სიცრუე და მუქარა როგორც უმე-ს აკრძალვის არგუმენტები

26 September 2023 09:38
1156
ნიკიტა პოტურაევმა სახალხო დეპუტატებზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რომ ხმა მისცენ უმე-ს აკრძალვას. ფოტო: СПЖ ნიკიტა პოტურაევმა სახალხო დეპუტატებზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რომ ხმა მისცენ უმე-ს აკრძალვას. ფოტო: СПЖ

სახალხო დეპუტატმა პოტურგაევმა განაცხადა, რომ უმე - ეს „ქრისტეს შესახებ არ არის“ და მას ქვეყანა-აგრესორი ხელმძღვანელობს, მან მოუწოდა მასმედიას - მოახდინოს ზეწოლა რადის დეპუტატებზე, რომ მათ ეკლესიის აკრძალვას მისცენ ხმა.

უკრაინის სახალხო დეპუტატი, ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში კომიტეტის ხელმძღვანელი ნიკიტა პოტურგაევი „ესპრესო“-ს უყვებოდა უმე-ს აკრძალვის შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგროვდეს  უმაღლეს რადაში ხმების აუცილებელი რაოდენობა.

არის თუ არა ხმები უმე-ს აკრძალვისთვის?

ინტერვიუს დასაწყისშივე პოტურგაევმა აღიარა, რომ უმე-ს აკრძალვა პირადად მისთვის - „მნიშვნელოვანი“ და „მტკივნეული“ საკითხია. ფაქტიურად თავიდანვე პოტურგაევმა მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ საეკლესიო საკითხისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება, როგორც ეს პოლიტიკოსს შეეფერება, მას არ შეუძლია. და ეს მნიშვნელოვანი შენიშვნაა, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ეკლესიის აკრძალვის ინიციატორები ხელმძღვანელობენ მხოლოდ ემოციებით და საკუთარი „განცდებით“, რაც სრულიად დაუშვებელია იმ ადამიანისთვის, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენს.

თვით ინტერვიუ ეხება რადის სპიკერის რუსლან სტეპანჩუკის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უმე-ს აკრძალვის კანონპროექტები არ განიხილება დარბაზში, იმიტომ რომ ხმები არ არის. პოტურგაევმა თქვა, რომ სტეპანჩუკი მართალია, რომ ამ მომენტისთვის არ არის კანონპროექტის მისაღებად აუცილებელი 226 ხმა. შემდეგ აგრძელებს, რატომ შეიქმნა ამგვარი სიტუაცია. და აი, ეს „განმარტებაც“ - ყალბი სოფისტიკის მაგალითი.

პოტურგაევის აზრით, ხმების არარსებობა ვერ აიხსნება იმით, თითქოს რადაში არის „კონკრეტული ეკლესიის გავლენის აგენტები“. უფრო სწორად, „ნამდვილად არის ხალხი, რომლებიც სწორედ ამ ეკლესიის ერთგულნი რჩებიან“ და არის ხალხი, რომლებიც „დეზინფორმირებულები ან ცუდად ინფორმირებულები არიან“.

რაში გამოიხატება „დეზინფორმაცია“? იმაში, ამბობს პოტურგაევი, რომ სახალხო დეპუტატები, რომლებიც უმე-ს აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიან, თვლიან, რომ ანტიეკლესიური კანონების მიღება „დაარღვევს სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპს ეკლესიათა საქმიანობაში“ და რწმენის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ეს კი ტყუილიაო.

იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ არის, სახალხო დეპუტატი გამოვიდა სიტყვით, სადაც უკვე მერამდენედ მტკიცებს, რომ სახელმწიფო „არ ებრძვის არც ერთ ეკლესიას, მხოლოდ ამბობს, რომ უკრაინის რელიგიურ ორგანიზაციებს ვერ ექნებათ კავშირი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც იმართებიან სახელმწიფო-აგრესორის მიერ“.

ვინ ხელმძღვანელობს უმე-ს?

თითქოს ისეთი სერიუზული ბრალდება, რომ უმე-ს „მართავს ქვეყანა-აგრესორის ხელმძღვანელობა“ მოითხოვს მტკიცებულებებს. მაგრამ ისინი არ არის. სინამდვილეში, რფ-ის ხელმძღვანელობა ეს პუტინი და რუსეთის მთავრობაა. ნუთუ პოტურგაევი სერიუზულად ფიქრობს, რომ ისინი მართავენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას? ალბათ არა. შეიძლება დავუშვათ, რომ ასეთმა  პატივცემულმა  სახალხო დეპუტატიმა ჯერ უბრალოდ ვერ ისწავლა საკუთარი აზრების ზუსტი ფორმულირება და სინამდვილეში მას მხედველობაში ჰქონდა რმე-ის ხელმძღვანელობა. აქაც მისი სიტყვები არანაირი ფაქტებით არ მტკიცდება.  

ჯერ ერთი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებას არანაირი გავლენა არ აქვს უმე-ში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თანაც დიდი ხანია არ აქვს - მას მერე, რაც 1990 წელს გამოჩნდა პატრიარქ ალექსის სიგელი.

მეორე, თეოფანიის კრების მერე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში კვალიც აღარ დარჩა რმე-სთან რაიმე ადმინისტრაციული კავშირის შესახებ.

მესამე, პოტურგაევს ან მართლა არ ესმის, ან თავს აჩვენებს, რომ ვერ ხვდება განსხვავებას ადმინისტრაციულ და ევქარისტიულ კავშირებს შორის. პატრიარქ ალექსის ზემოხსენებულ სიგელში არსად, არც ერთ წინადადებაში არ არის ნახსენები, რომ უმე „ემორჩილება“ რმე-ს, რომელიც მას „ხელმძღვანელობს“. პირიქით, ხაზგასმულია სრული დამოუკიდებლობა მმართველობაში. ამას ვერ ხედავს მხოლოდ ის ადამიანი, რომლისთვისაც უმე-ს აკრძალვა - „მტკივნეული საკითხია“ და მას რეალურ ფაქტებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მეოთხე, უმე ადმინისტრაციულად მართლა რომ იყოს დამოკიდებული რუსულ ეკლესიაზე, პოტურგაევს არ გაუჭირდებოდა იმის ჩვენება, თუ როგორ ხორციელდება რეალობაში ეს დამოკიდებულება. ცოტა ხნის წინ ზაპოროჟიეს მიტროპოლიტმა ლუკამ ხელისუფლებას მარტივი კითხვა დაუსვა - კონკრეტულად რაში გამოიხატება უმე-ს მმართველობა „ქვეყანა-აგრესორის“ მიერ? რა მექანიზმებია?

ნუთუ რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? თუ უმე-ს მართლაც საზღვარგარეთიდან მართავენ, მაშინ პოტურაევმა თქვას - ვინ არის რმე-დან და ვის აძლევდა უმე-დან რაღაც  ბრძანებეს?

არც ერთ ამ კითხვას ჰუმანიტარული და საინფორმაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა არ უპასუახა, ის მხოლოდ მსჯელობს, რომ არ შეიძლება უკრაინის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ქვეყანა-აგრესორთან ჰქონდეთ კავშირი.

დაშინება - როგორც უკანასკნელი არგუმენტი


 იმისთვის, რომ საბოლოოდ გავერკვეთ უმე-სთან დაკავშირებით, ამბობს პოტურგაევი, „საჭიროა მეტი მუშაობა“, იმაში „დასარწმუნებლად, რომ გვაქვს არა 226, არამედ 250 ხმა“. როდის აპირებს ის „მუშაობას“? სრულიად მარტივია. პუტურგაევი პირდაპირ ამბობს, რომ „საზოგადოებრიობის და მედიის ზეწოლის გარეშე ჩვენ, სამწუხაროდ, ამას ვერ გავაკეთებთ“ და „საჭიროა, რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს კონკრეტულად, უმაღლესი რადის რომელი დეპუტატი მზად არის ხმის მისაცემად და ვინ არ არის მზად“. ის ვერესნის აგრეთვე უყვებოდა, რომ „არაერთხელ თხოვდა თავის მედია და საზოგადოებრივი სექტორის კოლეგებს, რომ მათ „გადარეკვის მეთოდით“ გაარკვიონ ხალხის რჩეულთა პოზიციები.

რას ნიშნავს ეს „გადარეკვა“, როგორ შეიძლება ის წარიმართოს? სახალხო დეპუტატთან არკვევენ მის პოზიციას და თუ ის არ ემთხვევა „პარტიის პოლიტიკას“, ეს გამოაქვთ ინფო-ველზე მედიაში შემდგომი დევნით. ისიც შესაძლებელია, რომ მხოლოდ დევნით საქმე არ დამთავრდეს.

ცოტა ხნით ადრე, სტეპანჩუკის სიტყვებით აღშფოთებულმა უმე-ს აკრძალვაზე არასაკმარისი ხმების შესახებ, ექსტრემისტული ორგანიზაციის «С14» ლიდერმა ევგენი კარასმა პირობა დადო, რომ „თავს გაუტეხავს“ ყოველ სახალხო დეპუტატს, ვინც უარს იტყვის ხმა მისცეს აკრძალვაზე - მას მხოლოდ სახელები და სიები ჭირდება. ახლა კი პოტურგაევმა ამ სიების შედგენა მოითხოვა. გასაგებია, რომ სახალხო დეპუტატთა შორის ბევრი მამაცი და გაბედული ადამიანია, ვისაც კარასის არ ეშინია. მაგრამ კარასის გარდა სხვა რადიკალებიც არიან, სახალხო დეპუტატებს კი ოჯახები და ბავშვები ჰყავთ. შეუძლიათ კი დეპუტატებს ამ შემთხვევაში თავისუფლად ხმის მიცემა, კანონზე და უკრაინის კონსტიტუციაზე დაყრდნობით?

ფაქტიურად, პოტურგაევი, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით  სარგებლობს და ყველა სახალხო დეპუტატს აშინებს, რომლებიც სასამართლოს, მიზეზებისა და  არგუმენტების გარეშე უარს ამბობენ უმე-ს აკრძალვაზე.

გარდა ამისა, ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: საერთოდ რამდენად კანონიერია სახალხო დეპუტატებზე ზეწოლა, რომ აიძულონ ისინი ხმა მისცენ ასე და არა სხვაგვარად? მით უმეტეს, რომ „ღილაკჭერა“ ჩვენში არა მარტო იკრძალება, არამედ ისჯება კიდევაც. პოტურგაევის ქმედებები კი „ღილაკჭერაზე“ უარესია.

თავისი ინტერვიუს ბოლოს პოტურგაევმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბუდისტებიც კი უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრეები არიან (ესე იგი, მათაც აკრძალავენ?). შემდეგ მან განაცხადა, რომ უმე-ს წარმომადგენლები აპროტესტებენ თავიანთ აკრძალვას და ამით ხალხის რისხვასა და ბოროტებას იწვევენ“. „ისინი დაიცავდნენ (კანონს - რედ.), ან დაარღვევდნენ, ამ გზით კი ისინი არა მარტო ცდილობენ მოსკოვთან რაღაც ქიმერული კავშირების შენარჩუნებას, არამედ მათი პოზიციის გამო  შენარჩუნებულია რაღაც პოტენციური ფანჯრები სხვა რელიგიური ორგანიზაციების შემოღწევისთვის“.

საერთოდ, რა ხდება? უკრაინის ბუდისტები ხედავენ, რომ უმე-ს არ კრძალავენ და ამიტომ ისინი მხარს დაუჭერენ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს? და როგორ გადაიქცა უცებ „ქვეყანა-აგრესორის მმართველობა“ უბრალოდ „ქიმერულ კავშირებად“?

პოტურგაევი მიხვდა, რომ მან რაღაც სრულიად უცნაური თქვა, ემუქრებოდა ეკლესიის მღვდელმთავრებს, რომლებიც „ითხოვენ, ცხვირი არ ჩაყონ მათ საქმეებში“, განაცხადა, რომ ისინი „თავისთავად უარესად იქცევიან“. ასეთი სიჯიუტე „დამთავრდება თქვენთვის“, ამბობს სახალხო დეპუტატი, „ბევრად უარესად, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, იმიტომ რომ „თქვენ ფაქტიურად მტრებს დამატებით პირობებს უქმნით უკრაინის საქმეებში ჩასარევად“. მთელ ამ ამბავს ჟურნალისტი გაყინული მზერით უყურებდა. მაგრამ, ყველასთვის საბედნიეროდ, საეთერო დრო ამოიწურა და პოტურგაევს არ მოუხდა იმის განმარტება, რისი თქმა სურდა მას ამ ფრაზებით. 

დასკვნები


პირველ რიგში, ეკლესიის აკრძალვის მთავარ ინიციატორებსაც კი არ შეუძლიათ ამ აკრძალვის გამამართლებელი არგუმენტების ნათლად ფორმულირება.

მეორე, ის არგუმენტები, რომლებიც მათ მაინც მოყავთ, არანაირ მტკიცებულებით ბაზას არ შეიცავენ.

მესამე, სახალხო დეპუტატთა შორის არის იმ ადამიანთა საკმარისი რაოდენობა, ვისაც ესმის, რომ ანტიეკლესიური კანონები - ეს კონსტიტუციისა და ადამიანთა უფლებების დარღვევაა.

მეოთხე, ფაქტების არარსებობის გამო, აკრძალვის ინიციატორები იძულებულები არიან მიმართონ დაშინებას, შენტაჟს და სიცრუეს.

ეს სიტუაცია იმდენად უცნაურად გამოიყურება, რომ ჩვენ მუდმივად კითხვას ვუსვამთ საკუთარ თავს - ვისთვის მოაქვს ამას სარგებელი?

26 სექტემბერს უმე-ს წმინდა სინოდმა ამ კითხვას უპასუხა - ამას უკრაინის მტრებისთვისთვის მოაქვს სარგებელი. ესმით კი სინოდის სიტყვები მათ, ვისზეც დამოკიდებულია ჩვენი სამშობლოს ბედი? უახლოეს მომავალში ჩვენ ამის შესახებ გავიგებთ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ