გაყოფის ტომოსი:მეუ-ს „გამაერთიანებელი კრების“ წლისთავისთვის
2018 წელს ჩატარდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „გამაერთიანებელი კრება“. ვინ გააერთიანა სინამდვილეში ამ „ეკლესიამ“ და რამდენად შეასრულა ტომოსმა თავისი ფუნქცია?
2020 წლის 15 დეკემბერს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები აღნიშნავდნენ თავის იუბილეს - ორი წლისთავს ამ სტრუტურის შექმნის მომენტიდან. მისმა მეთაურმა სერგიმ (ეპიფანე) დუმენკომ ძალიან საინტერესო სიტყვები თქვა კიევის წმინდა სოფიოს ტაძარში: „პატრიარქმა ბართლომემ და კონსატანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა ორი წლის წინ მიიღეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა არა მარტო უკრაინის მართლმადიდებლობის ისტორიის გეზი, არამედ, დარწმუნებული ვარ, მომავალში შეცვლის მთელი მართლმადიდებლობის ისტორიის გეზს. ეს იმიტომ, რომ ჩვენს ეკლესიაზეა დამოკიდებული მთელი მართლმადიდებლობის მომავალიც - იქნება თუ არ იქნება მშვიდობა მართლმადიდებელ ეკლესიაში“.
სერგეი დუმენკოს თავისი „წინამძღვრობის“ პერიოდში გაკეთებული აქვს ძალიან ბევრი არასწორი განცხადება, მაგრამ მისი ეს სიტყვები ზუსტად მიზანში მოხვდა - მსოფლიო მართლმადიდებლობაში 2018 წლამდე სუფევდა მშვიდობა და შედარებითი თანხმობაც კი, ხოლო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენისთანავე ეს მშვიდობა სრულიად გაქრა. მეტიც, მსოფლიო ეკლესია განიცდის აშკარა კრიზისს, რომელსაც უკვე ადარებენ 1054 წლის დიდ სქიზმას, როდესაც მართლმადიდებლობას გამოეყო რომის ეკლესია. ამიტომ სერგეი დუმენკოს სიტყვები „უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაზეა დამოკიდებული იქნება თუ არა მშვიდობა მართლმადიდებელ ეკლესიაში“, სრულიად მართებულია. მართებული მცირე შესწორებით - ეს მშვიდობა უკრაინაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკვე გაანადგურა. როგორი იქნება მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ - არავინ იცის.
მოდით ვნახოთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და დავბრუნდეთ ორი წლით უკან.
ტომოსი და ,,ერთიანობა'': მღვდელმთავრობა
იმისთვის, რომ გაემართლებინათ თავისი კანონიკური უსამართლობა ტერიტორიაზე და მოეხდინათ განხეთქილების უკრაინელი წევრების ლეგალიზება „უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში“, აუცილებელი იყო კანონიკური იერარქების, ესე იგი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების მონაწილეობა. მართლაც, ფორმალურად იმის ახსნა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის, რატომ იჭრება ფანარი რუსული ეკლესიის კანონიერ ტერიტორიაზე, შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია წავიდოდა განხეთქილების წევრებთან კავშირზე ტომოსის მიღების სურვილის გამო.
რა თქმა უნდა, ფანარში ხვდებოდნენ, რომ უმრავლესობა, კანონიკური ეკლესიის იმ მომენტისთვის თითქმის ასი ეპისკოპოსი, არავითარ პოლიტიკურ კომპრომისებზე ფილარეტ დენისენკოსთან და მაკარი მალეტიჩთან არ წავიდოდნენ.
სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ იჭრება ფანარი რუსული ეკლესიის კანონიერ ტერიტორიაზე, შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია წავიდოდა განხეთქილების წევრებთან კავშირზე ტომოსის მიღების სურვილის გამო.
ეს ესმოდათ ტომოსის ინიციატორებსაც უკრაინის მხრიდან - პოროშენკოს, პარუბის, იურაშს და სხვებს. ამიტომ მათ იმედი ჰქონდათ, რომ შეძლებდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ორ-სამ ათეულამდე მღვდელმთავრის დაყოლიებას უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოსა და უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კავშირისკენ.
2018 წლის 13 ნოემბერს, „გამაერთიანებელი კრების“ ჩატარებამდე ერთი თვით ადრე, მაშინ ჯერ კიდევ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა სვიმეონმა (შოსტაცკიმ) განაცხადა, რომ მის განკარგულებაშია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 15 ეპისკოპოსის რწმუნებითი ხელმოწერები, რომლებიც დადებითად აღიქვამენ „ავტოკეფალურ“ პროცესს და მზად არიან შეერწყან ფანარის მიერ ახლადშექმნილ სტუქტურას.
დაახლოებით იგივე ციფრებს აწვდიდნენ პატრიარქ ბართლომესაც. ასე, 2018 წლის აგვისტოში, პატრიარქ კირილესთან შეხვედრის დროს, ფანარის მეთაური ამტკიცებდა, რომ მის ახალ „ეკლესიას“ შეუერთდებიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის არა ნაკლებ 25 მღვდელმთავრისა. თავის მხრივ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი კლირიკოსი შიგნიდან ძაბავდა სიტუაციას და სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუებში ყვებოდნენ, რომ „უკვე იწყებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიებას მსახურების დროს“, „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები დაჯგუფებულები არიან და ერთობა უკვე აღარ არის“. აგრეთვე, მათი სიტყვებით, მსგავსი განწყობა შეინიშნება დიდი მონასტრების საძმოებშიც: „საძმოს პოზიცია არ ემთხვევა წინამძღვართა აზრებს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მეთაურის პოზიცია არ ემთხვევა საეპისკოპოსოს პოზიციას“.
და აი, როდესაც 2018 წლის 15 დეკემბერს ეგრეთ წოდებულ „გამაერთიანებელ კრებაზე“ მოვიდნენ არა ოცდახუთი (როგორც პატრიარქი ბართლომე ამბობდა), და არა თხუთმეტი (როგორც მიტროპოლიტი სვიმეონი ამბობდა), არამედ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ორი მღვდელმთავარი (და მათგან მხოლოდ ერთი მმართველი) - ეს იყო შოკი ფანარიოტებისთვის. გამოდის, რომ მთელი მათი ნათლად ჩამოყალიბებული იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ტომოსი ბოლოს და ბოლოს გააერთიანებს უკრაინული მართლმადიდებლობის ყველა „განშტოებას“, დაინგრა ერთ წუთში.
რა თქმა უნდა, თუ დავუშვებთ, რომ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში წავიდოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოს მეოთხედი, ასეთი თეზისი მაინც ცრუ იქნებოდა, ვინაიდან სიტუაციაში, სადაც მღვდელმთავრების ლომის წილი დარჩებოდა წინამძღვართან, არანაირ გაერთიანებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. მაგრამ როდესაც განხეთქილებას შეუერთდა მხოლოდ ორი, ჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება ასეთი „გაერთიანების“ სერიუზულად განხილვა?
ამიტომ ეპიფანე დუმენკოს სიტყვები, რომლებიც მან თქვა 2019 წელს იმაზე, რომ „15 დეკემბერს ჩვენ ყველას შეგვეძლო დაგვემოწმებინა უკრაინული მართლმადიდებლობის სამი განშტოების გაერთიანების ფაქტი“, აღიქმება მხოლოდ როგორც დაცინვა.
გაერთიანებების ,,გადასვლები''
მართალია, მაშინ 2018-ში უკრაინაში უკვე შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ იმედოვნებდნენ, რომ, მიუხედავად ახალშექმნილი სტრუქტურის ასეთი ერთობლივი მიუღებლობისა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსოს მიერ, ჩვეულებრივ მორწმუნეებს ამ პრობლემაზე სულ სხვა აზრი ექნებოდათ.
მართლაც, მაშინ ტომოსის მომხრეებს შორის სუფევდა გარკვეული ეიფორია. მათ მიაჩნდათ, რომ თვითონ ფაქტი ამ დოკუმენტის გადაცემისა არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რღვევისა და საეპისკოპოსოს, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მასიური მიგრაციის გარანტი ფანარის მიერ შექმნილ ახალ საეკლესიო სტრუქტურაში.
აი, რას ამბობდა ვინიცის მიტროპოლიტი სვიმეონი: „როდესაც გადმოგვცემენ ტომოსს, უკრაინის სამრევლოები გადავლენ ახალ ეკლესიაში. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდება მაშინ, როცა მიიღებენ კანონს, რომელიც დაარეგულირებს სამრევლოების დაქვემდებარების ნიუანსებს. ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს: ისინი უკრაინის ავტოკეფალურ თუ რუსულ ეკლესიაში იქნებიან“. 2018 წლის ნოემბერში ის სრული სერიუზულობით ამტკიცებდა, რომ „ვინიცკის ოლქის სოფლების მაცხოვრებლები ავტოკეფალიის მომხრეები არიან, ხოლო ვინიცის მაცხოვრებლები - „რუსული მშვიდობის““.
2018 წელს ტომოსის მომხრეებს შორის სუფევდა გარკვეული ეიფორია. მათ მიაჩნდათ, რომ თვითონ ფაქტი ამ დოკუმენტის გადაცემისა არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რღვევისა და საეპისკოპოსოს, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მასიური მიგრაციის გარანტი ფანარის მიერ შექმნილ ახალ საეკლესიო სტრუქტურაში.
კიევის საპატრიარქოს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „პატრიარქი“ ფილარეტ დენისენკო მაშინ დარწმუნებული იყო, რომ სამრევლოების მხრიდან ზეწოლის შედეგად უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გადავა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების უმრავლესობა: „ჩვენი გაანგარიშებით, საეპისკოპოსოს ორი მესამედი მზადაა ერთიან ეკლესიაში გადასვლისთვის. მათი სტიმული იქნება ის, რომ მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოები თვითონ დაიწყებენ იქ გადასვლას. ასე რომ, მღვდელმთავრები შეიძლება მრევლის გარეშე დარჩნენ და იძულებულები იქნებიან გაყვნენ თავიანთ სამწყსოებს“.
და მართლაც, „გამაერთიანებელი კრებიდან“ ერთი თვის შემდეგ სურათი, რომელიც დახატა ფილარეტმა, თითქოს ხორციელდებოდა კიდევაც ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში, „მორწმუნეთა გადასვლის“ მხრივ. სხვა საკითხია როგორ ხდებოდა ეს „გადასვლები“. იანვარში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა შეძლეს მიეტაცებინათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 243 სამრევლო - ფაქტიურად დღეში 10. თებერვალში ამ ციფრმა შეადგინა 153 სამრევლო - ნაკლები, ვიდრე იანვარში, მაგრამ მაინც ბევრი. თითქოს თუ ასეთი დინამიკა შენარჩუნდებოდა, მაშინ 2019 წლის ბოლოსთვის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლო დაეკარგა თავისი სამრევლოების მეოთხედიდან ნახევრამდე.
2019 წლის მაისში ეპიფანე ჯერ კიდევ იმედოვნებდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან გაერთიანებების მასიურ გადასვლას უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში. თუმცა არანაირი მასიურობა არ ყოფილა და 2019 წლის 10 თვეში (მარტიდან დეკემბრამდე) უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას მიუერთეს 150 ტაძარი. ამასთან, „გადასვლის“ უმრავლესობა მოხდა ძველი ხელისუფლებისა და პრეზიდენტ პოროშენკოს უშუალო მხარდაჭერით. როგორც კი პოლიტიკური კონიუქტურა შეიცვალა - თითქმის შეწყდა თვით „გადასვლებიც“, რამაც გამოიწვია ის, რომ უკვე 2020 წლის სექტემბერში დუმენკო ჩიოდა, რომ ახალი ხელისუფლების დროს „გადასვლები“ შეწყდა.
მეტიც, იგივე შოსტაცკი, რომელიც „გამაერთიანებელი კრების“ წინ ამტკიცებდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერას ვინიცკის ოლქის სოფლების სამრევლოების მხრიდან, 2019 წლის ივნისში ყვებოდა, რომ ძალიან ბევრი დაკარგა: „მე მყავდა 320 სამრევლო, ახლა დამრჩა 20. მყავდა 280 მღვდელი, დარჩა მხოლოდ 30“. ესე იგი, იმ ეპარქიაშიც კი, სადაც უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გადავიდა მმართველი მღვდელმთავარი, რომელიც გადასვლამდე სარგებლობდა ავტორიტეტითა და პატივისცემით მორწმუნეთა შორის, სამრევლოებმა უარი თქვეს განხეთქილების მომხრეებთან კავშირზე. პატივისცემასთან ერთად მიტროპოლიტმა სვიმეონმა (შოსტაცკიმ) ეპარქიაც დაკარგა...
„მე ძალიან ბევრი დავკარგე. მყავდა 320 სამრევლო, ახლა დამრჩა 20. მყავდა 280 მღვდელი, დამრჩა მხოლოდ 30“.
მეუ-ს ყოფილი მიტროპოლიტი სიმონი (შოსტაცკი)
არაფერი არ შეუძენია უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გადასვლით უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილ მიტროპოლიტსაც ალექსანდრე დრაბინკოს. მან კი მიიღო უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში „მმართველი მღვდელმთავრის“ სტატუსი, მაგრამ რეალურად არანაირი ეპარქია არ აქვს. ამ მომენტისთვის ის იძულებულია დროის უმეტესი ნაწილი დაუთმოს იმას, რომ თავი შეახსენოს ხოლმე - ყოფილი მიტროპოლიტი მოგზაურობს თავისი ახალი „თანამშრომელ-მღვდელმთავრების“ „ეპარქიებში“, სურათებს იღებს მათთან ერთად და ინტერვიუებს აძლევს სხვადასხვა გამოცემებს, რომელთა რანგი ყოველ ჯერზე სულ დაბლა და დაბლა იწევს. ამ დროისთვის დრაბინკოს მომავალი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში არ ისახება ნათლად, იმიტომ რომ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ან უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი წარმომადგენლებიდან თავის „ეპარქიას“ მას არავინ არ მიცემს, ერთადერთი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ტაძრის იმედი ჰქონდეს.
სიცრუე და ძალადობა
საბოლოოდ, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შემქმნელებსა და ინიციატორებს გაერთიანებების მხრიდანაც ელოდა სრული განხიბლვა - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან, რომელიც ითვლის 12 000 მეტ გაერთიანებას, მათ შეძლეს სულ 500 ტაძრამდე მიტაცება. ხაზს ვუსვამთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში კანონიკური ეკლესიის გაერთიანებები, მიუხედავად ტაძრების დაკარგვისა, მართლმადიდებლობის ერთგულები დარჩნენ,.
ამასთან, ბოლო თვეებში ჩვენ გავხდით ძალადობისა და აშკარა სიცრუის მოწმეები, რომელსაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები იყენებდნენ ტაძრების მიტაცებისას.
მაგალითად, ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ ზადუბროვკას ფანარის მიერ ახლადშექმნილი სტრუქტურის წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს - სცემეს დანისა და ხელკეტების გამოყენებით, თანაც ისე, რომ ისინი აღმოჩნდნენ საავადმყოფოში, ერთ-ერთს კი თვალის ოპერაცია დაჭირდა.
ცოტა ხნის წინ, 12 დეკემბერს, ესე იგი „კრების“ ორიწლისთავამდე სამი დღით ადრე, იმ „კრების“, რომელსაც უნდა „გააერთიანებია“ უკრაინელი მართლმადიდებლები, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ათეულმა „მორწმუნემ“, ბიტებითა და კასტეტებით შეიარაღებულებმა, ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ მიხალჩაში შეეცადნენ წაერთმიათ ტაძარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებისთვის, ბარბაროსულად, ლომებით გატეხეს მართლმადიდებლური ეკლესიის კარი.
ჩერკასკის ოლქის სოფელ ბუჟანკაში გაერთიანების „გადაყვანა“ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში დოკუმენტების ფალსიფიცირებასთან იყო დაკავშირებული, ამჟამად ამ საკითხზე გახსნილია ორი სისხლის სამართლის საქმე.
უმე(კ) და მეუ: ფაქტები
გვესმის კი მსგავსი სიახლეები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა შესახებ? თუ დადიან ისინი კასტეტებით და ხელკეტებით იმისთვის, რომ „გადაიყვანონ“ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები კანონიკურ ეკლესიაში? არა, არ დადიან. ისინი საკუთარ ტაძრებსაც კი არ იბრუნებენ არმატურების საშუალებით. უბრალოდ იმიტომ, რომ ქრისტიანები არიან და არმატურას დანიშნულებით იყენებენ - მისი დახმარებით ამაგრებენ ახალი ტაძრების საძირკვლებს, მიტაცებულთა ნაცვლად. თითქმის ყოველ კვირას გვესმის ახალი ამბები იმის შესახებ, რომ სადღაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ ააშენა ტაძარი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიტაცებულის ნაცვლად. ზაკარპატიეში, ვოლინში, ბუკოვინაში, ტერნოპოლის ოლქში და უამრავ სხვა ადგილას ვხედავთ, რომ კანონიკური ეკლესიის მორწმუნეები მოქმედებენ როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები: მას შემდეგ, რაც მათ ტაძარს ართმევენ, ისინი კასტეტებით და ბარებით იმ ხალხის საცემრად კი არ მიდიან, არამედ ახალ ტაძარს აშენებენ.
ცოტა ხნის წინ გამოვიდა ფილმი მეზობელი სოფლების ბუტინისა და კინოჰოვცის ჭეშმარიტი ქრისტიანების შესახებ, სადაც კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ახლა ეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიაა) „მლოცველებმა“ რიგრიგობით წაართვეს მორწმუნეებს ორი ტაძარი - ჯერ ერთ სოფელში, შემდეგ მეორეში. რა მოიმოქმედეს გაერთიანების წევრებმა? თავიდან მნათეს სახლში ლოცულობდნენ, შემდეგ პატარა ტაძარი ააგეს ხისა და ნახერხის ფილებისგან, ბოლოს ქველმოქმედთა დახმარებით ააშენეს ახალი მშვენიერი ეკლესია. მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ეს ხალხი სულაც არ გაბოროტებულა. მათი სიყვარული ღვთის მიმართ, ერთმანეთის მიმართ და მათი მაჭირვებლების მიმართაც მხოლოდ გაძლიერდა.
„გადაცემის“ შედეგად მართლმადიდებელ ქრისტიანთა გაერთიანება არ ქრება ტაძართან ერთად: ხალხი აგრძელებს ლოცვას, იკრიბებიან სახლებში, მღვდლები ატარებენ წირვას და, მიუხედავად ყველა პრობლემისა, გაერთიანება ცხოვრობს სრულყოფილი სულიერი ცხოვრებით.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები არმატურას დანიშნულებით იყენებენ - მისი დახმარებით ამაგრებენ ახალი ტაძრების საძირკვლებს, მიტაცებულთა ნაცვლად.
სწორედ ამიტომ, 2020 წლის შედეგების მიხედვით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აჩვენა დადებითი ზრდა პრაქტიკულად ყველა მონაცემით: გაჩნდა 36 გაერთიანებით მეტი, 45 მღვდელი, კიდევ ერთი ახალი მონასტერი. ახლა, წართმეული ტაძრების გათვალისწინებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ითვლის 12 347 გაერთიანებას, 12 546 მღვდელს, 255 მონასტერს, 4548 ბერს. ნუთუ ეს არ მეტყველებს იმაზე, ვისთან არის ჩვენი ხალხი?
ამასთან ერთად, მიუხედავად დუმენკოს ყველა განცხადებისა, ჩვენ ვერ ვხედავთ მისი სტრუქტურის ოდნავ ზრდასაც კი. საინტერესოა ციფრების შედარება, რომლებიც მან 2020 წლის 15 დეკემბერს და 2019 წლის 14 დეკემბერს წარადგინა.
ამ ციფრების თანახმად, უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს „7000-ზე მეტი სამრევლო“ (ზუსტად ამდენი, „7000-ზე მეტი“, კონკრეტული ციფრების გარეშე, მას ჰყავდა შარშანაც), „4500-ზე მეტი კლირიკოსი“ (ზუსტად ეს ციფრები ჟღერდა 2019 წელსაც), „80 მონასტრამდე“ (2019 წელს უფრო კონკრეტული ციფრი ჟღერდა - 77 მონასტერი, წელს, ეტყობა, გადაწყვიტეს დამრგვალება) და 60 „მღვდელმთავარი“ (ნაცვლად 62-ისა 2019-ში).
გაინტერესებთ, რატომ ასახელებს დუმენკო სამრევლოებისა და მღვდლების მიახლოებით ციფრებს? იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მათი დათვლა შეუძლებელია, ვინაიდან ბევრი მათგანი აქამდე იმყოფება კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობაში.
მეორეც, ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის, რამდენი სამრევლო დარჩება უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ წლის ბოლომდე, მით უმეტეს კი უფრო შორეულ პერსპექტივაში. „მღვდელმთავრების“ დათვლა კი ჯერ კიდევ შეიძლება, აღმოჩნდა, რომ ეს ციფრი ორით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
ლაპარაკია „ეპისკოპოს“ ფილარეტ პანკუზე, რომელიც გარიცხეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობიდან და გარდაცვლილ „ეპისკოპოსზე“ იოანე ბოიჩუკზე. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში მას არ გაახსენდა დენისენკო, შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ კიევის წმინდა სოფიოს ტაძარში „პარაკლისის“ დროს აღნიშნა, რომ ფილარეტი „აღმოჩნდა განსაცდელში და ის ჩვენ შორის აღარ არის“.
„განსაცდელისკენ“ აპელირება არანაირად არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ტომოსმა ვერ შეძლო უკრაინის მართლმადიდებლების არა მარტო გაერთიანება, არამედ თვით უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოიწვია გაყოფა, აგრეთვე გაყო ის ადგილობრივი ეკლესიები, რომელთა წინამძღვრებმა ის ცნეს და გაყო მსოფლიო მართლმადიდებლობაც.
ტომოსი და აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი
აქ საკმარისია გავიხსენოთ, რომ ტომოსის „აღიარება“ ხდებოდა არა საეკლესიო არგუმენტაციის, კანონიკური დასაბუთების ან სხვა, მართლმადიდებლური აზროვნებისთვის გასაგები არგუმენტების ძალით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისა და საბერძნეთისა და კვიპროსის ხელისუფლების პირდაპირი მონაწილეობით, რომლებიც მოქმედებდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებით.
მაგალითად, 2020 წლის 9 დეკემბერს აშშ-ს ელჩმა ათენში ჯეფრი პაიეტმა განაცხდა, რომ „საბერძნეთი და შეერთებული შტატები მუშაობენ როგორც სტრატეგიული პარტნიორები, მათ უნდა უპასუხონ კითხვას, რომელსაც რუსეთი აყენებს ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების წინ, კერძოდ კი ეს რელიგიური გამოხატვის თავისუფლებაა აქ, ევროპაში“.
მისი გაგებით, აშშ-მა უნდა დაიცვას არა რელიგიური თავისუფლება ზოგადად, არამედ კერძოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო: „რუსეთი არა მხოლოდ ძირს უთხრის მსოფლიო პატრიარქის ავტორიტეტს, არამედ აგრძელებს მცდელობას დაარღვიოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა, თესავს არასტაბილურობას და იმ დამოუკიდებელ ხალხთა სუვერენიტეტს ასუსტებს, სადაც უმრავლესობა მართლმადიდებელია,“. ამასთან, პაიეტი პირდაპირ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ რუსეთის მთელი ეს „გამოწვევა“ განპირობებულია რუსეთის მართლამადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიუღებლობით: „შარშან, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა, უკრაინელი ხალხის სურვილის შესაბამისად, მიანიჭა ავტოკეფალია უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას, რუსეთმა პასუხად გაწყვიტა ურთიერთობა მის უწმინდესობასთან. შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაწყვიტა ურთიერთობა ან დაემუქრა, რომ გაწყვეტს ურთიერთობას სხვა ეკლესიებთანაც, რომლებმაც მსოფლიო პატრიარქის მაგალითს მიბაძეს.
თუმცა ამერიკელი ჩინოვნიკი დარწმუნებულია, რომ ის ჯგუფი, რომელიც აღიარებს უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას, უსათუოდ გაიზრდება, იმიტომ რომ ფანარის მხარდაჭერა „აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხია“. ამასთან დაკავშირებით, გვინდა კითხვა დავუსვათ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს: სირცხვილი ხომ არ არის, რომ მთელი მათი მომავლის იმედები დაკავშირებულია „აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხთან“? როგორ გრძნობენ თავს „მორწმუნეები“, რომლებმაც იციან, რომ მათი „ეკლესია“ შეიძლება აღიარონ მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სპეცსამსახურების ზეწოლის შედეგად? და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს კონკრეტული ადამიანის სულის გადარჩენასთან? საშინელ სამსჯავროზეც უნდა გასცეს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები?
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იმ ეკლესიებში, რომელთა წინამძღვრებმა აღიარეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია, უძლიერესი ზეწოლის პირობებშიც კი, არის უამრავი იერარქი, მღვდელი და მორწმუნე, რომელთაც არ სურთ განხეთქილების მონაწილეებთან ერთობა.
იმ ეკლესიებში, რომელთა წინამძღვრებმა აღიარეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია, უძლიერესი ზეწოლის პირობებშიც კი, არის უამრავი იერარქი, მღვდელი და მორწმუნე, რომელთაც არ სურთ განხეთქილების მონაწილეებთან ერთობა.
მთელი მართლმადიდებელი სამყარო ცოტა ხნის წინ გახდა იმის მოწმე, რომ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის თითქმის ნახევარმა უარი თქვა აღიაროს კანონიკურად უკრაინაში შექმნილი რელიგიური სტრუქტურა. ამ ეკლესიის ზოგიერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ არ იქნებიან თანამსახურებაში თავიანთ წინამძღვართან, თუ ის მოიხსენიებს დუმენკოს როგორც „კიევის მიტროპოლიტს“. მსგავსი სურათი წარმოდგენილია არა მარტო იქ, არამედ საბერძნეთის ეკლესიაშიც. მაგალითად, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა მოყვა, რომ ამ ეკლესიის ბევრი მღვდელი „ან სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს თანამსახურებაზე, როდესაც მათ პატიჟებენ დღესასწაულებზე, ან მოდიან და ლოცულობენ საკურთხეველში, არ იმოსებიან, რომ არ იმსახურონ და არ ეზიარონ მათთან ერთად, ვინც „თავი შეირცხვინა“ განხეთქილების მონაწილეებთან თანამსახურებით.
ვინ „გააერთიანა“ ტომოსმა?
რა შედეგი მივიღეთ? უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსმა ვერ გადაწყვიტა უკრაინის მართლმადიდებელი „განშტოებების“ გაერთიანების პრობლემა და ვერ შექმნა ერთიანი სტრუქტურა ყველა მორწმუნისა, რომლებიც ერთობაში იქნებოდნენ მსოფლიო მართლმადიდებლობასთან (რასაც დეკლარირებდა ფანარი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის დროს). გარდა ამისა, მან არა მარტო არ შეასრულა თავისი ამოცანა უკრაინაში, არამედ გახდა გაყოფისა და წინააღმდეგობის მიზეზი მთელი მსოფლიოს ადგილობრივ ეკლესიებში.
პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ათონის ბერის ნიკიტას განცხადებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტომოსი „ბოლო ათწლეულების უდიდესი საეკლესიო მოვლენაა“, უპასუხა, რომ „უკრაინული ავტოკეფალია არა მარტო არ შეიძლება ჩაითვალოს „ბოლო ათწლეულების უდიდეს საეკლესიო მოვლენად“, არამედ პირიქით - ეს იყო ბოლო ათწლეულების ყველაზე ტრაგიკული საეკლესიო მოვლენა“.
უკრაინული ავტოკეფალია არა მარტო არ შეიძლება ჩაითვალოს „ბოლო ათწლეულების უდიდეს საეკლესიო მოვლენად“, არამედ პირიქით - ეს იყო ბოლო ათწლეულების ყველაზე ტრაგიკული საეკლესიო მოვლენა.
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე
მისი სიტყვებით, მშვიდობისა და ერთობის მაგივრად ტომოსმა გააჩაღა „კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის უპრეცედენტო დევნა, რომელიც მიტროპოლიტ ონოფრეს ომოფორს ქვეშ არის შეფარებული“: „ცემენ ეპისკოპოსებს, მღვდლებს, ბერებს და მორწმუნეებს, მიდის მონასტრებისა და ტაძრების მიტაცება, კანონიკური ეკლესიის გაერთიანებებს დევნიან, აიძულებენ შეიცვალონ სახელწოდება და დაირქვან „რუსული ეკლესია“, ხდება უპრეცედენტო ზეწოლა“. მღვდელმთავარი დარწმუნებულია, რომ ტომოსმა არ უშველა იმ ხალხსაც, ვინც მხარს უჭერდა მას უკრაინაში, ვინაიდან „ადამიანები, რომლებიც დევნიან, ძარცვავენ, ძალადობენ, გადარჩენის გზას კი არ ადგანან, არამედ დაღუპვის გზას“.
და ალბათ სწორედ პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე აკეთებს იმ ყველაფრის საუკეთესო დასკვნას, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა უკრაინაში და მართლმადიდებლობაში: „მსოფლიო პატრიარქი ცდილობდა უკრაინის ავტოკეფალიის მეშვეობით გამოეყვანა (თითქოს) „ცხონების გზაზე“ ერთი მუჭა ადამიანები, უკრაინელი ხალხის უმნიშვნელო უმცირესობა. და რას მიაღწია მან ბოლო-ბოლო? ვერ შეძლო მათი „ცხონების გზაზე“ გამოყვანა და ამასთან ერთად გამოიწვია სრულიად მართლმადიდებლური განხეთქილება. ეს არის მსოფლიო საპატრიარქოს „მიღწევა“? ეს არის „ცხონების გზაზე“ დადგომა?
მართლაც - ეს ყველაფერი ფანარიოტული „ცხონების გზა“ ხომ არ არის?