შენი სიტყვები განგსჯიან: როგორ ანადგურებენ რმე-ს წარმომადგენლები ქრისტეს სხეულს
ბოლო დროს გახშირდა პუბლიკაციები, სადაც რმე-ს წარმომადგენლები ჩვენს ეკლესიასთან მიმართებაში სალანძღავ ლექსიკას იყენებენ. რას ნიშნავს ეს და სანამდე მიგვიყვანს?
წმინდა წერილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის სიტყვებს და ღვთის მორწმუნე ადამიანს არ შეუძლია უგულებელყოს ისინი. მაგალითად, წმინდა დავით მეფსალმუნე სთხოვს უფალს: ,,და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო’’ (ფსალმ. 18:15). ის ასევე ამბობს, რომ ,,ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად’’. (ფსალმ. 139,12). უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ,,საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი’’. (ფსალმ. 63,9).
კიდევ უფრო მკაცრია ქრისტეს გაფრთხილება, რომელიც ამბობს, ,,ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები’’. (მათ. 12:37). მაცხოვარი მიუთითებს ადამიანის სიტყვებსა და მის სულიერ მდგომარეობას შორის პირდაპირ კავშირზე: ,,კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი’’. (მათ. 12,35).
ციტატების გაორმაგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ნათქვამიდანაც კი ცხადია, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობა შეიძლება განისაზღვროს იმ სიტყვებით, რომლებსაც ის იყენებს თავისი აზრების გამოსახატავად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის საჯარო განცხადებების გაკეთებისას. სწორედ ჩვენი სიტყვებიდან გამომდინარე ხომ ექმნებათ წარმოდგენა ეკლესიასა და ქრისტეზე.
არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ: სიტყვებს შეუძლიათ არა მხოლოდ ავნონ, არამედ მოკლან კიდეც. სიტყვებს შეუძლიათ სიძულვილის ცეცხლის ანთება, ომების, შურისძიების, ბოროტების პროვოცირება. მაგრამ რას ვხედავთ დღეს?
ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ქრისტიანი არა მხოლოდ საკმაოდ უხეშად საუბრობს გარკვეულ საეკლესიო მოვლენებზე, არამედ თავს ლანძღვის უფლებასაც აძლევენ, შეურაცხყოფა მიაყენონ თავიანთ ოპონენტებს ან ერთმორწმუნე ძმებს. საუბარია არა მარტო საერო პირებზე, არამედ, სამწუხაროდ, სასულიერო პირებზე და ეკლესიის იერარქიაზეც კი.
ემოციები თუ გეგმა?
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ძალიან მძიმე პერიოდს გადის. ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინაშე, რომლისკენ ყოველი ნაბიჯი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ერთის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაანადგუროს უმე, მეორეს მხრივ, რუსეთის ფედერაციაში არიან ისეთები, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმე სქიზმის უფსკრულამდე მიიყვანონ.
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანების სიტყვები და საქმეები ემოციის გამოვლინება კი არა არის, არამედ მკაფიო და ზუსტი გეგმაა: უკრაინელების თვალში ყველაფრის დისკრედიტაცია, რაც ეხება რმე-ს, მათი განცხადებებით იერარქიისა და მორწმუნეების პროვოცირება ამ სტრუქტურასთან ურთიერთობის დაუყონებლივ გაწყვეტისთვის.
ამავდროულად, მაგალითად, მღვდლების გეორგი მაქსიმოვის, ანდრეი ტკაჩევის, ანდრეი ნოვიკოვის, მიტროპოლიტ ლეონიდის (გორბაჩოვი) ან ყოფილი მართლმადიდებელი ბლოგერის ალექსანდრე ბორისლავსკის (ფსევდონიმი ვოზნესენსკი) განცხადებები იმდენად ეწინააღმდეგება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქების ნათქვამს, რომ გასაკვირია რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელობის ამ განცხადებებზე რეაქციის არ ქონა.
ბოლოს და ბოლოს ასეთი უხამსი ლექსიკის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც გრძნობს სრულ დაუსჯელობას, და შესაძლოა მხარდაჭერასაც. ბოლოს და ბოლოს, თუ ვინმე იტყვის, რომ, მაგალითად, მიტროპოლიტ ლეონიდის (გორბაჩოვის) სიტყვებს საერთო არაფერი აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მაშინ გავიხსენებთ, რომ პატრიარქი კირილი არა მხოლოდ არ გმობს აფრიკის ეგზარქოსს, არამედ აჯილდოებს კიდეც მას. სწორედ ამიტომ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული ადამიანის პოზიციას აქვს გარკვეული სიმპათია რმე-ის უმაღლეს ხელმძღვანელობას შორის. ან, უფრო უარესი, სასულიერო პირები, როგორიცაა მეუფე ლეონიდი, ახმოვანებენ იმას, რასაც მათი ზემდგომები ვერ იტყვიან.
მოვიყვანოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი.
მიტროპოლიტი ლეონიდი (გორბაჩოვი)
თუ თვალს გადავავლებთ იმავე მიტროპოლიტ ლეონიდის ტელეგრამ-არხს, მაშინ ზოგჯერ შეუძლებელია დაიჯეროთ, რომ მისი ავტორი არის ეპისკოპოსი და არა ადამიანი, რომელმაც მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილება "არც ისე შორეულ ადგილებში".
მისი ორი პოსტის წაკითხვა რად ღირს, რომელიც ეძღვნება არციზის მთავარეპისკოპოს ვიქტორს და მიტროპოლიტ აგაფანგელის პიროვნებებს. მეუფე ლეონიდი ცალსახად მიუთითებს ზოგიერთ ინფორმაციას ამ ეპისკოპოსების პირად ცხოვრებაზე. მეუფე ვიქტორს უწოდებს "ახალბედას", ხოლო მიტროპოლიტ აგაფანგელს - "ბებიას".
მისი განცხადებები, რომ მთავარეპისკოპოს ვიქტორს „ბევრი ადამიანი დააკვირდება“ და მიტროპოლიტი აგაფანგელი „იყიდის, გაყიდის და კიდევ ერთხელ იყიდის საკუთარ დედას,“ ეს ისეთი სიმდაბლე სიბინძურეა, რომ თავიდან ძნელია თვალებს დაუჯერო. შეიძლება მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა მსგავსი რამ დაწეროს?
და ეს მხოლოდ ერთ-ერთი უახლესი პოსტია. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტს ბევრი მსგავსი აქვს დაწერილი.
დეკანოზი ანდრეი ნოვიკოვი
კიდევ ერთი მაგალითია დეკანოზი ანდრეი ნოვიკოვი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ფეოფანიის კრებას, სქიზმატიკოსები არიან, ხოლო მორწმუნეები, რომლებიც ზიარებას იღებენ „უხსენებელ“ ეკლესიებში, „ეზიარებიან გმობას“ და სჩადიან „უმძიმეს ცოდვას“. თუმცა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არც ერთ სინოდალურ განცხადებაში მსგავსი არაფერი იყო ნათქვამი. უფრო მეტიც, პატრიარქმა კირილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ეკლესიას არ აქვს გამოტანილი შეთანხმებული განაჩენი ზოგიერთი ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირების განხეთქილებაში ყოფნის შესახებ, მათ მიერ აღსრულებული საიდუმლოებები ძალაში რჩება. როგორც ჩანს, რადგან ეკლესიის წინამძღვარმა ეს განაცხადა, მამა ანდრეი უნდა გამოხმაურებოდა მას - დაეწერა პოსტი, რომ შეცდა, ექვა, რომ შესაძლებელია ზიარება და ლოცვა უმე-ის ეკლესიებში და ა.შ. გააკეთა თუ არა მან ეს? არა.
მეორეს მხრივ, დიდი სიამოვნებით გამოეხმაურა მიტროპოლიტ ლეონიდის ბინძურ განცხადებას ოდესელ ეპისკოპოსებზე. ეს მინიშნება იმდენად ახლო იყო მამა ანდრეისთან, რომ მან დაწერა: „ბოდიში, მაგრამ ფეისბუქის ავტომატური თარგმანი ევლოგიევის „ხელმოწერილს“(მამრ. სქესი) თარგმნის როგორც „ხელმოწერილი“(მდედრ. სქესი). როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის სამყაროშიც კი, ეპისკოპოს ლეონიდის ფართოდ გავრცელებულმა განცხადებამ ოდესელი „ახალბედას“ შესახებ პოპულარობა მოიპოვა.
ალექსანდრე ვოზნესენსკი
ამ პერსონაჟების გარდა გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც გამუდმებით რეკლამას უწევს როგორც მიტროპოლიტი ლეონიდი, ასევე იგივე მამა ანდრეი ნოვიკოვი და სხვა მრავალი მღვდელი, რმე-ის რესურსი. ეს არის „მართლმადიდებელი ანალიტიკოსი“, რომელიც ალექსანდრე ვოზნესენსკის ფსევდონიმით წერს. ადრე მჟკ-მ გაავრცელა მისი მასალები და წიგნი კათოლიციზმის გაფართოების შესახებ. მაგრამ ამავდროულად ამ ადამიანს ეკლესიაში იმდენი ბოროტება მოაქვს, რომ თითქოს მის სულში ქრისტიანობის არაფერი დარჩა. ის ისეთი სიტყვებით აყენებს შეურაცხყოფას უმე-ის წინამძღვარს და იერარქებს, რომ მათი ციტირება უბრალოდ შეუძლებელია. შეურაცხყოფის შემდეგ კი მკვლელობის მოწოდებამდეც მივიდა.
„და თუ უმე-ის იერარქები შეიკრიბებიან თეოფანიაში 2.0-ზე პარასკევს, შეიძლება ვინმემ სთხოვოს პუტინს, რომ კალიბრი ჩამოაგდოს იმ შენობაზე, სადაც ისინი შეიკრიბებიან, რათა დასრულდეს ამ მახინჯების დაცინვა უბრალო მორწმუნეების მიმართ?“ - ეს სიტყვები გამოაქვეყნა თავის ტელეგრამ-არხზე.
მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარია მღვდელ დიმიტრი კელმანოვის კომენტარი ამ პოსტის ქვეშ: „როგორც ჩანს, უკრაინის წმინდა ეკლესიის წევრებიც იკრიბებიან. იქნებ მათთვისაა უკეთესი?’’
კელმანოვი არის მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მღვდელი, რომლის წინამძღვარი პატრიარქი კირილია და ცხადია, რომ კელმანოვი არა მხოლოდ ამ ტაძრის სამღვდელოების წევრია, არამედ, გარკვეულწილად, მისი წინამძღვარიც. მისი სიტყვები ემოციებსაც შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ ახლა საჯარო სივრცეში ემოციების გადაჭარბებას არ აქვს ადგილი?
არ გეჩვენებათ, რომ როგორადაც არ უნდა ღელავდეთ ეკლესიის ბედზე, დაუშვებელია ორმხრივი შეურაცხყოფის, ეკლესიის მტრების დონეზე დაშვება, უროსა და ლომის სანაცვლოდ სიტყვის გამოყენება? ბოლოს და ბოლოს, არ გგონიათ, რომ როცა თქვენს „ემოციებს“ კონტროლს ვერ უწევთ, მუშაობთ უმე-ის რმე-ისგან გამიჯვნისთვის, უბრალო ხალხის ეკლესიისგან დაშორებისთვის?
***
ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევამციროთ ჩვენი ბრაზი და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ. რომ ყველა ჩვენს სიტყვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. და რომ დაუფიქრებელ განცხადებებს შეიძლება ჰქონდეს კატასტროფული შედეგები არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ მთლიანად ეკლესიისთვის.
,,ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ. რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი. აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ, და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს. თვით ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მესაჭე, საითაც ნებავს. ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს. ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან. რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი. ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.’’