შეუძლია ეკლესიას არსებობა სახელმწიფოსადმი მსახურების გარეშე?
რა არის ქრისტიანისთვის მთავარი? შეუძლია ეკლესიას არსებობა სახელმწიფოს გარეშე? უნდა ილოცონ თუ არა უკრაინელებმა პუტინისთვის? რამოდენიმე კითხვა რუსებს უმე-ს მორწმუნეებისგან.
2023 წლის 8 ოქტომბერს უკრაინაში, რუსეთსა და რიგ ქვეყანაში აღინიშნა ღირსი სერგეი რადონეჟელის ხსენების დღე. დიდი წმინდანი, სასწაულმოქმედი, მლოცველი - ისიქასტი, რუსეთში ხუცესობის დამფუძნებელი - ღირსი სერგეი მისი სამშობლოს ფარგლებს გარეთაცაა ცნობილი. მისი სახელი რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საღვთისმსახურებო კალენდარშიც კია შეტანილი. რისთვის? უდაოდ, მისი სულიერო ცხოვრების სიმაღლისა და სასულიერო ღვაწლის გამო.
თუმცა, რუსული პაბლიკების პუბლიკაციებში დღეს ღირსი სერგეი გამოსახულია რამდენადმე სხვაგვარად - როგორც „სახელმწიფო მოღვაწე“, რომლის ცხოვრების თითქმის მთავარ საქმედაც კი წარმოდგენილია ბრძოლა მამაისთან და რუსული მიწების გაერთიანება. ასევე ხაზგასმულია მისი ბერების - პერესვეტისა და ოსლიაბის სამხედრო გმირობა. მაგალითად, ეპისკოპოსი პიტირიმი (ტვოროგოვი) ამბობს, რომ თუ არა სერგეის ეს კურთხევა, რომ არა გამარჯვება ურდოელებზე, რუსეთი ახლა არ იქნებოდა „მესამე რომი“, არამედ იქნებოდა „შუა აზიის ერთ-ერთი ისლამური სახელმწიფო“.
ღირსი მამის ამჟამინდელი ხსენების აღნიშვნაც არის „მილიტარისტული“. თითქოს, თუ რუსეთის დიდი წმინდანი აკურთხებდა ადამიანებს ომისთვის XIV საუკუნეში, ახლაც ეს სრულიად გასაგები და დასაშვები იყოს.
პოპულარულმა რუსულმა ტელეგრამ- არხმა „პრეზიდენტის მრჩეველი“ გამოაქვეყნა პატრიარქ კირილეს ქადაგების ტექსტი ღირს მამაზე სარკასტული კომენტარით ეკლესიაში „ყველა ტოლსტოელს“ ეძღვნება“.
დღეს რმე-ში „ტოლსტოველს აგდებულად უწოდებენ იმათ, ვინც მოუწოდებს მშვიდობისკენ. არხის ავტორთა მინიშნება გამჭვირვალეა - თითქოს, რუსული ეკლესიის მეთაურმა სერგეი რადონეჟელის შესახებ სიტყვაში შეურაცხყო „მშვიდობის ყველა მოყვარული“. რა თქვა სინამდვილეში პატრიარქმა? და საერთოდაც, როგორ აღიქვამენ დღეს წმინდა „რუსული მიწის“ მემკვიდრეობას რმე-ში? მოდით, განვიხილოთ პატრიარქ კირილის ქადაგება, რომელიც მან წმინდა სამების სერგეის ლავრაში განაცხადა.
ბერები ემსახურებოდნენ მთელს ხალხს, ისროდნენ რა ქვემეხებიდან
„წმინდა სამების სერგის ლავრის მაგალითი უნდა შეგვახსენებდეს თითოეულ ჩვენგანს, თუ როგორ ესმოდათ მსახურება ჩვენს კეთილმოსავ წინამორბედებს. ისინი იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მისი ერთიანობისთვის და თუ საჭიროა - ისროდნენ კიდეც ქვემეხებიდან“.
წმინდა სამების სერგის ლავრის დაცვა პოლონელებისა და ლიტველებისგან 1608-1610 წლებში შეიძლება აღქმულ იქნეს საერო თვალსაზრისით, როგორც დიდებული გვერდი რუსეთის სახელმწიფოს ისტორიაში. თუნდაც იმიტომ, ტომ მონასტრის 3000 მცველი, რომელთა უმრავლესობაც იყო კაზაკი და მსროლელი, 15 თვის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას 30000 ინტერვენტს. დიახ, ლავრის თავდაცვა თავიდანვე გამოიყურებოდა, როგორც ზოგადნაციონალური და სახელმწიფო საქმე ალყაშემორტყმულთა და მაშინდელი რუსული საზოგადოების თვალში, რომელიც გამყარებული იყო მართლმადიდებლობის დაცვის აუცილებლობით. თუმცა... შეიძლება ეს დაცვა ითვლებოდეს ბერ-მონაზვნობის სიცოცხლის ეტალონად? დგას ის მშვიდობისთვის ბერ-მონაზვნულ ლოცვაზე, მკვლელობების შეწყვეტაზე, ადამიანურ ტანჯვაზე მაღლა?
მოდით, წარმოვიდგინოთ ქრისტე, რომელიც ამბობს: „გეუბნებით თქვენ: არ გიყვარდეთ მტრები თქვენი, ესროლეთ ქვემეხებიდან მაწყევარებს, ცხელი კუპრი გადაასხით თქვენს მოძულეებს და მოკალით, ვინც გდევნით და წყენას გაყენებთ“. შეუძლებელია ასეთი რამის წარმოდგენა, არა? რასაკვირველია, შეიძლება ვთქვათ, რომ XVII საუკუნეში იყო ასეთი რამე და ბერებს არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი, რომ არა საკუთარი სავანის ძალისმიერად დაცვა.
ახლა კი ლავრას, ისევე როგორც რუსეთს, არავინ ემუქრება, არა?
ამიტომაც, არ უნდა ისროლონ ქვემეხებიდან ბერებმა - მათ უნდა ილოცონ. მონასტერში წასვლისას და ღმერთისადმი ცხოვრების მიძღვნისას, ისინი მოკვდნენ სამყაროსთვის. ამიტომაც, ქვემეხებისთვისა.
დიახ, პატრიარქი აღნიშნავს, რომ „პირველი და მთავარი ამოცანა“ ბერებისთვის - ლოცვაა. თუმცა, ის ამას ამბობს „მამაკაცური სამოქალაქო პოზიციის“ კონტექსტში, რომელიც დაიკავა ღირსმა სერგიმ: „ვიღაც იტყვის: „მე პოლიტიკა არ მაინტერესებს“. შეიძლება წარმოიდგინო ღირსი სერგი, რომელიც დმიტრი დონელის მოწოდებაზე პასუხად იტყვის, მხრების აჩეჩვით: „მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, თქვენ თავად გაუმკლავდით მამაის?“ შეუძლებელია!“.
ამასთან, კარგი იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ ღირსის პოზიცია ძირშივე განსხვავდება იმისგან, რომლისკენაც რმე-ს მეთაური მოუწოდებს თავის მსმენელებს: სერგეიმ დალოცა დიმიტრი სამშობლოს დასაცავად ურჯულოებისგან, რომლებიც თავს დაესხნენ მას და ტანჯავდნენ მას რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში, სადაც ცხოვრობენ ძმები რწმენაში. ეს არსებითი განსხავებაა.
ეკლესიის ერთიანობა იმაშია, რომ უკრაინელები ლოცულობდნენ პუტინისთვის?
„დღეს ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. რა არის ეკლესიის ერთიანობა? ეკლესიის ერთიანობა - არის ერთიანობა ლოცვაში. ერთიანობა არის როცა თითოეული ჩვენგანი ლოცულობს პატრიარქისთვის, რომელიც დღეს რეალურად საჭიროებს თქვენს ლოცვას; როცა თითოეული თქვენგანი ლოცულობს რუსეთისთვის, პრეზიდენტისთვის, მეომრობისთვის; როცა თითოეული ჩვენგანი ხვდება, რომ მას თავისი ადგილი აქვს ამ ბრძოლაში ჩვენი მამულის თავისუფლებისთვის“.
რუსები უცებ რომ აღმოჩნდნენ 400 წლის წინანდელ მოვლენებში, როცა მათი მიწა გათელეს პოლონეთიდან და ლიტვიდან დამპყრობლებმა, ეს სიტყვები იქნებოდა მიზანშეწონილი: მორწმუნეები და ბერები ლოცულობდნენ თავიანთი წინამძღოლისთვის, მეფისა და მეომრებისთვის. და ამ ერთიან აღტკინებას შეეძლო ღმერთის მოწყალებს ეხსნა მათი მიწა, ოჯახები და ბავშვები სასტიკი მტრისგან.
თუმცა, დღეს რეალობა სრულიად სხვაგვარია. დღეს, რფ-ს არმია აწარმოებს ომს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამასთან, რმე-ში უმე-ს თვლიან თავიანთ ნაწილად და დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინელები ვალდებულნი არიან მოიხსენიონ პატრიარქი კირილი.
თუმცა, თუ მივყვებით რუსული ეკლესიის მეთაურის ამ სიტყვებს, გამოდის, რომ ასობით ათასი და მილიონობით უკრაინელი, რომელთაც რფ-ს არმიამ მოუკლა და დაუსახიჩრა ნათესავები და ახლობლები, დაუნგრია სახლები, უნდა ილოცოს რუსეთის და პუტინისთვის. ასევე რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც მათ უგზავნიან რაკეტებსა და შაჰედებს. ასეთი მოწოდება უბრალოდ ადამიანურად ეთიკურია?
შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქმა თავისი სიტყვები მიმართა უშუალოდ ლავრის ბერებისკენ, თუმცა, სხვა ადგილას მან განაცხადა, რომ მისი სიტყვები „გავრცელდა დიდ რუსეთში“. ანუ პატრიარქს ზუსტად რომ მხედველობაში ჰქონდა უკრაინა.
რ არის ეკლესიის ერთიანობა? არის ის ერთიანობაში სახელმწიფოსთან, მის მმართველთან და ჯართან? პასუხი ამ კითხვაზე არის ახალ აღთქმაში და წმინდა მამებთან. ასე, მაგალითად, მოციქულთა საქმეების წიგნში მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ ერთიანობის გარე გამოხატულება იყო ევქარისტიის სრულყოფა: „და ყველა დღე ერთსულოვნად იყო ტაძარში და ტეხდნენ რა პურს სახლში, იღებდნენ საკვებს მხიარულებაში და უბრალო გულით, ადიდებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის სიყვარულში იყვნენ. ყველა მორწმუნე ერთად იყო“ (მოც. საქ. 2:44-45). ამ ტექსტიდან გასაგები ხდება, რომ ეკლესიის ერთიანობა არაა ერთიანობა ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობენ შენთან ერთ ტერიტორიაზე, არამედ ერთიანობა ქრისტეში.
სხვა ადგილას, მოციქული წერს: „შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყო ერთი გონებით და ერთი აზრით“ (1 კორ. 1, 10).
განმანათლებელი იოანე ოქროპირი, კომენტარს აკეთებს რა ამ სიტყვებს, განმარტავს თუ რა არის სულის ერთიანობა: „როგორც სხეულში სული მოიცავს ყოველივეს და რაღაც ერთიანობას ამცნობს მრავალფეროვნებას, რომელიც მოდის სხეულის წევრების განსხვავებისგან, ასევე აქ. თუმცა, სული მოცემული გვაქვს იმისთვისაც, რომ გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც არ არიან ერთნაირი ერთმანეთში წარმოშობისა და აზრების მიხედვით“.
შეიძლება ითქვას, რომ რფ-ს მრავალკონფესიური მაცხოვრებლები და მისი პრეზიდენტი სულიწმიდის ერთიანობაში არიან? ჩვენ არ ვართ ამაში დარწმუნებული.
ვიღაც იტყვის, რომ პატრიარქის სიტყვები უნდა გავიგოთ ეგნატე ღვთისმოსავის სიტყვების პრიზმაში იმის შესახებ, რომ „სადაც ეპისკოპოსია იქ ეკლესიაა“. თუმცა, როგორ გავიგოთ მაშინ პუტინისთვის, რუსეთისა და მეომრობისთვის ლოცვის აუცილებლობა, როგორც „ეკლესიის ერთიანობის“ გამოხატულება? რა კავშირი აქვს ამას ყოველივე მისტიკურ, საკრალურ, ეკლეზიოლოგიურ ერთიანობასთან ქრისტეში? სახელმწიფოს დაყენება ეკლესიის ერთიანობის კონტექსტში - არის საკმაოდ სადაო ბიზანტიური ხერხი, რომელმაც, სხვათაშორის, აჩვენა თავისი სრული უსუსურობა. რადგანაც მართლმადიდებელმა იერარქებმა, რომელთაც სურდათ ბიზანტიის იმპერიის შენარჩუნება, უნიას მოაწერეს ხელი კათოლიკებთან და ამით დაკარგეს, მართლმადიდებლობაც და სახელმწიფოც.
სახელმწიფოს გარეშე არ იქნება ეკლესიაც?
„დღეს ჩვენს ეკლესიას უნდა ეშინოდეს, არ უნდა გადგეს განზე, არ უნდა გაჩუმდეს. რაში მდგომარეობს ჩვენი მონაწილეობა ამ მსოფლიო ბრძოლაში, თუ გულიანად არც კი ვლოცულობთ? ვკითხულობთ წესებს, ფსალმუნებს, მაგრამ არ ვსაუბრობთ მთავარზე - რუსეთის გადარჩენაზე. იმ ძალების მხარდაჭერაზე, რომლებიც დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის ანუ ჩვენი ეკლესიისთვის ბრძოლის მოწინავე ზღვარზე არიან. თუ არ იქნება თავისუფალი რუსეთი, არ იქნება რუსული ეკლესიაც“.
რა არის ყველაზე მთავარი ქრისტიანისთვის? პასუხი ცხადია - ეს არის მისი უკვდავი სულის ხსნა. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ რფ-ში ასეთი გადარჩენა შეიძლება, ხოლო მაგალითად, ეკვადორსა თუ პოლონეთში - არა? ასეთი რამის მტკიცება არ შეგვიძლია. მაშინ, რატომ არის „ყველაზე მთავარი“ ლოცვა რუსეთის გადარჩენაზე?
ქრისტიანის სამშობლო დედამიწის რომელიმე სახელმწიფოში როდის, თუნდაც პროქრისტიანული ხელისუფლებით. მოციქულმა პავლემ მკაფიოდ და ნათლად განაცხადა: „ჩვენ ზეცის მოქალაქეები ვართ, საიდანაც მოუთმენლად ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს“ (ფილ. 3,20). კიდევ უფრო მკაფიო იყო ქრისტეს სიტყვები: „ჩემი მეუფება არაა ამქვეყნიური“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფოზე, არ ვიყოთ მისი მოქალაქეები.
თუმცა, საჭიროა სახელმწიფოს დაყენება კუთხის პირას? მითუმეტეს მტკიცება, რომ სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია ეკლესიის არსებობა?
მაგალითად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ განმანათლებელ იოანე ოქროპირი, რომელიც ეუბნება სამწყსოს, რომ რომის იმპერიის გარეშე არ იქნება კონსტანტინოპოლის ეკლესია? ან განმანათლებელი ლუკა, რომელიც ამტკიცებს, რომ სსრკ-ს გარეშე ეკლესია დაიღუპება?
ბოლო მაგალითში კი ყველაფერი პირიქით მოხდა - საბჭოთა დევნის მიუხედავად, ეკლესია კიდევ უფრო ძლიერი გახდა.
ჩვენ ვხვდებით, რისი თქმა სურდა რმე-ს წინამძღოლს - რომ რუსეთის დანგრევა გამოიწვევს რუსეთის ეკლესიის დაცემას. თუმცა, რატომაა ასე? იმიტომ ხომ არა, რომ რფ-ში ეკლესიის გაიგივება „მოხდა“ სახელმწიფოსთან? როგორც არ უნდა იყოს, ყველა სახელმწიფოს აქვს დროებითი ხასიათი, მათ შორის, რფ-საც, ეკლესია კი მარადიულია. „ავაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ - განაცხადა მაცხოვარმა.
ამასთან, ქრისტემ არ დასვა ტოლობის ნიშანი „ჩვენი მამულის თავისუფლებისთვის წინა ზღვარის დაცვასა“ და ეკლესიას შორის. პირიქით, მან თქვა, რომ „ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება რ არის ამქვეყნიური“ (იოან. 18, 36).
***
პატრიარქის ამ გამოსვლიდან ჩანს, რომ რუსული ეკლესია დღეს იძულებულია დაიცვას რუსული საზოგადოების „მილიტარისტული“ რიტორიკა, თუნდაც ეს რიტორიკა ეწინააღმდეგებოდეს სახარებისეულ პრინციპებს. ამიტომაც, რმე ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
ერთის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება მისგან ელოდება ლოიალობაში მუდმივობას, ელოდება, რომ ის სრულად შეძლებს „იდეოლოგიური ნიშას“ დაფარვას. ეს კი, სახარების გათვალისწინებით, რადიკალურად არაგონივრულია, ძალიან რთული გასაკეთებელია.
მეორეს მხრივ, თუ ვერ მოხერხდება ამ ნიშის დახურვა, რუსეთში ძალიან მალე მოუძებნიან შემცვლელს რმე-ს იმავე მუსულმანების სახით - მათ შემთხვევაში მილიტარიზმის საქმე უფრო მარტივადაა. იმ შემთხვევაში, თუ ისლამი რფ-ში გახდება გაბატონებული რელიგია, მართლმადიდებლებს ექნება დიდი პრობლემები, სიყვარულისა და თანამშრომლობის ამჟამინდელი დეკლარაციის მიუხედავად. პატრიარქი ამას ხედავს, როცა ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიას „ბევრი ძალა ეომება, გარედან და შიგნიდან“ - ის არ აბუქებს, არამედ მიუთითებს პრობლემაზე.
ხელისუფლებასთან ბრძოლა არის ორმხრივი. ტაძრების მშენებლობა და მხარდაჭერა კარგია. თუმცა, ზოგჯერ ამისთვის საფასური არის მაღალი, გიწევს არჩევანის გაკეთება კომფორტსა და სახარებას შორის. არჩევანი ყოველთვის უნდა გაკეთდეს ქრისტეზე. ეს რთულია და მძიმე, მაგრამ „სხვის მიერ არავისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს“ (საქ. 4, 12).