ებრაული რბევები და უმე-ს წმენდა: არის თუ არა განსხვავება?
ХХ საუკუნეში ევროპაში ებრაელთა მასიური მკვლელობები წარმოებდა, რომლებსაც არსებობის უფლებას ართმევდნენ. დღესდღეობით უმე-ს მიმართ მსგავსი პროცესები მიმდინარეობს.
გასული წლის ზამთარში ბევრმა ნახა საშინელი კადრები, თუ როგორ მიდიან მართლმადიდებელი ქრისტიანები ტერნოპოლში ღვთისმსახურებაზე ეგრეთ წოდებული „სირცხვილის დერეფნის“ გავლით. ეს ვიდეო იმდენად შოკს იწვევდა, რომ რაღაც მომენტში მოგვეჩვენა: მსგავსი არაფერი, პრინციპში, არ შეიძლება რომ მოხდეს.
მაგრამ ეს კვლავ მოხდა - და ამჯერად არა სადღაც უკრაინის დასავლეთში, არამედ ჩვენი ქვეყნის შუაგულში - კიევში, ლავრასთან ახლოს, ღირსი აღაპიტეს ტაძართან. საფარველის დღესასწაულზე მორწმუნეებს კვლავ მოუხდათ „სირცხვილის დერეფნით“ გავლა - „აქტივისტთა“ ყვირილის, პრანჭვა-გრეხვისა და შეძახილების ფონზე, რომლებიც ითხოვდნენ ეკლესიის განდევნას ლავრიდან. რას ნიშნავს ეს „დერეფნები“ და რატომ არანაირად არ რეაგირებს მათზე უკრაინის ხელისუფლება.
ებრაელთა დარბევები უკრაინაში
უკრაინაში ებრაელთა დარბევებს აქვთ საკმაოდ დიდი და ძალზე სევდიანი ისტორია.
პირველ (რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ) რბევას ადგილი ჰქონდა ლვოვში 1918 წელს. მის შესახებ ცოტამ თუ იცის რამე, იმიტომ რომ ის მოხდა პოლონელებსა და უკრაინელებს შორის შეიარაღებული ბრძოლის დროს, რომელიც მიმდინარეობდა აღმოსავლეთ გალიციაში მმართველობის გამო. მაშინ უკრაინელებმა ჯერ 70 ებრაელი მოკლეს. და როდესაც პოლონეთმა დაიპყრო ქალაქი, პოლონელმა სამხედროებმა მოაწყვეს დარბევა, სადაც 100-მდე ებრაელი დაიღუპა. 1918 წლის ნოემბერში იმ დარბევის დროს 200-მდე ადამიანი იყო მოკლული.
სულ სხვა მაშტაბები ჰქონდა დარბევებს ნაცისტურ გერმანიაში. მათ დარბევებსაც ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ეს მასიური მკვლელობები იყო. ისინი მარტო გერმანიის შიგნით კი არ ხდებოდა, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. მარტო უკრაინაში მაშინ ასი ათასობით იუდეველი იყო მოკლული, ხოლო ქვეყნის ორი ქალაქი - ოდესა და სტრი - გამოცხადებული იყო „იუდენფრაი“ ზონებად, რაც „ებრაელებისგან თავისუფალს“ ნიშნავს.
1941 წლის ოქტომბერში ოდესა ოკუპირებული იყო რუმინული ჯარების მიერ და ტრანსრისტრიის დედაქალაქად იყო გამოცხადებული. ქალაქის ხელისუფლებამ დაგეგმა სრული „წმენდა“ ებრაელებისგან. 1942 წლის 14 იანვრიდან 20 თებერვლამდე ისინი დეპორტირებულები იყვნენ ოდესის ოლქის ბერეზოვსკის რაიონში, რის შემდეგაც ქალაქი ებრაელებისგან თავისუფალი გამოაცხადეს. ბოგდანოვკაში, ოდესიდან უმანში შუაგზაზე, ჩამოიყვანეს 100 ათასი ებრაელი. მათ აშიშვლებდნენ და ხვრეტდნენ. ქონებას ართმევდნენ.
მსგავსი რამ ხდებოდა სტრიეშიც, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში (1941 წლის ნოემბრიდან 1942 წლის დეკემბრამდე) მოკლული იყო 1200 ებრაელი, ხოლო 3000-ზე მეტი - სიკვდილის ბანაკებში იყო გაგზავნილი. 1943 წლის თებერვალში 2000-მდე ებრაელი იყო დახვრეტილი სტრიაში, ხოლო 1943 წლის მაისში - 1000. წვავდნენ ებრაელთა სახლებს, ებრაელებს დევნიდნენ და ანადგურებდნენ ნებისმიერი ხერხით. თუმცა, როგორც ებრაულ ენციკლოპედიაში წერდნენ, ეს ყველაფერი არ ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების გარეშე. 1943 წლის აგვისტოში გერმანულმა ხელისუფლებამ სტრი გამოაცხადა როგორც „იუდენფრაი“. თუმცა ამის შემდეგაც სტრის მიდამოებში არაერთხელ აღმოუჩენიათ და დაუხვრეტიათ დამალული ებრაელები.
უკეთესი ხვედრი არც იმ ებრაელებს ერგოთ, რომლებიც დასავლეთ უკრაინის ქალაქებში ცხოვრობდნენ.
1941 წლის 29 ივნისს ლვოვში დაიწყო რბევა, რომელიც 3 ივლისამდე გაგრძელდა. ამ 5 დღის განმავლობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქის ქუჩებში დაახლოებით 4000 იუდეველი მოკლა.
1941 წლის 25-27 ივლისს დარბევაში, რომელიც სიმონ პეტლიურას სახელით ცნობილია სახელწოდებით „პეტლიურას დღეები“, ლვოვის უკრაინელი მოსახლეობის მიერ კიდევ 2000-მდე ებრაელი იყო მოკლული.
1941 წლის ნოემბერში აქციის დროს, რომელსაც ეწოდა „სიკვდილის ხიდი“, 5000-მდე ებრაელი გაანადგურეს. ამ დანაშაულში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანული პოლიციის უფროსი ალბერტ ულრიხი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ხელისუფლება.
აი, რას წერს დავით კაჰანე, ლვოვის ერთ-ერთი რაბინი: „ამ საშინელი სპექტაკლის მაყურებლები იყვნენ ლვოვის „არიული“ მოსახლეების უზარმაზარი ბრბოები. მოედნები ციხეების წინ, ციხეების ეზოები და კორიდორები სავსე იყო ხალხით, ვინც დაუფარავი ნიშნისმოგებით თვალყურს ადევნებდა მიმდინარე მოვლენებს. დროდადრო ისმოდა ისტერიული კივილი: „დახვრიტეთ მკვლელები!“ აქა-იქ ბრბოს მოხალისეები „ურიათა ჩაქოლვაში“ გერმანელებს დახმარებას სთავაზობდნენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაშისტები ვერ მიაღწევდნენ ასეთ საშინელ შედეგს ადგილ ობრივი მოსახლეობის გარეშე. ლვოვის „არიული“ მოსახლეობა ებრაელთა მიმართ იმდენად სავსე იყო ბოროტებით და ზიზღით, რომ ისინი სიამოვნებით მონაწილეობდნენ ებრაელებისგან ქალაქის „წმენდაში“.
რამდენიმე ფოტო ქვემოთ მშვენიერ ილუსტრირებაა იმისა, რაც 1941 წელს ლვოვის ქუჩებში ხდებოდა - „სირცხვილის დერეფნები“, შეურაცხყოფები, დამცირებები, ცემა და საბოლოოდ მკვლელობები.
„უმეფრაი“
როდესაც ლვოვის 40-იანი წლების დარბევების ფოტოებს უყურებ, მერე კი უყურებ ვიდეოს, სადაც მართლმადიდებელი მორწმუნეები მიდიან ღვთისმსახურებაზე ან უკან ბრუნდებიან, ხვდები, რომ ისტორია მეორდება.
ყველაფერი იგივეა: „სირცხვილის დერეფნები“, შეურაცხყოფები, დამცირებები და ხელისუფლების აღვირახსნილობა. ერთი განსხვავებით - ჯერ არ კლავენ. ალბათ იმიტომ, რომ „ბრძანება“ არ გაცემულა. მაგრამ შინაგანად უკრაინის „არიული“ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი მისი დასავლეთის ნაწილი, ამისთვის უკვე მზად არის.
მაგალითად, სტრიასთან ახლოს, გოროდენკაში, ჯერ მიიტაცეს უმე-ს ტაძარი, შემდეგ დაწვეს შენობა, სადაც უმე-ს მორწმუნეები სალოცავად იკრიბებოდნენ. ამის შემდეგ სოცქსელებში ჩნდება პუბლიკაციები, რომელთა ავტორები პირდაპირ მოუწოდებენ, რომ გაუმკლავდნენ ებრაელებს მართლმადიდებლებს, ხოლო ქალაქის ხელისუფლება იმუქრება, რომ „იპოვის და დასჯის“ ყველას, ვინც ღვთისადმი ლოცვას კერძო წესით გაბედავს.
მსგავსი რამ ხდება ნადვორნის და ივან-ფრანკოვსკის ოლქებშიც, სადაც ხელისუფლება ძალის გამოყენებით ანადგურებს უმე-ს მრევლს, ხოლო მერი ანდრიიოვიჩი იმუქრება, რომ „დაამყარებს წესრიგს“ მორწმუნეთა შორის, თუ გაიგებს, რომ ისინი მაინც ჩუმად იკრიბებიან ღთისმსახურებებზე. მერის ქვეშევრდომები კი იმუქრებიან, რომ საყოველთაოდ გამოფენენ ამ ადამიანთა სიებს.
ანდრიიოვიჩი აშკარად ბაძავს ლვოვისა და ივან-ფრანკოვსკის ხელმძღვანელობას, სადაც უკვე განაცხადეს, რომ მათი რეგიონები არის „უმეფრაი“, ესე იგი მართლმადიდებებისგან „დაცულები“. აი, მაგალითად, რა დაწერა ფრანკოვსკის მერმა მარცინკივმა მას შემდეგ, რაც მიიტაცეს უმე-ს საკათედრო ტაძარი: „ეს იყო ბოლო ტაძარი ივან-ფრანკოვსკის ოლქში, რომელიც ეკუთვნოდა მოსკოვის საპატრიარქოს უმე-ს. ჩვენ დიდხანს მივდიოდით ამ მოვლენამდე და მთელ ქვეყანას საუკეთესო მაგალითი ვაჩვენეთ. <...> ვისურვებდი, რომ მთელი ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რის გამოც ჩვენი ბიჭები და გოგონები სისხლს ღვრიდნენ, გაიწმინდოს მოსკოვის საპატრიარქოსგან“.
აი, ლვოვის თავკაცის სადოვოის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ „ორ დღეში ჩვენს ქალაქში მოსკოვის საპატრიარქოს ისტორია დავასრულეთ“.
გასაგებია, რომ არც ანდრიიოვიჩი, არც მარცინკივი, არც სადოვოი არ აპირებენ შემოიფარგლონ მხოლოდ დასავლეთ უკრაინით - უმე-სგან გაწმენდილი, ესე იგი „უმეფრაი“ უნდა იყოს მთელი ქვეყანა. მით უმეტეს, რომ ამისკენ მოუწოდებენ უბკე-ის წამომადგენლებიც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ამ სტრუქტურის მღვდელი ნიკოლოზ მედინსკი თავის მრევლს ეუბნებოდა, რომ „ჩვენ უნდა გავწმინდოთ და დავეხმაროთ წმენდაში მათ, ვინც ჩვენს გვერდით არის... სულიერი ოკუპანტისგან“, ესე იგი უმე-სგან.
ანტისემიტიზმი და წარმართობა
თქვენ იკითხავთ, როგორ ხდება ის, რომ ანაფორიანი ადამიანი ქვეყნის ტერიტორიიის სხვა ადამიანებისგან გაწმენდისკენ, ფაქტიურად, დარბევისკენ მოუწოდებს? ან როგორ მოითხოვენ ამას ის სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც დადიან ტაძრებში და თავს მორწმუნე ადამიანებად თვლიან?
პასუხი ერთია, რომ ვერც მედინსკის, ვერც ნებისმიერ სხვას, ვინც „არასწორი“ მორწმუნეებისგან უკრაინის „გაწმენდას“ მოუწოდებს, ვერ ვუწოდებთ ქრისტიანებს, ისინი წარმართები არიან.
საქმე იმაშია, რომ ბევრი თვლის, რომ წარმართები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ისინი, ვისაც არაფერი არ სმენიათ ქრისტეზე. სინამდვილეში კი, შეიძლება ბევრი რამ იცოდე ქრისტეზე და ამავდროულად არ იცნობდე თვით ქრისტეს. წარმართობა - „რწმენაა“ კეთილი საქმეების გარეშე, ეს ცარიელი თეორიაა, რომელიც არ კრძალავს მკვლელობას, ძარცვას, ტაძრის კარების ან „მტრის“ თავების ძალაყინით გატეხვას. ნაცისტებიც ღვთის მორწმუნე ადამიანებად თვლიდნენ თავს. მათ ქამრის ბალთებზე წარწერა ჰქონდათ «Gott mit uns» (გერმ. „ჩვენთან არს ღმერთი“), ბევრი მათგანი პატიოსანი კათოლიკე იყო. მაგრამ ამის გამო ისინი ქრისტიანები არ იყვნენ. თუ შენი ღმერთი ზიზღის ნებას გაძლევს, მაშინ ის ჯვარცმული ღმერთი არ ყოფილა.
სწორედ ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ დღეს უმე-ს დევნა - ანტისემიტიზმის წარმართული ფორმაა, რომელსაც ფესვები რომის იმპერიაში, პირველი ქრისტიანების დევნაში აქვს გადგმული.
დიახ, ეკლესიის ისტორიის დასაწყისში რომაელები ქრისტიანებს იუდეველებისგან ვერ ანსხვავებდნენ.
ჯერ ერთი, უფალი იესო ქრისტე და ყველა მოციქული იუდეველები იყვნენ. მეორე, მოძღვრის მიმდევართა უმრავლესობა გალილეიდან იყვნენ - იუდეველები. მესამე, ქრისტეს სწავლება თავიდან სინაგოგებში ვრცელდებოდა.
შემდეგ, თვით ქრისტიანული ღვთისმსახურება და ღვთის განდიდების ტრადიციული ფორმები წარმოიშვნენ სინაგოგური ღვთისმსახურების ფორმით: კითხულობდნენ ძველ აღქმას, ფსალმუნებს. ბერძნულენოვან სამრევლოებშიც კი იხმარებოდა სიტყვა „ამინ“, „ალილუია“, „ოსანა“, რაც, რა თქმა უნდა, წარმართების მიერ აღიქმებოდა როგორც იუდაიზმის ერთ-ერთი ფორმა. ხოლო იუდეველები რომის იმპერიაშიც არ უყვარდათ და ყველანაირად ცდილობდნენ „ებრაული საკითხის“ გადაწყვეტას. მათ იტანდნენ, მაგრამ მხოლოდ დროებით. და როგორც კი გამოჩნდა მათთან გამკლავებისთვის ხელსაყრელი მომენტი, ხელისუფლებამ ისარგებლა ამით. ქრისტიანთა პირველი დევნა, ნერონის მიერ ინიცირებული, სწორედ იუდეველთა დევნა იყო, რომლებიც ემიჯნებოდნენ ქრისტიანებს, მაგრამ მათ ეს ცუდად გამოსდიოდათ.
პროფესორი ბოლოტოვი თავის ცნობილ წიგნში „უძველესი ეკლესიის ისტორია“ წერს, რომ „მოციქულ პავლესა და ფილოსოფოს სენეკას შორის დაუჯერებელ და ძირითადად გაყალბებულ მიმოწერაში არსებობს ერთი წერილი, რომელიც ეხება ამ პროცესს. მასში მოცემულია ფაქტიური დეტალები, რომლებიც გვაძლევენ იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ამ შემთხვევაში ავტორს ხელთ ჰქონდა რაღაც ნადვილად ისტორიული წყაროები. იქ არის საინტერესო ჩვენება: „ქრისტიანებს და იუდეველებს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, სიკვდილით სჯიდნენ, როგორც ხანძარში დამნაშავეებს“.
ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველად რომის იმპერიის ხელისუფლებისთვის ქრისტიანები გაიგივებულები იყვნენ იუდეველებთან, რომლებსაც „ჩვეულებრივ“ ყველა ცოდვაში დებდნენ ბრალს.
მსგავსი რამ ხდება ახლა უკრაინაშიც. პირობითი „ჩემოდანი-სადგური-გაზის კამერა“ გადაიქცა „ჩემოდნად-სადგურად-რუსეთად“. მაგრამ ამ მოვლენის არსი ერთია - ადამიანთა ნაწილი, თანაც ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. და თუ მართლმადიდებელთა თანამედროვე მდევნელებს, როგორც 1940-ების ებრაელთა დარბევის მონაწილეებს, მისცემთ იარაღს და ეტყვით: „მოკალით, თქვენ პასუხს არავინ არ მოგთხოვთ“, შედეგი იგივე იქნება, რაც ებრაელთა შემთხვევაში იყო. რა თქმა უნდა, დამთხვევად ვერ ჩაითვლება ის, რომ ჩვენი ქვეყნის სწორედ ის ოლქები, რომლებიც სამწუხაროდ ცნობილია როგორც „იუდენფრაი“, დღეს უკვე საბოლოოდ „თავისუფლდებიან“ (ან უკვე განთავისუფლდნენ) მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან.
როგორია მათი ბედი, ვინც ეკლესიას დევნის?
ძველ აღქმაში არის მართალი იობის ამბავი, რომელიც სატანის მოქმედებით საშინელ დარტყმებს იტანდა: ათივე შვილის სიკვდილი, ქონების დაკარგვა, სნეულებები და საშინელი ფიზიკური ტანჯვა. იობის ცოლმა, მისი ტანჯვის მოწმემ, უთხრა ქმარს: „დაწყევლე ღმერთი და მოკვდი!“. რატომ უთხრა ასე? იმიტომ რომ, ადამიანებს იმ დროს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ვინც ღმერთს წყევლის, მას ერთი ბედი აქვს - სიკვდილი.
უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ქრისტეს ეკლესიის დევნით ღმერთს წყევლის. მიამიტობაა იმის ფიქრი, რომ მსოფლიოში ამას ვერავინ ვერ ხედავს. ჰოლოკოსტს გადარჩენილ ებრაელთა შთამომავლებს მშვენივრად ესმით, რომ უმე-ს დევნაში იგივე არსია, რაც მათი წინაპრების განადგურებაში იყო.
სწორედ ამიტომ აშშ-ს სენატორთა უფრო მეტი უმრავლესობა ამბობს, რომ მღვდელმთავართა დაპატიმრებები და ეკლესიების დახურვა დაუშვებელია. სწორედ ამიტომ გაეროში და ეუთოში სულ უფრო ხმამაღლა ისმის ხმები უკრაინის ხელისუფლების „გადამლაშებაზე“ ეკლესიასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ უკრაინის პრეზიდენტი სულ უფრო კარგავს საერთაშორისო პარტნიორთა მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინას ეს ასე მძაფრად ჭირდება. სწორედ ამიტომ ისრაელის ხელისუფლებამ უარი უთხრა ზელენსკის ქვეყანაში ვიზიტზე და მიზეზად „არახელსაყრელი დრო“ მოიყვანა. ხოლო აშშ-ს იგივე წარმომადგენლებისთვის ის, ჰამასთან ომის მიუხედავად, სრულიად „ხელსაყრელი“ აღმოჩნდა.
შესაძლოა, ისრაილელები რაღაც პარალელებს ხედავენ „იუდენფრაისა“ და „უმეფრაის“ შორის.
დღეს რადაში ხელისუფლება ემზადება, რომ „საკონტროლო გასროლა“ განახორციელოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით. არ მოხდეს ისე, რომ ეს უკუგასროლა აღმოჩნდეს.