„მეგაარქიმანდრიტი“, მოპარული საათი და ფანარიონის ტრადიციები

01 May 2023 11:11
2112
ფანარიონის ფუნქციონერი დიდ სკანდალში გაეხვა. ფოტო: СПЖ ფანარიონის ფუნქციონერი დიდ სკანდალში გაეხვა. ფოტო: СПЖ

„დიდმა არქიმანდრიტმა“ და  კონსტანტინოპოლის საპატრიქროს არქივარიუსმა მოიპარა ძვირფასი საათი და მას მსახურება აეკრძალა. როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი ფანარიონის კარიერული კიბის მწვერვალზე?

2023 წლის 17 აპრილს თურქეთში იფეთქა სერიოზულმა სკანდალმა ანტიკვარიატის მაღაზიაში საათის მოპარვის გამო. საათი ძვირადღირებულია - დაახლოებით 25 000 ევრო. საათის მოპარვის მომენტი მოხვდა ვიდეოთვალთვალის კამერაში და ადამიანი, რომელმაც ის მოიპარა, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად დააკავა პოლიციამ. ის ეჭვმიტანილია ამ საქმეში და დააკავეს ყველა გარემოების გამორკვევამდე.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქურდი აღმოჩნდა არა უბრალო მოკვდავი, არამედ  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ფუნქციონერი აგაფანგელოს სისკოსი.

„საათის ისტორიამ“ თურქეთში ნამდვილი ფურორი გამოიწვია სწორედ იმ მიზეზით, რომ არქიმანდრიტი არის ძალიან შესამჩნევი ფიგურა ფანარიოზე, რომელსაც ჰყავს მრავალრიცხოვანი „სულიერი“ სამწყსო და მას სცემენ პატივს. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ აგაფანგელი ასევე განსაკუთრებით ახლოს იყო პატრიარქ ბართოლომეოსთან. მაგალითად, ის იყო ფანარიონის მეთაურის არქივარიუსი (მისი არქივის მცველი).

თავის მხრივ, ბართოლომეოსმა მხარი დაუჭირა აგაფანგელოსს და მასზე დიდი იმედები დაამყარა, დიდ მარხვებთან მზადებისას. ფანარიოტების წრეებში ასევე დადიოდა ინფორმაცია, რომ აგაფანგელოსი განიხილებოდა ამერიკის არქიეპისკოპოსის თანამდებობაზე კანდიდატის სახითაც. ელიდოფორის ნაცვლად, რომლითაც ძალიან უკმაყოფილოა ბართოლომეოსი (არა ჰომოსექსუალების ბავშვების ნათლობასთან დაკავშირებით გახმაურებული ისტორიის გამო, არამედ იმის გამო, რომ ის იმორჩილებს აშშ-ში ფანარიოტების საეგზარქოსოს). ამიტომაც, აგაფანგელოსს „ნათელი მომავალი“ ჰქონდა.

ვინ არის „Μέγα Αρχιμανδρίτη“?

აგაფანგელოს სისკოსი უკვე 2021 წელს იღებს „დიდი არქიმანდრიტის“ ტიტულს (ბერძნულად ჟღერს, როგორც „Μέγα Αρχιμανδρίτη“), რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მთავარი არქიმანდრიტი“. უმეტესწილად, ეს ტიტული წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უმაღლეს სასულიერო ტიტულს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. „დიდი არქიმანდრიტი“ არ შეიძლება იყოს რამოდენიმე, ამ ტიტულს მხოლოდ ერთი ადამიანი ფლობს.

ტრადიციის თანახმად, ეს ტიტული ენიჭება ბერს, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში, მაღალი სულიერება და უკავია სერიოზული პოსტი საპატრიარქოში. მისი პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობების სფეროში შედის:

  • მონასტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ეკლესიის სხვა ინსტიტუციების მართვა;
  • ღვთისმსახურების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცერემონიებისა და დღესასწაულების მეთაურობა;
  • ეკლესიის კანონებისა და კანონიკური ნორმების სწორი შესრულების უზრუნველყოფა;
  • ღვთისმსახურების ქადაგება, ბერების, კლირიკოსებისა და მორწმუნეების სულიერო კულტურის ჩამოყალიბება;
  • მისიონერობა და რწმენის ქადაგება;
  • სხვა ეკლესიებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან კავშირების მხარდაჭერა.

სწორედ ამ ამოცანებს მიაქცია ყურადღება პატრიარქმა ბართოლომეოსმა, როცა 2021 წელს აგაფანგელოსს უბოძა „დიდი არქიმანდრიტის“ ტიტული: „თქვენ სრულად დაიცავთ და პატივს სცემთ დიდი ეკლესიის წესსა და წესდებას, პრაქტიკულად ყოველდღე ასწავლით  ამას თქვენს უმცროს ძმებს, ყველა მის საყვარელ შვილს უფლის შესახებ, შემდეგ კი სხვებს და ასე, გადმოცემა, წესი, მართებულება, უბრალოება და ღვთისმოსაობა გაგრძელდება უწყვეტად“.

ანუ როგორც ვხედავთ, „Μέγα Αρχιμανδρίτη“ არის ფანარიონის ერთგვარი ტრადიციებისა და ადათის მცველი, რაზეც აგაფანგელოსს მიანიშნებდა ბართოლომეოსიც: „ყველაზე მთავარია იყო ნამდვილი ფანარიოტი, რომელიც ფანარიონითაა გატაცებული და იმითაც, თუ რას ნიშნავს ის, რას გამოხატავს, ქადაგებს და ადიდებს - იმ წმინდითა და მაღლით, რაც ღირსია, რომ მას მთელი ცხოვრება მიუძღვნან“.

როგორც ვხედავთ, ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ასეთი პასუხისმგებლობა, არ იქნებიან ღარიბები, მათ ძალიან სერიოზული ხელფასი გააჩნიათ. რატომ ხდება ისე, რომ დიდმ არქიმანდრიტმა გადაწყვიტა 25 000 ევროს ღირებულების საათის მოპარვა?

ვინ არის აგაფანგელოს სისკოსი?

არქიმანდრიტი აგაფანგელოს (საერო სახელი ზისისი) სისკოსი დაიბადა კასტორიაში 1985 წლის 8 მაისს ქსოვილის ვაჭრის ოჯახში. მიიღო რა საშუალო განათლება, მან სწავლა გააგრძელა ქალაქ ფლორინის გაერთიანებულ სასულიერო ლიცეუმთან არსებულ გიმნაზიაში. 2004 წელს ის მოეწყო სალონიკში არისტოტელეს უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკუკტეტის თეოლოგიის განყოფილებაში. აჩვენა რა მესამე შედეგი არჩევნებზე, მან მიიღო სახელმწიფო სტიპენდია და 2008 წელს დაამთავრა ფაკულტეტი შეფასებით „ფრიადი“.

2011 წელს მან დაიცვა დისერტაცია სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თაობაზე და გახდა დოგმატიკის მაგისტრი. უბრალო ახალგაზრდა და განათლებული ადამიანის  საკმაოდ წარმატებული მეცნიერის კარიერა წყდება ჯარში სამსახურით და არა სადმე, არამედ სსძ-ში. ამასთან, ეს განსაკუთრებით საინტერესოა, ზისის სისკოსი ახერხებდა ჯარში სამსახური შეეთავსებინა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობასთან. ამასთან, არა სხვა, არამედ ეკუმენურ კონფერენციებში მონაწილეობასთან. მაგალითად, 2011 წლის მაისში იამაიკაზე კინგსტონში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში.

უკვე 2012 წლის 21 ნოემბერს პატრიარქ ბართოლომეოსს სისკოსი აჰყავს დიაკვნის ხარისხში, ორი კვირის შემდეგ, 2012 წლის 6 დეკემბერს კი ის მღვდლად ეკურთხება, ხოლო 2013 წლის 5 იანვარს (ქიროტონიიდან ერთი თვის შემდეგ) - აგაფანგელოს სისკოსი უკვე არქიმანდრიტია! 2013 წლის თებერვალში ფანარიონის სინოდის გადაწყვეტილებით სისკოსი ინიშნება მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური ჟურნალის „მართლმადიდებლობა“-ს მდივნად, ხოო 2013 წლის აპრილიდან ის იღებს „პატრიარქის ბიბლიოთეკარისა“ და არქივარიუსის თანამდებობას, რაც მას ხდის პასუხისმგებელს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაზე. ამას გარდა, აგაფანგელოსი ფანარიონის დელეგაციების შემადგენლობაში აქტიური სახით მონაწილეობს რელიგიათშორის და ქრისტიანთაშორის დიალოგში. 2021 წელს ის ხდება „დიდი არქიმანდრიტი“.

როგორც ვხედავთ, აგაფანგელოსის საეკლესიო კარიერა ჰგავს უცაბედ აღმაფრენას, რომელიც არანაირად არ იხსნება რაციონალური ფაქტორებით. თუმცა, რა დამსახურებების გამო დაიახლოვა პატრიარქმა ბართოლომეოსმა ის და რატომ უბოძა „დიდი არქიმანდრიტის“ ტიტული მას, ვინც ჯერ კიდევ გუშინ იყო ერისკაცი, რომელიც არ გამოირჩეობდა ეკლესიის წინაშე დამსახურებებითა და ნიჭით? რაშია მისი განსაკუთრებულობა? მხოლოდ გონებაში? არა მგონია. სალონიკში ბევრია ჭკვიანი ყმაწვილი, მაგრამ ყველა მათგანი როდი ექცევა ფანარიონის ინტერესის ორბიტაში (მითუმეტეს, სსძ-ში მსახურობის დროს). მაშ, რატომ განიცადა აღმაფრენა სისკოსმა? რაშია მისი განსაკუთრებულობა?

ფანარი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ცსს

თავიდანვე ვთქვათ - ეს ძალიან „განსაკუთრებული“ განსაკუთრებულობაა. მოდით, ყველაფერი დავიწყოთ რიგ-რიგობით.

ცნობილია, რომ ფანარიონი მსოფლიო მხარდაჭერას იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ეს ორგანიზაცია კი პირდაპირ მუშაობს ცსს-თან (მაგალითად, მაიკ პომპეო თავიდან იყო ცსს-ს დირექტორი, შემდეგ კი ის გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაური). ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ როცა სტამბულში საუბრობენ ფანარიონზე, მას უწოდებენ „აშშ-ს ელჩს თურქეთში“, ხოლო თავად პატრიარქ ბართოლომეოსს ბრალს სდებენ ცსს-თან (და არა მხოლოდ მას) კავშირში. მაშ, რა კავშირი აქვს ცსს-ს და სახელმწიფო დეპარტამნეტს ჩვენს ისტორიასთან? იქნებ, არანაირი, იქნებ - ყველაზე პირდაპირი.

არ დავიწყებთ რამის მტკიცებას, უბრალოდ ვარაუდს გამოვთქვამთ, რომელიც ეფუძნება გარკვეულ მონაცემებს.

ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ შემთხვევით ადამიანს არანაირად არ შეუძლია იმ ადამიანების რიცხვში მოხვდეს, რომლებიც ძალიან ახლოს არიან პატრიარქ ბართოლომეოსთან. მითუმეტეს, ერთ თვეში მას არ შეუძლია გაიაროს გზა ერისკაცობიდან არქიმანდრიტობამდე და პატრიარქის არქივის მცველობამდე. თუნდაც მას ჰქონდეს ბრწყინვალე გონებრივი შესაძლებლობები (საათის ისტორიის გათვალისწინებით, აგაფანგელოსს გონებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს). საჭიროა სხვა რამ გქონდეს და იყო ვინმეს პროტეჟე. ვინმე ძლიერისა და შემძლე ადამიანის.

წამყვანი ზესახელმწიფოების სპეცსამსახურები, განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტი და ცსს, გამორჩეულნი არიან უნარით სხვა ქვეყნებში იპოვონ „საიმედო“ ადამიანები, რომლებიც „არ გაგიცრუებენ იმედს“ და „არ გიღალატებენ“, მაგრამ ამასთან იმუშავებენ მთელი ძალით. ასეთ ადამიანებს ირჩევენ, სერიოზულ პოსტებზე აწინაურებენ, ეხმარებიან კარიერაში და ა.შ. ყველაზე მტავარი კი ისაა, რომ სპეციალისტები ადამიანებს არჩევენ გარკვეული სისუსტეებით. ჩვეულებრივ, ესაა ფული, ნაკლი ან წყენა. ამ სისუსტეებზე თამაშით, ადამიანის ხელში დაჭერით კომპრომატების მეშვეობით, შეიძლება აიძულო ის გააკეთოს რამე სასარგებლო და ამასთან, ადვილად აკონტროლო.

თუმცა, რა შუაშია აქ სისკოსი?

„გაშიშვლებული“ სკანდალი

2018 წელს ბერძნულმა გაზეთმა „Makeleio News”-მა გამოაქვეყნა სკანდალური ფოტომასალები, რომელიც მიუთითებდა, რომ ფანარიონის მაშინდელი არქიმანდრიტი აგაფანგელოს სისკოსი თავისთვის ინტერნეტში ეძებდა სექსუალურ პარტნიორებს. გამოცემა ამტკიცებდა, რომ სისკოსი ორიენტირებული იყო „ბიჭებზე“ და მოთხოვნის მიხედვით ყველას უგზავნიდა თავის ფოტოს შიშველი სახით. მაშინ ბერძნულენოვან ქრისტიანებს შორის ნამდვილი სკანდალი გაჩნდა, თუმცა, პატრიარქი ბართოლომეოსი მასზე არ რეაგირებდა. უფრო სწორედ, მან რეაგირება გამოხატა იმით, რომ სისკოსი მალევე აიყვანა „მეგაარქიმანდრიტის“ ხარისხში.

„მეგაარქიმანდრიტი“, მოპარული საათი და ფანარიონის ტრადიციები - სურათი 1

გაზეთ Makeleio News”-ის ფოტო სისკოსის შესახებ მასალებით

ასეთი საქციელი შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ დაინახა რა მისი არქივარიუსის შიშველი ფოტოები, პატრიარქმა ბართოლომეოსმა არ დაუჯერა თვალებს. და თუ დაუჯერა, არ დასაჯა აგაფანგელოსი რაღაც, მისთვის ცნობილი მიზეზების გამო.

მას შემდეგაც, რაც „დიდმა არქიმანდრიტმა“ საათი მოიპარა, პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა, რომ მალე ჩაეჩუმებინა სკანდალი. ასე მაგალითად, ციხიდან, სადაც აგაფანგელოსი მიიყვანეს, ის გამოიყვანა პატრიარქ ბართოლომეოსის  დაცვის მეთურმა. სხვათაშორის, ეს ფაქტი წარმოადგენს იმის მკაფიო მტკიცებულებას, რომ ფანარიონს თურქეთში უკავია არა ისეთი სავალადო მდგომარეობა, როგორც ამას პროფანარიოტული მის-ები აჩვენებენ.

დიახ, „საათის“ სკანდალის შემდეგ აგაფანგელოსს აუკრძალეს მსახურება, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ როცა ვნებები დაცხრება, ჩვენ ისევ დავინახავთ „მეგაარქიმანდრიტს“ რომელიმე ფანარიოტულ ეპარქიაში ან საეგზარქოსოში. შესაძლებელია, თუნდაც უკრაინაში. მეუ-ს შორის „მეგაარქიმანდრიტი“ მეგობრებს ვერ იპოვის ასე სწრაფად. მითუმეტეს, რომ ამ დღეებში წყაროები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იტყობინებიან, რომ არქიმანდრიტი აგაფანგელოსი გაემგზავრა ... მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, რომელიც განთავსებულია შამბეზში (შვეიცარია) დოკუმენტებით ხელში, რომ მას „გააჩნია ხელშეუხებლობის გარანტია“.

გასაგებია, რომ ადამიანის ასეთმა მსუბუქმა სასჯელმა, რომელსაც უკავია მაღალი პოსტი ფანარიონზე, გამოიწვია გაურკვევლობა მორწმუნეებს შორის, რომლებიც ითხოვდნენ პატრიარქის არქივარიუსის წოდების ჩამორთმევას. თუმცა, ბერძნულ პრესაში წერენ, რომ არქიმანდრიტმა აგაფანგელოსმა „პატრიარქის კარის საკმაოდ ბევრი საიდუმლო იცის და არავის აწყობს მასთან დაპირისპირება“.

დასკვნები

უკრაინაში უკანონო შეჭრა და მძაფრი ამნეზია მეუ-ს წევრებში წოდების არარსებობის თაობაზე ფანარიონის ამჟამინდელ ფუნქციონერების საქმიანობის ერთადერთი თავისებურება როდია. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თანამედროვე წარმომადგენლები თავიანთ ქმედებებში სულაც არ ხელმძღვანელობენ წმინდა წერილით ან ეკლესიის გადმოცემით.

ფანარიონისა და აშშ-ს ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მსოფლიოში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, როგორც უპირობო მორალური და ქრისტიანული ავტორიტეტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, სულ უფრო აბსურდული ხდება. ლგბტ-ს წინ წაწევა, გენდერული და აშშ-ს მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის სრული მხარდაჭერა, უკრაინაში უმე-ს წინააღმდეგ რეპრესიების ინგორირება და სხვა ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ პრეტენზიები პატრიარქ ბართოლომეოსთან მიმართებაში „პირველი თანასწორთა გარეშე“ მართლმადიდებლობაში უსაფუძვლოა და აბსურდულიც კი.

მორიგი აგაფანგელოსის ყოველ ახალ ისტორიასთან ერთად კი ეს სულ უფრო ცხადი გახდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ