ვისი სჯერათ მეუ-ში?
უკრაინის ხელისუფლების უწყვეტი მცდელობების ჭრილში აიძულოს უმე-ს თემი გადავიდეს მეუ-ში, სასარგებლოა იმის დანახვა, რა ხდება ამ სტრუქტურის შიგნით და რისი სჯერათ მის წარმომადგენლებს.
უკრაინის ხელისუფლება არ ტოვებს მცდელობებს უმე დააკავშიროს მეუ-თან ამასთან გამოიყენოს რა ძალიან ხისტი მეთოდები. მაგალითად, კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღოლმა მიტროპოლიტმა პავლემ მჟკ-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უუს-ში მას შესთავაზეს „კომპრომისი“, რომლის თანახმადაც მეუ-ში გადასვლის სანაცვლოდ ის იღებდა თავისუფლებას და ყოველგვარი პრეტენზიის არარსებობას ხელისუფლების მხრიდან. მსგავსი არჩევანი არის უბრალო მღვდლებში სამწყსოებში. საკმარისია გადახვიდე მეუ-ში და შენ „მოსკოვის მღვდლისგან“ მყისიერად გადაიქცევი პატრიოტად, რომელიც ყველანაირად ეცდება მხარი დაუჭიროს ხელისუფლებასა და საზოგადოებას. და წმინდა ადამიანურად ეს მაცდური რამაა. ქრისტიანულად კი სურათი სხვაგვარია.
ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მეუ-ს წარმომადგენლების ქცევებს, რომლებიც ექსტრემალურად შორს არიან იმისგან, რასაც ქრისტე გვასწავლის. რაში ვლინდება ეს და რატომ ხდება?
მეუ და უმე: „მღვდლები“ და მღვდლები
დიდი ხანი არაა რაც ინტერნეტში აქტიურად განიხილება მეუ-ს საკადრო შიმშილი, რომლის გადაჭრაც მათ სცადეს მაცდური განცხადებების მეშვეობით. მეუ-თვის პრობლემა ახალი არაა, რამდენადაც ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე ჟიტომირში პირდაპირ სვეტებზე გაჩნდა განცხადებები, რომლებიც გვთავაზობდა ექსტერნ-კურსების დასრულებას და მეუ-ს მღვდლად გადაქცევას, თუმცა აქვე იყო მინიშნება მოთხოვნაზე: სრულწლოვანება, პირველი ქორწინება, „კანონიკური დაბრკოლებების“ არარსებობა.
იგივე ხდებოდა სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, „ჩერნოვიცკის მიტროპოლიტმა დანიელ კოვალჩუკმა მოუწოდა სოფლის მოსახლეობას ეძება მამაკაცები, რომლებიც დაეთანხმებოდნენ მეუ-ში მღვდლებთან მუშაობაზე:
„გთხოვთ - ეძებეთ სოფელ-სოფელ მამაკცები, რომლებიც ღირსნი არიან ემსახურონ უფალს წმინდა ეკლესიაში. მამაკაცები, ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე მღვდლობის აღება - მიიღეთ ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს, თქვენი შვილების მომავლის გამო“.
4 წლის შემდეგ, როცა უმე-ს ტაძრების მიტაცება უკვე ასეულებს ითვლის, ქსელში ჩნდება განცხადებები მეუ-ში ნაკრების შესახებ, სადაც სულ რაღაც სამ კვირაში მსურველი მიიღებს მეუ-ს მღვდელის, დიაკონის ან იპოდიაკონის პროფესიას, რაც უზრუნველყოფს მისთვის სტაბილურ ხელფასსა და კარიერულ ზრდას. და ეს თავისთავად მეტყველებს ბევრ რამეზე.
ჩვენ წავიდოდით „ექიმთან“ სამკურნალოდ, რომელსაც ზურგს უმაგრებს საშუალო სკოლის ატესტატი მინიმალური ქულებით და სამედიცინო განათლების სამი კვირა? არავითარ შემთხვევაში. ვენდობოდით „მედდას“, რომელიც უყურებს სასწავლო ვიდეოებს, რათა ელემენტარული მანიპულაციები განეხორციელებინა გადასახვევ ოთახში? ასევე არა. ზუსტად ასევე არ შემოვუშვებდით სახლში გაზის ხელოსანს, ვიცით რა, რომ სულ რაღაც სამი დღე ასწავლეს ეს მას.
იმისათვის, რომ გახდეს მღვდელი, უმე-ს სემინარისტები, მაგალითად, მეცნიერების ქვაკუთხედს სემინარიაში 4 წლის განმავლობაში ეუფლებიან, შემდეგ კი სასულიერო აკადემიაში. ძალიან ბევრ მღვდელს საეკლესიო განათლების გარდა საერო უმაღლესი განათლებაც აქვს. ამასთან, თუ 15-20 წლის წინ აკადემიური განათლება უბრალოდ სასურველი იყო, ბოლო ხანებში, ყველა მოვლენისა და გამოწვევის ჭრილში, ეპარქიის მღვდელმთავრები სულ უფრო ხშირად და მეტად სასულიერო პირებს სასულიერო აკადემიებში აგზავნიან.
თუმცა, მთავარია ის, რომ მღვდლები ხვდებიან, აბსოლუტურად ყველა ქმედებაზე მათ მოუწევთ პასუხების გაცემა საშინელ სამსჯავროზე და ასევე პასუხების გაცემა თავიანთ სამწყსოზე, სულიერ შვილებზე, ცოლსა და შვილებზე.
მეუ-ს „სამღვდელოება“: „ვედმაკი“, „სეპარი“ და „ეპისკოპოსები“
გამოდის, რომ მეუ-ში „ქიროტონიის მისაღებად“, არაა საჭირო რაიმე განსაკუთრებულის კეთება. სემინარიაშიც კი არაა სავალდებულო სწავლა. რასაკვირველია, საუბარი მეუ-ს მღვდლების სრულ უცოდინარობაზე ყოველთვის არაა კორექტული. გარდა ამისა, საკითხი არა იმათ საგანმანათლებლო, არამედ მორალურ დონეშია, ვინც თავს მეუ-ს „მღვდელს“ უწოდებს. იქ ასევე არის მისი სემინარიები და აკადემიებიც. თუმცა, რამდენად ეხმარებიან ისინი სტუდენტებს განავითარონ ქრისტიანული აზროვნება?
სამების მშობლების შაბათს და თავად სამების დღესასწაულზე პერეიასლავში სამების თემის მრევლი იძულებული იყო ელოცა მღვდლის სახლში, რამდენადაც მათი ტაძარი გადაიყვანეს მეუ-ში.
გადაყვანა მოხდა მეუ-ს კაპელანის, დუმენკოს კაცის ძალიან მჭევრმეტყველური მოხმობის სახელწოდებით „ვედმაკი“, რომელიც წარმოშობით არის ზაკარპატიედან (ჩვენ ამის შესახებ ვწერდით).
კიევის ოლქში გადაყვანილი ტაძრის წინამძღოლი გახდა ყოფილი აიდაროველი, რომელიც ნასამართლევია ძარცვაზე, მოწოდების სახელწოდებით „სეპარი“ - იგივე დუმენკოს კაცი.
დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო ტენდენციაა, თუმცა არა გასაკვირი, მხედველობაში მვიღებთ რა თავად მეუ-ს „ეპისკოპატის“ „თვისებას“. მაგალითად, დუმენკოს ჰყავს ტერნოპოლის „ეპისკოპოსი“ ტიხონ პეტრანიუკი, რომელმაც არაერთხელ შეიცვალა იურისდიქცია (უმე კს-დან უამე-ში იქიდან - მეუ-ში), რომელიც გახლავთ ლსრ-ს „პასპორტის“ ბედნიერი მფლობელი, ამ რესპუბლიკის სპეცსამსახურების თანამშრომელი, მოწოდების სახელით „ფერზი“.
ან ავიღოთ თუნდაც „ეპისკოპოსი“ ადრიან კულიკი, რომელიც სასტიკად გაუსწორდა თავის მეზობელ ქალს.
ასეთი „მოძღვრების“ რაოდენობა მეუ-ში შეიძლება კიდევ დიდხანს გავაგრძელოთ. თუმცა, აღნიშნულის გათვალისწინებითაც კი დგება საკითხი, ვისი სწამს მეუ-ს მრევლსა და „მღვდლებს“, თავიანთ რიგებში ჰყავთ რა „ვედმაკოვი და სეპაროვი“? გასაგებია, რომ როგორც მინიმუმი არა იმის, ვისიც სწამთ ქრისტიანებს.
ღვთისადმი რწმენა და ... გრანატების „რწმენა“
„უკრაინისთვის ლოცვის ეროვნულ დღეს“ ბუჩაში ერთად ლოცულობდნენ მეუ-ს, რკე-ს, უბკე-ს წარმომადგენლები და ასევე სხვადასხვა პროტესტანტული დენომინაცია. ამ მოვლენის თავისებურებას წარმოადგენდა ღმერთისადმი თანამედროვე იარაღის თხოვნა უკრაინაში ომისთვის. ეს თხოვნა „ქრისტეს სახელით“ წარმოთქვა ანდრეი ტიშჩენკომ, ქრისტიანული ეკლესიების „ახალი თაობა“ უფროსმა ეპისკოპოსმა. არც მეუ-ს წარმომადგენლები, არც უნიატები ან კათოლიკები, არც ღონსიძიების დროს, არც მას შემდეგ არ საუბრობდნენ იმაზე, რომ ასეთი თხოვნა ეწინააღმდეგება სახარების სულისკვეთებასა და ქრისტეს სწავლებას.
პირიქით, მეუ-ს „მღვდელმა“ ალექსანდრე დედიუხინმა გადაწყვიტა კრეატივის შეტანა და დაკავდა „უფლის წყალობა“ და „მადლი“-ს წარწერების გაყიდვების რეკლამით საბრძოლო მასალებზე ტყვიამფრქვევისთვის, რომელიც მისი აზრით, უნდა დაეცეს ოკუპანტების თავზე - დაე, მალე შეხვდნენ ღმერთს.
კიდევ უფრო ადრე, აღდგომის დღესასწაულზე, უკრაინის სამხედროებმა მოამზადეს „საჩუქრები“ მოწინააღმდეგისთვის. და მეუ-ს კაპელანებიდან არავის არ უცდია ჩვენი ჯარისკაცების აზრზე მოყვანა. განსაკუთრებით საშინლად გამოიყურება გაფერადებული გრანატები...
ასე რომ რომელი ღმერთის სწამთ მეუ-ში? ომის „ღმერთის“? შეიძლება ითქვას, რომ მეუ-თვის „ღმერთი“ არის ის, ვისაც ძველად „მსახურების სულს“ უწოდებდნენ და რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს მხმობელის ნებისმიერი თხოვნა?
მეორე კითხვა: რატომ სურს ასე ძალიან ყველას თავის მხარეზე ღმერთის მოხმობა, მაგრამ არ ფიქრობს იმაზე, თუ ვის მხარეზეა თავად ის?
ვისი სწამთ ადამიანებთ, რომლებიც ღებავენ „კურთხევით“ გრანატებსა და ჭურვებს? ვისთან ან რასთან მიჰყავთ მათ თავიანთი სამწყსო?
ამ კითხვებზე პასუხები ისეთივე ცხადია, რამდენადაც ცარიელია მეუ-ს ტაძრები. რადგანაც მთავრობაში ლობის ყოლის, აბსოლუტურად ყველა პირობის შექმნის მიუხედაავად „კეთილდღეობისა“ და აყვავებისთვის, ხდება ისე, რომ დუმენკოს ხალხთან თითქმის არც ერთი მორწმუნე არ დადის, ხოლო „მღვდელი“ თუ არის, არის „ვედმაკი“ „სეპარით“ ან დრაბინკო დედიუხინით. რაშია საქმე?
იქნებ საქმე იმაშია, რომ სტრუქტურისთვის, რომელიც თავს ეკლესიას უწოდებს, პირველ ადგილზე უნდა იყოს ქრისტე? თუ ეს ასე არაა, „გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად“ (მათ 23:38). იქნებ ამიტომაც მათი ტაძრები ცარიელია - იმიტომ რომ იქ არაა ქრისტე? და სადაცაა ქრისტე იქ სიყვარულია.
დამეთანხმებით, რომ ადამიანები დაიღალნენ სიძულვილისგან - ადამიანებს სწორედ სიყვარული სჭირდებათ. სიყვარული, რომელსაც შეუძლია მათი სულიერო და სხეულებრივი ჭრილობების მოშუშება, იმედისა და მომავლის რწმენის მიცემა. ტაძარში მოსული ყველა ადამიანი მიდის თავის ზეციერ მამასთან და როგორც ნებისმიერი ბავშვი, მას სურს მამის სიყვარულით ავსება. აი, რა არის ადამიანისთვის მთავარი.
და ამიტომაც, როგორც ვხედავთ, მეუ-ს პრობლემა არა იმდენად კადრების უქონლობაა, რამდენადაც ღმერთისადმი რწმენისა და მოყვასისადმი სიყვარულის უქონლობა. და თუ ისინი ამას ვერ მიხვდებიან, ქრისტესაც ვერ მოიპოვებენ. ვერასდროს.