ჭეშმარიტება თუ ფანარიონი: რა უფრო ახლოსაა ათონის წმინდა მთის ბერებისთვის

30 December 2020 22:48
185
ვატოპედის მონასტრის არქიმანდრიტი ეფრემი. ფოტო: მჟკ ვატოპედის მონასტრის არქიმანდრიტი ეფრემი. ფოტო: მჟკ

მეუ-ს საკითხებში ათონის ზოგიერთი მონასტერი ფანარიონის მხარეს იკავებს. რატომ მოხდა ეს და შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ათონელები მართლმადიებელთა სულიერ შუქურად?

2020 წლის 11 დეკემბერს ათონის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი (კუცუ) პირველად ონლაინ გამოვიდა რუსეთის მართლმადიდებელ მორწმუნეებთან კავშირზე. საუბრის დროს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, იღუმე ეფრემს მხოლოდ ერთხელ ჰკითხეს მის პოზიციაზე დღევანდელი მართლმადიდებლობის ყველაზე აქტუალური პრობლემის - კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მიერ ტომოსის მეუ-თვის გადაცემის შესახებ.

დიდი ალბათობით, ამ კითხვაზე პასუხზეა დამოკიდებული კანონიკური ეკლესიისადმი, ეკლესის ტრადიციებისადმი და საბოლოოდ, ქრისტესადმი ერთგულება. ტომოსმა უკვე მიიყვანა განხეთქილებამდე მსოფლიო მართლმადიდებლობა და პრობლემებამდე მართლმადიდებელთა შორის ურთიერთობა. გარდა ამისა, დამოკიდებულება ტომოსის მიმართ არსებითად ახდენს გავლენას ათონის წმინდა მთის ცალკეული მონასტრებისადმი მართლმადიდებელი ქრისტიანების დამოკიდებულებაზე.

ამიტომაც, როცა საკითხი მეუ-ს შესახებ გაჟღერდა მამა ეფრემთან საუბრის დროს, ჩვენ გვქონდა მოლოდინი მიგვეღო მისგან ღვთისმეტყველურად და კანონიკურად აწონილ-დაწონილი , საფუძვლიანი პასუხი. მითუმეტეს, რომ იღუმენი ეფრემი სარგებლობს პოპულარობით მართლმადიდებლურ სამყაროში, როგორც „გერონდა“ (ბერი- რედ.), მაგრამ ასევე ცნობილია მართლმადიდებლობის სიწმინდის დამცველის სახითაც.

თუმცა, ბერის პასუხმა, არა მხოლოდ იმედი გაგვიცრუა, არამედ კიდევ ერთხელ გვაიძულა დავფიქრებულიყავით, შეიძლება თუ არა ათონელი ბერები მივიჩნიოთ უპირობო სულიერ ავტორიტეტებად და ხომ არ წარმოადგენს ზოგიერთი მათგანისთვის ფანარიონის ერთგულება უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ქრისტესადმი ერთგულება.

ათონი თუ მეუ: არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია,ანუ როგორ იცვლება დამოკიდებულება განხეთქილების მიმართ

და მაინც, რა პასუხი ჰქონდა იღუმენ ეფრემს? საძმოს „ათონის ძენი“ თავმჯდომარის, ალექსანდრე ტუზენკოს კითხვაზე პასუხისას მორწმუნე ხალხის შეცბუნების შესახებ ათონელების პოზიციით უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ ათონის მონასტრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რაც მათ ხელშია, მაგრამ არაფრით შეუძლიათ დახმარება ამ პრობლემის გადასწყვეტად. „აქ არის ორი სინოდის, ორი ეკლესიის: მოსკოვისა და მსოფლიო ეკლესიის კონფლიქტი, აქ სხვა დონეა და ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით“ - გაუსვა ხაზი ვატოპედის წინამძღვარმა.

ასეა ეს თუ არა? ნამდვილად გააკეთეს და აკეთებენ თუ არა ათონელები ყველაფერი, რაც მათ ხელშია იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის გადაჭრა, რომელიც მათი აზრით, „ორ სინოდს“ შორის გამწვავდა? და მართლაც, უკრაინის კრიზის ეს მხოლოდ მორიგი კონფლიქტია ორ ეკლესიას შორის და არა პატრიარქ ბართოლომეოს დანაშაული, რომელიც ცდილობს მოახდინოს ეკლესიაში არახელდასმული განხეთქილების ჩამომგდებთა ლეგალიზება?

„აქ არის ორი სინოდის, ორი ეკლესიის: მოსკოვისა და მსოფლიო ეკლესიის კონფლიქტი, აქ სხვა დონეა და ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით“

ოღუმენი ეფრემი მეუ-ს პრობლემის შესახებ, 2020 წელი

მართლმადიდებელი ქრისტიანების წარმოდგენაში ათონის წმინდა მთა არის ადგილი, სადაც ცხოვრობენ და ხსნას ადგანან ნამდვილი მოღვაწეები, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი ფერი. ათონელების მიერ გამოთქმული აზრი, ხშირად მრავალი მღვდელმთვარის სიტყვებზე უფრო წონადია, ამიტომაც მეუ-ს ეპოპეის დაწყების მომენტიდან ათონის მონასტრების პოზიცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორინეტირი. ათონელები ხომ მართლმადიდებლობის სიწმინდის ნამდვილი ქომაგები არიან, მათ არ შეუძლიათ „ქედის მოხრა“ ძლიერთა ამა ქვეყნისათას წინაშე.  თუ...შეუძლიათ? არქიმანდრიტი ეფრემი ყოველთვის იყოს მწყემსის მაგალითი, რომლისთვისაც ეკლესიის ინტერესები „ყველაფერზე მაღალია“. მისი ავტორიტეტი იმდენად მაღალია, რომ არავის შეეძლო ეჭვის შეტანაც კი იმაში, რომ ის შეიძლება „ელინური სოლიდარობით“ ყოფილიყო ავად ან განეცადა შიში მისი მდგომარეობის გამო.

საინტერესოა ვნახოთ, როგორ იცვლებოდა მისი პოზიცია უკრაინელ განხეთქილების ჩამომგდებთა მიმართ. ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი რამოდენიმეჯერ სტუმრობდა უკრაინას და ჯერ კიდევ სამი წლის წინ ის ითვლებოდა უკრაინაში კანონიკური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მომხრედ და უმე(კ) და უამე-დან განხეთქილების ჩამომგდებთა მოწინააღმდეგედ.

კერძოდ, 2015 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში, მან განაცხადა: „ მივმართავ უკრაინელ ხალხს და ვთხოვ, რომ მან მხარი დაუჭიროს კანონიკურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელსაც მეთაურობს უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი. სიყვარულით გთოხვთ, რომ ჩვენ გავხდეთ კანონიკური ეკლესიის წევრები. და მთელი წმინდა მთა იღებს და აღიარებს მხოლოდ უკრაინის კანონიკურ ეკლესიას მიტროპოლიტ ონუფრის მეთაურობით“.

2017 წლის დეკემბერში იღუმენი ეფრემი მიმართავს ჩვენს ხალხს პროექტის „სიტყვა უკრაინელებისადმი“ ფარგლებში, სადაც ის საუბრობს შემდეგს განხეთქილებასთან დაკავშირებით: „განხეთქილება იჭრება მაკრატლით და ვინც განხეთქილებაში წავიდან, უნდა აცნობიერებდეს: ის უკვე აღარაა ეკლესიის წიაღში. ჩვენ აქ, წმინდა მთაზე, ძალიან ვწუხვართ უკრაინული ეკლესიის განხეთქილების გამო, რომელიც ფილარეტმა განახორციელა. ამიტომაც, ვთხოვთ ჩვენს ძმებს, რომლებიც კანონიკური ეკლესიიდან წავიდნენ, მივმართავთ და ვთხოვთ, რომ ისინი დაბრუნდნენ მართლმადიდებლური კანონიკური ეკლესიის წიაღში“.

„განხეთქილება იჭრება მაკრატლით და ვინც განხეთქილებაში წავიდან, უნდა აცნობიერებდეს: ის უკვე აღარაა ეკლესიის წიაღში''.

იღუმენი ეფრემი უკრაინულ განხეთქილებაზე, 2017 წელი

დამეთანხმებით, რომ ეს სიტყვები შეუძლებელია ორაზროვნად იქნეს განმარტებული. ის ძალიან მკაფიოდ მოწმობს, რომ იმ დროისთვის იღუმენი ეფრემი მტკიცედ დგას კანონიკური ეკლესიის პოზიციაზე და არაა მზად ურთიერთობაში შევიდეს განხეთქილების ჩამომგდებთან მონანიების გარეშე. და რაოდენ გასაკვირი იყო, როცა მეუ-თვის ტომოსის გადაცემის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი დაესწრებოდა ეპიფანე დუმენკოს „ინტრონიზაციას“.

პოზიციის ცვლილება: მიზეზები და შედეგები

რამ ან ვინ აიძულა მართლმადიდებლურ სამყაროში ავტორიტეტი ბერი შეეცვალა თავისი პოზიცია?

ცნობილია, რომ 2018 წლის 17 აპრილს ათონის ვატოპედის მონასტერს ეწვია უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯეფრი პაიეტი. იქვე, ვატოპედში, ის შეხვდა ელადის ეკლესიაში მეუ-ს აღიარების ერთ-ერთ მთავარ ინიციატორს მიტროპოლიტ იეროფიმ ნავპაკტსკის, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ „ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსია მთელს მსოფლიოში მართლმადიდებლობისა და მსოფლიო პატრიარქატის აშშ-ს მიერ მხარდაჭერის შესახებ“.

2018 წლის 12 ოქტომბერს (ანუ მეუ-ს აღიარებამდე რამოდენიმე თვით ადრე) იღუმენი ეფრემი ეწვია თეთრ სახლს და სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ში. იქ ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მასთან ჩაატარეს რამოდენიმე შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო „მსოფლიო პატრიარქის საქმეები, საღვთისმეტყველო სკოლის საქმიანობის განახლება ხალკზე და თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსზე ტაძრებისა და მონასტრების დანგრევა“. გასაგებია, რომ იღუმენი ეფრემის პიროვნების მასშტაბი ისეთი არაა, რომ მოხდეს მისი მიწვევა სახელმწიფო დეპარტამენტსი ხალკინის სემინარიის სასაუბროდ, ხოლო მეუ-ს მეთაურის „ინტრონიზაციაში“ მონაწილებისა და მისთვის რაიმე სტატუსის მინიჭების შესახებ სასაუბროდ - საკმაოდ დასაშვებია.

ერთი სიტყვით, ეს თითქმის იქნა მიღწეული - იღუმენი ეფრემი კიევში ჩავიდა. ამასთან, მასზე ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ჩავიდა კიევში მას შემდეგ, რაც ათონის წმინდა მთის წმინდა კინოტმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბერების საძმოს წარმომადგენლები არ მონაწილებოდნენ დუმენკოს „ინტრონიზაციაში“.

და ისინი, მართალია არ მონაწილეობდნენ მასში ერთგვარი ეშმაკობის გამოყენებით. ქსენოფონტის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი ალექსი კიევში ღონისძიებაზე ფანარიონს წარმოადგენს და არა ათონს. ხოლო ვატოპედის იღუმენი არქიმანდრიტი ეფრემი ... მოულოდნელად ავად გახდა. ამასთან, ისე გახდა ავად, რომ დატოვა უკრაინის საზღვრები და გერმანიაში გაფრინდა, სადაც მას გულზე ოპერაცია გაუკეთეს.

რასაკვირველია, არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ვამტკიცოთ, რომ ბერის ავადმყოფობა იყო მიზეზი არ მიეღო მონაწილეობა განხეთქილების ჩამომგდებთან „ღვთისმსახურებაში“, მაგრამ სწორედ ამ აზრმა გაუელვა ყველას, ვინც მაშინ აკვირდებოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, დუმენკომ მოულოდნელად ეწვია ვატოპედის იღუმენს კიევის საავადმყოფოში, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ბერმა ეფრემმა „მას უსურვა წარმატებული მსახურება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის სახით“. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ვატოპედის იღუმენს ეს სიტყვები არ უთქვამს...

რატომ არ გამოვიდა ათონი ფანარიონის წინააღმდეგ მეუ-ს საკითხში?

მეუ-ს მეთაურის ვერბალური მხარდაჭერის გარეშეც კი, ბერი ეფრემის ქცევა ძნელია გაამართლო. კიევში ჩასვლა საერო ადამიანის „წინამძღოლის სახით ინტრონიზაციაში“ მონაწილეობის განზრახვით უკვე ყველაფერზე თავად მეტყველებს. ბერის მოულოდნელი ავადმყოფობა, მისი დაჩქარებული „გაქცევა“ უკრაინიდან მეტყველებს იმაზე, რომ ის შესანიშნავად ხვდებოდა და ხვდება, რომ მეუ-ს წარმომადგენლები არიან განხეთქილების მოსურნენი, რომლებთანაც არ შეიძლება ევქარისტულ ურთიერთობაში შესვლა მათი წინასწარი მონანიების გარეშე. მაშინ, რატომ დათანხმდა ის ამ მოქმედებაში მონაწილეობის მიღებას?

კანონიკურად იმის გამართლება, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გააკეთა უკრაინის ტერიტორიაზე, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, როცა მას ჰკითხეს მეუ-თან მეუ-თან დაკავშირებით, ბერმა ეფრემმა უბრალოდ პასუხს აარიდა თავი. აი, მისი სიტყვები: „არ დაგავიწყდეთ, რომ ოფიციალურად წმინდა მთა შედის მსოფლიო პატრიარქიის შემადგენლობაში. ახლა ვსვამ კითხვას - რომელიმე მღვდელმთავარი ან მონასტერი რომ წასულიყო მოსკოვის პატრიარქის წინააღმდეგ, როგორც რეაგირებას მოახდენდა ის (პატრიარქი ბართოლომეო- რედ.) მოცემულ შემთხვევაში ? და ჩვენც ასე ვემორჩილებით მსოფლიოს პატრიარქს, ვეკუთვნით რა მას ეკლესიურად და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვიყვარს რუსები. ჩვენ ასევე ვლოცულობთ მათზე და ვლოცულობთ, რომ დაბრუნდეს ერთობა“.

ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც იღუმენმა ეფრემმა დაიკავა ფანარიონის პოზიცია - ათონის ადმინისტრაციული დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის პატრიარქატზე და პატრიარქ ბართოლომეოს ნეგატიური რეაქცია მათზე „ ვინც მის წინააღმდეგ წავა“. განა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არ უნდა ამხილოს მისი ძმა, თუ ის მწვალებლობაში ჩავარდება ან განხეთქილებას მოაწყობს, თუნდაც ის პატრიარქი იყოს? განა არ იყო ეკლესიის ისტორიაში, რომ მღვდლები არ ეთანხმებოდნენ ერეტიკოს ეპისკოპოსებს, დიაკონები - ერეტიკოს-პრესვიტერებს (გაიხსენეთ ალექსანდრიის დიაკონი ათანასე და პრესვიტერი არია) და უბრალოდ ბერები, როგორიცაა მაქსიმე აღმსარებელი - ეკლესიის მეთაურობას?

ჩვენ ვიცით, რომ კათოლიკურ ეკლესიაშიარის ლგბტ და აბორტის მრავალი მომხრე. თუ უცებ, ხვალ პატრიარქი ბართოლომეო ამავე პოზიციაზე აღმოჩნდება, ათონში ასევე დაუჭერენ მას მხარს, რადგანაც იქ „ეკლესიურად განეკუთვნებიან კონსტანტინოპოლის პატრიარქს“? და ეს სულაც არაა ფანტასტიკური პერსპექტივა. სამყარო იცვლება და ის, რაც გუშინ „შეუძლებელი“ იყო, დრეს უკვე „შესაძლებელია“, ხვალ  კი -„სწორი“ იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ კათოლიკურ ეკლესიაშიარის ლგბტ და აბორტის მრავალი მომხრე. თუ უცებ, ხვალ პატრიარქი ბართოლომეო ამავე პოზიციაზე აღმოჩნდება, ათონში ასევე დაუჭერენ მას მხარს, რადგანაც იქ „ეკლესიურად განეკუთვნებიან კონსტანტინოპოლის პატრიარქს“? და ეს სულაც არაა ფანტასტიკური პერსპექტივა.

ბერი ეფრემის უცნაური ლოგიკა, რომლის თანახმადაც ათონის მთა არ უნდა გამოვიდეს ფანარიონის მეთაურის უკანონობის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის მის იურისდიქციაში იმყოფება,  ვერ პოულობს დასტურს თავად ათონის ისტორიაშიც. უფრო მეტიც, მონასტრის ისტორიაში, რომლის წინამძღვარმაც მაინც მიიღო მონაწილეობა ერისკაცისა და არახელდასმული განხეთქილების ჩამომგდები ეპიფანე დუმენკოს „ინტრონიზაციაში“. საქმე ეხება ქსენოფონტის მონასტერს.

როგორ უდგებოდნენ ადრე ფანარიონის საქმიანობას ათონზე?

1972 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს დიმიტრი (პაპადპულოსი), რომელმაც გადაწყვიტა მისი წინამორბედის, პატრიარქ აფინაგორის ეკუმენისტური და პროკათოლიკური პოლიტიკის გაგრძელება. ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ ათონის წმინდა მთის მონასტრის ბინადრები, რომელთათვისაც ჭეშმარიტება იყო კეთილდღეობაზე და ფანარიონთან „კარგ დამოკიდებულებაზე“ ძვირფასი.

შედეგად, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება წმინდა მთიდან გაეძევებინა ესფიგმენის მონასტრიდან გაეძევებინა არქიმანდრიტი ათანასე და ესფიგმენის საძმოს კიდევ სამი ბერი. 1974 წელს ამას მოჰყვა გადაწყვეტილება ათანასესთვის არქიმანდრიტის წოდების  ჩამორთმევის შესახებ, რამაც გამოიწვია წმინდა მთის ბერების მძაფრი რეაქცია. ასევე იქნა გადაყენებული წმინდა პავლეს მონასტრის იღუმენი არქიმნადრიტი ანდრეი.

დაახლოებით ოთხასმა ბერმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც გამოხატული იყო პროტესტი მსგავსი სახის მოქმედებების წინააღმდეგ. ყველა ამ იღუმენმა და ბერმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უარი ეთქვათ მოეხსენიებინათ ფანარიონის მეთაური წირვის დროს.

მოგვიანებით, რეპრესიული ზომების გამო, ზოგიერთმა იღუმენმა კვლავ განაახლა პატრიარქის მოხსენიება. თუმცა, ქსენოფონტის მონასტრის იღუმენი ევდოკიმე, რომელიც 49 წელიწადი გაატარა ამ სავანეში, ხოლო ბოლო 22 წელი მისი წინამძღოლი, პატრიარქს არ მოიხსენიებდა. ვახდენთ „ახალი ათონის პატერიკის“ ციტირებას:

„მაშინ მასთან მივიდნენ მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები სტავრუპოლის მიტროპოლიტ მაქსიმეს ხელმძღვანელობით. მას შემდეგ, რაც მამა ევდოკიმემ განმარტა მიზეზები, რომელთა გამოც მან შეწყვიტა პატრიარქის მოხსენიება, კომისიის თავმჯდომარემ ჰკითხა მას:

- წმინდაო იღუმენო, რამდენი ბერი გყავთ მონასტერში?

- კერძოდ, რომელ ბერებს გულისხმობთ? - იკითხა მამა ევდოკიმემ. - მჭამელებს თუ მშრომელებს?

- როგორ ბედავ ასე საუბარს! - მოულოდნელად გაცხარდა მეუფე. განა არ იცი, რომ შემიძლია წაგართვა კვერთხი, რომელიც გიჭირავს?!

- როგორც გენებოთ, - მორჩილად უპასუხა მას მამა ევდოკიმემ და მიტროპოლიტს გადასცა იღუმენის კვერთხი. აქ მოვედი არა იმისთვის, რომ იღუმენი გავმხდარიყავი, არამედ სულის სახსნელად.

1974 წლის 10 მარტს პატრიარქის გადაწყვეტილებით მამა ევდოკიმეს იღუმენობა ჩამოართვეს. მოგვიანებით ათონის მთის გუბერნატორმა, ბატონმა კრიეკუკიასმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ „ქსენოფონტის მონასტრის იღუმენ ევდოკიმეს დაეტოვებინა ქსენოფონტის სავანე, რამდენადაც ის  აგრძელებდა მისი სასულიერო მდგომარეობის დაკავებას“.

- განა არ იცი, რომ შემიძლია წაგართვა კვერთხი, რომელიც გიჭირავს?!

- როგორც გენებოთ, - მორჩილად უპასუხა მას მამა ევდოკიმემ და მიტროპოლიტს გადასცა იღუმენის კვერთხი. აქ მოვედი არა იმისთვის, რომ იღუმენი გავმხდარიყავი, არამედ სულის სახსნელად.

ახალი ათონის პატერიკონი

1974 წლის 10 მარტს პატრიარქის გადაწყვეტილებით მამა ევდოკიმეს იღუმენობა ჩამოართვეს. მოგვიანებით ათონის მთის გუბერნატორმა, ბატონმა კრიეკუკიასმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ „ქსენოფონტის მონასტრის იღუმენ ევდოკიმეს დაეტოვებინა ქსენოფონტის სავანე, რამდენადაც ის  აგრძელებდა მისი სასულიერო მდგომარეობის დაკავებას“.

იღუმენი ევდოკიმე 1990 წელს გარდაიცვალა. ერთადერთი მონასტერი, რომელმაც ის მიიღო, იყო დოხიარის მონასტერი. ბერი უფლის წინაშე დამცირებული და შეურაცხყოფილი წარსდგა. მის დაკრძალვას ხელმძღვანელობდა ქსენოფონტის მონასტრის მოწვეული იღუმენი ალექსი (დიახ, დიახ, ის, რომელიც 2018 წელს კიევში ჩავიდა დუმენკოს „ინტრონიზაციაზე“). მამა ევდოკიმეს გარდაცვალების მეორე დღეს მოვიდა მისი პატიება ფანარიონიდან...

თუმცა, ათონზე მამა ევდოკიმეს შემდეგაც იყვნენ ბერები, რომლებიც ამხელდნენ პროკათოლიკურად განწყობილი ფანარიონის საქმიანობას. მაგალითად, 1984 წელს წმინდა მთის ოცი მონასტრის კრებამ გააკეთა შემდეგი განცხადება: „რამოდენიმე წელიწადია არ გვტოვებს ღრმა შეშფოთების გრძნობა ერთგვარი ღალატის თაობაზე, რომელსაც ვამჩნევთ ზოგიერთი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების, ისევე როგორც ცალკეული იერარქების მხრიდან...თუ ის, ვინც გზიდან გადავიდა, არ გამოსწორდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივიღოთ ოფიციალური გადაწყვეტილება ამ საკითხზე“(Ορθοδοξοφ τυποξ, №595 от 24.02.1984).

ის, ვინც გზიდან გადავიდა, არ გამოსწორდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივიღოთ ოფიციალური გადაწყვეტილება ამ საკითხზე

ათონელი ბერების განცხადება ფილოკატოლიკების მიმართ

პატრიარქ  დიმიტრისა და რომის პაპის იოანე პავლე მეორეს შეხვედრის შემდეგ წმინდა მთამ კუტლუმუშის მონასტრის იღუმენი ხრისტოდულა, ივერონის მონასტრის იღუმენი ვასილი და გრიგორიატის მონასტრის იღუმენი გრიგოლი მიავლინა თავისი წარმომადგენლების სახით სტამბულში, რათა გამოეხატა ამ შეხვედრისა და რომსა და ფანარიონს შორის დაგეგმილი „დიალოგის“ წინააღმდეგ პროტესტი .

ამ ფონზე იღუმენი ეფრემის სიტყვები იმის შესახებ, რომ „ჩვენ კონსტანტინოპოლის პატრიარქატის იურისდიქციაში“ ვიმყოფებით და „ვერაფრით დაგეხმარებით“, ძალიან უსუსური და უცნაური ჩანს. რა მოუვიდა ათონს?

ემე იერარქი: ათონი აღარაა „ერესის ზვირთსაქცევი“

იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, მივმართოთ პირეის ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტ სერაფიმეს პუბლიკაციას, რომელიც წარსულში თავად იყო წმინდა მთის ბინადარი და დრეს კი წარმოადგენს სასულიერო ავტორიტეტს საბერძნეთის ქრისტიანების უმრავლესობისთვის.

თავის სტატიაში, რომელიც ეძღვნებოდა პანტოკრატორიდან ბერ ნიკიტას ბროშურის კრიტიკას, რომელმაც მხარი დაუჭირა მეუ-სა და ფანარიონს, მიტროპოლიტი სერაფიმე აღნიშნავს, რომ „სერიოზული სულიერი დეგრადაცია და დღევანდელი ათონის მთის დაცემა უკვე იქცა ჩვეულებრივი სამწუხარო დასკვნა მრავალი ადამიანისთვის და ცნობილი პიროვნებისთვის, რომლებიც თვალს ადევნებენ მოვლენებს ათონის მთაზე და ათონის ბერების საერთო ყოფად თანამედროვე საეკლესიო სამყაროში“.

მან ხაზი გაუსვა, რომ წმინდა მთაზე თითქმის ათწლიანი ყოფნის მანძილზე მან გაიცნო მრავალი ღირსეული მოღვაწე, რომელიც ქრისტიანობის მაგალითს წარმოადგენს. თუმცა, „ტკივილით აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, თანამედროვე ათონის მთას, რომელიც ოდესღაც მართლმადიდებლობის კერა, მწვალებელთა ზვირთსაქცევი იყო, რომელიც მსოფლიოს მთელ რიგ წმინდანებს, მოღვაწეებსა და რწმენის მქადაგებელთ ჩუქნიდა, არაფერი აქვს საერთო ჩვენი ახალგაზრდობის ათონთან, რომელიც 35 წლის წინ არსებობდა“.

   მიტროპოლიტი სერაფიმე წერს, რომ „დღეს ვხედავთ სულიერად შეცვლილ, შეშინებულ და  საკუთარი საეკლესიო ხელისუფლებით დათრგუნულ ათონს, რომელიც მზადაა დაექვემდებაროს ფანარიონის ბრძანებებს, თუნდაც ის არ შეესაბამებოდეს ჭეშმარიტებას უმეტეს შემთხვევაში...წმინდა მთა, რომელიც მერყეობს მწვალებლობასა და მართლმადიდებლობას შორის, რომელსაც არ შეუძლია ღვთისმეტყველების დისკურსის ჩამოყალიბება, ერესის და მათ წინააღმდეგ გამოსვლა, ვინც მას აქეზებს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“.

„ტკივილით აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, თანამედროვე ათონის მთას, რომელიც ოდესღაც მართლმადიდებლობის კერა, მწვალებელთა ზვირთსაქცევი იყო, რომელიც მსოფლიოს მთელ რიგ წმინდანებს, მოღვაწეებსა და რწმენის მქადაგებელთ ჩუქნიდა, არაფერი აქვს საერთო ჩვენი ახალგაზრდობის ათონთან, რომელიც 35 წლის წინ არსებობდა“.

პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე

მეუფემ აღნიშნა, რომ მოცემული დასკვნები არ ეხება ათონის ყველა მონასტრეს, რადგანაც მათ შორის არის გრიგორიატის, კარაკალის, კონსტამონიტისა და ფილოფეის მონასტრები და ასევე „ბევრი ბერი კელიასა და სენაკში“, რომელიც ეწინააღმდეგება ფანარიონის უკანონობას, მაგრამ მთლიანობაში, სურათი საკმაოდ სევდიანია...

ბერძნული ეკლესიის მიტროპოლიტის ეს სიტყვები მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის შოკისმომგვრელი სიმართლე იქნება იმის შესახებ, „რომ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს“. ყოველთვის, ყველა დროს, ეკლესია მოუწოდებდა ქრისტიანებს სიფხიზლისკენ, რომლის ქვეშაც იგულისხმება სწორი დასკვნების გაკეთებაც. ჩვენს სიტუაციაში ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ათონის ზოგიერთი წარმომადგენელი, ჭეშმარიტებისა და ქრისტესადმი მსახურების ნაცვლად ირჩევს ფანარიონისადმი მსახურებას, ისინი არ შეიძლება იყვნენ მაგალითები და მეთაურები სასულიერო ცხოვრებაში.

ამ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი პოზიციის გამართლება საეკლესიო კანონებით, რადგანაც მოქმედებენ უშუალოდ მაამებლობის ან შიშის - საკუთარი სიცოცხლის, რეპუტაციის, ფანარიონის მეთაურის განრისხების და იღუმენიის სავარძლის  ან მონასტერში ადგილის დაკარგვის - ძალით. თუ ბერს ეშინია ამხილოს ერეტიკოსი და განხეთქილების მოსურნე, რა რჩევას მოგცემს ის სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებით? არანაირს.

თუმცა, ისტორიისთვის ცნობილია სხვა მაგალითებიც, როცა ათონის ბერები ჭეშმარიტებას იცავდნენ და მზად იყვნენ აეტანათ სიმძიმე და ტვირთი, მხოლოდ ქრისტე არ დაეკარგათ. ვიმედოვნებთ, რომ დღესაც წმინდა მთაზე მოიძებნებიან ისეთი მოღვაწენი, რომლებიც აიმაღლებენ ხმას ეკლესიის დასაცავად. რადგანაც სხვაგვარად მოვლენების განვითარება რთულად წარმოსადგენია...

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ