ს მორწმუნეები. სიტყვა მათ ეძლევა.

„მიქაელის მონასტრის ახალგაზრდა და ამბიციური აღკვეცილი არქიმანდრიტი მაკარი წინამძღვარი გახდა ცოტა ხნის წინა- 2013 წელს. იმ დროიდან მან აიღო სავანეში პირადი, სრულიად შეუზღუდავი ძალაუფლება და ის, არსებითად აქცია საკუთარ შემოსავლად, საიდანაც ის იკვებება თავად და „მთელი მისი სახლიც“. მონასტრის სასტუმრო კორპუსში, სადაც არანაკლებ 30 ოთახია, რომელთაც შეეძლოთ მომლოცველების მიღება მთელი მსოფლიოდან, სისტემატურად „არაა ადგილები“. სამაგიეროდ, იქ ცხოვრობს მრავალი უცნობი სამოქალაქო პირი და ოჯახი პატარა ბავშვებით, რომელთაც ადგილობრივი ბერები აიგივებენ მაკარის თანასოფლელებად ლვოვის მხარის სოფელ ლუკოვიდან. ასეთი იქ უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცები კუნკულებში.

ძმები არ ესწრებიან წირვებს, დილის ლოცვას აღავლენს ერთი მედავითნე და ერთი  მღვდელმსახური, საღამოს ლოცვა საერთოდ არ სრულდება. ამჟამად მონასტერში მხოლოდ ექვსი ბერია , ორი მათგანი ხანდაზმულია და კვირაში არც ერთხელ არ მსახურობს.

მეუ-ს მორწმუნეები ფეოდოსიის მონასტერზე 

ძმები არ ესწრებიან წირვებს, დილის ლოცვას აღავლენს ერთი მედავითნე და ერთი  მღვდელმსახური, საღამოს ლოცვა საერთოდ არ სრულდება. ამჟამად მონასტერში მხოლოდ ექვსი ბერია , ორი მათგანი ხანდაზმულია და კვირაში არც ერთი არ მსახურობს. მწკრივს (ყოველდღიურ „მღვდელმსახურებას“- რედ.) ატარებს ექვსი საერო მღვდელი და დიაკონი ორ მღვდელმონაზონთან ერთად. ასევე მონასტერში არაა საერთო ტრაპეზი, სადაც ყველა ძმა იქნებოდა წინამძღვრის მეთაურობით ფს წაიკითხავდა წმინდანთა ცხოვრებასა თუ ფსალმუნებს. სავანის მეთაური ცალკე მიირთმევს თავის სამოთახიან კელიაში ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად.

 ასევე არ ხორციელდება ძმებზე სულიერი ზრუნვა. მონასტერში არაა მოძღვარი, ასე რომ არ ხდება რეგულარული აღსარების ჩაბარება და საუბრები...

ბოლოს ბერად აღკვეცა შედგა ხუთი წლის წინ. ახალი მორჩილები არ მოდიან, კიევის სასულიერო აკადემიის სემინარისტების გარდა, რომლებიც მოდიან საგალობლად და წასაკითხად, მაგრამ არც ერთი მათგანი არ რჩება დიდხანს. შესაბამისად, არ ხდება ახალი თაობის აღზრდა ლოცვისა და შრომის სულისკვეთებით. ყველა ყოფით საზრუნავს უზრუნველყოფენ დაქირავებულები, მათ შორის, ქალები, რომლებიც საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ კელიას ტიპის კორპუსში.

როგორც ჩანს, სავანელი არ უნდა უჩიოდეს ფულის ნაკლებობას - მის ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, რომელსაც მუდმივად იღებენ იჯარით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, სანაცვლოდ კი ისინი დიდ თანხას უნდა იხდიდნენ. ასევე   დროდადრო, ბერების, მომლოცველებისა და წინამძღვრის ნათესავების მიერ დაუკავებელი ოთახები ოფისებადაა გამოყენებული. ცალკეულმა სპონსორებმა დააფინანსეს მაღალი სამრეკლოს აღდგენა, რომელიც ადრე ბოლშევიკების მიერ იქნა აფეთქებული. მხოლოდ რისთვის ირეკება მისი ზარები?“

დამეთანხმებით, რომ მეუ-ს ერთ-ერთი ცენტრალური მონასტრის სულიერი დაცემის სურათი არა მხოლოდ არადამაიმედებელი, არამედ საკმაოდ სამაგალითოა. ამასთან, თავად ფეოდოსიის მონასტრის მრევლს იმის მაგალითად, თუ როგორი უნდა იყოს მონასტრული ცხოვრება, მოჰყავს კიევ-პეჩორის ლავრა. მათი სიტყვებით, ის არის ნამდვილი მონასტერი, რომელიც ძლიერ კონტრასტს ქმნის ფეოდოსიის მონასტერთან.

სწორედ ამიტომ, ამბობენ მეუ-ს მორწმუნეები, „ადამიანების უმრავლესობა გვერდს უვლის ფეოდოსიის მონასტერს, სწრაფად მიემართება ლავრაში - გამოქვაბულებში, სიწმინდეებთან და მთელს უკრაინაში ცნობილ ბერებთან“.

მაგალითი N2:ვიდუბიცკის მონასტერი

კიდევ ერთი სავანე კიევში, რომელიც მეუ-ს ეკუთვნის - ვიდუბიცკის მონასტერი. ის დაარსდა ჯერ კიდევ XI ასწლეულში. 1990 წელს მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება. ორი წლის შემდეგ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეები მონასტრიდან გამოაძევეს და ის უმე (კ)-მ დაიკავა. მორწმუნეთა დიდი ნაწილი (მაგალითად, მთელი კლიროსი რეგენტ დიმიტრი ბოლგარსკისთან ერთად) დარჩა უმე-ს ერთგული და გადავიდა იონინის მონასტერში ან კიევ-პეჩორის ლავრაში. 1997 წლიდან ვიდუბიცკის მონასტერში უმე (კ)-მ განაახლა „სამონაზვნო ცხოვრება“. 2008 წელს მონასტრის წინამძღვარი გახდა ეპიფანე დუმენკო. მას ეს პოსტი თითქმის 2018 წლამდე ეკავა - როცა სათავეში ჩაუდგა მეუ-ს. რა ხდებოდა და ხდება ვიდუბიცკის მონასტრის კედლებს მიღმა?

სიტუაცია უკრაინულ ეკლესიებში,რბილად რომ ვთქვათ,არასახარბიელოა - მთელს უკრაინაში მხოლოდ რამდენიმე მონასტერია თითო - ოროლა ბერით. ისინიც კი ვინც მონასტერშია გამოუვალი მდგომარეობის გამო რჩებიან იქ, რთული ცხოვრებიდან გამომდინარე, განქორწინების შემდეგ. ძალიან ცოტაა ისეთები ,რომლებმაც ყრმა ასაკიდან მონასტერში სულიერი ცხოვრება არჩიეს.

მეუ-ს მრევლი მეუ-ს ,,მონასტრებზე''

ჯერ კიდევ 2015 წელს (ანუ, როცა მონასტერს დუმენკო მართავდა) ქსელში დაიწყო პუბლიკაციების გამოჩენა, რომელთა თანახმადაც ვიდუბიცკის მონასტრის ტერიტორიებზე მოქმედებდენ მართლმადიდებლობისთვის  საკმაოდ უცნაური ორგანიზაციები. ერთ-ერთი მათგანია „მშვიდობის იოგა“.

შევდივართ ამ ორგანიზაციის საიტზე და ვხედავთ, რომ მისი ჩანაწერი არ შეცვლილა: „მშვიდობის იოგა. ჩვენ ვიმყოფებით ძველი კიევის გულში, ვიდუბიცკის მონასტერში, ბოტანიკური ბაღის გვერდით“. იოგის ვარჯიშების გარდა, რას გვთავაზობს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა „მყუდრო დარბაზებში“? ვკითხულობთ: „ცი-გუნი, მედიტაცია, ეზოთერიკული მოგზაურობა, ეზოთერიკული ლიტერატურა და ბევრი სხვა რამ!“.

რა ბედი ეწევა კიევისა და პოჩაევის ლავრებს, თუ მათ მეუ დაიკავებს? фото 1
Объявление о занятиях йогой в Выдубицком монастыре

რა იგულისხმება „ბევრი სხვა რამის“, „ეზოთერიკული მოგზაურობის“ ქვეშ, ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, ფაქტია, რომ ამას საერთო არაფერი აქვს ბერობასთან და მონაზვნურ ცხოვრებასთან.

მაგალითი N3: მოციქულ პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტერი

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ მეუ-ს ტერნოპოლის ეპარქია სკანდალში გაეხვა, რომელიც უკავშირდებოდა ჩერვონოგოროდის ციხისა და წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტრის გაყიდვას. თავად მონასტერი, მართალია, ირიცხება მეუ-ს საკუთრებაში, უკაცრიელი იყო. შესაძლოა, ამ მოსაზრებებიდან ან სხვა მიზეზიდან გამომდინარე, უამე-ს ტერნოპოლის ეპარქიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისი გაყიდვა, ხოლო უკვე მეუ-ს ტერნოპოლის ეპარქიის ხელმძღვანელობამ - არ ისურვა რამენაირად სიტუაციის შეცვლა.

„მიტროპოლიტ მეთოდის ხსოვნის ფონდის“ ხელმძღვანელის, ნატალია შევჩუკის სიტყვებით, ამ უძრავი ქონების გაყიდვის დროს „ნახევარ მილიონ გრივენზე ცოტა მეტი“ იქნა ამოგებული. თუმცა, „ეპარქიის ანგარიშზე არც ერთი კაპიკი არ ჩარიცხულა“.

საეკლესიო ქონება „იერარქებმა“ მარტივი სქემით გაყიდეს. „ეპარქია“ შპს-ში შევიდა ქონებით, ხოლო ბიზნესმენები- ფულით. ამის შემდეგ „ეპარქია“ გამოვიდა საზოგადოების დამფუძნებლებიდან. უკვე ციხისა და მონასტრის გარეშე.

მოცემულ მომენტში უძრავი ქონების გაყიდვის ისტორიით დაკავდა გამოძიების სახელმწიფო ბიური, სადაც დეკემბრის დასაწყისში დარეგისტრირდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

მონასტრის გაყიდვაში მონაწილე, მაშინ ჯერ კიდევ, უამე- „არქიეპისკოპოს“ მსტისლავ გუკის ადგილას მოვიდა „მეუფე“ ტიხონ პეტრანოკი, რომელმაც განაცხადა, რომ „ეპარქიის“ სალაროში ფული არ იყო: „არ ვიცი, არაფერია. მივედი ეპარქიაში, მაგრამ სალაროში ფული არაა“.

საბოლოო ჯამში, მეუ-ს ტერნოპოლის „ეპარქიამ“, რომელმაც გარიგებაში ქონება დაკარგა, უარი განაცხადა თავი დაზარალებულად ეცნო.

დასკვნები

ცნობილია, რომ ბერების არსებობა ან არარსებობა არის ეკლესიის სასულიერო ცხოვრების ინდიკატორი. ჯერ ერთი, სწორედ ბერების ლოცვაზე დგას ჯერ კიდევ ცოდვებში ჩაფლული ჩვენი სამყარო. მეორეც, ბერები აძლევენ საერო ადამიანებს სულიერი ცხოვრების მაგალითს. მესამე, სწორედ ბერმონაზვნების წარმომადგენლები ხდებიან ეპისკოპოსები. მეოთხე, თუ ეკლესიაში არაა (ან ძალიან ცოტაა ადამიანი), რომელიც მზადაა მთლიანად და სრულად მიუძღვნას თავი ღმერთს, ეს მეტყველებს არა იმდენად ბერად აღკვეცის კრიზისკზე, რამდენადაც ასეთი ეკლესიის კრიზისზე.

ამ გაგებით, მეუ 240 ბერთან ერთად არის სულიერი ორმო. „ბერები“ იქ იმდენად ცოტაა, რომ მის ხელმძღვანელს რცხვენია კიდეც ამ რიცხვის დასახელება. ამასთან, ის აცხადებს, რომ მზადაა კიევ-პეჩორისა და პოჩაევის ლავრები წაართვას უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას. რა მოუვა ამ შემთხვევაში ჩვენი ეკლესიის ორ უდიდეს მონასტერს, შეიძლება მივხვდეთ იმ მონასტრების მაგალითზე, რომელიც ამჟამად მეუ-ს ეკუთვნის. არც ბერმონაზვნული ცხოვრების, არც სულიერი საზრდოს შეთავაზება მათ არ შეუძლიათ. პოლიტიკური პარტიების ან ეზოთერიკული თუ ქრისტიანობისთვის უცხო ორგანიზაციებისთვის საოფისედ იჯარით გადაცემა, გაქირავება - ესაა ის, რითიც ისინი დღეს საზრდოობენ. თუ არ იქნება შესაძლებელი ამ მონასტრების გამოყენება გრძელვადიანი მოგების მისაღებად - მათ უბრალოდ გაყიდიან.

დუმენკოს სტრუქტურის „ბერმონაზვნური ცხოვრების“ მთელი უღმერთობა გვესმის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მეუ-ს მომხრეებსაც. ფეოდოსიის მონასტრის მრევლი აღნიშნავს: „უკრაინის ეკლესიაში ბერმონაზვნობის სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, დამაიმედებელი არაა - მთელს უკრაინაში არის მხოლოდ რამოდენიმე მონასტერი, თითოეულში რამოდენიმე ბერით და ისინიც იქ, უბრალოდ გამოუვალობის გამო, ცხოვრებაში რთული სიტუაციიდან გამომდინარე, განქორწინების შემდეგ ან მღვდელმთავრის ამბიციებით მივიდნენ. ანუ ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ყმაწვილობიდან აირჩია თავის მოწოდებად ღვთის მსახურება ანგელოზის სახით“.

ეს ნამდვილად ასეა. რადგანაც არ შეიძლება „ანგელოზის სახე“ ჰქონდეს „ეკლესიას“, რომელიც იგება არა ქრისტესა და სიყვარულზე, არამედ პოლიტიკურ მლიქვნელობასა და ძალადობაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ