რადა და უმე: როგორ იქცეოდა ეკლესია დევნის დროს

18 October 2023 19:14
2453
როგორიუ უნდა იყოს მრევლის რეაქცია ეკლესიის აკრძალვაზე? ფოტო: СПЖ როგორიუ უნდა იყოს მრევლის რეაქცია ეკლესიის აკრძალვაზე? ფოტო: СПЖ

უმაღლეს რადას უმე-ს აკრძალვა სურს. მაგრამ ეს აკრძალვა პირველი არ არის ეკლესიის ისტორიაში. რით პასუხობდნენ ქრისტიანები წარსულში დევნას?

არის ინფორმაცია, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადა აპირებს უმე-ს აკრძალვის კანონის განხილვას. ამის შემდეგ როგორ იქნებიან მორწმუნეები და ეკლესია ჩვენს სახელმწიფოში - არ ვიცით. როგორც არ ვიცით ის, თუ რა რეაქცია ექნება ჩვენი ქვეყნის ხალხს ამ კანონზე. სამაგიეროდ ვიცით, რა დამოკიდებულება ჰქონდათ  დევნისა და აკრძალვების მიმართ ქრისტიანებს, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ. მოვიყვანოთ ეს მაგალითები.

II ასწლეული: იერუსალიმის ეკლესია
ეკლესიის ისტორიკოსი ევსები პამფილიელი  წერს, რომ როდესაც იუდეველებმა განახორციელეს ქრისტიანთა ერთ-ერთი პირველი დევნა, იერუსალიმის ქრისტიანებმა უბრალოდ... დატოვეს ქალაქი: „ხალხმა, ვინც იერუსალიმის ეკლესიას ეკუთვნოდა, თანახმად გამოცხადებისა, რომელიც იქაურ ღირსეულ მამებს ომის წინ ჰქონდათ, დატოვა იერუსალიმი და დასახლდა პერსში, ქალაქ პელეში; ქრისტეს მორწმუნეები გადასახლდნენ იერუსალიმიდან; საერთოდ, ყველა წმინდანმა დატოვა იუდეის დედაქალაქი და მთლიანად იუდეის მიწა“.

რა მოხდა იერუსალიმში მას შემდეგ, რაც ქრისტიანები წავიდნენ? ევსები წერს: „ღვთის სამსჯავრომ უწია, როგორც იქნა, იუდეველებს, რადგან დიდი იყო მათი უსჯულოება ქრისტესა და მის მოციქულთა წინაშე; აღიგავა პირისაგან მიწისა ამ უსჯულოთა მოდგმა“.

II ასწლეული: არ ეძებო და ნუ გეშინინ
ქრისტიანებს ყოველთვის არ ჰქონდათ საშულება, რომ მდევნელებს გაქცეოდნენ. ხელისუფლების მიერ დაკავებულები, რომელიც აიძულებდა მათ კერპთაყვანიმცემლობას  და მაცხოვრისა და ეკლესიის უარყოფას - ქრისტიანები ადასტურებდნენ ქრისტეს რწმენას და არ ეშინოდათ სიკვდილის.

დოკუმენტში, რომელიც ახალგაზრდა ქრისტაინის გერმანიკეს წამებას აღწერს, ნათქვამია, რომ მას, წარმართთა მიერ დატყვევებულს, არ შეეშინდა მხეცების, „რადგან როდესაც პროკონსული ცდილობდა მის დათანხმებას და უთხრა: „შეიცოდე შენი ახალგაზრდობა“, მან წააქეზა მხეცი თავისკენ, რადგან სურდა, რომ  რაც შეიძლება მალე განშორებოდა ამ არასწორ  და უსჯულო ცხოვრებას“.

კიდევ ერთი მაგალითი იმ პერიოდიდან - წმინდა პოლიკარპე, სმირნის ეპისკოპოსი. თავიდან ის შეძლებისდაგვარად ერიდებოდა მდევნელებს: სოფლიდან სოფელში გადადიოდა, „დღე და ღამე სხვას არაფერს აკეთებდა, მხოლოდ ლოცულობდა ყველასთვის და მსოფლიოს ყველა ეკლესიისთვის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა“.

საინტერესოა, რომ წმინდანი სასამართლოს დროს მხოლოდ პროკონსულს პასუხობდა. მან ეს ასე ახსნა: „ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ მთავრობას და ხელისუფლებას უნდა მივაგოთ სათანადო და ჩვენთვის არასაზიანო პატივი“. სხვა სიტყვებით, როგორც კი ხელისუფლების მიმართ გამოხატული პატივი ქრისტიანებისთვის „საზიანო“ ხდებოდა, ისინი საპირისპირო პოზიციას იკავებდნენ. ამის დასტურია უამრავი მოწამის სიტყვები, რომლებიც მდევნელ ჩინოვნიკებს ადანაშაულებდნენ უგუნურებაში, ბოროტებასა და სატანის მსახურებაში.

მაგრამ ყველას არ ყოფნიდა სიმამაცე, რომ ქრისტესა და ეკლესიისთვის წამებული ყოფილიყო. იყვნენ ისეთებიც, ვინც თავიდან სხვებს აგულიანებდნენ, მაგრამ მერე თავშეკავებას კარგავდნენ და უკან იხევდნენ. ეს მაგალითები დღესაც მრავლისმეტყველია.

„ფრიგიელს, სახელად კვინტი, მხეცების შეეშინდა“, თუმცა მანამდე კვინტი „საკუთარ თავს და სხვებს აქეზებდა მოხალისედ წასულიყვნენ (წამებაზე)“. დოკუმენტის „წმინდა პოლიკარპეს წამება“ ავტორი წერს, რომ „პროკონსულმა ბევრი ლაპარაკის მერე შეძლო კვინტის დაყოლიება, რომ მას ფიცი დაედო  და მსხვერპლი შეეწირა“. „ამიტომ, ძმებო, ჩვენ არ ვაქეზებთ მათ, ვინც მოდის მოხალისედ, რადგან სახარება ამას არ გვასწავლის“, - დაასკვნა მან.

III ასწლეული: ეკლესია კატაკომბებში
პრაქტიკულად თავისი არსებობის დასაწყისშივე დევნილობაში მყოფი ეკლესია მიწისქვეშეთში წავიდა, სადაც ქრისტიანულ მსახურებებს აღავლენდა. გერმანელი ისტორიკოსის თომას შაფის მტკიცებით, „ამ წყნარ თავშესაფრებში მათ ძალზე იშვიათად დევნიდნენ. მხოლოდ ერთხელ უწყება იყო იმაზე, რომ წარმართებმა ქრისტიანები სასაფლაოში ჩაკეტეს და ისინი მოკვდნენ, გაიგუდნენ“.

IV საუკუნე: ეკლესია მონასტრებში
IV საუკუნის დასაწყისში დევნის გაძლიერებამ გამოიწვია ის, რომ ქრისტიანები დატუსაღებას გაურბოდნენ და უდაბნოებში მიდიოდნენ - როგორც ჯგუფურად, ასევე ცალ-ცალკე. ეკლესიის ისტორიკოსი სოზომენი იუწყება, რომ ბევრი მისი თანამედროვე ქრისტიანთა დევნას მონაზვნობის წარმოქმნის მიზეზად ასახელებს:

„სხვები კი ამბობენ, რომ ამის მიზეზი რწმენისთვის დევნა იყო და რომ ამ ცხოვრებამ დასაბამი აიღო მაშინ, როდესაც ქრისტიანები გაურბოდნენ დევნას და საცხოვრებლებს იწყობდნენ მთებში, უდაბნოებსა და ტყეებში“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანებმა მოაწყვეს ცალკეული დასახლებები - შორს ხალხისგან და მდევნელებისგან. ამრიგად, მათ შეეძლოთ ლიტურგიის ჩატარება, რაც მათი ცხოვრების მთავარი აზრი იყო. ამის შედეგად ეკლესიაში ახალი მოვლენა გაჩნდა - მონაზვნობა.

XVI საუკუნე: საძმოები
XVI საუკუნის მეორე ნახევარში უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე ჩნდება საეკლესიო საძმოები. სწორედ მათი მოღვაწეობა გახდა გადამწყვეტი უკრაინელ ქრისტიანთა მიერ მართლმადიდებლობის სიწმინდისთვის ბრძოლაში, ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ყველას გაკათოლიკება სურდა.

1439 წელს ლვოვში ჩნდება მიძინების საძმო, რომელმაც მოაწყო სკოლა, ტიპოგრაფია და საავადმყოფო.  მოგვიანებით, ლვოვის მსგავსად, საძმოები გაჩნდა ბუსკში (1570), კამენეცში (1583), ლუბლინში (1586), სლუცკში (1586), ვილნიუსში (1587), დროგობიჩში (1589), მოგილევში (1589), გოროდკში (1590), პოლოცკში (1590), ოსტროგში (1591), ბრესტში (1591), პერემიშლეში (1592), მინსკში (1592), ვინიცში (1596), სანოკში(1600), ზამოსტიეში (1606), კიევში (1615), ლუცკში (1617), ხოლმში (1617), ნემიროვში (1626) და კრემენცში (1633). 

საძმოები აქტიურად არიან დაკავებულები განათლებით, ადვოკატურით და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვით რელიგიურ სფეროში.

მაგალითად, ლვოვის საძმომ შეძლო მაგისტრატში 2 ადგილის მოპოვება.

გარდა ამისა, საძმოებს აქტიური პოლემიკა ჰქონდათ გამართული კათოლიკებთან - ბეჭდავდნენ აპოლოგიებს და პოლემიკურ ტრაქტატებს, მონაწილეობდნენ დისკუსიებსა და დისპუტებში. შედეგად, სწორედ საძმოებმა შეძლეს უკრაინის ტერიტორიაზე მართლმადიდებლობის შენარჩუნება და არ დაუშვეს მისი მოსახლეობის სრული გაკათოლიკება.

XVII საუკუნე: ძველი რწმენა
1651-1660 წლებში რუსეთის მთავრობამ, პატრიარქ ნიკონის ინიციატივით, გადაწყვიტა „ძველი რწმენის“ რეფორმა -  რუსული მართლმადიდებლობა ბერძნულ წესთან სრულ შესაბამისობაში მოეყვანა. შედეგად, რუსი ხალხი გაიყო ორ ნაწილად - ხელისუფლებისადმი ლოიალურთა ნაწილი და მისი ოპოზიცია. „სტაროობრიადელები“ მდევნელებს სატანის მოციქულებად თვლიდნენ და არ სურდათ  რაიმე  საერთო ჰქონოდათ მათთან. ვინაიდან ბევრი აღიქვამდა თანამედროვე მოვლენებს როგორც სამყაროს დასასრულს, დამკვიდრდა თვითდაწვის პრაქტიკა - „სტაროობრიადცების“ ჯგუფი იკეტებოდა ქოხებში და იქ ცოცხლად იწვავდა თავს.

თუმცა მოგვიანებით „სტაროობრიადცები“ მიხვდნენ, რომ ამით ისინი ხელისუფლებას მოქმედების საშუალებას აძლევენ. ამიტომ მათ სხვა გზა აირჩიეს. სიცოცხლისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შესანარჩუნებლად, რუსი ქრისტიანები იძულებულები იყვნენ გაშორებოდნენ დიდ ქალაქებსა და გზებს, დამკვიდრებულიყვნენ წყნარ, მშვიდ ადგილებში და იქ მოეწყოთ საეკლესიო წესი და ყოფა. ფაქტიურად, მათ „შიდა“ სახელმწიფო შექმნეს, ანუ „ქვეყანა ქვეყანაში“.

                                                                 ***

ყველაფერი ზემოთხსენებული - მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მაგალითებისა, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქრისტიანები დევნის დროს. უკრაინაში შეიძლება გამოიყენონ ძველი გამოცდილება ან იმოქმედონ სხვანაირად. მთავარია გვახსოვდეს, რომ  ჩვენი სამყარო მოწყობილია ისე, რომ ქრისტეს ჭეშმარიტმა მიმდევრებმა არ უნდა წააგონ და, მით უმეტეს, ისინი არ უნდა გაქრნენ. მარტო იმიტომ, რომ  უფალმა იესო ქრისტემ თქვა: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ქრისტეს ეკლესია უკუნისამდე იდგება ამ მიწაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ