საეკლესიო კარის თამაშები: ბართოლომეოსი არ ექვემდებარება განსჯადობას და გულმავიწყია

04 September 2023 14:35
3013
ბართოლომეოსი დარწმუნებულია, რომ არ განსჯიან სხვა ეკლესიები. ფოტო: СПЖ ბართოლომეოსი დარწმუნებულია, რომ არ განსჯიან სხვა ეკლესიები. ფოტო: СПЖ

პატრიარქი ბართოლომეოსმა გამოსცა სკანდალური განცხადებების ახალი პორცია, რომელიც კომენტარებს მოითხოვს. მოდით, გავარკვიოთ მისი ძირითადი თეზისები.

2023 წლის 1 სექტემბერს ახალი სტილით ინდიქტიონის (საეკლესიო ახალი წელთაღრიცხვა) დღესასწაულზე პატრიარქმა ბართოლომეოსმა სერგეი დუმენკოს თანდასწრებით წარმოთქვა მკაფიო სიტყვა, რომელშიც განაცხადა სხვა ეკლესიებისადმი ფანარიონის არაგანსჯადობაზე, განაცხადა რა, რომ არანაირი მართლმადიდებლური საეკლესიო კრება უკრაინის თაობაზე არ იქნება, გააკრიტიკა რმე ევქარისტული ურთიერთობის „უსაფუძვლო“ გაწყვეტის გამო და განაცხადა, თუ რამდენი უშძ-ს მეომარი დაიღუპა ომში.

ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და თქვენი, მონების საქმე საქმე არაა ჩვენი განსჯა

„ჩვენის მხრივ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენი აზრით სწორია. სხვა დობილი ეკლესიები მოგვიწოდებენ და გვთხოვენ, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ისევ მოიწვიოს სრულიად მართლმადიდებლური კონფერენცია ან მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა სინაქსისი უკრაინის საეკლესიო საკითხის განსახილველად, მაგრამ ჩვენი საპატრიარქო უარყოფს ამ წინადადებებს, რადგანაც მას არ სურს სხვა ეკლესიების მიერ განსჯილ იქნეს ის კანონიკური აქტი (მეუ-ს ტომოსი- რედ.), რომელიც თავად განახორციელა... ჩვენ არ მოვიწვევთ, არც სრულიად მართლმადიდებლურ საეკლესიო კრებას, არც წინამძღოლთა სინაქსისს, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს განზრახვა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებები და ინიციატივები ახალი საეკლესიო ეკლესიოლოგიის განსჯის ქვეშ მოექცეს“, - განაცხადა პატრიარქმა ბართოლომეოსმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტომოსთან დაკავშირებით არახელდასმული უკრაინელებისთვის ფანარიონმა ყველაფერი გააკეთა სწორად და არანაირ სრულიად მართლმადიდებლურ საეკლესიო კრებას უკრაინის პრობლემაზე ის არ მოიწვევს. და თუ თავად საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით ბართოლომეოსი არაფერ ახალს არ ამბობს, თეზისი ფანარიონის „განუსჯელობაზე“ სხვა ეკლესიების მხრიდან საკმაოდ ახალი იყო. მან განაცხადა, რომ გამორიცხავს ფანარიონის „განუსჯელობას“ „ახალი საეკლესიო ეკლეზიოლოგიისადმი“, მხედველობაში აქვს რა რუსული ეკლესიის „ომის თეოლოგია“. და რმე-ს კრიტიკისთვის საფუძვლები ნამდვილად არის, მაგრამ აქ საჭიროა ვახსენოთ შემდეგი.

  1. რუსული ეკლესიის მიერ ომის მხარდაწერა არანაირად არ ამართლებს ფანარიონის მეთაურის „უკრაინულ“ უკანონობას, რომელმაც 2018 წელს არახელდასმული კაცები ეპისკოპოსებად და მიტროპოლიტებად „დანიშნა“. ამასთან, ეს კაცები აწარმოებენ „ომს“ კანონიკური უმე-ს წინააღმდეგ.
  2. სრულიად მართლმადიდებელთა საეკლესიო კრების მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობდნენ არა მხოლოდ რმე-ში, არამედ სხვა ბევრი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლები იერარქებთან, რომლებიც სულაც არ უჭერენ მხარს „ომის თეოლოგიას“, არამედ შესაბამისად - არ აქვთ არანაირი კავშირი „ახალ საეკლესიო ეკლესიოლოგიასთან“.
  3. იმისათვის, რომ ვინმე ამხილო ცოდვაში, საჭიროა თავად მისგან იყო სრულიად თავისუფალი. უბრალოდ შეგახსენებთ ფანარიონის მეთაურის წერილს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისადმი 2018 წელს სირიაში სამხედრო შეჭრის მხარდაჭერით: „მთელი გულით ვევედრებით ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ ოპერაციამ „ზეთისხილის რტო“ მოიტანოს სირიაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა...გისურვებთ პირადად თქვენ და თურქეთის შძ-ს წარმატებებს, იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ რეგიონში მშვიდობას დაამყარებს და გახდება ადამიანებისთვის უსაფრთხო მომავლის იმედი“.

ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ათასობით ქურთი დაიღუპა და ასეულ ათასობით მშვიდობიანმა მოსახლემ დაკარგა მისი სახლი. დიახ, უკრაინაში ყველაფერი უფრო მასშტაბურადაა. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ თურქეთის მოქალაქე ბართოლომეოსი მხარსს უჭერს თურქეთის აგრესიას ზუსტად ისე, როგორც პატრიარქი კირილი რფ-ს აგრესიას.

ამდენად, თავად ფანარიონის მეთაურისთვის უცხო არაა ის „ახალი ეკლესიოლოგია“, რომელშიც ის ასე ხელაღებით სდებს ბრალს რმე-ს. ამიტომაც, თუ უკუვაგდებთ ბართოლომეოსისეულ მორალიზებულ პათოსს, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ფანარიოტული პაპიზმის მორიგ გამოვლინებას: თითქოს, თქვენ, მონებმა, არ უნდა განსაჯოთ ბატონი.

ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ჩვენთვის, ზეციური მაცხოვრებლებისთვის

„რუსების ეკლესიის მიერ მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა დაუშვებელი და აუხსნელია. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ საღვთო ევქარისტია, როგორც ერთმანეთზე ზეწოლისა და სხვა ეკლესიების იძულების ინსტრუმენტი ფეხი აუწყონ ამ ახალ ეკლესიოლოგიას“, - განაცხადა პატრიარქმა ბართოლომეოსმა.

შეგახსენებთ, გადაწყვეტილება რმე-სა და უმე-ს ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე მიიღეს უკრაინაში ფანარიონის მოქმედებების შემდეგ, რამაც შედეგად გამოიწვია უმე-ს ეპისკოპატის, სამღვდელოებისა და მორწმუნეების რეპრესიები და ფაქტიური დევნა.

თუმცა, იმისათვის, რომ ვინმეს ბრალი დასდო არასწორ ქმედებებში, საჭიროა თავად სანიმუშო იყო ამ მოქმედებებში.

მოკლედ შეგახსენებთ რამოდენიმე ფაქტს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ასეთ ქმედებებზე პატრიარქ ბართოლომეოსის წინამძღოლობის ეპოქაში.

1993 წელს ფანარიონის მეთაური იწვევს „ელინურ“ საეკლესიო კრებას ალექსანდრიის, ელადისა და კვიპროსის ეკლესიების მონაწილეობით, რომელიც ეძღვნება იერუსალიმის პატრიარქ დიოდორის განსჯას. საეკლესიო კრების მოწვევის ფორმალური მიზეზი იყო იერუსალიმის ეკლესიის გადაწყვეტილება შეექმნა სამწყსო ავსტრალიაში, რომლის დიასპორასაც ფანარიონი „მისად“ თვლიდა. ამ საეკლესიო კრების ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა იერუსალიმის ეკლესიის პატრიარქთან.

მსგავსი ისტორია მოხდა ელადის ეკლესიასთან 2004 წელს, როცა ფანარიონმა არქიეპისკოპოს ქრისტოდულთან გაწყვიტა ევქარისტული ურთიერთობა ე.წ. „ახალი ტერიტორიების“ ეპისკოპოსების დანიშვნასთან და დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელთაც ორმაგი დაქვემდებარება გააჩნიათ: კონსტანტინოპოლისა და ელადის ეკლესიების. ბართოლომეოსის ზეწოლის გამო ბერძნები იძულებულნი გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ.

ამიტომაც, ფანარიონის მეთაურის დღევანდელი სიტყვები, თითქოსდა, „არ შეგვიძლია გამოვიყენოთ საღვთო ევქარისტია, როგორც ერთმანეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი“, რბილად რომ ვთქვათ, ცინიკურად გამოიყურება. პატრიარქი ბართოლომეოსი სწორედ ამ ზეწოლით იყო დაკავებული. უფრო ზუსტად, სწორედ მან შემოიღო ასეთი პრაქტიკა სხვა ეკლესიების წინააღმდეგ „იარაღის“ სახით.

 პატარა „უკრაინული“ მანიპულაციები

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მის 44 მილიონ მორწმუნესთან ერთად იყო მსოფლიო საპატრიარქოს უფლებებისა და სამსახურებრივი ვალდებულებების ფარგლებში... დაზარალებული (ომისგან -რედ.) გახდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი. ის ხედავს, თუ როგორც ნადგურდება მისი სამწყსო, ტაძრები მიწასთან სწორდება“, -განაცხადა პატრიარქმა ბართოლომეოსმა.

უკრაინაში ამჟამად დაახლოებიტ 29 მილიონი მაცხოვრებელი ოფიციალურად. მათგან ეკლესიური მართლმადიდებელი ადამიანი ბევრი არაა. და ის ცოტა ყავს დუმენკოს. მეუ-ში, უმე-ს მიტაცებული ტაძრების აღრიცხვის გარეშე, დაახლოებით 6,5 ათასი მრევლია, რომელთა დასწრებადობაც ძალიან სუსტია. და თუ მეუ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდის 60-8- ათასი რეალური მრევლი - ეს ძალიან ოპტიმისტური ციფრია. სწორედ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეები დაზარალდნენ ომისგან ყველაზე მეტად.

ოფიციალური მონაცემებით, უმე-ში ნაწილობრივ ან სრულად დაინგრა დაახლოებით 240 ტაძარი, მეუ-ში - 36.

საიდან გააჩნია პატრიარქ ბართოლომეოსს ასეთი მანიპულაციები? პასუხი მარტივია: მის „მშვიდობის სისტემაში“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია საერთოდ არ არსებობს. მასში ტაძრები და მორწმუნეები დუმენკოს სტრუქტურას ეკუთვნის. შესაბამისად, უკრაინაში ბართოლომეოსმა ყველაფერი სწორად გააკეთა და არაფრის შეცვლა საჭირო არაა. უკრაინელების ტანჯვაც კი  რფ-ს შეჭრის გამო მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

დეზინფორმაცია უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ

„ამ ომში დაიღუპა ... დაახლოებით 100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი და უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა. ვიმეორებ, ეს ტრაგედიაა. ეს, ასევე ახდენს გავლენას შესაბამისი მართმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე“ - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.

ახლახანს  ეუთს -ს მდივანმა დანილოვმა „დეზინფორმაცია“ უწოდა დასავლელი მის-ების ციფრს უკრაინული  დანაკარგების (მოკლულების) 70 ათასის ფარგლებში თაობაზე. საიდან მოიტანა მან ეს ციფრი- გაუგებარია. თუმცა, გასაგებია, რომ მისი მხრიდან ეს არის ახალი მცდელობა გამოიყენოს ომი უკრაინაში რმე-თან ბრძოლის იარაღის სახით. აქედან მოდის ფრაზაც, რომ ომში დაღუპული უკრაინელები „გავლენას ახდენენ შესაბამის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე“.

დასკვნები

2018 წელს, ფანარიონმა, გადასცა რა ტომოსი წოდების არმქონე ადამიანებს, ფაქტიურად ხელ-ფეხი გაუხსნა უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ რეპრესიებს. მართლმადიდებლურ სამყაროში ყველამ როდი გადაწყვიტა ამ ნაბიჯის ღიად დაგმობა, მაგრამ პატრიარქ ბართოლომეოსის მორალური ავტორიტეტი კატასტროფულად დაეცა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ფანარიონი აქ გამოვიდა უკანონო აგრესორის როლში.

აი, დადგა 2022 წელი, რფ შეიჭრა უკრაინაში. დაინგრა კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ა.შ. გარეუბნები. უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი და ტკივილი. და ამ სიტუაციაში რმე-მ დაიკავა ყველასთვის ცნობილი პოზიცია.

ეს პოზიცია უბრალოდ ფასდაუდებელ საჩუქრად იქცა ფანარიონისთვის. მის ფონზე პატრიარქ ბართოლომეოსის ყველა კანონიკური დანაშაული უცებ გაუფერულდა და გახდა არცთუ ისე საშინელი.

და აი, ფანარიონი საუბრობს „ახალი ეკლესიოლოგიაზე“, რომლის გამოც მას „განზრახული არ აქვს“ ყველა გადაწყვეტილება სხვა ადგილობრივი ეკლესიების სამსჯავროს დაუქვემდებაროს.

წარმოადგენს თუ არა ეს ყველაფერი პაპიზმის გამოვლინებას? უდაოდ.

და აი, ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა, ერთის მხრივ, ხდება მცნების „არა კაც კლა“ იგნორირება, ხოლო მეორეს მხრივ, ახალი „პაპი“ უკანონობას სჩადის და დარწმუნებულია სხვა ეკლესიებისადმი განუსჯელობაში. ერთის მხრივ, სიკვდილის და ტანჯვის გამართლება ხდება რაღაც „მეტაფიზიკური“ გეოპოლიტიკური მიზნებითა და სახელმწიფოს ამოცანებით, ხოლო მეორეს მხრივ - საეკლესიო დიქტატორი თავის საქციელს ამართლებს იმით, რომ სხვებიც სცოდავენ.

მართლმადიდებელი უკრიანელები აღმოჩნდნენ „საეკლესიო თამაშების“ მძევლები. და ეს ერთის მხრივ, არის ძალიან მძიმე. მეორეს მხრივ, ღმერთმა რატომღაც ასეთი განსაცდელი მოუვლინა უმე-ს. და ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი იძლევა თავის ნაყოფს. რომ ომმა და დევნამ ჩვენთვის სახარება აქცია სამაგიდო წიგნად. რომ ქრისტე დღეს ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ