რატომ აქვს ეკლესიის „რეფორმატორებს“ ყველას ერთი სახე

30 July 2023 20:27
3480
ეკლესიის ყველა ,,რეფორმატორი'' ერთმანეთს ჰგავს. ფოტო: СПЖ ეკლესიის ყველა ,,რეფორმატორი'' ერთმანეთს ჰგავს. ფოტო: СПЖ

ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად მოითხოვენ დაუყოვნებლივ რეფორმებს ეკლესიაში. ვინ დგას ამ მოთხოვნების უკან და რამდენად სასარგებლოა ის დღეს ეკლესიისთვის?

ეკლესიაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოცულნი იყვნენ რეფორმებით. მათ არ მოსწონთ საეკლესიო მოწყობა, მათ ჰგონიათ, რომ დოგმები მოძველდა, რომ ღვთისმსახურება საკმაოდ არქაულია და რომ საერთოდ, „ყველაფერი ისე არაა“.

ასეთი ადამიანები განსაკუთრებით აქტიურდებიან ეკლესიისთვის გარდამტეხ ან კრიზისულ მომენტებში, როცა თითქოს, გეჩვენება, რომ „უფალს სძინავს“, „ჩვენ კი ვიღუპებით“ (მარ. 4,38). უდაოა, რომ დღეს ჩვენი ეკლესიისთვის ერთ-ერთი ისეთი მომენტია, რომელიც მას მრავლად განუცდია მისი ისტორიის მანძილზე. და მათ შორის, ვინც ცდილობს „ქრისტეს გაღვიძებას“, არიან ისეთები, როგორიცაა პეტრე და ასევე არის იუდაც. თუმცა, თუ პეტრე აღვიძებს, რომ სხვები იხსნას, იუდა -მისი გადარჩენისთვის იღვაწის. განსხვავება ძალიან არსებითია და საჭიროა მისი გაცნობიერება.

„გამოსცადეთ სულები“

დღეს ბევრი გაკვირვებულია ჩვენი იერარქების ქცევის გამო, ვსაუბრობთ რა მათ „არაგულისხმიერებასა“ და „შეუქცევადობის“ შესახებ. აკრიტიკებენ, როგორც მათ გადაწყვეტილებებს, ასევე მათ არარსებობას, როგორც სიტყვებს, ასევე -დუმილსაც. უმე-ს მღვდელმსახურება ხშირად გამოთქვამს საყვედურს არადროული რეაქციის გამო, რომ ის „ფეხს ვერ უწყობს  დროს“. ჩნდება წერილები უნეტარესის მიმართ, ხდება მიმართვების ჩანაწერების გაკეთება, რომელთა აზრიც დაიყვანება იქამდე, რომ „საჭიროა რამის გაკეთება“. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ყველაფერს აღიქვამს წმინდა წერილისა და ეკლესიის გამოცდილების პრიზმაში, ვინც არ ჩქარობს თვალი ადევნოს პირველ „რეფორმატორსა“ და „წინასწარმეტყველს“, არამედ „ცდის სულებს, ღვთისგან არიან თუ არა“ (1 იოან. 4,1). ამის „გაკეთება“ სხვადასხხვაგვარად შეიძლება...

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ საერო მის-ებში უნეტარესისადმი მღვდლების ჯგუფის ხმამაღალი მიმართვის უკან, მოთხოვნით ჩაატარონ მღვდელმთავართა კრება და გაწყვიტონ ყველა ურთიერთობა რმე-თან, სავარაუდოდ დგას დნეპროპეტროვსკის ეპარქიების აკრძალული კლირიკოსი ანდრე პინჩუკი. და ალბათ, არც დაბუბრუნდებოდით მის პერსონას, მას რომ არ ჩაეწერა 9-წუთიანი ვიდეო კომენტარებით მიტროპოლიტ ანტონის პოზიციის მიმართ, რომელიც მის მიერ რამოდენიმე დღის წინ გაჟღერდა. სწორედ მღვდელ ანდრეი პინჩუკის ამ ვიდეოს გავარჩევთ. ამას ვაკეთებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რათა გავიგოთ, თუ ზუსტად რა „სული“ დგას მისი სიტყვების მიღმა. იტყვით, რომ ერთი ვიდეოთი ამის თქმა შეუძლებელია? არ დაგეთანხმებით.

იმისათვის, რომ შევისწავლოთ მდინარეში წყლის შემადგენლობა და განვსაზღვროთ მისი სარგებლიანობა გამოყენებისთვის, საჭირო არაა ამ წყლის რამოდენიმე ტონას აღება, საკმარისია მხოლოდ რამოდენიმე წვეთი. ეს მცირე რაოდენობა უზრუნველყოფს სპეციალისტს სრული ინფორმაციით, რათა გაკეთდეს დასკვნა - შეიძლება თუ არა ამ წყლის დალევა. თუ ვისაუბრებთ სახარების სიბრტყეში, ქრისტე გვასწავლის შევიცნოთ ხე მისი ნაყოფით. ეს ნიშნავს იმას, რომ იმისათვის, რათა გავიგოთ თუ რომელ ხესთან გვაქვს საქმე, სავალდებულო არაა ყველა მისი ნაყოფის გასინჯვა, საკმარისია ერთის გასინჯვა. ზუსტად ასევე არ არის აუცილებლობა გავაანალიზოთ საეკლესიო რეფორმების ყველა მომხრეს გამოსვლები, განცხადებები და პუბლიკაციები, რათა გავიგოთ, მიგვიყვანს თუ არა ის სულიერ მოწამვლამდე თუ გამოიწვევს სულიერ სარგებელს. საკმარისია შევხედოთ მათი ლიდერის გამონათქვამებს.

პინჩუკის „მონანიება“

ამდენად, ჩვენს წინაშეა დეკანოზი ანდრეი პინჩუკი. აქტიური ადამიანი, როგორც საეკლესიო, ასევე პოლიტიკური გაგებით. მას უყვარს საუბარი თავის იდეებზე, როგორც ინტერნეტში, ასევე ყოველგვარ ფორუმსა და შეხვედრებზე, სადაც განიხილება უმე-ს კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.

არ განვიხილავთ მისი ცხოვრების მთელ ისტორიას - შევეხებით მხოლოდ ბოლო მოვლენებს, რომელიც უკავშირდება მისი მსახურების აკრძალვას. ფორმალურად, მამა ანდრეის აკრძალვა აიხსნებოდა არაკანონიკური მოქმედებებით (არასანქცირებული ღონისძიებების ჩატარებით) სხვა ეპარქიების ტერიტორიაზე. პინჩუკი წერდა, რომ მიტროპოლიტ ირინეიზე „ზეწოლა განახორციელეს“, რომ მისი ბრძანება აკრძალვის შესახებ არის სისულელე და ა.შ. თითქოსდა, როგორ შეიძლებოდა აკრძალვა „თუ უბრალოდ ვზეიმობდი ჩემი მეგობრის დაბადების დღეს სხვა ეპარქიაში?“

თუმცა, ყველა ხვდება, რომ მამა ანდრეი აკრძალეს მღვდელმთავრების, სასულიერო პირებისა და უბრალო ერისკაცების მრავალრიცხოვანი უხეში და ბინძური შეურაცხყოფის „დამსახურების ერთობლიობის“ გამო. ამას ხვდება თავად მღვდელიც.

მეუფე ირინეისადმი მიწერილ წერილში მან დაწერა, რომ შესანიშნავად აცნობიერებს მისი აკრძალვის მიზეზს. და ესაა „დაუშვებელი, სასტიკი, საწყენი, დამამცირებელი გამონათქვამები, რომელიც მიუღებელია მართლმადიდებელი მღვდელისთვის“ და არა „მეგობრის დაბადების დღე“. ანუ მან იცის, თუ რის გამო აუკრძალეს მას ტახტთან დგომა.

ზუსტად ასევე იცის მან, რომ მისი სიტყვები „მეტს არ ვიზამ“ სტილში არის თვალთმაქცობა და ის არ აპირებს შეცვლას (წაიკითხე: მონანიებას). ამის დასტურია მისი ბოლო ვიდეო, რომელიც მიმართულია უმე-ს საქმეთა მმართველის, მიტროპოლიტ ანტონისადმი.

მასში უხეში სიტყვების გამო „მონანული“ მღვდელი ბრალს სდებს მღვდელმთავარს შეგნებულ სიცრუეში, იმაში, რომ ის „სათავეში უდგას რუს მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც ანადგურებენ ეკლესიას“, რომ მეუფე „ვერ გაუმკლავდა დავალებას“ და მას „უფს-ს დაუკაკუნა“.

ის გამოხატავს უმე-ს მღვდელმთავრებისადმი უკმაყოფილებას, რომელიც, მისი აზრით, წარმოადგენს „პრორუსულად განწყობილი მიტროპოლიტების შეხვედრის ადგილი, რომლებიც სინოდში სხედან“.

დამეთანხმებით, რომ მსგავსი სიტყვების თქმა შეეძლო ვინმე პირობით „ზინკევიჩს“, მაგრამ არა უმე-ს მღვდელს, რომელმაც რამოდენიმე დღის უკან „მონანიების“ წერილში პირობა დადო „სამწყემსო მსახურება ისეთი სიტყვით გაეგრძელებინა, რომელიც განკურნავს და გამოაჯანმრთელებს“, პირობა დადო „არ გამოეყენებინა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები“.

პირფერობა, როგორც „რეფორმატორების“ ნიშანი

მამა ანდრეი პინჩუკი არის ყველა იმის ტიპიური წარმომადგენელი, ვინც გავიდა ეკლესიის წიაღიდან. ყველა მათგანი თითქოს კარგად იწყებდა ყველაფერს: იყო აქტიური რაიმე იდეის (ხშირად არცთუ ცუდის) წინსვლაში, სარგებელი მოჰქონდა ეკლესიისთვის, აძლევდა სხვას მაგალითს. მაგრამ... შემდეგ ეს იდეურობა გადაიქცა უსარგებლო შეპყრობილობით, შეპყრობილობა -კადნიერებად, კადნიერება - უხეშობად, ცინიზმად, ბოროტებად და წყენად. ყოველივე ეს კარგად ჩანს სხვა მღვდლებისა და ეპისკოპოსების მაგალითზე, რომლებმაც დატოვეს ეკლესია.

ყველა ამ ადამიანს აერთიანებს ერთი რამ - გაორებული აზრები.

ასეთი ქცევა, მაგალითად, ჩანდა ვინიცის ყოფილ მიტროპოლიტ სიმეონთან. მან იცოდა, რომ ეპარქიისა და საკათედრო ტაძრის სამღვდელოება არ უჭერს მხარს მეუ-ში გადასვლის მისეულ სწრაფვას. ამიტომაც ის ბოლომდე არწმუნებდა თავის თანამოძმეებს, რომ რჩებოდა უმე-ში. თავად კი სულაც „მუშაობდა“ ტაძრისა და ეპარქიის მმართველობის მიტაცებაზე. სად არის პატიოსნება და პირდაპირობა? არსად. აქ მხოლოდ პირფერობა და ცინიზმია.

ასეთივე ცინიკოსებად ჩამოყალიბდნენ უმე-ს ყოფილი კლირიკოსები -დრაბინკო და კოვალენკო. უმე-ს შემადგენლობაში ყოფნისას, ისინი მრავალი წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შეიძლება უმე-ს მიეკრას „მოსკოვის ეკლესიის“ იარლიყი მისი სრული ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის მიზეზით. თუმცა, როგორც კი ისინი გასცდნენ ეკლესიის ზღურბლს - მყისიერად შეცვალეს ფირფიტა.

როგორ შეუძლიათ მღვდლებს, რომლებიც უმე-დან მეუ-ში გადავიდნენ, ისაუბრონ საგნებზე, რომელიც ნორმალურ ადამიანებში სირცხვილის გარდა მათზე არაფერს იწვევს?

„მე ადრე „რუსულ მშვიდობას“ ვქადაგებდი, ახლა კი  თვალები ამეხილა ან „ჩვენ ახლა მშვიდად შეგვიძლია ლოცვა უკრაინისთვის“. და ადრე ვინ გიშლიდა ამას? არავინ. რატომ უნდა იცრუო? გაუგებარია.

შიზოფრენია და  ორსულოვნება

ვინც არ უნდა აიღო ამ „სიმართლის მღაღადებლებისგან“, ყველას აღმოაჩნდება სრული და დაუხურავი გეშტალტი. გინდება მიხვიდე და ჰკითხო: როდის იყავით ნამდვილები - მაშინ თუ ახლა? რა უნდა გააკეთონ თქვენმა მიმდევრებმა, როცა შემდეგ ჯერზე, როგორც ფლუგერი, ისე შეცვლით თქვენს პოზიციას? უბრალოდ დააკოპირონ მოძრაობა?

ძალიან კარგად თქვა ასეთ ადამიანებზე მოციქულმა იაკობმა: „ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე“ (იაკ. 1,8). საეკლესიო-სლავურზე ეს ფრაზა უფრო ზუსტად ასე ჟღერს: „ადამიანი ორგულად არაა მოწყობილი თავის გზებზე“. ამ სტრიქონის ბერძნულ ვარიანტში „ორსულოვნება“ – δίψυχος (დიფსიხოს), რაც ნიშნავს სიტყვასიტყვით „ორი სული“. არსებითად, ორსულოვნებასა (ან ორაზროვნება) და შიზოფრენიას შორის შეიძლება მკაფიო პარალელის გავლება.

საქმე იმაშია, რომ სიტყვა „შიზოფრენია“ მოდის ბერძნული Σχίζω -დან(აქედან მოდის სიტყვა სქიზმა), რაც ნიშნავს „გახლეჩას“, „გაგლეჯას“ და φρήν (ფრინ) „გონება, აზროვნება, აზრი“ – „სქიზოფრენია“. და სწორედ „სქიზოფრენიის“ ასეთი ფორმით არიან შეპყრობილები ისინი, ვინც „აერთიანებს“ სახარებასა და უროს, მონანიებასა და აშკარა სიცრუეს. და როცა მეუ-ს წარმომადგენლებს მარცხენა ხელში უჭირავთ სახარება, მარჯვენით კი აფრქვევენ ცრემლსადენ გაზს ან რკინის საჭრელით ჭრიან ტაძრის კარებს, რათა ის ტახტს შეეხონ, ხვდები, რომ ეს არის შიზოფრენია, სულიერი და ფსიქიკური დაავადება.

როგორც ჩანს ეს შიზოფრენია აქვთ ისეთებს, როგორიცაა მამა ანდრეი პინჩუკი, რომელთაც შეუძლიათ სიტყვის დაწერა სიყვარულზე მოყვასისადმი და იქვე ათი შეურაცხყოფის მიყენება და ბრმა, უსაფუძვლო ბრალდების სროლა „უფს-ს მეთოდურებიდან“.

ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა ჩვენს მღვდელმთავრებს, ამ ორსულოვნების ხილვისას, მოიქცნენ იმათი მოთხოვნების შესაბამისად, ვინც დასნეულებულია ასეთი სულიერი დარღვევებით? შეუძლიათ თუ არა უმე-ს მღვდელმთავრებს სერიოზულად დაუგდონ ყური ადამიანებს, რომლებიც გულგრილნი არიან ეკლესიის მომავლის მიმართ? იგივე პინჩუკი „UWN”-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია, რა იქნება, თუ უბრალოდ გამოაცხადებენ ავტოკეფალიას: „დღეს ჩვენ გვჭირდება მოსკოვის საპატრიარქოსგან მოწყვეტა და ხვალ ვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ“. აზროვნების სტილი ისეთია, როგორიც ჰქონდა მ. მიტჩელის რომანის „ქარწაღებულნის“ მთავარ გმირს: „ამაზე ხვალ დავფიქრდები“.

შეუძლია თუ არა ასე აზროვნება უმე-ს სინოდს? ალბათ, არა.

„დაეცი თვითონ - დაეხმარე სხვას“?

„არის პინჩუკის, დრაბინკოს, კოვალენკოს, შოსტაცკისა და ბევრი სხვას ქცევაში კიდევ ერთი თავისებურება - სიმშვიდის უქონლობა შიგნით, ფორიაქი და ღელვა. „სრული გაწყვეტის“ იდეის მომხრეები მუდმივად მიმართავენ სხვებს პროვოკაციული კითხვებითა და „მსჯელობით“. ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ მათ თითქოს რაღაც ჭამს შიგნიდან და არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ისინი თავიანთ ქცევას ხსნიან ომით, სროლებით, დაღუპული ან მებრძოლო ნათესავებით, ეკლესიაზე დევნითაც კი.

თუმცა, ისინი, ვისზეც ასეთები მიუთითებენ, ცხოვრობენ რა ასეთივე სროლების ქვეშ და ჰყავთ რა დაღუპული ან მებრძოლი ნათესავები, თავს გაცილებით უფრო მშვიდად გრძნობენ. ისინი ცდილობენ იცხოვრონ ეკლესიაში და მასში ღმერთი შეიცნონ. ომის საშინელების მიუხედავად, ისინი ცდილობენ ისწავლონ ქრისტესგან თვინიერება და მორჩილება. რატომ ართმევენ „აქტივისტები“ მათ აზრის გამოთქმის უფლებას? რატომ ჰკიდებენ მათ „მეხუთე კოლონის“ და „რუსული მშვიდობის“ იარლიყს? იმიტომ ხომ არა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა ჭეშმარიტება, არამედ მათი „სიმართლის“ დამტკიცება, საკუთარი თვითდამკვიდრება? როგორც დოსტოევსკის აქვს: „ჩვენ მოვითხოვთ და არა ვითხოვთ“. სხვათაშორის, ეს დეტალი საერთოდ ახასიათებს ყველას, ვისაც არ სურს სხვისი მოსმენა, ვისაც არ სურს დიალოგის წარმართვა, არამედ ვინც მოქმედებს პოზიციიდან „ყველა, ვინც არ მეთანხმება -ერეტიკოსი ან განხეთქილებაში მყოფია“. ნებისმიერი უკიდურესობა  ეშმაკისგანაა.

ასევე ეშმაკისგანაა სურვილი ვინმე გადაიყოლო ხრამში. ბოროტი სულები მოქმედებენ პრინციპით: „დაეცი თვითონ -დაეხმარე სხვასაც“. და ასეთივე პრინციპით მოქმედებენ სამწუხაროდ ისინიც, ვისაც არ მოსწონს ეკლესია, მაგრამ არ ჩქარობენ მისგან წასვლას.

სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას მამა ანდრეი პინჩუკის ლოგიკა, რომელსაც უმე-ში არაფერი მოსწონს, რომლისთვისაც მეუ არის „მადლმოსილი ეკლესია, რომელიც ევქარისტულ ურთიერთობაშია მსოფლიოს ყველა ეკლესიასთან“, მაგრამ რომელსაც დაჟინებით არ უნდა იქ მისვლა.

რატომ არის ის ისევ უმე-ში? იმიტომ ხომ არა, რომ მეუ-დან ის ვერ შეძლებს ადამიანებისთვის აგიტაციის გაწევას მღვდელმთავრების წინააღმდეგ, ხელმოწერების შეგროვებას, უკმაყოფილო მღვდლების ორგანიზებას და მტკიცე „სასარგებლო“ საქმიანობის წარმოებას?

                                                                                 ***

დიდი სურვილი გვაქვს, რომ ისეთი ჭკვიანი ადამიანი, როგორიცაა მამა ანდრეი მიხვდეს, რომ მისი სიტყვები ქრისტეს სიტყვებთან დაპირისპირებაში მოდის, რომ მან და მისმა მომხრეებმა გაიგონ: ეკლესიაში რაიმე ცვლილება უკეთესობისკენ შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა თავად გახდი უფრო უკეთესი. პირდაპირ სერაფიმე საროველის სიტყვებია: „გადარჩი თვითონ და შენს ირგვლივ ათასობით გადარჩება“. სხვათაშორის, სწორედ ასეთ ლოგიკას ემხრობა ჩვენი წინამძღოლიც. და ამიტომაც მას უპირობოდ ენდობიან მორწმუნეები.

იმისათვის, რომ მამა ანდრეი ზუსტად ასე ენდობოდნენ შეამხანაგებულები, საჭიროა თავიდან თავად გადარჩეს. არსებობს ეჭვი, რომ მაშინ არანაირი საეკლესიო „რევოლუცია“ მისთვის არ იქნება საინტერესო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ