როგორ უნდა მოხდეს პროვოკატორების დამარცხება: ინსტრუქცია სახარებიდან
დღეს ტაძრების მიტაცება ხდება პროვოკატორებით და სხვა „როლმორგებულთა“ მიერ. რა შეიძლება მათ დაუპირისპირო?
2023 წლის 2 აპრილს მოხდა ხმელნიცკში საკათედრო ტაძრის მიტაცება. ღვთისმსახურების დროს, რომელსაც დაახლოებით 100 მორწმუნე ესწრებოდა, კამუფლაჟში გამოწყობილი მამაკაცი (მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი სახელია არტურ ანანიევი) თავს დაესხა პროტოდიაკონს, შემოახია მას სამოსელი და ხელიდან გამოგლიჯა სახარება. იპოდიაკონისა და მრევლის რეაგირება იყო ხისტი - პროვოკატორი შებოჭეს და რამდენადაც ის აქტიურ წინააღმდეგობას სწევდა, ოდნავ „დაუზილეს გვერდი“. მთელს ამ ქმედებას ტელეფონზე იღებდა ვიღაც ქალი, რომელმაც კამერაში თქვა, რომ „სცემენ სამხედროს“. ეს კადრები უმალ მოხვდა სოცქსელში. ხმელნიცკის დეპუტატმა ვიქტორ ბურლიკმა თავიდან ის გამოაქვეყნა თავის ფეისბუქზე კომენტარით: „სამხედრო სცემეს მოსკოველმა მღვდლებმა“, შემდეგ კი მოუწოდა ხალხს ტაძართან მისულიყვნენ. ადგილზე უცებ გამოჩნდა მაგიდები, ქაღალდები და ადამიანები, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს „მეუ-ში გადასვლისთვის ხმის მიცემას“. საინტერესოა ის, რომ „ცემის“ვიდეო იწყება უშუალოდ „ცემიდან“, თუმცა კამერა აშკარად ჩართული იყო უფრო ადრე. რა გააკეთა ანანიევმა აქამდე არ აჩვენეს. უფრო სწორედ, ასე არ იყო. ტელეგრამ-არხზე C14-ის ლიდერს ევგენი კარასს რამოდენიმე შენელებული კადრი აქვს, რომლებზეც პროტოდიაკონი თითქოსდა თვითონ აგდებს სახარებას. კადრებს უნდა დაემტკიცებინა, რომ ანანიევს არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ განუხორციელებია, ხოლო ბოროტმა მღვდლებმა კი ის ტყუილად სცემეს. აქ საჭიროა ყურადღება მიაქციო სამ მომენტს:
- კარასის კადრებზე ჩანს, რომ პროტოდიაკონის სამოსელი გაგლეჯილია და არა მგონია, ეს მას ექნა.
- ჩვენ ისევ არ გვიჩვენებენ, თუ რა იყო ამის წინ.
- თავად ფაქტი, რომ ექსკლუზიური ვიდეო, რომელიც გადაღებულ იქნა ხმელნიცკის ტაძარში ვიღაც ქალის მიერ (ლეგენდის მიხედვით - მრევლი) უცებ ხვდება კიეველი რადიკალების ერთ-ერთი ლიდერის ხელში.
აქ აუცილებელია გვახსოვდეს კარასის მიერ ქსელში გაშლილი ინსტრუქციები თავისი ხელქვეითების მიმართ, სადაც ის ყვება, თუ როგორ შეიძლება ლავრაში მორწმუნეთა და სამღვდელოების პროვოცირება. მათი არსი მარტივია. რადიკალები უნდა დაიყონ ორ-ორად, სამ-სამად, სადაც ერთი ახორციელებს ადამიანების აგრესიაზე პროვოცირებას, დანარჩენები ამ აგრესიას აფიქსირებენ ტელეფონებზე. ამოცანა - „გამოხვიდე კონფლიქტის კატალიზატორად, აჩვენო, რომ ისინი აგრესორებივით იქცევიან... რომ ყველამ, მათ შორის, ევროპელებმაც თქვან, რომ ეს არის რაღაც ტერორისტული დაჯგუფება და არა ბერები“.
ლავრაში ამან არ იმუშავა, რადგანაც მორწმუნეები გააფრთხილეს. აი, ხმელნიცკში ოპერაცია ბრწყინვალედ ჩატარდა. და არა მხოლოდ იქ.
იმავე დღეს ჟიტომირის მხარეში ირშანსკში მეუ-ში ტაძრის გადაყვანის თაობაზე გამართებულ კრებაზე უმე-ს მოწინააღმდეგეებმა კიდევ ერთი ხმაურიანი პროვოკაცია მოაწყვეს სახელწოდებით „მოსკოველმა მღვდელმა ბავშვს თავში უთავაზა“.
ბუნდოვან კადრებში ჩანს, თუ როგორ უბიძგებს დროშიან ბავშვს ვიღაც მლოცველი მღვდლებისკენ, რის შემდეგაც ვიღაც ქალი იწყებს მოთქმას: „შენ ბავშვს დაარტყი, საქონელო. გაეთრიე რუსეთში“! საჭიროა კი საუბარი იმაზე, რომ აღშფოთებულმა ადამიანებმა ხმა მისცეს გადასვლას? მთლიანობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხერხდა ხმაურის გამოწვევა. ისტორია ყველა მის-მა და სოცქესლმა აიტაცა. პოლიციელები საქმეს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით „სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება“. ძნელი არაა შევნიშნოთ, რომ აქაც ამოქმედდა იმავე სამი პუნქტისგან შემდგარი გეგმა:
- თავად პროვოკაცია;
- ფიქსაცია ვიდეოზე;
- მაქსიმალური გავრცელება „სწორი“ განმარტებით.
ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ტექნოლოგია სხვადასხვა ვარიაციით გამოყენებულ იქნება უმე-ს წინააღმდეგ მომავალშიც. როგორ უნდა მოვიქცეთ? შეიძლება პროვოკატორების დამარცხება და ისე გაკეთება, რომ მათი პროვოკაცია იყოს წარუმატებელი?
აქ უნდა გავიხსენოთ, რომ იმავე ხმელნიცკში იპოდიაკონი და მორწმუნეები რეაგირებდნენ აგრესიულ პროვოკაციაზე სამართლიანად საერო ცნებების მიხედვით, მაგრამ არა სახარებისეულად სამართლიანად.
როგორც ჩანს, ახლა დადგა დრო აღსრულდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ:ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას“... (მათ. 5:39).
სახარების ამ ადგილის განმარტებისას განმანათლებელი იოანე ოქროპირი ასე ამბობს: „ჭეშმარიტად, არავინ ისე არ აკავებს წყენის მიმყენებელთ, როგორც ნაწყენის ხანმოკლე მოთმინება. ის არა მხოლოდ აკავებს მათ შემდგომი აღტყინებისგან, არამედ ასევე აიძულებს მოინანიოს წინარეც და ასრულებს იმას, რომ ისინი შორდებიან ნაწყენს, უკვირთ მათი მოთმინება და ბოლოს, მტრები და არამეგობრები არა მხოლოდ მათი მეგობრები, არამედ ყველაზე ახლო ადამიანებად და მონებად გვევლინებიან. პირიქით, სამაგიეროს გადახდა სრულიად საპირისპირო შედეგებს იწვევს. ის ორივეს არცხვენს, ხდის სასტიკს მათ და კიდევ უფრო აძლიერებს განრისხებას, ბოროტებას და ის ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს. აი, რატომ აუკრძალა მაცხოვარმა ლოყაზე სილაგაწნულს არა მხოლოდ განრისხება, არამედ უბრძანა დაეკმაყოფილებინა დამრტყმელის წყურვილი ისე, რომ უჩინარი გახდეს, რომ პირველი დარტყმა უნებურად მიიღე. მართლაც, ამდენად შენ დაამარცხებ უსირცხვილოს გაცილებით უფრო მგრძნობიარედ, ვიდრე იმ შემთხვევაში, შენ რომ მას ხელით შეხებოდი და შენ უსირცხვილოდან მას თვინიერად აქცევ“.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ თუ პირადად დაგარტყამენ, იქნებ მეორე ლოყაც მივუშვიროო, მაგრამ აქ ხომ ხელყოფენ ტაძარს, სიწმინდეს. სახარება ამ საკითხზე პასუხს იძლევა.
გეთსამანიის ბაღში, როცა იუდა მეომრებთან ერთად მივიდა, რომელთაც იესო უნდა შეეპყრათ, მოციქულმა პეტრემ მახვილი იშიშვლა და დაცვა დაიწყო. „ ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელ მონისა იყო მალქოსი. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?“ (იოან.18:10,11). უფალი არ საყვედურობდა მოციქულებს იმის გამო, რომ ისინი არ იცავდნენ მას, მაგრამ ჩიოდა იმას, რომ ისინი გაიქცნენ: „ აჰა მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა“ (იოან. 16:32).
აქედან მთავარი პრინციპი: ჩვენ დავიცავთ ეკლესიას, მხოლოდ თუ არ გავიფანტებით ყველა სხვადასხვა მხარეს, არამედ შევინარჩუნებთ ქრისტესა და მისი ეკლესიისადმი ერთგულებას. თუ ყველა მორწმუნე, მიუხედავად იმისა, რომ შეინარჩუნებს თავისი ეკლესიის თემისადმი ერთგულებას, თუ თითოეული თემი შენარჩუნდება, როგორც ასეთი, მნიშვნელობა არა აქვს წაართვეს თუ არა მას ტაძარი, თუ ყველა მღვდელი არ მოექცევა მუქარის ან ჩიჩინის ქვეშ და არ დატოვებს ეკლესიას, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ეკლესიას არ განუცდია არანაირი ზიანი, რომ ის აგრძელებს სიცოცხლეს და მისი მხსნელი მისიის შესრულებას დედამიწაზე, ადამიანების ღმერთთან დაკავშირებას.
სხვათაშორის, ამჟამინდელ უმსგავსობაში მორწმუნეებს აინტერესებთ პრაქტიკული კითხვა - როგორ დავიცვათ ჩვენი ტაძარი?
შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება და ქრისტეს მცნების სიტყვასიტყვით შესრულება: „და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც“ (მათ. 5:40). ანუ ტაძრის, მიწის ნაკვეთის, საეკლესიო ქონების და ა.შ. მიცემა. და უყურო, როგორ იმოქმედებს უფალი, როგორ მოაწყობს ის ჩვენს ცხოვრებას და ჩვენთვის წყნის მიმყენებლის ცხოვრებას.
შეიძლება მისი კიდევ ერთი მცნების შესრულება: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის“ (მათ. 5:44). შეიძლება შედგეს საეკლესიო რეიდერების სახელობითი ნუსხა, თუნდაც იმათი, ვისი დადგენაც მოხერხდება, აი, მაგალითად, ამ არტურ ანანიევის და აღევლინოს პარაკლისები მათი ჯანმრთელობისა და სულის გადარჩენის თაობაზე.
თუმცა, სახარება არ კძალავს ყოფითი, „პრაქტიკული“ მეთოდების გამოყენებასაც. როგორ მოხდეს მათი დაცვა პროვოკაციებისგან? რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად?
გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ ღვთისმეტყველებს შორის იყო დისკუსია ლიტურგიაზე გაჟღერებულთა შესახებ ლოცვების გაუქმების შესახებ და შეძახილებზე „კარები! კარები!“, რაც მოუწოდებდა კარების დაკეტვას და უცხოების არშეშვებას. მაშინ ამბობდნენ, რომ თითქოს, ეს ანაქრონიზმია, რომ არანაირი კარების დაკეტვას არავინ აპირებდა. ამდენად.
- კარების დაკეტვა ღვთისმსახურების დაწყების შემდეგ. ეს იქნება დამატებითი სტიმული იმ მრევლისთვის, რომლებიც აგვიანებენ.
- თუ არის ფინანსური შესაძლებლობა, სავალდებულოა ვიდეოდაკვირვების სისტემის დაყენება ტაძრის შიგნით და გარეთ. ეს საშუალებას იძლევა პროვოკაციების შემთხვევაში ნაჩვენები იქნეს, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
- თუ არის ფინანსური შესაძლებლობა დაიდოს ხელშეკრულება დაცვის ფირმასთან, რათა თუნდაც ტაძარში ღვთისმსახურების დროს იყვნენ მათი თანამშრომლები.
- მამაკაცებს შორის არჩეულ იქნეს „ბოდიგარდები“ - ისინი, ვინც ღვთისმსახურებისას ყოველთვის მზადაა დაიცვას მღვდელმსახურები თავდასხმისგან ან ირეაგირონ (კორექტულად) სხვა ძალოვან პროვოკაციებზე.
- დაინიშნოს რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც პროვოკაციების შემთხვევაში ტელეფონზე გადაიღებენ მომხდარს. არა დაიცვა, არა ხელი შეუშალო პროვოკატორებს, არამედ უბრალოდ მშვიდად დააფიქსირო მოვლენები
- არავითარ შემთხვევასი არ უნდა უპასუხო ძალადობას ძალადობით. თუ პროვოკატორები გლიჯავენ ხატებს, იატაკზე აგდებენ სახარებას, ხელს კრავენ მღვდელს და ა.შ. შეიძლება უბრალოდ დადგე მათ შორის და შენი დგომით არ მისცე მათ შესაძლებლობა გააგრძელონ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.
- იურიდიულად გააფორმო მიმდინარე მოვლენები. დაე, პოლიცია იყოს მიმტაცებელთა მხარეს, დაე, ადგილობრივი ხელისუფლება მონაწილეობდეს საქმეში. მაინც საჭიროა განცხადებების, საჩივრების, სასამართლო სარჩელების შეტანა. ყველაფერი სწორად უნდა გაფორმდეს: გარემოებები, მოწმეები და ა.შ. არ დაგვეხმარება ჩვენს სასამართლოებში, მივალთ ევროპულ და საერთაშორისო სასამართლოებამდე. წვეთი ქვას ტეხავს.
- მოხეს მრევლის სიის შედგენა. იმისათვის, რომ ამ სიას ჰქონდეს იურიდიული მნიშვნელობა, რომ შემოსულმა რეიდერებმა ვერ შეძლონ თემის წევრად თავის წარმოდგენა და მეუ-ში გადასვლისთვის ხმის მიცემა, საჭიროა რამენაირად იურიდიულად გაფორმდეს ასეთი სია. ამ მხრივ კანონმდებლობა არ იძლევა ამომწურავ პასუხს კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ეს, მაგრამ საჭიროა რამენაირად მაინც ვეცადოთ ამ სიის გაფორმებას: დავსვათ ბეჭედი, როგორც იურიდიულმა პირმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შევიტანოთ განცხადება და ა.შ. პერსპექტივაში, შეიძლება ჩვენი კანონმდებლობა მივიდეს იქამდე, რომ რელიგიურ თემში წევრობა იქნება ფიქსირებული, მაგრამ უკვე ახლა საჭიროა ამის რამენაირად გაფორმება.
თუმცა, მთავარი - გავიმეორებთ, არის საკუთარი თავის ეკლესიაში შენარჩუნება, ამ გადამრჩენელი კიდობანის არმიტოვება და რწმენა, რომ უფალი ჩვენ არასდროს მიგვატოვებს.