ქრიზოსტომის გზა:წინამძღვრის ტრაგედის შესახებ,რომელმაც მთელი ეკლესია გახლიჩა
არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი,რომელმაც დუმენკო აღიარა,ცდილობს,თავი იმართლოს.ამისთვის კი ტყუილს იყენებს და პოზიციას ხშირად იცვლის.უნდა ველოდოთ თუ არა მისგან მონანიებას?
2020 წლის 25 ნოემბერს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის კრება შედგა, რომელზეც 10 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მიერ ლიტურგიის დროს სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს ხსენების „წინააღმდეგ არ წავიდნენ.“
ამ გადაწყვეტილებამ კვიპროსის ეკლესიის იერარქთა თითქმის ნახევრის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთმა კი, ის საჯაროდაც გაკიცხა.
ეკლესიის კანონები სინოდის უმრავლესობის წინააღმდეგ
კონკრეტულად, მიტროპოლიტმა ისაია ტამასოსელმა განაცხადა, რომ დუმენკოს ცალმხრივმა აღიარებამ, რაც არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის ინიციატივით მოხდა, „ჩვენი ეკლესიის სინოდალური რეჟიმის ნგრევა დაიწყო, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოყვება.“ ამავე დროს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მიტროპოლიტმა ისაიამ აღნიშნა, რომ უკრაინელი სქიზმატიკოსების შემთხვევაში „საქმე ეხება არა წვრილმან უთანხმოებებს ადმინისტრაციულ ან მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით, არამედ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის არსს, ჩვენს საეკლესიო სწავლებას წმინდა საიდუმლოთა და სამოციქულო მემკვიდრეობითობის შესახებ, ჩვენს გადარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ საკითხებს ვერ გავიტანთ ნებისმიერი, თუნდაც სინოდალური პროცესის ფარგლებში განსახილველად ან შესათანხმებლად. ასევე, შეუძლებელია მათი მოწონება ოპორტუნისტული, თავისი არსით მარგინალური უმრავლესობის მიერ.“ გარდა ამისა, მეთაურმა აღნიშნა, რომ „ამ რთულ პერიოდში კვიპროსის ეკლესიის ერთიანობის დაცვის დროს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მოხსენიებას არ შეწყვეტს, მაგრამ მასთან ერთად მსახურების საკითხს თავის იერარქიულ სინდისს მიანდობს.“
მეუ-ს აღიარებაში „საქმე ეხება არა წვრილმან უთანხმოებებს ადმინისტრაციულ ან მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით, არამედ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის არსს, ჩვენს საეკლესიო სწავლებას წმინდა საიდუმლოთა და სამოციქულო მემკვიდრეობითობის შესახებ, ჩვენს გადარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებს.''
მიტროპოლიტი ისაია ტამასოსკი
ოდნავ მოგვიანებით (30 ნოემბერს) კიკოსის მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა, დუმენკოს მოხსენიების გამო არქიეპისკოპოს ქრიზოსტომთან ერთად მსახურება რომ აღარ სურს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წესის მიხედვით განაგრძობს მის მოხსენიებას, მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი დუმენკოსთან ევქარისტიულ კავშირს დაამყარებს. მაშინ, წინამძღვარ ნიკიფორეს განცხადებით, არამხოლოდ კვიპროსის ეკლესიის მეთაურთან მსახურებას, არამედ ლიტურგიის დროს მის მოხსენიებასაც შეწყვეტს.
დაგვეთანხმეთ, რომ მსგავსი განცხადებები ძალზე სერიოზულია. მათმა ავტორმა ეპისკოპოსებმა ფართო საზოგადოებას გააგებინეს, რომ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი თუ სქიზმატიკოსი არ არის, ძალზე ახლოს არის ამასთან. სიტუაცია კვიპროსის ეკლესიის წარმომადგენლის რეაქციას მოითხოვდა და მანად არ დააყოვნა.
2020 წლის 25 ნოემბერს, ანუ თითქმის სინოდის კრებისთანავე, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა ვრცელი ინტერვიუ მისცა კვიპროსის ტელევიზია რიკ-ს, რომლის თარგმანიც უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის პატრიარქის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა. დღეს კი იგივე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სპიკერმა ივან (ევსტათე) ზორიამ გააკეთა.
ორი პოზიცია: საეკლესიო და პირადი
უნდა აღვნიშნოთ, რომ თავის კრიტიკაში როგორც არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის ასევე წმინდა სინოდის იმ 9 წევრის წინააღმდეგ ვინც დუმენკოს მოხსენიებას დაუჭირა მხარი, მიტროპოლიტმა ისაიამ მხოლოდ საეკლესიო არგუმენტები გამოიყენა. მანდ აღნიშნა, რომ თავის ყველა გამოსვლაში იმეორებს „კვიპროსის ეკლესიის მტკიცე პოზიციას, რომლის თანახმადაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთადერთი კანონიკური წარმომადგენლი კიევის მიტროპოლიტი ონოფრეა.“ ამიტომ, კანონიკური მოთხოვნის „დაე, ნუ იქნება ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი“ (პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 წესი) შესაბამისად, მან უარი თქვა, დუმენკოს, როგორც კიევის ეკლესიის კიდევ ერთი მეთაურის აღიარებაზე. „განსაკუთრებით, როცა მას, ფაქტორივად, არ გააჩნია არც კანონიკური და არც მოქმედი ხელდასმა.''
მიტროპოლიტმა ისაიამ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომს ისიც შეახსენა, რომ კვიპროსის ეკლესიის წესდებით, „მხოლოდ წმინდა სინოდს აქვს განსაკუთრებული უფლება „დაარეგულიროს კვიპროსის ეკლესიის ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან“ (მუხლი 7 § 2 დებულება), წინამძღვარი კი ვალდებულია, გაახმოვანოს სინოდის გადაწყვეტილება (მუხლი 7 § 2 ა, ბ).“ ეს ნიშნავს, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომს, წესდების თანახმად, არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც კანონიკური უფლება მიეღო ცალმხრივი გადაწყვეტილება დუმენკოსთან მოხსენიებასთან დაკავშირებით. ის ვალდებული იყო კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წელის 19 თებერვლის დადგენილებით ეხელმძღვანელა, რომელიც ერთხმად მიიღეს და არა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
ამ სიტყვებიდან ნათელი ხდება, რომ მიტროპოლიტ ისაიას პოზიცია ხაზგასმით ეკლესიურია. ის მიუთითებს, რომ:
- ეკლესიის წესების თანახმად, დუმენკოს არ გაქვს არავითარი კანონიკური და მოქმედი ხელდასმა, რაც ნიშნავს, რომ მისი „იერარქად“ აღიარება ეკლესიოლოგიას ეწინააღმდეგება;
- დუმენკოს აღიარებით პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მერვე მუხლი ირღვევა;
- არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მიერ დუმენკოს ცალმხრივი აღიარება კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წესდებას არღვევს.
შეიძლება იფიქროთ, რომ მიტროპოლიტ ისაიას კანონიკური და საეკლესიო არგუმენტები სიმეტრიულ პასუხს მოითხოვს - კანონიკური წესებისა და მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის პოზიციიდან. და ვინ უნდა იცოდეს ეს კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარზე უკეთ? თუმცა ტელეარხ რიკ-ზე თითქმის ერთსაათიანი გამოსვლის განმავლობაში არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა არც მოიყვანა არც ერთი (!) მსგავსი, ანუ ეკლესიურ-კანონიკური არგუმენტი თავისი პოზიციის გასამყარებლად. მან მხოლოდ შეძლო მიტროპოლიტ ისაიას განდევნით დამუქრებოდა ზემდგომის, ანუ მისი არ მოხსენიების გამო.
კონკრეტულად, ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ მიტროპოლიტი ისაია უარს იტყვის კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის სახელის მოხსენიებაზე თუ ის დუმენკოსთან ერთად იმსახურებს, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა უპასუხა, რომ „მას არ შეუძლია ღვთისმსახურების გამართვა ზემდგომის მოხსენიების გარეშე! თუ ასე იქცევა, მაშინ ის ეკლესიის ნაწილი აღარ არის. აი, ამას გეტყვით!“
ჟურნალისტი აზუსტებს: „ჩვენ ეკლესიიდან განდევნის შესახებ ვსაუბრობთ? ასეთ გადაწყვეტილებებს წმინდა სინოდი იღებს?“ არქიეპისკოპოსი პასუხობს: „ეკლესიაში ასეთის ადგილი არ არის! მან (მიტროპოლიტმა ისაიამ - რედ.) არ იცის, რას ამბობს. ის ვერ გამართავს ლიტურგიას მოხსენიების გარეშე. ისევე, როგორც ეპისკოპოსი ვერ გამართავს ლიტურგიას ეპისკოპოსის მოხსენიების გარეშე. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს ეკლესიას... თუ ნებისმიერ ღვთისმეტყველს კითხავთ, ისიც გეტყვით, რომ რასაც ის (მიტროპოლიტი ისაია - რედ.) ამბობს, უპატივცემულობაა და ის მართალი არ არის.“
არც ისე დიდ ხნის წინ თავად კვიპროსის ეკლესიის მეთაური არ ეთანხმებოდა უკრაინის კათოლიკური ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებას და სინოდის გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის დროს სწორედ იმავე არგუმენტების იშველიებდა, რომლებსაც მიტროპოლიტი ისაია. ფილარეტის ანათემა კი, ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა.
თუმცაღა, იმ ყველაფრიდან, რაც ორივე მხარემ განაცხადა შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, დავრწმუნდით, რომ პირველ რიგში სწორედ იმ მიტროპოლიტებმა „იციან რას ამბობენ,“ ვინც დუმენკოს აღიარებას არ ეთანხმება და მეორეც, მათ სიტყვებში მცირედი უპატივცემულობაც კი არ შეინიშნება. და საერთოდ, თუ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც თავისი პოზიციის დასაბუთებისთვის ეკლესიის კანონებს ეყრდნობა „უპატივცემულობას იჩენს,“ ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურად გამოიყურება. მითუმეტეს, რომ არც ისე დიდ ხნის წინ თავად კვიპროსის ეკლესიის მეთაური არ ეთანხმებოდა უკრაინის კათოლიკური ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებას და სინოდის გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის დროს სწორედ იმავე არგუმენტების იშველიებდა, რომლებსაც მიტროპოლიტი ისაია. ფილარეტის ანათემა კი, ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა.
მაშინ, 2019 წელს ისე ჩანდა, თითქოს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის პოზიცია უდრეკი იქნებოდა. მითუმეტეს, ის თავად აღნიშნავდა ხაზგასმით, რომ მასზე უარს არ იტყოდა. მაგრამ როგორც ვიცით, ფენერში ვიზიტის შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა - კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა ღიად დაუჭირა მხარი პატრიარქ ბართლომეს მოქმედებას უკრაინაში, რასაც დუმენკოს მოხსენიებით საკუთარივე სინოდის დადგენილებისა და ეკლესიის წესების დარღვევა მოყვა.
არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის სამი ტყუილი
კვიპროსის ეკლესიის სინოდის 2019 წლის თებერვლის დადგენილების დარღვევა იმდენად აშკარაა, რომ ამის შესახებ საერო ტელევიზიებიც კი საუბრობენ. მაგალითად, იმავე ინტერვიუში, კვიპროსის ტელევიზიის ჟურნალისტი არქიეპისკოპოს ქრიზოსტომს ეკითხება: „დაარღვიეთ თუ არა სინოდის დადგენილება, როგორც ამას ტამოსის მიტროპოლიტი ამტკიცებს? სინოდმა ხომ გადაწყვეტილება გუშინწინ მიიღო? თქვენ კი, მიტროპოლიტი ეპიფანე მანამ მოიხსენიეთ, სანამ სინოდი გადაწყვეტილებას მიიღებდა?“ არქიეპისკოპოსი პასუხობს: „როცა სინოდის სხდომა გაიმართა, მე ყველაფერი ავუხსენი და განვუმარტე.“ ჟურნალისტი: „ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ მოხსენიების მომენტში, არ დაგირღვევიათ სინოდის გადაწყვეტილება (ნეიტრალიტეტის შესახებ)?“ არქიეპისკოპოსი: „არა. მაგრამ ველოდებოდი, რომ ყველა მოსულიყო, რათა ყველასთვის ამეხსნა, ეს რატომ გავაკეთე.“
კვიპროსის ეკლესიის მეთაურის განმარტებით, ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც მან წმინდა სინოდის წევრებს დუმენკოს აღიარების შესახებ აზრი არ კითხა - მისი ზოგიერთი წევრის ადგილზე არყოფნა იყო. მაგრამ მომხდარ კანონიკურ უკანონობამდე რამდენიმე დღით ადრე კვიპროსის ეკლესიამ წმინდა სინოდის მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა პირობა დადო, რომ „უკრაინის საკითხთან“ დაკავშირებით ცალმხრივ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და მისი განხილვა სხვა დროისთვის გადადო. გარდა ამისა, როგორც კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა უკვე დუმენკოს აღიარების შემდეგ განაცხადა, მან ეს საკითხი სინოდზე განსახილველად განა იმიტომ არ გაიტანა, რომ სხდომას ყველა წევრი არ ესწრებოდა, არამედ იმიტომ, რომ „იცოდა, სინოდელები უარს იტყოდნენ.“ ეს მისი საკუთარი სიტყვებია. ამიტომაც, მოცემულ შემთხვევაში არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა სულ მცირე ორჯერ არ თქვა სიმართლე - პირველად, როცა თავის ძმა-ეპისკოპოსებს მოატყუა, როცა მათ დაპირდა, რომ დუმენკოს არ მოიხსენიებდა. მერე კი, ჟურნალისტს მოატყუა, როცა უთხრა, რომ „ელოდებოდა ყველა როდის მოვიდოდა, რომ ყველაფერი აეხსნა.“
გარდა ამისა, კვიპროსის ეკლესიის წარმომადგენელმა მაშინაც არ თქვა სიმართლე, როცა მედიის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ „ერთადერთი ეკლესია, რომელიც არ იქცევა, როგორც ნაციონალური ეკლესია, სწორედ კვიპროსის ეკლესიაა.“
თუმცაღა, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მთელი „ბრძოლა,“ მისივე სიტყვებით, იმაში მდგომარეობს, რომ „მოსკოვს“ მსოფლიო მართლმადიდებლობაში მთავარი როლის შესულების ნება არ მისცეს. მაგალითად, 2020 წლის 23 ნოემბერს კვიპროსის ეკლესიის სინოდის სხდომაზე არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი ამტკიცებდა, რომ „მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მსოფლიო საპატრიარქოს და მის პრესტიჟში ეჭვის შეტანის არავითარ მცდელობას არ დაუშვებს.“ ანუ, დუმენკოს აღიარების აქტი არქიეპისკოპოს ქრიზოსტომისთვის ფანარიონის პრესტიჟის შენარჩუნებისთვის ბრძოლამდე დადის და არა საეკლესიო კანონების სიწმინდემდე.
არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მთელი „ბრძოლა,“ მისივე სიტყვებით, იმაში მდგომარეობს, რომ „მოსკოვს“ მსოფლიო მართლმადიდებლობაში მთავარი როლის შესულების ნება არ მისცეს.ხოლო დუმენკოს აღიარების აქტი არქიეპისკოპოს ქრიზოსტომისთვის ფანარიონის პრესტიჟის შენარჩუნებისთვის ბრძოლამდე დადის და არა საეკლესიო კანონების სიწმინდემდე.
სინოდის უკვე მეორე, 25 ნოემბრის სხდომის შემდეგ, არქიეპისკოპოსმა თავისი პოზიცია კიდევ უფრო გარკვევით განმარტა: „იმ წუთიდან, როცა სრული სიმართლე გავიგე, გადავწყვიტე მართალი ვყოფილიყავი საკუთარი თავთან და (კონსტანტინოპოლის) საპატრიარქოსთან. არსებობს არეულობა. ისინი, ყველანი მიტროპოლიტებს, მღვდლებს გზავნიან იქ, სადაც ბერძნული თემებია და ქმნიან იქ მიტროპოლიებს, მსოფლიო საპატრიარქომ კი, ამაზე შეზღუდვა დააწესა... მოსკოვი ცდილობს აშშ-სა და ევროპაში შეაღწიოს.“ ისევ ვხედავთ მის უკმაყოფილებას, რომ ტერიტორიებზე, სადაც უკვე არსებობს „ბერძნული თემები,“ სხვა ეკლესიები თავისი მიტროპოლიების შექმნას ბედავენ. რა დაემართა განცხადებას, რომ „მხოლოდ კვიპროსის ეკლესია არ იქცევა, როგორც ნაციონალური?“ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის თქმით, ხომ გადაწყვეტილება დუმენკოს აღიარების შესახებ, პირდაპირ აშშ-სა და ევროპაში არსებული ბერძნული თემების ინტერესების დაცვის სურვილიდან მომდინარეობს და არა ეკლესიის ინტერესებიდან!
ამ საკითხში კვიპროსის ეკლესიის თავმჯდომარეს ზოგიერთმა ეპისკოპოსმაც დაუჭირა მხარი, რომლებმაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარებას მისცეს ხმა. მაგალითად, მიტროპოლიტმა გიორგი პათოსელმა სინოდის პირველ სხდომაზე 23 დეკემბერს განაცხადა, რომ „მოსკოვი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ არ შეიძლება, რომ კვიპროსის ეკლესიის მსოფლიო საპატრიარქოსთან მარადიული ურთიერთობის დარღვევა დავუშვათ.“
ამგვარად, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა, რომ ჯერ ქრისტიანი უნდა იყო და მხოლოდ ამის შემდეგ - ბერძენი, სიტუაცია ზუსტად პირიქით გამოიყურება: ის პირველ რიგში ბერძენია და შემდეგ... ისევ ბერძენი.
ანათემები და სქიზმატიკოსები
არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის ბოლოდროინდელ რიტორიკაში ყველაზე მეტად გვაოცებს რეაქცია რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დიპტიქებიდან მისი სახელის ამოღებაზე. ამასთან დაკავშირებით, ის ასე ამბობს: ეს მე საერთოდ არ მაწუხებს, იმიტომ რომ ისეთი „მართლმადიდებლობა,“ როგორიც რუსებს აქვთ, საერთოდ არ მჭირდება.
აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ მსგავსი სიტყვები და გამოთქმები კიდევ ერთი ადამიანისგან - ანათემას გადაცემული მიხაილ დენისენკოსგან.
აი, მისი სიტყვები რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან მიღებული ანათემის შესახებ: ჩემთვის ანათემას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გინდა ანათემით ვყოფილვარ და გინდა მის გარეშე - თავს ერთნაირად ვგრძნობ... მე მას არ ვაღიარებ.
ჩემთვის ანათემას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა.გინდა ანათემით ვყოპილვარ,გინდა მის გარეშე-თავს ერთნაირად ვგრძნობ....მე მას არ ვაღიარებ.
ფილარეტ დენისენკო
ეს მე საერთოდ არ მაწუხებს.
არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი რმე-ს დიპტიქებიდან მისი გარიყვის შესახებ.
სულ ცოტა ხნის წინ, 2020 წელს კი, დენისენკო აცხადებდა, რომ მისთვის არამხოლოდ მოსკოვის ანათემაა უმნიშვნელო, არამედ ფენერის შესაძლო ანათემაც.
რა თქმა უნდა, უფლება არ გვაქვს ვამტკიცოთ, რომ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი უკვე ისეთივე სულიერ მდგომარეობაშია, როგორშიც ფილარეტი, მაგრამ ვერც იმას უარვყოფთ, რომ სწრაფი ტემპით მიდის იმავე მიმართულებით. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ კვიპროსის ეკლესიის მეთაურის ეს სიტყვები: „შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს რუსეთთან. და თუ ახლა რუსეთის ეკლესიასთან კარგი ურთიერთობა ვერ ამეწყო, ეს მისი ბრალია?“ რა შუაშია აქ „რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობა?“ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომს „ვერ აეწყო კარგი ურთიერთობა“ ქრისტეს ეკლესიასთან. ხოლო რაც შეეხება რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, მისი დადანაშაულება იმაში, რომ ის თავად არის მომხდარში დამნაშავე, ეს იგივეა, რომ ქურდმა სახლის პატრონი დაადანაშაულოს ქურდობაში, რადგან მან კარი ღია დატოვა...
რა თქმა უნდა, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია და გამოსავალი მონანიებაა. მაგრამ ეყოფა თუ არა კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლს სიმამაცე, რომ თავისი შეცდომა აღიაროს? ძალიან გვინდა, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენები გვეუბნება, რომ ის ყველაფერზე წავა თავისი პოზიციის, როგორც ერთადერთი სწორის განსამტკიცებლად. რით დასრულდება ეს, ცნობილია - ქრისტეს ეკლესიის გახლეჩით და არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის პირადი ტრაგედიით.
ალბათ, ნებისმიერი კანონიკური დანაშაული შეუძლებელია წინასწარი ამა თუ იმ დონის მორალური დეგრადაციის გარეშე. მეორეს მხრივ, თუ ქრისტიანი სიცრუის გზას დაადგა, თუნდაც მცირედის, თუ ის არ მოინანიებს, თანდათან სულ უფრო მეტ ტყუილს იტყვის, სანამ ქრისტეს არ უღალატებს.
საბოლოო ჯამში, იუდამაც მაშინვე არ უღალატა ქრისტეს - ჯერ ის ფულს იპარავდა საგანძურიდან.