ტკაჩენკო გათავისუფლებულია: რას უნდა ველოდოთ მართლმადიდებლები?

21 July 2023 16:13
2448
ტკაჩენკო მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. ფოტო: СПЖ ტკაჩენკო მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. ფოტო: СПЖ

ხელისუფლებამ გაანთავისუფლა კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო, რომელიც იყო უმე-ს წინააღმდეგ რეპრესიების მთავარი მოქმედი ძალა. რას უნდა ველოდოთ ახლა მართლმადიდებლები?

2023 წლის 20 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირი ზელენსკისმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს  დენის შმიგალს შესთავაზა განეხილა საკითხი კულტურის მინისტრ ალექსანდრე ტკაჩენკოს შეცვლის შესახებ. ანუ მან შესთავაზა (წაიკითხე - ბრძანა) მისი გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს დენის შმიგალმა, ტკაჩენკოს დათხოვნის შესახებ პეტიციის კომენტირებისას, რომელმაც დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, განაცხადა, რომ „ვერ ხედავს საფუძველს“ კულტურის მინისტრის მეთაურის შეცვლისთვის. და აი, ახლა, როგორც ჩანს, ეს „საფუძვლები“ გაჩნდა.

21 ივლისს ღამით ტკაჩენკომ განაცხადა მისი გადადგომის შესახებ. უფრო მეტიც, დილით გამოჩნდა ცნობები, რომ ტკაჩენკოს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო სახსრების დატაცების ფაქტზე. ჩვენ მოცემულ შემთხვევეაში გვაინტერესებს არა იმდენად ტკაჩენკოს გათავისუფლების მოტივები და მისი შემდგომი ბედი, რამდენადაც ის, თუ რას უნდა ელოდოს ეკლესია მისი მემკვიდრისგან.

რა შუაშია აქ სერიალები?

ტკაჩენკოს მოულოდნელი შეუწყნარებლობის მიზეზი არის უთანხმოება კულტურის სახელმწიფო ფორმირების შესახებ ომის დროს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ასეთი ომის დროს სახელმწიფო რესურსების მაქსიმუმი უნდა მიდიოდეს თავდაცვაზე, ხოლო თითოეული პროექტი, რომელიც უნდა იყოს რეალიზებული არასაბიუჯეტო რესურსების ხარჯზე, უნდა იქნეს რეალიზებული სწორედ არასაბიუჯეტო რესურსების ხარჯზე. ეს ეხება სხვადასხვა სფეროს, კერძოდ, კულტურის დარგებს. მუზეუმები, კულტურული ცენტრები, სიმბოლოები, სერიალები - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა სხვა პრიორეტებებია“.

თითქოსდა ამ მიზეზით პრეზიდენტმა „სთხოვა პრემიერ-მინისტრს განეხილა კულტურის მინისტრისა და ტკაჩენკოს უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის  შეცვლა“.

ადრე უკრაინაში სკანდალი გაჩაღდა იმის გამო, რომ კულტურის სამინისტრომ მოახდინა 400 მილიონი გრივნას გამოყოფის ინიცირება ფილმებისა და სერიალების შექმნაზე ომის დროს. ამათგან 33 მილიონი სერიალზე „პგტ ინგულეცი“, რომელიც, როგორც ჩანს, მოგვითხრობს უკრაინელ ბიზნესმენზე ალექსანდრე პოვოროზნიუკზე. რითი დასრულდა სერიალი უბრალო სოფლის მასწავლებელზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, ჩვენ უკვე ვიცით. ეს ახსოვთ პრეზიდენტის ოფისშიც. და შესაბამისად რეაგირებენ კიდეც.

სწორედ ამ მიზეზით სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა, ოდნავ გადასწია ტკაჩენკოს დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების ფარდა და დაწერა: „თითქოს ისე ჩანს, რომ შეცვლიან კულტურის მინისტრს... მათ შორის, სერიალების გამო“.

ჟელეზნიაკის ამ პოსტიდან გასაგები ხდება, რომ მთავარი მიზეზი მაინც არა სერიალებში (ის „მათ შორისაა“), არამედ ტკაჩენკოს სხვა საქციელებშია. და მაინც რომლებში?

დაძაბულობის მოხსნა?

ცნობილია, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში მომხდარი უკანონობის მთავარი შემსრულებელი უშუალოდ იყო კულტურის მინისტრი. სწორედ ტკაჩენკოს უწყება იდგა ლავრის იჯარის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტის უკან, მისი კომისია (პოლიციის დახმარებით) დაკავებული იყო მონასტრის კორპუსების დალუქვით, ტკაჩენკო იყო სავანედან ძმების განდევნის ინიციატორი.

ამიტომაც, ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში ლავრის წინამძღოლმა მიტროპოლიტმა პავლემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლო „სიგიჟით, სიბოროტითა და სიძულვილით შეპყრობილი“ კულტურის მინისტრის შეჩერება. „ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის ყველაფერს თქვენი ნებართვით აკეთებს. გეშინოდეთ, მიგეზღვებათ!“, - განაცხადა მაშინ მეუფემ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტკაჩენკო ასრულებდა მასზე ზემოდან დაკისრებულ „ვალდებულებებს“ „ლავრის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე“. ამიტომაც, თითქოსდა, რის გამო უნდა გაეთავისუფლებინათ ის?

პირველ რიგში, იმიტომ, „რის გამო“ კი არა „რისთვის“. საქმე იმაშია, რომ მართლმადიდებელი მორწმუნეები უმეტესწილად კულტურის მინისტრს უყურებენ, როგორც ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ მკაფიო მდევნელს. ის მათ აღიქმება, როგორც უშუალოდ ნეგატიური ფიგურა, რაც ტოქსიკურობას ამატებს საერთოდ უკრაინის ხელისუფლების აღქმას. გარდა ამისა, მოცემულ მომენტში საკმაოდ მაღალია რელიგიური დაძაბულობა საზოგადოებაში. და ტკაჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა მოხსნა ეს დაძაბულობა და მეორეც, ის საშუალებას მისცემს ხელისუფლებას აჩვენოს თავისი „მიუკერძოებლობა“, მესამე, ეს ზელენსკის, მცირე, მაგრამ მაინც მისცემს შანსს იმათ თვალში, ვინც თვლის „რომ დამნაშავეა მეფე და არა ამალა“.

საერთაშორისო სკანდალის ჩახშობა?

მთავარი მიზეზი კი, ჩვენი აზრით, არის მაინც არა ამაში, არამედ იმაში, რომ ტკაჩენკომ ვერ შეძლო „გადაეჭრა ლავრის საკითხი“ სწრაფად, რბილად და სკანდალების გარეშე. მათ შორის, საზღვარგარეთაც.

მაგალითად, ამ კვირას წამყვან ამერიკულ კონსერვატიულ გამოცემაში National Reviw, რომელსაც ასევე უწოდებენ „მემარჯვენეთა ხმას აშშ-ში“, გამოჩნდა დიდი სტატია, რომელშიც ჟურნალისტმა მაიკლ დოგერტმა უკრაინის მთავრობა დაადანაშაულა „რელიგიურ დევნასა და ერთიანი, განცალკევებული, ოდითგან არსებული რელიგიური თემის იურიდიულ ზეწოლაში“.

რამოდენიმე ხნით ადრე კიდევ ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან საუბარში მიუთითა, რომ „ზელენსკი აპატიმრებს მღვდელმსახურებს იმის გამო, რომ ისინი ემხრობიან სხვა შეხედულებებს, რომელსაც არ იზიარებს ხელისუფლება, რაც აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას არანაირად არ ნიშნავს, უფრო მეტიც, ეს წარმოადგენს ამ თავისუფლების გათელვას“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დოგერტიც და კარლსონიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას არა მხოლოდ უმე-ს დევნის, არამედ იმის გამოც, რომ მათი სიტყვებით, ამერიკა აფინანსებს ამ დევნას, გამოყოფს რა სახსრებს უკრაინის მთავრობისთვის. რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის უკრაინის დაფინანსების შემცირების პირობებში ნებისმიერი მსგავსი საუბარი ( და მითუმეტეს, ასეთ დონეზე) საერთოდ არ აწყობს პრეზიდენტის ოფისს. ამიტომაც საერთაშორისო სკანდალი არის ჩვენი აზრით, მეორე სკანდალი.

შიდა სკანდალის ჩახშობა?

სიტუაცია ლავრასთან დაკავშირებით არ მხოლოდ არტყამს უკრაინის ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე, არამედ შიდა იმიჯზეც. ზემოთ დავწერეთ, რომ უბრალო მორწმუნე ხალხი ზელენსკის უყურებს ტკაჩენკოს პრიზმაში. კულტურის მინისტრმა კი არა მხოლოდ გააჭიანურა ლავრადან ბერების განდევნის პროცესი თითქის წელიწადნახევრით, არამედ ასევე ვერ შეძლო სირცხვილის თავიდან აცილებაც.

ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ აძლევდა ინსტრუქციების თავის ხელქვეითებს უკრაინელი რადიკალების ლიდერი ევგენი კარასი ლავრისთვის დაპირისპირების დასაწყისში, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათი ამოცანაა მაქსიმალურად უმე-ს მორწმუნეების „არაადექვატურობისა“ და „აგრესიულობის“ გამოაშკარავება.

სოწრედ ამისთვის ხდებოდა მრავალრიცხოვანი პროვოკაციების მოწყობა, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ზუსტად საპირისპირო შედეგი - ახლა „არაადექვატური“ ჩანან სწორედ ეკლესიის მდევნელები. „აქტივისტები“, რომლებიც ლავრაში სამუშაოდ მიდიან, გამოიყურებიან არა მხოლოდ ღია მარგინალებად. თავიანთი ქმედებებით მათ შეძლეს უკრაინის ხელისუფლების გაიგივება საბჭოთა უღმერთოებთან. და ამას ხედავენ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საზღვარგარეთაც.

უფრო მეტიც, „აქტივისტები“, რომლებიც იცავენ „კულტურის სამინისტროს უფლებებს“, საზოგადოების მიერ აღიქმებიან, არა მხოლოდ, როგორც უღმერთოები, არამედ, როგორც ღია სატანისტები. აქ შეიძლება გავიხსენოთ ეშაკისეული „პერფომანსი“ მაგი ველიარის მიერ პატრიარქ კირილის „დაკრძალვასთან“ დაკავშირებით, რომელიც თავისუფალ დროს შავ მესას ემსახურება. კიევის საბჭოს აქტივისტების ორგანიზატორი კიევის საბჭოს დეპუტატი „ევროსოლიდარობიდან“ აღმოჩნდა დამნაშავე, რომელმაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ გაიტანა ქალი გადასასვლელზე. მეორე აქტივისტი „ძია ჟენია“, რგოლს წერს ზიგებთან. ახლახანს კი ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი „ლავრელი აქტივისტი“ კიევის მეტროში კოცნის და ეხვევა კაცს.

ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ ლავრის ბერების წინააღმდეგ განაწყოს უბრალო ადამიანი, ტკაჩენკომ მიაღწია საპირისპიროს - მან ყველას გააგებინა, რომ მონასტრის წინააღმდეგ იბრძვიან უღმერთოები, სატანისტები და საეჭვო მორალის ადამიანები. მითუმეტეს, რომ ამასთან, ის ასევე ხარჯავდა საბიუჯეტო თანხებს (ნაკრძალმა 4 მილიონ გრივნაზე მეტი აამოქმედა ლავრის „დასაცავად“).

რა იქნება ტკაჩენკოს შემდეგ?

ვფიქრობთ, რომ ეკლესიისთვის არაფერი კარგი. უმე-ს განადგურების კურსი გაგრძელდება კულტურის ახალი მინისტრის დროსაც. ვის დანიშნავენ ამ თანამდებობაზე? ალბათ ისეთ ადამიანს, რომელიც უფრო „გამბევადი“, ვიდრე ტკაჩენკო და უფრო რადიკალურად არის განწყობილი უმე-თან მიმართებაში. ხელისუფლებას სჭირდება შემსრულებელი, რომელსაც არ აუკანკალდება ხელები და ამასთან, არანაირად არ იქნება ასოცირებული ზელენსკისთან. ტკაჩენკო აქ აშკარად არ გამოდგება, ის დიდი ხნის განმავლობაში იყო არხის „1+1“-ის დირექტორი, რომელმაც აჩვენა ფილმები უკრაინის მომავალი პრეზიდენტის და შოუ მისი მონაწილეობით. ამიტომაც კულტურის მინისტრის მეთაურის პოსტზე ლოგიკურია არჩეულ იქნეს ის, ვინც დაასრულებს დაწყებულ საქმეს და რომელსაც შემდეგ „ყველა ცოდვას აჰკიდებენ“.

ამ თვალსაზრისით მართლმადიდებელ მორწმუნეებს არ უნდა ჰქონდეს პოზიტიური მოლოდინი ტკაჩენკოს გათავისფულებასთან დაკავშირებით. ეს ზუსტად რომ არაა ის „სიახლე“, რომელიც დააანონსა ზელენსკიმ, ისაუბრა რა „უკრაინელების დამოუკიდებლობაზე სასულიერო სფეროში“. უფრო მეტიც, ეს პირიქითაა - ტკაჩენკოს გათავისუფლებით, ვფიქრობთ ეკლესიას გაუგზავნეს მკაფიო სიგნალი, რომ შემდეგ კიდევ უარესი იქნება.

რამდენად უარესი? ვნახავთ. 100% იმდენად უარესი, რამდენადაც დაუშვებს უფალი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ