მეუ და ლუთერანები ერთიანობის გზაზე არიან?

27 May 2023 21:01
2033
მეუ-სა და გერმანიის ლუთერანთა ერთობლივი „ლიტურგია“. ფოტო: Facebook მეუ-სა და გერმანიის ლუთერანთა ერთობლივი „ლიტურგია“. ფოტო: Facebook

მეუ-ს თემმა ჰამბურგში უკვე რამოდენიმეჯერ აღასრულა ერთობლივი „ღვთისმსახურება“ გერმანიის ლუთერანებთან. თუმცა, ამ „თანამსახურებაზე“ არანაირი რეაქცია არაა მეუ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან. რატომ?

2023 წლის 28 მაისს ჰამბურგში შედგება მეუ-ს წარმომადგენლებისა და გერმანიის ლუთერანების ერთობლივი „ლიტურგია“. დუმენკოს სტრუქტურის „მღვდელმა“ თავისი მრევლი მიიწვია ამ „ღვთისმსახურებაზე“ და მათ დაჰპირდა „აღსარებასა“ და „ზიარებას“. აღსანიშნავია, რომ ჰამბურგის მართლმადიდებლური-ლუთერანული „ღვთისმსახურება“ სულაც არაა პირველი - მსგავსი რამ მოხდა შობას და აღდგომას. თუმცა, მეუ-ს მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა. რატომ?

უკრაინის დასავლეთი იქნება უნიატური

მჟკ-თან ინტერვიუში მორფიის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ განაცხადა, რომ დასავლეთ უკრაინაში ტარდება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომლის მიზანიცაა რეგიონიდან კანონიკური ეკლესიის განდევნა, რათა მისი მოსახლეობა უნიამდე მიიყვანონ.

მისი აზრით, ადამიანებს, რომლებიც დგანან უკრაინაში ტაძრების ნგრევის უკან, „არ სურთ მთელს დასავლეთ უკრაინაში მართლმადიდებლობის არსებობა, არ სურთ, რომ იქ იცხოვრონ მართლმადიდებლებმა. სურთ, რომ იქ მხოლოდ უნიატები დარჩნენ. და თქვენ დაინახავთ, რომ იქ შეიქმნება სტრუქტურა, რომელიც არასდროს არ ყოფილა მანამდე“.

უკრაინაში ერთგვარ ცდას მიმართავენ. სურთ დასავლეთ უკრაინის უნიატურად გადაქცევა. და მაშინ, გაიკვირვებენ ჩვენი ძმები-წმინდა მთიდან, ეპისკოპოსები, რომლებიც ახლა თანამსახურებენ მეუ-თან. ისინი დაინახავენ, რომ ეპიფანეს მომხრეები თანამსახურებენ უნიატებთან“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნეოფიტემ.

და ისინი მართლაც თანამსახურებენ.

შეგახსენებთ რამოდენიმე რეზონანსულ „თანამსახურებას“ კათოლიკებთან (ხოლო უნიატები და კათოლიკები ერთი სტრუქტურაა) არა მხოლოდ მეუ-ს წარმომადგენლების, არამედ მისი ხელმძღვანელობის მხრიდანაც.

მაგალითად, 2019 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ ვარაშში მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველში ეპიფანე დუმენკოსთან და მეუ-ს სხვა წევრებთან ერთად ლოცულობდა კათოლიკე მღვდელი ვასილი პლახოტკა.

მეუ და ლუთერანები ერთიანობის გზაზე არიან? - სურათი 1

2019 წლის 4 ნოემბერს ტერნოპოლის მხარის სოფელ გერმაკოვკაში მეუ-ს ადგილობროვი ტაძრის წინამძღოლი ვლადიმირ სტეფანკო ლოცულობდა უბკე-ს საზეიმო ღვთისმსახურებაზე უნიატელ ეპისკოპოსთან, დიმიტრი გრიგორაკთან და ბერძნულ-კათოლიკე მღვდელმსახურებთან.

მეუ და ლუთერანები ერთიანობის გზაზე არიან? - სურათი 2

2022 წლის 14 ოქტომბერს მეუ-ს „არქისეპისკოპოს“ ნესტორ პისიკთან და მეუ-ს სხვა წარმომადგენლებთან ერთად „ლიტურგიას ასრულებდა“ პოდვოლოჩისკში წმ. სოფიას კათოლიკური ტაძრის წინამძღოლი პეტრე სავჩაკი.

მეუ და ლუთერანები ერთიანობის გზაზე არიან? - სურათი 3

ეჭვი არ გვეპარება, რომ ერთობლივი „ღვთისმსახურების“ ყველა აღნიშნული შემთხვევა არის აისბერგის მხოლოდ წვერო, რომელიც მის-ის არეალში მოხვდა. სინამდვილეში სიტუაცია გაცილებით უფრო ცუდადაა, ვიდრე ჩანს. და ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ უბკე-ს მეუ-ს, რკე-სა და ფანარიონის ხელმძღვანელობის პოზიციას.

მეუ, უბკე და უნია

პირველი წელი არაა, შევჩუკიც და დუმენკოც საუბრობენ იმაზე, რომ უბკე და მეუ უნდა გაერთიანდნენ. ასე, მაგალად, დუმენკო ჯერ კიდვ 2019 წელს აცხადებდა, რომ „მომავალში ჩვენ (მეუ და უბკე -რედ.) მოვძებნით შეხების იმ წერტილებს, რომლებიც გაგვაერთიანებს“. დუმენკოს პოზიციას მხარს უჭერდა შევჩუკი, აღნიშნავდა რა, რომ „ის საგზაო რუქა, რომელზეც საუბრობდა უნეტარესი ეპიფანე, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი განზრახვა ერთად ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. და განვავითაროთ  ოდესღაც ერთიანი, დღეს კი, სამწუხაროდ, დაყოფილი კიევის ეკლესიის ტრადიცია. იმიტომ რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია გაერთიანება“.

დღეს ჩვენ შეგვიძლია საუბარი იმაზე, რომ ამ გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა - მეუ და უბკე თითქმის სინქრონულად გადავიდა ახალ კალენდარზე და ახლა შობასა და სხვა დღესასწაულებს ისინი ერთად აღნიშნავენ. და ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია არა ამ სტრუქტურების სურვილით იყო „შორს მოსკოვისგან“, არამედ მათი სურვილით ახლოს იყო რომთან. საქმე იმაშია, რომ 2025 წელს ფანარიოტებმა და კათოლიკებმა დათქვეს აღდგომის ერთობლივად აღნიშვნა. სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის იგეგმება არა მხოლოდ ფანარიონისა და რომის, არამედ, პირველ რიგში, მეუ-სა და უბკე-ს დაახლოება.

მოცემულ ფაქტს აღიარებენ პროუნიატური ტელეგრამ-არხებიც, რომლებიც წერენ, რომ „არსებობს მსოფლიო პატრიარქისა და რომის პაპის სურვილი ერთად იზეიმონ აღდგომა და ეს მიუძღვნან პირველი მსოფლიო კრების წლისთავს. არის ერთიანი უკრაინის ეკლესიის შექმნისა და გაერთიანების ტენდენცია... ნუთუ მეუ არ წავა მსოფლიო პატრიარქის სურვილისკენ შესახვედრად? მითუმეტეს, რომ ჰაერში უკვე მოიაზრება უბკე-თან გაერთიანების იდეა, რომელიც თავის მხრივ, არ წავა პაპის სურვილის წინააღმდეგ“.

და მართლაც,  არც მეუ და არც უბკე არ გაბედავენ წინააღმდეგობას თავიანთ კურატორებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი უბრძანებენ გაერთიანებას. იგივე დუმენკო აცხადებდა, რომ „მეუ-სა და უბკე-ს გაერთიანების გასაღები დევს არა უკრაინაში, არამედ რომსა და კონსტანტინოპოლში“.

გარდა ამისა, თავად კურატორები უჩვენებენ თავიანთ ხელქვეითებს „პატივისცემისა“ და ერთმანეთის შესახვედრად სწრაფვის მაგალითებს. ავიღოთ თუნდაც პატრიარქ ბართოლომეოსის ლოცვა  როშფორში ნოტრ-დამ დე სენტ-რემის ბელგიის კათოლიკურ სააბატოში.

მეუ და ლუთერანები ერთიანობის გზაზე არიან? - სურათი 4

ასე რომ მართლმადიდებლებისა და უნიატების ერთობლივი „ლიტურგიები“ არ იწვევს არც გაკვირვებას და არც წინააღმდეგობას ორივე სტრუქტურის (მეუ და უბკე) შიგნით. ზუსტად ასევე, არ იწვევს გაკვირვებას მეუ-ს მცდელობები დაუახლოვდეს ლუთერანებს. მითუმეტეს, რომ ლუთერანებთან დიდი ხანია და კარაგადაც თამაშობენ ფანარიოტები.

ფანარიონი და ლუთერანები

მაგალითად, 2022 წლის 29 სექტემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფინეთის არქისაეპისკოპოსომ და ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერანულმა ეკლესიამ ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას ნათლობაზე. ამ დეკლარაციაში არა მხოლოდ აღიარებულია ლუთერანული ნათლობის „მადლიერება“, არამედ საუბარია იმაზეც, რომ „მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას საერთო ფესვები აქვთ პირველი ათასწლეულის დაუყოფელ ქრისტიანობაში“, ხოლო „ამის შემდეგ სწავლების განვითარება სხვა მხარეს მიდიოდა და ამიტომაც ჩვენ გვაქვს სხვა წარმოდგენები ნათლობისა და მისი განხორციელების ხერხების შესახებ“.

ლუთერანები ერეტიკოსები არიან. არა განხეთქილებაში მყოფები, არა სხვა ვინმეები, არამედ ერეტიკოსები. გარდა ამისა, ჯერ კიდევ შორეულ 1986 წელს იმავე ფინეთის ლუთერანებმა დაამტკიცერს ქალთა მიერ მღვდლობა (2013 წლისთვის „ქალი-პასტორების“ რიცხვმა ფინეთში კათოლიკე სასულიერო პირთა შორის უკვე 50% შეადგინა, ხოლო 2010 წელს ფინეთის ლუთერანებთან გაჩნდა პირველი „ეპისკოპოსი ქალი“).

2017 წელს ლუთერანები შეუერთდნენ სიხარულს „თანასწორუფლებიანი ქორწინების“ შესახებ კანონის თაობაზე ანუ ლგბტ- ქორწინებების აღიარებაზე. მათთან მყისიერად გაწყვიტა დიალოგი რმე-მ. საინტერესოა, რომ პატრიარქმა ბართოლომეოსმა ლუთერანების პოზიციის საპასუხოდ ჰომოსექსუალობის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მართალია კიცხავს ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ აგრძელებს დიალოგს ლუთერანებთან „სოციალურ და საღვთისმეტყველო დონეზე“.

როგორც ჩანს, სწორედ ამ „დიალოგის“ ჩარჩოებში ასრულებს თავის „მსახურებას“ მეუ-ს წარმომადგენელი ჰამბურგში იაროსლავ ბოგოდისტი. მართალია, ის ცოტა შორს წავიდა „სოციალრუ და საღვთისმეტყველო დონეზე“ და გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება მართლმადიდებლური ლიტურგიის გაგებისა და თავად არსის შეცვლასთად დაკავშირებით, გადააქცია რა ის რაღაც გაუგებრად.

მეუ და ლუთერანები

2022 წლის 25 დეკემბერს მეუ-ს „მღვდელმა“ ჰამბურგში ბოგოდისტმა თავის ფეისბუქ-გვერდზე დააანონსა „უნიკალური, ისტორიული საშობაო ღვთისმსახურება“. ბოგოდისტის სიტყვებით, „ის უნიკალურია იმით, რომ ჩვენ მოძღვარ კორდ შოლერთან ერთად ვასრულებთ ერთობლივ ლიტურგიას, რომელშიც იქნება ორი ევქარისტია, მართლმადიდებლური და პროტესტანტული, ეს იქნება საერთო დღესასწაული, რომელიც გაერთიანებულია იესო ქრისტესადმი სიყვარულში“. როგორ ხდებოდა ტექნიკურად ამ ორი „ევქარისტიის“ „გაერთიანება“ - უცნობია. რასაც, სხვათაშორის, არა აქვს მნიშვნელობა, რადგანაც ბოგოდისტისთვის ცნება „ევქარისტია“ ფარდობითია და როგორც ჩანს, მაქსიმალურად ახლოსაა ლუთერანულათან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ იმ დღეს, როცა მართლმადიდებელი ქრისტიანები ზეიმობდნენ ქრისტეს აღდგომას, ის საერთოდ არ მსახურობდა? უფრო სწორედ ბოგოდისტამ წირვა დიდ შაბათს აღავლინა 20.00, ხოლო აღდგომის დღეს შემოიფარგლა „სააღდგომო კალათების კურთხევით“. ბრჭყალების მიღმა დავტოვოთ ის ფაქტი, რომ „სააღდგომო ლიტურგია“ რვა საათზე ეწინააღმდეგება სახარებას, ეკლესიის ტრადიციებსა და საერთოდ უმცირეს გაგებას საერთოდ მართლმადიდებლურ ღვთიმსახურებაზე. ლიტურგიისადმი ასეთი დამოკიდებულება მეუ-ს მხრიდან გასაკვირი არაა.

ასევე გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქრისტეს აღდგომა ბოგოდისტმა და მისმა თემმა 2023 წელს იზეიმა „ევროპულ აღდგომას“ ლუთერანებთან ერთად, 9 აპრილს, მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებთან შედარებით ერთი კვირით ადრე. როგორც ჩანს, კალენდრის შეცვლის საკითხამდე მეუ-ს „მღვდელი“ ჰამბურგიდან მივიდა უფრო ადრე, ვიდრე მისი მეთაურობა კიევში.

კერძოდ, სხვა „საგნებთან“ დაკავშირებითაც დუმენკოს ეს განვითარებული წარმომადგენელი წინსწრებით მუშაობს. მაგალითად, ლგბტ-თან მიმართებაში. რად ღირს ეს ფოტო  ერთ-ერთ ლუთერანელ პასტორთან, რომელსაც ყელზე ჰკიდია შარფი ჰომოსექსუალისტებისთვის დამახასიათებელ ფერებში.

მეუ და ლუთერანები ერთიანობის გზაზე არიან? - სურათი 5

როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვაკვირდებით უკრაინაში ახალი სტრუქტურის სწრაფი შექმნის პროცესს, რომელიც მოიცავს ევროპის რელიგიურ მრავალფეროვნებას - კათოლიკებიდან სხვადასხვა ყაიდის პროტესტანტებამდე. ეს სტრუქტურა უნდა იყოს მოედანი, რომელიც ემსახურება კათოლიციზმის ფანარიოტებთან საბოლოო შერწყმას. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ტომოში, რომელიც პატრიარქმა ბართოლომეოსმა გადასცა დუმენკოს, არაა საუბარი იმაზე, რომ უკრაინაში შექმნილ ეკლესიას ეწოდება „მართლმადიდებლური“. არა, მხოლოდ „უკრაინის უწმინდესი ეკლესია“, რამდენადაც ამ პროცესის ორგანიზატორების ჩანაფიქრით აქ მართლმადიდებლობა არ იქნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ