მეუ-ს „გამარჯვება“ და მშვიდობა: მიტაცებული ტაძრები არის, მრევლი არ არის

01 September 2023 14:35
2124
მეუ-ს მიერ მიტაცებული ტაძრები სრულიად ცარიელია. ფოტო: СПЖ მეუ-ს მიერ მიტაცებული ტაძრები სრულიად ცარიელია. ფოტო: СПЖ

უკრაინაში მიტაცებული ტაძრების რაოდენობა იზრდება, მღვდლებისა და მორწმუნეების გარეშე. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

ბოლო დროს თითქმის ყოველდღე გვესმის მეუ-ს მომხრეთა მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ამა თუ იმ ტაძრის მიტაცების შესახებ. დუმენკო და მისი კოლეგები-„ეპისკოპოსები“ სიხარულით აბარებენ ანგარიშს ახალი რელიგიური გაერთიანებების თავის უწყებაში მიღების შესახებ.

ბოლოდროინდელი „გადასვლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს შემთხვევა დოლჟკაში, კამენეც-პოდოლსკის გარეუბანში. აქ „ეპისკოპოსმა“ პავლე იურისტიმ მეუ-ში „მიიღო“, უმე-ს ღვთისმშობლის შობის მრევლის სახით, ადგილობრივი ქალაქის საბჭოს მოხელეები: კამენეც-პოდოლსკის ქალაქის საბჭოს პრეს-მდივანი ალა ჩეპელიუკი და მერის მრჩეველი იაროსლავ კლიზუბა. ეს უკანასკნელი, სხვათაშორის, აღმსარებლობით ბერძენი კათოლიკეა.

მეუ-ს „გამარჯვება“ და მშვიდობა: მიტაცებული ტაძრები არის, მრევლი არ არის - სურათი 1

20 აგვისტოს მოხელეებმა ტაძრის ირგვლივ  სრულიად უცხო ხალხი შეკრიბეს. ეკლესიაში მრევლი ლოცულობდა, გარეთ კი აქტივისტები, ზოგიერთი სატანისტური სიმბოლიკით, ხმას აძლევდნენ მეუ-ში გადასვლას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ორგანიზატორები ტრასაზე აჩერებდნენ მანქანებს და აგროვებდნენ მძღოლთა და მგზავრთა ხელმოწერებს. ასე მოხდა „გადასვლა“. ივლის კი ვინმე იმ ტაძარში, თუ მას  ფიზიკურად წაართმევენ მის ნამდვილ მრევლს?

ეს ძალზე სამაგალითო შემთხვევაა - ტაძრებს ართმევენ, ხალხს აგდებენ. რა მოხდება შემდგომში? საიდან მოვა ახალი მრევლი და ახალი მღვდელი? კამენცში „წინამძღვრის“ რეზონანსული მიტაცების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი პოვნა, ეს ხომ საკმაოდ დიდი ქალაქია. მაგრამ სოფლებში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. ამ სიტუაციაზე დუმენკოს ხალხი არ ლაპარაკობს, მაგრამ ის მაინც თავს იჩენს - „სასულიერო“ კადრების უკიდურესი დეფიციტი და პრაქტიკულად მრევლის გარეშე დარჩენა. რატომ ხდება ეს და შეძლებს თუ არა მეუ ამ პრობლემის გადაჭრას?


„სამღვდელოების“ კრიზისი მეუ-ში
მეუ-ში „სულიერი მოწოდების“ შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. გასაგებია - რატომ. ხომ არ შეიძლება უკრაინის „ყველაზე დიდმა ეკლესიამ“, რომელსაც „მხარს უჭერს ხალხის უმრავლესობა“, აღიაროს, რომ ამ მომენტში მას კატასტროფულად აკლია მრევლიც და „მღვდლებიც“. თუმცა, არაპირდაპირი მონაცემებით, კრიზისი არსებობს და თანაც ძალზე სერიუზული.

მაგალითად, მეუ-ს ბოლო „კრებაზე“ გამოსვლის დროს დუმენკომ გამოაქვეყნა ციფრები, რომლებიც მოწმობენ მეუ-ს მრევლის რაოდენობის შეუსაბამობაზე „მღვდლების“ რაოდენობასთან. დუმენკოს სიტყვებით, დღესდღეობით მეუ-ში არსებობს 8500 სამრევლო და 5500 კლირიკოსი. თუ ვიმსჯელებთ, თუ რა სისწრაფით აქვეყნებენ მეუ-ში სოცგამოკითხვის ძალზე საეჭვო მონაცემებს, რომელთა მიხედვით დუმენკოს მხარს უჭერს უკრაინელთა ლამის 70-80%, მონაცემები ტაძრებისა და  „მღვდლების“ შესახებ აშკარად მომატებულია. თუ დუმენკოს ციფრებს მაინც დავეთანხმებით, გამოდის, რომ მინიმუმ 3000 სამრევლოს წინამძღვარი არ ჰყავს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კლირიკოსები არა მარტო მღვდლებია, არამედ დიაკვნებიც, ეს მდგომარეობა უფრო უარესად გამოიყურება.

ამასთან ერთად, შეუსაბამობა სამრევლოთა რიცხვსა და „მღვდლების რაოდენობას შორის მეუ-ში მუდმივად იზრდება, ვინაიდან მიტაცებები გრძელდება, ხოლო უმე-ს ტაძრების წინამძღვრებს დუმენკოსთან გადასვლა არ სურთ. მაგალითად, მეუ-ს კლირიკოსი ხმელნიცკის ოლქიდან ზაქარია ზალიზნი ყვებოდა, რომ „2014 წლიდან ხმელნიტჩინში მეუ-ში 250 სამრევლო გადავიდა და მათთან ერთად უმე-ს მხოლოდ 20 მღვდელი“. როგორც ვხედავთ, განსხვავება ათჯერ და უფრო მეტია.

ზალიზნის სიტყვებს ადასტურებს „იღუმენი“ ახილაც ჩერკასიდან, რომელიც ყვებოდა, რომ უმე-ს მღვდლებს არ სურთ მეუ-ში გადასვლა, მათ სახლებში მსახურება ურჩევნიათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეუ-ში კადრების დეფიციტის პრობლემა არსებობს და დროთა განმავლობაში უფრო იზრდება. დუმენკოსთან ეს ესმით და ცდილობენ, რომ რამე სხვა გამოსავალი იპოვონ.

ვიღებთ ყველას, ვისაც მავნე ჩვევები არ აქვს

კერძოდ, იგივე ჩერკასკში მეუ-ს „ეპისკოპოსმა“ ივან იარემენკომ ჩამოაყალიბა დაუსწრებელი კურსები მათთვის, ვისაც უმე-ს რომელიმე მიტაცებული ტაძრის წინამძღვარობა სურს. ამ მომენტისთვის დუმენკოს მომხრეებმა ჩერკასკის ოლქში მოახერხეს უკრაინის კანონიკური ეკლესიის 60 ტაძრის მითვისება, მის ფარგლებში დარჩა კიდევ 200. ამ სიტუაციაშიც კი იარემენკოს ესმის, რომ „მნიშვნელოვანია ვფლობდეთ ღვთისმოსავ კანდიდატთა წარმოქმნის წყაროს (წინამძღვრების, - რედ.)“. სურათი იმდენად არასახარბიელოა, რომ მეუ-ს ჩერკასელი „მღვდელმთავარი“ მზად არის „აკურთხოს“ ნებისმიერი, ვისაც მავნე ჩვევები მაინც არ ექნება.

მსგავსი მოწოდებები მეუ-ს სხვა „მღვდელმთავრებისგან“ ადრეც გაგვიგია. მაგალითად, ჯერ კიდევ 2019 წელს ჩერნოვიცკისა და ბუკოვინის „მიტროპოლიტი“ დანიელი ყვებოდა, რომ მისი სტრუქტურა განიცდის  „სამღვდელოების დროებით დეფიციტს“. ის ევედრებოდა თავის მრევლს, რომ მოძებნონ სოფლებში მამაკაცები, რომლებიც შეძლებენ „იტვირთონ მღვდლობის სიმძიმე“. დანიელი დაპირდა, რომ მათ ყველაფერს ასწავლიან, რაც საჭიროა.

ჩერნოვიცკის „მიტროპოლიტის“ პაისი კუხარჩუკის კოლეგა, ჟიტომირისა და ოვრუჩის „ეპისკოპოსი“ უფრო შორს წავიდა და თავის ეპარქიაში ჩამოაყალიბა „მღვდლობის“ შემსწავლელი კურსები. ამ კურსების შესახებ განხცხადებები ჟიტომირის ოლქში ბოძებზეც კი იყო განთავსებული, მაგრამ მათი ხანგრძლივობა და აგრეთვე შინაარსიც გასაიდუმლოებული დარჩა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფაქტიურად არც თვით კურსები, არც სწავლება სინამდვილეში არ არსებობდა.

მეორე მომენტი - ამ განცხადებებით დუმენკოს მომხრეები ირიბად აღიარებენ, რომ მიტაცებულ ტაძრები მღვდლების გარეშე დარჩნენ:  შენობები არის, მაგრამ არ არიან ისინი, ვინც იქ იმსახურებს. ყველაზე საშინელი კი მეუ-სთვის ის უტყუარი ფაქტია, რომ არავინ არ არის, ვინც ამ ტაძრებში ილოცებს.

დამშრალ წყაროს ხალხი არ ეწაფება
მართლაც, ძალიან ხშირად დუმენკოს მომხრეთა მიერ უმე-ს მიტაცებული ტაძრები ცარიელი რჩება. მოვიყვანთ მხოლოდ ბოლოდროინდელ რამდენიმე მაგალითს. 2023 წლის 11 ივნისს, ყოველთა წმინდანთა კვირას, უმე-ს ხმელნიცკის ეპარქიის წარმომადგენლებმა მოინახულეს დერაჟნიანსკის  დასახლების 5 ტაძარი, რომლებიც უკანონოდ  გადაიყვანეს მეუ-ს შემადგენლობაში. ეს სოფ. კოპაჩოვკის საფარველის ტაძარია, სოფ. სლობოდკა-კალნიანსკის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, სოფ. კალნას მიძინების ტაძარი, სოფ. რადოვცის წმ. მიხეილის ტაძარი, სოფ. გალუზინცის მთავარანგელოზის ტაძარი.

ოპერატორმა ეს ტაძრები დილის 9-დან 10 საათამდე გადაიღო, როდესაც იქ ჩვეულებრივ ღვთისმსახურება ტარდებოდა. ყველა  დაკეტილი იყო. ერთი თვით ადრე, 2023 წლის 7 მაისს, ხმელნიცკში უმე-ს ყაზანის ღვთისმშობლის მიტაცებულ ტაძარში, მეუ-ს კვირის „მსახურება“ ტარდებოდა, მაგრამ... (!) მრევლის გარეშე. სოფელში მაინც ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს. მაგრამ როდესაც დუმენკოს ხალხი ვერ კრებს მრევლს უკრაინის მართლმადიდებლობის გულში - კიევ-პეჩერის ლავრაში, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. დუმენკოც, ზორიაც და ბევრი სხვა ყვება, თითქოს უკრაინელ ხალხს სძინავს  და ხედავს, თუ როგორ  ლოცულობს ლავრაში მეუ-სთან ერთად.

დიახ, ეპიფანეს უკვე ჩამოყალიბებული სისტემა აქვს, თუ როგორ უნდა ჩამოიყვანოს ხალხი დიდ დღესასწაულებზე ავტობუსებით, უფასოდ. მაგრამ კვირაობით რეგულარულად ლოტიშთან მოდის არა უმეტეს 10-15 ადამიანისა.

და ეს ფოტო ცარიელი სატრაპეზო ტაძრისა ფერიცვალების (!) საღამოს ლოცვაზე ამის ნათელი დადასტურებაა. წინა წლებში უმე-ს ასეთ მსახურებაზე ასობით ადამიანი ლოცულობდა.

მეუ-ს „გამარჯვება“ და მშვიდობა: მიტაცებული ტაძრები არის, მრევლი არ არის - სურათი 2

მეუ-სთვის ამ  სამარცხვინო ფოტომ მედიაში ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ დუმენკოს სტრუქტურის სპიკერი ზორია შეეცადა „ანტიკრიზის“ ჩართვას და განაცხადა, რომ თითქოს ისინი არ ისწრაფვიან ტაძრებში მასიურობისკენ. კარგი მცდელობაა, მაგრამ ლავრაში მიძინების დღესასწაულზე სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილმა მრავალრიცხოვანმა მასამ ბრწყინვალედ გააბათილა მისი სიტყვები.

მეუ-ში მრევლის გარეშე მსახურება იმდენად აშკარაა, რომ ამას თვით ამ სტრუქტურაშიც კი აღიარებენ. მეუ-ს „მღვდელი“ ნესტორ ნაზაროვი ყვებოდა, რომ ჩერნიგოვსკის ოლქში ნამდვილი „სრბოლაა, რომ რაც შეიძლება მეტი სამრევლო გადაიყვანონ (უმე-დან, - რედ.)“. მაგრამ, მისი სიტყვებით, „ბევრ სამრევლოში არავინ არ მსახურობს, უკვე 10 თვეა არ ტარდება მსახურებები“. ნაზაროვი კითხვით მიმართავს თავის ხელმძღვანელობას: „ჩვენ ბევრი სემინარია გვაქვს, სად მიდიან მათი კურსდამთავრებულები? რატომ გვაქვს ცარიელი ტაძრები? ეს კადრების პრობლემაა? როგორ უნდა გადაწყდეს ის?“. პასუხი მას არ აქვს, მაგრამ ადასტურებს, რომ კადრებთან დაკავშირებული ეს პრობლემა „არის დასავლეთ უკრაინაშიც, იქაც ცარიელი ტაძრებია, არავინ არ არის, რომ იმსახუროს“.

„რა პერსპექტივები აქვს მეუ-ს, თუ მას ახალი კადრები არ ჰყავს?!“, - სრულიად არგუმენტირებულად და სამართლიანად კითხულობს ნაზაროვი.

სად არის ეკლესია?
ნაზაროვმა კითხვა დასვა ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს. მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია გაუარესდა - გაიზარდა მეუ-სგან მიტაცებული და, შესაბამისად, ცარიელი ტაძრების რაოდენობა.

ამ კითხვაზე ნაწილობრივ პასუხი გასცეს კამენეციდან პოჩაევოში მიმავალმა მომლოცველებმა, რომლებიც, მიუხედავად აკრძალვებისა, შეურაცხყოფისა, უწყებების ჩაბარებისა, ფიზიკური განადგურების მუქარისა გამოვიდნენ ჯვრით მსვლელობაზე და პოჩაევოს ლავრამდე მივიდნენ.

მოვა კი ხალხი უმე-სგან წართმეულ და უკვე დუმენკოს ტაძრებში? თუ მეუ-ში მოიძიებენ „წინამძღვრებს“ „მავნე თვისებების გარეშე“? კითხვა რიტორიკულია.

დუმენკო და მისი სტრუქტურაც იმდენად დისკრიდიტირებულები არიან, იმდენად მჭიდროდ ასოცირდებიან არა ჯვართან და სახარებასთან, არამედ ძალაყინთან და კუთხსახეხთან, რომ ჩვენი მორწმუნეები მზად არიან წავიდნენ ტყეებში, ილოცონ სარდაფებში ან კერძო სახლებში, ოღონდ მეუ-ში არა. რაც შეეხება ტყეებს, ეს გადაჭარბება სულაც არ არის. მაგალითად, ტრებუხოვში ტაძრიდან გაძევებული მრევლი ახლა სწორედ იქ ლოცულობს. იმის შესახებ, რომ მრევლი, რომელსაც წაართვეს ტაძრები, ღვთისმსახურებას კატაკომბებში აგრძელებს, მშვენივრად იციან მეუ-შიც. იგივე ჩერკასელი კლირიკოსი აჰილა ბაჰლაი ამბობს, რომ უმე-ს მრევლი,  რაღაც „სიწმინდის ძიებაში“, კარდაკარ დაიარება. ხელისუფლებამ და დუმენკოს მომხრეებმა როგორც არ უნდა ეცადონ ეკლესიის განადგურება, ვერაფერს, ტაძრების მიტაცების გარდა, ვერ მიაღწევენ. ხალხის ერთი  ნაწილისთვის, რომელიც ტაძარში შემოვლით დადის, სულერთია, სად აკურთხებს პასკას აღდგომაზე და ძეხვს შობაზე. მაგრამ ეს ხომ ქრისტიანობა არ არის. ეკლესია შედგება მრევლისგან და სამღვდელოებისგან, რომელთა თავში თავად უფალია. შენობების წართმევისას, დუმენკოს მომხრეებს ავიწყდებათ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ეკლესია არა მორებში, არამედ ნეკნებშია.

ეს ხალხური სიბრძნე გვასწავლის, რომ ეკლესია, პირველ რიგში, შენობები და ქვები არ არის, არამედ ადამიანებია, ქრისტეს სხეულში გაერთიანებულები, ერთი რწმენით, საიდუმლოებებითა და იერარქიით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენი ტაძარიც არ უნდა წაგვართვან, ეკლესია ამის გამო არ გაქრება, მრევლი  არ დაიკარგება. და ის ათასობით ჯვრითმავალი, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, „შეიჭრნენ“ პოჩაევოს ლავრაში - ამის დადასტურებაა.

ფიზიკური მიტაცებების ტაქტიკა - ის პრაქტიკაა, რომელსაც მხოლოდ „საბჭოთა“ სიტუაციისკენ მივყავართ, სადაც ტაძრები დაკეტილი იქნება, ხოლო მორწმუნეები მალვით და შიშით წავლენ „ოჯახურ“ ეკლესიებში ან ათობით კილომეტრზე იქ, სადაც ტაძრების მიტაცება ვერ მოხერხდა. და თუ მეუ-ში ფიქრობენ, რომ სხვაგვარად იქნება, ჩვენ მათ გავაწბილებთ - არ იქნება. ვინაიდან ხალხი, რომელიც მზად არის ფეხით 200 კილომეტრი იაროს პოჩაევოს ლავრამდე, არასდროს თავის ეკლესიას არ უღალატებს. რადგან ის მათთვის სიცოცხლეზე ძვირფასია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ