მეუ და განხეთქილება ათონზე: ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს?
ათონის ზოგიერთი მონასტრის იღუმენები უარს ამბობენ იმსახურონ იმათთან ერთად, ვინც აღიარა მეუ. ფანარიოტები საუბრობენ განხეთქილებაზე და ბრალს სდებენ რმე-ს. ვინაა დამნაშავე სინამდვილეში?
ათონის წმინდა მთაზე ისევ ვნებები ჩქეფს და ისევ მეუ-ს გამო. ამჟამად „უკრაინის საკითხი“ ისევ ერთ-ერთი აქტუალური გახდა წმინდა მთაზე. ამასთან, არა იმდენად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის, რამდენადაც უმე-ს წინააღმდეგ მეუ-ს ომის გამო. რა მოხდა კონკრეტულად?
მოხდა ის, რომ ფილოთეის მონასტერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებისადმი სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს ათონის რამოდენიმე სავანის იღუმენმა უარი თქვა ემსახურა იმ მონასტრების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც ცნეს მეუ.
ამდენად, ფილოთეის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ნიკოდიმემ ღამისთევის შემდეგ იხმო მონასტრის დელეგატი და წარმომადგენელი, პანტოკრატორი იეროდიაკონი ნიფონი და მღველმონაზონი ბესარიონი და მათ განუცხადა, რომ ისინი ვერ დაესწრებოდნენ მეორე დღეს საზეიმო ლიტურგიას. „ მე არ მიმაჩნიხართ ერეტიკოსებად, მაგრამ მონასტრებმა გცნეს ისეთებად, რომლებიც თანამსახურებდნენ განხეთქილებაში მყოფებთან! ამიტომაც, თქვენ ვერ დარჩებით და ვერ იქნებით ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად“, - განუცხადა მათ მამა ნიკოდიმემ
ვინ არის დამნაშავე ფანარიონის აზრით?
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არქიმანდრიტ ნიკოდიმეს გარდა, ქსენოფონტისა და პანტოკრატორის წარმომადგენლებთან ერთად მსახურებაზე უარი თქვა არქიმანდრიტმა იოსებმა - ქსიროპოტამის მონასტრის იღუმენმა. ამ პოზიციას იკავებენ სხვა მონასტრების - ზოგრაფის, ქილანდარის, კარაკალასა და პანტელეიმონის იღუმენებიც.
სხვს სიტყვებით, თუ ადრე ათონელები, რომლებიც გამოდიოდნენ მეუ-ს წინააღმდეგ, თუ რამენაირად მაინც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მოჩვენებითი ერთიანობა (მაგალითად, უარს ამბობდნენ ემსახურათ იმათთან, ვინც ცნო მეუ, იმართლებდნენ რა თავს კოვიდით), ამჟამად მათ გადაწყვიტეს განეცხადებინათ ღიად მათი პოზიციის შესახებ.
გასაგებია, რომ ბერძნულენოვან მის-ებში ასეთმა პოზიციამ გამოიწვია არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია. პროფანარიოტულმა გამოცემამ „ფოს ფანარიუ“-მ ნაჩქარევად დასდო ბრალი მომხდარში იღუმენ ქსიროპოტამს, მიანიშნა რა, რომ მისი სავანის რეკონსტრუქცია „შესაძლოა, ფინანსდება რუსების მიერ“. მაგალითად, ის ფაქტი, რომ სიმონპეტრეს მონასტერი ფინანსდება უკრაინელი ბიზნესმენისა და მეუ-ს სპონსორის მელუდე მაცოლას მიერ, არანაირ კითხვას არ იწვევს. ისევე როგორც არ იწვევს კითხვას ის სარემონტო სამუშაოებიც, რომელიც დაიწყო ქსენოფონტში მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა მკვიდრმა დაწერა ტომოსის ტექსტი.
გარდა ამისა, „ფოს ფანარიუს“ აზრით, ათონელებს არ შეუძლიათ მეუ-ს წინააღმდეგ გამოსვლა, რადგანაც დუმეკოსკენ არის ფანარიონი. ლოგიკა უცნაურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კონსტანტინოპოლის ბევრი პატრიარქი იყო ერეტიკოსი - მათ წინააღმდეგაც არ შეიძლება გამოსვლა?
უფრო მეტიც, ფანარიოტები საერთოდ არ თვლიან, რომ მთელს ამ სიტუაციაში, რომელსაც ისინი უწოდებენ „განხეთქილებას ათონზე“, დამნაშავეა რუსეთი. თუმცა, ასეა ეს?
ვინ არის დამნაშავე სინამდვილეში
საერთოდ, განხეთქილება ათონზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფანარიონმა მეუ-ს ტომოსი მისცაა. თავიდან მონასტრების უმრავლესობა ამას არ ეთანხმებოდა. ამას მოჰყვა რამოდენიმე მიმართვა (უპირატესად კელიოტების მხრიდან), ზოგიერთმა მონასტერმა არ შეუშვა მეუ-ს წარმომადგენლები, ხოლო ბევრი ათონელი ხუცესი აცხადებდა, რომ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფებზე კანონიკურობის აღიარება არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დიდი შეცდომა. მოგვიანებით, თითქოსდა, ყველაფერი მიყუჩდა. უფრო მეტიც, ზოგიერთმა მონასტერმა, როგორიცაა ქსენოფონტი, პანტოკრატორი, სიმონოპეტრა და ახალი ესფიგმენი დაიწყეს მეუ-ს ღიად მხარდაჭერა, სხვებმა, ისეთებმა, როგორებიცაა ივერონი დავატოპედი - ფარულად და თითქოს, ყველა დროთა განმავლობაში, დანებდებოდა. თუმცა...
სინამდვილეში,სიტუაცია მეუ-თან დაკავშირებით ათონზე რთული რჩებოდა. ბევრი მონასტერი, კელია, სენაკი და ცალკეული ბერები აგრძელებდნენ წინააღმდეგობას - ზოგი ფარულად, ზოგიც - ღიად. გასაგები ერთი რამ იყო: პრობლემა არსებობს, თუნდაც მასზე არ საუბრობდეს ყველა. გარდა ამისა, იყო სხვა პრობლემებიც- თუნდაც, იგივე კოვიდი.
და აი, ახლა, როცა კოვიდი არააქტუალური გახდა და იმათთან თანამსახურების სურვილის არქონა, ვინც მეუ აღიარა, არ შეიძლება გამართლებულ იქნეს კარანტინით, მოვიდა დრო მკაფიოდ განაცხადო შენი პოზიცია.
უფრო მეტიც, ათონზე ამბობენ, რომ იღუმენი იოსები, რომელიც ადრეც არ აღიარებდა მეუ-ს, ამჟამად საერთოდ დუმენკოს შეურიგებელი მოწინააღმდეგე გახდა იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. ის, ისევე როგორც ბევრი ათონელი, შოკირებულია უმე-ს დევნით ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც აიძულებენ ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებს გადავიდნენ დუმენკოს ორგანიზაციაში. თითქოსდა ბოლო არგუმენტად არქიმანდრიტ იოსებისთვის გახდა კიევ-პეჩერის ლავრის ბერების დევნა, ლვოვში ტაძრის ნგრევა და ელექტრონული სამაჯრი მიტროპოლიტ პავლეს ფეხზე.
გარდა ამისა, ათონელი მონასტრების იღუმენები ძალიან უმაყოფილონი არიან იმით, რომ პანტოკრატის წინამძღოლმა არქიმანდრიტმა გაბრიელმა დარტყმა მიაყენა ათონის ერთიანობას, შესთავაზა რა კელია უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებს ათონის ბერებთან თანხმობის გარეშე, რაც მოულოდნელად გაახსენდათ ფანარიოტებს.
ასევე ათონზე დიდი ხანია აღშფოთებულები არიან „პატრიარქ ბართოლომეოსის წრის“ წამქეზებლური მოქმედებებით, რომლის წარმომადგენლებიც (ეს არის ახალი ესფიგმენი, ქსენოფონტი და პანტოკრატორი) მუდმივად აყენებენ დარტყმას წმინდა მთის მშვიდობასა და ერთიანობას. საკმარისია გავიხსენოთ,მაგალითად, იღუმენ ბართოლომეოსის სიტყვები ახალი ესფიგმენიდან, რომელმაც მოუწოდა საბერძნეთის ხელისუფლებას დაესაჯა და „პასუხისგებაში მიეცა“ ის ბერები, რომელთაც არ სურდათ ვაქცინაცია ან მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ „ათონს შეუძლია გახდეს ბაზა რუსული ხომალდებისთვის და წყალქვეშა ნავებისთვის“.
ეს ადამიანი დიდი ხანია არ სარგებლობს პატივისცემით ათონის მონასტრების იღუმენებისა და წმინდა მთის ბერების მხრიდან, მაგრამ მას ითმენენ - იმ მიზეზით, რომ ის პატრიარქ ბართოლომეოსის პროტეჟე და მის მიერ დაყენებული კაცია.
რა ხდება ახლა?
ამჟამად იღუმენ ფილოფეოსზე გიჟური ზეწოლა ხორციელდება. გასაგებია, რომ ამაში არა ბოლო როლს თამაშობს ფანარიონი და მისი „პარტნიორები“. ამ ზეწოლის გამო არქიმანდრიტი ნიკოდიმე იძულებული იყო დაეწერა „გამამართლებელი“ წერილი, რომელიც, ჩვენი აზრით, გახდა იმის კიდევ ერთი დასტური, რომ იღუმენი ფილოფეოსი თავად არ იღებდა გადაწყვეტილებას გაეძევებინა ის ბერები, რომლებმაც ცნეს მეუ, არამედ სხვა მონასტრების ძმებთან თათბირის შემდეგ. კერძოდ, წერილში, რომელიც გამოქვეყნდა მონასტრის სახელით, ნათქვამია, რომ „ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე და განსაკუთრებით ღამისთევის შემდეგ მონასტრის წინამძღოლი გახდა მრავალი პრეტენზიის ადრესატი, როგორც თავად მონასტრის (ფილოფეოსი - რედ.) მამების, ასევე ათონის მთის მონასტრების წარმომადგენელთა მხრიდან მოთხოვნით, გამოეხატათ თავიანთი რეაქცია პანტროკრატორისა და ქსენოფონტის წმინდა მონასტრების წარმომადგენელთა ყოფნაზე. წინამძღოლი აღმოჩნდა განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში, იცოდა რა გამოცდილების მიხედვით, რომ ბევრი მონასტერი შეეჩეხა იგივე პრობლემას (სურვილის არქონას ემსახურათ მათთან, ვინც ცნო მეუ - რედ.) ან აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში და შეეცადა ბალანსი ეპოვა ორ მხარეს შორის, არ მოიმოქმედა რა რამე ისეთი, რაც იქნებოდა უკიდურესი“. დიახ, მან უბრალოდ სთხოვა ქსენოფონტისა და პანტოკრატორის ბერებს „წასვლა“.
- რას ვიგებთ ამ წერილიდან?
ფილოფეოსის მონასტრის ძმებს არ სურთ მათთან თანამსახურება, ვინც აღიარებს განხეთქილებაში მყოფებს. - სხვა მონასტრების ძმებს არ სურთ თანამსახურება მათთან, ვინც ცნობს განხეთქილებაში მყოფებს.
- ეს სიტუაცია არაა ახალი, რამდენადაც „სხვა მონასტრებიც იგივე პრობლემას შეეჯახნენ“.
ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ სკანდალის „ჩაჩუმება“ ვერ მოხდება. ისევე როგორც არ მოხდება იმ ბერების იძულებით გაჩუმება, რომელთაც არ სურთ გაჩუმება.
დღეს, საერთოდ საბერძნეთში და კერძოდ, ათონზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეპიფანე დუმენკო განხეთქილებაში მყოფი არაა.
განხეთქილებაში მყოფს წარმოადგენს „პატრიარქი“ ფილარეტ დენისენკო, რამდენადაც მას ჰქონდა კანონიერი ქიროტონია, რომელიც მან დაკარგა განხეთქილებაში წასვლით. სერგეი პეტრეს ძე დუმენკოს კი არანაირი ქიროტონია არ ჰქონია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბერძნების უმრავლესობის აზრით, ის არის არა განხეთქილებაში მყოფი, არამედ ერეტიკოსი, რამდენადაც კადნიერდება „იმსახუროს“, არ გააჩნია რა ამის არანაირი უფლება. არავინ - არც ერთ პატრიარქს ან მითუმეტეს არც ერთ ზესახელმწიფოს - არ შეუძლია აღიაროს კანონიერება განხეთქილებაში მყოფებზე, თუ მათ არ მოინანიეს. ამიტომაც, პატრიარქ ბართოლომეოსის ტომოსი არის დოკუმენტი, რომელსაც ეკლესიის წინაშე არ გააჩნია არანაირი კანონიკური მნიშვნელობა. მოცემული ფაქტი შესანიშნავად იციან ათონზე.
ღმერთმა ქნას, რომ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთივე გაგება ჰქონდეთ. მაშინ ჩვენ გვექნება შანსი გადავწყვიტოთ „უკრაინის საკითხი“ არა გეოპოლიტიკის, არამედ ეკლესიის კანონებისა და მცნების თვალსაზრისით.