კონსტანტინოპოლისა და რომის მესამე უნია:კონტურები სულ უფრო მკვეთრი ხდება

16 December 2020 18:43
358
პატრიარქი ბართლომე და რომის პაპი საერთო ევქარისტიისკენ ისწრაფვიან:ფოტო СПЖ პატრიარქი ბართლომე და რომის პაპი საერთო ევქარისტიისკენ ისწრაფვიან:ფოტო СПЖ

პაპმა და პატრიარქმა ბართლომემ კიდევ ერთხელ განაცხადეს მომავალი ერთობლივი ევქარისტიის შესახებ.ნიშნავს თუ არა ეს,რომ ახალი უნია,მხოლოდ დროის საკითხია?

როგორც ვასილი ოსიპის ძე კლუჩევსკიმ განაცხადა,ეს გახლავთ შუქურა მომავალში,რომელიც წარსულიდან გვინათებს.დღეს პატრიარქი ბართლომე ისე აქტიურად მიუძღვის თავის მიმდევრებს რომთან  უნიისკენ,რომ ამის ვერ შემჩნევაც და უარყოფაც შეუძლებელია.

სულ ცოტა ხნის წინ,30  ნოემბერს, ფანარიონში საეკლესიო დღესასწაული აღნიშნეს-მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.საზეიმო ლიტურგიას არ ესწრებოდნენ ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები.სამაგიეროდ,ადგილზე იყო ვატიკანის დელეგაცია.ქადაგებაზე პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა,რომ მისთვის ყოველი პირადი შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან ,,ძმობის განსაკუთრებული გამოცდილებაა'',რომელიც ორივე მხარეს უძლიერებს სურვილს,რომ ,,ხელჩაკიდებულებმა იარონ და ევქარისტიის საერთო სასმისიასკენ მიმავალ გზაზე იბრძოლონ''.

სწორედ მაშინ წაიკითხეს პაპ ფრანცისკეს 2020 წლის 30 ნოემბრის გზავნილი პატრიარქ ბართლომესადმი,ანდია პირველწოდებულის დღესასწაულთან დაკავშირებით:,,შეგვიძლია უფლის მადლობელი ვიყოთ იმისთვის,რომ გასული ასწლეულის განმავლობაში კათოლიკურ ეკლესიასა და მსოფლიო პატრიარქს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,თუმცა ჯერ კიდევ მივდივართ ურთიერთობის სრულად აღდგენის მიზნისკენ,რომელიც ერთიან ევქარისტიულ ტრაპეზში გამოიხატება.არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად ,მჯერა რომ ამ გზაზე ორმხრივი სიყვარულით სიარულისა და საღვთისმეტყველო დიალოგის შენარჩუნების გზით,ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ.

რთული შესამჩნევი არ არის ,რომ ორივეს- პაპ ფრანცისკეს და პატრიარქ ბართლომეს სიტყვებში ერთი და იგივე თეზისმა გაიჯღერა-ისინი დარწმუნებული არიან მომავალ ,,ერთობლივ ევქარისტიულ ტრაპეზში.'' ასეთი რამ კი მხოლოდ ერთიან ეკლესიაშია შესაძლებელი.ამიტომაც გვაქვს უფლება ვივარაუდოთ - უნია იქნება. საკითხავია მხოლოდ - როდის? და კიდევ ერთი კითხვა - ვინ მიიღებს ამაში მონაწილეობას?ისტორიას შეუძლია პასუხები გვიკარნახოს.

პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ ბართლომეს სიტყვებში ერთი და იგივე თეზისმა გაიჟღერა-ისინი დარწმუნებული არიან ,,ერთობლივ ევქარისტიელ ტრაპეზში.''

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ორჯერ სცადა  ვატიკანთან უნიის გაფორმება.

ლიონის და ფლორენციის უნიები

პირველად ეს 1274 წელს  მოხდა,ქალაქ ლიონში.1204-დან 1261 წლამდე კონსტანტინოპოლში ლათინთა იმპერია არსებობდა,რომელიც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის იმპერიის განაგურების შედეგად წარმოიქმნა.სხვათა შორის სწორედ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ,რომელიც არა ურწმუნოთა,არამედ ერთმორწმუნე ქრისტიანების წინააღმდეგ იყო მიმართული,ნათელი გახდა,რომ ლათინები უკვე არა ერთმორწმუნეები,არამედ დაუნდობელი მტრები იყვნენ.და ეს იერარქთა ან ღვთისმეტყველთა აზრი არ არის.ეს  უბრალო ადამიანებმა იგრძნეს,რომლებთანაც ჯვაროსნები განსაკუთრებით სასტიკად იქცეოდნენ.მა შემდევ რაც იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგოსმა ლათინები კონსტანტინოპოლიდან განდევნა,ლათინთა იმპერიის ყოფილი მეთაური ბოლდუინ II დასავლეთში გაემგზავრა და პაპსა და ევროპულ სახელმწიფოებს ემუდარებოდა, კონსტანტინოპოლის დაბრუნებაში დახმარებოდნენ.

https://upload.wikimedia.org/wikipedia/ru/thumb/c/c1/ByzantineEmpire1265_sr_ru.svg/1708px-ByzantineEmpire1265_sr_ru.svg.png
ბიზანტიის იმპერია 1265 წ.

პაპმა ურბან IV-მ,რომელიც მთლიანად მის მხარეს იყო,დაიწყო მოწოდებების გავრცელება,მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობისკენ კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ.ბოლდუინის სიმამრი,შარლ ანჟუელი,რომელიც მაშინ ძალზე გავლენიანი ადამიანი იყო,ბერძნებთან მომავალი ომის მზადებას შეუდგა..ამავე პერიოდში აღდგენილი ბიზანტიური იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ ბულგარელები და პელოპენესის მოსახლეობა.გარდა ამისა თვითონ იმპერიაშიც არსებობდა აჯანყების საფრთხე,რაც ტახტზე მიხეილ პალეოლოგოსის უკანონოდ ასვლას უკავშირდებოდა.

და აი,ამ პირობებში,იმპერატორმა მართმადიდებლობა პაპის ფეხებთან განათავსა,პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ,პაპებთან ურბან IV, კლემენტ IV  და გრიგოლ X-სთან მიმდინარეობდა,რომლებმაც სწრაფად შეცვალეს ერთმანეთი.შედეგად ხელი მოეწერა ლიონის უნიას,რომლის თანახმადაც ბიზანტიის მართმადიდებლური ეკლესია ყველა კათოლიკურ სწავლებას იღებდა და პაპს ემორჩილებოდა.

მეორედ უნიის მცდელობა 1439 წელს მოხდა,ფლორენციაში.მაშინდელ იმპერატორს,იოან VII პალეოლოგსაც სამხედრო დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდებოდა პაპისგან.ანგარიშსწორებას ისიც მართმადიდებლობით აპი

კონსტანტინოპოლისა და რომის მესამე უნია:კონტურები სულ უფრო მკვეთრი ხდება фото 2

თურქმა-ოსმანებმა ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს კონსტანტინოპოლი და ბერძნები სასოწარკვეთილი ცდილობდნენ  იმპერიის როგორმე შენარჩუნებას.1437 წელს იოანე პალეოლოგმა ეპისკოპოსთა დელეგაცია იტალიაში წაიყვანა მართმადიდებლობის გასაყიდად და მათ ფერარო-ფლორენციის ტაძრის დატოვება აუკრძალა,სანამ ხელს არ მოაწერდნენ დოკუმენტს ,რომელიც მართმადიდებლურ ეკლესიას პაპს დაუმორჩილებდა.ხელმოწერაზე სულ რამდენიმე ეპისკოპოსმა თქვა უარი.მათ სათავეში წმინდა მარკოს ეფესელი ედგათ.საინტერესო დეტალი:ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ხელმოწერისთვის თავის არიდების მიზნით თავი გიჟად მოაჩვენა.,მეორე კი უბრალოდ გაიქცა.უნიამ ვერ უშველათ -1453 წელს კონსტანტინოპოლი თურქმა-ოსმანებმა  ჩაიგდეს ხელთ,სულთან მეჰმედ II-ს მეთაურობით.

არც ერთი ამ უნიის პრაქტიკაში რეალიზება არ მომხდარა,რადგან მართმადიდებელმა სასულიერო პირებმა და ხალხმა ის არ მიიღო.უნიის მომხრეებს მოღალატეებად მიიჩნევდნენ.მათდამი სიძულვილი იმდენად ძლიერი იყო,რომ ისტორიული წყაროების ცნობით,მათთან შეხებაც კი სიბინძურედ მიიჩნეოდა.

ამ ორ უნიას მხოლოდ ის კი არ აერთიანებს,რომ მხოლოდ ქაღალდზე არსებობდნენ,არამედ გაფორმების მოტივიც-პოლიტიკა.

კონსტანტინოპოლი არსებობის შეწყვეტის რეალური საფრთხის დროს ,ხოლო იმპერატორები პირადი ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის დროს,ცდილობდნენ,დასავლეთის მხარდაჭერა თავისი ყველაზე ფასეული აქტივის- მართმადიდებლობის სანაცვლოდ ეყიდათ.მათ საეკლესიო პირები აქეზებდნენ,კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელმძღვანელობით.ისინი კი ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ,ციხეებსა და გადასახლებებში ხვდებოდნენ.ქრისტეს თავისი ეკლესია აქტივად არ შეუქმნია და ბიზანტიის იმპერატორებისათვის ხელიდან ხელში არ გადაუცია,რომ საკუთარი სურვილის მიხედვით გამოეყენებინათ.მაგრამ გარემოებები,რომლებშიც ორივე უნია გაფორმდა,ეკლესიისადმი სწორედ ასეთი დამოკიდებულების შესახებ მიუთითებს.

ოცნება ძველი დიდების აღდგენაზე

ახლა კი,კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოქმედებას ზემოაღწერილი მოვლენების პრიზმაში შევხედოთ.

შეუძლებელია,პაპისა და პატრიარქის სიტყვებში ,რომლებიც სტატიის დასაწყისში მოვიყვანეთ ,ვერ შევნიშნოთ რწმენა,რომ ვატიკანისა და ფანარიონის გაერთიანება მოხდება.თუმცა ფრაზა ,,ჩვენ  მივაღწევთ,"შეიძლება ორნაირად გავიგოთ.თუ ჩვენ პაპი და პატრიარქი არიან,მაშინ ორივე მათგანის ხანდაზმული  ასაკის გათვალისწინებით,გაერთიანება უკვე ახლო მომავალში იგეგმება.თუ ,,ჩვენ" ვატიკანი და ფანარიონია,მაშინ შეიძლება ,პერსპექტივამ უფრო შორეულ მომავალში გადაინაცვლოს.მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ,რომ პაპი ფრანცისკე ახსენებს დიალოგის გააქტიურებას სწორედ ბოლო ასწლეულის განმავლობაში.ისტორია ადასტურებს,რომ სინამდვილეშიც სწორედ ასეა.ისიც მართალია,რომ,ზუსტად ამ გასული 100 წლის განმავლობაში,კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ისტორიის მძიმე დარტყმები გადაიტანა,რამაც ის სრული განადგურების პირას მიიყვანა.

1914 წელს ოსმანთა იმპერიის ტერიტორიაზე სხვა და სხვა შეფასებით 1.7-დან  2.3 მილიონამდე ბერძენი ცხოვრობდა.,ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქი არა მხოლოდ იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართმადიდებელთა სულიერი ლიდერი,არამედ ამ ,,რუმ მილეთის'' საერო  მეთაურიც იყო.მაგრამ სულ რაღაც 10 წელიწადში,პირველი პსოპლიო ომის,მცირეაზიური კატასტროფის,პონტოელ ბერძენთა გენოციდის და ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი - თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოსახლეობის გაცვლის შემდეგ ,თურქეთში 200 ათასზე ოდნავ მეტი ეთნიკური ბერძენი დარჩა და მომდევნო 100 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა მხოლოდ მცირდებოდა.დღეს თურქეთში,დაახლოებით,2-3 ათასი ბერძენი ცხოვრობს.ისინი ძირითადად , კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები არიან.აუცილებელია ავღნიშნოთ,რომ თურქეთში ბევრად მეტი ეთნიკური ბერძენია,სხვადასხვა შეფასებით 400 ათასიდან 4 მილიონამდე,მაგრამ საქმე ისაა,რომ ისინი მუსულმანი ბერძნები არიან,რომლებსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან საერთო არაფერი აქვთ.

საშინელი ისტორიების შემდეგ,რომლებიც ოსმანთა იმპერიის ბერძნების მიერ XX საუკუნის დასაწყისში გადატანილ საშინელ ტრაგედიას უკავშირდება,თავში ერთი კითხვა მოგვდის:რატომ არ მიბაძა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის სამწყსოს მოსახლეობის გაცვლის საკითხში?სახარება ხომ საკმაოდ ბევრს გვეუბნება იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს მწყემსი. ,,...მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის.ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი,რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი,იხილეს რაი მგელი მომავალი,დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ,და მგელმან წარიტაცნის  იგინი და განაბნინის ცხოვარნი.ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ,რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის (ინ. 10).'' კონსტანტინოპოლის პატრიარქის თურქეთში დარჩენა,მაშინ  როცა მისი სამწყსო პრაქტიკულად ,მთლიანად განდევნეს,ძირითადად საბერძნეთში,არა სახარებით,არამედ ბერძნული ნაციონალიზმით აიხსნება.

პატრიარქი სტამბულში ,,ადგილის შესანახად'' დარჩა,იმისთვის,რომ საბერძნეთის ყოფილი დიდების სიმბოლო ყოფილიყო და გამოეკვება ბერძნების იმედი,რომ ოდესმე ისინი დაბრუნდებიან,ხოლო კონსტანტინოპოლი კვლავაც აღდგენილი იმპერიის დიდებული დედაქალაქი იქნება.სწორედ ამიტომ იტანენ კონსტანტინოპოლის პატრიარქები დამცირებას და შევიწროებას,როგორც თურქეთის ხელისუფლების,ასევე არაკეთილგანწყობილი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.შესაძლოა ეს სანაქებო საქციელიცაა ბერძნული ეროვნული თვითშეგნების თვალსაზრისით,მაგრამ უნდა ვაღიაროთ,რომ ამ დამოკიდებულებას სახარებისეული საფუძვლები  არ აქვს.მეტიც,სახარება უარყოფით შეფასებას აძლევს მსგავს ნაციონალურ თვითშეგნებას.ეს ხომ ძალიან ჰგავს ებრაელთა იმედებს ქრისტეს დროს,რომ მესიამ უნდა აღადგინოს დედამიწაზე დავითის მეუფება და ებრაელები ყველა ერზე იბატონებენ.ქრისტეს მიერ ამ იდეების განხორციელებაზე უარის თქმამ გამოიწვია ბიძგი,რომ ადამიანები,რომლებიც იერუსალიმში უფლის შებრძანებას სიტყვებით: ,,ოსანა დავითის ძეს" ეგებებოდნენ სულ რამდენიმე დღეში აყვირდნენ: ,,ჯვარს აცვი,ჯვარს აცვი იგი!" 

შესაძლოა ოდესმე მოხდეს კიდევ ბერძენთა ტრიუმფალური დაბრუნება კონსტანტინოპოლში,მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ,როგორ თანმიმდევრულად დევნის თურქეთის ხელისუფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქს თავისი ტერიტორიიდან.1954 წელს  ხელისუფლების ხელშეწყობით საპატრიარქოს დარბევა მოხდა.1955 წელს მოხდა ბერძნული სათვისტომოს ასეთივე დარბევა კონსტანტინოპოლში.1971 წელს თურქეთმა დახურა ღვთისმეტყველების სკოლა კუნძულ ჰალკიზე. 1994 წელს წმინდა გიორგის  ეკლესიაში ასაფეთქებელი მოწყბილობა დამალეს.მაშინ მისი განიარაღება მოხერხდა,მაგრამ 1996 წელს  ტაძარში მაინც მოხდა აფეთქება. 2020 წელს წმინდა სოფიას ტაძარი ,რომელსაც მუზეუმის სტატუსი ჰქონდა,მეჩეთად გადააკეთეს.და ეს სრული სია არ არის.

ბერძნების ტრიუმფალური დაბრუნება კონსტანტინოპოლში ჯერ რთულად განსაჭვრეტია.აი,კონსტანტინოპოლის პატრიარქის თურქეთის ტერიტორიიდან გასახლება,კი სულ უფრო რეალური ხდება.ამ პერიოდში ისტორია მეორდება - კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ცდილობს დახმარება ვატიკანში იპოვოს და მზად არის,ამისათვის რომთან უნიაც კი გააფორმოს.რთული სათქმელია , რისი იმედი აქვს,მაგრამ ერტი რამ უდავოა-ფანარიონს რომ ისეთი პრობლემები არ ჰქონდეს,როგორიც ახლა აქვს,მას რომ ისეტივე მრავალმილიონიანი სამწყსო ყავდეს,როგორიც ადრე,მას რომ კონსტანტინოპოლიდან გასახლება არ ემუქრებოდეს და ა.შ. ვატიკანის მკლავებში აღმოჩენას არ შეეცდებოდა.უნიისთვის მომზადება ხომ უზარმაზარი რისკია.ორი ძველი უნია ადასტურებს ,რომ იმ იმპერატორებმა და პატრიარქებმა,რომლებმაც ეს პროცესი წამოიწყეს,მორვაწეობა ძალიან ცუდად დაასრულეს.სასულიერო პირები და ხალხი უბრალოდ უარს ამბობდნენ მათდამი მორჩილებაზე.ამიტომ,მსგავსი ნაბიჯის გადადგმამდე,კონსტანტინოპოლის პატრიარქები ცდილობენ,მართმადიდებლურ სამყაროში ძალაუფლება განიმტკიცონ.ბოლო 100 წლის განმავლობაში ესეც შეინიშნება. 

ორი ძველი უნია ადასტურებს,რომ იმ იმპერატორებმა და პატრიარქებმა,რომლებმაც ეს პროცესი წამოიწყეს,მოღვაწეობა ძალიან ცუდად დაასრულეს.სასულიერო პირები და ხალხი უბრალოდ უარს ამბობდნენ მათდამი მორჩილებაზე.ამიტომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმამდე კონსტანტინოპოლის პატრიარქები ცდილობენ,მართმადიდებლურ სამყაროში ძალაუფლება განიმტკიცონ.

გახდე პირველი,რათა ეკლესია უნიაში შეიყვანო?

ბოლო პერიოდში კონსტანტინოპოლის პატრიარქის თითქოს და პირველობის შესახებ სწავლების საბოლოო ჩამოყალიბება და სისტემატიზაცია მოხდა.ყველაზე სრულყოპილად ის ამერიკის საარქიეპისკოპოსოს არქიეპისკოპოსის ელპიდოფოროსის (ლამბრინიადის) ტრაქტატშია გადმოცემული: ,,პირველი,თანასწორის გარეშე". ეს ტრაქტატი ასეთი სიტყვებით სრულდება : ,,კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველობას ,როგორც უკვე ვთქვით,არაპერი აქვს საერთო დიპტიქებთან,რომლებიც მხოლოდ იერარქიულ წესრიგს გამოხატავენ(რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოს განსაზღვრებებში წინააღმდეგობრივი დოკუმენტი გარკვეულწილად აღიარებს,მაგრამ არსებითად უარყოფს).'' თუ პირველობის წყაროს შესახებ ვისუბრებთ ,მაშინ ეს წყარო გახლავთ თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქის პიროვნება,რომელიც,როგორც ეპისკოპოსი,არის ,,პირველი ტანასწორთა შორის''.მაგრამ როგორც კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი  და,შესაბამისად ,დიადი პატრიარქი არის ,,პირველი თანასწორთა შორის''.  (primus sine paribus)».

ამ აზრს იზიარებს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველი ,ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მართმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი): ,,მსოფლიოს პატრიარქს აქვს მთელი რიგი ამოცანები,რომლებიც ყველა მართმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა.მატ შორის არის ისიც,რომ ის არ არის კრებების თავმჯდომერე და ანიჭებს ავტოკეფალიას.ვის აქვს ეს გამორჩეული პრივილეგიები და მოვალეობები?ნებისმიერი,ვინც მათ უარყოფს,იძულებული იქნება,უარყოს ყველა ავტოკეფალური ეკლესია და ავტოკეპალია,რომლებიც საპატრიარქომ უმცროსებს მიანიჭა (ეკლესიებს - რედ.) <...>მსოფლიო პატრიარქი პირველი აყალიბებს ეკლესიის ერთიანობას ქრისტეს მაგალითით ისე, რომ თავად არ გახლავთ ,,ქრისტეს ვიკარი." <...> ის ვისაც არ აქვს კავშირი პირველთან (კონსტანტინოპოლის პატრიარქთან-რედ.) ის თავის სინოდთან ერთად მოკვეთილია საეკლესიო საზოგადოებას."

ეკლესიის ხასიათის დამახინჯებულად გაგების აპოგეად კი გვევლინება ანდრიანოპოლის მიტროპოლიტის ამფილოქის სიტყვები:,,არსებობს შეხედულება ,რომ მართმადიდებლურ ეკლესიას იესო ქრისტე წინამძღოლობს,მაგრამ სინამდვილეში,ეკლესიის წინამძღოლი მსოფლიო პატრიარქია.''

იმის შესახებ ,რომ ფანარიონის ამგვარი მსოფლმხედველობა აუცილებლად გამოიწვევდა ეკლესიის შესახებ დოგმატის იმ ფორმის უარყოფას,რომელიც მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე  ჩამოყალიბდა 381 წელს,ჯერ კიდევ არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)  გვაფრთხილებდა (1896-1993),რომელიც,სხვათა შორის,სწორედ კონსტანტინოპოლის ეკლესიის  უბეში მოღვაწეობდა და მის მიერ არის კანონიზირებული ერთი წლის წინ.

,, ამჟამად ჩვენი წმინდა ეკლესიის სიღრმეში გაჩნდა  მის შესახებ დოგმატური სწავლების  დამახინჯების  საფრთხე,და შესაბამისად საფრთხე,რომ დამახინჯდება ეკლესიის ყოფაც,რადგან დოგმატური ყოფიერება ორგანულად არის დაკავშირებული შინაგანი სულიერი ცხოვრების მდინარებასთან.<...> თუ ახლა ეკლესიის შესახებ სწავლებას დავამახინჯებთ და შესაბამისად,მისი ყოფიერების სახესაც,მაშინ როგორ ემსახურება იგი ძეთა თვისთა  ჭეშმარიტების გზაზე?გპასუხობთ: კონსტანტინოპოლის ნეო-პაპიზმში ,რომელიც სწრაფად ცდილობს თეორიული ფაზიდან პრაქტიკულზე გადავიდეს."

შეიძლება ვივარაუდოთ,რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყველა ეპისკოპოსი არ იზიარებს,პატრიარქ ბართლომეს სწრაფვას ეკლესიის მეთაურობისაკენ.თუ შევხედავთ სიტუაციას,რომელიც ელადის ,კვიპროსის და ალექსანდრიის ეკლესიებში ფანარიონის ლიდერობასთან მიმართებაში ჩამოყალიბდა მას შემდეგ,რაც მათ უკრაინის მართმადიდებელი ეკლესია აღიარეს,შევნიშნავთ რომ იქ საკმაოდ ბევრი ეპისკოპოსი მოიძებნება ,რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ ამ აღიარებას.ეს წინააღმდეგობა იმდენად მყარი არგუმენტით იყო გამყარებული,რომ მაგალითად,კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა,არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა სხვა არგუმენტი ვერ იპოვა და მათ განკვეთით დაემუქრა.თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ეპისკოპოსები  ჯერ მდუმარედ ეთანხმებიან პატრიარქ ბართლომეს და კონსტანტინოპოლის ნეო-პაპიზმის სხვა მომხრეების პოლიტიკას,მაგრამ შესაძლოა მალე დადგეს ჭეშმარიტების მომენტი,როცა არჩევა მოუწევთ : ან-ან.

ეს მომენტი, სავარაუდოდ , 2025 წელს დადგება,პირველი საეკლესიო კრების 1700 წლისთავის აღნიშვნის დროს.პატრიარქ ბართლომესთვის და პაპ ფრანცისკესთვის  არ არსებობს უკეთესი საბაბი მათ დაქვემდებარებაში მყოფი საეკლესიო სტრუქტურების გარკვეულ დონეზე გაერთიანებისთვის. 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე  ,ჯერ ერთი,არსებობდა ერთი ერთიანი ეკლესია აღმოსავლეთშიც და დასავლეთსიც და მეორეც - ფილიოკვესა და რომის პაპის პირველობის საკითხი საერთოდ არ წამოჭრილა.

მართალია ,მაშინ კონსტანტინოპოლის ეკლესია ,როგორც ასეთი საერთოდ არ არსებობდა,რადგან არ არსებობდა თავად კონსტანტინოპოლიც.წმინდა იმპერატორმა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი  ბიზანტიის პატარა ქალაქში მხოლოდ 330 წელს გადაიტანა და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამდე  (381 წ.) ქალაქი ირაკლიის მიტროპოლიტის დაქვემდებარებასი შედიოდა.თუმცა ამ სამწუხარო გაუგებრობას არავინ გაიხსენებს.და აი,ამ დროს,ძალიან მალე საბერძნეთის სასულიერი პირებმა და ხალხმა უნდა აჩვენონ არიან თუ არა ისინი თავისი წინაპრების ხსოვნის ღირსი,რომლებმაც ფლორენციისა და ლიონის უნიები არ მიიღეს.გვინდა გვჯეროდეს,რომ ახალ უნიასაც ასეთივე უსასრულო აღსასრული ელის. 

თუმცა,დრო გვაჩვენებს…

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ