"არ ვგრძნობ თავს ღვთისგან მიტოვებულად"

20 July 2023 10:34
3108
მიტროპოლიტი პავლე. ფოტო: СПЖ მიტროპოლიტი პავლე. ფოტო: СПЖ

მიტროპოლიტმა პავლემ მჟკ-თან ინტერვიუში ისაუბრა SBU-ს წინადადებებზე, ბართლომესა და ეპიფანეს მიმართ დამოკიდებულებაზე და ასევე იმაზე, თუ რატომ ისაკუთრებს სახელმწიფო ლავრას.

ჩვენი საუბარი ლავრის მმართველთან, მიტროპოლიტ პავლესთან, ჯერ კიდევ ბოლო სასამართლო პროცესის დასრულებამდე შედგა და ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გისოსებს მიღმა მოათავსეს. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ეპისკოპოსის ჩვენებას ხელისუფლების ზეწოლის, მისი გადარწმუნების მცდელობებს მეუ-ში გაწევრიანებაზე, მის დამოკიდებულებას ბართლომესა და ეპიფანეს მიმართ, აგრეთვე როგორი გრძნობით აკვირდება იგი ხელისუფლების მცდელობებს, მიითვისოს კიევ-პეჩერის ლავრა.

„არ აღიარებთ მეუ-ს? მაშინ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე“.

- თქვენ ისაუბრეთ ხელისუფლების წინადადებაზე, რომ თავისუფლების სანაცვლოდ უნდა სცნოთ მეუ. კონკრეტულად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი?

- არ ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც მე დამელაპარაკა ამის შესახებ, არ მახსოვს მათი სახელები. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან უსიამოვნო სახეები ჰქონდათ. მუზეუმის დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სურდათ. მათი პირველი სიტყვები ასე ჟღერდა: „თქვენ პატრიარქ ბართლომეზე არასწორად ან ცუდად საუბრობთ“.

აბა, რით არის განსაკუთრებული პატრიარქი ბართლომე? ის არაფრით განსხვავდება პატრიარქ კირილისგან, პატრიარქ თეოფილეს და სხვებისგან. მხოლოდ ბართლომე - ურწმუნოა.

ის (ლავრის ნაცვალის თანამოსაუბრე - რედ.) მეუბნება: „შენ უნდა აღიარო მეუ“. მე ვუპასუხე, რომ ამაზე საუბარიც კი შეუძლებელია. შემდეგ მათ შემომთავაზეს რაიმე სახის კომპრომისზე წასვლა. რა სახის კომპრომისი შეიძლება ეს ყოფილიყო? ალბათ სინდისის, რომ ღმერთი უარვყო. მე ვთქვი, რომ არც ეს მოხდებოდა. მაშინ კაცმა, რომელიც რუდნიკის გვერდით იჯდა, მითხრა: „მაშინ შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“. ძალიან უსიამოვნო ადამიანი იყო. მე ვპასუხობ: „კი ბატონო, გინდა სროლა? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კომპრომისი არ იქნება. ძმები არ დატოვებენ ლავრას და არც მეუ-ს აღიარებენ“. რაზეც მათ კიდევ ერთხელ გამიმეორეს: ”მაშინ, იქნება სისხლის სამართლის საქმე”.

გავიდა ორი დღე. გამომიძახეს პეჩერსკის SBU-ში (რაიონი კიევის ცენტრში - რედ.). მივედი, დამხვდნენ, რომელიღაც სართულზე ამიყვანეს. იქ კიევისა და კიევის რეგიონის SBU-ის ხელმძღვანელმა და კიდევ ორმა ადამიანმა, რომლებმაც მუზეუმში დამკითხეს, ზუსტად იგივე კითხვები დამისვეს. ერთადერთი ისაა, რომ აქ უფრო ლოიალურები იყვნენ. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე მათ, რომ ეკლესიასთან და სახელმწიფოსთან კომპრომისი არ შეიძლება, რომ მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, რომ ვასრულებ კანონს, მაგრამ მე ვერ ვუღალატებ ქრისტეს, ეს არ მოხდება. ასევე ვუთხარი, რომ მათი ყველა ბრალდება, რომ მე ვიყავი პრეზიდენტის, ხელისუფლების წინააღმდეგ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მეუ-სთან გაერთიანება? რატომ  მწვანეთა პარტიასთან არა?

- ისინი ალბათ ვერ ხვდებიან, რატომ არ გსურთ მეუ-სთან გაერთიანება?

- ვისთან გავერთიანდეთ? პოლიტიკურ პარტიასთან? ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გავერთიანდეთ იულია ტიმოშენკოსთან, მწვანეთა პარტიასთან, ან რასაც მათ ეძახიან. დუმენკომ კი... დაუმსახურებლად ჩაიცვა ეპისკოპოსის სამოსი, ხელდასხმული არ იყო. ვურჩევ მას წაიკითხოს ქრისტეს გულისთვის წმინდა თეოფილეს. პოლტავას გუბერნატორს გაეცინა, როცა გაგიჟებულმა თეოფილემ საჩხაკუნები აისხა, მას ისევე გაეცინა, როგორც დღეს ყველას დაგვცინიან. ამიტომ, ვერავისთან ვერ გავერთიანდებით.

და ხელისუფლება... ჩვენ არაფერი გვაქვს ხელისუფლებასთან შესარიგებელი. რა ზიანი მივაყენეთ მათ? აქეთ გვაყენებენ ზიანს, მაგრამ არა პირველი პირი, მგონი, არამედ სხვები. რატომ უნდა შევურიგდეთ მათ, თუ არ გვიჩხუბია?

კონსტიტუცია თავისუფლების გარანტიას იძლევა, მაგრამ კონსტიტუციას არავინ უყურებს. ჩვენი სასამართლო შეშინებულია. ვხედავ, როგორც მოდიან სასამართლოში. სასამართლოს სხდომა ჯერ არ დასრულებულა და პროკურორი ევგენი უკვე კითხულობს გადაწყვეტილებას. ვხედავ, მაგრამ ასევე ვხედავ ხალხს, ვინც სასამართლო დარბაზში სხედან. ამიტომ არანაირი თავისუფლება არ არის, არ არის თანასწორობა, არ არის ადამიანის პატივისცემა, არის მხოლოდ ძალადობაა. არავინ გისმენს, მოსამართლეები არ გისმენენ, რადგან მათ ასე აქვთ ნაბრძანები. პროკურორს შევახსენე, როგორ მოვიდა ერთხელ ჩემთან, მაშინ სხვაგვარად საუბრობდა. დღეს კი სასამართლოზე თვალს არ მისწორებს.

- როგორც ჩანს, კულტურის სამინისტრო უკან დახევას არ აპირებს. არის თუ არა მოლოდინი, რომ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს ლავრის წასართმევად?

- ეს უკვე ხდება დღეს. დღეს მათ პოლიცია მოიყვანეს, დაიწყეს საკეტების ჭრა, დალუქეს შენობა, თითქოს ქრისტეს საფლავზე. ვერაფერს გააკეთებენ, რომც დაგვხოცონ, გაგვაძევონ. ეს ყველაფერი დროებითია. რაც დღეს ლავრაში ხდება, ადამიანის გონებისთვის ძნელი აღსაქმელია. ეს საბჭოთა რეჟიმზე უფრო უარესია.

- მარტის დასაწყისში, კულტურის სამინისტრომ ბევრი ისაუბრა, რომ ლავრაში იქნებოდა მეუ, „უკრაინის სალოცავად“ გადაიქცეოდა და ა.შ. ახლა ასეთი საუბრები თითქმის არ ისმის. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლებამ დაკარგა იმედი, რომ ძმებიდან სხვა ვინმე, ლოტიშის გარდა, მოღალატე აღმოჩნდება?

- ლოტიში დადიოდა მონასტერში და ბერებს ლავრაში პოსტებს სთავაზობდა. ვიღაცას შესთავაზა საკრალური თანამდებობა, ვიღაცას ხაზინადარი. მაგრამ ის მარტოობაში აღმოჩნდა. ის უბედური ადამიანია. მამამისი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა, შვილი კი აბსულუტურად განსხვავდება მისგან.

ნახეთ, როგორ მიმართავს ახლა აბრაამი: „ჩემი უკრაინელი ერი“. პრეზიდენტმა, ეკლესიის წინამძღვარმა შეიძლება მიმართოს უკრაინელ ხალხს. შენ ვინ ხარ?

„დღეს ჩვენ გაგვისწორდებიან, ხვალ სხვებს მიადგებიან“.

– ლავრა დიდებული შენობაა დედაქალაქის ცენტრში. არ ფიქრობთ, რომ მონასტრის განდევნის ეპოსი, მთელი ეს პათოსურ-პატრიოტული რიტორიკა გარკვეულწილად მხოლოდ ბიზნესპროექტია შენობებში ოფისებისა და ფირმების განთავსებისთვის?

- ვფიქრობ, ვინც ქვემო ლავრაში ძალაუფლებისთვის იბრძვის, დიახ, ამას მიაღწევენ. უკვე გვქონდა შეხება ხალხთან, ვინც მოდიოდა და ცდილობდა აქ ბიზნესის მოწყობას, სავაჭრო პავილიონებს. მაგრამ შევაჩერე ისინი და ამის უფლება არ მივეცი.

-ეს იყო უკვე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში?

დიახ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცის. ვინ ეტყვის მას ამის შესახებ? ისენი ჩემთან კი არ მოვიდნენ, არამედ მივიდნენ მუზეუმის დირექტორთან და მის დარწმუნებას ცდილობდნენ.

– თქვენი თაოსნობით ლავრა ნანგრევებიდან დიდებულ მონასტერად გადაიქცა. რა გრძნობით აკვირდებით ნეობოლშევიკების ქმედებებს?

თავს ყოველთვის უღირსად ვთვლიდი და ახლაც ასე ვთვლი. დიახ, მე მივიღე მადლი ღვთისგან, რომ აქ ვიმყიფებოდე. 1985 წელს ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი: „მინდა ვიცოცხლო იმ დრომდე, როცა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აშენდება. ლავრის იმ ვიკარს არა მარტო ხელებს, არამედ ფეხებსაც დავუკოცნიდი“. ზუსტად 9 წლის შემდეგ ვიღებ განკარგულებას – „არქიმანდრიტი პავლე (ლებედი) დაინიშნოს კიევ-პეჩერის ლავრის ვიკარად“.

მე მქონდა მიძინების ტაძრის აგების პატივი. რომ ამბობენ სახელმწიფომ ააშენა... არაფერი არ აუშენებია სახელმწიფოს. გამოიყო რაღაც თანხა, რომელიც მაშინვე გაქრა. ჩემმა მეგობრებმა თანხა გადარიცხეს რესტავრაციისთვის. ღვთის მსახური რომანი გვყავდა, რომელმაც რესტავრაციისთვის 1 მილიონი დოლარი გადარიცხა. ჩემმა სხვა მეგობრებმა გადაიხადეს ტაძრის შიგნით მოხატვის თანხა. ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ თავად ააშენა.

იცი, ღვთისგან მიტოვებულად არ ვგრძნობ თავს, უფალი არ მტოვებს. მაგრამ სულში სიმძიმე მაწევს, როცა შენს თვალწინ ანადგურებენ იმას, რაც საკუთარი ხელით შექმენი. მათ არაფერი აუშენებიათ. მხოლოდ მოიპარეს. დღეს კი ძალიან რთულია, როცა შენს სალოცავს ანგრევენ, ანადგურებენ ქვეყნის ისტორიას. ყველაფერი ხომ ლავრაში დაიბადა, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოებრიობაც.

ჯობია მოვკვდე, ვიდრე ვიხილო ეს სისაძაგლე და გაპარტახება. ხალხი სულიერად მოკვდა, როგორც ჩვენი კურსდამთავრებული ასტრახანელი წმინდა მიტროფანე წერს:

დღეს ისინი (ხელისუფლება - რედ.) ჩვენ გაგვისწორდებიან, ხვალ სხვებს მიადგებიან, გარდა ებრაელებისა, მათი ეშინიათ, რა თქმა უნდა. პროტესტანტებს განდევნიან. მათ არ სჭირდებათ ეპიფანე დუმენკო. მას, ისევე როგორც აბრაამს, შავი საქმის გასაკეთებლად გამოიყენებენ, შემდეგ კი მოიშორებენ. მაშ, რა იქნება შემდეგ?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ