ბაიდენი და ლიბერალურ-ჰომოფილური ალიანსი: ვინ და რატომ მონაწილეობს
ფანარიონის მეთაურმა, მისმა ეპოსკოპოსებმა და პაპმა დიდი აღტაცებით მიულოცეს ჯო ბაიდენს „პრეზიდენტობა“. სწორედ იმას, ვინც აბორტების და ლგბტ-ის მომხრეა. რატომ გააკეთეს ეს?
ჯო ბაიდენს გამარჯვება პატრიარქმა ვარფოლომეიმ, ფანარიონის არქიეპოსკოპოსმა ელპიდოფორმა და რომის პაპმა ფრანცისკმა მიულოცა. საქმე მხოლოდ იმაში კი არაა, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და სავსებით შესაძლებელია ტრამპის გამარჯვება. პრობლემა ისაა, რომ ბაიდენი - აბორტებისა და ლგბტ-ების აშკარა მხარდამჭერია. რატომ ჩქარობენ საეკლესიო ლიდერები მიულოცონ გამარჯვება პიროვნებას, რომლის შეხედულებები და ქმედებები აშკარად არაქრისტიანულია?
აშშ-ში არჩევნების სისტემის შესახებ
ჩვენს თვალწინ ყალიბდება ლიბერალურ-ჰომოფილური ალიანსი (ჰომოფილური - ლგბტ-ს მხარდამჭერი). ფაქტიურად ამ დღეებში გამოიკვეთა მარკერი, რაც მიუთითებს ამ ალიანსთან კავშირზე. ეს მარკერია, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე არჩევის მილოცვა ბაიდენისათვის.
ცოტაოდენი რამ აშშ-ს საარჩევნო სისტემის შესახებ.დემოკრატიის ეგრეთწოდებულ საყრდენში, ე.ი. აშშ-ში, პრეზიდენტის არჩევა ხდება არა ხალხის მიერ, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ. მოქალაქეები ხმებს აძლევენ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებს, რომლებიც შემდეგ ხმას მისცემენ კონკრეტულ კანდიდატს. თითოეული შტატიდან ხდება ამომრჩევრლთა კოლეგიის განსხვავებული რაოდენობის წევრების შერჩევა და პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც იმ კონკრეტულ შტატში ხმათა უმრავლესობას დააგროვებს, ისაკუთრებს ყველა (!) ამომრჩეველს. შტატი ილინიოსი 20 კაცით ავსებს ამომრჩეველთა კოლეგიას. წარმოვიდგინოთ, რომ რესპუბლიკელების კანდიდატს ხმა მისცა შტატის მოსახლეობის 45%-მა, ხოლო დემოკრატების კანდიდატს 55%-მა.
აშშ-ში ნამდვილი დემოკრატია რომ ყოფილიყო, რესპუბლიკელი მიიღებდა 9 ამომრჩეველს, ხოლო დემოკრატი 11-ს. მაგრამ ამერიკული „დემოკრატია“ ამბობს, რომ დემოკრატების კანდიდატს მიაქვს 20-ვე ამომრჩევლის ხმა, ხოლო მოსახლეობის 45%-ის ხმა ნაგვის ურნაში მიდის. ასეთი მდგომარეობაა ყველა შტატში, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელსაც აღარ ჩავუღრმავდებით. ამგვარად ყალიბდება კოლეგია 538 ამომრჩევლისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს კოლეგია ატარებს სხდომას, და სწორედ ამ სხდომაზე ირჩევს შემდეგ პრეზიდენტს. ამავე დროს, არაერთხელ მომხდარა ისე, რომ გამარჯვებულ კანდიდატს აუღია უფროს ნაკლები ხმა, ვიდრე დამარცხებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სავსებით შესაძლებელია, რომ ჯო ბაიდენი მაინც გახდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაგრამ დღესდღეობით არათუ არ შემდგარა ამომრჩეველთა კოლეგიის სხდომა, არამედ თავად კოლეგიაც არ არის ფორმირებული. ვერცერთმა კანდიდატმა შეაგროვა ამომრჩეველთა 270 ხმა. და არცერთმა კანდიდატმა აღიარა მარცხი, რაც ტრადიციულად მოწმობს იმას, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა დასრულდა. დონალდ ტრამპის გუნდი, სასამართლოებში გაასაჩივრებს მთელ რიგ შტატებში ხმების დათვლის შედეგებს. პენსილვანიაში, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, მხედველობაში არ მიეღოთ ფოსტით მიღებული ხმების რაოდენობის ნაწილი. სხვა შტატებში - ასევე განხილვები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ შტატის სასამართლო ტრამპის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, არსებობს ამ გადაწყვეტილების გასაჩვრების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში, სადაც მოსამართლეთა უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს (დიახ, იქ მოსამართლეებიც პარტიის წევრები არიან და ხმას შესაბამისად აძლევენ). 2000 წელს იყო პრეცენდენტი, რომ რესპუბლიკელების პარტიის წევრმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუგო არჩევნები დემოკრატ ალბერტ გორს. გარდა ამისა, არსებობს ეგრეთწოდეული „არაკეთილსინდისიერი ამომრჩევლების კოლეგიის წევრების“ პრობლემა, როდესაც ისინი ხმას აძლევენ თავიანთი ამომრჩევლის აზრის წინააღმდეგ.
ასე რომ, დღესდღეობით, ბრძოლა არ დასრულებულა და მხოლოდ მას-მედიამ აღიარა ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად. ასეთ ვითარებაში, რატომ იჩქარა ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერმა გამარჯვების ოფიციალური მილოცვების გაგზავნა ბაიდენისთვის, რისკავდა რა ტრამპის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში მისი ადმინისტრაციის ანტიპათიის გამოწვევას? პასუხი მარტივია: ეს არის მცდელობა, ტრამპის გუნდზე ზეწოლის ატმოსფეროს შექმნისა, რათა ის აიძულონ უარი თქვას ბრძოლაზე. დონალდ ტრამპი, თავისი კონსერვატიზმით, ქრისტიანების დაცვით, აბორტების წინააღმდეგ ბრძოლით, პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკით და გლობალისტური დღის წესრიგის გაზიარებაზე უარის თქმით, არახელსაყრელია მსოფლიო ლიბერალური ელიტისთვის.
რატომ მიულოცა ფანარიონმა ბაიდენს ჯერ კიდევ არარსებული პრეზიდენტობა?
ის რომ ლიბელარულ ელიტას ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე აღზევება სურს, გასაგებია, მაგრამ ამ მარკერით, ე.ი. ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე მილოცვით, რეპუტაცია შეილახეს სხვადასხვა ქვეყნების არამარტო პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა, არამედ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერებმაც. გამოდის რომ ისინი ასევე მონაწილეობენ ტრამპზე და მის გუნდზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის კამპანიაში, ისინი ასევე ცდილობენ ტრამპის და მისი გუნდის ირგვლიც შექმნან გარდაუვალი მარცხის ატმოსფერო და აიძულონ ისინი აღაიარონ ეს მარცხი. ჩნდება კითხვა: რატომ?
და აი, სწორედ ამ კითხვას, ღია ტექსტით უპასუხა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ვარფოლომეიმ, თავის მისალოც, აღფრთოვენებით სავსე წერილში: „იმდენად, რამდენადაც თქვენ იცით მთელი ამ მეგობრობის განმავლობაში ჩვენი თქვენდამი დამოკიდებულების შესახებ, შეგიძლიათ ნათლად წარმოიდგინოთ სიდიადე სიახარულისა და სიამაყისა, რასაც ვგრძნობთ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის პოსტზე თქვენი არჩევის გამო. <...> თქვენი გამარჯვების თაობაზე ჩვენი სიხარული და ენთუზიაზმი - მხოლოდ პირადი გრძნობები არ არის. ეს ასევე არის ჩვენი ეკუმენური საპატრიარქო მმართველობა თავისი პროვინციებით მთელს მსოფლიოში, <...> და მთელი თავისუფალი სამყაროს მოქალაქეები, რომელთაც თქვენ აძლევთ იმედს (ასე ვთქვათ, რწმენას) უკეთესი მსოფლიოსი, სადაც ცივილიზებული სამყაროს მუდმივი ღირებულებები და იდეალები იქნება გაბატონებული.“
ამ სიტყვებში - „ფროიდისეული ფორმულირებით“, პატრიარქი ვარფოლომეი საუბრობს იმ „ღირებულებებზე“ და „იდეალებზე“, რომელთაც განასახიერებს ბაიდენი და რომელნიც უნდა გაბატონდნენ „ცივილიზებულ სამყაროში“. თუ რა ღირებულებებია ეს - არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოებას.
ბაიდენი - ლგბტ-ის აშკარა პროპაგანდისტია
ბაიდენის ლგბტ-ს მიმართ ერთგულება საქვეყნოდაა ცნობილი. 2016 წელს მან თავისთან, სახლში „დააქორწინა“ მამაკაცების ჰომოსექსუალი წყვილი, რის გამოც აშშ-ის კათოლიკოსმა ეპისკოპოსებმა, მოითხოვეს მისი ეკლესიიდან განკვეთა (თუმცა არ განუკვეთიათ). „მე ვამაყობ, რომ ბრაიანი და ჯო ჩემს სახლში დავაქორწინე“ - დაწერა მაშინ ბაიდენმა.
მოცემულ მომენტში, ის იმდენად აფორიაქებულია ლგბტ-ის უფლებებით, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე, დებს პირობას, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეს ლგბტ-ის უფლებებისთვის ბრძოლას დაუთმობს, ამ პერიოდის განმავლობაში, ის აპირებს მიიღოს „თანაბარი უფლებების აქტი“ ლგბტ საზოგადოებისთვის. 2020 წლის სექტემბერში, გ. ბაიდენმა, შეიტყო რა, რომ პოლონეთში არსებობს „ლგბტ-სგან თავისუფალი ზონები“, განრისხებულმა დაწერა თავის „ტვიტერზე“: „ნება მიბოძეთ დავაზუსტო: ლგბტ-ს უფლებები - ეს არის ადამიანთა უფლებები, ხოლო „ლგბტ-ებისგან თავისუფალ ზონებს“ არ აქვთ ადგილი არც ევროკავშირში და არსად მთელს მსოფლიოში.“
უფრო ადრე, როდესაც ის იყო ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, გამოდიოდა რა სიტყვით ლგბტ-ის უფლებების დამცველთა წინაშე, ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს უფლებები გახლდათ უფრო მეტი, ვიდრე ტრადიციები და კულტურები. „მე არ მაინტერესებს როგორი კულტურა გაქვთ თქვენ. არაადამიანობა არაადამიანობად რჩება, ხოლო ცრუ შეხედულებები - ცრუ შეხედულებებად“, - თქვა ბაიდენმა და ტრადიციული ღირებულებების მიმდევრებს - „ტროგლოტიდები“ (გამოქვაბულის ადამიანები) უწოდა: „თქვენ წარმოადგენთ უმრავლესობას, ხოლო ისინი, სხვები, - ტროგლოტიდები არიან“.
ბაიდენი მუსულმანი მიგრანტების უფლებებს წევს წინ
მუსულმან ადვოკატთა ასოციაციისადმი ვიდეო მიმართვაში, ბაიდენმა პირობა დადო, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, მუსულმანები იქნებიან წარდგენილნი მისი ადმინისტრაციის ყველა დონეზე. ხოლო დონალდ ტრამთან დებატების დროს, ბაიდენი იქამდე მივიდა, რომ წარმოთქვა სიტყვა მუსულმანური ლოცვიდან „ინშალლაჰ“, რაც ითარგმნება როგორც: „დაე იყოს ალაჰის ნება“. ამავე პუნქტს შეიძლება მივაკუთნოთ ასევე, ბაიდენისა და მთელი დემოკრატიული პარტიების მხრიდან მხარდაჭერაც მოძრაობისა „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (BLM), რომლის მიმდევრებმაც, სახელი გაითქვეს ტაძრების შეურაცხყოფით, ძეგლების ნგრევით და მორწმუნე ქრისტიანების ცემით და შევიწროებით.
ბაიდენი - აბორტების პროპაგანდისტი
ბაიდენის გუნდმა, უკვე დააანონსა ამერიკის იმ კანონების გაუქმება, რომლებიც მიმართულია ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ბავშვების დაცვისკენ, ხოლო დაფინანსება ორგანიზაციისა „გეგმიური შობადობა“ („Planned Parenthood“), რომელიც უზრუნველყოფს ფეხმძიმობის შეწყვეტის მომსახურებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირიქით, აღდგენილი იქნება.
ყველაფერ ამასთან ერთად, ბაიდენი არ იღლება თავს კათოლიკე უწოდოს. თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ყველა ასე არ ფიქრობს. 2019 წელს, სამხრეთ კაროლინის ეკლესიის მღდელმა ე.მორიმ, აბორტების მხარდაჭერის გამო, ჯო ბაიდენს უარი უთხრა ზიარებაზე. ხოლო ტენესის შტატის ეპისკოპოსმა რიკ სტიკმა განაცხადა: „არ მესმის როგორ შეუძლია ბატონ ბაიდენს იმის მტკიცება, რომ არის კეთილსინდისიერი და მორწმუნე კათოლიკე, როდესაც ის უარყოფს საეკლესიო სწავლებების ძირითად საფუძვლებს, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობაზე და ყველაზე უფრო უცოდველი, ჯერ კიდევ არ გაჩენილი ადამიანების უფლებების დარღვევაზე.“ თუმცა, ვატიკანის მეთაური, პაპი ფრანცისკი, ნაკლებად მომთხოვნია, ვიდრე მისი მასზე დაქვემდებარებული სასულიერო პირები. პაპმა ასევე მონიშნა თავი ზემოხსენებული მარკერით და ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
რთული არაა იმის შემჩნევა, რომ პაპი ფრანცისკი, ასევე აქტიურად უჭერს მხარს ლგბტ-ების და მუსულმანი მიგრანტების უფლებების დაცვას. ის ფეხებს უკოცნის მათ და აცხადებს, რომ სამოქალაქო გეი-ქორწინება კანონით დაშვებული უნდა იყოს.
ლიბერალ-ჰომოფილური ალიანსის გაფორმება
ამგვარად, სახეზეა ფორმირება ლიბერალ-ჰომოფილური ალიანსისა, რომელიც ქადაგებს ეკნომიკის სფეროში გლობალიზმის იდეებს, ლგბტ-საზოგადოების უფლებებს, მიგრაციის წახალისებას, აბორტებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მიესალმებიან და კურთხევას აძლევენ ვატიკანისა და ფანარიონის ლიდერები, ხოლო თავად ისინი, პაპი ფრანცისკი და პატრიარქი ვარფოლომეი, დაუღალავად საუბრობენ უახლოეს მომავალში გაერთიანებაზე.
თუმცა ცნობილია, რომ კათოლიკურ ეკლესიაში, ყველა როდი იზიარებს პაპი ფრანცისკის ლიბერალურ-ჰომოფილურ იდეებს. არსებობს კონსერვატიულად განწყობილი ჯგუფი ეპისკოპოსებისა, რომელნიც ამ იდეების წინააღმდეგ გამოდიან და ღიად ადანაშაულებენ ვატიკანის ამჟამინდელ მეთაურს მწვალებლობაში. მაგრამ პაპი ფრანცისკის პოზიცია - კათოლიკების საქმეა. ჩვენ უფრო მეტად, ამ ალინსში ადგილობრივი ეკლესიების მონაწილეობა გვაინტერესებს.
საქვეყნოდ ცნობილია, რომ მთელი XX საუკუნის მანძილზე, ფანარიონი ცდილობს დაამტკიცოს თავისი განსაკუთრებული მდგომარეობა მთელ ეკუმენურ მართლადიდებლობაში და ძალაუფლება დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებზე. ამ ბოლო დროს ამ მცდელობებმა უფრო აქტიური და აგრესიული ფორმა მიიღეს. ჯერ ერთი, ფანარიონმა, აბსოლუტურად არაკანონიერად, კანონიერ მსახურებად აღიარა უკრაინელი სქიზმატები და მათგან ჩამოაყალიბა „უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია“. მეორეც, მან დაიწყო ზეწოლა სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე იმ მიზნით, რომ მათგან მიეღო საკუთარი არაკანონიერი ქმედებების აღიარება. ამგვარად, ფანარიოინმა თავის ირგვლივ დაიწყო სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან მომხრეების შემოკრება, რომლებიც აღიარებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ძალაუფლებას და მის შეუმცდარობას საეკლესიო საკითხების მოგვარებაში. კონსტანტინოპოლის პატრიარქის საქმიანობის ასეთი გააქტიურება დაკავშირებულია ფანარიონზე ჯო ბაიდენის ორ ვიზიტთან ჯერ კიდევ მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს. ვიზიტები 2011 და 2014 წელს შედგა.
ამ ვიზიტების შედეგად, ბაიდენმა ფანარიოტებს მსოფლიო მხარდაჭერა აღუთქვა და სამაგიეროდ მიიღო პატრიარქ ათენაგორას პრემია ადამიანის უფლებების დაცვაში (Athenagoras Human Rights Award), რომელიც დაწესებულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქიტონების საბჭოს მიერ.
რა მხარდაჭერა იყო ეს, ჩვენ მალევე ვიხილეთ. განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი რელიგიათა საერთაშორისო თავისუფლების საკითხებში, სემუელ ბრაუნბეკი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფანარიონთან, ათონთან, კიევთან, ათენთან და ასე შემდეგ. ამ მოლაპარაკებებს თან სდევდა კონსტანტინოპოლის იერარქების ქმედებები და შედეგად შეიქმნა მეუ (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია), რომელმაც ეკუმენური მართლმადიდებლობა დაყო იმ ადგილობრივ ეკლესიებად, რომლებიც არ აღიარებენ ვარფოლომეის დიქტატურას, და ალექსანდრიისა და ელადის ეკლესიების იმ იერარქებად, აქვე უნდა ვახსენოთ კვიპროსის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი, რომლებიც ემორჩილებიან ამ დიქტატურას.
ამგვარად მიმდინარეობს მართლმადიდებლურ სამყაროში, ზემოხსენებული ალაინსის „მართლმდადიდებლური“ ნაწილის ფორმირება. ბაიდენი და ის ძალები, რომელთაც ბაიდენი განასახიერებს, რელიგიური ლიდერების მხარდაჭერას საჭიროებენ, ხოლო ეს ლიდერები საჭიროებენ მხარდაჭერას ძლიერთა ამა სოფლისათა. და ისეთი „წვრილმანები“, როგორიცაა ევანგელისტური მცნებები, ბიბლიური ტრადიციები და საეკლესიო კანონები, შეიძლება ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ, არ მივაქციოთ ყურადღება. უფრო მეტიც, ისინი, ვინც ევანგელისტური სწავლებებისადმი ერთგულებას გამოხატავენ განსჯის ცოდვაში დავადანაშაულოთ. სწორედ ეს გააჟღერა ფანარიონის წარმომადგენლმა, თელმისის არქიეპისკოპოსმა იობმა (გეჩა) გამომცემლობისთვის „რელიგიური სიმართლე“ მიცემულ ინტერვიუში. როდესაც მას ჰკითხეს, შეუძლია თუ არა „პოლიტიკოსს, რომელიც დეკლარირებს ქრისტიანობას, საჯაროდ ისაუბროს როგორც აბორტების, ასევე ერთსქესიანი ქორწინების მხარდაჭერაზე?“ - არქიეპისკოპოსმა იობმა აღნიშნა, რომ „ყველა ადამიანი უნდა ხედავდეს და განიხილავდეს საკუთარ ცოდვებს, და არა განიკითხავდეს მოყვასს.“
აქ სახეზეა ცნებათა იეზუიტური ჩანაცვლება. ბაიდენს, რომ პირადად ჩაედინა სოდომის ცოდვა და ბავშვთა კვლა, იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო გამოგვეყენებინა ის, რაც არქიეპისკოპოსმა იობმა თქვა. თუმცა ამ შემთხვევისთვისაცაა მაგალითი სახარებიდან, როდესაც წმინდა წინასწარმეტყველმა, იოანე ნათლისმცემელმა დაგმო უღმერთო ჰეროდოტე: „არ უნდა გყავდეს ცოლად შეინი ძმის ცოლი“. მაგრამ ბაიდენი მოუწოდებს საზოგადოებას ამ ცოდვების ჩადენისკენ, ის მოითხოვს ამ ცოდვების დაკანონებას და დაფინანსებას გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან. და ამ შემთხვევაში, უკვე არ შეიძლება თავის მოკატუნება, თითქოს ეს მხოლოდ ბაიდენის პირადი საქმეა, და რომ სახარების თანახმად არ შეიძლება მისი განსჯა.
ასე, რომ ლიბერალურ-ჰომოფილური ალიანსი აქტიურად ყალიბდება და ისმის კითხვა: რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მის მიმართ. ვფიქრობ პასუხი შეიძლება იყოს წმინდა წერილის ორი ციტატა:
„უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს.“ (გამოცხ. 22, 11).
„ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ კეთილინება თქვენთვის ცათა სამეფოს მოცემა." (ლუკ. 12, 32).